Little Women

13,95 

Little Women is one classic that has delighted readers of all ages and genders. It’s about four very different sisters who are waiting for their father to come home from the war. Their mother tries to bring them up as creative persons and struggle to survive during the Civil War is what they have in common. This book explores such themes as war and peace, cultural divide between America and Europe, conflict between personal objectives and family obligations, and it’s about love.

ხანგრძლივი სიცოცხლე

40,00 

30 წლის ასაკისთვის დღეგრძელობის წამყვანი ექსპერტი, დოქტორი პიტერ ატია მარათონელი მოცურავე იყო და კატალინას არხიც კი გადაცურა. მაგრამ თანდათან აღმოაჩინა, რომ უკვე აღარ იყო ჯანმრთელი და გულის დაავადებით ნაადრევი სიკვდილის გზას ადგა. ამის გაცნობიერებამ დღეგრძელობი ს გააზრებამდე მიიყვანა: როგორ და რატომ ვკვდებით და როგორ შეგვიძლია გადავავადოთ ან სულაც თავიდან ავირიდოთ ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია, მათ შორისაა გულის დაავადება, კიბო, ალცჰაიმერი და მეორე ტიპის დიაბეტი. ხანგრძლივად და უკეთესად ცხოვრების ამ ინოვაციური მანიფესტით დოქტორი პიტერ ატია ხსნის, თუ როგორ მიიყვანა ამ მოგზაურობამ ჯანმრთელობის გადააზრებამდე.

დათა თუთაშხია (II)

20,00 

თუ სხვებმა ვერ შესძლეს შენი სიმართლის დადგენა, თავად უნდა დაადგინო იგი. როცა სხვებს არ სურთ, დაგიბრუნონ წართმეული, მაშინ თავად უნდა დაიბრუნო იგი.

დათა თუთაშხია (I)

20,00 

თუ სხვებმა ვერ შესძლეს შენი სიმართლის დადგენა, თავად უნდა დაადგინო იგი. როცა სხვებს არ სურთ, დაგიბრუნონ წართმეული, მაშინ თავად უნდა დაიბრუნო იგი.

ბებიამ მთხოვა, თქვენთვის მეთქვა, რომ ბოდიშს იხდის

14,95 

ელსას, საოცრად საზრიან გოგონას, თავისი სუპერგმირი ჰყავს – ბებია, სხვათა აზრით, უხიაგი, სინამდვილეში კი სიმართლის მთქმელი და წესების მოყვარულების, პედანტების დაუძინელბელი მტერი… კიდევ, ბებიას ზღაპრების მოყოლა უყვარს: მის ზღაპრულ ქვეყანაში რაინდებიც არიან და ურჩხულებიც, პრინცებიც და პრინცესებიც, კეთილებიც და ბოროტებიც, მაგრამ, როგორც ყველა ზღაპარში, იმ ქვეყანაშიც სიყვარული და მეგობრობა იმარჯვებს. ბებიამ ასწავლა ელსას თანაგრძნობა, მეგობრობა, ერთგულება და, რაც მთავარია, მიტევება.

ბასრი საგნები

14,95 

კამილ პრიკერი, ჩიკაგოს ერთ-ერთი რიგითი გაზეთის არც ისე მოწინავე რეპორტიორი, ბრწყინვალე კარიერასა და მაღალ ხელფასზე ოცნებობს და მარჯვე შემთხვევაც მიეცა – ერთ პატარა ქალაქში ვიღაც მანიაკი პატარა გოგონებს ხოცავს და კამილმა მკითხველს სენსაციური ამბები ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა და კარგად იცის, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ არ არის წმინდა სულის… ისიც დიდი მონდომებით შეუდგება მკვლელობების დეტალების გამოქექვას და მისი კოშმარიც აქედან იწყება, კოშმარი, რომლისგანაც თავის დაღწევას, ვინ იცის, მოახერხებს?

საუბრები ლეოსთან

14,95 

“საუბრები ლეოსთან”” განსაკუთრებული წიგნია – მასში მოთხრობილი ამბავი ერთდროულად სადაცაა და რთულიც, იდეალისტურიც და მტკივნეულად რეალურიც. ეს არის ერთი კაცისა და მისი ცოლის ისტორია, რომლებიც სრულიად მოულოდნელი მძიმე განაჩენის წინაშე აღმოჩნდნენ: ქალს უკურნებელი სენი – კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. ნაცნობების ხელშეწყობითა და ბედის წყალობით, ჩვენი მიზანდასახული მთხრობელი თანამოაზრე მენტორთა და კონსულტანტთა გუნდს კრებს. მერე ლეოს ხვდება, რომელთან ერთადაც თავისი ცოლის – კლერის განკურნების რთულ საქმეს იწყებს

დაფლული გოლიათი

14,95 

ამბის სათავეში მოხუცი ცოლ-ქმარია და თხრობაც მათით იწყება. ნუთუ ყოველთვის ასე ცხოვრობდნენ – ორნი, თემის კიდეზე? ან იქნებ უწინ ყველაფერი სრულიად განსვავებულად იყო? ან იქნებ… ვინ იცის? რომანის დასაწყისშივე უამრავი კითხვა ჩნდება და პასუხის ძიება გაიძულებს, მთავარ გმირებს იმ მოგზაურობაში გაჰყვე, რომელიც მათ შვილის საძიაებლად წამოიწყეს. არნახული მიწები, უცნობი ხალხი, მითოლოიური პერსონაჟები… ყველას თავისი მისია აქვს და – სიმართლეც.მთავარი მაიცნ სხვა რამეა და ის სწორედ ამ წიგნის ფურცლებზე გელოდებათ.

ცხოვრება შიშს მიღმა

16,95 

ჩვენ მუდმივ შიშსა და ღელვას განვიცდით: ვინმეს მოხიბვლას ვცდილობთ ან ისეთ რამეზე ვშფოთავთ, რაც არ გვეხება. ღელვა და ხალისი ვერ თანაარსებობს, შედეგად კი ხალისისთვის ჩვენს ცხოვრებაში ადგილი აღარ რჩება. თუ კარგად დააკვირდები, ყოველწამიერად, დაინახავ, რამდენ რამეს აკეთებ, არ აკეთებ, ამბობ და არ ამბობ, საიმისოდ, რომ დაუმტკიცო საკუთარ თავსა და სხვებს რაღაც „შენზე“; დაინახავ საჭიროებას, რომ აღგიქვამდნენ „ასეთად“ და ეცდები, თავიდან აირიდო, რომ აღგიქვამდნენ „ისეთად“. თუკი ამ წიგნს მხოლოდ თეორიულად არ მიუდგები და ეცდები, გამოიყენო, როგორც ინსტრუმენტი, აღმოაჩენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რეალობა (არჩევანი) გაქვს – „ნიღბიანი“ და „უნიღბო“, შიშით და შიშს მიღმა…

ფაქტოლოგიურობა

16,95 

“როდესაც გლობალური ტენდენციების შესახებ მარტივ შეკითხვებს ვსვამთ, მუდმივად არასწორ პასუხებს ვიღებთ. იმდენად არასწორს, რომ ალბათ, შემთხვევითობის პრინციპით, შიმპანზეებიც კი ჟურნალისტებზე, ნობელის პრემიის ლაურეატებსა და ბანკირებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. ფაქტოლოგიურობაში მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტი და TED-ის საერთაშორისოდ აღიარებული მომხსენებელი, ჰანს როსლინგი, თავის ორ ნაცად პარტნიორთან – ანასთან და ულასთან – ერთად აღნიშნული მოვლენის რადიკალურად განსხვავებულ ახსნას გვთავაზობს.

კაცი, სახელად უვე

14,95 

ფრედრიკ ბაკმანი შვედი მწერალი და ბლოგერია. ახალგაზრდობაში ღვთისმეტყველებას სწავლობდა, მაგრამ მიატოვა და სატვირთოს მძღოლობა არჩია, მერე ჟურნალისტობა… ამ წიგნის პერსონაჟი მის ბლოგში დაიბადა _ ათას მკითხველზე მეტმა ხმა მისცა, რომ დაწერილიყო რომანი კაცზე, სახელად უვე. უვე ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია _ ის ჩვენი ნათესავია, მეზობელი, მეგობარი… აუტანელი ხასიათი აქვს, ადამიანები არ უყვარს… ასე გვგონია, სანამ კარგად გავიცნობთ… და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ მას დიდი და კეთილი გული აქვს. ხელმარჯვეც არის. რა ქნას, თუ ვერ იტანს უგერგილო, უქნარა ადამიანებს! უბრალოდ, მას წესრიგი უყვარს _ ყველაფერში… სიტყვაძუნწიც არის, სამაგიეროდ, გაჭირვებაში არავის მიატოვებს. რა საჭიროა ლაქლაქი, ზნეობასა და ადამიანობაზე ლაპარაკი?! მთავარია, საქმე… და ისიც ეხმარება ყველას, უპატრონო კატაც შეიფარა, მართალია, ბუზღუნ-ბუზღუნით, მაგრამ მაინც… იმიტომ, რომ მას ცხოველებიც უყვარს. ასეთია უვე – მარტოსული დიდი ადამიანი.

ქალბატონი თაგვის სახლი

19,95 

მოდი, ვნახოთ და ვითამაშოთ პატარა ხალისიანად გაატარებს დროს ქალბატონი თაგვის სახლში დამალული უამრავი ნივთის მოძებნისას. შეიხედე 50-ზე მეტი სამალავის მიღმა და დაეხმარე ქალბატონ თაგვს მეჯლისისთვის სამზადისში.

Mrs. Dalloway

13,95 

“Mrs. Dalloway by Virginia Woolf is a groundbreaking modernist novel set in post-World War I London, spanning a single day in the life of Clarissa Dalloway. As she prepares for a party that evening, the novel explores her reflections on life, love, and time. Woolf uses stream-of-consciousness narration to delve into Clarissa’s internal world, alongside those of other characters like Septimus Warren Smith, a shell-shocked war veteran. Through these intersecting lives, Woolf explores themes of mental illness, identity, social class, and the search for meaning in a fragmented society. The novel is celebrated for its stylistic innovation and deep psychological insight, portraying both individual and collective struggles in a rapidly changing world.”

Тбилиси

25,00 

Восхитительное путешествие по изумительному городу Начни путешествие с этим албомом, знакомься с особенным городом, расположенным на перекрестке различных культур,и собственными глазами убедись в том,сколь чудесным образом переплетаются в Тбилиси европейские и азиатские обычяи.Этот албом послужит наилучшим путеводителем по столице грузии.

დინო-დინოზავრები

14,95 

მოემზადე გიგანტურ დინოზავრებთან ერთად! ეს წიგნი ნამდვილად გაახარებს პატარა მხატვრებს თავისი 20 მშვენიერი პოსტერით, რომლებიც შეგიძლია ამოიღო, შენი გემოვნებით გააფერადო და კედელზე ჩამოკიდო.

ტყის საიდუმლოებები

14,95 

ვიმოგზაუროთ ჯადოსნური ტყის იდუმალ სამყაროში! ეს წიგნი ნამდვილად გაახარებს პატარა მხატვრებს თავისი 20 მშვენიერი პოსტერით, რომლებიც შეგიძლია ამოიღო, შენი გემოვნებით გააფერადო და კედელზე ჩამოკიდო.

ვისწავლოთ ქართული წიგნი-ჩანთა

27,95 

ვისწავლოთ ქართული იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით ეს თვალწარმტაცი წიგნი-ჩანთა სწორედ შენთვისაა. ის ჯერ ასოების კითხვა-გამოწერას გასწავლის, შემდეგ კი უამრავ თავშესაქცევს გთავაზობს – სავარჯიშოებს, ანდაზებს, მოთხრობებს. სავარჯიშოები რომ უფრო ხალისხიანად გააკეთო, ამისათვის ჩანთაში გამოსაჭრელი ანბანი, დაფა, ფლომასტერი და საშლელიც დაგხვდება. ასე რომ, შენ და ეს საოცარი ნაკრები ნამდვილად დამეგობრდებით. აბა, შენ იცი!

ვისწავლოთ: წერა, კითხვა თვლა,საათის ცნობა

27,95 

ჩვენს ჩანთაში ორი წიგნი, გამოსაჭრელი ანბანი, არითმეტიკულ ციფრები, საათი და ორი საწერი დაფაა. ეს წიგნები თქვენს პატარას დაეხმარება, ისწავლოს წერა-კითხვა, თვლა, საათის ცნობა, შეძლებს ერთმანეთისგან განასხვაოს ფერები და ფიგურები. იგი ხალისით შეასრულებს ჩვენ მიერ შედგენილ სახალისო და შემეცნებით სავარჯიშოებს. ჩანთაში დევს ორი დაფა, ერთი ქართული ანბანის, მეორე კი ციფრების დასაწერად გამოიყენეთ. საათი-სათამაშო კი უნიკალური საშუალებაა საათის ცნობის შესასწავლად.

რა მოხდება პოლარულ დათვს რომ მოვეფერო?

17,95 

გადაწიე მოძრავი ნახატები და ნამდვილად გაოცდები… ამ ზღაპრულ, სახალისო წიგნში შეხვდები და შეეხები საყვარელ ცხოველებს. ბოლოში კი დიდი სიურპრიზი გელის!

რა მოხდება ვეფხვს რომ შევუღიტინო?

17,95 

გადაწიე მოძრავი ნახატები და ნამდვილად გაოცდები… ამ ზღაპრულ, სახალისო წიგნში შეხვდები და შეეხები საყვარელ ცხოველებს. ბოლოში კი დიდი სიურპრიზი გელის!

რა მოხდება გოჭუნას რომ მოვფხანო?

17,95 

გადაწიე მოძრავი ნახატები და ნამდვილად გაოცდები… ამ ზღაპრულ, სახალისო წიგნში შეხვდები და შეეხები საყვარელ ცხოველებს. ბოლოში კი დიდი სიურპრიზი გელის!

Also sprach Zaratustra

13,95 

“Also sprach Zarathustra” ist eines der lebendigsten und umstrittensten Werke der modern Philosophie. Mit seiner Unruhe und gottlosen Leidenschaft wirkt es über alle Dogmen und Religionen hinweg gerade im 21. Jahrhundert aktueller denn je. Vor allem aber kann man von Nietzsche lernen, dass das Philosophieren keine rein akademische Angelegenheit ist, sondern ein großes Abenteuer, hinter dem sich unsere Sehnuscht nach einem intensiceren, lustoveleren Leben verbirgt.

ნამასტე

17,95 

სანსკრიტული Namaste ორი სიტყვისგან შედგება (Namas – ” პატივს გცემ, გეთაყვანები“ და te – ” შენ“) და მისი პირდაპირი მნიშვნელობაა ” მე შენ გეთაყვანები“, ხოლო ინდური სწავლება, რომელსაც ნამასტე ითვალისწინებს, სტრესისა და შფოთვისაგან თავის დაღწევის, ადამიანის შემოქმედებითი ბუნების სრულყოფის, ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარების საშუალებების დაუფლება­ათვისებას გვთავაზობს. ” იკიგაისა“ და მრავალი სხვა ბესტსელერის ავტორები – ჰექტორ გარსია და ფრანსესკ მირალესი ამ წიგნით გვაძლევენ შესაძლებლობას შევაღწიოთ მრავალსაუკუნოვანი მოძღვრების სამყაროში, რომელიც ლამის ცივილიზაციის გაჩენის დღიდან არსებობს და, რაც მთავარია, დღევანდელი და სრულყოფილი მომავალი ცხოვრების უზრუნველყოფის გასაღებს შეიცავს.

ზღაპარი

34,95 

ჩარლი რიდი შესანიშნავი მოსწავლე, სპორტსმენი და კარგი შვილია. როგორც აღმოჩნდა, ერთგული მეგობარიც, და როცა პირქუში განდეგილი ჰოვარდ ბუდიში კვდება, ბიჭი, ქონებასთან ერთად, მემკვიდრეობით კასეტასაც იღებს, სადაც უფროსი მეგობარი უცნაურ ამბავს უყვება… და იწყება ზღაპარი, სავსე თავგადასავლებით, შიშით, ტკივილით და, საბედნიეროდ, კეთილი დასასრულით.

ცდუნების ხელოვნება

40,00 

“მიიღეთ ის, რაც გსურთ ნებისმიერი ადამიანის უდიდესი სისუსტის გამოყენებით – ეს სისუსტე სიამოვნების მიღების სურვილია. ცდუნება ძალაუფლების ყველაზე დახვეწილი, მიუწვდომელი და შედეგიანი ფორმაა. მსოფლიო ბესტსელერის, „ძალაუფლების 48 კანონი””-ის ავტორმა დაწერა სახელმძღვანელო, რომელიც თავს უყრის ცდუნების შესახებ კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებს. „ცდუნების ხელოვნება”” გვაცნობს ათ არქეტიპულ მაცდუნებელს და მათ მახასიათებლებს, ასევე 24 სტრატეგიასა და მანევრს, რომლითაც ნებისმიერს შეუძლია დაძლიოს მსხვერპლის წინააღმდეგობა ამ დესტრუქციული და მარადიული ხელოვნების პრაქტიკულად გამოყენების მეშვეობით. „ძალაუფლების 48 კანონის”” მსგავსად, „ცდუნების ხელოვნება”” შეუცვლელი გზამკვლევია იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ დარწმუნების მეთოდი – კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ უდიდესი იარაღი და ძალაუფლების უმაღლესი ფორმა.”

მსხვერპლნი

14,95 

“თინათინ ბერიძის მსხვერპლნი“ ერთგვარად დახურულკარსმიღმიერ პრობლემაზე – ფემიციდზეა. სიუჟეტი ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაუჯერებელ, სასტიკ და აღმაშფოთებელ ისტორიებზეა აგებული. იმავდროულად კი ნაწარმოებს მთავარ ხაზად ფემიციდის გათამაშებული””, დადგმული „სცენა“ გაჰყვება. ძალადობა ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში, სკოლაში… ძალადობის ერთი შემთხვევა და… დანგრეული სიყვარული. დაკარგული ნდობა, დათმობილი თავისუფლება… მერე ასეც შეიძლება მოხდეს: ვიღაცამ(!) მსხვერპლსა და მოძალადეს როლები შეუცვალოს! ერთ დღესაც კი წიგნის მთავარმა გმირმა, კესანემ აღმოაჩინოს, რომ…”

ილიადა

16,95 

„ილიადა“ ყველა დროის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ლიტერატუ- რული ძეგლია. ის ევროპაში დაწერილი და ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი პირველი წიგნი და ბერძნული ლიტერატურის უძველესი ნიმუშია, რომელსაც საფუძვლად უდევს ბერძენ გმირებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეთხზული ამბები. პოემაში აღწერილია ტროის ომი, კერძოდ, ომის მეათე წელს მომხდა- რი ამბავი. პოემა იწყება კონფლიქტით, რომელიც იფეთქებს ბერძენთა ორ უმთავრეს წინამძღოლს შორის. ერთი აგამემნონია, სახელოვანი მხედართმთავარი და განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე ავტორი- ტეტი, მეორე კი აქილევსია, ბერძენთა მთავარი გმირი და მორალური ავტორიტეტი. წიგნის სიუჟეტი სულ რამდენიმე კვირას გრძელდება, თუმცა პოემა ომამდელ ამბებსა და ომის მიმდინარეობის სრულ სურათს მოიცავს. რა შედეგები მოუტანა საბერძნეთს ორ გმირს შორის კონფლიქტმა და როგორ შეცვალა ომის ხასიათი, როგორ განაგებენ ყველაზე ძლევა- მოსილთა ბედს ღმერთები, რა არის ომი… ამ და სხვა მრავალ კითხვას უპასუხებს ბერძენი გენიოსის შედევრი, რომელიც საუკუნეებია აფიქ- რებს ადამიანებს სამშობლოს სიყვარულზე, თავდადებაზე, პატიოსნე- ბასა და ღირსებაზე და რომელიც მსოფლიოს ლიტერატურის რჩეულ წიგნთა ნებისმიერ კვლევასა თუ კლასიფიკაციაში პირველთა შორის პირველია.

უკანასკნელი დონი

16,95 

დიდი მაფიოზური ოჯახის ისტორიის ცენტრშია ასაკში შესული და ძალადობით დაღლილი დონი,რომელიც ცდილობს ოჯახის სისხლიანი საქმეები სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს,თავის ბიზნესს ლეგალური სახე მისცეს,თუმცა მის სურვილებს წითელ ლაქად გასდევს წარსული ძალადობისა და კლანის შიგნით არსებული კონფლიქტების კვალი.,,უკანასკნელი დონის” მთავარი წინააღდეგობა ძველსა და ახალ თაობებს შორის არსებული განსხვავებული ხედვებია,რომლებიც ვლინდება ისეთ სამყაროში,სადაც ძალადობა,ერთგულება,შურისძიება და ძალაუფლების დინამიკა განსაზღვრავს

მემკვიდრეობის თამაშები

16,95 

17 წლის გოგონას 4 მილიარდ დოლარს უანდერძებს სრულიად უცნობი მილიარდერი მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცანები, ანაგრამები და თავსატეხები უყვარს. მემკვიდრეობის თავისი წილის მისაღებად გოგონაც იძულებულია სარისკო თამაშში ჩაერთოს, რის დროსაც ახირებული მოხუცის ოჯახის არაერთ საიდუმლოს აეხდება ფარდა და სიკვდილსაც ჩახედავს თვალებში, რადგან სისხლისმიერ მემკვიდრეებს სულაც არ სურთ უზარმაზარი ქონების დათმობა.

ბრენდის უფსკრული

16,95 

როგორ შევამციროთ ბიზნესსტრატეგიასა და დიზაინს შორის არსებული მანძილი? იშვიათია ასეთი თხელტანიანი წიგნი, რომელშიც ამდენი იდეაა თავმოყრილი… საკონფერენციო ოთახებში გამოსაყენებელი ვიზუალური საკომუნიკაციო ელემენტების დახმარებით, ნიუმაიერი წარმოგვიდგენს ბრენდინგის პირველ უნიფიცირებულ თეორიას ხუთი დისციპლინის ნაკრებს, რომელიც კომპანიებს ბრენდის სტრატეგიის შემუშავებასა და მის განხორციელებას შორის ხშირად გაჩენილი უფსკრულის გადალახვაში დაეხმარება. ვისაც კი ბრენდინგზე გარკვეული წარმოდგენა აქვს, მისთვის ეს წიგნი შთაგონების წყაროდ იქცევა, ხოლო ვისაც უბრალოდ სურს, ეს კონცეფცია უკეთ გაიგოს, უეცრად „გონებას გაუნათებს“. ეს წიგნი ორგანიზაციაში ყველასთვის ხელმისაწვდომად აქცევს ალბათ ყველაზე ძლიერ ბიზნესინსტრუმენტს, რომელიც კი ელექტრონული ცხრილების შემდგომ შექმნილა. ეს პირველი წიგნია ბრენდინგზე, რომელიც ერთდროულად ორიგინალურიც არის და რელევანტურიც. რიკ გრეფი, დიზაინერების პროფესიული ასოციაციის, AIGA-ს, აღმასრულებელი დირექტორი წაიკითხეთ, სანამ თქვენი კონკურენტები დაგასწრებენ.

ემა

16,95 

ემა ვუდჰაუზი – ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარი ახალგაზრდა ქალი. კეთილმოწყობილი სახლისა და ხალისიანი გუნების პატრონი. 21 წლის. ტკივილის, ფორიაქის და დარდის არმცოდნე, – ასეთია ჯეინ ოსტინის ემა რომანის დასაწყისში. რომანის, რომელიც ვიქტორიანულ ინგლისში დაიწერა, მაგრამ დღემდე ისეთივეა პოპულარული და თანამედროვეა. რადგან ეს არის წიგნი ყველა იმ ემაზე, რომელიც ცხოვრობდა გუშინ და იცხოვრებს ხვალ, წიგნი ქალზე, მის გრძნობებსა და განცდებზე, სიძულვილსა და სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე და იმ ბუნებაზე, რასაც არც სივრცე ცვლის და არც დრო…

მძიმე დროება

16,95 

ჩარლზ დიკენსის შემოქმედება, როგორც კრიტიკული რეალიზმის ბრწყინვალე ფურცელი, ეპოქალურია ინგლისური ლიტერატურის ის ტორიისთვის და, იმავდროულად, უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობაა მსოფლიო ლიტერატურისთვის. მწერალმა „მძიმე დროება“ 1854 წელს გამოაქვეყნა. მასში წარმოჩენილია ინდუსტრიალიზაციისა და უტილიტარიზმის გავლენებით მოცული ვიქტორიანული ინგლისის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს პიროვნების ბედზე, მისი მსოფლმხედველობის ფორმირებაზე, საზოგადოებაში სტერეოტიპების დამკვიდრება-განმტკიცებაზე, დადგენილი წესების მნიშვნელობასა და თავისუფლების არსის გაგებაზე. ამბავი ხდება ქალაქში, „სადაც ფაქტს ისე ეთაყვანებოდნენ, როგორც სიწმინდეს, სადაც ფაქტი განუკითხავად ზეიმობდა და ბატონობდა. იტყვით, წესით, ასეთი ქალაქი კეთილდღეობის განსახიერება უნდა ყოფილიყოო, არა? რა გითხრათ… ალბათ ძალიან გაიოცებთ, მაგრამ არც მთლად ასე იყო საქმე.