სიესტა
ბატონი ზომერის ამბავი
ბატონი ზომერი ცარიელი ზუგჩანთითა და უცნაური ჯოხით ხელში, ჩქარი ნაბიჯით, სიტყვის უთქმელად დაიარება სოფლიდან სოფელში, აჩრდილივით დაეხეტება ტყეში თუ ველზე, პატარა ბიჭის ოცნებებსა თუ სიზმრებში. როცა პატარა ბიჭი უკვე აღარ დაძვრება ხეებზე, იდუმალებით მოცული ბატონი ზომერი გაუჩინარდება. პატრიკ ზიუსკინდი 1949 წელს დაიბადა ამბახში, ბავარიაში. სწავლობდა ისტორიას მიუნხენსა და ექს-ან-პროვასში და თავიდან სცენარებს წერდა. 1984 წელს გამოქვეყნდა მისი მონოდრამა „კონტრაბასი“, 1985 წელს რომანი „სუნამო“, 1987 წელს „მტრედი“ და 1991 წელს „ბატონი ზომერის ამბავი“ (სამპეს ილუსტრაციებით). მისი ნაწარმოებები ორმოცდაათზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ფრანგი კარიკატურისტის, ჟან-ჟაკ სამპეს (1932–2022) პირველი ნამუშევრები იბეჭდებოდა L’Express-ში, 1978 წლიდან მოყოლებული მას ასეულობით კარიკატურა აქვს გამოქვეყნებული New Yorker-ში. მისი შემოქმედება მჭიდროდაა დაკავშირებული რენე გოსინისთან, მოდიანოსთან და პატრიკ ზიუსკინდთან. მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდნენ ისეთი გმირები, როგორებიც არიან პატარა ნიკოლა, კატრინი, პატარა მოცეკვავე და ბატონი ზომერი.
ნულოვანი წერტილი
15,00 ₾ახალგაზრდა უკრაინელი მწერლისა და პატრიოტი მეომრის, არტემ ჩეხის დოკუმენტური მოთხრობები ემყარება მისსავე დღიურებს, რომლებსაც ავტორი 2015-2016 წელს დონბასში, ფრონტის ხაზზე ყოფნისას აწარმოებდა. ეს გახლავთ გულწრფელი, ამაღელვებელი ჩანაწერები სამშობლოს ერთგული ერთი ჩვეულებრივი ადამიანისა, რომლისთვისაც უცხო არ არის არც შიში და არც დაეჭვება, მაგრამ რომელსაც არ ტოვებს საბოლოო გამარჯვების იმედი. ავტორი არ ცდილობს, თავისი თავი ან თანამებრძოლები გმირებად წარმოგვიდგინოს. მისი ტექსტები მოკლებულია პათეტიკას, მათში ვერ ნახავთ სინამდვილის შელამაზების ცდას, ვერ იპოვით იდეალიზებული, უშიშარი ეპიკური მეომრის პორტრეტებს. პირიქით, ჩეხის თვითირონიით გამსჭვალული პროზა სწორედ იმით არის ღირსშესანიშნავი, რომ უაღრესად გულახდილი და ლაკონიურია. ამაშია „ნულოვანი წერტილის“ მთავარი ღირსება.
ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა
15,00 ₾„ეს კრებული ჩაფიქრებულია, როგორც სხვადასხვა ამბის მეშვეობით მოთხრობილი ერთი ისტორია, – ამბობს კატერინა ბაბკინა მოთხრობების კრებულზე „ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა“. ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი აღნიშნავს, რომ მას აინტერესებს თავისი ქვეყნის წარსული, ოღონდ არა როგორც რაღაც აბსტრაქტული მოვლენების ნუსხა, არამედ როგორც კონკრეტული, სრულიად უბრალო ადამიანების გამოცდილება. „მინდა ვიცოდე, რამ ჩამოაყალიბა თანამედროვე უკრაინელები ისეთად, როგორებიც ისინი დღეს არიან: რომელმა ტრაგედიებმა, რა გასაჭირმა, რა გარემოებებმა, რომელმა საზოგადოებრივმა ნორმებმა.“ „ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა“ აერთიანებს მცირე ზომის 12 მოთხრობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული ხუთი ოჯახის ისტორიას გვიამბობენ. მოქმედება ხან 1920-იანი წლების ხარკოვში ხდება, ხან 21-ე საუკუნის დონბასში, ავტორი გვერდს არ უვლის არც მეორე მსოფლიო ომის ტრავმებს, და არც ჰოლოდომორის ტრაგედიას, ოღონდ ამ ყველაფერს ახერხებს ცალკეული ადამიანებისა და მათი ოჯახების ისტორიების გადმოცემის გზით.
დაბოლება
29,00 ₾ნიკ შეფი 11 წლის იყო, როცა პირველად დათვრა. შემდგომ წლებში ამას მოჰყვა მარიხუანით გატაცება, რაც ცოტა მოგვიანებით კოკაინმა და „ექსტაზიმ“ ჩაანაცვლა. საბოლოოდ სრულიად ახალგაზრდა, მრავალმხრივ ნიჭიერი ჭაბუკი მეტამფეტამინისა და ჰეროინის ტყვეობაში აღმოჩნდა და მძიმე ნარკომანად ჩამოყალიბდა. თავის მოგონებებში ავტორი შეულამაზებლად, ზოგჯერ თავზარდამცემად გულახდილად გვიამბობს თავის ნარკოდამოკიდებულებაზე და მასთან ბრძოლაზე, გამოფხიზლებასა და რეციდივებზე, საკუთარ თავთან უმძიმეს ჭიდილზე და იმ ხალხზე, ვინც მას გამოჯანმრთელების გზაზე ეხმარებოდა. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერად აღიარებული ეს მოგონებები საფუძვლად დაედო პოპულარულ მხატვრულ ფილმს „კარგი ბიჭი“, რომელშიც მთავარ როლს ტიმოტე შალამე ასრულებს.
მთის ხმა
27,00 ₾იასუნარი კავაბატა (1899-1972) პირველი იაპონელი მწერალია, რომელიც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოეს. მან ადრე დაკარგა მშობლები და ბიჭის აღზრდა ბაბუამ ითავა; თუმცა, 15 წლისას ბაბუაც გარდაეცვალა და მოზარდი სრულიად ობლად დარჩა. კრიტიკოსები და ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ კავაბატას შემოქმედება ამ ობლობისა და მარტოობის ტრავმის დაძლევის მცდელობაა. რომანი „მთის ხმა“ ისეთივე თვითმყოფადია, როგორიც თავად იაპონური კულტურაა, რომლის წვდომასაც მწერალი ემსახურება. რომანის მთავარი პერსონაჟია შინგო ოგატა, სამოც წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელიც ებრძვის ცხოვრების სასრულობას. „მთის ხმა“ უჩვეულოდ მშვიდი, ფაქიზი და „არომატული“ ტექსტია, როგორც შინგოს მიერ საკუთარ ბაღში გასხლული ბუჩქების ნაზი ტკაცუნი, ანაც – ტოტებს შორის ამოსული საკურის ყვავილის სურნელი. ერთმა კრიტიკოსმა რომანს „მშვენიერი სიმშვიდით“ დაწერილი „ბობოქარი წიგნი“ უწოდა.