Showing all 3 resultsSorted by latest

წერილები

20,00 

,,ლევანი ღრმად მორწმუნე ადამიანია; მისი მსოფლხედველობა, ერისა და კაცობრიობის ისტორიის ხედვა, განმსჭვალულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ბიბლიური კონცეფციით. ამიტომ ის ვერ ხედავს ერის გადარჩენის სხვა გზას, გარდა ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისა და ხელახლა დამკვიდრებისა.

სწორედ ესაა მისი პოეზიის, პუბლიცისტიკის, ეპისტოლარული ჟანრის ნაწარმოებების, დღიურების, მისი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობის გამჭოლი ხაზი.

მსოფლიოსა და საქართველოში ნორმად დამკვიდრებული ყალბი პოლიტკორექტულობა, რომლის უკან სულიერი სიცარიელე, აგრესიული ათეიზმი და ჰედონიზმი იმალება, სპობს და ანადგურებს ადამიანის სულიერი განვითარების, მისი განღმრთობის შესაძლებლობას.” – სოსო მანჯავიძე

ფსიქოტროპი

15,00 

“დრამატურგიით დაინტერესება ჩემმა მეგობრებმა განაპირობეს. დიდი ხნის წინ, ამ საქმეში

გამოუცდელს სრული ნდობა გამომიცხადეს და პიესის დაწერა მთხოვეს. წერის და ფიქრის

პროცესშიც ჩემს გვერდით იყვნენ და ის შიშიც გადამალახინეს, რაც საერთოდ, პირველად

მომხდარ ამბებს ახლავს. ასე დაიბადა „ბამბაზიის სამოთხე“ და ჩემი მეგობრები კი –

რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და რეჟისორი (და იმ დროს მსახიობიც) იოანე ხუციშვილი,

თეატრის ჯადოსნურ და ურთულეს სამყაროში ჩემს მუდმივ მეგზურებად იქცნენ. ამ კრებულში

შესული პიესების უმრავლესობა სწორედ სხვადასხვა თეატრის დაკვეთითაა დაწერილი,

შესაბამისად, ისინი დაიდგა კიდეც სცენაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით ნაყოფიერი გიორგი

სიხარულიძესთან ურთიერთობა აღმოჩნდა – ჩვენ თითქმის ათ სპექტაკლზე ვიმუშავეთ და

ერთად გავიარეთ ის ძნელი და საინტერესო გზა, რაც პირველი რემარკიდან იწყება და

ფიცარნაგის ზღურბლთან მთავრდება. ეს იყო (და არის) დიდი თანამოაზრეობის,

თავისუფლების და საერთო იდეალების მიმართ ერთგულების ვნებით დამუხტული

შემოქმედებითი დრო, რის გამოც მუდმივად მადლიერი ვიქნები ღვთისაც და ამ

ადამიანებისაც.- ნინია სადღობელაშვილი

ქართული პოეზიის ანთოლოგია – 12 ქალი პოეტი

30,00 

წინამდებარე კრებული 12 ქართველი თანამედროვე პოეტი ქალის ლექსებს აერთიანებს. პოეზიის სამშობლოდ მიჩნეულ ქვეყანაში პოეტების სიმრავლე არავის უკვირს, თუმცა ნებისმიერი ახალი კრებული კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ხოლმე ქართული პოეზიის სივრცეებს, მის აქტუალობას და მარადისობის მძლავრ ანარეკლებს მასში. 12 პოეტი ქალი – სხვადასხვა თაობის, განსხვავებული ხმისა და სათქმელის, თვითმყოფადი მხატვრული სამყაროს შემოქმედია. მათი ფიზიკური და მეტაფიზიკური სამშობლო საქართველო და ქართული ენაა. სწორედ ამ წიაღიდან იშლება მათი მხატვრული აზროვნების ჰორიზონტები, რომლებიც თანამედროვე გლობალური სამყაროს ტკივილებს ირეკლავს.