პალიტრა L
თეთრი მაგნოლია
14,95 ₾“აფხაზეთის ერთ პატარა, საიდუმლოებებით სავსე ქალაქში მხოლოდ მკვდარს შეუძლია, სიმართლე ხმამაღლა თქვას. ზღვის პირას, მაგნოლიების ასწლოვან პარკში, სწორედ მაშინ, როცა იქაურობა ბედნიერი ტურისტებით უნდა გაივსოს, საზარელი მკვლელობა ხდება. მსხვერპლი უცხო ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ადგილობრივებიდან მხოლოდ ერთი მდიდარი ოჯახი იცნობს. წარსული არასოდეს არ კვდება ჩუმად, ადრე თუ გვიან, ახმაურდება და ადამიანებს გაუგონარი სისასტიკისკენ უბიძგებს. ვინ არის ნამდვილი დამნაშავე და ვინ — ნამდვილი მსხვერპლი? თამარ ერაძე ფსიქოლოგიური თრილერის, დეტექტივისა და სასიყვარულო რომანის მოყვარულებს მომაჯადოებელ გამოცდილებას ჰპირდება. „თეთრი მაგნოლია” ტრილოგიის პირველი წიგნია.”
მარო მაყაშვილის დღიური
14,95 ₾მარო მაყაშვილის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ქალის, დღიური რჩება ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ ტექსტად, რომელშიც აღწერილია არა მხო- ლოდ 1921 წლის სამხედრო ვითარება, არამედ 16 წლის მოზარდის ცხოვრებაც. ამ წიგნში გაიცნობთ მაროს, არა მხოლოდ როგორც ეროვნულ გმირს, არამედ როგორც პირველი კურსის სტუდენტს, რომელსაც საფრანგეთში სამეურნეო საქმის სწავლა უნდა: „მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა- წყალზედ~; გოგონას, რომელიც წითლდება, როცა უცნობ თეთრჩოხიანს გადაეყრება შემთხვევით: „კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო~; და მებრძოლს, ვისთვისაც სამშობლოზე ფიქრია მამოძრავებელი ძალა: „ეჰ! რა დროს პირად გრძნობებზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება სა- ქართველოს ბედ-იღბალი… სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძო- ლებთ… რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარუ- ლის გრძნობისა~. ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს გოგონას, რომელიც თავი- სუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა; გოგონას, რომლის მთავარი იარაღიც სიმართლისა და ღირსების დაცვა იყო და რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, მე იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება თანამემამულეთა სისხლი და ცრემლიო.
ჰოთორნების მემკვიდრეობა
16,95 ₾“თამაშს წესები აქვს. თამაშს გამარჯვებული ჰყავს. ჯერ კიდევ გუშინ ობოლ გოგონას ძლივს გაჰქონდა თავი, მხოლოდ სტიპენდიის მიღებასა და ახალი ცხოვრების დაწყებაზე ოცნებობდა… მაგრამ უეცრად მრავალმილიარდიანი ქონების მემკვიდრე გახდა. მაგრამ მემკვიდრეობა რომ მიიღოს, ახირებული მილიარდერის თავსატეხების ამოხსნა და თამაში უწევს… და კიდევ ბრძოლა… ამჯერად ეივერიმ უნდა გაიგოს, რატომ აირჩია მილიარდერმა სწორედ ის და რატომ იყო დარწმუნებული, რომ ეივერ გრემბსი გააერთიანებდა ჰოთორნების გახლეჩილ ოჯახს?! “
მკვდარი სახლის ჩანაწერები
16,95 ₾„მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ეფუძნება ავტორის ციმბირის კატორღაში ყოფნის გამოცდილებას და არის ლიტერატურული ძიება იმისა, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდე გაუსაძლის ყოფას იმ სივრცეში, სადაც ფიზიკური თავისუფლება შეზღუდულია. ალექსანდრ პეტროვიჩ გორიანჩიკოვი ცოლის მკვლელობისთვის ციმბირის სასჯელაღსრულებით ბანაკში, „მკვდარ სახლში“ იგზავნება. პატიმრები, რომელთაც გორიანჩიკოვი ხვდება, ინარჩუნებენ იმედს გარემოში, სადაც ყოველი დღე ერთია; გამოხატავენ თანაგრძნობას მაშინ, როცა თავად ყველაზე მეტად იტანჯებიან, და განიცდიან ღრმა სინანულსა და თვითგვემას წარსულში სასტიკი დანაშაულების ჩადენის გამო. დოსტოევსკი აღწერს ციხის რეალობას, იქაურ მონოტონურობასა და „უსარგებლო შრომას“… „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ არის მცდელობა გახსენებისა და გააზრების — როგორ შეიძლება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტყვეობაში მყოფმა იპოვო შინაგანი თავისუფლების ფორმა. “
ქალები
18,00 ₾” ქალებიც შეიძლება გმირები იყვნენ! ფრენკისთვის ეს სიტყვები აღმოჩენა იყო. ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი გოგონას სამყარო 1965 წელს შეიცვალა, როცა ამერიკა-ვიეტნამის ომი დაიწყო და მისი საყვარელი ძმა ბრძოლის ველზე დაეცა. მას ახლა სულ სხვა მომავალი ელოდა – ომში მედდად წასვლა, ყოველდღე სიკვდილის პირისპირ დგომა და ათასობით დასახიჩრებული თანამემამულე ჯარისკაცების თუ ნაპალმით დამწვარი უდანაშუალო ვიეტნამელი ხალხის გადარჩენა. იქ ყოველი დღე სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილი იყო, იქ მეგობრობას დიდი ფასი ჰქონდა. ეს არის ამბავი ქალისა, რომელმაც ომის საშინელებანი ნახა, გამოცადა საყვარელი ადამიანის ღალატი, ალკოჰოლისა და ფსიქოთროპული აბების დამანგრეველი ზემოქმედება და სამშობლოსთვის გაღებული მისი მსხვერპლის უარყოფა, მაგრამ ყველაფერი გადალახა. “
გრძნობათა აღზრდა
16,95 ₾„გრძნობათა აღზრდა“ გვიყვება ახალგაზრდა ინტელექტუალის ფრედერიკ მოროს შესახებ, რომელიც ცდილობს თავი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, იპოვოს ჭეშმარიტი სიყვარული და იცხოვროს იმ იდეალების გათვალისწინებით, რომლებიც წიგნებმა შეუქმნა. პარიზში მოგზაურობისას, მდინარე სენაზე, ფრედერიკი ხვდება თავისი თაყვანისცემის ობიექტს — მადამ არნუს. დაოჯახებული ქალის მიმართ გაჩენილი გრძნობა იდეალიზებულია ისევე, როგორც ფუჭი ოცნებებით ნასაზრდოები ფრედერიკის მსოფლაღქმა. თუმცა, საგულისხმოა, რომ ნაწარმოებში სიყვარული არაა გადამრჩენი ძალა, არც რევოლუციაა გარდამტეხი მოვლენა და არც გმირია „გმირი“. მწერალი განზრახ არღვევს პერსონაჟების განვითარების სქემას და გვიჩვენებს პიროვნული ზრდის იმ გეგმას, რომელიც არალინეალურია. ფლობერის სამწერლო ოსტატობის წყალობით კი, მე-19 საუკუნეში მცხოვრები ადამიანის კრიზისი 21-ე საუკუნეშიც ნაცნობი და გასაგებია. რომანტიკული ილუზიების დეკონსტრუქცია და ნაწარმოების დახვეწილი სტილი ქმნის ისეთი ლიტერატურული ტექსტის მოდელს, რომელიც არა მხოლოდ ეპოქის ანარეკლია, არამედ მკითხველის ემოციური ზრდის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაც. “
უვიცი ფილოსოფოსი
16,95 ₾ვოლტერის ფილოსოფიური მოთხრობები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადსაკაცობრიო და რთულ თემებს აერთიანებს, იოლი და სახა- ლისო საკითხავია. აქ ერთმანეთს ერწყმის ფანტასტიკა და სატირა, მსჯელობები რელიგიასა და სიკეთეზე და ასევე, რაც ყველაზე მნი- შვნელოვანია, ცოცხალი და საინტერესო მოსაზრებები სამყაროსა და ადამიანის შესახებ, რომლებიც ამდენი საუკუნის შემდეგაც არ კარ- გავს აქტუალობას. კრებული „უვიცი ფილოსოფოსი“ ვოლტერის ფილოსოფიური მო- თხრობების ყველაზე სრული გამოცემაა ქართულად. ამ წიგნით შეივ- სება ის სიცარიელე, რომელსაც ქართულ ლიტერატურულ სივრცეში განმანათლებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომა- დგენლის, ვოლტერის, ტექსტების არარსებობა ქმნიდა. მთარგმნელი ვალერი ოთხოზორია შეეცადა, ქართულად გადმოეტანა ვოლტერის ლაღი და დინამიკური თხრობა, სარკაზმი და იუმორი და, ამასთანავე, შეენარჩუნებინა ორიგინალის სულისკვეთება.
ერთი მოთხრობა-ჯადოქარი
2,00 ₾ეს უცნაური, მისტიკური ამბავი გარდასულ საუკუნეებში კი არა, “თანამედროვე, ცივილიზაციის შუქით გაბრდღვიალებულ” ტოკიოში ხდება. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 23 წლის სინძომ მისთვის საინტერესო ერთ საკითხზე მკითხავთან მისვლა გადაწყვიტა. რა სურდა სინძოს, ვისი ბედი და ამბავი აწუხებდა, რატომ გადადგა ასეთი უცნაური ნაბიჯი? ამაზე საინტერესო ის არის,რაც და ვინც მკითხავის სახლში დახვდება და კიდევ უფრო საინტერესო, რაც შემდეგ მოხდება!
ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება
17,95 ₾გაინტერესებთ, როგორია თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი გმირი? მაშინ გაიცანით ოსკარ უაო – კომპიუტერული თამაშების ფანი, გულკეთილი, ჩაკეტილი და ყველასგან გარიყული, ზრდასრულობის მიჯნაზე მყოფი მეტისმეტად ჭარბწონიანი დომენიკელი ემიგრანტი. ფენტეზის, კომიქსებითა და როლური თამაშებით გატაცებული ოსკარი პრაქტიკულად ოთხ კედელშია გამოკეტილი და ებრძვის უამრავ კომპლექსს, ოცნებობს დიდი სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის დაწერაზე და ეშინია,არ წავიდეს ამ ქვეყნიდან უსიყვარულოდ…
წერილები ჩემი ბავშვობიდან
12,95 ₾“გიორგი, შენი წიგნი თითქოს ჩვენი თაობის საერთო ბიოგრაფიაა, თბილი, ტკბილი და ტკივილიანი წარსულის და აწი უკვე სამარადჟამოდ გაცოცხლებული. მადლობა, ასეთი გულწრფელობისთვის, სიმართლისთვის. ეს ხომ ასე იშვიათია. „შენს პირს შაქარი, შენს პირს შაქარი…” – მერაბ შევარდნაძე ეს წიგნი არის ამბების წიგნი, პოსტმოდერნიზმის ენაზე თუ ვიტყვით, „ნარატივების წიგნი − პატარა, ყოველდღიური, თითქოს არაფრით გამორჩეული ამბების. ეს ამბები ფრაგმენტულია, კონტექსტუალური, ღრმად ცხოვრებისეული (ემპირიული) და ურთიერთგადაჯაჭვულიც, რადგან ადამიანების ცხოვრებას ქმნის და მათი ბიოგრაფიების მეტ-ნაკლებად ჰოლისტურ სურათს გვაძლევს. ამაზე თავად ავტორიც მიანიშნებს: „ადამიანს ასეთი ფრაგმენტები აკოწიწებს, ეს არის ჩვენი უჩინარი წებო. ეს რომ გაშრება, ჩვენც დავიშლებით” იაგო კაჭკაჭიშვილი
თომას ზღაპრები
19,95 ₾ამ წიგნში გაიცნობ თომას და მის მეგობრებს – ჯუჯებს, ბაიბურას, ავყანყალას, სიტყვაყლაპიას, ნიკა ლოს, მარი ლას, თუთას, თომთეს, ცაცანცალას… წახვალ საოცარ მოგზაურობაში მიწის ქვეყნიდან ცის ქვეყნისკენ და მიზანი გექნება უდიადესი – მზე მოიყვანო თოვლიან აგვისტოში, რომ გაიხარონ შოკოლადის ხეებმა და დიდხანს გაგრძელდეს ბავშვობა. ამ მოგზაურობაში, ბევრ სხვა უცნაურობასთან ერთად, იმასაც აღმოაჩენ, რომ შოკოლადის ხეების გახარებას არც მზე და სითბო სჭირდება და არც გაზაფხულ-ზაფხული. შოკოლადის ხეების სიცოცხლის წესში სულ სხვა რამ წერია და ეს რომ გაიგო, „თომას ზღაპრები“ ბოლომდე უნდა წაიკითხო.
გორა მბორგალი 5ტ
20,00 ₾„გორა მბორგალი“ — ჭაბუა ამირეჯიბის რომანი, რომელსაც მწერალი ათი წლის განმავლობაში (1984–1994) წერდა. პირველად გამოქვეყნდა 1996 წელს. რომანი ავტობიოგრაფიულია. მთავარი პერსონაჟი (მთხრობელი) გორა კარგარეთელია, რომელიც საბჭოთა წყობისთვის მიუღებელი აღმოჩნდება და შესაბამისად, გადასახლებაში პატიმრობით ისჯება. თავგადასავალიც აქედან (გადასახლებიდან) იწყება: გორა რამდენჯერმე გარბის საბჭოური ბანაკიდან და ასე, იწყება მარბენლისა და მდევრის რბოლა.
გალაპაგოსი
14,95 ₾კურტ ვონეგუტის „გალაპაგოსი“ მკითხველს მილიონი წლით უკან, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1986 წელში აბრუნებს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოგზაურობა მოულოდნელად გარდაიქმნება ევოლუციის გზად — გალაპაგოსის კუნძულებზე აღმოჩენილი, აპოკალიფსს გადარჩენილი მოგზაურთა პატარა ჯგუფი ცივილიზაციის გადარჩენის ბოლო იმედია. სწორედ ისინი გახდებიან ახალი, სრულიად განსხვავებული ადამიანური მოდგმის წინაპრები. რომანის მთხრობელი მოჩვენება ლევ ტროცკი-სტრაუტია. იგი საკუთარ ირონიულ და ფილოსოფიურ დაკვირვებებს გვიზიარებს, გვიამბობს, როგორ განიცდის კაცობრიობა ევოლუციის ნაცვლად დევოლუციას და სვამს კითხვებს ეთიკის, ტექნოლოგიების გავლენისა და კოლექტიური ინტელექტის როლის შესახებ. შემდეგ კი ამბობს: „ეს უზომოდ დიდი ტვინები რომ არა, დედამიწა ერთი უწყინარი პლანეტა იქნებოდაო“. „გალაპაგოსი“ მკითხველს დაანახვებს, რამდენადაა შესაძლებელი „დიდი ტვინის“ გარეშე კეთილდღეობისა და სიმშვიდის მიღწევა.
დედის ოთახი
16,95 ₾ნაირა გელაშვილის ,,დედის ოთახი” გასული საუკუნის ორმოციან წლებში დაწერილი ერთ-ერთი დიდი ქართული რომანია. მისი დაწერიდან 37 წელია გასული- შიდა და გარე ომებით, სიღარიბით და პოლიტიკური დაპირისპირებებით გაჯერებულია ხანა-და, როგორც დიდი წიგნების ბედია, ყველა დროში ეს რომანიც სხვადასხვანაირად აღიქმება- ყოველი ახალი თაობა მასში იპოვის იმას, რასაც ჩვენ, ამ წიგნის პირველი მკითხველები, ვერ ვხედავდით. მიუხედავად რეჟიმის სიმკაცრისა, 80-იან წლებში საბჭოთა საქართველოში ადამიანს შეეძლო ისე ეცხოვრა, ისე წასულიყო, ,,შინაგან ემიგრაციაში”, რომ შეექმნა ილუზია, თითქოს ირგვლივ ეს მახინჯი სინამდვილე, სრულიად არაფერი მიგვანიშნებს ამაზე, სანამ ,,დედის ოთახის” მთავარ პერსონაჟს, ელენეს, ერთი ,,საოცრად მსუქანი და მრგვალი ქალი” არ შეუყვარდება სახლში და არ შეეცდება გამოგლიჯოს იმ სამყაროს, რომელიც ქალმა თავისთვის და სამი შვილისთვის მკაცრად შემოიზღუდა. მშვიდი, ფაქიზი და დაწმენდილია ეს სამყარო, სავსეა ზრუნვით, თანაგრძნობით, ელენეს გაუმხელელი დარდითა და მღელვარე შინაგანი ცხოვრებით. ქალის წასვლის შემდეგ ელენე სააბაზანოში შედის და დიდხანს ირეცხავს იმ ჭუჭყს, დაუპატიჟებელმა სტუმარმა რომ შეაფრქვია… რომანში ბევრი დინება და ბევრი შრეა და თითქოს წიგნიც ისეთივეა, როგორიც ელენეს ფარდები- მქრთალი ფერებით ნაქარგი და ნაკეცებში დიდი სილამაზის დამმალავი.
აივნიანი ქალაქი
29,95 ₾“აივნიანი ქალაქი” ვალერიან (ნიკოლოზ) გაბაშვილის ერთადერთი რომანია, რომელიც ახალგაზრდობაში დაწერა. ამ რომანით მწერალმა ქართულ პროზაში ძეგლი დაუდგა XIX საუკუნის თბილისს, მისთვის ნიშანდობლივი კოლორიტითა და მრავალრიცხოვანი, ისტორიული თუ გამოგონილი პერსონაჟებით.
მკვდარი სულები
16,95 ₾მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად აღიარებული „მკვდარი სულები“ ნიკოლაი გოგოლმა 1842 წელს გამოაქვეყნა. „მკვდარი სულების“ სათაური, რუსეთის იმპერიაში დომინანტური იდე- ოლოგიის თანახმად, ოქსიმორონია – სული მაშინ უკვდავად ითვლე- ბოდა და ამიტომაც ცენზურა კარგა ხანს არ აძლევდა მწერალს რომა- ნის გამოქვეყნების უფლებას. თუმცა, ამ სათაურს ორმაგი დატვირთვა აქვს: ერთი მხრივ, ჩიჩიკოვი მართლაც გარდაცვლილი გლეხების სუ- ლების საყიდლად ჩადის ქალაქ N-ში, მაგრამ, მეორე მხრივ, ავტორი, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესი იყო ….
მდუმარე პაციენტი
14,95 ₾როდესაც ამბობენ, რომ სასტიკად გაუსწორდი ქმარს, რომ ხარ მკვლელი და მძიმე ფსიქიკური აშლილობა გაქვს, როცა ყველაფერი შენ წინააღმდეგ არის, როგორ უნდა იმართლო თავი? ჩუმდები და კლინიკის მდუმარე პაციენტი ხდები _ ეს არის შენი პასუხი. გგონია, რომ ასე უფრო დაცული ხარ? იქნებ მართლა მოკალი და შეიშალე, ან მეზობელმა გამოჰკრა სასხლეტს, ან საქმიანმა პარტნიორმა, ანდა ხელმოცარულმა ნათესავმა, თუნდაც იმ უცნობმა, უკან რომ გდევდა ლანდივით და გითვალთვალებდა? და თუ ნამდვილი მკვლელი სულ უფრო გიახლოვდება, მაშინ?
ჟამთაძვრა
14,95 ₾კურტ ვონეგუტის რომანის მთავარი იდეა ეფუძნება კონცეფციას, რომ 2001 წელს სამყარო მოულოდნელად ჟამთაძვრას განიცდის — დროის ანომალიას, რომელიც ყველასა და ყველაფერს 1991 წელში აბრუნებს. ადამიანები იძულებულნი არიან, განცვლილი ცხოვრება თავიდან გაიარონ, ყოველგვარი ცვლილებების შესაძლებლობის გარეშე. „ეს გახლდათ Déjà vu, რომელიც ათი ხანგრძლივი წელიწადი გრძელდებოდა“. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ნიშნავს ხელახლა განიცადოს მძიმე დანაკარგები, ზოგისთვის კი — იგივე ბედნიერი მომენტების განმეორებას. თუმცა, როგორც კი 2001 წელი კვლავ დგება და თავისუფალი ნება უბრუნდებათ, კაცობრიობა პარალიზებულია — მათ უკვე დაავიწყდათ, როგორ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. ამ მოვლენას კილგორ ტრაუტი — ავტორის ალგერ ეგო, განსაკუთრებულად განიცდის და სვამს შეკითხვებს თავისუფალი ნების, ბედისწერისა და ადამიანის პიროვნული განვითარების შესახებ. ტრაუტი ცდილობს, ადამიანებს დაანახოს, რომ თავისუფლების დაბრუნებასთან ერთად, მათ კვლავ შეუძლიათ ცხოვრებისა და მომავლის შეცვლა. მისი ფილოსოფია შეგვიძლია შევაჯამოთ სიტყვებით: „შენ ავად იყავი, მაგრამ ახლა კვლავაც კარგად ხარ, გასაკეთებელი კი ბევრია!
იავნანამ რა ჰქმნა?!
11,95 ₾რა ძალა აქვს მშობლიურ „იავნანას“, მისი მელოდიის ემოციურ გავლენას ბავშვის ცნობიერებაზე, მის ემოციურ მეხსიერებასა თუ აღქმის უნარზე? იაკობ გოგოებაშვილმა თავის გენიალურ მოთხრობაში „იავნანამ რა ჰქმნა?“ ამ კითხვეზე პასუხებით ბავშვის ფსიქოლოგიის სიღრმეში ჩაგვახედა, თუმცა იმავდროულად, ამბავი კონკრეტული ეპოქის ისტორიულ ჭრილში წარმოადგინა და კახეთის ერთი ულამაზესი სოფლის – ვაშლოვანის მაგალითზე ქართველთა ყოფა-ცხოვრებას, ჭირ-ვარამს, მეზობელ მთიელებთან – ლეკებთან ურიერთობის ნიუანსებს მოგვიყვა. და მაინც, ეს დედის ნამღერი „იავნანით“ ცნობიერებაში ღრმად ჩაკირული სხოვნის გამოღვიძების ამბავია, რომელმაც პატარა ქეთოს მშობლები და სამშობლო დაუბრუნა.
ესე იტყოდა ზარატუსტრა
16,95 ₾რადგან სამყარო ადამიანისთვისაა, რადგან სამყარო ადამიანივითაა, დასაბამიდანვე მოაზროვნეთა და ფილოსოფოსთა საფიქრალი სწორედ ამ სამყაროში მისი ადგილისა და როლის განსაზღვრა იყო. მაგრამ არავის დაუსვამს საკითხი ისე, როგორც ეს ნიცშემ შემოგვთავაზა: როგორი უნდა იყოს ან როგორი არ უნდა იყოს ადამიანი სამყაროში, სადაც ღმერთი მკვდარია? ღმერთის სიკვდილი ნიცშეს მოძღვრების უმთავრესი თემაა, რომლის ფონზეც სხვა არანაკლებ ღრმა და მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.
მოახლე
16,95 ₾ციხიდან ციხეზე უარეს საპყრობილეში, რომელსაც სიმპათიური ურჩხული უსჯის სულ უბრალო შეცდომისთვისაც კი. უნებური მკვლელი ისევ მკვლელობის სურვილს ებრძვის. სხვა გზა არა აქვს, რადგან წამებას ვეღარ გაუძლებს. ერთხელ თავისუფლება დაკარგა იმისთვის, რომ სიბილწეს მოუღო ბოლო, მეორედ ამას ვეღარ აიტანს. არადა, სიყვარულზე ოცნებობდა, საშინელ ხაფანგში კი გაება მეორე ტანჯულის გულისთვის თუ სულსწრაფობისთვის?
მონა
23,95 ₾მე-17 საუკუნე. პოლონეთი. ადგილობრივებისა და ებრაული თემის თანაცხოვრება უნდობლობით, შუღლით და სისხლით არის სავსე. იაკობი წარჩინებული ებრაელია, დაწყებითი ებრაული ტრადიციული სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ძალიან ახალგაზრდას შეეხო ამ დაპირისპირების მსახვრალი ხელი _ ჰაიდამაკებმა დაარბიეს, გადაწვეს და გაჟლიტეს მისი ქალაქი და ამ დაუნდობელ ანგარიშსწორებას შეეწირა იაკობის ცოლ-შვილიც. ის ცოცხალი გადარჩა, მაგრამ, უპოვარი და უსახლკარო, პოლონელი გლეხის ოჯახს მონად მიჰყიდეს. განმარტოებული, გამრჯე, კეთილსინდისიერი და საკუთარ რწმენაში ჩაძირული იაკობისთვის ერთადერთი თავშესაფარი ლოცვაა. მაგრამ თანდათან მის გულს სხვაგვარი ფორიაქიც ეპარება, რომლის მიზეზიც პოლონელი ვანდაა _ სოფელში მარგალიტივით გამორჩეული, ოქროსფერნაწნავებიანი გლეხის ქალი. ორი რელიგია, ორი ხალხი, ორი ტრადიცია და წეს-ჩვეულებები _ ყველაფერი ამ სიყვარულის წინააღმდეგაა, მაგრამ ის უძლეველია, თუმცა მსხვერპლსაც ითხოვს… „მონა“ პოლონელ-ამერიკელი მწერლის, ლიტერატურის დარგში 1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, იცხოკ (ისააკ) ბაშევის ზინგერის, მსოფლიო ბესტსელერია.
საათები
15,95 ₾გენიალურ მაძებარს ერკიულ პუაროს ამჯერადაც წმინდა ინგლისური მკვლელობების გამოძიება მოუწევს და პირველი მართლაც სასტიკია უცნობი მამაკაცი ჯერ ნარკოტიკით გააბრუეს, შემდეგ კი დანა გაუყარეს გულში… რამდენიმე დღეში მბეჭდავი გოგონა მოახრჩვეს შარფით. ამ ერთმანეთთან დაკავშირებული მკვლელობების საიდუმლოს ამოხსნაში პატარა ბელგიელს დაეხმარება… საათები იატაკზე დასადგამი, კედლის, ბუხრის თაროს, მაგიდის და რატომღაც, ყველა მათგანი სხვადასხვა დროს აჩვენებს
ჩვენ
14,95 ₾ევგენი ზამიატინის, საბჭოთა სინამდვილეში პირველი ანტიუტოპიური რომანის, “”ჩვენ”” მოქმედება ჩვენი წელთაღრიცხვის 26-ე საუკუნეში ვითარდება. აქ მცხოვრებთ დაკარგული აქვთ ინდივიდუალურობა, ცხოვრობენ მინის სახლებში, არა აქვთ პირადი თავისუფლება და თვით ინტიმური ცხოვრებაც კი. მთავარი გმირი — Д-503, კოსმოსური ხომალდის — “”ინტეგრალის”” ინჟინერი, მისთვისვე მოულოდნელად, ამოვარდება ამ სისტემიდან და თავისი ცხოვრების უმთავრესი არჩევანის წინაშე დგება. მიუხედავად წერის იმპრესიონისტული, თითქმის სიურრეალისტური მანერისა, ავტორი გამაოგნებელ რეალობას გვიხატავს. რომანის სრული ტექსტი პირველად 1952 წელს, ნიუ-იორკში გამოქვეყნდა, ხოლო რუსეთში 30 წლის შემდეგ, 1988 წელს, ჟურნალ “”ზნამიაში””. ჯორჯ ორუელი წერდა: პირდაპირ აღმაშფოთებელია, რომ ასეთი დიდი მნიშვნელობისა და ბედის წიგნი არ მისულა მკითხველამდე.
ფარშავანგი და ბეღურა
17,95 ₾აღმოსავლეთი – გამოუცნობი, ეგზოტიკური და გამუდმებ ით კონფლიქტური; ბაჰრეინი, ერთ დროს ნავთობის მდიდარი მარაგით აყვავებული, ახლა კი გაღატაკებული კუნძულოვანი სახელმწიფო სპარსეთის ყურეში. მიუხედავად ამისა, აქ ირანს თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავიანთი ინტერესები აქვთ, ორივე ხელს ურევს ქვეყნის საქმეებში: ირანი – ტერორისტების დაფინანსებითა და იარაღის მიწოდებით, ოფიციალური ვაინგტონი- შედარებით კორექტულად, შეფარვით. გამოცდილი ჯაშუშის, შეინ კოლინზის, უკანასკნელი მისია თავდაყირა დგება – მისდა უნებურად, ის “არაბული გაზაფხულის” ერთ-ერთი მონაწილე გახდა, საყვარელი ქალიც დაკარგა და თავსიანებმაც გაწირეს. ახლა ისღა დარჩენია, იპოვოს საზღვარი, სადაც მთავრდება ბაჰრეინის საიდუმლოებანი და იწყება ამერიკის შეერთებული შტატები.
გაყიდვების ფსიქოლოგია
16,95 ₾„გააორმაგეთ ან გაასამმაგეთ ნებისმიერი პროდუქტის/მომსახურების გაყიდვების მაჩვენებელი! „გაყიდვების ფსიქოლოგიის“ მიზანია გაგიზიაროთ იდეები, სტრატეგიები და მეთოდები, რომელთაც პრაქტიკაში გამოიყენებთ (თანაც დაუყოვნებლივ), გაყიდით მეტს, თან უფრო სწრაფად და ადვილად, ვიდრე აქამდე გაგიყიდიათ. ბრაიან თრეისი გასწავლით, თუ როგორ აკონტროლოთ ფიქრები, გრძნობები და ქმედებები მეტი ეფექტიანობის მისაღწევად.
ასევე შეიტყობთ: • რას ნიშნავს გაყიდვების შიდა თამაში • როგორ დაძლიოთ უარყოფის შიში • როგორ ჩამოიყალიბოთ მტკიცე თავდაჯერებულობა • რატომ ყიდულობენ ადამიანები და როგორ შეგიძლიათ გაყიდვების ფსიქოლოგიის თქვენს სასარგებლოდ გამოყენება გაყიდვების გურუ, ბრაიან თრეისი, სიტყვებსა და მოწოდებებს ყოველთვის საქმით ამყარებს. მისი ტრენინგების გავლისა და სტრატეგიების პრაქტიკაში დანერგვის შედეგად გაყიდვების ბევრად მეტი პროფესიონალი გახდა მილიონერი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტრენერის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში“.
игрок
11,95 ₾“Игрок” – третий по счети роман великого русского классика Федора Михайловича Достоевского. Ему предшествовали знаменитые “Униженные и оскорбленные” и “Бедные люди”. Роман был опубликован в 1866 году.
დაუფარავი ღიმილი
16,95 ₾“დომინიკი სტუდენტია. მოხდენილი, გონებაგახსნილი, ფიქრიანი და მეოცნებე გოგონა უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობას სწავლობს და ბედნიერია ბერტრანთან, თავის შეყვარებულთან, რომელთანაც იდეალური ურთიერთობა აქვს. მაგრამ ამ ერთი შეხედვით იდეალურ ურთიერთობაში დომინიკი ხანდახან უკიდეგანოდ მოწყენილია, ხანდახან კი „ბედნიერების საშინელი განცდა”” ეუფლება. ერთ დღესაც ამ ნაზ და სენტიმენტალურ ყოველდღიურობაში შემოდის ლუკი, ნაცრისფერთვალებიანი სიმპათიური მამაკაცი დაღლილი გამომეტყველებით,ბერტრანის ბიძა. და ყველაფერი იცვლება – იწყება თავბრუდამხვევი, კაშკაშა მზითა და სუფთა ჰაერით სავსე სიყვარულის ამბავი, რომელსაც ფრანსუაზ საგანი ისე ხედავს და გვიყვება, როგორც მხოლოდ მას შეუძლია – თვალისთვის უხილავი დეტალების შემჩნევით და უფაქიზესი სიმახვილით. …საგანის პროზა, მოგონებებიცა და რომანებიც და ნოველებიც და პიესებიც […] მიპატიჟებაა დღესასწაულზე, მიპატიჟებაა მასკარადზე, წარმოდგენაზე, სადაც განსაკუთრებული თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ იქიდან წამოყოლილი სურნელი თუ გული და მეხსიერებაც ხელს გიწყობს ადამიანს, სამუდამოდ გამოგყვება, ვისაც კაბების შრიალი უყვარს, ვისაც თამაში უყვარს, შამპანური და კარგი მანქანები; ვისაც სჯერა, რომ სევდა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ვინც სხვებთან ერთად კარგად გრძნობს თავს, მაგრამ მარტო – კიდევ უფრო უკეთ, ვისთავისაც სიცოცხლე განცდა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებია, ვინც იცის, რომ შეიძლება დასცინო ადამიანს, მაგრამ მნიშვნელოვანია, კეთილი დარჩე. ზაალ ჩხეიძე”
ოჯახური ბედნიერება
16,95 ₾” კრებულში „ოჯახური ბედნიერება“ ლევ ტოლსტოის ექვსი მოთხრობაა წარმოდგენილი. ავტორი, როგორც ადამიანის სულის დაკვირვებული მკვლევარი, ამ მოთხრობებშიც, ისევე როგორც თავის გენიალურ, მრავალხრივ და მასშტაბურ რომანებში, ზნეობრიობისა თუ პიროვნული სრულყოფილების საკითხებს წამოჭრის, იმავდროულად კი დიდოსტატის ფუნჯით ხატავს ყოფით გარემოსა და ცხოვრებისეულ სიმართლეს, თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ეპოქას, სამსჯავროზე გამოაქვს მწვავე სოციალური თუ ზნეობრივი საკითხები. „ოჯახურ ბედნიერება“ და კიდევ ხუთი ნაკლებად ცნობილი მოთხრობა მკითხველს, ერთი მხრივ, საყვარელ მწერალთან შეხვედრის, მეორე მხრივ კი, ამ გენიალური ავტორის განსხვავებულ, უჩვეულო შემოქმედებით სამყაროსთან ზიარების შესაძლებლობას აძლევს. “
ნემსის ყუნწი
18,00 ₾მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდება. ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმას ჩაშლა ემუქრება. შედეგი დამოკიდებულია მტრის დეზინფორმირებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკავშირეთა ძალებს კატასტროფა ელის. ამიტომაც მკაცრად გასაიდუმლოებულია ოპერაციის დაწყების დრო და ადგილი. გერმანელების აგენტი, ოპერატიული მეტსახელით, „ნემსის ყუნწი“, მაინც მოახერხებს ინფორმაციის მოპოვებას და აპირებს სასწრაფოდ გავიდეს ქვეყნიდან, რათა ფიურერს უმნიშვნელოვანესი ფოტომასალა გადასცეს. ქვეყნის კონტრდაზვერვა იწყებს ნადირობას აგენტზე, რომელიც გზადაგზა ყველას კლავს, ვინც წინ გადაეღობება. 2019 წელს BBC News-მა „ნემსის ყუნწი“ 100 ყველაზე შთამაგონებელი რომანის სიაში შეიტანა.
ხვალ და ხვალ და ხვალ
16,95 ₾“ზამთრის ერთ სუსხიან დღეს ბავშვობის მეგობრები ვიდეოთამაშის შექმნას გადაწყვეტენ. ასე იწყება მათი თანამშრომლობა ვიდეოთამაშების დიზაინის რთულ და მშვენიერ სამყაროში, რომელიც ბარიერებითაა აღსავსე. სირთულეებითაა დატვირთული როგორც თავად ვიდეოთამაშის შექმნის პროცესი, ისე ორ ამბიციურ ხელოვანს შორის ურთიერთობა, რომელიც ხანდახან ტოქსიკურობის ზღვარს სცდება. ეს არის ამბავი ერთდროულად ვიდეოთამაშებსა და შექსპირზე, ტრაგედიებსა და „ილიადაზე“, პიროვნულ მეგობრობასა და საქმიან დაპირისპირებაზე. წიგნი დააინტერესებს ყველას, იმის მიუხედავად, ხშირად თამაშობენ ვიდეოთამაშებს თუ ცხოვრებაში ერთხელაც არ უცდიათ.”