ბრენდის უფსკრული

16,95 

როგორ შევამციროთ ბიზნესსტრატეგიასა და დიზაინს შორის არსებული მანძილი? იშვიათია ასეთი თხელტანიანი წიგნი, რომელშიც ამდენი იდეაა თავმოყრილი… საკონფერენციო ოთახებში გამოსაყენებელი ვიზუალური საკომუნიკაციო ელემენტების დახმარებით, ნიუმაიერი წარმოგვიდგენს ბრენდინგის პირველ უნიფიცირებულ თეორიას ხუთი დისციპლინის ნაკრებს, რომელიც კომპანიებს ბრენდის სტრატეგიის შემუშავებასა და მის განხორციელებას შორის ხშირად გაჩენილი უფსკრულის გადალახვაში დაეხმარება. ვისაც კი ბრენდინგზე გარკვეული წარმოდგენა აქვს, მისთვის ეს წიგნი შთაგონების წყაროდ იქცევა, ხოლო ვისაც უბრალოდ სურს, ეს კონცეფცია უკეთ გაიგოს, უეცრად „გონებას გაუნათებს“. ეს წიგნი ორგანიზაციაში ყველასთვის ხელმისაწვდომად აქცევს ალბათ ყველაზე ძლიერ ბიზნესინსტრუმენტს, რომელიც კი ელექტრონული ცხრილების შემდგომ შექმნილა. ეს პირველი წიგნია ბრენდინგზე, რომელიც ერთდროულად ორიგინალურიც არის და რელევანტურიც. რიკ გრეფი, დიზაინერების პროფესიული ასოციაციის, AIGA-ს, აღმასრულებელი დირექტორი წაიკითხეთ, სანამ თქვენი კონკურენტები დაგასწრებენ.

ემა

16,95 

ემა ვუდჰაუზი – ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარი ახალგაზრდა ქალი. კეთილმოწყობილი სახლისა და ხალისიანი გუნების პატრონი. 21 წლის. ტკივილის, ფორიაქის და დარდის არმცოდნე, – ასეთია ჯეინ ოსტინის ემა რომანის დასაწყისში. რომანის, რომელიც ვიქტორიანულ ინგლისში დაიწერა, მაგრამ დღემდე ისეთივეა პოპულარული და თანამედროვეა. რადგან ეს არის წიგნი ყველა იმ ემაზე, რომელიც ცხოვრობდა გუშინ და იცხოვრებს ხვალ, წიგნი ქალზე, მის გრძნობებსა და განცდებზე, სიძულვილსა და სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე და იმ ბუნებაზე, რასაც არც სივრცე ცვლის და არც დრო…

მძიმე დროება

16,95 

ჩარლზ დიკენსის შემოქმედება, როგორც კრიტიკული რეალიზმის ბრწყინვალე ფურცელი, ეპოქალურია ინგლისური ლიტერატურის ის ტორიისთვის და, იმავდროულად, უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობაა მსოფლიო ლიტერატურისთვის. მწერალმა „მძიმე დროება“ 1854 წელს გამოაქვეყნა. მასში წარმოჩენილია ინდუსტრიალიზაციისა და უტილიტარიზმის გავლენებით მოცული ვიქტორიანული ინგლისის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს პიროვნების ბედზე, მისი მსოფლმხედველობის ფორმირებაზე, საზოგადოებაში სტერეოტიპების დამკვიდრება-განმტკიცებაზე, დადგენილი წესების მნიშვნელობასა და თავისუფლების არსის გაგებაზე. ამბავი ხდება ქალაქში, „სადაც ფაქტს ისე ეთაყვანებოდნენ, როგორც სიწმინდეს, სადაც ფაქტი განუკითხავად ზეიმობდა და ბატონობდა. იტყვით, წესით, ასეთი ქალაქი კეთილდღეობის განსახიერება უნდა ყოფილიყოო, არა? რა გითხრათ… ალბათ ძალიან გაიოცებთ, მაგრამ არც მთლად ასე იყო საქმე.

პროცესი

16,95 

უცნაურობა და იდუმალება კაფკას როგორც ცხოვრების, ისე შემოქმედების განმსაზღვრელია. მისი უნიკალური წერის სტილი პესიმიზმითა და ლიტერატურული ფორმის ბუნდოვანებითაა ნასაზრდოები, თუმცა თანამედროვე სამყაროში შექმნილი პოლიტიკური კრიზისებისა თუ დროდადრო რეჟიმების გაჩენა გააქტიურების გათვალისწინებით, ერთგვარ წინასწარმეტყველება-მინიშნებადაც შეგვიძლია აღვიქვათ და მისი შემოქმედება ამდენადაც მნიშვნელოვანია. „პროცესი“ ასეთი წიგნია – აბსურდის დომინირება კანონზე და ამ კანონზომიერებით გამოჩარხული ადამიანის ბედი (უბედობა). მართალია, იოზეფ კ.-ს არაფერი დაუშავებია, მაგრამ „ეტყობა, ვიღაცამ ცილი დასწამა“. ჰოდა, ერთ მშვენიერ დილას ის დააპატიმრეს! მაშ, რა გამოდის, ვარაუდი სიმართლის საპირწონეა? და იმ „მშვენიერი დი- ლიდან“ იწყება კ.-ს ცხოვრებაში პროცესი, უფრო სწორად, კ.-ს ცხოვრება თავად ხდება უსასრულოდ გაწელილი პროცესი. სამართლის მოძიების შეუძლებლობა ერთგვარი პირდაპირი მინიშნებაა ადამიანის უძლურებაზე მასზე ზემდგომი ძალებისადმი, მათ შორის იმ უმაღლესი სამსჯავროსადმი, რომელიც ადამიანის ინტერესების დასაცავად სამართლიან მართლმსაჯულებას უნდა აღასრულებდეს.

მოთხრობები

11,95 

ეს ფერადი წიგნი დიდ ადამიანურ სიბრძნეს შემოგაგებებს. მასში შენი მეგობრები ცხოვრობენ – ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებასა და ლიტერატურაში მოძიებული, ევროპულ საყმაწვილო თხზულებებში მიგნებული და „გაქართველებული“ ბუნების შვილები – ადამიანი და მცენარე, უამრავი შინაური და ტყიური არსება. ასე რომ, არ გაიკვირვო, თუ მათ ხასიათსა და საქციელში საკუთარს დაინახავ.

იგავ-არაკები – ნანა მელქაძის ილუსტრაციებით

11,95 

ვენო პატარა მკითხველო! ეს წიგნი სამასი წლის წინ შექმნილი ქარაგმული ამბების ჯადოსნური სკივრია. მასში თავმოყრილი იგავები, მწერლის თხრობის სტილის შეუცვლელად, ძალზე გულდასმით დამუშადა, რომ შენთვის გასაგები ყოფილიყო. აქ შეხვდები დასამახსოვრებელ პერსონაჟებს: მართალ მებაღეს, ვირისგან დაშინებულ ვეფხვს, ხარბ გლახაკს, გამოუსწორებელ ავსიტყვას, სიკვდილთან მებრძოლ მეფეს, ქურდ მკერავს, უსამართლო შირვან-შაჰს, ჭკვიან კუს, სოფლის მკვეხარა მაშენებლებს… ეს წიგნი დაგანახვებს, როგორ ამარცხებს ბოროტს კეთილი, მტრობას – ერთობა, უგუნურებას – გონიერება, სიძულვილს – სიყვარული და სიმხდალეს – სიმამაცე.

თანმხლები მუსიკა

12,95 

“ფრანსუაზ საგანი — მეოცე საუკუნის ფრანგი ნოველისტი, რომანისტი და დრამატურგი — 1935 წლის 21 ივნისს ქალაქ კაჟარკში, ბურჟუაზიულ ოჯახში ფრანსუაზ საგანი დაიბადა. სწავლობდა დახურული ტიპის კათოლიკურ სასწავლებელსა და სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1954 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი „სალამი, სევდავ!”, რომელსაც დიდი წარმატება ერგო — 840 000 ეგზემპლარი გაიყიდა — და რომელმაც ცხრა მეტი წლის მწერლისადმი საყოველთაო ინტერესი გააჩინა. აქედან მოყო ლებული ფრანსუაზ საგანი მკითხველის საყვარელი მწერალი ხდება. „თანმხლები მუსიკა” ფრანსუაზ საგანის მოთხრობების კრებულია. უჩვეულო, განსხვავებული ხასიათები, პორტრეტები, არაორდინარული ურთი ერთობები, სიყვარული, ღალატი, სევდა, მარტოობა… ეს საგანისეული თემები და ხელწერაა, რომელთაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს მისი რომანებიდან, ამჯერად კი ეს ყველაფერი მცირე პროზის სახითაა წარმოდგენილი.”

ადამიანები მოპირდაპირე ფანჯარაში

12,95 

“ადამიანი მოპირდაპირე ფანჯარაში” მოქმედება არც მეტი, არც ნაკლები, ბათუმში ვითარდება?ბოლშევიკებმა თან შიმშილი და სიღატაკე მოიტანეს, რასაც რეპრესიებითა და მყვირალა ლოზუნგებით ჩქმალავენ. ამ სასაზღვრო ქალაქში ყველას უთვალთვალებენ. შინაური თუ გარეული, ყველა საბჭოეთის მტერია, მათ შორის, თურქეთის კონსულიც. ორი რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის შეჯახების ფონზე ვითარდება თურქი დიპლომატისა და მისი მდივნის, რუსი გოგონას, სასიყვარულო ისტორია.

როგორი მოულოდნელიც არ უნდა იყოს, სახელგანთქმულ ფრანგ მწერალს, ჟორჟ სიმენონს, ამ სევდიანი რომანის დაწერა ბათუმში მოგზაურობამ შთააგონა. სიმენონი ბათუმში ორჯერ – 1933 და 1938 წლებში ჩამოვიდა. “შემიყვარდა ეს მხარე… განა შეიძლება დაგავიწყდეს
ბათუმის სანაპირო, პორტი, სამხრეთული ბობოქარი ფერები, ზღვის
ალერსიანი მოქცევა, მაგრამ მთავარი ხალხია… თუ ბათუმში მოხვდებით, სალამი გადაეცით ჩემს საყვარელ ქალაქს”, – უთხრა ჟურნალისტს ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა (1986)

ბათუმში ყოფნის დროს სიმენონმა გაიცნო სომხეთში თურქეთის კონსული. სწორედ მასთან შეხვედრამ უბიძგა დეტექტიური ჟანრის დიდოსტატად აღიარებულ მწერალს დაეწერა ეს მრავალმხრივ საინტერესო რომანი, რომელიც ქართველი მკითხველისთვის სრულიად ახალი რაკურსით წარმოაჩენს საუკუნის წინანდელი საქართველოს სოციალური და კულტურული ყოფის სურათებს

დიდი წიგნი პოლიტიკაზე

60,00 

რამდენად მართებულია უსამართლო მმართველის დამხობა? არის თუ არა დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმა? შესაძლებელია თუ არა ომის ამა თუ იმ მიზეზით გამართლება? კაცთა მოდგმა მთელი ისტორიის განმავლობაში სვამს ამ და სხვა ფუნდამენტურ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ავაგოთ ჩვენი მმართველობა – გამოჩენილი მოაზროვნეები კი გვთავაზობენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს, რომლებიც ჩვენი სამყაროს სრულყოფისკენაა მიმართული. მარტივი ენით დაწერილ „დიდ წიგნში პოლიტიკაზე“ თქვენ შეხვდებით მოკლე, შინაარსიან განმარტებებს, რომლებიც სცილდება პროფესიული ჟარგონის ფარგლებს, თვალსაჩინო დიაგრამებს, რომლებიც ხელმისაწვდომს ხდის დახლართულ თეორიებს, და მახვილგონივრულ ილუსტრაციებს, რომლებიც სახალისო ელფერს სძენს ჩვენს წარმოდგენებს პოლიტიკაზე. სრულიად გამოუცდელი მკითხველი ხართ, ცოდნას დაწაფებული სტუდენტი თუ დიდი ინფორმაციით აღჭურვილი „თეორეტიკოსი“, ამ წიგნში ფიქრის აღმძვრელ უამრავ ამბავს გადააწყდებით

ადამიანის სხეული – წიგნი მოძრავი ჩანართებით

19,95 

აწიეთ გადანაკეცები და აღმოაჩინეთ ფარული სამყარო. გაიგეთ, რას წარმოადგენს თქვენი სხეული თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე და რა ხდება კანქვეშ. წიგნში უამრავი საინტერესო ფაქტი და ნახატია, რომელთა გაცნობითაც გაიგებთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი სხეული.

დინოზავრები – გააფერადე მაგნიტები და წიგნი

8,00 

გაფერადებული დინოზავრები შეგიძლია ნებისმიერ მეტალის ზედაპირზე მიაკრა მაგნიტური ჩარჩოს დახმარებით. მთელი 15 გასაფერადებელი მაგნიტი გაქვს ამისთვის! მაგნიტური ჩარჩო შენი ნახატებისთვის!

ცალრქები – გააფერადე მაგნიტები და წიგნი

8,00 

გაფერადებული ცალრქები შეგიძლია ნებისმიერ მეტალის ზედაპირზე მიაკრა მაგნიტური ჩარჩოს დახმარებით. მთელი 15 გასაფერადებელი მაგნიტი გაქვს ამისთვის! მაგნიტური ჩარჩო შენი ნახატებისთვის!

შავი ჩოხა

25,00 

როსტომ ჩხეიძის “შავი ჩოხა” (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა) ბიოგრაფიულ რომანთა რკალის ერთი უარსებითესი “ხრტილია” – გამორჩეული ქრონოტოპითა და გამორჩეულივე პერსონაჟ(ებ)ით. … როგორც ყოველ რომანში როსტომ ჩხეიძისა, ქაქუცას – ცენტრალური პერსონაჟის – პორტრეტის (სწორედ პორტრეტის და არა აბრის) გარშემო შემოიქსოვება პანორამული ტილო – ეპოქის მონუმენტური ისტორიულ-მხატვრული განაზრება, სადაც მეტაფორულ საჭადრაკო დაფაზე, თითოეულ “ფიგურას” (მეფეს თუ პაიკს) თავისი ერთადერთი დანიშნულება და სვლა, ….

მარო წერეთლის დღიური

12,95 

ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური და ფაშისტური ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით დააპატიმრეს ალექსანდრე წერეთელი — სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი, გამოჩენილი ისტორიკოსი, პედაგოგი… “ქართული საზოგადოებრივი კლუბის” წევრობა, სადაც “ვეფხისტყაოსნის” საღამოებს აწყობდნენ, “ქვეყნის მტრობად” ჩაუთვალეს და 20 წლით მოაშორეს სამშობლოს, ოჯახს, მეუღლეს… მარო წერეთელმა სრულად გაიზიარა მეუღლის განსაცდელი. ოცი წლის განმავლობაში მისდევდა მის კვალს ცენტრალური აზიის უდაბნოებში უხვად მიმობნეულ ბანაკებში. სახლდებოდა მეზობლად, შეძლებისდაგვარად აწვდენდა ხმას, შორიდან ამხნევებდა, ეფერებოდა… ასე დადიოდნენ, ერთი ბანაკიდან მეორეში, მეორoდან მესამეში… ასე, გაუთავებლად… 20 წელი!.. ამ წიგნში მოთხრობილია საბჭოთა რეპრესიული მანქანის ზღვარდაუდებელი ბოროტებით ორი ადამიანის სიყვარულის გამოცდის ამბავი… დაბრუნდნენ, გადარჩნენ, გაუძლეს…

ანტიმიმინო

12,95 

არმენ ოჰანიანის კრებულში „ანტიმიმინო“ არცერთი მოთხრობა მეორეს არ ჰგავს: ზოგი აუღელვებლად გვიყვება გრძელ ამბებს, ზოგი აზრიდან აზრზე დახტის, მუსიკალური და პოეტური სახეებით ჟონგლიორობს, თამაშობს კლასიკოსი მწერლების ციტატებით, ზღაპრებს, კომპიუტერულ თამაშებსა თუ თანამედროვე პოლიტიკოსთა გამოსვლებს ერთმანეთში ურევს… და ამ წიგნში ეს ყველაფერი, ჭეშმარიტად პოსტმოდერნისტული გაგებით, თანაბრად მნიშვნელოვანია. ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა თანამედროვე სომხური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტორს, რომელიც გამუდმებით ცდილობს, საბჭოეთის დროს სომხეთის შესახებ შექმნილი მითები და კლიშეები დაანგრიოს და დაუნდობელი თვითირონიისა და ბასრი იუმორის გრძნობის წყალობით ახერხებს, დაგვანახოს ისეთი სომხეთი, როგორიც არასოდეს გვინახავს

პრინციპები

24,95 

ამ წიგნში რეი დალიო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი და ანტრეპრენერი, წარმოგვიდგენს იმ პრინციპებს, რომლებიც ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში შეიმუშავა, დახვეწა და მათი პრაქტიკაში გამოყენებით იშვიათ წარმატებას მიაღწია, როგორც საქმიან, ისე – პირად ცხოვრებაში. ამ პრინციპების დანერგვით მიზნების მიღწევა ნებისმიერ ადამიანსა და ორგანიზაციას შეუძლია.

ფიფქია და შვიდი ჯუჯა – 3D

11,95 

ეს ლამაზად ილუსტრირებული, მოძრავნახატებიანი წიგნი საოცარ ზღაპარს გააცოცხლებს. ფიფქიასთან ერთად დაემალე ბოროტ დედინაცვალს და შვიდ ჯუჯასთან ერთად იმხიარულე მათ კოხტა ქოხში!

თოვლის გუნდას დომინო

19,95 

დომინოს თამაში კიდევ უფრო სახალისო ხდება შენთვის, რადგან ამჯერად სათამაშო ფიგურებზე შენი საყვარელი გმირები – თოვლის გუნდა და მისი მეგობრები – გელოდებიან!

პენელოპიადა

14,95 

„პენელოპიადა” უძველესი მითის ახლებურად გააზრებას გვთავაზობს, ვითარებას, როცა საზოგადოებაში ძალაუფლება მამაკაცს ეკუთვნის მარგარეტ ეტვუდის ვერსიაში ოდისევსის ცოლის ამბავი სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება. ეს წიგნი გარდაცვლილი პენელოპეს დღიურია ჰადესიდან. მთავარი გმირი გვიამბობს თავისი ბავშვობის შემდეგ კი ქორწინების ამბავს, აღგვიწერს ლეგენდარულ ოდისევსს არა ჰომეროსის, არამედ თავისი, ქალის თვალით გაცნობილს, როგორ ელოდა ოცი წლის განმავლობაში მეუღლეს. რამდენი რამ გადაიტანა. ეს არის ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟებისა და რეალიების სრულიად სხვაგვარად გააზრება და მკითხველის გადასაწყვეტია, გაიზიარებს თუ არა მას.

ბაში-აჩუკი

22,00 

აკაკი წერეთლის ისტორიული რომანი ბაში-აჩუკი, 1659 წლის კახეთის აჯანყებას ეხება. რომლის დროსაც, მთელი საქართველო გაერთიანდა სპარსეთის წინააღმდეგ.

კომედიები

14,95 

აღორძინების ეპოქის დიდი დრამატურგის უილიამ შექსპირის კომედიები დღესაც აქტუალურია. მათი სიუჟეტი ჟანრობრივად თუ თემატურად განსხვავებულია, მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებს – მხიარულება და საინტერესო გმირები. შექსპირი ადამიანს შეახსენებს, რომ სიყვარული და სამართლიანობა ინტრიგებზე, სიხარბეზე, სიჯიუტესა და ბოროტებაზე ძლიერია, რომ საკუთარი ბედნიერების შემოქმედი თავად ჩვენ ვართ.

მიჰყევი ტაროს

27,95 

ეს წიგნი შესავალი და საიმედო გზამკვლევია ტაროს სამყაროში. ის დაგეხმარება ტაროს კრეატიულად გამოყენებაში. ტარო კარგი საშუალებაა საკუთარი თავის, ბედისწერისა თუ მომავლის გამოსარკვევად. ეს წიგნი-ბლოკნოტი დაგეხმარება, დააკვირდე შენი ცხოვრების კონკრეტულ სიტუაციას, ჩაინიშნო მნიშვნელოვანი მომენტები, შთაბეჭდილებები და საინტერესო იდეები კი ჩაიწერო. აქვე დაგხვდება სასარგებლო სავარჯიშოები, რეკომენდაციები შესაბამისი მუსიკის შესახებ, პრაქტიკული რჩევები. მიჰყევი ტაროს – ასე შენ სრულიად ახალ, იდუმალ და ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურებ!

გადავიკითხოთ ლეო ქიაჩელი – ჰაკი აძბა

22,00 

შეუძლებელია „ჰაკი აძბას“ წაკითხვა იმ დევნილობის გარეშე და მიღმა, რომელიც თავს დაგვატყდა და რომელიც ჩვენს თავს ხდება პერმანენტულად – ჩვენი ისტორიულობა. ამ პერმანენტულობაში, როგორც გვირგვინის – ფანტაზმისა თუ ნამდვილის – დაცემა, განსაკუთრებულად ჟღერს ორი სახელი: „აფხაზეთი“ და „სოხუმი“. რა უცნაურია, რომ სწორედ ესაა „ჰაკი აძბას“ ადგილი, ტოპოსი, რომელიც მოგვიანებით საშინლად განამდვილდა, როგორც არმყოფი, დაკარგული, აქ და ახლა შეუძლებელი!