პალიტრა L
მიჰყევი ტაროს
27,95 ₾ეს წიგნი შესავალი და საიმედო გზამკვლევია ტაროს სამყაროში. ის დაგეხმარება ტაროს კრეატიულად გამოყენებაში. ტარო კარგი საშუალებაა საკუთარი თავის, ბედისწერისა თუ მომავლის გამოსარკვევად. ეს წიგნი-ბლოკნოტი დაგეხმარება, დააკვირდე შენი ცხოვრების კონკრეტულ სიტუაციას, ჩაინიშნო მნიშვნელოვანი მომენტები, შთაბეჭდილებები და საინტერესო იდეები კი ჩაიწერო. აქვე დაგხვდება სასარგებლო სავარჯიშოები, რეკომენდაციები შესაბამისი მუსიკის შესახებ, პრაქტიკული რჩევები. მიჰყევი ტაროს – ასე შენ სრულიად ახალ, იდუმალ და ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურებ!
გადავიკითხოთ ლეო ქიაჩელი – ჰაკი აძბა
22,00 ₾შეუძლებელია „ჰაკი აძბას“ წაკითხვა იმ დევნილობის გარეშე და მიღმა, რომელიც თავს დაგვატყდა და რომელიც ჩვენს თავს ხდება პერმანენტულად – ჩვენი ისტორიულობა. ამ პერმანენტულობაში, როგორც გვირგვინის – ფანტაზმისა თუ ნამდვილის – დაცემა, განსაკუთრებულად ჟღერს ორი სახელი: „აფხაზეთი“ და „სოხუმი“. რა უცნაურია, რომ სწორედ ესაა „ჰაკი აძბას“ ადგილი, ტოპოსი, რომელიც მოგვიანებით საშინლად განამდვილდა, როგორც არმყოფი, დაკარგული, აქ და ახლა შეუძლებელი!
ჯუნგლის წიგნი
7,95 ₾მოდი, ბავშვები კითხვას ადრეული ასაკიდან მივაჩვიოთ! მოდი, კითხვისკენ მიმავალი გზა ახლავე მივასწავლოთ! ამისთვის ეს სტიკერებიანი წიგნი იდეალური დასაწყისია. წაუკითხეთ პატარას ზღაპარი და დაეხმარეთ სტიკერებით სიუჟეტების შექმნაში. ამგვარად, ისინი ამბის თანაავტორები გახდებიან. მერე კი სიამოვნებით დაუბრუნდებიან წიგნს და ამბის თხრობას დამოუკიდებლად, უფროსების დაუხმარებლად შეეცდებიან. ულამაზესი ნახატებით გაცოცხლებული ეს საოცარი ზღაპარი ყველაზე პატარებსაც კი დააინტერესებს. აქ წარმოდგენილია ზღაპრის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, შინაარსზე მორგებული ნახატები და თემატური სტიკერები, რომელთა დახმარებითაც ბავშვები ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯებენ.
ხევისბერი გოჩა
22,00 ₾არ მეგულება სხვა ქართველი მწერალი, რომელიც ასეთი ემოციითა და გატაცებით, სუნთქვის შეკვრითა და მღელვარებით გაკითხებს ამბავს, მჩქეფარე ადამიანების მჩქეფარე ამბავს. არ მეგულება სხვა ტექსტი, სადაც ასე იგრძნობა სისხლის მღელვარება, აჩქარებული პულსი, სასოწარკვეთა, ცრემლები, ტემპი, ცვლილება, დარდი, მრისხანება და, რაც ყველაზე მთავარია, ბედისწერა. ყაზბეგთან ბედი ზუსტად ისეთი მბრძანებელი, ბრმა და სასტიკია, როგორიც ძველ ბერძნულ დრამაში. წამი წყვეტს ყველაფერს, შემთხვევითი წამი, ადამიანი თითქოს ძაფებს გამობმული სათამაშოა, რომელსაც ალალბედზე ათამაშებენ მოირები.
ქრისტინე
22,00 ₾ეგნატე ნინოშვილი „ქრისტინეში მხოლოდ ერთი ტიპის ქალს არ აღწერს, რითაც თავს არიდებს მათ თუნდაც დადებით კლიშეებში მოქცევას. თუკი ქრისტინე ხალასი, მორალური, მგრძნობიარე ადამიანია, მის გვერდით არიან პერსონაჟები, რომელთათვისაც ეს თვისებები უცხოა. ასევე სიმპტომატურია სახე დედისა, რომელიც ძალადობს ქრისტინეზე და, როგორც ძირითადად სახლში, ქრისტინეს გვერდით მყოფი პერსონაჟი, ერთ-ერთი უმთავრესი დამნაშავეა მისი ამ სახლიდან გაქცე- ვისა. თუმცა ისიც კარგად ჩანს, რომ, მეორე მხრივ, დედა თავადაა პატრიარქალური ძალადობის მსხვერპლი […]. მოთხრობაში კარგად იკვეთება მთელი ის ძალადობრივი ჯაჭვი, რომელსაც პატრიარქატი ქმნის და რომელიც თავის მსხვერპლად თუ იარაღად აქცევს ირგვლივ ყველას.
ფრედი მერკური
60,00 ₾მან თავისი ექსცენტრული გენია მოიტანა და მეგობრებთან ერთად დაიპყრო სცენა, სადაც საკუთარ სამყაროს წარმოადგენდა თავისი პიროვნებითა და ხმით, ოცნებებითა და ფანტაზიებით, სიგიჟითა და ვნებით. ამ წიგნში მოთხრობილია ზანზიბარში დაბადებული ბიჭის წარმატების გასაოცარი ამბავი, რომელიც შერწყმულია „ქუინის“ მუსიკალურ ისტორიასთან, ჯგუფისა, რომელიც მეფობდა როკისა და პოპის სამყაროში.
ბითლზი
60,00 ₾ვინ იცის, როგორი იქნებოდა მსოფლიო „ბითლზის“ გარეშე?! მათ დაიპყრეს სამყარო და ეს საოცარი წიგნი მოგვითხრობს მათ განმაცვიფრებელ ამბავს ჯგუფის დაბადებიდან ბოლო ჩაწერამდე, წლების მიხედვით.
მე გადმოვცურავ ზღვას
14,95 ₾ამბავი ორ განსხვავებულ ეპოქაში – 1980-სა და 1990 წლებში ვითარდება – საბჭოთა საქართველოს ბოლო ათწლეულსა და ახალი საქართველოს დაბადების დროს. შეიძლება ეძებდე სიყვარულს მაშინ, როდესაც ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობ? როცა ამისთვის არ გცალია და სულ სხვა გადაწყვეტილებები გაქვს მისაღები? შეიძლება არსებობდეს ისეთი სიყვარული, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, დროს უძლებს? პასუხი ერთია: თუ გიყვარს, ყველაფერი შეიძლება! სიყვარული და სიძულვილი, მეგობრობა და ღალატი, გულწრფელობა და ორპირობა, სიმართლე და ტყუილი, სიცოცხლე და გარდაცვალება – ბუისა და მის თანატოლებს ამ წინააღმდეგობების მორევში გაცურვა და მრავალი გამოცდის ჩაბარება უწევთ.
სიკვდილი ვენეციაში, ტონიო კრიოგერი
12,95 ₾თომას მანი თავის ორ მოთხრობაში – „სიკვდილი ვენეციაში“ და ტონიო კრიოგერი“ – შეუდარებელი ოსტატობით განიხილავს მშვენიერების, ჭეშმარიტი ხელოვნებისა და სიკვდილ-სიცოცხლის თემებს. ბიურგერულ საზოგადოებას არ შეუძლია ხელოვანის გაგება, ამდენად, ტონიო კრიოგერი მარტოსულია, მაგრამ ტრაგედიაა ისიც, რომ თავადაც უცხოა საზოგადოებისთვის. ცნობილი ხელოვანი გუსტავ აშენბახიც საზოგადოებას უპირისპირდება. მან მთელი სიცოცხლე ხელოვნებისა და სილამაზის მსახურებას მიუძღვნა და მაინც ვერ გაექცა ხელოვნების დეკადენტურობას. ორივე გმირის ქვეცნობიერი ლტოლვა ჭეშმარიტი ხელოვნებისკენ განაპირობებს კათარზისის განცდის მწველ სურვილს, რამდენადაც მიჩნეულია, რომ ხელოვნება მშვენიერი, თავისუფალი სულისგან იბადება.
იაპონური მოთხრობები
9,95 ₾იაპონური მოთხრობების კრებულში წარმოდგენილია XVII-XX საუკუნეების საყოველთაოდ ცნობილი სამი იაპონელი ავტორის პროზაული ნაწარმოებები. იჰარა საიკაკუ, კუნიკიდა დოპო და რიუნოსკე აკუტაგავა მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნიან იაპონური კულტურის თავისებურებებზე, რითაც იაპონელები მსოფლიოს დანარჩენი ერებისგან გამოირჩევიან. კრებულში შესულია მოთხრობები: „ამბავი მარტოხელა ქალის სასიყვარული თავგადასავლისა“, „ძია გენი“, „სუსანოო-ნო მიკოტო“.
დეიზი ჯოუნსი და ექვსეული
16,95 ₾“როკჯგუფი “დეიზი ჯოუნსი და ექვსეული” ნამდვილი ლეგენდა გახდა, მისი სოლისტი კი, დეიზი, თავისი დროის კერპი. თითქმის ყველა გოგონა ოცნებობს იყოს ისეთივე მომხიბლავი და ნიჭიერი, როგორიც დეიზი ჯოუნსია… მაგრამ პოპულარობის ზენიტში, 1979 წელს, ჯგუფის ერთიანობას ბზარი შეეპარა, პირდაპირ მათ ბოლო, ივლისის კონცერტზე. თვით ათწლეულის შემდეგაც არ არის ცნობილი განხეთქილების მიზეზი, მაგრამ “დეიზი ჯოუნსი და ექვსეული” მთელ მსოფლიოს ახსოვს. მათი ურთიერთობა ვნების, სკანდალებისა და როკ-ენ-როლის ისტორიაა, გამოცანა, სავსე სიყვარულით, ეჭვიანობით, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილითა და მშვენიერი მუსიკით, რომელმაც მილიონების გული დაიპყრო. დადგა საიდუმლოებისთვის ფარდის ახდის დრო..