სულაკაურის გამომცემლობა
აილინი
15,90 ₾შობის დღეებს არავითარი სიხარული არ მოაქვს აილინ დანლოპისთვის – ახალგაზრდა მარტოხელა ქალისთვის, რომელიც მდივნად მუშაობს მოზარდი ბიჭების კერძო გამოსასწორებელ დაწესებულებაში, ცხოვრობს ლოთ მამასთან ერთად და ოცნებობს, გაიქცეს დიდ ქალაქში, რომელიც მის ფანტაზიებში ცოცხლობს. აილინის დღეები სავსეა სევდით, ნაღველით და საკუთარი თავის ზიზღით, ღამეები კი – წვრილმანი ქურდობით, უცნაური ფანტაზიებით და მამის შეშლილი საქციელით.
„მურჰედში“ მოდის ახალგაზრდა ქალი – რებეკა სენტ-ჯონი. აილინი მოიხიბლება მისით და მათი მეგობრობა გადაიზრდება სახიფათო დანაშაულებრივ თამაშში, რომელიც აილინის ყველაზე თამამი წარმოდგენების ფარგლებსაც კი სცილდება.
ამბავს გვიყვება ხანდაზმული აილინი, იხსენებს წარსულს, თავისი უღიმღამო, უსიხარულო ცხოვრების უკანასკნელ დღეებს იმ ცივ, პირქუშ ქალაქში.
ნიჟარების ბილიკი
14,90 ₾ანდრეა ტექნოლოგიებზე დამოკიდებული, სოციალური ქსელებით შეპყრობილი და რეალურ სამყაროზე გულაცრუებული ბიჭია. მეტავერსით გატაცებულმა, ერთი დიდი შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც მშობლებმა „სასჯელი“ მოუფიქრეს – ზურგჩანთამოკიდებულმა, ათი დღის განმავლობაში ოჯახის უცნაურ მეგობართან ერთად წმინდა იაკობის გზის ასობით კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროს, თანაც – ტელეფონის გარეშე!..
გზა ნამდვილი კოშმარივით იწყება, მაგრამ ყოველი ახალი ნაბიჯი, ახალი ადგილი და ახალი გამოცდილება ანდრეას საკუთარ თავთან აახლოებს – იმასთან, ვისაც აქამდე ვერ ამჩნევდა.
ერთი შეხედვით, დაუძლეველი დაბრკოლებები, ახალგაცნობილი თანატოლი თუ ბევრად უფროსი თანამგზავრები, პირველი სიყვარული და მოულოდნელი სირთულეები ანდრეას ასწავლის მეგობრობას, თავმდაბლობას, თანაგრძნობას და იმას, რომ პასუხისმგებლობა სასჯელი კი არა, განვითარებისა და ზრდის საყრდენია; რომ ზოგჯერ საკმარისია ერთი გზა, ერთი ადამიანი და ერთი გაკვეთილი, რომ შენი ცხოვრება ახალ კურსს დაადგეს და იპოვო საკუთარი ხმა სამყაროში, რომელშიც ყველაზე მძაფრად სწორედ შენი სიჩუმე ისმის.
დეტექტივი ელიკე (9-11)
10,90 ₾11 წლის ელიკე, დეტექტივების მოყვარული დეიდა გატას აზრით, „ხან საშინელება, ხან უშინელება“ გოგოა. სინამდვილეში, ელიკე მოუსვენარი და, ამავე დროს, ძალიან ცნობისმოყვარე ბავშვია, ცნობისმოყვარე ბავშვებს კი ხშირად იმაზე მეტი კარგი საქმის კეთება შეუძლიათ, ვიდრე უფროსებს წარმოუდგენიათ.
ელიკე რომ არა, პატარა ქალაქში ალბათ დიდხანს ვერავინ გაიგებდა, რა შეემთხვა საბავშვო მწერალს, ეულელია ც.-ს. იქნებ უბრალოდ, სამოგზაუროდ წავიდა? ან ხომ არ მოკლეს? სად შეიძლება დაკარგულიყო?!
ამ კითხვებზე პასუხებს თანამედროვე საბავშვო მწერლის, ლელა ცუცქირიძის დეტექტივში იპოვი.
მამლუქი
11,90 ₾„მამლუქის“ სიუჟეტი დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქის მკვიდრი ბიჭის, ბესოს გარშემო ვითარდება. საბჭოთა სამხედრო სამსახურის გაწვევით ავღანეთში აღმოჩენილი ბესო უცნაური შემთხვევის წყალობით გადაურჩება სიკვდილს. ამ შემთხვევის მიზეზი ისლამ სულთანოვია, ქირბალის ხანების შთამომავალი, საბჭოთა რეჟიმის მიერ გადასახლებული და შემდეგ თბილისიდან დასავლეთის იმ პატარა ქალაქში განდევნილი ბრძენკაცი, სადაც ბესოს ოჯახი ცხოვრობს. ისლამს კინოსტუდია აბარია. თანაქალაქელებს უჩვეულო, კარჩაკეტილ კაცად მიაჩნიათ, მაგრამ ბესოს მასთან განსაკუთრებული, საბედისწერო სიახლოვე აკავშირებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შავბნელი დრო დგება, ქვეყანა აირევა. ისლამ სულთანოვი აღმოსავლური სიდინჯით და შორსმჭვრეტელი თვალით აკვირდება ყველაფერს და ბესოს ხშირად არიგებს, მის ცხოვრებას მიმართულებას აძლევს.
„მამლუქი“ პირველად 2009 წელს გამოიცა. 2010 წელს მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „წლის საუკეთესო ქართული რომანის“ პრემია.
ცოცხალი კედელი
15,90 ₾2024 წლის 26 მარტი ქართული ფეხბურთისთვის გარდამტეხ მომენტად იქცა. დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ამ უმნიშვნელოვანესმა მოვლენამ მთელი ქვეყანა თითქოს ერთ გუნდად შეკრა და დიდ-პატარა ფეხბურთის თაყვანისმცემლად აქცია.
ჟურნალისტისა და ბლოგერის, არმაზ ახვლედიანის ეს წიგნი სწორედ ამ ისტორიული, „ევრო 2024“-ის დღიურია. თუმცა „ცოცხალი კედელი“ არ არის მხოლოდ კონკრეტული ევროტურნირის ყოველდღიურობის აღწერა, არამედ პირადი მოგონებებითა და გამოცდილებით შეზავებული ამბავი, რომელიც თავიდან ბოლომდე ფეხბურთთანაა გადაჯაჭვული. წიგნში თავმოყრილი მოგონებები ხელახლა გვაზიარებს პირველ ისტორიულ გამოცდილებას – როგორია, იყო საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი ევროპის ჩემპიონატზე.
ჯეიმსი
19,90 ₾შთამბეჭდავი და განსაკუთრებული რომანია, რომელიც მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს“ სრულიად ახალი პერსპექტივიდან წარმოგვიდგენს.
ჯიმი ჰეკ ფინის თავზეხელაღებული ამბების ჩრდილიდან გამოდის და ამჯერად ის იქცევა მთხრობლად.
„1861 წ., მდინარე მისისიპი.
ჩემი ფანქრით დაწერილმა მშვა…“
ჯიმი შემთხვევით ყურს მოკრავს, რომ ნიუ ორლეანში უნდა გაყიდონ და თავის ცოლ-შვილს დააშორონ. გადაწყვეტს, ახლომდებარე ჯექსონის კუნძულს შეაფაროს თავი, სანამ უკეთეს გეგმას არ დასახავს.
ამასობაში, ჰეკ ფინი საკუთარ სიკვდილს გაითამაშებს, რათა ქალაქში დაბრუნებულ მოძალადე მამას აარიდოს თავი. აქ იწყება სახიფათო მოგზაურობა მდინარე მისისიპიზე, „თავისუფალი შტატებისკენ“, რომლებიც მონობაში გატანჯულებს ბუნდოვან თავისუფლებას ჰპირდება. ჯეიმსი და ჰეკი ერთად ცდილობენ, გზა გაიკვლიონ დიდი მდინარის მზაკვრულ წყლებში, სადაც ყოველი მოსახვევი გადარჩენას ან დაღუპვას უქადით.
ჯეიმსს ამ გზაზე ორმაგი ტვირთის ზიდვა უწევს:
სცადოს, ოჯახი დაიხსნას და, იმავდროულად, არავინ გაიგოს მისი ვინაობა. ჯეიმსის ტრაგიკული ოდისეა ახლებურად გაგვაცნობს ჰეკის და ჯიმის ცნობილ დუეტს და სულ სხვა სინათლეს მოჰფენს მათ თავგადასავალს.
მაიმუნის წელიწადი
14,90 ₾პატი სმითის მოგონებებისა და სიზმრების საგა გრძელდება.
წარსული და აწმყო, სინამდვილე და წარმოსახვა, ლოგიკური აზროვნება და წინათგრძნობა ქართულად გამოცემულ მის მესამე წიგნშიც კვლავ ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, ისე რომ ძნელია, გაარჩიო, სად გადის მათ შორის ზღვარი. თუმცა, პატი სმითის თაყვანისმცემლებს კარგად მოეხსენებათ, რომ ამ უჩვეულო ხელოვანის – მომღერლის, მხატვრის, პოეტის, კომპოზიტორის – „პორტალებში“ სვლა მართლაც უსაშველოდ საინტერესოა. თურმე შესაძლებელია, საყვარელ ადგილებში მოგზაურობისას შენი თანმხლები მექსიკელი ინტელექტუალი თან არსებობდეს და თან არა, ანდა სასტუმროს აბრა განუწყვეტლივ გელაპარაკებოდეს და ყველგან უკან დაგდევდეს, ან კიდევ მეგობარი პოეტი აზროვნების ძალით, ჰაერის ტალღებით გიგზავნიდეს შეტყობინებებს; შენ კი დროდადრო შუა საუკუნეებში გადაინაცვლო, გენტის საკურთხევლის ხატვას შეესწრო და, იქიდან დაბრუნებულმა, ხელიდან წითელი საღებავი ვეღარ მოიშორო. ეს უჩვეულო, სასწაულებრივი ამბები მაშინ ხდება, როცა „სამყარო მომაკვდინებელ სიგიჟეს მოუცავს“ (ანტონენ არტო), პატი სმითი კი თითქოს გვასწავლის, სიცოცხლის შემოდგომის მიწურულს როგორ შეიძლება ვებრძოლოთ უსიამოვნო ამბებით მოგვრილ იმედგაცრუებასა და ნაღველს.
ასე რომ, მკითხველს ელოდება გამაოგნებელი მოგზაურობა პატი სმითის მრავალგანზომილებიან არტისტულ სამყაროში, რომლის რაიმენაირ საზღვრებში მოქცევა ისევე შეუძლებელია, როგორც ამ ნაწარმოების ჟანრის განსაზღვრა.
ადამიანი – კომბინი
12,90 ₾ზოგი წიგნი სილის გაწვნას ჰგავს: უეცრად შეგაცბუნებს, გატკენს, გამოგაფხიზლებს, უთუოდ დაგასევდიანებს და სარკეში ჩახედვასაც გაიძულებს. ახალი პროზის ვარსკვლავად აღიარებულმა საიაკა მურატამ ამ ნაწარმოებით იაპონიის (და არა მხოლოდ) საზოგადოებას გვარიანი ალიყური აჭამა და აკუტაგავას პრემიაც მოიპოვა. მწერალი ქალი დახვეწილად და ფრთხილად იკვლევს საზოგადოებისგან მივიწყებულ ე. წ. „ფსკერს“, სადაც ტრადიციული სამყაროს ღირებულებები უფასურდება და სადაც შეიძლება, მოულოდნელად მბრწყინავი ქვები ვერ აღმოაჩინო.
მაინც რა ბედი ელის განსხვავებულ ადამიანებს, რომლებიც „სოფლის მოთხოვნებს“ ვერ აკმაყოფილებენ და საზოგადოებისთვის ტვირთად ქცეულან? როგორ იცხოვრონ, როგორ იარსებონ, როგორ ისუნთქონ თავისუფლად ისე, რომ თავსმოხვეულ წესრიგსა თუ გარშემომყოფთა წნეხსაც გაუმკლავდნენ და საკუთარი სიცოცხლის საზრისიც თავად იპოვონ? საიაკა მურატას მთავარ პერსონაჟებს, რომლებსაც ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, მხოლოდ ის უნდათ, რომ არავინ განსაჯოს, მათ ცხოვრებაში ცხვირი არავინ ჩაყოს; ამიტომ გადაწყვეტენ, ერთად ითვალთმაქცონ და თავიანთი ყოფა შეცვალონ. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს მათი მცდელობა…
მეხსიერების პოლიცია
14,90 ₾იაკო ოგავა თანამედროვე იაპონელი მწერალია. მას მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის აკუტაგავას პრემია.
ოგავას ალეგორიული რომანი „მეხსიერების პოლიცია“ დიქტატორულ რეჟიმებში ადამიანის, მისი მეხსიერების გაქრობის ლიტერატურული სურათია, ოღონდ ეს გაქრობა იმდენად მშვიდი და თანმიმდევრულია, უზარმაზარი შფოთვისა და საფრთხის ნაცვლად, ასევე მშვიდ, კომფორტულ სივრცეს აჩენს მკითხველისთვის.
ავტორი თითქოს მუდმივად მართავს დიალოგს ბეკეტთან, კაფკასა თუ ორუელთან, მაგრამ მაინც მძაფრად ინდივიდუალისტურ სამყაროს ქმნის, რომელშიც ადამიანზე ტოტალური კონტროლი უფრო რბილად და, შესაბამისად, უფრო საშიშად დგება. ამ სიმძიმეს უწყვეტ ხაზად მიჰყვება ერთგვარი რომანტიკულობა და ფინალიც თითქოს ზუსტად ამგვარ, რომანტიკულ გამოსავალს გვთავაზობს.
რომანს იაპონურად „დამალული კრისტალი“ ჰქვია, რაც იაპონურ მითოლოგიას უკავშირდება და გაუგებარია დანარჩენი სამყაროსთვის. ამიტომ თავად ავტორის თანხმობით ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ახლა უკვე ქართულ ენაზეც მას „მეხსიერების პოლიცია“ ეწოდა.
1 ლოკი ასგარდელი ღმერთის მორჯულება
12,90 ₾მე, ლოკის, ცბიერების ძლევამოსილ ღმერთს, ოდინმა მომისაჯა, რომ დედამიწაზე თერთმეტი წლის ბიჭად გარდასახულმა ვიცხოვრო. სახლში დასაბრუნებლად მე:
1. კარგი საქმეები უნდა ვაკეთო (რა მოსაწყენია)
2. სკოლაში უნდა ვიარო (რა სისასტიკეა)
3. თორი უნდა ავიტანო (რა სისაძაგლეა)
წარმატება მისურვეთ! ან არა. რიგითი მოკვდავების აზრი ოდნავადაც არ მადარდებს…
ლარი ლუზერი ნამდვილი ჩემპიონი
14,90 ₾გაიცანით ლარი ლუზერი – ბიჭი, რომელსაც დაუდევრობის, ხათაბალაში გახვევის და ქაოსის მოწყობის ნიჭი აქვს. წინ გელოდებათ ბევრი…
კომიქსში შეხვდებით ლარის ოჯახს, შინაურ ცხოველებს, მის საყვარელ მეგობრებსა და არც ისე საყვარელ მტრებს!
გაფრთხილება! მოემზადეთ ბევრი სიცილისთვის..
წრიპა ბიჭის დღიური: დიდი დავიდარაბა (წიგნი 19)
11,90 ₾გრეგ ჰეფლის სული ეხუთება. ის ნამდვილი კატასტროფის რეცეპტს აღმოაჩენს, რომელიც ერთ პატარა სახლში შეყრილი ახლო ნათესავების, გაუთავებელი კინკლაობისა და აუტანელი სიცხისგან შედგება.
ამ წიგნში კიდევ ერთ რეცეპტს ეძებენ. ბებოს ცნობილი გუფთის ინგრედიენტები დიდხანს საგულდაგულოდ იყო დამალული. შეძლებს გრეგი თავისი ოჯახის ყველა საიდუმლოს ამოხსნას მანამ, სანამ არდადეგები დასრულდება?
Flight From The USSR
15,90 ₾The bestselling book of the decade in Georgia, this novel is based on one of the most tragic events of the 1980s when seven young people hijacked an airplane in an attempt of escape from the Soviet Union. They risked everything, including their lives, for the idea of freedom and liberation. The Soviet government of Georgia sentenced most of them to death. The public reaction was split. Some people considered the young rebels as terrorists, while others saw them as heroes. Flight from the USSR follows the leading characters to learn more about their motivations and aspirations. The novel has been adapted for stage and was one of the most successful plays at Georgian Free Theater.
Dato Turashvili is a bestselling Georgian author whose books are translated into 20 languages. Born in 1966, he studied literature, film and art history at Tbilisi, London and Madrid Universities. Most of
Dato Turashvili’s fiction is based on true events. His novel Flight from the USSR is a number-one bestseller in Georgia. Currently, he also works as a TV presenter and reviews new books on-air. He lives and works in Tbilisi.
დოგმენი ველურ გარემოში (წიგნი მეექვსე)
14,90 ₾ყველა გიჟდება დოგმენზე!
მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ნახევრად ძაღლი, ნახევრად ადამიანი, დოგმენი ნამდვილი გმირია! დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სიკეთე, თავდადება და საქმისადმი ერთგულება.
ინტერმეცო
26,90 ₾პიტერ და აივენ კუბეკებს ძმობის გარდა თითქმის არაფერი აქვთ საერთო.
პიტერი ოცდაათს გადაცილებული დუბლინელი იურისტია. ის წარმატებული, კომპეტენტური და შეუვალია, თუმცა მამის გარდაცვალების შემდგომ წამლების გარეშე ვერ იძინებს და ვეღარც ორ ძალიან განსხვავებულ ქალთან ურთიერთობას ალაგებს. მისი პირველი სიყვარული მშვიდი, დინჯი და განათლებული სილვიაა, ნაომი კი სტუდენტია, რომლისთვისაც ცხოვრება ერთი დიდი ხუმრობაა.
აივენი ოცდაორი წლის პროფესიონალი მოჭადრაკეა, რომელსაც თავი ყოველთვის უცნაური და მარტოსული წარმოედგინა, უფროსი ძმისგან რადიკალურად განსხვავებული. გლოვის პირველ კვირებში აივენი მარგარეტს გაიცნობს, თავისზე უფროს ქალს, რომელსაც თავის მხრივაც რთული წარსული აქვს.
ორი მგლოვიარე ძმისა და მათი საყვარელი ადამიანებისთვის ეს ახალი ინტერლუდია ერთგვარი შანსია იმის გამოსარკვევად, თუ რამდენის დატევა შეუძლია ერთ ცხოვრებას ისე, რომ არავინ დაზიანდეს.
ომი
14,90 ₾„ომის“ პერსონაჟი ყოფილი პოლიტიკოსია, რომელმაც პარტია დატოვა, თუმცა საკუთარი თავის ტყვეობას ვერსად გაურბის. „დეპუტატი“ ბევრს ესაუბრება ორ მეგობარს, ორ განსხვავებულ არქეტიპს – „ავაზაკსა“ და „მწერალს“. მათთან დიალოგებში წარმოჩნდება ქვეყნის უახლესი ისტორია, მსოფლიოს მიმდინარე ომები, მორალური დილემები და ჰუმანიზმის კრიზისი.
„არჩილ ქიქოძის რომანში ომი უხილავია. საზოგადოებას დამაკავშირებელი ძაფები გაუწყდა. ყველა ყველას წინააღმდეგაა. ყველა თავისებურად ცდილობს გადარჩენას, მიუხედავად იმისა, რომ გადასარჩენი თითქოს არაფერი ხდება.
რომანის მთავარი პერსონაჟი მკითხველმა თვითონ უნდა გამოიცნოს. „ომს“ გმირები არ ჰყავს, მაგრამ ჰყავს სამი ნიღაბი, როგორც ძველ დრამებში ან კომედია დელ არტეში – დეპუტატი, მწერალი და ავაზაკი.
ძველად ფიქრობდნენ, რომ ცხოვრება მოკლეა, ხელოვნება კი დღეგრძელი; რომ არსებობს მარადიული ფასეულობები და ჭეშმარიტება. „ომში“ ეს უთუობა შერყეულია. გადარჩება თუ არა ეს ფასეულობები? და თუ გადარჩება, როგორ და ვის ხელში? – ესაა „ომის“ მთავარი შეკითხვა.
ძველ თეატრში ნიღაბი ორი იყო – ტრაგიკული და კომიკური. „ომსაც“ ეს ორი სახე აქვს. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში იშვიათად თუ შესძლებია ვინმეს, ასე ზუსტად აღეწერა ის, რასაც მათეს სახარებაში დღის სიბოროტე ჰქვია. არჩილ ქიქოძე ამ სიზუსტეს წყვეტილი, ფრაგმენტული, მოზაიკური აღწერით ახერხებს. გროტესკი და რეალიზმი განურჩეველი ხდება.“
ბურდღუნა ბრუნოს გიჟური კვირა
19,90 ₾ბურდღუნა დათვი ბრუნო არასდროსაა მოწყენილი; ყოველდღე ჩვეულებრივ საქმეებში ჩაფლულა – ორშაბათობით საბანაოდ მიდის, სამშაბათობით მატარებლით თამაშობს… თუმცა, ყველა ჩვეულებრივი საქმე მეტად უჩვეულო და გიჟური გამოსდის ხოლმე. ხიფათთან გამკლავებაში ბურდღუნა ბრუნოს საუკეთესო მეგობრები, „ვეშაპი“ და მაჩვი ეხმარებიან. როგორ? გაიგებ, თუკი ამ წიგნს წაიკითხავ.
კვირაში 7 დღეა და წიგნშიც ბურდღუნა ბრუნოს 7 მხიარული ამბავია მოთხრობილი. ტექსტიცა და ილსუტრაციებიც გერმანელ ავტორს, დანიელ ნაპს ეკუთვნის
უკანასკნელი ღამე დედამიწაზე
20,90 ₾სამი განსხვავებული მოთხრობა სამი სხვადასხვა ქვეყნიდან – სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან – ქალების პერსპექტივით წარმოგვიდგენს უნიკალურ ხედვას ომების რთულ წარსულსა და აწმყოზე. წიგნში მოთხრობილია ქალების გამოცდილებაზე ომის პერიოდში და მათი დასრულების შემდგომ, ასახავს ომის შედეგების გავლენას მათზე. ამ პროექტით ჩვენ გვსურს, ქედი მოვიხაროთ ომის წინა ხაზზე მდგომი ყველა ქალის წინაშე, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილე და მსხვერპლია.
ამ პროექტით შევეცადეთ, გაგვეანალიზებინა ომები და კონფლიქტები, რომლებმაც კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაზე მძიმე გავლენა იქონია და, ამავდროულად, გვესაუბრა მსოფლიოში სამართლიანობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე. წიგნში წარმოდგენილი ისტორიები ასახავს აფხაზეთის ომს საქართველოში (1992-1993), რუსეთ-საქართველოს ომს (2008), მთიანი ყარაბაღის (არცახის) ომებს (1988-2023) და მიმდინარე ომს უკრაინაში (2014-დან დღემდე).
„წიგნში მოთხრობილი ისტორიები ომისა და ჩაგვრის შედეგად დაზარალებული მთავარი გმირების გარშემო არსებულ რთულ ვითარებაზე გვიქმნის წარმოდგენას. ისინი გვიზიარებენ გამოცდილებას, თუ რა ხდება მათში, როდესაც მათი სამყარო ნაწილებად იშლება. შესაძლოა, ეს გამოცდილება ყველა ფაქტსა და ინფორმაციაზე მეტად დაგვეხმაროს საკუთარი დასკვნების გამოტანაში, რათა დავიცვათ ის, რაც გვაქცევს ადამიანებად. რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს: მშვიდობა, სამართლიანობა, სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, ვისი ხმაც არ ისმის. სიყვარული“.
– რეინჰარდ კლეისტი
„ეს ამბები საშუალებას გვაძლევს, ომის შედეგები ქალების პერსპექტივიდან განვიცადოთ. ილუსტრაციები მათ ისტორიებს სიცოცხლეს სძენს და გადმოგვცემს ემოციებს – თანაგრძნობას გვიღვივებენ ჩვენთვის უცნობი ადამიანების მიმართ. ასეთია კომიქსების ძალა“.
2-4 ვისწავლოთ შინ და გარეთ ქცევის წესები
15,90 ₾შემეცნებითი წიგნების სერია 2-4 წლის ბავშვებისთვის
პასუხები პირველ შეკითხვებზე
სწავლა თამაშით
„ფანჯრებში“ დამალული ნახატების პოვნა და ცნობისმოყვარეობის გაღვივება
სოციალური უნარების განვითარება
პატარებთან ერთად იპოვეთ პასუხები შემდეგ შეკითხვებზე:
საერთო და პირადი ნივთები
შინ და გარეთ ქცევის წესები
დახმარება, შერიგება, ზრუნვა
მაგნიტური ანბანი
42,90 ₾თუ სკოლისთვის ემზადები, ან უკვე პირველკლასელი ხარ, ან სულაც სკოლობანას თამაში გიყვარს, სასკოლო დაფის მაგივრობას ეს ტრანსფორმერი ყუთი გაგიწევს, რომელიც მაგნიტურ დაფად გადაიქცევა; ქართული ანბანის სწრაფად და ხალისით შესწავლაში კი ყუთის მრავალფეროვანი კომპონენტები დაგეხმარება.
ყუთში დაგხვდება:
მაგნიტური ცალხაზიანი დაფა მარტივი დავალებების შესასრულებლად;
5 მაგნიტური დაფა წინასწარ განსაზღვრული სავარჯიშოებით;
66 მაგნიტური ასონიშანი;
40-გვერდიანი წიგნი ინსტრუქციითა და მზა სახალისო აქტივობებით;
ქართული ანბანის ილუსტრირებული პოსტერი.
მაგნიტური რიცხვები
42,90 ₾თუ სკოლისათვის ემზადები, ან უკვე პირველკლასელი ხარ, ან სულაც სკოლობანას თამაში გიყვარს, სასკოლო დაფის მაგივრობას ეს ტრანსფორმერი ყუთი გაგიწევს, რომელიც მაგნიტურ დაფად გადაიქცევა; მათემატიკის სწრაფად და ხალისით შესწავლაში კი ყუთის მრავალფეროვანი კომპონენტები დაგეხმარება.
ყუთში დაგხვდება:
მაგნიტური უჯრედებიანი დაფა მარტივი დავალებების შესასრულებლად;
8 მაგნიტური დაფა წინასწარ განსაზღვრული სავარჯიშოებით;
52 მაგნიტური რიცხვი და მათემატიკური სიმბოლო;
32-გვერდიანი წიგნი ინსტრუქციითა და მზა სახალისო აქტივობებით.
2-4 ვისწავლოთ ქუჩაში მოძრაობის წესები
15,90 ₾შემეცნებითი წიგნების სერია 2-4 წლის ბავშვებისთვის
პასუხები პირველ შეკითხვებზე
სწავლა თამაშით
„ფანჯრებში“ დამალული ნახატების პოვნა და ცნობისმოყვარეობის გაღვივება
სოციალური უნარების განვითარება
პატარებთან ერთად იპოვეთ პასუხები შემდეგ შეკითხვებზე:
შუქნიშანი
„ზებრა“ გადასასვლელი
უსაფრთხოდ მგზავრობა
5-7 რობოტები
19,90 ₾შემეცნებითი წიგნების სერია 5-7 წლის ბავშვებისთვის
ამ ფერად, ლამაზ წიგნებში პატარა მკითხველებს დახვდებათ:
ამომწურავი პასუხები პირველ რთულ შეკითხვებზე
დეტალიზებული ილუსტრაციები წაკითხულის უკეთ გასააზრებლად
ამოჭრილ „ფანჯრებში“ დამალული ნახატები და ტექსტი ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად
პატარებთან ერთად იპოვეთ პასუხები შემდეგ შეკითხვებზე:
რა არის რობოტი?
როგორ ეხმარებიან რობოტები ფერმერებს?
რატომ აგზავნიან რობოტებს კოსმოსში?
როგორ სწავლობენ რობოტები ფიქრს?
2-4 ვისწავლოთ როდის რას ვაკეთებთ
15,90 ₾შემეცნებითი წიგნების სერია 2-4 წლის ბავშვებისთვის
პასუხები პირველ შეკითხვებზე
სწავლა თამაშით
„ფანჯრებში“ დამალული ნახატების პოვნა და ცნობისმოყვარეობის გაღვივება
სოციალური უნარების განვითარება
პატარებთან ერთად იპოვეთ პასუხები შემდეგ შეკითხვებზე:
როდის უნდა ვიჩაქროთ და როდის არა
წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები
რა შეიძლება მოხდეს ახლავე და რა მალე
2-4 ვისწავლოთ ჩვენი ემოციები
15,90 ₾შემეცნებითი წიგნების სერია 2-4 წლის ბავშვებისთვის
პასუხები პირველ შეკითხვებზე
სწავლა თამაშით
„ფანჯრებში“ დამალული ნახატების პოვნა და ცნობისმოყვარეობის გაღვივება
სოციალური უნარების განვითარება
პატარებთან ერთად იპოვეთ პასუხები შემდეგ შეკითხვებზე:
რატომ ვტირით?
რას ნიშნავს კარგ გუნებაზე ყოფნა?
რაზე ვბრაზობთ ხოლმე?
ჩემი პირველი სიტყვები საპირისპირო მნიშვნელობის 20 ფაზლი
22,90 ₾10-გვერდიანი წიგნი + 20 ფაზლი
პატარებს განუვითარებს მოტორულ და კონცენტრაციის უნარებს.
დააკვირდი ნახატებს და ისწავლე საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები!
ცხოველები 40 ფაზლი + წიგნი + 10 დასადგმელი ფიგურა
27,90 ₾10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, ისწავლო სხვადასხვა გარემოში მობინადრე ცხოველთა სახელები.
40-ნაწილიანი ფაზლი
12 ცხოველის დასადგმელი ფიგურა
ახალი წელი 40 ფაზლი + წიგნი + 10 დასადგმელი ფიგურა
27,90 ₾10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, ისწავლო ახალ წელთან დაკავშირებული სიტყვები, ფერები, ფორმები და რიცხვები.
40-ნაწილიანი ფაზლი
10 დასადგმელი ფიგურა
7-9 პინოკიოს თავგადასავალი
9,90 ₾იყო და არა იყო რა…
– იყო ერთი მეფე! – მაშინვე იტყვიან ჩემი პატარა მკითხველები.
არა, ბავშვებო, ვერ გამოიცანით. იყო და არა იყო რა,
იყო ერთი ხის მორის გადანაჭერი…~
მსოფლიოში ყველა ბავშვმა იცის, რა მოხდა შემდეგ… მაგრამ ალბათ ყველა კიდევ ერთხელ სიამოვნებით წაიკითხავს ცელქი პინოკიოს თავგადასავალს, დაათვალიერებს სახალისო ნახატებს და ისიამოვნებს მშვენიერი ქართული თარგმანით.
მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.
პარიზის ქართული სიზმრები
10,90 ₾„პარიზის ქართული სიზმრები“ მოკლე ჩანაწერების კრებულია. ამ ჩანაწერებში ავტორი იხსენებს იმ ცნობილ თუ უცნობ ქართველებს, რომლებიც, სულხან-საბა ორბელიანიდან მოყოლებული, ბედმა საფრანგეთთან და პარიზთან დააკავშირა. საკუთარი სამშობლოდან მცირე თუ განუსაზღვრელი დროით წასულ ქართველებს მუდამ თან სდევდათ ნოსტალგია და სიზმრები, რომლებიც მშობლიურ მიწას და მის მომავალს უტრიალებდა; და ამას თვით მარადიული ქალაქის მშვენიერებაც ვერ ერეოდა.
ცნობილ „პარიზელ ქართველებზე“ და, ზოგადად, ემიგრანტებზე თავმოყრილ მოკლე ამბებს სამშობლოში დაბრუნების სურვილისა და ნოსტალგიის გარდა „ძმობის, ერთობისა და თავისუფლების“ ქვეყანასთან დაახლოების, მათი იდეალების საკუთარ იდეალებად ქცევის ჯიუტი სურვილი აერთიანებს – სწორედ ის, რითაც სულხან-საბა და მისი გზის გამგრძელებელი ერის სახელოვანი შვილები იყვნენ გამსჭვალულები.
მე და ოსკარი (7-9)
11,90 ₾ოსკარი და იდა ოდნავ ძველმოდურ, მორყეულ სახლში მშობლებთან ერთად ცხოვრობენ. იდა უფროსი დაა და, ერთი შეხედვით, ყველაფერს ის წყვეტს, თუმცა, ვერ წყვეტს იმას, როდის იხვრინოს ოსკარმა.
ხუთი წლის ოსკარი ცელქი, თავნება და ცოტათი აუტანელი ვინმეა. როგორც მამა ამბობს, „ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს~, სკამზე ჯდომა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ვახშმად მაჭკატებია; შეუძლია მარტოდმარტო პირველად წავიდეს მაღაზიაში, როცა მთელი ოჯახი ავადაა; ბატუტი ისე უნდა, საჩუქრად მისი მოთხოვნა უზრდელობა სულაც არ ჰგონია; შეუძლია ყველაფერი ჩააწყოს სკოლის ჩანთაში, რომელიც იმდენად უყვარს, რომ სულ სადღაც რჩება…
იდა ოსკარზე ყოველთვის ზრუნავს, თუმცა ზოგჯერ გული სწყდება, რომ თვითონ სულ ზრდილობიანად იქცევა, საჩუქრებს კი მაინც ოსკარი იღებს. ზოგჯერ ძალიან ბრაზობს ძმაზე, მაგრამ იმასაც აღიარებს, რომ მასთან ერთად ყოველთვის დაუვიწყარ თავგადასავლებში ეხვევა. ზოგჯერ კი ერთი შეხედვით დიდურ რამეებზეც ფიქრობს ხოლმე… მაგალითად, იმაზე, თუ რა მოსდით ჩვენს შიშებს, როცა ჩვენზე პატარასა და მშიშარაზე ვიწყებთ ზრუნვას და როგორ შეიძლება იქცეს ბავშვობის პატარა ქოხი ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მოგონებად.
საოცარი მუმინების ხეობა
19,90 ₾ერთ ლამაზ ხეობაში ცისფერი სახლი დგას, რომელიც ფათერაკების მოყვარულმა მამა მუმინმა თავად ააშენა და თავის ოჯახთან – ალერსიან დედა მუმინთან და ცნობისმოყვარე მუმინტროლთან ერთად დასახლდა. ამ წიგნში, მუმინების ოჯახთან ერთად, გაიცნობ უშიშარ პატარა მის; მოგზაურობის მოყვარულ სნუსმუმრიკს; ყოყლოჩინა სნიფს; სილამაზის მოტრფიალე ფრეკენ სნორკს და კიდევ ბევრ საინტერესო პერსონაჟს, რომლებთან ერთადაც დაუვიწყარ თავგადასავლებში გაეხვევი.
აღმოხდება მზე
19,90 ₾1926 წელს გამოცემული „აღმოხდება მზე“ ერნესტ ჰემინგუეის პირველი რომანი იყო და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ინგლისურ ლიტერატურაზე. ზოგიერთი ლიტერატურათმცოდნე ამტკიცებს, რომ მან შეცვალა რომანის წერის წესი. წიგნმა მსოფლიო აღიარება მოუტანა სან-ფერმინის ფესტივალს, რომელიც ესპანეთის ქალაქ პამპლონაში იმართება. ესაა რომანი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პარიზში მცხოვრებ ემიგრანტებზე, რომლებიც წარმოადგენენ „დაკარგულ თაობას“. მათი აზრით, ბავშვობაში ათვისებული ღირებულებები აღარაფერში არგიათ, ომმა ყველაფერი გადააფასა. პერსონაჟების უმრავლესობას ომი საკუთარი თვალით აქვს ნანახი ფრონტის ხაზზე და საკუთარ ტყავზე განცდილი, ომით გამოწვეულ მოუშუშებელ ტრავმებთან გამკლავებას კი ყველა თავისებურად ცდილობს: ზოგი კაფეებს სტუმრობს, ზოგი ღამის კლუბებში ცეკვავს, ზოგიც სვამს, ან კორიდას ესწრება, ან ბუნებაში განმარტოვდება… მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი თავდავიწყებაა, რადგან საკუთარ თავს ვერავინ ვერასდროს გაექცევა.
ჩვენ ორნი ერთად ყველაფერს შევძლებთ
19,90 ₾კურდღელი და ზღარბი განუყრელი მეგობრები არიან და ერთმანეთს ყველაფერში ეხმარებიან. თუმცა, ზოგჯერ კინკლაობენ, ჯიუტობენ, იბუტებიან… ხანდახან ასეთ შეკითხვებსაც სვამენ: რა არის მეგობრობა? ვინ არის საუკეთესო მეგობარი? რაც მთავარია, ზღარბმაც და კურდღელმაც იციან, რომ მეგობრობას მოფრთხილება სჭირდება.
უკრაინული სექსის საველე კვლევები
12,90 ₾ოქსანა ზაბუჟკო (დაიბადა 1960 წელს) უკრაინელი პოეტი, რომანისტი და ესეისტია. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია, როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
90-იანი წლებიდან ოქსანა კითხულობდა ლექციებს პენსილვანიის, ჰარვარდისა და პიტსბურგის უნივერსიტეტებში. ამან მას საშუალება მისცა, უკეთ გაეაზრებინა საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა გამოცდილება და ამ ფონზე საკუთარი, როგორც ქალის, პოეტი ქალის ადგილი ეკვლია, რადგან პირადი ცხოვრება, სექსუალობა, ეროვნული იდენტობა – ყველაფერი საბოლოოდ პოლიტიკურ ჭრილში იყრის თავს.
„უკრაინული სექსის საველე კვლევებში“ სექსი არა მხოლოდ ინტიმური აქტია, არამედ ძალაუფლების, ისტორიული მემკვიდრეობისა და პიროვნული თავისუფლების ძიების საშუალება. ის ერთ-ერთი რევოლუციური წიგნია უკრაინულ ლიტერატურაში. მთავარი გმირი ცდილობს, იკვლიოს საკუთარი, როგორც ქალის ტრავმული გამოცდილებები და ეძიოს მიზეზები. ნელ-ნელა ქალის სხეული ბრძოლისა და ძალადობის ველად იქცევა, რაც მკითხველს უჩენს ქალი-სამშობლოს სახე-სიმბოლოს განცდას, სამშობლოსი, რომელზეც ასევე ცდილობენ ძალადობასა და დომინანტობას.
ოქსანა ზაბუჟკოს რომანი „უკრაინული სექსის საველე კვლევები“ გამოირჩევა ინტენსიური, დაძაბული თხრობით; ის ერთგვარი ინტელექტუალური ექსპერიმენტია, თვითგამოხატვის მძაფრი, გულწრფელი მცდელობებით.