ინტელექტი
ჟურნალი ქართული მწერლობა – დეკემბერი #2
6,50 ₾ჟურნალის დეკემბრის ნომერში შესულია: საუბარი ბესიკ ხარანაულთან; ნათია გიორგაძის ლექსები; თეა თოფურიას ნოველა; დიალოგი ხათუნა ცხადაძესა და ნატა ლომოურთან; ბანანა იოშიმოტოს მოთხრობა; ზაბინე შიფნერის „პრუტის საძებნად“;
პურმარილი
16,60 ₾კონსტანტინე კაპანაძის მოთხრობათა კრებული “პურმარილი” წარმოგვიდგენს თანამედროვე ქართული პროზის განსხვავებულ ხედვას. ავტორი, ერთის მხრივ, ჰქმნის მრავალშრიან ტექსტს, სადაც სამბრანოსეული “ცხოვრების მეტაფიზიკა” ხორცშესხმულია პერსონაჟთა ყოველდღიურობაში, მეორეს მხრივ კი – უილიამ ოკამის “მარტივი გადაწყვეტის” პრინციპით – არ ტვირთავს თხრობას ზედმეტი დეტალებით.
დევნილი
19,95 ₾ალეხო კარპენტიერის „დევნილი“ მათთვისაა, ვინც ძლიერმოქმედ, გამორჩეული სტილით დაწერილ ლიტერატურას ეტანება, ვისაც ლათინოამერიკელი მწერლები უყვარს და პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტების ხატვის ოსტატობა აღაფრთოვანებს. ნაწარმოებში 1930-1933 წლების, კუბაზე ხერარდო მაჩადოს დიქტატორული რეჟიმის დამხობის შემდგომი მოვლენებია აღწერილი. რომანის მთავარი გმირი კი პროვინციელი სტუდენტია, რევოლუციური იდეებით შეპყრობილი, თავისდაუნებურად, ტერორისტი რომ გამხდარა…
ფაცერი
25,00 ₾გია დანელიას დღემდე გამოქვეყნებული წიგნებია: „ასკინკილა“; „ფიქრი,
მქროლავი წამისა“; „100 ლექსი და… დრო!“; „ძახილი სიყრმის“;
„შემოდგომისპირის მოთხრობები“ და „სარკმელს მიღმა“.
რომანი „ფაცერი“ გურიის ერთი ჩვეულებრივი, შეძლებული გლეხის
ოჯახში დაბადებული ორი ძმის ტრაგიკულ ისტორიაზე მოგვითხრობს.
კოლია გასაბჭოებისა და რევოლუციის მოწი ნააღმდეგეა, გრიშა –
კომუნისტური იდეო ლოგიის აპოლოგეტი, ცხოვრების ქარტეხილებმა
კი მათი მსო ფლმხედველობა დიამეტრულად შეცვალა.
წიგნში ასახულია შესაბამისი ეპოქა ბოლშევიკური რევოლუციებითა და
გადასახლებებით, მსოფლიო ომებითა და საბჭოთა ტერორით…
ავტორს გამოყენებული აქვს ავტობიოგრაფიული ჩანაწერები და დღი –
ურები, რაც უფრო საინტერესოსა და დამაჯერებელს ხდის ნაწარმოებს
აქ მიპოვი
12,00 ₾„ერთი შეხედვით, ახალგაზრდა პოეტისგან არც სილაღეა გასაკვირი და არც, მით უმეტეს, სევდა. მაგრამ როდესაც ეს ახალგაზრდა პოეტი ძალიან ნიჭიერია და სევდა-სილაღის ერთ სალექსო ჭურჭელში მოქცევას ახერხებს, ეს უკვე იშვიათობაა. ასეთია ნიქო გორგილაძის ლექსები: ენობრივი ქსოვილი მსუბუქია და თითქმის მღერადი, ხოლო შინაარსი, ღრმა და მტკივნეული, არსად იდღაბნება. ზღვის კაცია, ზღვის პირას გაზრდილი, და ლექსებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, დაწმენდილი და მოლივლივე წყალივით გამოსდის, სადაც ფსკერი და კენჭები მკაფიოდ მოჩანს.”
გონების პარაზიტები
19,95 ₾გიორგი ხარაიშვილის მოთხრობები მძაფრად ატმოსფერულია – თითქოს თვალები დახუჭეთ და ერთიანად გადაეშვით სივრცეში, რომელიც თან საშიშია, მაგრამ თან საოცრად მომნუსხველი. შეიძლება ეს ცივი ჰაერი ოთახში ნელ-ნელა იგრძნოთ და ავეჯსაც თითქოს შეუმჩნევლად დაედოს მკვდრისფერი.
კედელს მიღმა
19,95 ₾“კედელს მიღმა” ავტორის მესამე წიგნია – მოთხრობებისა და ავტობიოგრაფიული ჩანაწერების კრებული, რომელშიც დოკუმენტური სურათები და მხატვრული სახეები ერთმანეთს ოსტატურად ცვლის და ერწყმის, მკითხველის წინაშე კი მთელი ეპოქის დამტევი უზარმაზარი პანო ცოცხლდება.
თიბათვის ნისლი
17,95 ₾კრებულში შესულია სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები და პოემა „ძე შეცდომილი, ძე მართალი“, რომელიც წიგნის შინაარსს ოსტატურად კრავს – მასში ზარივით რეკავს პოეტის სული და სულისკვეთება, მისი სევდა და ნუგეში.გიორგი შალამბერიძე მსახიობია. თუმცა, პოეზია მისთვის ის სცენაა, რომელზეც კი არ თამაშობს, არამედ ცხოვრობს – სიკვდილამდე დაჭიმული ვნებით და სიმართლით. მკითხველიც გრძნობს ამ ნამდვილობას და ნდობით მიჰყვება წიგნის აღმავალ დინებას.
უპირატესობათა სია
12,95 ₾„რა თქმა უნდა, შეგვიძლია ავირჩიოთ უკვე კარგად გამოცდილი და ბანალური გზა, ბოკო ჭიღლაძის რომანი მოვაქციოთ პირველი რომანის კატეგორიაში და ამ პერსპექტივიდან ვისაუბროთ ტექსტზე. ამას შეგვიძლია დავამატოთ ისიც, რომ ეს მისი, როგორც პოეტის, პირველი რომანია და ასე შევკრათ საბოლოო ჯამში არაფრისმთქმელი წრე, თუმცა, თავად წიგნი ამას არ იმსახურებს.
ცხადია, ასეთი მიდგომა ვერ ცვლის იმ მოცემულობას, რომ „უპირატესობათა სია“ ბოკო ჭიღლაძის პირველი რომანია და ამ წიგნში ყველაფერია, რაც ზოგადად თითქმის ყველა კარგ პირველ რომანში გვხვდება: ექსპერიმენტის სურვილი, საკუთარი გამოცდილების მაქსიმალურად გამოთქმის სურვილი და ამ გზით საკუთარი თავის ამოხსნა.
კარგი მწერალი წიგნიდან წიგნში ძუნწდება – თანდათან სულ უფრო და უფრო დოზირებულად იწყებს დეტალების გამჟღავნებას. მომავალ წიგნებში „უპირატესობათა სიის“ ავტორი, რომელიც, თავისთავად უკვე კარგი მწერალია, ასე მოიქცევა და ასეთი გულუხვი აღარ იქნება, თუმცა მანამდე მკითხველის წინაშე ეს წიგნია – სტილისტურად და შინაარსობრივად გაბედული ნამუშევარი. ერთი შეხედვით კამერული შინაარსის რომანი, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან დაკვირვებული მკითხველი კამერულ შინაარსს მიღმა დაინახავს ერთფეროვან ყოველდღიურობას, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც მრავალმხრივ ახდენს გავლენას.“ – დავით ქართველიშვილი
სტალინის გამბიტი
19,95 ₾ლაშა ტუღუში ფლობს დოქტორის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში, გახლდათ ფულბრაიტის სტიპენდიატი, ასევე მოწვეული მეცნიერი ვაშინგტონის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში. იყო ყოველდღიური ქართული გაზეთის „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი და ინგლისურენოვანი საინფორმაციო პორტალის Democracy and Freedom Watch-ის რედაქტორი. ამჟამად არის ფონდ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორი, თანათავმჯდომარეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს“, ასევე კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ავტორია არაერთი პუბლიკაციისა, მათ შორისაა სამეცნიერო კვლევები და ანალიტიკური ნაშრომები. „სტალინის გამბიტი“ მისი დებიუტია ლიტერატურაში.
„ეს არის პოლიტიკური რომანი. მასში ვითარდება ამბავი, რომელიც ან უკვე მოხდა, ან უნდა მოხდეს. მერე ფიქრობ, თუ უკვე მოხდა, აწი რაღა უნდა მოხდეს; მერე ხვდები, რომ ის, რაც აქ ხდება, სინამდვილეში ჯერ არ მომხდარა და მსჯელობას იწყებ, რა უნდა ვქნათ, რომ ასე არ მოხდეს.
ეს არის კინომოთხრობა. კადრები სწრაფად იცვლება. მოქმედება დინამიკურია. გახსოვს პერსონაჟების სახელები, გვარები, თანამდებობები, გავლენები. მერე ფიქრობ, ნამდვილად გახსოვს თუ არა; მერე იხსენებ, ცოცხლები არიან თუ გარდაცვლილები; მერე კითხულობ, რა უნდათ ცოცხლებს გარდაცვლილებისგან; მერე აღმოაჩენ, რომ ისინი არც არსებობდნენ და ჩვენ ვქმნიდით – მათივე სახელებით, გვარებით, თანამდებობებით.
ეს არის საგაზეთო რომანი. არა იმიტომ, რომ საგაზეთო ქრონიკისთვის დამახასიათებელი ენითაა დაწერილი, არამედ იმის გამო, რომ გაზეთისთვის ჩვეული დინამიკურობით ვითარდება; კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება პოლიტიკური მოვლენები; ხვდები, რომ მანიპულაცია მარტივი კომბინაციაა – ამბავი არც არსებობს, მას ჩვენ ვქმნით ან ჩვენთვის ქმნიან. ბოლოს საკუთარ თავს ეკითხები, „სტალინის გამბიტი“ პოლიტიკური რომანია თუ ანტირომანი?“
ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი
ჟურნალი ქართული მწერლობა – ნოემბერი #1
6,00 ₾ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ: ლევან ბერძენიშვილი, რუსთაველი და ჰომეროსი;დათო ტურაშვილი, გზაში დაწერილი წიგნიდან; გიორგი კაკაბაძე, ფრაგმენტი დოკუმენტური რომანიდან: „დაწყევლილი დღესასწაული“;ეკა ქევანიშვილი, პოეზია; ნანა აბულაძე, პროზა, ნეტავ ბულბულად მაქცია…უცხო – საუბარი ელა გოჩიაშვილთან (ესაუბრა ირაკლი კაკაბაძე);თათია ჯგუშია, „რატომ ვთარგმნიდი, რა დროს ვწერდი“ დავით წერედიანის „შედევრები“;ნინო ხარატიშვილი, კატა და გენერალი (თარგმნა ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა).
მარილი ქვეყნისა
19,95 ₾ყოველ ახალ დროს თუ უდროობას თავისი აღმწერი სჭირდება. ძნელია რაიმე ისეთი გამორჩეული წარუდგინო მკითხველ საზოგადოებას, რაც მანამდე სხვას არ შეუთავაზებია, მაგრამ სხვა ვერავინ დაწერს იმას, რის თქმასაც შენ აპირებ, რაც დაინახე და შენში დაილექა.
გიმძაფრდება განცდა იმისა, რაც ქვეყნად ხდება. არც იმან უნდა შეგაჩეროს, რომ დამაჯერებელი პასუხები სულ უფრო იშვიათია, უპასუხო კითხვები კი – ხშირი. მაგრამ „განზე გადგომა განხიბლულთა და შეშინებულთა ხვედრია“ (ჭაბუა ამირეჯიბი).
კოტე ჯანდიერი ნამდვილად სხვა შემთხვევაა და ამაში მკითხველი თავად დარწმუნდება: „საზოგადოება ღრმად უნდა დაფიქრდეს, სამომავლოდ როგორი სამშობლო უნდა, რა თვისებების მქონე მოქალაქეები უნდა ქმნიდნენ ქვეყნის სხეულს და რა ადგილი უნდა ეკავოს ქართულ სახელმწიფოს ცივილიზებულ ერთა თანამეგობრობაში, ვინ უნდა ვიყოთ ჩვენ – სხვათა მიღწევებისა და მათი დაგროვილი დოვლათის რიგითი მომხმარებლები, სხვების მიერ გაკვალული გზის მტკეპნელები თუ საკუთარი მომავლის შემოქმედნი და ცივილიზაციის საგანძურში, სხვებთან ერთად, რაიმე ღირებულის შემტანნი“.
ინტერვიუ ტერორისტთან
14,95 ₾„თამარ ბელქანიას წიგნს „ინტერვიუ ტერორისტთან“ საინტერესოს ხდის ავტორის არა მხოლოდ ჟურნალისტური გამოცდილება, არამედ პედაგოგიური პრაქტიკაც. მისი მთავარი რეციპიენტები სტუდენტები არიან. სწორედ მათ უნდა გაფილტრონ მომავალში ქართული ჟურნალისტიკა მავნე ტენდენციებისგან და დაამკვიდრონ ისეთი სტანდარტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრივ განვითარებას ეკადრება. თამარ ბელქანიას გზავნილი სტუდენტებისადმი: „შრომისმოყვარეობა, დაუზარებლობა, გამბედაობა, სწრაფვა ახლის შემეცნებისაკენ“ ზუსტია, ხოლო არგუმენტები – სანდო და დამაჯერებელი, ვინაიდან ისინი ამოკრეფილია პირადი პრაქტიკიდან, რომელთა შორის არის მისი ექსკლუზიური ინტერვიუ ტერორისტთან“.
ყურსასმენების რევოლუცია
10,95 ₾ციკო ინაურის „ყურსასმენების რევოლუცია“ ბოროტებაზე გამარჯვების ამბავია. რა თქმა უნდა, სიკეთე და ბოროტება ყოველ ადამიანში თანაარსებობს და ხალხის ბოროტ და კეთილ ადამიანებად დაყოფაც არ არის სწორი, მაგრამ ზოგჯერ, როცა ქვეყანაში ავტორიტარიზმი იკიდებს ფეხს და მხარის არჩევა ხდება საჭირო, ეს ორი პოლუსი თვალსაჩინოდ გამოიკვეთება ხოლმე.
სწორედ ასე ხდება ამ წიგნის ფურცლებზე გამოგონილ სამყაროში, საშიშად რომ ჰგავს ნამდვილს. „ვიღაცას რომ ჰკითხოთ, ამ პატარა ქვეყანაში ომი არ არის“ – ამბობს ავტორი, როცა სისტემის მიერ დასახიჩრებულ, მოკლულ და ღირსებააყრილ ადამიანებზე გვიყვება და შეგვახსენებს, რისთვის არის საჭირო თითოეული ადამიანის შეუპოვრობა.
ლიტერატურას წინასწარმეტყველება შეუძლია. ამის არაერთი მაგალითი არსებობს და ეს, სიმართლე რომ ითქვას, მისი მაგიური კი არა, სრულიად კანონზომიერი მახასიათებელია. ჩვენც იმედი ვიქონიოთ, რომ ამ წიგნის ოპტიმისტურ დასასრულსაც ასეთივე ძალა ექნება.
საუბრები ვეფხისტყაოსანზე
19,95 ₾ცხოვრებამ რუსთაველის უამრავ ჭეშმარიტ მოყვარულთან შემახვედრა. დიაპაზონი უზარმაზარი იყო – ფილოლოგიდან ფიზიკოსამდე, აკადემიკოსიდან გლეხამდე, ასი წლის ბერიკაციდან სამი წლის ბავშვამდე. პირადად ვიცნობდი რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცოდნენ.
ბევრი რამ, რაც რუსთაველზე წამიკითხავს, საინტერესო იყო, ბევრი – გულუბრყვილო, ბევრი – დაუჯერებელი, მაგრამ თითქმის ყველა რაღაცით მნიშვნელოვანი იყო, ალბათ იმიტომ, რომ ყველა სიყვარულით იწერებოდა. რამდენჯერმე წავაწყდი ასეთ მოვლენასაც – ცხოვრების ბოლოს, განურჩევლად პროფესიისა და განვლილი გზისა, ბევრი ქართველი ცდილობს, თავი მოუყაროს და შთამომავლობას დაუტოვოს თავისი აზრები რუსთაველსა და მის პოემაზე, როგორც მთავარ ქართულ მოვლენაზე. მეგონა, რომ ეს ამბავი მე ამცდებოდა. ასე მეგონა დიდხანს, სანამ არ გამიჩნდა რწმენა, რომ ქართველი ლიტერატორი, უბრალოდ, ვალდებულია, რუსთაველზე თავისი ნააზრევი დაგვიტოვოს.
საშიში ინტერპრეტაციები
27,95 ₾ყველაზე თანმიმდევრულად საბჭოთა ეპოქა მაინც დროს ებრძოდა. ამიტომაც მას ეშინოდა ინტერპრეტაციის, რომელიც საუკუნეთა ჭრილში ტექსტის ცხოვრების დანახვის უნიკალური საშუალებაა. სხვა სიტყვებით, ესაა აზრის მარადიული მოძრაობა კლიშეებისა და სტერეოტიპების დასაძლევად.
ინტერპრეტაცია სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი აზროვნების ერთგვარი კოდი. მისი მოპოვება კი ისეთ სერიოზულ ცნებებს უკავშირდება, როგორიცაა თვითმოქმედება, ინიციატივის გამოჩენა, გონებრივი სიფხიზლე, ნაცვლად ინერტულობისა და შემგუებლობისა. შეიძლება სამყარო ვერ შეცვალო და ამის პრეტენზია, ალბათ, არც უნდა გქონდეს, მაგრამ რწმენა იმისა, რომ „ლიტერატურული სიტყვით შესაძლებელია შენი განცდების წინ წაწევა, განვითარება“, დიდი შვების მომტანია.
მოკლედ, პოსტსაბჭოური ინტერპრეტაციული ნაკადის შესახებ შეიძლება ასეც ითქვას: იდევნებოდა გუშინ, სრულად აღდგა თავის კანონიერ უფლებებში დღეს და იმედია, ხვალაც მკითხველის გზამკვლევად დარჩება.
დაბრუნება
11,95 ₾კითხვებზე პასუხების საპოვნელად და საკუთარი თავის დასაბრუნებლად ანა, მეგობრის რჩევით, ფსიქოლოგს მიმართავს. თერაპიის პროცესი საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და წარსულში მომხდარი, ზოგჯერ მტკივნეული ამბების გახსენების აუცილებლობას აჩენს. სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ანას მოგონებებს – ბავშვობას, სტუდენტობას, პირველ სიყვარულს, კარიერაში გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებსა და სიხარულს, დანაკარგებსა და სევდას.
ნაიარევი
24,95 ₾სარა მესა თანამედროვე ესპანელი მწერალია, დაიბადა მადრიდში 1976 წელს. მისი ლიტერატურული სტილი ხასიათდება ისეთი თემების ფსიქოლოგიური კვლევით, როგორებიცაა კომუნიკაციის ნაკლებობა, მარტოობა ძალაუფლებასა და მანიპულაციაზე დამყარებული ურთერთობები. სარა მესას რომანების ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი არის ზნეობრივი ორაზროვნების და ადამიანური ურთიერთობების სირთულეების ძიება. მისი პროზა გამოირჩევა პირდაპირობით, სიზუსტით, ლაკონიურობით. ის თავიდანვე ითრევს მკითხველს დამთრგუნველ გარემოში, …
თეთრი ქალაქი
29,95 ₾ამ ჯადოსნურ ამბებს ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ძილისპირულად ვუამბობდი. ხშირად, ზღაპრის გმირებს თავად ირჩევდნენ და მეც ვთხზავდი თავგადასავლებს. ასე შეიქმნა ზღაპარი ჭიანჭველეთსა და მოხერხებულ ბინადრებზე, სამართლიან ბუზე, მაცდურ ობობებზე, ჯადოსნურ ფანქრებზე, ნამცეცა ბჟუზე, კეთილ და სათნო სამოთხის ჩიტზე თუ გამრჯე და გულმოდგინე, სამშობლოზე დადარდიანებულ სევდიოზე. მართალია, ზღაპრის ბოლო კეთილია, ცხოვრება კი არ ჰგავს გამოგონილ, ჯადოსნურ სამყაროს, მაგრამ მუდამ ფასეულია ზნეკეთილობა და სათნოება…
სამი ომი
14,95 ₾„ომი ბოლომდე მაშინ გაცნობს თავს, როცა უშუალოდ შეგეხება. სხვა დროს აისბერგივითაა – მთელი მისი მოცულობის მხოლოდ 10-15 პროცენტს ხედავ. ოღონდ, აისბერგი თანდათან დნება. ომი კი, თუ ერთხელ მაინც შეგეხო და ცოცხალი გადარჩი, არასდროს „დნება“ – სამუდამოდ რჩება შენში. ამ წიგნის ყველა პერსონაჟი ნამდვილია. ფაქტებიც და მოვლენებიც ომის რეპორტიორის სიზუსტითაა გადმოცემული, ზუსტად ისე, როგორც იწერებოდა (ტექსტის ნაწილი – უშუალოდ ფრონტზე). ამბავი კი რეალურის და ირეალურის ზღვარზეა. ამბის თავიდან გამოგონება პლაცებო ეფექტივითაა: არ კურნავს, მაგრამ შველის. ამ წიგნით დავასრულე ჩემი ომის ამბავი, რომელსაც, როგორც საფლავის ქვას აწერენ დაბადების და გარდაცვალების თარიღებს, ისე ვაწერ: „1993-2023.“ – ავტორისგან
მეცამეტე თვე
19,95 ₾მანანა დოიაშვილის პიესა – მსახიობი ბიჭისა და დრამატურგი გოგოს ურთიერთობა, მათი მოგზაურობა ახალ საკაცობრიო ინტერნეტ-თამაშში, რომელსაც ვირტუალური სამყაროს ღმერთი ქმნის მინისტრთა კაბინეტთან ერთად. მთავარი გმირების შეგრძნებათა პალიტრა და გონების ციხიდან თავის დაღწევის მცდელობა; გაზრდის უმწეო სურვილი და სხეულის უარყოფა ვირტუალურ რეალობაში, სადაც დრო ენერგიაა და სიტყვები – გემრიელი ვახშამი; მეცამეტე თვის მისტერია, რომელსაც არ აქვს სასრული…
2022 წელს, ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა“, მანანა დოიაშვილის „მეცამეტე თვე“ პრემია „საბა“-ს გამარჯვებული გახდა.
სევდაპიცა
19,95 ₾ლაშა მილორავას „სევდაპიცა“ ამბავია რეჟისორზე, „რომელმაც ყველაფერი დაკარგა, მაგრამ ვერ შეეგუა და შეეცადა, დაებრუნებინა“.
ტრაგიკული შემთხვევის გამო დეპრესიაში ჩავარდნილი მთავარი გმირი ცდილობს სულიერ ტკივილს ხორციელი სიამოვნებით გაექცეს. შემდეგ კი დანაკარგის დასაბრუნებლად გარიგებას დებს, თუმცა, ფასი, რომელიც უნდა გადაიხადოს, კიდევ უფრო დიდია, ვიდრე მას შეეძლო წარმოედგინა.
წიგნში, ერთი მხრივ, მისტიკური ამბები და შემთხვევითობები, მეორე მხრივ – პირადი არჩევანი, კანონზომიერება და ისეთი წონასწორობა თანაარსებობს, რომელსაც მთავარი გმირი ვერსად გაექცევა და, კაცმა რომ თქვას, არც ცდილობს – ყოფის გასამართლებლად ტანჯვას ნებაყოფლობით იხანგრძლივებს, დადებული გარიგების თანახმად კი საკუთარი აღსასრულის დროც თავად უნდა გადაწყვიტოს.
რომანი ერთ რომელიმე ჟანრს არ მიეკუთვნება – ტრანსგრესიულ, არალინეარულ თხრობაში გვხვდება მისტიკური ეპიზოდები, ეროტიკა, ჰორორი და სასიყვარულო რომანისთვის დამახასიათებელი ელემენტებიც. სიუჟეტში ჩართულია კიდევ ერთი ტექსტი – ფილმის სცენარი – რომელიც მოვლენების განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
მზე შენს თვალებში
11,95 ₾ალექსანდრე ნარსია განწყობათა მოულოდნელი ცვლის პოეტია – სიტყვამახვილი და ამავე დროს მსუბუქი ტექსტები ადვილად აღწევს მკითხველის გულამდე უამრავი შეგრძნების გასაღვიძებლად.
ალექსანდრესთან ყველაზე ხშირად შეხვდებით საქართველოს, მშობლიური კუთხის, ჩხოროწყუს მონატრებასთან დაკავშირებულ მინიმებს. ემიგრაციაშია დაწერილი ეს წიგნიც, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებს, ტყესთან ჩაგატარებს, მდინარესთან შეგასვენებს, ყვავილებს დაგაკრეფინებს, პირველ სიყვარულს მოგაგონებს და სასიამოვნოდ აგაფორიაქებს.
ჩვენს დროში ყველა ყოფის რუტინაში ვართ, მათ შორის ალექსანდრეც, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოდან შორსაა – ჰოლანდიაში. მას ყოველდღიურად ენატრება საკუთარი ქვეყანა, მარტო დარჩენილი დედა, მშობლიური კერა ახუთში, მეგობრები, თბილისის ქუჩებში უთავბოლო ხეტიალი და ამ ყველაფრის მიუხედავად, რაღაც წილად კი, პირიქით, ამ ყველაფრის დამსახურებით, მუდმივად წერს და ძიებაშია, როგორც შემოქმედი.
„მზე შენს თვალებში“ უთუოდ იქცევა მკითხველის სამაგიდო წიგნად, რადგან ნებისმიერ გვერდზე გადაშლისას აღმოაჩენთ სიყვარულს, მონატრებას, სითბოს, სიმყუდროვეს, ბავშვობას, სინათლეს, სიწრფელეს, რწმენას, ერთგულებას, სუსხიან ზამთარს და მწველ ზაფხულსაც, ბუნების სრულ ჰარმონიას ადამიანთან. აკი ვთქვი, რომ ის განწყობათა მუდმივი ცვლის პოეტია. წარმატებული დებიუტი ალექსანდრეს ცხოვრების ახალ გამოწვევაში, რომელსაც პოეზია ჰქვია!“ – გიორგი ბალახაშვილი
მე ვარ
27,95 ₾„ყოველთვის ვოცნებობდი პატარა წიგნზე, რომელსაც გაბედავდნენ და ინტერესით წაიკითხავდნენ კითხვის სირთულეების მქონე ბავშვები. თანაც ეს წიგნი იქნებოდა მათთვის სახალისო და პერსონალურად საინტერესო, ხელს შეუწყობდა მათ თვითდაკვირვებასა და საკუთარი თავის გაგებას.
ეს წიგნი სწორედ ასეთია – კითხვის მოტივაციის გამაძლიერებელი და საკუთარ თავზე დამაფიქრებელი! ეს სწორედ ასეთი წიგნია! და კიდევ, რაც მთავარია, ეს წიგნი მშობლებისთვისაა – რომ გაიგონ, რას ფიქრობს მათი შვილი, როგორ გულმოდგინედ ცდილობს და როგორ განიცდის, როცა რაიმე არ გამოსდის.
ბავშვის ფიქრები ისე ავთენტურად და ოსტატურადაა გახმოვანებული, რომ მშობლები მიხვდებიან, რა ხდება მათი შვილების გულებში, რატომ უქვეითდებათ სწავლის მოტივაცია, თვითშეფასება და დარწმუნდებიან, რომ ისინი არ არიან ზარმაცები“, – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ გაგოშიძე.
ეს წიგნი, უპირველეს ყოვლისა, იმ ბავშვებისთვის დაიწერა, რომლებსაც აქვთ დისლექსიის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ან ენის ბორძიკი. ის აუცილებელი რესურსია მშობლებისთვის, პედაგოგებისა და ბავშვებთან მომუშავე სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებისთვის. ამასთანავე, წიგნი ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნება ნებისმიერი ბავშვისა და მოზარდისთვისაც, მათი ცნობიერების ამაღლების, განსხვავებულის შემჩნევისა თუ მიღებისთვის საჭირო უნარების ჩამოსაყალიბებლად.
წუთისოფლის არალეგალი
19,95 ₾თეა ხასაია ბავშვობიდან წერს ლექსებს. სასკოლო ასაკში რამდენიმეჯერ დაიბეჭდა ადგილობრივ გაზეთებში, მოგვიანებით კი ალმანახ „პირველ სხივში“, ჟურნალ-გაზეთებში: „გზაჯვარედინი“, „აფინაჟი“, „ლიტერატურული საქართველო“, „ლიტერატურული მესხეთი“ და „ლიტერატურული ხორნაბუჯი“.
„წუთისოფლის არალეგალი“ მისი პირველი პოეტური კრებულია. პოეზია მისთვის სულის თავშესაფარია, მის ლექსებში იმედგაცრუებაც იკითხება და მომავლის იმედიც. ის არასოდეს ცრუობს მკითხველთან, არასოდეს ცდილობს იმაზე უკეთესად წარმოაჩინოს თავი, ვიდრე არის და, ალბათ, ხარისხიან ლექსთან ერთად, ამ გულწრფელობისთვისაც შეიყვარა მისი პოეზია უამრავმა ადამიანმა.
გამოცდები
34,95 ₾[კორუფციის მამხილებელი კვლევების გამოქვეყნების შემდეგ] განათლების ახალ მინისტრს, „ვარდების რევოლუციონერ“ ალექსანდრე ლომაიას სრული საფუძველი ჰქონდა ამ სისტემას შებრძოლებოდა. განათლების სისტემის მოდერნიზაციას საფუძვლად დაედო მასშტაბური კანონები უმაღლესი განათლებისა (2004) და ზოგადი განათლების შესახებ (2005). ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა შეცვალა კორუმპირებული მისაღები გამოცდები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მკაცრი სააკრედიტაციო პირობები დაუწესდათ… საბჭოთა ტრადიციასთან რევოლუციური წყვეტის ნიშნად, პირველად ქვეყნის ისტორიაში საჯარო სკოლების დირექტორები აირჩიეს მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეებისგან შემდგარმა სამეურვეო საბჭოებმა. სამეურვეო საბჭოებს აგრეთვე მიეცათ უფლება გაეკონტროლებინათ სკოლის ბიუჯეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელება.