დილა მშვიდობისა წყლის მეგობრებო

10,90 

ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს და ლაპარაკს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადებიდან 6 თვე, როცა მხედველობის სიმახვილე თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების, ფორმებისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება.

დილა მშვიდობისა პატარა ცხოველებო

10,90 

ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს და ლაპარაკს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადებიდან 6 თვე, როცა მხედველობის სიმახვილე თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების, ფორმებისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება.

ცხებული და შერისხული

20,00 

ანო ტვილდიანი თავის წიგნში – “ცხებული და შერისხული” სხვადასხვა ზოგადსაკაცობრიო თემას ფილოსოფიური კუთხით ეხება. რომანში წამოჭრილია, როგორც სახელმწიფო მოწყობისა და საზოგადოებრივი ფორმების საკითხები, ისე განკერძოებით ადამიანური ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებსაც ერთმანეთთან პერსონაჟების მეშვეობით აკავშირებს. რომანი გამოგონილ სახელმწიფოში განვითარებულ პროცესებზე მოგვითხრობს, სადაც სახელმწიფო ხელისუფალნი და მმართველობის ფორმები ერთმანეთს ენაცვლებიან…

1924 წლის აჯანყება: საქართველო და დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება

20,00 

1924 წლის ეროვნული აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამომცემლობა „ზიარი“ გთავაზობთ ერიკ ლის ახალ წიგნს „1924 წლის აგვისტოს აჯანყება – საქართველო და დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება“.
წიგნში დიდი ადგილი ეთმობა 1921-1924 წლების პერიოდს, აღწერილია ბოლშევიკთა ქმედებები და ქართველი ხალხის წინააღმდეგობა, რომელიც წინ უძღოდა აჯანყებას. ასევე განხილულია საქართველოს დაპყრობის თაობაზე ევროპელი სოციალ-დემოკრატების პოზიცია, განსაკუთრებით იმ დელეგაციის წევრებისა, რომლებიც 1920 წელს ესტუმრნენ საქართველოს.
ავტორი მკითხველს აცნობს 1924 წლის ეროვნული აჯანყებისა და, განსაკუთრებით, მისი სასტიკად ჩახშობის გავლენას ევროპაში მემარცხენე მოძრაობაზე. წიგნში აღწერილია აჯანყების მიმდინარეობა და ჩახშობა და ის გამოძახილი, რომელიც ამ მოვლენებს მოჰყვა ევროპაში.

პენელოპიადა

14,95 

„პენელოპიადა” უძველესი მითის ახლებურად გააზრებას გვთავაზობს, ვითარებას, როცა საზოგადოებაში ძალაუფლება მამაკაცს ეკუთვნის მარგარეტ ეტვუდის ვერსიაში ოდისევსის ცოლის ამბავი სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება. ეს წიგნი გარდაცვლილი პენელოპეს დღიურია ჰადესიდან. მთავარი გმირი გვიამბობს თავისი ბავშვობის შემდეგ კი ქორწინების ამბავს, აღგვიწერს ლეგენდარულ ოდისევსს არა ჰომეროსის, არამედ თავისი, ქალის თვალით გაცნობილს, როგორ ელოდა ოცი წლის განმავლობაში მეუღლეს. რამდენი რამ გადაიტანა. ეს არის ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟებისა და რეალიების სრულიად სხვაგვარად გააზრება და მკითხველის გადასაწყვეტია, გაიზიარებს თუ არა მას.

საქართველოს არქეოლოგიისთვის

39,95 

წინამდებარე წიგნში საქართველოს იბერია-კოლხური პერიოდის (ძვ. წ VI ს – ახ.წ. IV ს.) ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხებია განხილული.

ნაშრომში ახალი არქეოლოგიური მასალისა და წერილობითი წყაროების ურთიერთშედარებისა და კვლევის საფუძველზე, გარკვეულწილად, ხერხდება საქართველოს ხსენებული ეპოქის ისტორიის მეტ-ნაკლები აღდგენა.

წიგნი განკუთვნილია საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მითხველისთვის. ის ახალ, საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის სკოლის მასწავლებლებსა და სტუდენტებს.

იდეოლოგიის ამაღლებული ობიექტი

38,00 

სლოვენი ფილოსოფოსი და ფსიქოანალიტიკოსი სლავოი ჟიჟეკი თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და პოპულარული მოაზროვნეა. იდეოლოგიის და სუბიექტის თემის გააზრებას ეძღვნება წინამდებარე წიგნი “იდეოლოგიის ამაღლებული ობიექტი”. ამ წიგნმა ჟიჟეკს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა.

თეთრი ქალაქი

29,95 

ამ ჯადოსნურ ამბებს ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ძილისპირულად ვუამბობდი. ხშირად, ზღაპრის გმირებს თავად ირჩევდნენ და მეც ვთხზავდი თავგადასავლებს. ასე შეიქმნა ზღაპარი ჭიანჭველეთსა და მოხერხებულ ბინადრებზე, სამართლიან ბუზე, მაცდურ ობობებზე, ჯადოსნურ ფანქრებზე, ნამცეცა ბჟუზე, კეთილ და სათნო სამოთხის ჩიტზე თუ გამრჯე და გულმოდგინე, სამშობლოზე დადარდიანებულ სევდიოზე. მართალია, ზღაპრის ბოლო კეთილია, ცხოვრება კი არ ჰგავს გამოგონილ, ჯადოსნურ სამყაროს, მაგრამ მუდამ ფასეულია ზნეკეთილობა და სათნოება…

სამი ომი

14,95 

„ომი ბოლომდე მაშინ გაცნობს თავს, როცა უშუალოდ შეგეხება. სხვა დროს აისბერგივითაა – მთელი მისი მოცულობის მხოლოდ 10-15 პროცენტს ხედავ. ოღონდ, აისბერგი თანდათან დნება. ომი კი, თუ ერთხელ მაინც შეგეხო და ცოცხალი გადარჩი, არასდროს „დნება“ – სამუდამოდ რჩება შენში. ამ წიგნის ყველა პერსონაჟი ნამდვილია. ფაქტებიც და მოვლენებიც ომის რეპორტიორის სიზუსტითაა გადმოცემული, ზუსტად ისე, როგორც იწერებოდა (ტექსტის ნაწილი – უშუალოდ ფრონტზე). ამბავი კი რეალურის და ირეალურის ზღვარზეა. ამბის თავიდან გამოგონება პლაცებო ეფექტივითაა: არ კურნავს, მაგრამ შველის. ამ წიგნით დავასრულე ჩემი ომის ამბავი, რომელსაც, როგორც საფლავის ქვას აწერენ დაბადების და გარდაცვალების თარიღებს, ისე ვაწერ: „1993-2023.“ – ავტორისგან

პოლინკა

19,90 

პატარა პოლინკას მშობლები სოფელში, ბებოსთან და ბაბუასთან ჩაიყვანენ.
იმ რამდენიმე დღეში პოლინკა მზაკვრულ მზაკვრადაც იქცევა, წერა-კითხვას და ანგარიშსაც ისწავლის და ნამდვილ მეგობარსაც გაიჩენს.

წაიკითხეთ უკარაინელი ავტორის ეს მხიარული წიგნი და აუცილებლად შეგიყვარდებათ
პატარა, ჭკვიანი, ცელქი პოლინკა

პეტსონი და ფინდუსი

19,90 

თუ კეთილი და შთამბეჭდავი ამბების კითხვა გიყვარს, მოხუცი პეტსონისა და მისი ჭკვიანი კატის თავგადასავლები ნამდვილად მოგეწონება.

იცი, პეტსონზე რას ამბობდნენ მეზობლები? შერეკილიაო.

ცხოველების ფერმა

15,90 

ეს „საადგილმამულო ფერმა“, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივია… სანამ ცხოველები უპასუხისმგებლო, ლოთ მფლობელს, მისტერ ჯოუნსს, არ აუჯანყდებიან.

აჯანყებული ცხოველების მიზანი უთანასწორობის აღმოფხვრა და ფერმის მობინადრეებისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა. გამჭრიახი ტახების მეთაურობით ისინი ახალი სახელმწიფოს მშენებლობას იწყებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში აჯანყების დიადი მიზნები და იდეალები იცვლება, იერარქია ფერმაში კვლავ ბრუნდება – სახეშეცვლილი, დამახინჯებული ფორმით.

ჯორჯ ორუელის ალეგორიული რომანი „ცხოველების ფერმა“ ძალაუფლებაზე, სიხარბესა და მანკიერ სახელმწიფო მმართველობაზეა. წიგნი არასოდეს კარგავს აქტუალურობას და ნებისმიერ ასაკში საინტერესო საკითხავია; ხოლო ეს გამოცემა, რომელიც კრის მოულდის შესანიშნავი ილუსტრაციებითაა გაფორმებული, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკითხველს მოხიბლავს.

ნილოსის ღვთისმშობელი

15,90 

რომანში „ნილოსის ღვთისმშობელი“ მოქმედება ვითარდება 1970-იან წლებში აფრიკაში, რუანდაში, ქალთა სამონასტრო სკოლა-პანსიონში. აქ მოზარდი გოგონები ცხოვრობენ, სწავლობენ და ემზადებიან, რომ გახდნენ კარგი ცოლები. ამასობაში კი ქვეყანაში ვითარება იძაბება. ჰუტუსა და ტუტსის ხალხებს შორის მწიფდება ეთნიკური კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ნამდვილ კატასტროფად იქცეს…

სქოლასტიკ მუკასონგა (დ. 1956 წ.) რუანდაში დაიბადა და ცხოვრობდა. გენოციდის დროს ამოწყვიტეს ტუტსის ტომის მრავალი ათასი წარმომადგენელი, მათ შორის ავტორის ოჯახის 27 წევრი. იგი გადაურჩა ეთნიკურ დევნას, 1992 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში და წერს ფრანგულად. რომანი „ნილოსის ღვთისმშობელი“ 2012 წელს გამოვიდა და რამდენიმე ლიტერატურული პრემია მოიპოვა. ქართულად ქვეყნდება პირველად.

გაიქეცი რომ გადარჩე

14,90 

აზარი დედასთან ერთად გამორბის თავისი მზიანი, ცხელი სოფლიდან. დედა-შვილის ცხოვრება ორ ნაწილად იხლიჩება – ტკბილ-მწარე მოგონებებად და გაურკვეველ, გრძელ მოლოდინად ქცეულ აწმყოდ პირქუშ, უცხო ირლანდიაში.

უკან, მონატრებულ სამშობლოში დაბრუნება და ღირსების შემლახავი ტრადიციის მორჩილება აზარისთვის სიკვდილის ტოლფასია. არადა თუ ამას არ დაამტკიცებს, უცხო ქვეყანა არ შეიფარებს. ბოლო არ უჩანს დაუსრულებელ დაკითხვებს, ლტოლვილთა თავშესაფარში უცხო ადამიანებთან ერთად ცხოვრებას… აზარისთვის ერთადერთი სიხარული ახალ მეგობართან ერთად სირბილია. სირბილი კი ამქვეყნად ყველაფერს ურჩევნია.

წიგნის ავტორი, ჯეინ მიჩელი ირლანდიაში ცხოვრობს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა პრობლემის მქონე თინეიჯერებთან მუშაობდა. მან ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა და ორჯერ მიიღო მონაწილეობა დუბლინის 42-კილომეტრიან მარათონში.

ნებადართული ჯადოქრობა

14,90 

საბჭოთა კავშირი არსებობის ბოლო დღეებს ითვლის, მიხაილ გორბაჩოვი კი მეტაფორაზე ძველი სპარსული ტრაქტატის მოძიებას ავალებს პარიზში ჩანერგილ კა-გე-ბე-ს ჯაშუშს – სჯერა, რომ ამ დაკარგული ხელნაწერის მეშვეობით შეძლებს განწირული იმპერიის გადარჩენას. ისტორიის შემობრუნება გორბაჩოვს არ დასცალდება, სამაგიეროდ, ჯაშუში იმ მოუხელთებელ, ამოუცნობ სიტყვებს ეზიარება, რომელთა იდუმალი ლანდი მთელი ცხოვრება არ ასვენებდა და რომლებიც აურაცხელ ქონებას და ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში აბსოლუტურ ძალაუფლებას მოაპოვებინებენ. „ესაა მოციმციმე სიტყვები, გამოუძიებელი და გამოუკვლეველი და უფროსღა გამოუთარგმნელი, სამყაროს პირველწყარო. ისმინე მათი ფაქიზი შრიალი, განჭვრიტე მათი ლაღი მოძრაობები, იხარე მათთან ერთად“.

მაგიური რეალიზმისა და ალტერნატიული ისტორიული ჟანრის რომანი ნებადართული ჯადოქრობა ირაკლი მეტრეველის მეორე წიგნია.

მოს შვიდი დღე

12,90 

მო და კარლი 12 წლის ტყუპები არიან. უბრალოდ, როგორც კარლი იტყოდა, მოს `ადამიანთა უმეტესობისგან განსხვავებულად მოქცევა და წარმოუდგენელი სისულელეების ჩადენა შეუძლია~.

სანამ დედა დაბრუნდება სამსახურიდან, კარლი ძმაზე ზრუნავს, არადა, მოსთან ლოლიავის ნაცვლად, სხვა ბავშვებივით სიამოვნებით ითამაშებდა ფეხბურთს, იქროლებდა ველოსიპედით, შეხვდებოდა ნადიას, რომელიც ძალიან მოსწონს…

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად,
ვინ იცის, იქნებ კარლს უფრო
სჭირდება მო, ვიდრე მოს – კარლი?!

მამა მუმინის მემუარები

11,90 

„მივენდე ჩემი ბედის ვრასკვლავს და ისე დავადექი გზას, წარმოდგენაც არ მქონდა, რა საოცარი ამბები მელოდა წინ.“

ჯადოქრის ქუდი

11,90 

მუმინების ხეობა ჯადოქრობის ასპარეზად იქცა. ეს მას მერე მოხდა, როცა მუმინტროლმა, სნუსმუმრიკმა და სნიფმა მთის წვერზე ჯადოქრის ქუდი იპოვეს და შინ წაიღეს.

შვილობილი

8,90 

ეს წიგნი მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნაწარმოების მოცულობას საერთო არაფერი აქვს აზრის სიღრმესთან და ზემოქმედების ძალასთან.

ეს ემოციური ამბავი ირლანდიაში, უექსფორდში ხდება. ოჯახის დიასახლისი მორიგ ჯერზე დაორსულდა და ხელმოკლეობის გამო უფროსი გოგონებიდან ერთ-ერთი ზაფხულში დროებით საცხოვრებლად შორეულ ნათესავებს მიაბარეს. გოგონამ არ იცის, როდის დაბრუნდება სახლში. თავად იდეა ბავშვის უცხო ადამიანებთან გაგზავნის უცნაური და სასტიკიც კი შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ოჯახს სხვა გამოსავალი არ აქვს – ფინანსური გაჭირვების გამო იძულებულია, ასე მოიქცეს.

უცხო ოჯახში, უცხო ხალხთან ბავშვი გარემოცულია სითბოთი და სიყვარულით, რაც აქამდე არასდროს ჰქონია და ნელ-ნელა პოულობს სულიერ სიახლოვეს ადამიანებთან, რომლებიც მისი სისხლით ნათესავები არ არიან.

მაგრამ საიდუმლო მჟღავნდება და უცებ გოგონა აღმოაჩენს, თუ როგორი მოჩვენებითი იყო მისი იდილია.