უვიცი ფილოსოფოსი

16,95 

ვოლტერის ფილოსოფიური მოთხრობები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადსაკაცობრიო და რთულ თემებს აერთიანებს, იოლი და სახა- ლისო საკითხავია. აქ ერთმანეთს ერწყმის ფანტასტიკა და სატირა, მსჯელობები რელიგიასა და სიკეთეზე და ასევე, რაც ყველაზე მნი- შვნელოვანია, ცოცხალი და საინტერესო მოსაზრებები სამყაროსა და ადამიანის შესახებ, რომლებიც ამდენი საუკუნის შემდეგაც არ კარ- გავს აქტუალობას. კრებული „უვიცი ფილოსოფოსი“ ვოლტერის ფილოსოფიური მო- თხრობების ყველაზე სრული გამოცემაა ქართულად. ამ წიგნით შეივ- სება ის სიცარიელე, რომელსაც ქართულ ლიტერატურულ სივრცეში განმანათლებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომა- დგენლის, ვოლტერის, ტექსტების არარსებობა ქმნიდა. მთარგმნელი ვალერი ოთხოზორია შეეცადა, ქართულად გადმოეტანა ვოლტერის ლაღი და დინამიკური თხრობა, სარკაზმი და იუმორი და, ამასთანავე, შეენარჩუნებინა ორიგინალის სულისკვეთება.

ერთი მოთხრობა-ჯადოქარი

2,00 

ეს უცნაური, მისტიკური ამბავი გარდასულ საუკუნეებში კი არა, “თანამედროვე, ცივილიზაციის შუქით გაბრდღვიალებულ” ტოკიოში ხდება. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 23 წლის სინძომ მისთვის საინტერესო ერთ საკითხზე მკითხავთან მისვლა გადაწყვიტა. რა სურდა სინძოს, ვისი ბედი და ამბავი აწუხებდა, რატომ გადადგა ასეთი უცნაური ნაბიჯი? ამაზე საინტერესო ის არის,რაც და ვინც მკითხავის სახლში დახვდება და კიდევ უფრო საინტერესო, რაც შემდეგ მოხდება!

ფსიქოთერაპია ღირსებით

16,95 

ვიქტორ ე. ფრანკლის მიერ შექმნილი ლოგოთერაპია ფსიქოთერაპიის ფორმაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ომისა თუ მშვიდობის პერიოდში, ცხადყო მეთოდის ეფექტიანობა – ადამიანისთვის უბედურების შემცირებისა და საზრისის აღმოჩენა-რეალიზების შედეგად მოპოვებული ბედნიერების თვალსაზრისით. ლოგოთერაპია ადამიანებს კრიზისულ სიტუაციებში ფსიქოლოგიური მოქნილობის შენარჩუნებასა და ცხოვრების საზრისი პოვნაში ეხმარება, ახალ ფართო შესაძლებლობებს უხსნის. მისი დახვეწილი მეთოდები ისეთი პიროვნების ხელშეუვალ ღირსებას ემყარება, რომელსაც ენდობიან და რომელიც ესწრაფვის განვითარებას თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ჰარმონიული შერწყმით, საკუთარი პრობლემებისა და სისუსტეების გადალახვით. ამ წიგნში ლოგოთერაპიის ორი ექსპერტი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. პაციენტების რეალური ისტორიებისა და პროფესიული განხილვების მეშვეობით მკითხველს თავად შეუძლია აღმოაჩინოს, თუ რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ფსიქოთერაპიის ეს ფორმა.

ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება

17,95 

გაინტერესებთ, როგორია თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი გმირი? მაშინ გაიცანით ოსკარ უაო – კომპიუტერული თამაშების ფანი, გულკეთილი, ჩაკეტილი და ყველასგან გარიყული, ზრდასრულობის მიჯნაზე მყოფი მეტისმეტად ჭარბწონიანი დომენიკელი ემიგრანტი. ფენტეზის, კომიქსებითა და როლური თამაშებით გატაცებული ოსკარი პრაქტიკულად ოთხ კედელშია გამოკეტილი და ებრძვის უამრავ კომპლექსს, ოცნებობს დიდი სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის დაწერაზე და ეშინია,არ წავიდეს ამ ქვეყნიდან უსიყვარულოდ…

წერილები ჩემი ბავშვობიდან

12,95 

“გიორგი, შენი წიგნი თითქოს ჩვენი თაობის საერთო ბიოგრაფიაა, თბილი, ტკბილი და ტკივილიანი წარსულის და აწი უკვე სამარადჟამოდ გაცოცხლებული. მადლობა, ასეთი გულწრფელობისთვის, სიმართლისთვის. ეს ხომ ასე იშვიათია. „შენს პირს შაქარი, შენს პირს შაქარი…” – მერაბ შევარდნაძე ეს წიგნი არის ამბების წიგნი, პოსტმოდერნიზმის ენაზე თუ ვიტყვით, „ნარატივების წიგნი − პატარა, ყოველდღიური, თითქოს არაფრით გამორჩეული ამბების. ეს ამბები ფრაგმენტულია, კონტექსტუალური, ღრმად ცხოვრებისეული (ემპირიული) და ურთიერთგადაჯაჭვულიც, რადგან ადამიანების ცხოვრებას ქმნის და მათი ბიოგრაფიების მეტ-ნაკლებად ჰოლისტურ სურათს გვაძლევს. ამაზე თავად ავტორიც მიანიშნებს: „ადამიანს ასეთი ფრაგმენტები აკოწიწებს, ეს არის ჩვენი უჩინარი წებო. ეს რომ გაშრება, ჩვენც დავიშლებით” იაგო კაჭკაჭიშვილი

მეტამორფოზი

11,95 

წიგნის მთავარი გმირი, გრეგორი თავისი შემოსავლით გაჭირვებულ ოჯახს ინახავს, უკვე ასაკში შესულ მშობლებსა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა დას. ჩვენი გრეგორი ერთ დღეს გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ იგი არც მეტი არც ნაკლები მწერად გადაიქცეულა. რაღათქმაუნდა მას წაერთმევა ყველა ფუნქცია, რაც ადამიანობისას ახასიათებდა. ამის შედეგად კი, მისი ოჯახის წევრები, რომლებიც აქამდე თვალებში შესციცინებდნენ, მის ოთახში გამოკეტავენ. ისინი მისდამი ძალიან გულგრილად და მეტიც, ზიზღითაც კი განეწყობიან. მართალია თავიდან არ იშორებენ, მაგრამ სინამდვილეში ერთი სული აქვთ როდის მოსცილდებათ. გრეგორი ძლიერ განიცდის ამ გულგრილობას და სწორედ ამას გადაჰყვება. კაფკამ თავისთავად შეძლო მთავარი გმირის განცდები და ტრაგედია ნათლად და გასაგებად გადმოეცა, მიუხედავად იმისა, რომ ის მწერი იყო. ის წვრილმანებშიც კარგად აჩვენებს სხვების გრეგორისადმი დამოკიდებულებასაც. კაფკას ეგზისტენციალისტად თვლიან. რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მთავარი თემა ადამიანის, როგორც ინდივიდის განცდები და პრობლემებია. წიგნის მთავარი სათქმელი ეგზისტენციალიზმის ერთ–ერთი ნიშანია:”ადამიანი იტანჯება მაშინ, როდესაც იგი აცნობიერებს, რომ ცხოვრება სინამდვილეში უაზრო და აბსურდული რამაა, რომელიც გარდაუვალი სიკვდილით სრულდება.

თომას ზღაპრები

19,95 

ამ წიგნში გაიცნობ თომას და მის მეგობრებს – ჯუჯებს, ბაიბურას, ავყანყალას, სიტყვაყლაპიას, ნიკა ლოს, მარი ლას, თუთას, თომთეს, ცაცანცალას… წახვალ საოცარ მოგზაურობაში მიწის ქვეყნიდან ცის ქვეყნისკენ და მიზანი გექნება უდიადესი – მზე მოიყვანო თოვლიან აგვისტოში, რომ გაიხარონ შოკოლადის ხეებმა და დიდხანს გაგრძელდეს ბავშვობა. ამ მოგზაურობაში, ბევრ სხვა უცნაურობასთან ერთად, იმასაც აღმოაჩენ, რომ შოკოლადის ხეების გახარებას არც მზე და სითბო სჭირდება და არც გაზაფხულ-ზაფხული. შოკოლადის ხეების სიცოცხლის წესში სულ სხვა რამ წერია და ეს რომ გაიგო, „თომას ზღაპრები“ ბოლომდე უნდა წაიკითხო.

გორა მბორგალი 5ტ

20,00 

„გორა მბორგალი“ — ჭაბუა ამირეჯიბის რომანი, რომელსაც მწერალი ათი წლის განმავლობაში (1984–1994) წერდა. პირველად გამოქვეყნდა 1996 წელს. რომანი ავტობიოგრაფიულია. მთავარი პერსონაჟი (მთხრობელი) გორა კარგარეთელია, რომელიც საბჭოთა წყობისთვის მიუღებელი აღმოჩნდება და შესაბამისად, გადასახლებაში პატიმრობით ისჯება. თავგადასავალიც აქედან (გადასახლებიდან) იწყება: გორა რამდენჯერმე გარბის საბჭოური ბანაკიდან და ასე, იწყება მარბენლისა და მდევრის რბოლა.

გალაპაგოსი

14,95 

კურტ ვონეგუტის „გალაპაგოსი“ მკითხველს მილიონი წლით უკან, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1986 წელში აბრუნებს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოგზაურობა მოულოდნელად გარდაიქმნება ევოლუციის გზად — გალაპაგოსის კუნძულებზე აღმოჩენილი, აპოკალიფსს გადარჩენილი მოგზაურთა პატარა ჯგუფი ცივილიზაციის გადარჩენის ბოლო იმედია. სწორედ ისინი გახდებიან ახალი, სრულიად განსხვავებული ადამიანური მოდგმის წინაპრები. რომანის მთხრობელი მოჩვენება ლევ ტროცკი-სტრაუტია. იგი საკუთარ ირონიულ და ფილოსოფიურ დაკვირვებებს გვიზიარებს, გვიამბობს, როგორ განიცდის კაცობრიობა ევოლუციის ნაცვლად დევოლუციას და სვამს კითხვებს ეთიკის, ტექნოლოგიების გავლენისა და კოლექტიური ინტელექტის როლის შესახებ. შემდეგ კი ამბობს: „ეს უზომოდ დიდი ტვინები რომ არა, დედამიწა ერთი უწყინარი პლანეტა იქნებოდაო“. „გალაპაგოსი“ მკითხველს დაანახვებს, რამდენადაა შესაძლებელი „დიდი ტვინის“ გარეშე კეთილდღეობისა და სიმშვიდის მიღწევა.

დედის ოთახი

16,95 

ნაირა გელაშვილის ,,დედის ოთახი” გასული საუკუნის ორმოციან წლებში დაწერილი ერთ-ერთი დიდი ქართული რომანია. მისი დაწერიდან 37 წელია გასული- შიდა და გარე ომებით, სიღარიბით და პოლიტიკური დაპირისპირებებით გაჯერებულია ხანა-და, როგორც დიდი წიგნების ბედია, ყველა დროში ეს რომანიც სხვადასხვანაირად აღიქმება- ყოველი ახალი თაობა მასში იპოვის იმას, რასაც ჩვენ, ამ წიგნის პირველი მკითხველები, ვერ ვხედავდით. მიუხედავად რეჟიმის სიმკაცრისა, 80-იან წლებში საბჭოთა საქართველოში ადამიანს შეეძლო ისე ეცხოვრა, ისე წასულიყო, ,,შინაგან ემიგრაციაში”, რომ შეექმნა ილუზია, თითქოს ირგვლივ ეს მახინჯი სინამდვილე, სრულიად არაფერი მიგვანიშნებს ამაზე, სანამ ,,დედის ოთახის” მთავარ პერსონაჟს, ელენეს, ერთი ,,საოცრად მსუქანი და მრგვალი ქალი” არ შეუყვარდება სახლში და არ შეეცდება გამოგლიჯოს იმ სამყაროს, რომელიც ქალმა თავისთვის და სამი შვილისთვის მკაცრად შემოიზღუდა. მშვიდი, ფაქიზი და დაწმენდილია ეს სამყარო, სავსეა ზრუნვით, თანაგრძნობით, ელენეს გაუმხელელი დარდითა და მღელვარე შინაგანი ცხოვრებით. ქალის წასვლის შემდეგ ელენე სააბაზანოში შედის და დიდხანს ირეცხავს იმ ჭუჭყს, დაუპატიჟებელმა სტუმარმა რომ შეაფრქვია… რომანში ბევრი დინება და ბევრი შრეა და თითქოს წიგნიც ისეთივეა, როგორიც ელენეს ფარდები- მქრთალი ფერებით ნაქარგი და ნაკეცებში დიდი სილამაზის დამმალავი.

აივნიანი ქალაქი

29,95 

“აივნიანი ქალაქი” ვალერიან (ნიკოლოზ) გაბაშვილის ერთადერთი რომანია, რომელიც ახალგაზრდობაში დაწერა. ამ რომანით მწერალმა ქართულ პროზაში ძეგლი დაუდგა XIX საუკუნის თბილისს, მისთვის ნიშანდობლივი კოლორიტითა და მრავალრიცხოვანი, ისტორიული თუ გამოგონილი პერსონაჟებით.

მკვდარი სულები

16,95 

მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად აღიარებული „მკვდარი სულები“ ნიკოლაი გოგოლმა 1842 წელს გამოაქვეყნა. „მკვდარი სულების“ სათაური, რუსეთის იმპერიაში დომინანტური იდე- ოლოგიის თანახმად, ოქსიმორონია – სული მაშინ უკვდავად ითვლე- ბოდა და ამიტომაც ცენზურა კარგა ხანს არ აძლევდა მწერალს რომა- ნის გამოქვეყნების უფლებას. თუმცა, ამ სათაურს ორმაგი დატვირთვა აქვს: ერთი მხრივ, ჩიჩიკოვი მართლაც გარდაცვლილი გლეხების სუ- ლების საყიდლად ჩადის ქალაქ N-ში, მაგრამ, მეორე მხრივ, ავტორი, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესი იყო ….

მდუმარე პაციენტი

14,95 

როდესაც ამბობენ, რომ სასტიკად გაუსწორდი ქმარს, რომ ხარ მკვლელი და მძიმე ფსიქიკური აშლილობა გაქვს, როცა ყველაფერი შენ წინააღმდეგ არის, როგორ უნდა იმართლო თავი? ჩუმდები და კლინიკის მდუმარე პაციენტი ხდები _ ეს არის შენი პასუხი. გგონია, რომ ასე უფრო დაცული ხარ? იქნებ მართლა მოკალი და შეიშალე, ან მეზობელმა გამოჰკრა სასხლეტს, ან საქმიანმა პარტნიორმა, ანდა ხელმოცარულმა ნათესავმა, თუნდაც იმ უცნობმა, უკან რომ გდევდა ლანდივით და გითვალთვალებდა? და თუ ნამდვილი მკვლელი სულ უფრო გიახლოვდება, მაშინ?

ჟამთაძვრა

14,95 

კურტ ვონეგუტის რომანის მთავარი იდეა ეფუძნება კონცეფციას, რომ 2001 წელს სამყარო მოულოდნელად ჟამთაძვრას განიცდის — დროის ანომალიას, რომელიც ყველასა და ყველაფერს 1991 წელში აბრუნებს. ადამიანები იძულებულნი არიან, განცვლილი ცხოვრება თავიდან გაიარონ, ყოველგვარი ცვლილებების შესაძლებლობის გარეშე. „ეს გახლდათ Déjà vu, რომელიც ათი ხანგრძლივი წელიწადი გრძელდებოდა“. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ნიშნავს ხელახლა განიცადოს მძიმე დანაკარგები, ზოგისთვის კი — იგივე ბედნიერი მომენტების განმეორებას. თუმცა, როგორც კი 2001 წელი კვლავ დგება და თავისუფალი ნება უბრუნდებათ, კაცობრიობა პარალიზებულია — მათ უკვე დაავიწყდათ, როგორ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. ამ მოვლენას კილგორ ტრაუტი — ავტორის ალგერ ეგო, განსაკუთრებულად განიცდის და სვამს შეკითხვებს თავისუფალი ნების, ბედისწერისა და ადამიანის პიროვნული განვითარების შესახებ. ტრაუტი ცდილობს, ადამიანებს დაანახოს, რომ თავისუფლების დაბრუნებასთან ერთად, მათ კვლავ შეუძლიათ ცხოვრებისა და მომავლის შეცვლა. მისი ფილოსოფია შეგვიძლია შევაჯამოთ სიტყვებით: „შენ ავად იყავი, მაგრამ ახლა კვლავაც კარგად ხარ, გასაკეთებელი კი ბევრია!

იავნანამ რა ჰქმნა?!

11,95 

რა ძალა აქვს მშობლიურ „იავნანას“, მისი მელოდიის ემოციურ გავლენას ბავშვის ცნობიერებაზე, მის ემოციურ მეხსიერებასა თუ აღქმის უნარზე? იაკობ გოგოებაშვილმა თავის გენიალურ მოთხრობაში „იავნანამ რა ჰქმნა?“ ამ კითხვეზე პასუხებით ბავშვის ფსიქოლოგიის სიღრმეში ჩაგვახედა, თუმცა იმავდროულად, ამბავი კონკრეტული ეპოქის ისტორიულ ჭრილში წარმოადგინა და კახეთის ერთი ულამაზესი სოფლის – ვაშლოვანის მაგალითზე ქართველთა ყოფა-ცხოვრებას, ჭირ-ვარამს, მეზობელ მთიელებთან – ლეკებთან ურიერთობის ნიუანსებს მოგვიყვა. და მაინც, ეს დედის ნამღერი „იავნანით“ ცნობიერებაში ღრმად ჩაკირული სხოვნის გამოღვიძების ამბავია, რომელმაც პატარა ქეთოს მშობლები და სამშობლო დაუბრუნა.

მოახლე

16,95 

ციხიდან ციხეზე უარეს საპყრობილეში, რომელსაც სიმპათიური ურჩხული უსჯის სულ უბრალო შეცდომისთვისაც კი. უნებური მკვლელი ისევ მკვლელობის სურვილს ებრძვის. სხვა გზა არა აქვს, რადგან წამებას ვეღარ გაუძლებს. ერთხელ თავისუფლება დაკარგა იმისთვის, რომ სიბილწეს მოუღო ბოლო, მეორედ ამას ვეღარ აიტანს. არადა, სიყვარულზე ოცნებობდა, საშინელ ხაფანგში კი გაება მეორე ტანჯულის გულისთვის თუ სულსწრაფობისთვის?

მონა

23,95 

მე-17 საუკუნე. პოლონეთი. ადგილობრივებისა და ებრაული თემის თანაცხოვრება უნდობლობით, შუღლით და სისხლით არის სავსე. იაკობი წარჩინებული ებრაელია, დაწყებითი ებრაული ტრადიციული სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ძალიან ახალგაზრდას შეეხო ამ დაპირისპირების მსახვრალი ხელი _ ჰაიდამაკებმა დაარბიეს, გადაწვეს და გაჟლიტეს მისი ქალაქი და ამ დაუნდობელ ანგარიშსწორებას შეეწირა იაკობის ცოლ-შვილიც. ის ცოცხალი გადარჩა, მაგრამ, უპოვარი და უსახლკარო, პოლონელი გლეხის ოჯახს მონად მიჰყიდეს. განმარტოებული, გამრჯე, კეთილსინდისიერი და საკუთარ რწმენაში ჩაძირული იაკობისთვის ერთადერთი თავშესაფარი ლოცვაა. მაგრამ თანდათან მის გულს სხვაგვარი ფორიაქიც ეპარება, რომლის მიზეზიც პოლონელი ვანდაა _ სოფელში მარგალიტივით გამორჩეული, ოქროსფერნაწნავებიანი გლეხის ქალი. ორი რელიგია, ორი ხალხი, ორი ტრადიცია და წეს-ჩვეულებები _ ყველაფერი ამ სიყვარულის წინააღმდეგაა, მაგრამ ის უძლეველია, თუმცა მსხვერპლსაც ითხოვს… „მონა“ პოლონელ-ამერიკელი მწერლის, ლიტერატურის დარგში 1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, იცხოკ (ისააკ) ბაშევის ზინგერის, მსოფლიო ბესტსელერია.

საათები

15,95 

გენიალურ მაძებარს ერკიულ პუაროს ამჯერადაც წმინდა ინგლისური მკვლელობების გამოძიება მოუწევს და პირველი მართლაც სასტიკია უცნობი მამაკაცი ჯერ ნარკოტიკით გააბრუეს, შემდეგ კი დანა გაუყარეს გულში… რამდენიმე დღეში მბეჭდავი გოგონა მოახრჩვეს შარფით. ამ ერთმანეთთან დაკავშირებული მკვლელობების საიდუმლოს ამოხსნაში პატარა ბელგიელს დაეხმარება… საათები იატაკზე დასადგამი, კედლის, ბუხრის თაროს, მაგიდის და რატომღაც, ყველა მათგანი სხვადასხვა დროს აჩვენებს

ჩვენ

14,95 

ევგენი ზამიატინის, საბჭოთა სინამდვილეში პირველი ანტიუტოპიური რომანის, “”ჩვენ”” მოქმედება ჩვენი წელთაღრიცხვის 26-ე საუკუნეში ვითარდება. აქ მცხოვრებთ დაკარგული აქვთ ინდივიდუალურობა, ცხოვრობენ მინის სახლებში, არა აქვთ პირადი თავისუფლება და თვით ინტიმური ცხოვრებაც კი. მთავარი გმირი — Д-503, კოსმოსური ხომალდის — “”ინტეგრალის”” ინჟინერი, მისთვისვე მოულოდნელად, ამოვარდება ამ სისტემიდან და თავისი ცხოვრების უმთავრესი არჩევანის წინაშე დგება. მიუხედავად წერის იმპრესიონისტული, თითქმის სიურრეალისტური მანერისა, ავტორი გამაოგნებელ რეალობას გვიხატავს. რომანის სრული ტექსტი პირველად 1952 წელს, ნიუ-იორკში გამოქვეყნდა, ხოლო რუსეთში 30 წლის შემდეგ, 1988 წელს, ჟურნალ “”ზნამიაში””. ჯორჯ ორუელი წერდა: პირდაპირ აღმაშფოთებელია, რომ ასეთი დიდი მნიშვნელობისა და ბედის წიგნი არ მისულა მკითხველამდე.

ფარშავანგი და ბეღურა

17,95 

აღმოსავლეთი – გამოუცნობი, ეგზოტიკური და გამუდმებ ით კონფლიქტური; ბაჰრეინი, ერთ დროს ნავთობის მდიდარი მარაგით აყვავებული, ახლა კი გაღატაკებული კუნძულოვანი სახელმწიფო სპარსეთის ყურეში. მიუხედავად ამისა, აქ ირანს თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავიანთი ინტერესები აქვთ, ორივე ხელს ურევს ქვეყნის საქმეებში: ირანი – ტერორისტების დაფინანსებითა და იარაღის მიწოდებით, ოფიციალური ვაინგტონი- შედარებით კორექტულად, შეფარვით. გამოცდილი ჯაშუშის, შეინ კოლინზის, უკანასკნელი მისია თავდაყირა დგება – მისდა უნებურად, ის “არაბული გაზაფხულის” ერთ-ერთი მონაწილე გახდა, საყვარელი ქალიც დაკარგა და თავსიანებმაც გაწირეს. ახლა ისღა დარჩენია, იპოვოს საზღვარი, სადაც მთავრდება ბაჰრეინის საიდუმლოებანი და იწყება ამერიკის შეერთებული შტატები.

გაყიდვების ფსიქოლოგია

16,95 

„გააორმაგეთ ან გაასამმაგეთ ნებისმიერი პროდუქტის/მომსახურების გაყიდვების მაჩვენებელი! „გაყიდვების ფსიქოლოგიის“ მიზანია გაგიზიაროთ იდეები, სტრატეგიები და მეთოდები, რომელთაც პრაქტიკაში გამოიყენებთ (თანაც დაუყოვნებლივ), გაყიდით მეტს, თან უფრო სწრაფად და ადვილად, ვიდრე აქამდე გაგიყიდიათ. ბრაიან თრეისი გასწავლით, თუ როგორ აკონტროლოთ ფიქრები, გრძნობები და ქმედებები მეტი ეფექტიანობის მისაღწევად.

ასევე შეიტყობთ: • რას ნიშნავს გაყიდვების შიდა თამაში • როგორ დაძლიოთ უარყოფის შიში • როგორ ჩამოიყალიბოთ მტკიცე თავდაჯერებულობა • რატომ ყიდულობენ ადამიანები და როგორ შეგიძლიათ გაყიდვების ფსიქოლოგიის თქვენს სასარგებლოდ გამოყენება გაყიდვების გურუ, ბრაიან თრეისი, სიტყვებსა და მოწოდებებს ყოველთვის საქმით ამყარებს. მისი ტრენინგების გავლისა და სტრატეგიების პრაქტიკაში დანერგვის შედეგად გაყიდვების ბევრად მეტი პროფესიონალი გახდა მილიონერი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტრენერის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში“.

игрок

11,95 

“Игрок” – третий по счети роман великого русского классика Федора Михайловича Достоевского. Ему предшествовали знаменитые “Униженные и оскорбленные” и “Бедные люди”. Роман был опубликован в 1866 году.

დაუფარავი ღიმილი

16,95 

“დომინიკი სტუდენტია. მოხდენილი, გონებაგახსნილი, ფიქრიანი და მეოცნებე გოგონა უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობას სწავლობს და ბედნიერია ბერტრანთან, თავის შეყვარებულთან, რომელთანაც იდეალური ურთიერთობა აქვს. მაგრამ ამ ერთი შეხედვით იდეალურ ურთიერთობაში დომინიკი ხანდახან უკიდეგანოდ მოწყენილია, ხანდახან კი „ბედნიერების საშინელი განცდა”” ეუფლება. ერთ დღესაც ამ ნაზ და სენტიმენტალურ ყოველდღიურობაში შემოდის ლუკი, ნაცრისფერთვალებიანი სიმპათიური მამაკაცი დაღლილი გამომეტყველებით,ბერტრანის ბიძა. და ყველაფერი იცვლება – იწყება თავბრუდამხვევი, კაშკაშა მზითა და სუფთა ჰაერით სავსე სიყვარულის ამბავი, რომელსაც ფრანსუაზ საგანი ისე ხედავს და გვიყვება, როგორც მხოლოდ მას შეუძლია – თვალისთვის უხილავი დეტალების შემჩნევით და უფაქიზესი სიმახვილით. …საგანის პროზა, მოგონებებიცა და რომანებიც და ნოველებიც და პიესებიც […] მიპატიჟებაა დღესასწაულზე, მიპატიჟებაა მასკარადზე, წარმოდგენაზე, სადაც განსაკუთრებული თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ იქიდან წამოყოლილი სურნელი თუ გული და მეხსიერებაც ხელს გიწყობს ადამიანს, სამუდამოდ გამოგყვება, ვისაც კაბების შრიალი უყვარს, ვისაც თამაში უყვარს, შამპანური და კარგი მანქანები; ვისაც სჯერა, რომ სევდა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ვინც სხვებთან ერთად კარგად გრძნობს თავს, მაგრამ მარტო – კიდევ უფრო უკეთ, ვისთავისაც სიცოცხლე განცდა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებია, ვინც იცის, რომ შეიძლება დასცინო ადამიანს, მაგრამ მნიშვნელოვანია, კეთილი დარჩე. ზაალ ჩხეიძე”

ოჯახური ბედნიერება

16,95 

” კრებულში „ოჯახური ბედნიერება“ ლევ ტოლსტოის ექვსი მოთხრობაა წარმოდგენილი. ავტორი, როგორც ადამიანის სულის დაკვირვებული მკვლევარი, ამ მოთხრობებშიც, ისევე როგორც თავის გენიალურ, მრავალხრივ და მასშტაბურ რომანებში, ზნეობრიობისა თუ პიროვნული სრულყოფილების საკითხებს წამოჭრის, იმავდროულად კი დიდოსტატის ფუნჯით ხატავს ყოფით გარემოსა და ცხოვრებისეულ სიმართლეს, თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ეპოქას, სამსჯავროზე გამოაქვს მწვავე სოციალური თუ ზნეობრივი საკითხები. „ოჯახურ ბედნიერება“ და კიდევ ხუთი ნაკლებად ცნობილი მოთხრობა მკითხველს, ერთი მხრივ, საყვარელ მწერალთან შეხვედრის, მეორე მხრივ კი, ამ გენიალური ავტორის განსხვავებულ, უჩვეულო შემოქმედებით სამყაროსთან ზიარების შესაძლებლობას აძლევს. “

ნემსის ყუნწი

18,00 

მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდება. ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმას ჩაშლა ემუქრება. შედეგი დამოკიდებულია მტრის დეზინფორმირებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკავშირეთა ძალებს კატასტროფა ელის. ამიტომაც მკაცრად გასაიდუმლოებულია ოპერაციის დაწყების დრო და ადგილი. გერმანელების აგენტი, ოპერატიული მეტსახელით, „ნემსის ყუნწი“, მაინც მოახერხებს ინფორმაციის მოპოვებას და აპირებს სასწრაფოდ გავიდეს ქვეყნიდან, რათა ფიურერს უმნიშვნელოვანესი ფოტომასალა გადასცეს. ქვეყნის კონტრდაზვერვა იწყებს ნადირობას აგენტზე, რომელიც გზადაგზა ყველას კლავს, ვინც წინ გადაეღობება. 2019 წელს BBC News-მა „ნემსის ყუნწი“ 100 ყველაზე შთამაგონებელი რომანის სიაში შეიტანა.

ხვალ და ხვალ და ხვალ

16,95 

“ზამთრის ერთ სუსხიან დღეს ბავშვობის მეგობრები ვიდეოთამაშის შექმნას გადაწყვეტენ. ასე იწყება მათი თანამშრომლობა ვიდეოთამაშების დიზაინის რთულ და მშვენიერ სამყაროში, რომელიც ბარიერებითაა აღსავსე. სირთულეებითაა დატვირთული როგორც თავად ვიდეოთამაშის შექმნის პროცესი, ისე ორ ამბიციურ ხელოვანს შორის ურთიერთობა, რომელიც ხანდახან ტოქსიკურობის ზღვარს სცდება. ეს არის ამბავი ერთდროულად ვიდეოთამაშებსა და შექსპირზე, ტრაგედიებსა და „ილიადაზე“, პიროვნულ მეგობრობასა და საქმიან დაპირისპირებაზე. წიგნი დააინტერესებს ყველას, იმის მიუხედავად, ხშირად თამაშობენ ვიდეოთამაშებს თუ ცხოვრებაში ერთხელაც არ უცდიათ.”

Le petit prince

14,95 

პატარა პრინცი – ანუკა ბარათაშვილის ილუსტრაციებით (ფრანგული)

მითები და ლეგენდები

29,95 

ამ წიგნში ღმერთების, სულებისა თუ გმირების თავგადასავლები, მითური ამბები და ლეგენდური არსებები გელოდებათ. მსოფლიოს ხალხთა მითები, მოთხრობები, ზღაპრები და ლეგენდები თავშესაქცევი ფაქტებითა და ლამაზი ილუსტრაციებიაა წარმოდგენილი… ინფორმაციულად დატვირთული ეს შთამბეჭდავი წიგნი ბავშვებს მარადიულ ფასეულობებს აზიარებს.

წითელი დედოფალი

16,95 

მერ ბაროუს სამყარო ორ ფერად არის გაყოფილი – წითლად და ვერცხლისფრად. წითელში სიდუხჭირე, იმედგაცრუება, შიმშილი და სასოწარკვეთაა, ვერცხლისფერში – კეთილდღეობა, ძალა და ძალაუფლება! წითელ სამყაროში გოგონა ოჯახის სარჩენად ქურდობს, სხვა არაფერი იცის! თუმცა ის იცის, რომ როგორც კი 18 წლისა შესრულდება, ჯარში გაიწვევენ, რათა ვერცხლისფრების სიმშვიდე დაიცვას. მაგრამ მოულოდნელად აკიაფდება იმედის ნაპერწკალი… მგონი, შორს არ არის ალისფერი განთიადი! მანამდე კი მერ ბაროუს საკუთარ სახელსა და წარსულზე უარის თქმა, საძულველი და სასტიკი ვერცხლისფრების საზოგადოებაში ტრიალი, პრინცი საქმროს ვერაგობა, არაერთი შეცდომა, ღალატი და ბრძოლა ელის! ამ ბრძოლაში კი სასწორზე არა მარტო მისი სიცოცხლეა შეგდებული

გიორგი ბრწყინვალე, ფრაგმენტები

20,00 

„მაშინ იქნები ძლიერი და მსგრადი, თუ შენი სამშობლო იქნება ასეთი. იცოდე, დაბადებული ხარ არა მოწმედ, არამედ მონაწილედ, შენი სამშობლოს კეთილდღეობაში წვლილის შემტანად.“ – ჭაბუა ამირეჯიბი

ფილმებზე უკეთესი

16,95 

რომანტიკული კომედიური ფილმების მოყვარულ, თავადაც გამოუსწორებელ რომანტიკოსსა და მეოცნებე ლიზს ბავშვობის მეგობარი უყვარს…ასე ჰგონია… და როცა ის კვლავ დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, გადაწყვეტს, როგორმე თავი მოაწონოს, მისი გული მოინადიროს კიდევ ერთი, მაგრამ აუტანელი ბავშვობის მეგობრისა და მეზობლის (თანაც, ძალიან სიმპათიურის) დახმარებით. ეს წიგნი რომანტიკული კომედიაა რომანტიკულ კომედიებზე!

The Tale Of Two Cities

13,95 

The Tale of Two Cities is Charles Dickens’s great historical novel, set against the violent upheaval of the French Revolution. The most famous and perhaps the most popular of his works, it compresses an event of immense complexity to the scale of a family history, with a cast of characters that includes a bloodthirsty ogress and an antihero as believably flawed as any in modern faction.

Wuthering Heights

13,95 

“Wuthering Heights” is a novel of the intense and almost demonic love and revenge, full of passion and unforgettable characters. The storu follows the life of Heathcliff, half through his childhood and half about his adult life. He struggles to live with the lifestyle given to him by the man who found him and adopted him. Falling in love with his adoptive sister, a series of tragedies lead him to become a wild and heated man…