ჩემი გამომცემლობა
მდოგვის მარცვალი
42,00 ₾რა ხდება, როც მარცვალი ხედ იქცევა? ესეც იგივე ნაწილია. მარცვალი უნდა მოკვდეს – მხოლოდ ასე გადაიქცევა ის ხედ. ღმერთი მოკვდა სამყაროში. მას არ შეუძლია განზე დარჩეს, ის მასშია, ის ჩაიკარგა მასში. აი, რატომ არ შეგიძლიათ ღმერთის მოძებნა. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ ჰიმალაიში, მექაში, კაშში, ანდა სადაც გნებავთ, მაგრამ ვერსად იპოვით მას, რადგან ის აქ არის, ყოველთვის! – ზუსტად ისე, როგორც მარცვალი ცოცხლობს მთელ ხეში. ახლა უკვე მარცვლის მოძებნა შეუძლებელია, რადგან იგი მოკვდა ამ ყოფიერებაში და კოსმოსი გახდა. ის არ არის განყენებული რამ. ის არ ჰგავს დურგალს, რომელიც რაღაცას ქმნის და ხდება განყენებული. ეს შეუძლებელია, ღმერთი მარცვალს ჰგავს, მისგან ხე იზრდება, მაგრამ ის ხეში ქრება. თქვენ ღმერთის პოვნა შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, როცა ხე გაქრება.
ტყის ბაღის ზღაპრები
20,00 ₾3 წლის წინ, მოულოდნელად, ტყის საბავშვო ბაღში დავიწყე მუშაობა აღმზრდელ-პედაგოგად ანუ ტყედაგოგად. ამ წიგნით ტყეში ნანახი ამბების გაზიარება მოვინდომე, ცოტა ფანტაზიაც დავამატე და ამ მომენტისთვის ეს გამოვიდა. ალბათ კიდევ გავაგრძელებ…
მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ჩემი პატარა მეგობრების და ყველა იმ ადამიანის, ვისაც ტყის ბაღის სამყაროს არსებობისთვის ოდესმე ერთი აგური მაინც დაუდია. ასაწყობი ფაზლივით სულ ნაწილებად ვაგროვებდი ყველა სითბოსა და სიყვარულს, რომელიც ტყის ბაღის ,,ველური ბავშვებისგან“ იფრქვეოდა.
ჩვენ, ყველანი…
23,30 ₾რომანში მოქმედება ერთ პროვინციულ ქალაქში ხდება, სადაც ყველაფერი ერთი შეხედვით ერთფეროვანია, თუმცა მაინც უზადო სიჭრელით გამოირჩევა. სიუჟეტის მთავარი ხაზი ორი, თითქმის თანადროული ისტორიაა, რომლებსაც უცნაური, მაგრამ მეტად სახასიათო ცხოვრებისეული ჯაჭვები კრავს. ეს არის ორი ისტორია იმაზე, რომ წლობით ნაგროვებ დარდს ბედნიერების წამები აქარწყლებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ხილული თუ უხილავი ძაფებით ვართ ერთმანეთთან გადაჯაჭვულები. რომანი „ჩვენ, ყველანი…“ დაგვაფიქრებს საკუთარ არჩევანსა და, რაც მთავარია, ჩვენს ადგილზე საზოგადოებაში.
ეთნიკური უმცირესობიდან სრულუფლებიან მოქალაქემდე
11,60 ₾სამაია მამედოვას წიგნი ეძღვნება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს და განსაკუთრებით, აზერბაიჯანული ეროვნების მოქალაქებიის კულტურულ და სოციალურ ინტერგრაციას ქართულ საზოგადოებასთან.
სიმდიდრის და კეთილდღეობის საიდუმლო
26,60 ₾ნაწარმოებში აღწერილია ფინანსების გონივრულად მართვის წესები და ფუნდამენტური პრინციპები. მათზე დაყრდნობით და პრაქტიკაში დანერგვით უზარმაზარი ბიზნეს-იმპერიები შექმნეს ჯონ როკფელერმა, ენდრიუ კარნეგიმ, კორნელიუს ვანდელბირტმა, ლელანდ სტენფორდმა, პიერ პონტ მორგანმა, ჰენრი ფორდმა და ამერიკული ბიზნესის კიდევ სხვა წარმატებულმა გიგანტებმა. ალბათ ყოველი ადამიანი ვერ გახდება მილიონერი და კიდევ უფრო ცოტას აქვს მილიარდერობის შანსი, მაგრამ ნებისმიერ პიროვნებას ჭეშმარიტად შეუძლია იცხოვროს უკეთესად, …
პოლიტიკური პიარი და ეროვნული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები
21,60 ₾მიმდინარე პოლიტიკურად დაძაბულ, არასტაბილურ გარემოში მწვავე მსჯელობა გლობალურ საფრთხეებზე და კონკრეტულად, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვასა და პროპაგანდის გავლენაზე კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. მაგდა კოტრიკაძის წიგნში დეტალურად არის ახსნილი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ახალი გამოწვევები და რისკები, განხილულია პოლიტიკური პროპაგანდის ზემოქმედება ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პროცესებზე.
ვიდრე ვარ-ხარ
21,60 ₾წიგნი „ვიდრე ვარ ხარ“ ოლიკო ცისკარიშვილის ლექსების მეოთხე კრებულია, რომელიც მის ბოლოდროინდელ შემოქმედებას აერთიანებს. მის პოეზიაში მხატვრული ოსტატობით არის გადმოცემული ყოფიერებითი სევდა და გამოხატულია სხვადასხვა ადამიანური ცნებები სიყვარულთან, სიცოცხლესთან და სიკვდილთან დაკავშირებით. პოეტი თავისი სათქმელის გადმოცემას ალეგორიების მეშვეობით ცდილობს და ხშირად გარდაქმნის განცდებს ბუნებრივ მოვლენებად, როგორებიცაა: ქარი, წვიმა, გაზაფხული და ზამთარი…
დანიელი
20,00 ₾„ავტორი ამ ნაწარმოებით ცდილობს გამოკვეთოს და სინათლეზე გამოიტანოს ის მანკიერი მხარეები, რომლებსაც დღევანდელი მართმადიდებლური ეკლესია ანაფორის ქვეშ მალავს, თუმცა ბოლომდე დაფარული როდის დარჩენილა რამე და დაკვირვებული თვალი ყველაფერს კარგად ხედავს. რომანის მთავარი გმირი, დანიელიც, ერთი ჩვეულებრივი, ცოდვით დამძიმებული და ტაძარს შეფარებულ მღვდელია, რომელიც თითქოს სინანულის გზას დაადგა და ცდილობს, სხვაც ბევრი გადაარჩინოს სატანჯველისგან, თუმცა ვნებებსა და მოგონებებს ვერაფერს უხერხებს და რჩება რიგით, მოკვდავ, თუმცა გრძნობბით დატანჯულ ადამიანად, რომელიც ეცადა, მაგრამ თავის მოტყუება არ გამოუვიდა. ავტორიც სწორედ ამ, ერთი შეხედვით, დაფარულ, მაგრამ მარტივ საიდუმლოებას ააშკარავებს, რომ რიტუალური აღმსარებლობა და წესების მორჩილება ვერ იხსნის სულს ხორციელი ტვირთისგან და იგი სულ სხვა გზებით მოიპოვება“ – დავით ხარატიშვილი.
აღარმე
30,00 ₾ნინო მოდრეკილაძის პოეტური კრებული „აღარმე“. მისი რედაქტორი დავით ხარატიშვილი ასე აფასებს ამ კრებულს: „ეს პოეზია სხვა აღარმეთა, აღარსხვათა თავშესაფრად იქცევა, როგორც თავად პოეტი უწოდებს და ეძებს თანამგრძნობთა სულებს, ადამიანის შინაგანი სამყარო ხომ უნიკალურია, განუმეორებელია და ძნელია, მირიადში ის ერთი თანამგრძნობი იპოვო… და მაინც ამ კრებულში მკითხველი, თუ ზუსტად ავტორის მსგავსად არა, თავისებურად მაინც ჩაუღრმავდება სულის შინაგან შრეებს, რაღაცას თავის პიროვნებასთან გააიგივებს და შეიყვარებს ნინო მოდრეკილაძის შემოქმედებას, რამეთუ ჩვენ, ყველას, ის ქმნილება გვიყვარდება, რომელშიც საკუთარ თავს მცირედ მაინც აღმოვაჩენთ“.
სირიუსი – წყვდიადში დაკარგულები
30,00 ₾მარიამ შვანგირაძემ ფსევდონიმად „სირიუსი“ აირჩია, “წყვდიადში დაკარგულები” ავტორისთვის სადებიუტო ნამუშევარია, რომელშიც მოვლენები კოსმოსში, პლანეტათაშორისი მოგზაურობისას ვითარდება და მკითხველს წინ დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდება. წიგნის რედაქტორი დავით ხარატიშვილია.
ცხოვრების კონსულტანტი
30,00 ₾თეონა მეგრელიშვილის სადებიუტო რომანი, რომელიც სავსეა თავგადასავლებითა და სასიყვარულო ურთიერთობებით. ოსტატურად არის შეზავებული ფანტასტიკის ელემენტები
ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ფსიქოლოგიური ასპექტები
20,00 ₾ქეთევან ჯაფარიძის მონოგრაფია ეძღვნება ონკოლოგიური დაავადებების ფსიქოლოგიური ასპექტების თეორიულ ანალიზსა და ემპირიული კვლევის გზით ონკოლოგიური ავადმყოფისათვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აუცილებლობის დასასაბუთებლად საჭირო მტკიცებულებათა მოპოვებას.
გული ფარად
16,60 ₾საყოველთაოდ ბინძური საქმეები მშვიდ, მზიან დღეებში იგეგმებიან. როცა გაზაფხულის წყნარ საღამოს, ქალაქის მეჩხერ ხეთა ახალამოყრილ, ჯერ კიდევ ფაფუკ, რბილადშეღინღლულ ფოთლებს ჩამავალი მზის სხივი ოქროსფრად გალანდავს, მშვიდი, უბრალო ადამიანები ამ მშვენიერი სანახაობით, მდელოზე ფეხმორთხმულნი და სულგანაბულნი ტკბებიან, ძალითა და გავლენით უფალნი კი, ძვირად საეშმაკო ამბებს თხზავენ და მათთვის ხორცშესასხმელად გეგმებს აწყობენ, საბრძოლო ველს დაადგენენ და სამოქმედო ტაქტიკას განიხილავენ…
ცხებული და შერისხული
20,00 ₾ანო ტვილდიანი თავის წიგნში – “ცხებული და შერისხული” სხვადასხვა ზოგადსაკაცობრიო თემას ფილოსოფიური კუთხით ეხება. რომანში წამოჭრილია, როგორც სახელმწიფო მოწყობისა და საზოგადოებრივი ფორმების საკითხები, ისე განკერძოებით ადამიანური ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებსაც ერთმანეთთან პერსონაჟების მეშვეობით აკავშირებს. რომანი გამოგონილ სახელმწიფოში განვითარებულ პროცესებზე მოგვითხრობს, სადაც სახელმწიფო ხელისუფალნი და მმართველობის ფორმები ერთმანეთს ენაცვლებიან…
ღამის სიმღერა
25,00 ₾წიგნში ლექსებთან ერთად შესულია ფიქრები პოეზიაზე, ლექსები პროზად, მინიატურები. გოჩა სხილაძის ლექსი არ ქადაგებს რამეს, ის აღწერს ადამიანის განწყობას, ეს არის პოეზიის შინაარსი, არა ის რომ რაღაცისკენ მოუწოდოს, რაღაც მის გარეშე იყოს. დარწმუნებული ვარ, ხელოვნება არის ხელოვნებისათვის! ხელოვნება ისეთი რამეა… რას შევადაროთ? ოქროს კალმით რომ დაიწყო რაღაცის თხრა ან ოქროს გუთნით. ოქრო თავისთავად ძვირფასია, მაგრამ მას თავისი დანიშნულება აქვს. – ზურაბ კიკნაძე
ოცნებების კვალდაკვალ
10,00 ₾იოსებ ახალაიას „ოცნებების კვალდაკვალ (სიყვარულის პარადოქსი)“, ახალგაზრდა მწერლის მეორე რომანია, წიგნი კი მეორე გადამუშავებული ვერსიაა. რომანში იოსები ისეთ მარადიულ გრძნობებს ეხება, როგორიცაა მეგობრობა, სიყვარული, სიძულვილი, ეჭვიანობა… კლასიკად ქცეული სასიყვარულო სამკუთხედი ამ რომანში ტრაგიკულად სრულდება და მკითხველს გულგრილს არ დატოვებს.