ინტელექტი
არაფერი ჩვეულებრივი ვისლავა შიმბორსკაზე – მიხაილ რუსინეკი
8,95 ₾მხოლოდ ამ წიგნში ვხვდებით შიმბორსკას ისეთს, როგორსაც აქამდე არ ვიცნობდით. ეს გახლავთ პორტრეტი უჩვეულო პიროვნების, განსაკუთრებული იუმორით დაჯილდოებული ქალბატონისა, რომელსაც იმავდროულად ხელეწიფებოდა უმნიშვნელოვანეს საქმეებზე საუბარი. პორტრეტი, რომელiც მასთან და მისი პოეზიის არსთან მიახლოების ნებას გვაძლევს.
ექსცენტრული მოხუცი ქალბატონი. მოკისკისე. დროდადრო ფრივოლური, ენაკვიმატი, ჩვეულებრივ ადამიანებთან საუბრისმოყვარული, ვიდრე პოეტების კონგრესებზე ინტელექტუალებთან მოკამათე.
დეპრესიული, მელანქოლიური, საკუთარი თავისა და სხვათა მკაცრი შემფასებელი. პერფექტციონისტი. კეთილდღეობაზე საუბრის თავის ამრიდებელს საშინლად არ უყვარდა დროის ფუჭად დაკარგვა და შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც არაფერს მატებდნენ, გარდა, როგორც თავად ამბობდა, ცარიელი კალორიებისა.
გაბრიელ ტანიე – ჩემო ელ-შადაი , ჩემო ადონაი …
24,95 ₾ჩემო ელ-შადაი, ჩემო ადონაი გაბრიელ ტანიეს მცირე რომანია საინტერესო ფორმით : მისი მთავარი გმირი – მწერალი, რომელსაც ცხოვრების რთული პერიოდი აქვს გადასალახი, ბოლო დროს თავს გადამხდარ ამბებს დიქტოფონზე წერს მეგობართან გასაგზავნად, თან გამომცემლებისგან დაწუნებულ მოთხრობას უკითხავს და იმ უცნაურ გადაწყვეტილების შესახებ უამბობს, ცოტა ხნით ადრე რომ მიიღო
სასიკვდილო სნეულება
23,95 ₾სორენ კირკეგორი დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, კრიტიკოსი, პოეტი, ქრისტიანული მორალისა და ეთიკის წარმომადგენელია. მისი “სასიკვდილო სნეულება” არის XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაშრომი, რომელიც განთქმულია ფსიქოლოგიური შეხედულებების სიღრმითა და სიმწვავით.