პალიტრა L
ხიდი ტერაბითიაში
12,95 ₾ერთი თოკი, ერთი ნახტომი და შენ უკვე ტერაბითიაში ხარ! ჯეს აარონსს ეგონა, რომ მისი ზაფხული მხოლოდ სირბილში ვარჯიშით შემოიფარგლებოდა, სანამ მეზობლად უცნაური გოგონა, ლესლი ბერკი არ დასახლდა. მათ ერთად შექმნეს სამყარო, სადაც ჯადოქრობა რეალურია, ხოლო შიშები თითქმის არ არსებობს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც რეალობა მოულოდნელად იჭრება ზღაპარში? ეს არის ამბავი დიდ დანაკარგზე, გამბედაობასა და იმ უხილავ ხიდებზე, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთის გულებამდე ვაგებთ. „ხიდი ტერაბითიაში“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრია, რომელიც გვასწავლის, რომ ყველაზე ბნელ დროსაც კი, მეგობრის ხელი და ფანტაზიის უნარი გადაგვარჩენს, და შეგვახსენებს, რამდენად ფასდაუდებელია ბავშვობის პირველი, ყველაზე გულწრფელი ემოციები. „ხიდი ტერაბითიაში“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრია, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი 2007 წლის ეკრანიზაციის შემდეგ გახდა.
მდიდარი მამა ღარიბი მამა
19,95 ₾ეს მოტივაციური გზამკვლევი ამსხვრევს მითს, თითქოს სიმდიდრის მისაღწევად აუცილებელია მაღალი შემოსავალი – განსაკუთრებით დღეს, როდესაც ტექნოლოგიები, რობოტები და გლობალური ეკონომიკა თამაშის წესებს ცვლის; გვასწავლის, რატომ შეიძლება აქტივების შეძენა და შექმნა უფრო მნიშვნელოვანი იყოს თქვენი მომავლისთვის, ვიდრე მაღალი ხელფასი – და რა საგადასახადო უპირატესობებით სარგებლობენ ინვესტორები და ბიზნესის მფლობელები; ეჭვქვეშ აყენებს რწმენას, რომ თქვენი სახლი აქტივია – როგორც ეს მილიონობით ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა, როდესაც უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისი დაიწყო; გვახსენებს, რატომ არ უნდა ვენდოთ სასკოლო სისტემას, რომ ჩვენს შვილებს ფულის მართვა ასწავლოს და რატომ არის ეს კრიტიკული უნარი დღეს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე; ხსნის, რა უნდა ასწავლოთ თქვენს შვილებს ფულის შესახებ რათა ისინი მზად იყვნენ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისა და შესაძლებლობებისთვის და იცხოვრონ იმ მდიდარი ცხოვრებით, რომელსაც იმსახურებენ.
ძმები ჰოთორნები
18,95 ₾მსოფლიო ბესტსელერი! 4 მლნ-ზე გაყიდული ეგზემპლარი! The New York Times-ისა და USA Today -ს ბესტსელერების ტოპ-ათეულის წიგნი. Amazon-ის ეკრანიზაცია. Good Choice Awards-ის გამარჯვებული. Kirkus Review-ისა დაPublishers Weekly-ს ვერსიით წლის წიგნი. იატაკქვეშა სათამაშო სახლი; ფული, ძალაუფლება და ფსონები. ოთხი ძმა, მემკვიდრე ეივერი და ორი სახიფათო მისია-თამაში. საოცარი თავგადასავლები და ახალი საიდუმლოები, რომლებიც გრეისონ და ჯეიმსონ ჰოთორნებმა უნდა ამოხსნან. თამაშები გრძელდება!
უკანასკნელი გამბიტი
16,95 ₾„უკანასკნელი გამბიტი“ „მემკვიდრეობის თამაშების“ გაგრძელებაა. ეს არის უჩვეულო დეტექტივი-გამოცანა, მოულოდნელი სიუჟეტური გადახვევებითა და თავსატეხებით, რომანტიკით, ინტრიგებით, ვერაგობითა და ერთგულებით, სიყვარულის სამკუთხედითა და დაძაბული თამაშით. მემკვიდრეობისთვის ბრძოლა გრძელდება! ეივერის ბოლო თამაში დარჩა, რომ ჰოთორნების მემკვიდრეობა მიიღოს, მაგრამ ეს არც ისე ადვილია. მამაც გოგონას ბედი გაუღიმებს თუ ამჯერადაც მისი გონიერება გაიმარჯვებს?! ახლა მას ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავს, მაგრამ მის გვერდით ძმები ჰოთორნები არიან.
ურჩი
24,95 ₾პეიდინი დევნილია. მას შემდეგ, რაც ილიის სიმშვიდე დაარღვია, მისი ერთადერთი გზა სასტიკ მიწაზე გაქცევაზე გადის. აქ, უცხო და სახიფათო უდაბნოში, გადარჩენა მხოლოდ უდრეკი ნებისყოფითაა შესაძლებელი. თუმცა, პეიდინს კვალდაკვალ მიჰყვება ადამიანი, რომლისგან თავის დაღწევაც ყველაზე მეტად სურს და, ამავდროულად, ყველაზე მეტად უჭირს. როდესაც მონადირე და მსხვერპლი პირისპირ ხვდებიან, ზღვარი მოვალეობასა და ვნებას შორის იშლება. აქ მათ მოუწევთ ბრძოლა არა მხოლოდ ერთმანეთის, არამედ იმ აკრძალული გრძნობების წინააღმდეგ, რომლებიც ორივეს განადგურებით ემუქრება. სასტიკი არჩევანი სამეფოსადმი ერთგულებასა და გულისხმას შორის – ამ სახიფათო თამაშში მხოლოდ ერთი გადარჩება. თუმცა, როდესაც სიყვარული და სიძულვილი ერთმანეთში ირევა, გამარჯვება შესაძლოა ყველაზე დიდ დამარცხებად იქცეს.
ჯემალ ქარჩხაძე მოთხრობები
16,95 ₾ეს სერია მრავალფეროვან, მდიდარ, ნოვატორულ ქართულ მწერალობას აერთიანებს. აქ შეხვდებით ავტორებს, რომლებიც დამსახურებულად იკავებენ ადგილს ყველა წიგნის თაროზე, და იმ მწერლებსაც, რომლებმაც შესანიშნავი ლიტერატურა შექმნეს, მაგრამ უსამართლოდ ჩაიკარგნენ დიდძალ თარგმანებსა თუ სხვადასხვა დროის აქტუალურ მიმდინარეობებში. ეს სერია მშობლიურ, ძვირფას, ძლიერ და შეუდარებელ ლიტერატურას შეკრებს და მკითხველსაც მის გარშემო გააერთიანებს..
კოსმოსი მეცნიერება და მითი
27,95 ₾ადამიანს უძველესი დროიდან აინტერესებდა ცაზე დაკვირვება. ეს ინტერესი ოდითგანვე ხან მითებსა და ლეგენდებში, ხანაც რწმენა-წარმოდგენებში აისახებოდა, თანდათან კი ის შემსწავლელ მეცნიერებებადაც ჩამოყალიბდა. ეს წიგნი თქვენთვის შექმნილი ვიზუალური ატლასია, რომელიც კოსმოსს უკეთ გაგაცნობთ: რა აერთიანებს მას, რას წარმოადგენს, რა იმალება იქ, სადაც ვარსკვლავები ციმციმებენ. შეისწავლით დასავლური, აღმოსავლური, არაბული და მესოამერიკული ასტრონომიისა და ასტროლოგიის შესახებ მითებსა და ლეგენდებს, გაიცნობთ მეცნიერ ქალებს, რომლებმაც ეს დარგი შეცვალეს…
რატომ გვძინავს?
24,95 ₾New York Times-ის ბესტსელერი და საერთაშორისო სენსაცია, ეს მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი წიგნი ძილის სამყაროში მომხიბვლელ მოგზაურობას გვთავაზობს. ძილი ტვინში უამრავ პროცესს უწყობს ხელს — მათ შორის სწავლას, დამახსოვრებასა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღებას. ის არეგულირებს ჩვენს ემოციებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აყალიბებს მეტაბოლიზმის ბალანსს და აკონტროლებს მადას. სიზმრები კი ქმნის ვირტუალურ სივრცეს, რომელშიც ტვინი აერთიანებს წარსულისა და აწმყოს ცოდნას და ამ პროცესით შემოქმედებითობას ახალ იმპულსს აძლევს. ამ დამაჯერებელ და შთამბეჭდავ წიგნში ცნობილი ნეირომეცნიერი და ძილის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი, მეთიუ უოკერი, გვთავაზობს ძილის რევოლუციურ კვლევას და გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს ის ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის თითქმის ყველა ასპექტზე.
ვიდრე ლიმონის ხეები იზრდება
19,95 ₾ეს წიგნი მათზეა, ვინც აიძულეს სამშობლოდან გადახვეწილიყო. ტირანული რეჟიმი დაუნდობლად არბევდა და ხოცავდა მშვიდობიან სირიელებს. მათ ახლა ათასობით თავისუფლებისთვის წამებული ჰყავთ. ბევრმა დაკარგა დედ-მამა, და-ძმები, შვილები, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ოდესმე დაბრუნდებიან და მზით განათებულ მინდორში ზიზილებს დაკრეფენ, ცაში აღარ იგუგუნებენ ბომბდამშენები და ცა იქნება ცისფერი, კრიალა. ასეც იქნება, ვიდრე ლიმონის ხეები იზრდებიან.
მეამბოხე მთვარე
24,95 ₾მთვარეზე ამბოხებაა _ ყოფილი შრომა-გასწორების კოლონია აუჯანყდა მმართველ ადმინისტრაციასა და დედამიწას, რადგან მთვარეზეც არ არის ამოუწურავი სასიცოცხლო რესურსი და მის მოსახლეობას შიმშილით სიკვდილი ელის. მთვარეულებს უკვე თავიანთი კულტურა აქვთ, თავიანთი წყობა, ოჯახური კავშირები, თუმცა ჩვენთვის, დედამიწელებისთვის, ცოტა უჩვეულო. აქ ათასნაირი ჯურისა და მრწამსის ხალხი ცხოვრობს, მათ შორის არიან რევოლუციის შემოქმედნი: კომპიუტერის ოპერატორი ახალგაზრდა მამაკაცი, ენერგიული აგიტატორი ქალიშვილი, მოხუცი სწავლული და რაც მთავარია, სუპერკომპიუტერი „მაიკი“, რომელზეც ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ აზროვნება შეუძლია. შეძლებენ მთვარის ბინადრები დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას? _ ამას ამ საინტერესო წიგნში შეიტყობთ. რობერტ ჰაინლაინის გასულ საუკუნეში დაწერილი (1965-1966) ეს ფანტასტიკური ჟანრის რომანი დაჯილდოებულია პრესტიჟული პრემიებით “ჰუგო“ და “პრომეთე“, ხოლო გამომცემლობა ღანდომ Hოუსე-ის მიერ მკითხველებისთვის შეთავაზებულ XX საუკუნეში ინგლისურ ენაზე დაწერილი საუკეთესო რომანების ჩამონათვალში მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა.
სანამ ყავა გაცივდება
16,95 ₾მწერლებს ყოველ ეპოქაში ხელახლა უღვივდებათ ინტერესი ისეთი საკამათო და გადაუჭრელი საკითხის მიმართ, როგორიცაა დროში მოგზაურობის შესაძლებლობა. თანამედროვე იაპონელი დრამატურგი, ტოშიკაძუ კავაგუჩი (1971), დროთა კავშირის თემის ვარიაციას გვთავაზობს 2016 წელს იაპონურ ენაზე გამოცემულ სადებიუტო რომანში „სანამ ყავა გაცივდება“. რომანი, ერთი შეხედვით, მარტივი და კონკრეტული შეკითხვით იწყე ბა, რომელიც მის ეპიგრაფს წარმოადგენს და ერთგვარად აგვირგვინებს დროში მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეკითხვათა ჯაჭვს – ვისთან შეხვედრას ისურვებდა ადამიანი, რაიმე ზებუნებრივი გზით რომ შეეძლოს წარსულში ან მომავალში მოხვედრა? ამ კითხვაზე პასუხს იმ თავგადასავლებსა და ისტორიაში იპოვით, რომელთაც კავაგუჩი ქმნის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი განსხვავებული ასაკისა და პროფესიის სახასიათო პერსონაჟების მეტისმეტად ადამიანური განცდების შესახებ თხრობით.
გახდი ცვლილების მომტანი
19,95 ₾“ეს მოტივაციური გზამკვლევი გაძლევთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც გჭირდებათ, რომ გადადგათ შემდეგი ნაბიჯი, გახდეთ უფრო გამბედავი და გაზარდოთ თქვენი, როგორც ლიდერის გავლენა— ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. „გახდი ცვლილების მომტანი“ მოქმედებისკენ მოწოდებაა. წიგნი გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ცვლილების ლიდერობა იმისათვის, რომ შევცვალოთ ჩვენი კარიერა, საზოგადოება და, საბოლოოდ, მთელი სამყაროც. UC Berkeley-ის გამორჩეული პროფესორი ალექს ბუდაკი ამ ხელმისაწვდომ და შთამაგონებელ გზამკვლევში აერთიანებს წარმატებული ცვლილების მომტანების გამოცდილებას და გვიზიარებს იმ მთავარ აზროვნებით ჩარჩოებსა და ლიდერულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია ცვლილების დასაწყებად და რეალური გავლენის მოსახდენად — როლის, სფეროსა თუ იერარქიის მიუხედავად. მონაცემებზე დაფუძნებული იდეებისა და მრავალფეროვანი, შთამაგონებელი ისტორიების შერწყმით, ბუდაკი დამაჯერებელ არგუმენტს გვთავაზობს: ცვლილების მომტანობა არ არის მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანთა პრივილეგია — ეს არის იდენტობა, რომლის არჩევაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. “
ყვითელსახა
18,95 ₾რ. ფ. კუანგის რომანი „ყვითელსახა“ არის სატირული რომანი ლიტერატურის ინდუსტრიის, ინტელექტუალური საკუთრების მიტაცებისა და იდენტობის კრიზისის შესახებ. რომანის მთავარი გმირია ახალგაზრდა მწერალი ქალი, ჯუნი ჰეიუარდი, რომელსაც საგამომცემლო სივრცეში ფეხის მოკიდება უჭირს, განსხვავებით მისი ყოფილი კურსელის, კრიტიკოსებისა და გამომცემლების ფავორიტად ქცეული ავტორის, აზიური წარმოშობის ათენა ლიუსაგან, რაც ჯუნიში შურსა და უკმაყოფილებას აღვივებს. მოულოდნელი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ჯუნი ათენას დაუმთავრებელ ხელნაწერს იგდებს ხელში, ტექსტში მცირე ცვლილებები შეაქვს და საკუთარი სახელით — ჯუნიპერ სონგის ფსევდონიმით — გამოსცემს. წიგნი დიდ წარმატებას მოიპოვებს, თუმცა ავტორობის შესახებ ეჭვები და ჯუნიზე სოციალური მედიის ზეწოლა თანდათან უფრო იზრდება. რომანი დაძაბულობითა და ირონიით აჩვენებს, როგორ შეიძლება წარმატების სურვილმა ადამიანს მორალური საზღვრებისთვის გადააბიჯებინოს და როგორ იქცევა სიმართლე, ავტორობა და იდენტობა თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში მწვავე დაპირისპირების საგნად.
მე – მერსო
12,95 ₾ორი ქვეყანა — საქართველო და საფრანგეთი. ორი გმირი — მარია და კრისტო. ორი „უცხო“ და ორი ამბავი იქ, სადაც ცხოვრება წინააღმდეგობაა, სიყვარული კვდება, ძალადობა ნორმად იქცევა და თავისუფლებას გაქცევით მოიპოვებ. რომანი მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღე ებრძვიან ყოფის სიმძიმეს და, სიზიფესავით, კვლავ და კვლავ მიაგორებენ ცხოვრების ლოდს მთის წვერისკენ. ალბერ კამიუს პერსონაჟების მსგავსად, აბსურდულ სამყაროში მათთვის მხოლოდ ერთი არჩევანი არსებობს — არ დანებდნენ და მაინც აიტანონ ძირს დაგორებული ლოდი არსებობის მთაზე.
ათასი გემი
18,95 ₾ბერძნებმა ტროა უნდა დააქციონ — უფლისწულ პარისის მოტაცებული მშვენიერი ჰელენე კანონიერ ქმარს, მენელაოსს უნდა დაუბრუნონ… მაგრამ ჰელენეს გარდა იქ დიდძალი სიმდიდრეა. იქნებ სწორედ ეს არის ნამდვილი მიზეზი, რომ ბერძენთა ათასგემიანი ფლოტილია მიემართება ხანგრძლივი, სისხლიანი ომისთვის, რომელშიც გამარჯვებას არავინ გაუბედნიერებია — მხოლოდ უამრავი მეომრის ბრძოლის ველზე დაცემა, მკვლელობები, ზიზღი და შურისძიება მოიტანა. ყველაზე მძიმე ხვედრი ქალებს ერგოთ — საყვარელი ადამიანების დაკარგვა, დამცირება, მონობა, შიმშილი და სასტიკი ღმერთებისთვის მსხვერპლად შეწირვა.
სიზმრები და სიმბოლოები
27,95 ₾“სიზმრები და სიმბოლოები” თქვენი გზამკვლევია სიზმრების სიღრმეებისა და მისი ინტერპრეტაციების მდიდარ სამყაროში. დატვირთული დღეებისა და რთული პერიოდების შემდეგ, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ჩვენს სიზმრებს და გავიაზროთ ისინი. სწორედ სიზმრები გვეხმარება სხვადასხვა თემის გაანალიზებაში, ქვეცნობიერში დამალული საიდუმლოებების გაგებაში და, თუ ამისთვის მზად ვართ, ახალი ნაბიჯების გადადგმაშიც. წიგნში 300 სხვადასხვა სიმბოლო და მათი ანალიზი დაგხვდებათ. სიმბოლოები კი 10 სხვადასხვა კატეგორიადაა დაყოფილი. გაეცანით წიგნს, წაიკითხეთ თქვენთვის საინტერესო თემები და ჩაუღრმავდით თქვენს მდიდარ წარმოსახვის უნარს.
35 კილო იმედი
12,95 ₾რა ხდება მაშინ, როცა სკოლა შენი დაუძინებელი მტერია, გარესამყარო კი მხოლოდ ნიშნებითა და ფორმულებით გაფასებს? 13 წლის გრეგუარისთვის ერთადერთი თავშესაფარი ბაბუა ლეონის სახელოსნოა – ადგილი, სადაც მისი „ოქროს ხელები“ და ფანტაზია უფრო ფასობს, ვიდრე ნებისმიერი სასკოლო ნიშანი. ეს არის გულის ამაჩუყებელი და გულწრფელი ამბავი ბიჭზე, რომელიც საკუთარ ადგილს ეძებს სამყაროში. „35 კილო იმედი“ პატარა წიგნია დიდ პრობლემებზე. ის შეგვახსენებს, რომ თითოეული ჩვენგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია და რომ მთავარი ძალა არა კუნთებში, არამედ იმ 35 კილო იმედშია, რომელიც ყველაზე რთულ მომენტშიც კი არ გვტოვებს. ეს არის საკითხავი ყველასთვის – მოზარდებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს ეძებენ, და დიდებისთვის, რომლებსაც ზოგჯერ ავიწყდებათ, რას ნიშნავს იყო ბავშვი.
უძლური
24,95 ₾ილიის სამეფოს ელიტა გამორჩეული შავი ჭირის წყალობითაა, სხვებს ამგვარი ბედნიერება არ ხვდათ წილად, ამიტომ სხვები ჩვეულებრივები არიან, რომელთა განდევნა ბრძანა მეფემ _ მათ არც ერთი უნარი არა აქვთ, ესე იგი, დამნაშავეები არიან და ვერასოდეს იქნებიან ელიტის წევრები. აი, ასე გახდა ჩვეულებრივი გოგონა ბედის უკუღმართობით დამნაშავე, ხოლო თავის გადასარჩენად _ ქურდი. მეტიც, მას ახალი გამოცდა ელის _ სამეფოს გაწმენდით შეჯიბრებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა და ეცადოს არაფერი გაიგოს პრინცმა, რომელიც შეუყვარდა და რომელიც აუცილებლად მოკლავს, თუკი გაიგებს, რომ გოგონა ჩვეულებრივია.
მტერი
16,95 ₾ჯუნიორი და ჰენი ბედნიერად და განმარტოებით ცხოვრობენ ამერიკაში ჯერ კიდევ შემორჩენილ ერთ-ერთ ფერმაში, მაგრამ ერთ დღესაც მათ მყუდროებას ერთი უცნაური კაცი დაურღვევს ძალიან უცნაური წინადადებით – ჯუნიორს კოსმოსში გამგზავრება მოუწევს, ჰენთან კი მისი ჩამნაცვლებელი, მეორე… ჯუნიორი დარჩება. ნამდვილის დაბრუნებამდე ის იქნება ოჯახის უფროსი, ჰენის ქმარი. შემაძრწუნებელი და უჩვეული წინადადებაა, მაგრამ უარი გამორიცხულია.
კუპატას წიგნი გასაფერადებელი
12,95 ₾კუპატა − ჩვეულებრივი და თანაც არაჩვეულებრივი ძაღლი − ბავშვის ერთგული მეგობარია. ეს გასაფერადებელი შენთვის შეიქმნა. გააფერადე კუპატა და მისი მეგობრები, მათთან ერთად გატარებული ყველა თავგადასავალი ხომ ჯადოსნური და დაუვიწყარია! აქვე დაგხვდება სტიკერები, რომელთაც სურვილისამებრ გამოიყენებ!
მემო თამაში – კუპატასთან ერთად
12,95 ₾მეხსიერების (მემო) თამაში ერთ-ერთი საყვარელი თამაშია ყველა ასაკის ადამიანისთვის. ის ავითარებს დაკვირვების უნარსა და ვიზუალურ მეხსიერებას. კუპატას მეხსიერების თამაშში 40 (20 წყვილი) ბარათია. თამაშის მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი წყვილის ბარათის პოვნა.
პროცესი
14,95 ₾უცნაურობა და იდუმალება კაფკას როგორც ცხოვრების, ისე შემოქმედების განმსაზღვრელია. მისი უნიკალური წერის სტილი პესიმიზმითა და ლიტერატურული ფორმის ბუნდოვანებითაა ნასაზრდოები, თუმცა თანამედროვე სამყაროში შექმნილი პოლიტიკური კრიზისებისა თუ დროდადრო რეჟიმების გაჩენა გააქტიურების გათვალისწინებით, ერთგვარ წინასწარმეტყველება-მინიშნებადაც შეგვიძლია აღვიქვათ და მისი შემოქმედება ამდენადაც მნიშვნელოვანია. „პროცესი“ ასეთი წიგნია – აბსურდის დომინირება კანონზე და ამ კანონზომიერებით გამოჩარხული ადამიანის ბედი (უბედობა). მართალია, იოზეფ კ.-ს არაფერი დაუშავებია, მაგრამ „ეტყობა, ვიღაცამ ცილი დასწამა“. ჰოდა, ერთ მშვენიერ დილას ის დააპატიმრეს! მაშ, რა გამოდის, ვარაუდი სიმართლის საპირწონეა? და იმ „მშვენიერი დი- ლიდან“ იწყება კ.-ს ცხოვრებაში პროცესი, უფრო სწორად, კ.-ს ცხოვრება თავად ხდება უსასრულოდ გაწელილი პროცესი. სამართლის მოძიების შეუძლებლობა ერთგვარი პირდაპირი მინიშნებაა ადამიანის უძლურებაზე მასზე ზემდგომი ძალებისადმი, მათ შორის იმ უმაღლესი სამსჯავროსადმი, რომელიც ადამიანის ინტერესების დასაცავად სამართლიან მართლმსაჯულებას უნდა აღასრულებდეს.
სხვისი ცოლი და ქმარი საწოლქვეშ
11,95 ₾წიგნი რუსულიდან თარგმნა პაატა ჩხეიძემ. ფიოდორ დოსტოევსკის მოთხრობა „სხვისი ცოლი და ქმარი საწოლქვეშ“ სატირულ-იუმორისტული ნაწარმოებია, თუმცა თავისი არსით ძალზე დრამატულია და „საშიში“ გრძნობის − ეჭვიანობის მსხვერპლზე გვიამბობს. გაეცანით ივან ანდრეევიჩის თავგადასავალს და გაიგეთ, რა შეიძლება გააკეთებინოს ეჭვიანობამ ადამიანს, სად შეიძლება აღმოჩნდეს, თუ რისხვამ დააბრმავა და რაციონალური განსჯის უნარი დააკარგვინა? სად და… არც მეტი, არც ნაკლები, სხვისი ცოლის საწოლქვეშ!
სიკვდილის დროს ყველა მარტოა
18,00 ₾“გასული საუკუნის 40-იანი წლები, ფაშიზმის ზეობის ხანა. ნაცისტები ზედიზედ იპყრობენ ევროპას, უკვე პარიზშიც შევიდნენ და გერმანელები ზეიმობენ _ მათი ფიურერი უძლეველია, ის დღენიადაგ თავის ხალხზე ფიქრობს, იმ დღეზე ოცნებობს, როცა არიელები მსოფლიოზე გაბატონდებიან. ჯერი ახლა ინგლისზეა და მასაც მოუვლის. აი, ასეთ დროს ერთი უბრალო მუშის ჩუმი ამბოხი მოსვენებას დაუკარგავს მესამე რაიხის დიდჩინოსნებს. ვინ არის ეს თავხედი, რომ დადის და აღმაშფოთებელი მოწოდებებით აჭრელებულ ღია ბარათებს ავრცელებს?! შეშლილია თუ მავნებელი?! ოტო კვანგელმა ერთადერთი ვაჟი დაკარგა ნაცისტების წამოწყებულ ამ სასტიკ ომში და ცოლთან ერთად ომი გამოუცხადა ნაციზმს, მაგრამ მის თანამემამულეებს დახშული აქვთ ყური და დაბრმავებული აქვთ თვალები… ჯერჯერობით. ჰანს ფალადას კვანგელების ისტორია არ გამოუგონებია _ ის ღია ბარათები გესტაპოს არქივშია შემონახული.”
ქარიშხლიანი უღელტეხილი
14,95 ₾,,იმხანად თვრამეტი წლის მომხივლავი ქალიშვილი იყო.ბავშვური მანერები ჰქონდა,საკმაოდ მახვილგონიერიც გახლდათ,გრძნობების მკვეთრად გამოვლენა და ძალზე ფიცხი ხასიათი გამოარჩევდა,თუ ვინმე გააბრაზებდა.მის ძმას,ნაზად რომ უყვარდა დაიკო, კინაღამ გული გაუსკდა, მისი არჩევანის ამბავი რომ შეიტყო.”
ძარცვა ერთი სიყვარულის ამბავი
16,95 ₾“არც ვიცი, არის ვითომ ჩემი ამბავი ისეთი მნიშვნელოვანი, ტრაგედიად რომ ჩაითვალოს? ისე, რა აღარ შემემთხვა. რის მოყოლასაც ვაპირებ, რა თქმა უნდა, სიყვარულის ამბავია, მაგრამ ეგ რომ დაიწყო, ჩემი უბედურებების ნახევარი უკვე დატრიალებული იყო. იმ დროისთვის მარტო ჩემი რვა წლის ბიჭი კი არ მყავდა დაკარგული; სიდნეიში, სადაც ოდესღაც ისეთი სახელი მქონდა, ბევრი მხატვარი რომ ვერც იოცნებებს, სახლიც დავკარგე და სახელოსნოც”, — ასე იწყება ბუკერის პრემიის ორგზის ლაურეატის, ავსტრალიელი მწერლის პიტერ კერის რომანი მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთ საოცარ სიყვარულის ამბავზე, ქალისა და მამაკაცის, ძმების, ხელოვნების სიყვარულზე. ერთ დროს ცნობილი მხატვარი მაიკლ ბოუნი და მისი აუტისტი ძმა გვიამბობენ იმ თავგადასავალს, მათ ცხოვრებაში ერთი ქალის გამოჩენას რომ მოჰყვა.
ცვილის ფიგურები
14,95 ₾საკმაოდ პოლიტიკური კრებულია. ავტორი კაცობრიობის ის ტორიასა თუ მომავალზე ნაფიქრალს სხვადასხვა ყალიბში აქ ცევს. ეს ხან შუა საუკუნეების ვენეციელი ვაჭრის ამბავია, ხან ნახევრად ავტობიოგრაფიული ტექსტი, ხანაც ერთგვარად ესე ისტური ყაიდის მონათხრობი ოთხ კედელზე — ჩინეთის, ბერლინის, იერუსალიმისა და ტრამპის. პოლიტიკური თემატიკა სოციალურსაც ეჯაჭვება და ხშირად მთავარ მოთამაშედ გამოდის ფული, როგორც ინდიკატორი, როგორც სოციალურ ბრძოლაში თავგანწირვით ჩაბმული ადამიანების ერთადერთი სტიმულატორი. წიგნში ბევრია ფიქრი კულტურულ ფენომენებსა და ლიტერატურაზეც. აქ თითქმის ყველაფერი ნაჩვენებია სამშობლოს მოცილებული ადამიანის თვალთახედვით და, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მოთხრობაში რეალიები არ ვითარდება საქართველოში, საქართველო მაინც მკაფიოდ იკვეთება პერსონაჟთა მენტალურ ილუსტრაციები. შოთა იათაშვილი
ვერ გამტეხ
29,95 ₾დევიდ გოგინსისთვის ბავშვობა კოშმარი იყო. სიღარიბე, სტერეოტიპები და ძალადობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მაგრამ თვითდისციპლინის, ფსიქოლოგიური სიმტკიცისა და შრომის მეშვეობით, გოგინსმა საკუთარი თავი – დეპრესიაში ჩავარდნილი, ჭარბწონიანი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მომავალი არ გააჩნდა – აშშ-ს შეიარაღებული ძალების სიმბოლოდ და ერთერთ საუკეთესო სპორტსმენად აქცია. წიგნში „ვერ გამტეხ”” გოგინსი თავისი ცხოვრების გასაოცარ ისტორიას გვიზიარებს და ამბობს, რომ ადამიანთა უმრავლესობა ჩვენი შესაძლებლობების მხოლოდ 40%-ს ვიყენებთ. „40%-ის წესისა”” და მისი ცხოვრების მაგალითზე განხილული სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით გოგინსი გვასწავლის, როგორ უნდა გავუძლოთ ტკივილს, გავანადგუროთ შიში და დავუპირისპირდეთ ბედისწერას – ჩვენი სრული პოტენციალის მისაღწევად.
რომეო და ჯულიეტა
14,95 ₾მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე სახელგანთქმული შეყვარებულების, რომეოსა და ჯულიეტას, ხანმოკლე ვნებისა და ტრაგიკული აღსასრულის ამბავი ნებისმიერმა იცის, მაგრამ ბევრმა მხოლოდ მეორადი წყაროდან – ფილმიდან, სპექტაკლიდან, ადაპტირებული ვერსიიდან. პირველწყაროს ხელში ასაღებად მკითხველს ბევრი წინაღობის გადალახვა უწევს. ერთ-ერთი ფორმაა – „რომეო და ჯულიეტა“ პიესაა (და არა რომანი), თანაც ალაგ-ალაგ გალექსილი. სხვა წინაღობა ავტორია – შექსპირი კლასიკოსია (და არა თანამედროვე), ეს კი, უმეტესად, რთულ და მოსაწყენ საკითხავს მოასწავებს.
მოთხრობები
24,95 ₾ედგარ ალან პო — ამერიკელი მწერალი, ესეისტი, გოტიკური ტრადიციის ერთ-ერთი უდიდესი გამგრძელებელი და, ამავე დროს, ინოვატორი — კლასიკურ გოტიკას ახალ, ფუნდამენტურად განსხვავებულ განზომილებაში აქცევს. თუ ადრეული გოტიკა ხშირად ემყარებოდა გარეგნულად შემზარავ გარემოსა და ზედაპირულ შიშებს, პოს შემოქმედებაში ეს ატმოსფერო გმირების შიდა, ფსიქოემოციური ტრავმებისა და ცნობიერების რღვევის გამომსახველ ხერხად იქცევა. მისთვის მისტიკა აღარ არის მხოლოდ საშიშ ამბავთან დაკავშირებული ეფექტი — იგი ადამიანური იდენტობის ჩამოშლის, შინაგანი ქაოსისა და დაუდგენელი სიმართლის ინტელექტუალური გამოხატულება ხდება. პოს სპეციალურ გამოცემაში შეკრებილია მწერლის 15 მოთხრობა, რომელთა ახალი ქართული თარგმანი მკითხველს ავტორის მწერლური ოსტატობისა და სტილის უკეთ გაცნობის საშუალებას მისცემს.
წერა
16,95 ₾„წერა“ მე-20 საუკუნის ფრანგი მწერლის, მარგერიტ დიურასის ლიტერატურული თეორიაა. ავტორი ამ ნაწარმოებით ერთგვარად აჯამებს საკუთარ შემოქმედებასა და მხატვრულ აზროვნებას, რაც იმავდროულად, მის ლიტერატურულ აღსარებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. აქ მწერალი წიგნის მნიშვნელობაზე, წერის თავისებურებებსა და შემოქმედებითი პროცესისადმი საკუთარ დაკვირვება-გამოცდილებებზე ჰყვება, თავისი აღქმა-შეფასებებით კი სრულიად განსხვავებულ წარმოდგენას გვიქნის წერის ხელოვნებაზე. „მგონია, ბევრი ადამიანი ვერ გადაიტანდა და გაექცეოდა იმას, რასაც აღვწერ. ალბათ ამიტომაა, რომ ყველა ვერ გახდება მწერალი. დიახ. ესაა განმასხვავებელი ნიშანი. ესაა სიმართლე. მეტი არაფერი. წერას ეჭვი გაწყებინებს. მწერლად ეჭვი გაქცევს.
ითაკა
18,95 ₾ოდისევსი ჩვიდმეტი წლის წინ წავიდა ტროაში საომრად და თან წაიყვანა კუნძულ ითაკის ყველა ბრძოლისუნარიანი მამაკაცი. შინ არავინ დაბრუნებულა და სამეფოს მართვა ქალებმა იკისრეს. სასახლეში პენელოპეს თავხედი საქმროები გაუთავებლად ნადიმობენ და ოდისევსის ქონებას ანადგურებენ. არც ერთი მათგანი არ არის ოდისევსის სწორი, რომ მის ტახტს დაეპატრონოს, მაგრამ მაინც იცდიან, იცდიან… ელოდებიან ქალის არჩევანს… სწორედ მარტოდ დარჩენილი ქალებისა და მათი სათაყვანო ღმერთქალების არჩევანი შეცვლის ამ კუნძულზე მოვლენათა მსვლელობას.
არიადნე
18,95 ₾“არიადნემ თეზევს მიწისქვეშა ჩახლართული ლაბირინთის გასავლელი გზა ასწავლა და ნახევრადადამიანი და ნახევრადხარი, მინოტავროსი, დაამარცხებინა. კრეტის უძლეველი მეფე მინოსის ქალიშვილმა უღალატა სამშობლოს და ოჯახს და თავადაც სიყვარულის მსხვერპლი გახდა — ის მიატოვა მისმა რჩეულმა გმირმა და უკაცრიელ კუნძულზე სიკვდილისთვის გაწირა. მაგრამ მხსნელად მუდამ მხიარული ღმერთი დიონისოსი მოევლინა და ბედნიერება მოუტანა, თუმცა არიადნე მოკვდავია, დიონისოსი კი — უკვდავი. რამდემდე გაგრძელდება ოლიმპოსელი ღმერთის ერთგულება?! ნუთუ არიადნემ ისევ ღალატის სიმწარე უნდა იგემოს?!”
პირანეზი
16,95 ₾სიუზანა კლარკის „პირანეზი“ მკითხველს უნიკალურ, იდუმალ სამყაროში ამოგზაურებს. ეს უზარმაზარი სახლია, რომლის ქვედა სართულებიც ოკეანის საუფლოა, ზედა კი — ღრუბლებისა და ფრინველების საბრძანებელი. აქ დარბაზები სავსეა მშვენიერი ქანდაკებებით — ისინი, დროსთან ერთად გაქვავებულები, წყლის მოქცევის დროს უსიტყვო მცველებად დგანან. პირანეზი, რომლის ამბავიც დღიურების სახითაა მოთხრობილი, ამბობს, რომ სახლში სულ თხუთმეტნი არიან, რომელთაგანაც მხოლოდ ორია ცოცხალი, თვითონ და კიდევ ერთი — სხვა, შუახნის მამაკაცი, რომელიც დიადი საიდუმლოს ამოხსნას, დაკარგული ცოდნის პოვნას ცდილობს. სხვას პირანეზიც ეხმარება, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე იძაბება. პირანეზი ეჭვობს, რომ სახლი რეალურ სამყაროსთაა დაკავშირებული და ვინ იცის, იქნებ თავადაც სხვა, დავიწყებული ცხოვრების ნაწილი აღმოჩნდეს…