Showing all 30 resultsSorted by latest

ფრანგი ქალები არსუქდებიან

50,00 

მირეი გილიანო ნამდვილი ფრანგი ქალია, რომელიც მსოფლიოს უმხელს ცნობილ პარადოქსს: რატომ რჩებიან მისი თანამემამულენი ყველის, და არა ვარჯიშისა და დიეტების მოყვარულები, სიბერემდე კი – გამხდრები და ენერგიულები.

იგი პარიზში „ვევ კლიკოს“ შამპანურის სახლის პრეს-ატაშეობიდან ამ კორპორაციის ამერიკული ფილიალის პრეზიდენტობამდე დაწინაურდა. და, უნდა ითქვას, რომ მისი ასაკის გათვალისწინებით, შესანიშნავ ფორმაშია.

თუმცა ეს ყოველთვის ასე როდი იყო. ახალგაზრდობაში მან ერთი წელი შეერთებულ შტატებში გაატარა, მიეძალა სწრაფ კვებას და სამშობლოში ისეთ არასასიამოვნო ფორმაში დაბრუნდა, რომ მამამისმა შეხვედრისას კარტოფილის ტომარა უწოდა. სორბონაში შემდგომმა სწავლამ, უფრო სწორად, უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე საკონდიტროებმა კვლავ შეუშალა მას ხელი ძველი ფიგურის დაბრუნებაში. შემდეგ მირეის დაეხმარა ექიმი მაიერი (რომელსაც ექიმ-სასწაულს უწოდებს). მან შესთავაზა წონის დაკლების პროგრამა, რომლის წყალობითაც დაუბრუნდა თავის ადრინდელ წონას და ფიგურას. გილიანო ამ წესებს მუდმივად იცავს. მან ცხოვრების მანძილზე დააგროვა საკუთარი საიდუმლოებები და ხრიკები (როგორც თვითონ უწოდებს), პირადი დაკვირვებები ფრანგი ქალების ყოფა-ცხოვრების თაობაზე და გაუზიარა მსოფლიოს თავის წიგნში „ფრანგი ქალები არ სუქდებიან“. მსოფლიო მასშტაბით წიგნის სამი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

წიგნში მარტივი ტექნიკისა და დახვეწილი, იოლი რეცეპტების გამოყენებით შეგიძლიათ სამუდამოდ მოიცილოთ ზედმეტი წონა ცხოვრების სიხარულისა და გასტრონომიული სიამოვნებების შეწირვის გარეშე…

სტრესის დაძლევის 5 ნაბიჯი

50,00 

ადიტი ნერურკარი გახლავთ ექიმი, ტელეჟურნალისტი და სპიკერი. განათლება მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში. მან სტრესისა და გადაწვის მართვის კლინიკური მიდგომა შექმნა მას შემდეგ, რაც საკუთარ კვლევაში გასაოცარი აღმოჩენა გააკეთა: მიუხედავად იმისა, რომ სტრესი ექიმთან ვიზიტების თითქმის 80%-ში მონაწილეობს, ექიმების მხოლოდ 3% გვთავაზობს სტრესის მართვას. დოქტორ ნერურკარის ნაშრომი ამ ხარვეზს ავსებს.
თავისი ოცწლიანი კლინიკური გამოცდილების საფუძველზე, პაციენტებში სტრესის დონის ცვალებადობაზე დაკვირვების შედეგად დოქტორმა ნერურკარმა შექმნა მიდგომა, რომელიც სამეცნიერო თვალსაზრისით, დასაბუთებული, ეფექტური, პრაქტიკული და შეუფასებელია.
სტრესისა და გადაღლისადმი დოქტორ ნერურკარის მიერ გადამუშავებული მიდგომა ახლა უკვე ხელმისაწვდომია მის წიგნში „სტრესის დაძლევის 5 ნაბიჯი“. წიგნი ხაზს უსვამს მის ხუთ მცირე, მაგრამ ძლიერ ცვლილებას აზროვნებისა და თხუთმეტ სტრატეგიას მათთვის, ვისაც სტრესისა და გადაწვის სამუდამოდ დაძლევა სურს.

გახდი ზებუნებრივი

65,00 

რას ნიშნავს, გახდე ზებუნებრივი? რა მოხდებოდა, თუკი შეძლებდით მატერიალური რეალობის მიღმა არსებულ სიხშირეებთან თანაზიარობას… თუ გარდაქმნიდით საკუთარი ტვინის ქიმიურ პროცესებს, რათა მისწვდომოდით ცნობიერების ტრანსცენდენტულ დონეებს… თუ შექმნიდით ახალ, წინასწარ განუსაზღვრელ მომავალს და შეცვლიდით საკუთარ ბიოლოგიურ სტრუქტურას, რათა ღრმა და საფუძვლიანი განკურნება შესაძლებელი გამხდარიყო?

სწორედ ამ შესაძლებლობათა გააზრებასა და პრაქტიკულ განხორციელებას სთავაზობს მკითხველს დოქტორი ჯო დისპენზა ამ რევოლუციურ ნაშრომში: იგი წარმოგვიდგენს ცოდნის სისტემურ ერთობასა და ქმედით ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვეულებრივ ინდივიდებს, მათ შორის – თქვენნაირ ადამიანებს აძლევს საშუალებას, ეტაპობრივად მიაღწიონ არსებობის ახალ, უჩვეულოდ მაღალ მდგომარეობებს.

დოქტორი ჯო ეყრდნობა ნეირომეცნიერების, ეპიგენეტიკისა და კვანტური ფიზიკის უახლეს კვლევებს, რათა წარმოაჩინოს, თუ როგორ ხდება ამგვარი ტრანსფორმაცია და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამას ჩვენი ცხოვრებისთვის.

წიგნის ფარგლებში მკითხველი გაეცნობა შემდეგ საკითხებს:

l როგორ გავთავისუფლდეთ წარსულის შემზღუდველი გავლენისგან და როგორ მოვარგოთ სხეული ახალ ცნობიერებას;

l როგორ ქმნის შინაგანი „სიხშირის“ ცვლილება წინაპირობას, შევქმნათ რეალობა ე.წ. „კეთილშობილ“ აწმყო მომენტში;

l ეპიფიზის საიდუმლო მეცნიერებას და მის როლს რეალობის მისტიკურ განზომილებებთან წვდომაში;

l როგორ გადაიტანოთ თქვენი ცნობიერება შეზღუდული და წინასწარ განსაზღვრული მატერიალური რეალობის მიღმა და შეაბიჯოთ უსასრულო შესაძლებლობათა კვანტურ ველში;

l და სხვა მრავალ თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტს.

ტვინის ვიზუალიზაციის უახლესი ტექნოლოგიებისა და პრაქტიკული მეთოდების გამოყენებით (მათ შორის ისეთი სავარჯიშოებისა, როგორიცაა სიარულის მედიტაცია) დოქტორი ჯო გვთავაზობს პროგრამას, რომელიც ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, გადალახოს ფიზიკური რეალობის საზღვრები და შეაბიჯოს თვისებრივად ახალ განზომილებაში. „სწორედ ეს არის ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება, – წერს იგი, – და ჩვენი მომავალიც, რომელსაც მე ვქმნი – მომავალი, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ზებუნებრივ შესაძლებლობებს ეზიარება.“

ცუდი ბოსებისა და ზარმაცი თანამშრომლების გარემოცვაში

45,00 

წიგნში წარმოდგენილია მარტივი ხრიკები, რომლებიც დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ გამაღიზიანებელ უფროსებსა და არასანდო თანამშრომლებს. შეძლებთ თქვენს უფროსზე შთაბეჭდილების მოხდენას და წარმატების მიღწევას. ისწავლით როგორ მართოთ ყველაზე ზარმაცი თანამშრომლებიც კი. ეფექტური გუნდის შეკვრას.

პიროვნების 4 ძირითადი ტიპი

15,00 

ყველა ადამიანი უნიკალურია, ამაში ცუდი არაფერია. წარმატების მისაღწევად სხვა ადამიანების მიბაძვა არ არის აუცილებე­ლი, საკმარისია საკუთარ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით ინდივიდუალური ქცევის სტილის ჩამოყალიბება.

თითოეულ ჩვენგანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებიც ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენი პიროვნების სტრუქტურას განსაზღვრავს.

სიტუაციები და საგნები სხვადასხვა პერსპექტივიდან განსხვავებულად შეიძლება იქნეს დანახული და შეფასებული. ხშირად არ არსებობს „სწორი“ და „მცდარი“ პერსპექტივა; არის „განსხვავებული“ პერსპექტივა, რომელიც სხვადასხვა ხედვიდან გამომდინარეობს.

იდიოტები ჩვენ გარშემო

45,00 

ერთადერთი და ყველაზე ღირებული რესურსი ნებისმიერი იდეისა და საქმის განსახორციელებლად, რომლის კომპენსაციაც შეუძლებელია არის ადამიანური რესურსი. ადამიანზე უფრო მნიშვნელოვანი თემა არ არსებობს. რაც არ უნდა გავაკეთოთ, სადაც არ უნდა გაგვრიყოს ბედმა, მაინც მოგვიწევს ადამიანებთან ურთიერთობა. ისწავლო ადამიანების გაგება გადამწყვეტი ფაქტორია ცხოვრებისეული მიზნების მისაღწევად.

წიგნის ავტორმა თომას ერიქსონმა თავის ნაშრომში ,,იდიოტები ჩვენ გარშემო” შეკრიბა უნივერსალური მასალა იმის შესახებ თუ როგორ აღვიქვათ სხვადასხვა ქცევის მქონე ადამიანები და როგორ შევძლოთ მათთან ეფექტური კომუნიკაცია.

წიგნი ითარგმნა 35-ზე მეტ ენაზე მთელ მსოფლიოში, ხოლო მხოლოდ შვედეთში 550.000 ეგზემპლარი გაიყიდა.

შენი თავის პლაცებო

50,00 

წიგნი გთავაზობთ ბევრ პრაქტიკულ მეთოდს გონების გაუმჯობესებისთვის და წარმატების მისაღწევად.

ნეირომეცნიერების, ფსიქოლოგიის, ჰიპნოზისა და კვანტური ფიზიკის სფეროებში აღმოჩენებზე დაფუძნებულმა ფენომენალურმა მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ ტვინისთვის არ არსებობს განსხვავება წარმოსახვით გამოცდილებასა და რეალობას შორის. ეს გვაძლევს შესაძლებლობას დავალაგოთ ჩვენი ცხოვრება ისე, როგორც გვსურს. მხოლოდ აზროვნების ძალით – განვიკურნოთ ყოველგვარი მედიკამენტისა და ოპერაციის გარეშე. თითოეულ ჩვენგანს აქვს ჩაშენებული საკუთარი თავის განკურნების უნარი. დოქტორი ჯო დისპენზა არღვევს მითს იმაზე, რომ ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს კონტროლს მიღმაა, და გვიბრუნებს ჩვენს ძალასა და უფლებას, ველოდოთ მშვენიერ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, გვიჩვენებს მისი შექმნის გზას.

თავად გურჯირევაზიშვილ-ბარათაშვილთა გვარის ისტორია

16,60 

ზაზა ჭაიას ნაშრომი “თავად გურჯირევაზიშვილ-ბარათაშვილთა გვარის ისტორია” ქვემო ქართლის სათავადოთა ისტორიის ციკლის ფარგლებში ამჯერად გურჯირევაზიშვილ-ბარათაშვილთა გვარის ისტორიის სიღრმისეული და საფუძვლიანი კვლევის შედეგს წარმოადგენს. პრობლემის შესწავლისას ავტორი წარმატებით იყენებს სხვადასხვა პირველწყაროებს, მათ შორის მდიდარ საარქივო მასალასა და ეპიგრაფიკულ ძეგლებს, რაც საშუალებას აძლევს სრულყოფილად წარმოაჩინოს საქართველოს ამ ძირძველი რეგიონის გამორჩეული სათავადოს ისტორია.