პალიტრა L
თანმხლები მუსიკა
12,95 ₾“ფრანსუაზ საგანი — მეოცე საუკუნის ფრანგი ნოველისტი, რომანისტი და დრამატურგი — 1935 წლის 21 ივნისს ქალაქ კაჟარკში, ბურჟუაზიულ ოჯახში ფრანსუაზ საგანი დაიბადა. სწავლობდა დახურული ტიპის კათოლიკურ სასწავლებელსა და სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1954 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი „სალამი, სევდავ!”, რომელსაც დიდი წარმატება ერგო — 840 000 ეგზემპლარი გაიყიდა — და რომელმაც ცხრა მეტი წლის მწერლისადმი საყოველთაო ინტერესი გააჩინა. აქედან მოყო ლებული ფრანსუაზ საგანი მკითხველის საყვარელი მწერალი ხდება. „თანმხლები მუსიკა” ფრანსუაზ საგანის მოთხრობების კრებულია. უჩვეულო, განსხვავებული ხასიათები, პორტრეტები, არაორდინარული ურთი ერთობები, სიყვარული, ღალატი, სევდა, მარტოობა… ეს საგანისეული თემები და ხელწერაა, რომელთაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს მისი რომანებიდან, ამჯერად კი ეს ყველაფერი მცირე პროზის სახითაა წარმოდგენილი.”
ადამიანები მოპირდაპირე ფანჯარაში
12,95 ₾“ადამიანი მოპირდაპირე ფანჯარაში” მოქმედება არც მეტი, არც ნაკლები, ბათუმში ვითარდება?ბოლშევიკებმა თან შიმშილი და სიღატაკე მოიტანეს, რასაც რეპრესიებითა და მყვირალა ლოზუნგებით ჩქმალავენ. ამ სასაზღვრო ქალაქში ყველას უთვალთვალებენ. შინაური თუ გარეული, ყველა საბჭოეთის მტერია, მათ შორის, თურქეთის კონსულიც. ორი რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის შეჯახების ფონზე ვითარდება თურქი დიპლომატისა და მისი მდივნის, რუსი გოგონას, სასიყვარულო ისტორია.
როგორი მოულოდნელიც არ უნდა იყოს, სახელგანთქმულ ფრანგ მწერალს, ჟორჟ სიმენონს, ამ სევდიანი რომანის დაწერა ბათუმში მოგზაურობამ შთააგონა. სიმენონი ბათუმში ორჯერ – 1933 და 1938 წლებში ჩამოვიდა. “შემიყვარდა ეს მხარე… განა შეიძლება დაგავიწყდეს
ბათუმის სანაპირო, პორტი, სამხრეთული ბობოქარი ფერები, ზღვის
ალერსიანი მოქცევა, მაგრამ მთავარი ხალხია… თუ ბათუმში მოხვდებით, სალამი გადაეცით ჩემს საყვარელ ქალაქს”, – უთხრა ჟურნალისტს ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა (1986)
ბათუმში ყოფნის დროს სიმენონმა გაიცნო სომხეთში თურქეთის კონსული. სწორედ მასთან შეხვედრამ უბიძგა დეტექტიური ჟანრის დიდოსტატად აღიარებულ მწერალს დაეწერა ეს მრავალმხრივ საინტერესო რომანი, რომელიც ქართველი მკითხველისთვის სრულიად ახალი რაკურსით წარმოაჩენს საუკუნის წინანდელი საქართველოს სოციალური და კულტურული ყოფის სურათებს
დიდი წიგნი პოლიტიკაზე
60,00 ₾რამდენად მართებულია უსამართლო მმართველის დამხობა? არის თუ არა დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმა? შესაძლებელია თუ არა ომის ამა თუ იმ მიზეზით გამართლება? კაცთა მოდგმა მთელი ისტორიის განმავლობაში სვამს ამ და სხვა ფუნდამენტურ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ავაგოთ ჩვენი მმართველობა – გამოჩენილი მოაზროვნეები კი გვთავაზობენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს, რომლებიც ჩვენი სამყაროს სრულყოფისკენაა მიმართული. მარტივი ენით დაწერილ „დიდ წიგნში პოლიტიკაზე“ თქვენ შეხვდებით მოკლე, შინაარსიან განმარტებებს, რომლებიც სცილდება პროფესიული ჟარგონის ფარგლებს, თვალსაჩინო დიაგრამებს, რომლებიც ხელმისაწვდომს ხდის დახლართულ თეორიებს, და მახვილგონივრულ ილუსტრაციებს, რომლებიც სახალისო ელფერს სძენს ჩვენს წარმოდგენებს პოლიტიკაზე. სრულიად გამოუცდელი მკითხველი ხართ, ცოდნას დაწაფებული სტუდენტი თუ დიდი ინფორმაციით აღჭურვილი „თეორეტიკოსი“, ამ წიგნში ფიქრის აღმძვრელ უამრავ ამბავს გადააწყდებით
ადამიანის სხეული – წიგნი მოძრავი ჩანართებით
19,95 ₾აწიეთ გადანაკეცები და აღმოაჩინეთ ფარული სამყარო. გაიგეთ, რას წარმოადგენს თქვენი სხეული თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე და რა ხდება კანქვეშ. წიგნში უამრავი საინტერესო ფაქტი და ნახატია, რომელთა გაცნობითაც გაიგებთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი სხეული.
დინოზავრები – გააფერადე მაგნიტები და წიგნი
8,00 ₾გაფერადებული დინოზავრები შეგიძლია ნებისმიერ მეტალის ზედაპირზე მიაკრა მაგნიტური ჩარჩოს დახმარებით. მთელი 15 გასაფერადებელი მაგნიტი გაქვს ამისთვის! მაგნიტური ჩარჩო შენი ნახატებისთვის!
ცალრქები – გააფერადე მაგნიტები და წიგნი
8,00 ₾გაფერადებული ცალრქები შეგიძლია ნებისმიერ მეტალის ზედაპირზე მიაკრა მაგნიტური ჩარჩოს დახმარებით. მთელი 15 გასაფერადებელი მაგნიტი გაქვს ამისთვის! მაგნიტური ჩარჩო შენი ნახატებისთვის!
შავი ჩოხა
25,00 ₾როსტომ ჩხეიძის “შავი ჩოხა” (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა) ბიოგრაფიულ რომანთა რკალის ერთი უარსებითესი “ხრტილია” – გამორჩეული ქრონოტოპითა და გამორჩეულივე პერსონაჟ(ებ)ით. … როგორც ყოველ რომანში როსტომ ჩხეიძისა, ქაქუცას – ცენტრალური პერსონაჟის – პორტრეტის (სწორედ პორტრეტის და არა აბრის) გარშემო შემოიქსოვება პანორამული ტილო – ეპოქის მონუმენტური ისტორიულ-მხატვრული განაზრება, სადაც მეტაფორულ საჭადრაკო დაფაზე, თითოეულ “ფიგურას” (მეფეს თუ პაიკს) თავისი ერთადერთი დანიშნულება და სვლა, ….
მარო წერეთლის დღიური
12,95 ₾ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური და ფაშისტური ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით დააპატიმრეს ალექსანდრე წერეთელი — სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი, გამოჩენილი ისტორიკოსი, პედაგოგი… “ქართული საზოგადოებრივი კლუბის” წევრობა, სადაც “ვეფხისტყაოსნის” საღამოებს აწყობდნენ, “ქვეყნის მტრობად” ჩაუთვალეს და 20 წლით მოაშორეს სამშობლოს, ოჯახს, მეუღლეს… მარო წერეთელმა სრულად გაიზიარა მეუღლის განსაცდელი. ოცი წლის განმავლობაში მისდევდა მის კვალს ცენტრალური აზიის უდაბნოებში უხვად მიმობნეულ ბანაკებში. სახლდებოდა მეზობლად, შეძლებისდაგვარად აწვდენდა ხმას, შორიდან ამხნევებდა, ეფერებოდა… ასე დადიოდნენ, ერთი ბანაკიდან მეორეში, მეორoდან მესამეში… ასე, გაუთავებლად… 20 წელი!.. ამ წიგნში მოთხრობილია საბჭოთა რეპრესიული მანქანის ზღვარდაუდებელი ბოროტებით ორი ადამიანის სიყვარულის გამოცდის ამბავი… დაბრუნდნენ, გადარჩნენ, გაუძლეს…
ანტიმიმინო
12,95 ₾არმენ ოჰანიანის კრებულში „ანტიმიმინო“ არცერთი მოთხრობა მეორეს არ ჰგავს: ზოგი აუღელვებლად გვიყვება გრძელ ამბებს, ზოგი აზრიდან აზრზე დახტის, მუსიკალური და პოეტური სახეებით ჟონგლიორობს, თამაშობს კლასიკოსი მწერლების ციტატებით, ზღაპრებს, კომპიუტერულ თამაშებსა თუ თანამედროვე პოლიტიკოსთა გამოსვლებს ერთმანეთში ურევს… და ამ წიგნში ეს ყველაფერი, ჭეშმარიტად პოსტმოდერნისტული გაგებით, თანაბრად მნიშვნელოვანია. ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა თანამედროვე სომხური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტორს, რომელიც გამუდმებით ცდილობს, საბჭოეთის დროს სომხეთის შესახებ შექმნილი მითები და კლიშეები დაანგრიოს და დაუნდობელი თვითირონიისა და ბასრი იუმორის გრძნობის წყალობით ახერხებს, დაგვანახოს ისეთი სომხეთი, როგორიც არასოდეს გვინახავს
პრინციპები
24,95 ₾ამ წიგნში რეი დალიო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი და ანტრეპრენერი, წარმოგვიდგენს იმ პრინციპებს, რომლებიც ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში შეიმუშავა, დახვეწა და მათი პრაქტიკაში გამოყენებით იშვიათ წარმატებას მიაღწია, როგორც საქმიან, ისე – პირად ცხოვრებაში. ამ პრინციპების დანერგვით მიზნების მიღწევა ნებისმიერ ადამიანსა და ორგანიზაციას შეუძლია.
ფიფქია და შვიდი ჯუჯა – 3D
11,95 ₾ეს ლამაზად ილუსტრირებული, მოძრავნახატებიანი წიგნი საოცარ ზღაპარს გააცოცხლებს. ფიფქიასთან ერთად დაემალე ბოროტ დედინაცვალს და შვიდ ჯუჯასთან ერთად იმხიარულე მათ კოხტა ქოხში!
თოვლის გუნდას დომინო
19,95 ₾დომინოს თამაში კიდევ უფრო სახალისო ხდება შენთვის, რადგან ამჯერად სათამაშო ფიგურებზე შენი საყვარელი გმირები – თოვლის გუნდა და მისი მეგობრები – გელოდებიან!
პენელოპიადა
14,95 ₾„პენელოპიადა” უძველესი მითის ახლებურად გააზრებას გვთავაზობს, ვითარებას, როცა საზოგადოებაში ძალაუფლება მამაკაცს ეკუთვნის მარგარეტ ეტვუდის ვერსიაში ოდისევსის ცოლის ამბავი სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება. ეს წიგნი გარდაცვლილი პენელოპეს დღიურია ჰადესიდან. მთავარი გმირი გვიამბობს თავისი ბავშვობის შემდეგ კი ქორწინების ამბავს, აღგვიწერს ლეგენდარულ ოდისევსს არა ჰომეროსის, არამედ თავისი, ქალის თვალით გაცნობილს, როგორ ელოდა ოცი წლის განმავლობაში მეუღლეს. რამდენი რამ გადაიტანა. ეს არის ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟებისა და რეალიების სრულიად სხვაგვარად გააზრება და მკითხველის გადასაწყვეტია, გაიზიარებს თუ არა მას.
ბაში-აჩუკი
22,00 ₾აკაკი წერეთლის ისტორიული რომანი ბაში-აჩუკი, 1659 წლის კახეთის აჯანყებას ეხება. რომლის დროსაც, მთელი საქართველო გაერთიანდა სპარსეთის წინააღმდეგ.
კომედიები
14,95 ₾აღორძინების ეპოქის დიდი დრამატურგის უილიამ შექსპირის კომედიები დღესაც აქტუალურია. მათი სიუჟეტი ჟანრობრივად თუ თემატურად განსხვავებულია, მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებს – მხიარულება და საინტერესო გმირები. შექსპირი ადამიანს შეახსენებს, რომ სიყვარული და სამართლიანობა ინტრიგებზე, სიხარბეზე, სიჯიუტესა და ბოროტებაზე ძლიერია, რომ საკუთარი ბედნიერების შემოქმედი თავად ჩვენ ვართ.
მიჰყევი ტაროს
27,95 ₾ეს წიგნი შესავალი და საიმედო გზამკვლევია ტაროს სამყაროში. ის დაგეხმარება ტაროს კრეატიულად გამოყენებაში. ტარო კარგი საშუალებაა საკუთარი თავის, ბედისწერისა თუ მომავლის გამოსარკვევად. ეს წიგნი-ბლოკნოტი დაგეხმარება, დააკვირდე შენი ცხოვრების კონკრეტულ სიტუაციას, ჩაინიშნო მნიშვნელოვანი მომენტები, შთაბეჭდილებები და საინტერესო იდეები კი ჩაიწერო. აქვე დაგხვდება სასარგებლო სავარჯიშოები, რეკომენდაციები შესაბამისი მუსიკის შესახებ, პრაქტიკული რჩევები. მიჰყევი ტაროს – ასე შენ სრულიად ახალ, იდუმალ და ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურებ!
გადავიკითხოთ ლეო ქიაჩელი – ჰაკი აძბა
22,00 ₾შეუძლებელია „ჰაკი აძბას“ წაკითხვა იმ დევნილობის გარეშე და მიღმა, რომელიც თავს დაგვატყდა და რომელიც ჩვენს თავს ხდება პერმანენტულად – ჩვენი ისტორიულობა. ამ პერმანენტულობაში, როგორც გვირგვინის – ფანტაზმისა თუ ნამდვილის – დაცემა, განსაკუთრებულად ჟღერს ორი სახელი: „აფხაზეთი“ და „სოხუმი“. რა უცნაურია, რომ სწორედ ესაა „ჰაკი აძბას“ ადგილი, ტოპოსი, რომელიც მოგვიანებით საშინლად განამდვილდა, როგორც არმყოფი, დაკარგული, აქ და ახლა შეუძლებელი!
ჯუნგლის წიგნი
7,95 ₾მოდი, ბავშვები კითხვას ადრეული ასაკიდან მივაჩვიოთ! მოდი, კითხვისკენ მიმავალი გზა ახლავე მივასწავლოთ! ამისთვის ეს სტიკერებიანი წიგნი იდეალური დასაწყისია. წაუკითხეთ პატარას ზღაპარი და დაეხმარეთ სტიკერებით სიუჟეტების შექმნაში. ამგვარად, ისინი ამბის თანაავტორები გახდებიან. მერე კი სიამოვნებით დაუბრუნდებიან წიგნს და ამბის თხრობას დამოუკიდებლად, უფროსების დაუხმარებლად შეეცდებიან. ულამაზესი ნახატებით გაცოცხლებული ეს საოცარი ზღაპარი ყველაზე პატარებსაც კი დააინტერესებს. აქ წარმოდგენილია ზღაპრის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, შინაარსზე მორგებული ნახატები და თემატური სტიკერები, რომელთა დახმარებითაც ბავშვები ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯებენ.
ხევისბერი გოჩა
22,00 ₾არ მეგულება სხვა ქართველი მწერალი, რომელიც ასეთი ემოციითა და გატაცებით, სუნთქვის შეკვრითა და მღელვარებით გაკითხებს ამბავს, მჩქეფარე ადამიანების მჩქეფარე ამბავს. არ მეგულება სხვა ტექსტი, სადაც ასე იგრძნობა სისხლის მღელვარება, აჩქარებული პულსი, სასოწარკვეთა, ცრემლები, ტემპი, ცვლილება, დარდი, მრისხანება და, რაც ყველაზე მთავარია, ბედისწერა. ყაზბეგთან ბედი ზუსტად ისეთი მბრძანებელი, ბრმა და სასტიკია, როგორიც ძველ ბერძნულ დრამაში. წამი წყვეტს ყველაფერს, შემთხვევითი წამი, ადამიანი თითქოს ძაფებს გამობმული სათამაშოა, რომელსაც ალალბედზე ათამაშებენ მოირები.
ქრისტინე
22,00 ₾ეგნატე ნინოშვილი „ქრისტინეში მხოლოდ ერთი ტიპის ქალს არ აღწერს, რითაც თავს არიდებს მათ თუნდაც დადებით კლიშეებში მოქცევას. თუკი ქრისტინე ხალასი, მორალური, მგრძნობიარე ადამიანია, მის გვერდით არიან პერსონაჟები, რომელთათვისაც ეს თვისებები უცხოა. ასევე სიმპტომატურია სახე დედისა, რომელიც ძალადობს ქრისტინეზე და, როგორც ძირითადად სახლში, ქრისტინეს გვერდით მყოფი პერსონაჟი, ერთ-ერთი უმთავრესი დამნაშავეა მისი ამ სახლიდან გაქცე- ვისა. თუმცა ისიც კარგად ჩანს, რომ, მეორე მხრივ, დედა თავადაა პატრიარქალური ძალადობის მსხვერპლი […]. მოთხრობაში კარგად იკვეთება მთელი ის ძალადობრივი ჯაჭვი, რომელსაც პატრიარქატი ქმნის და რომელიც თავის მსხვერპლად თუ იარაღად აქცევს ირგვლივ ყველას.
ფრედი მერკური
60,00 ₾მან თავისი ექსცენტრული გენია მოიტანა და მეგობრებთან ერთად დაიპყრო სცენა, სადაც საკუთარ სამყაროს წარმოადგენდა თავისი პიროვნებითა და ხმით, ოცნებებითა და ფანტაზიებით, სიგიჟითა და ვნებით. ამ წიგნში მოთხრობილია ზანზიბარში დაბადებული ბიჭის წარმატების გასაოცარი ამბავი, რომელიც შერწყმულია „ქუინის“ მუსიკალურ ისტორიასთან, ჯგუფისა, რომელიც მეფობდა როკისა და პოპის სამყაროში.
ბითლზი
60,00 ₾ვინ იცის, როგორი იქნებოდა მსოფლიო „ბითლზის“ გარეშე?! მათ დაიპყრეს სამყარო და ეს საოცარი წიგნი მოგვითხრობს მათ განმაცვიფრებელ ამბავს ჯგუფის დაბადებიდან ბოლო ჩაწერამდე, წლების მიხედვით.
მე გადმოვცურავ ზღვას
14,95 ₾ამბავი ორ განსხვავებულ ეპოქაში – 1980-სა და 1990 წლებში ვითარდება – საბჭოთა საქართველოს ბოლო ათწლეულსა და ახალი საქართველოს დაბადების დროს. შეიძლება ეძებდე სიყვარულს მაშინ, როდესაც ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობ? როცა ამისთვის არ გცალია და სულ სხვა გადაწყვეტილებები გაქვს მისაღები? შეიძლება არსებობდეს ისეთი სიყვარული, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, დროს უძლებს? პასუხი ერთია: თუ გიყვარს, ყველაფერი შეიძლება! სიყვარული და სიძულვილი, მეგობრობა და ღალატი, გულწრფელობა და ორპირობა, სიმართლე და ტყუილი, სიცოცხლე და გარდაცვალება – ბუისა და მის თანატოლებს ამ წინააღმდეგობების მორევში გაცურვა და მრავალი გამოცდის ჩაბარება უწევთ.