სულაკაურის გამომცემლობა
იაკობ ფონ გუნტენი
17,90 ₾შვეიცარიელი მწერალი რობერტ ვალზერი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ავტორად მიიჩნევა, 1908 წელს გამოცემული იაკობ ფონ გუნტენი კი მის ყველაზე მნიშვნელოვან რომანად.
დღიურის ფორმით დაწერილი რომანის მთავარი გმირი იაკობ ფონ გუნტენი – ავტორის ალტერ ეგო – მაღალი წრის ოჯახიდანაა; ის ნებაყოფლობით მიდის ბერლინის მსახურთა აღზრდის ინსტიტუტში, რომლის მთავარი პრინციპი საგნების სწავლა კი არ არის, არამედ აღსაზრდელებში მსახურების, მოთმინების და თვინიერების გამომუშავება.
იაკობს სოციალური იერარქიის ყველაზე დაბალი საფეხურიდან აინტერესებს სამყაროს დანახვა და მისი შესწავლა, სურს, ქვევიდან შეხედოს იმათ, ვინც მაღლა დგას და დაინახოს საზოგადოების მექანიზმები, რომლებიც კლავს ყველაფერს, რაც ცოცხალია ადამიანში.
საიდუმლოებით მოცულ, უცნაურ და არცთუ უხიფათო სასწავლებელში სწავლისა და ცხოვრების ფიქციურპოეტური აღწერისას სიზმარი და ცხადი ერთმანეთში ირევა, დღიურის ახალგაზრდა ავტორის სტილს კი ხშირად გასდევს მელანქოლიური კომიკურობა და ირონია.
იაკობი პარაბოლურად აღწერს და აანალიზებს პირველი მსოფლიო ომის წინა წლების საზოგადოების სულიერ მდგომარეობასა და მისწრაფებებს.
ჩიტბატონა
49,90 ₾13 წლის მოზარდი თეო დეკერი დედასთან ერთად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში ხელოვნების უდიდეს ნიმუშებს ათვალიერებს. ამ დროს ტერორისტები ბომბს აფეთქებენ. დედა იღუპება, თვითონ კი სასწაულის ძალით გადაურჩება ტერაქტს. როდესაც აფეთქების შემდეგ გონს მოდის, თავის გვერდით აღმოაჩენს მომაკვდავ მოხუცს, რომელიც აძლევს ბეჭედს და უბარებს, რომ უიშვიათესი სურათი, ძველი ჰოლანდიელი ოსტატის, კარელ ფაბრიციუსის შედევრი „ჩიტბატონა“, მუზეუმიდან გაიტანოს. მამისგან მიტოვებული თეო, სრულიად მარტოდმარტო, ნიუ-იორკში ხან მდიდარ ოჯახს აფარებს თავს, ხან ავეჯის რესტავრატორსა და ანტიკვარს, რამდენიმე წლის განმავლობაში დაეხეტება ლას-ვეგასსა და ამსტერდამში და ერთადერთ ნუგეშად რჩება მუზეუმიდან მოპარული სურათი, რომელიც წყევლაა, ფსკერისაკენ რომ მიაქანებს, და, ამავე დროს, იმედის სუსტი ძაფიცაა, რომელიც სინათლისკენ ეწევა…
დონა ტარტი (დ. 1963 წ.) ამერიკელი მწერალი და ესეისტია. მისი რომანები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მათგან საუკეთესო, „ჩიტბატონა“, 2013 წელს გამოქვეყნდა და 2014 წელს პულიცერის პრემია დაიმსახურა. იმავე წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ დონა ტარტი „მსოფლიოს ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის“ სიაში შეიყვანა. 2019 წელს გამოვიდა ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი.
მეორე სქესი – სინამდვილე და მითები (წიგნი პირველი)
29,90 ₾მკითხველი ქართულ ენაზე პირველად გაეცნობა წიგნს, რომელსაც ფემინიზმის ბიბლიას უწოდებენ. „მეორე სქესმა“ ადამიანთა მსოფლმხედველობა სრულიად შეცვალა. როგორ მოხდა ადამიანთა ერთობის უთანასწორო გაყოფა? როდის და რა გარემოებათა გავლენით იქცა ქალი „მეორე სქესად“, მამაკაცზე დაქვემდებარებულად? რას მოგვითხრობს ისტორია, მითოლოგია ანდა სოციალური მეცნიერებანი „სუსტი“ სქესის დრამატულ თავგადასავალსა და ქალთა მძიმე ხვედრზე?
ХХ საუკუნის შუა ხანებში სიმონ დე ბოვუარის „მეორე სქესმა“ ნამდვილი ინტელექტუალური „მიწისძვრა“ გამოიწვია. კრიტიკოსები აღიარებდნენ, რომ ამის შემდეგ კაცობრიობა ძველებურად ვეღარ იცხოვრებდა. ქალის ისტორიასა და მენტალურ არსს ავტორი ბიოლოგიის, ფსიქოანალიზის, მატერიალიზმის, ანთროპოლოგიისა თუ ფილოსოფიის ჭრილში განიხილავს. მოგვითხრობს, უძველესი ეპოქებიდან დღემდე რა როლი ერგებოდა ქალებს საზოგადოებაში. ეს წიგნი, გარკვეულწილად, ჩაგვრის, ცრურწმენებისა და ყალბი ფასეულობების, ზოგადსაკაცობრიო შეცდომებისა და საბედისწერო ცვლილებების ისტორიაა. ბოვუარი ასაბუთებს, რომ ქალი და მამაკაცი უპირობოდ თანასწორნი არიან.
სიმონ დე ბოვუარი (1908-1986) მწერალი, ფილოსოფოსი, ესეისტი, ნეოფემინისტი, მეათე ქალი იყო, რომელმაც სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი მიიღო, სადაც მათემატიკას, ფილოსოფიას, ისტორიას, ლათინურსა და ლიტერატურას სწავლობდა. ის მთელი ცხოვრება მცდარი სოციალური მოდელების დამსხვრევას ცდილობდა და დესპოტურ პატრიარქალურ საზოგადოებას ებრძოდა. ბოვუარი სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა, თუმცა თავისი შეურიგებელი შეხედულებების გამო სამსახურიდან ხშირად ათავისუფლებდნენ. „მეორე სქესი“ ორმოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიო კლასიკად იქცა.
სპილოს მოგზაურობა
12,90 ₾„სპილოს მოგზაურობა“ სარამაგუს ერთ-ერთი ბოლო რომანია. ავტორი ევროპაში სპილოს პირველად გამოჩენის ამბავს აღწერს. ის პორტუგალიის მეფემ ავსტრიის ერცჰერცოგს საქორწინო საჩუქრად მიართვა.
ლისაბონიდან ვენამდე გზა რთულია და გრძელი. მოგზაურობა სავსეა თავგადასავლებით. სპილო სულეიმანი და მისი მომვლელი გზად არაერთ უცნაურ ადამიანს გადაეყრებიან.
ევროპაში სპილო აქამდე ჯერ არავის ენახა. სულეიმანის (სოლომონის) გამოჩენამ ხალხი ისე აღაფრთოვანა, რომ ეს გაოცება ისტორიულმა წყაროებმაც შემოინახა.
სარამაგუ ჩვეული სტილით მოგვითხრობს ამბავს. მისი მსუბუქი იუმორი და ირონია მოგზაურებას მეტად საინტერესოს ხდის.
გაცამტვერება
25,90 ₾2022 წლის იანვარში, „სეროტონინის“ გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ, მიშელ უელბეკი მერვე რომანით დაბრუნდა. და ალბათ ესაა მწერლის ყველაზე დახვეწილი, მელანქოლიური და მგრძნობიარე რომანი.
მოქმედება უახლოეს მომავალში ხდება: 2026 წელია, მომდევნო წელს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტი კენჭს ვეღარ იყრის, რადგან ორი საპრეზიდენტო ვადა უკვე ამოწურული აქვს. ამიტომ ის უნდა შეცვალოს ადამიანმა, რომელსაც სრულიად ენდობა და თანაც, სამომავლოდ, თანამდებობაზე დასაბრუნებლად პრობლემას არ შეუქმნის. ამ შინაურ პოლიტიკურ დაძაბულობას ერთვის ტერორისტული თავდასხმები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ინტერნეტში გავრცელებული უცნაური ვიდეოები, მათ შორის – ყალბიც, თუმცა შემაშფოთებელი, რადგან საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის თავის მოკვეთას ასახავს.
როდესაც სამყაროში ასეთი ქაოსია, როდესაც ავადმყოფობა და სიკვდილი სულ უფრო ახლოსაა, ადამიანს რჩება მხოლოდ ოჯახი, ახლობელი ადამიანების თანადგომა და სიყვარული.
ესაა მიშელ უელბეკის ყველაზე დახვეწილი, მელანქოლიური და მგრძნობიარე რომანი, რომელიც მკითხველს სიყვარულის შესაძლებლობაში დაარწმუნებს.
ჩემი დასვენებისა და განტვირთვის წელიწადი
19,90 ₾გამხდარი, ლამაზი, ქერა, მდიდარი გოგო ზამთრის ძილისთვის ემზადება.
აბები, კაფსულები, დივანი, ვიდეომაგნიტოფონი და 80-იანი წლების კინო გოგოს ზამთრის ძილისთვის ამზადებენ.
ყურებმადე გაკრეჭილი ვუპი გოლდბერგი გოგოს ხელს ჩასჭიდებს და იმ ფანჯრის წინ აყენებს, საიდანაც ყველას დამავიწყებელი, ყველაფრის წამშლელი და ცხოვრების გადატვირთვისთვის აუცილებელი ვარდნა უნდა დაიწყოს.
ვარდნა იწყება, მაგრამ ეს სულ სხვა გოგოა, სულ სხვა ფანჯარა და მიზეზიც განსხვავებულია. თუმცა, სწორედ, ეს ვარდნა იქცევა ზამთრის ძილისგან გამორკვევისა და სრული განახლებისთვის გაღებულ მსხვერპლად.
ბუკერის პრემიაზე ნომინირებული ოტესა მოშფეგი არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც გარდამტეხი მოვლენის კვალდაკვალ მიუყვება წარსულის ტყვე ადამიანის ცხოვრების ერთ წელიწადს, რომელიც ხსნას მხოლოდ მძლავრ შეჯახებაში, აფეთქებაში, სრულ განადგურებასა და ფერფლიდან აღდგენაში ხედავს.
5 დოგმენი რწყილთა ბატონი
14,90 ₾ყველა გიჟდება დოგმენზე!
მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ნახევრად ძაღლი, ნახევრად ადამიანი, დოგმენი ნამდვილი გმირია!
დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სიკეთე, თავდადება და საქმისადმი ერთგულება.
1-3 წლის ბავშვის აღზრდა მონტესორის მეთოდით
25,90 ₾დოქტორი მარია მონტესორი ბავშვებს წლების განმავლობაში აკვირდებოდა და შეიმუშავა განათლების ტრადიციული სისტემისგან განსხვავებული მეთოდი, რომელიც პატარებს სწავლის ბუნებრივ სურვილს აღუძრავს
როცა აყვავდა ნუში
12,90 ₾მხიარული ტრაგიზმით აღბეჭდილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურა ჩვენი ნიშაც რომ გახლდათ და სავიზიტო ბარათიც დასავლურ ცივილიზაციაში. ჩვენ წინ გველოდა ეს საოცნებო ევროპა, სადაც გუშინ უკვე ასე მხიარულად და ლაღად შეგვებიჯებინა და სადაც საბოლოოდ უნდა დაგვემკვიდრებინა ადგილი სწორედ ამ სიცოცხლის ტალანტის ძალით!..
ეს შეხედულება, ეს განწყობილება, ეს სწრაფვა, ცხადია, ერთი თავის სათქმელი კი არ არის, არამედ „როცა აყვავდა ნუში“ ერთიანად აირეკლავს ამ განწყობილებას და წარმოდგება ერთ-ერთ სახიერ ნიმუშად მხიარული ტრაგიზმისა, თავისი ღრმააზროვანი განსჯითაც, თხრობის დახვეწილობითა და დინამიზმითაც და სტილის არტისტიზმითაც, მუსიკალური ფონიც რომ შემოსდევს, და ამ მუსიკალურ ფონს ქმნის არა მარტო უხვად ჩართული პოეტური სტრიქონები, არამედ ბელეტრისტული მონათხრობიც.
დროსაფარი
19,90 ₾იდუმალებით მოცული გერიატრიული ფსიქიატრი სახელად გაუსტინი, რომელიც დროის, კერძოდ, წარსულის ფენომენს იკვლევს, უჩვეულო კლინიკის გახსნას განიზრახავს. „წარსულის კლინიკაში“, რომლის თითოეული სართულიც ზედმიწევნით განასახიერებს გარდასულ ათწლეულებს, ალცჰაიმერით და მეხსიერების დაქვეითებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებით გატანჯულ პაციენტებს მკურნალობის ახლებურ, იმედისმომცემ მეთოდს სთავაზობენ – გარემოს ყოველი დეტალი, ავეჯით დაწყებული და სახასიათო სურნელებით დამთავრებული, უზუსტესადაა გათვლილი, რაც მნახველს მისთვის ბედნიერ დროში დაბრუნების ფიზიკურ განცდას უჩენს; დროის საფარში მეხსიერების დახშული სარკმლები ნელ-ნელა იღება და ადამიანს თავისი თავი და ცხოვრება, თუნდაც ნაწილობრივ, ახსენდება.
გაუსტინს ამ კლინიკის მოწყობასა და ფუნქციონირებაში მისი ასისტენტი, ამ ამბის უსახელო მთხრობელი ეხმარება, რომელიც დროსაფარისა და მის გარშემო მოულოდნელად განვითარებული მოვლენების ჟამთააღმწერლადაც იქცევა…
მწერალი, პოეტი და დრამატურგი გეორგი გოსპოდინოვი ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში ცხოვრობს. 1989 წლის შემდეგ იგი პირველი ბულგარელი მწერალია, რომლის ნაწარმოებებიც ყველაზე მეტ ქვეყანაშია გამოცემული. 2023 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემიის გამარჯვებული რომანი – „დროსაფარი“ – მისი რიგით მესამე რომანია.
სიზმრების სასახლე
15,90 ₾ისმაილ კადარეს (1936-2024) ამ ყველაზე იდუმალ რომანში – „სიზმრების სასახლე“ – სახელმწიფო დიდმოხელეთა ოჯახის წარმომადგენელი, მარკ-ალემი, მუშაობას იწყებს ქვეყნის ყველაზე იდუმალ, ყველაზე ძლევამოსილ და შემაძრწუნებელ დაწესებულებაში, ადმინისტრაციაში, რომელსაც ყველასი და თითოეულის სიზმრების შეგროვება, გადარჩევა, კლასიფიცირება და ინტერპრეტაცია ევალება – დედაქალაქით დაწყებული, ქვეყნის ყველაზე შორეული სოფლებით დამთავრებული. ამ სიზმრებიდან უნდა შეირჩეს მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი სიზმარი (თავსიზმარი), რომლითაც იმპერიისა და მისი ტირანის ბედისწერის განსაზღვრა გახდება შესაძლებელი.
მარკ-ალემი ნაბიჯ-ნაბიჯ ადის კარიერის კიბეზე, მიუყვება დაწინაურების სიმძაფრითა და ვნებათაღელვით სავსე გზას და, ბოლოს, დაწესებულების უმაღლეს თანამდებობასაც აღწევს. თუმცა, შიში იმისა, რომ დაუნდობელი და ჯოჯოხეთური ბიუროკრატია საბოლოოდ მასაც მოუღებს ბოლოს, მოსვენებას არ აძლევს. არავინ იცის, რით დასრულდება მისი იდუმალებით მოცული თავგადასავალი…
ანდერძი და მემკვიდრეობა
17,90 ₾„ანდერძი და მემკვიდრეობა“ ვიგდის იორთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნმა საერთაშორისო პოპულარობა 2022 წელს ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვედრით მოიპოვა.
ბერგლიოტი ჟურნალის რედაქტორი და წარმატებული დრამატურგია. არის სამი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია. მისი ცხოვრება მშვიდად, მდორედ მიედინება, მაგრამ – მხოლოდ ერთი შეხედვით. მას შემდეგ, რაც მისი მოხუცებული მშობლები გადაწყვეტენ, საკუთარი მემკვიდრეობა ოთხ შვილს გაუნაწილონ,
ბერგლიოტი თავისდაუნებურად ჩაერთვება დავაში. ეს ამბავი ქალს მისთვის საძულველ წარსულში ითრევს.
დავა თანდათან გაცილებით ღრმა ოჯახურ პრობლემებს ააშკარავებს, ვიდრე ეს მატერიალურ ქონებასა და საკუთრებაზე უთანხმოებაა.
ოჯახი, რომელსაც ბერგლიოტი წლების წინ ჩამოშორდა, შემზარავ საიდუმლოს მალავს. მიზეზი საგულდაგულოდაა მიჩქმალული. მასზე საუბარი არავის არ სურს.
თანდათან ფარდა ეხდება ოჯახის ტრავმას – ფაქტს, რომლის მიუღებლობამაც ბერგლიოტს ცხოვრება დაუმახინჯა. დიდი და პატივსაცემი ოჯახი კი „ნორმალური“ კალაპოტიდან ამოაგდო.
თანამედროვე ნორვეგიელი მწერალი ვიგდის იორთი დაიბადა 1959 წელს. გაიზარდა ოსლოში. შეისწავლა ფილოსოფია, ლიტერატურა და პოლიტიკური მეცნიერებები.
ტერეზა ქალის ცხოვრების ქრონიკა
34,90 ₾ამბავი, რომელსაც ავსტრიული ლიტერატურის კლასიკოსი, ვენური მოდერნიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მე-19-20 საუკუნეების მიჯნის საზოგადოების ფსიქოპორტრეტის მკვლევარი არტურ შნიცლერი გვიყვება, ასი წლის წინ მოხდა, თუმცა ასი წლის წინ არ დაწყებულა.
„ტერეზა“ არ გახლავთ ერთი ქალის ამბავი, არამედ ამბავია ქალისა, რომელიც არაფერს ითხოვდა დანახვის, აღიარების, სიყვარულის, ბოლოს კი სიმშვიდის გარდა – მხოლოდ იმას, რაც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ცხოვრების, ცხოვრების ხალისის, ცხოვრების სურვილისათვის.
ტერეზა წიგნის მთავარი გმირია, თუმცა ავტორისთვის, მასთან ერთად კი მკითხველისთვისაც, უფრო საინტერესო იმ საზოგადოების კვლევაა, რომელიც ფართოდ დახუჭული თვალებით მიუყვება ერთი გოგონას ცხოვრებას. ეს არის საზოგადოება, რომელიც გაკიცხვისა თუ შეცოდების, თანაგრძნობისა თუ გამხნევების პოლუსებზე ისე ინაცვლებს, რომ ვერც ხვდება, რომ ამ სამსჯავროს ერთ ჩვეულებრივ, თავისნაირ ადამიანს უწყობს.
არაფერი
11,90 ₾არაფერია მნიშვნელოვანი. ამას უკვე, კარგა ხანია, მივხვდი.
ამ, ერთი შეხედვით, უწყინარი სიტყვებით იწყება თანამედროვე დანიელი მწერლის, იანე თელერის ნაწარმოები „არაფერი“. პიერ ანტონმა გადაწყვიტა, რომ არაფერია მნიშვნელოვანი, ამიტომ სკოლაში წასვლის ნაცვლად, ქლიავის ხეზე აძვრა და სკოლისაკენ მიმავალი ბავშვების გასაგონად ნიჰილისტური აზრების გავრცელებას მოჰყვა. მისი თანაკლასელები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ჯერ კიდევ არის სამყაროში რაღაც, რის გამოც ღირს ჩვეული ცხოვრების გაგრძელება, სკოლაში სიარული… მათი მცდელობა დღითიდღე უფრო დრამატულ, სასტიკ ფორმას იღებს, მაგრამ მაინც ვერაფრით ახერხებენ, შეასმინონ პიერ ანტონს, რომ იგი ცდება.
„არაფერს“ ხშირად, „ბუზთა ბატონსაც“ ადარებენ; ადამიანური ბუნების სისასტიკე – თანაც ბავშვების მაგალითზე წარმოჩენილი – მართლაც მოგაგონებთ უილიამ გოლდინგის ცნობილ რომანს. თუმცა, იანე თელერის თხრობა კიდევ უფრო გამომწვევი და დაუნდობელია; წიგნმაც სწორედ იმით გაითქვა სახელი, რომ მისი შინაარსი მკითხველს ფილოსოფიური დისკუსიისკენ უბიძგებს.
ხელოვნების ამბავი
79,90 ₾„ხელოვნების ამბავი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წიგნია ხელოვნების შესახებ, რომელიც ოდესმე გამოცემულა. 60 წლის განმავლობაში იგი რჩება სწორუპოვარ შესავლად მთელი საგნისთვის — უძველესი მღვიმის ფერწერიდან თანამედროვე ექსპერიმენტულ ხელოვნებამდე. მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მკითხველისთვის პროფესორი გომბრიხი ჭეშმარიტი ოსტატია, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ცოდნა და სიბრძნე და რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით, გაუზიაროს მკითხველს უდიდესი სიყვარული ხელოვნების იმ ნიმუშების მიმართ, რომელთაც აღწერს.
“ეს არის წიგნი, რომელსაც შეუძლია — თუ მას ფართო მკითხველი გაეცნობა — მთელი თაობის აზროვნება შეცვალოს. გომბრიხის სტილი სასაუბრო და ინტიმურია. მისი განსწავლულობა ყველასთვის თვალსაჩინოა, მაგრამ იგი არ გთრგუნავს; ამასთანავე, მისგან ყველაფრის შესახებ რაღაც ახალს გაიგებთ. მას შეუძლია რამდენიმე სიტყვით მთელი პერიოდის ატმოსფერო გადმოგცეთ.”
“თაიმზის” ლიტერატურული დამატება, 1-ლი გამოცემის რეცენზია, 1950 წლის 27 იანვარი
1 პატარა პიტის კომიქსების კლუბი
14,90 ₾კეთილი იყოს შენი მობრძანება კომიქსების კლუბში. აქ გაიცნობ კომიქსების შემქმნელებს და წაიკითხავ ძალიან სასაცილო კომიქსებს.
მაქსისტორიები
12,90 ₾მაქსი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა გამომგონებელია.
მას განსაკუთრებით აინტერესებს: თამაში, ძილი და სიტყვები. ძილისას გამოგონება უჭირს, მაგრამ დანარჩენ ორში ნამდვილად ეკუთვნის გამომგონებლებისთვის დაწესებული რაიმე ცნობილი ჯილდო, რომელსაც ვინმე ცნობილი ადამიანი საზეიმოდ გადასცემს!
მონტესორი დედამიწა სტიკერებით
12,90 ₾ჩააკარი სტიკერი;
დახატე;
დააკავშირე;
გააფერადე…
დამოუ კიდებლად შესასრულებელი სახალისო დავალებები და მარტივი შემეცნებითი ტექსტები თამაშ-თამაშით, გამიზნულად ავითარებს ბავშვის კოგნიტურ უნარებს სკოლამდელ ასაკში.
მონტესორის მეთოდით აგებულიეს აქტივობების რვეული დაეხმარება პატარებს, უკეთ გაიცნონ ჩვენი პლანეტის შემადგენელი ნაწილები: კონტინენტები და ოკეანეები, ქალაქები და ქვეყნები, ცხოველთა და მცენარეთა სამყარო.
მონტესორი სახლი სტიკერებით
12,90 ₾ჩააკარი სტიკერი;
დააკავშირე;
დახატე თითებით;
გააფერადე…
მონტესორის მეთოდით აგებული ეს აქტივობების რვეული დაეხმარება პატარებს, შეძლონ საოჯახო ნივთებისა და ინვენტარის ამოცნობა და დასახელება; ისწავლონ საკუთარ ნივთებ ზე, პირად ჰიგიენასა და სახლის სისუფთავეზე დამოუ კიდებლად ზრუნვა.
მონტესორი რიცხვები სტიკერებით
12,90 ₾ჩააკარი სტიკერი;
გამოჭერი;
დახატე თითებით;
გააფერადე…
დამოუ კიდებლად შესასრულებელი სახალისო დავალებები და მარტივი შემეცნებითი ტექსტები თამაშ-თამაშით, გამიზნულად ავითარებს ბავშვის კოგნიტურ უნარებს სკოლამდელ ასაკ ში. მონტესორის მეთოდით აგებული ეს აქტივობების რვეული დაეხმარება პატარებს, შეძლონ რაოდენობების გააზრება და დათვლა, ციფრების ამოცნობა, ჩაწერა და რაოდენობასთან დაკავ შირება; ასევე – ნულის, როგორც „არცერთის“ გააზრება.
მონტესორი ფერები სტიკერებით
12,90 ₾ჩააკარი სტიკერი;
გამოჭერი;
დახატე თითებით;
გააფერადე…
დამოუკიდებლად შესასრულებელი სახალისო დავალებები და მარტივი შემეცნებითი ტექსტები თამაშ-თამაშით, გამიზნულად ავითარებს ბავშვის კოგნიტურ უნარებს სკოლამდელ ასაკში.
მონტესორის მეთოდით აგებული ეს აქტივობების რვეული დაეხმარება პატარებს ფერების, ფერთა ტონებისა და ელფერების უკეთ აღქმაში, დასახელებასა და დამახსოვრებაში.
ადამიანის სხეული 100 რამ რაც უნდა იცოდე
22,90 ₾ფერადი, შთამბეჭდავი ილუსტრაციები
ბავშვისთვის იოლად აღსაქმელი ტექსტები
გასაოცარი ფაქტები ადამიანის ორგანიზმის შესახებ
სასარგებლო რჩევები
კოსმოსი 100 რამ რაც უნდა იცოდე
22,90 ₾ფერადი, შთამბეჭდავი ილუსტრაციები
მოკლე, ბავშვისთვის იოლად აღსაქმელი ტექსტები
გასაოცარი ფაქტები კოსმოსი შესახებ
სასარგებლო რჩევები
მონტესორი 8 წლიდან აღმოაჩინე ხელოვნება
15,90 ₾კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მსოფლიო შედევრები და სხვადასხვა სირთულის მრავალფეროვანი აქტივობები ხელოვნების ისტორიის გაცნობაში დაეხმარება 8 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს.
აქტივობების რვეულის დახმარებით, ბავშვი:
გაიცნობს ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებულ მიმდინარეობებს/ჟანრებს და მათი განვითარების ისტორიულ კონტექსტებს პრეისტორიული ხანიდან თანამედროვე ურბანულ ხელოვნებამდე, ანუ სტრიტ-არტამდე.
გაიცნობს და დააკვირდება 100-მდე ხელოვნების ნიმუშს და გაიგებს თითოეული მათგანის შესრულებისას გამოყენებულ ტექნიკურ ხერხებს.
ქრონოლოგიური სკალის დახმარებით, მსოფლიო შედევრებს მიუსადაგებს შესაბამის მიმდინარეობასა თუ ისტორიულ პერიოდს.
საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების დახმარებით, თავადაც შეეცდება შემოქმედებითობის გამოვლენას.
რვეულში დაგხვდებათ: ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან პრაქტიკული სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ბარათები მსოფლიო შედევრების ნიმუშებით
მონტესორი 7 წლიდან ლოგიკა მომავალი პროგრამისტებისათვის
15,90 ₾კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული 50-ზე მეტი სახალისო აქტივობის წყალობით 7 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვები გაეცნობიან ორობითი ენისა და პროგრამირების საწყისებს.
აქტივობების რვეულის დახმარებით, ბავშვი:
მონტესორის პედაგოგიკისთვის დამახასიათებელი მიდგომის თანახმად, ყველაზე ბუნებრივი გზით – ყოფითი აქტივობებით (ნამცხვრის მომზადება, მცენარის მოვლა, სუფრის გაშლა…) გაიაზრებს, რომ ალგორითმი რიგითობის ზუსტი დაცვით შესასრულებელი მოქმედებებია, რის შედეგადაც სრულდება დავალება ან გადაიჭრება პრობლემა; შემდეგ თავადაც მოიგონებს „სახალისო ალგორითმებს“ და „გამოასწორებს ხარვეზს“ მარტივ ალგორითმებში.
რობოტ ჰეიოს მაგალითზე გაეცნობა პროგრამირებისა და რობოტიკის საფუძვლებს.
ნახატებისა და მარტივი მითითებების დახმარებით გაიცნობს თვლის ორობით სისტემას და ბულის ლოგიკურ ოპერატორებს.
მონტესორის მეთოდით შთაგონებული პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით (ოღონდ – გაჯეტების გარეშე) განივითარებს ლოგიკურ აზროვნებას და გაიაზრებს კოდის წერის უმარტივეს პრინციპებს.
რვეულში დაგხვდებათ:
ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან პრაქტიკული სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ბარათები მარტივი ალგორითმებით
მონტესორი 6 წლიდან აღმოაჩინე კოსმოსი
15,90 ₾კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკისა და სინგაპურის მეთოდის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობების მიზანია, ბავშვებს მათემატიკისადმი ინტერესი გაუღვიძოს. დავალებები თანდათან რთულდება, ამიტომ რეკომენდებულია მათი მრავალჯერ შესრულება.
აქტივობების რვეულის დახმარებით, ბავშვი:
საინფორმაციო გვერდებისა და თავსატეხების წყალობით, გამოიკვლევს მზის სისტემასა და
ციურ სხეულებს, მათ შორის – ჩვენს ლურჯ პლანეტას.
გაეცნობა ასტრონავტებისა და კოსმოსში გაგზავნილი სხვადასხვა მოწყობილობის მიღწევებს.
მიღებული ცოდნის გადამოწმებისა და განმტკიცების მიზნით, უპასუხებს ყოველი თავის ბოლოს მოცემული თემატური ვიქტორინის შეკითხვებს.შექმნის მუყაოს სათამაშოებს.
რვეულში დაგხვდებათ:
ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან პრაქტიკული სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ბარათები პლანეტებისა და თანავარსკვლავედების გამოსახულებით
რუბრიკა „იცი თუ არა?“ – პასუხები ცნობისმოყვარე ბავშვისთვის
საინტერესო იდეები კოსმოსის სიღრმისეული გამოკვლევისთვის
მონტესორი 4 წლიდან აღმოაჩინე სამყარო
15,90 ₾კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობები 4 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს სამყაროს ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოჩენაში დაეხმარება.
რვეულის პირველ ნაწილში ბავშვი თამაშ-თამაშით შეისწავლის ცოცხალ სამყაროს, მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანის აგებულებას; მცენარის სასიცოცხლო ციკლს; ყოვლისმჭამელი ცხოველების კვებით რაციონს.
რვეულის მეორე ნაწილში ბავშვი დედამიწისა და სამყაროს გასაცნობად მთელ მსოფლიოსა და კოსმოსში „იმოგზაურებს“.
აქტივობები მონტესორის მიერ შემუშავებულ პროგრესირებადი პედაგოგიკის საფუძვლებს ემყარება.
რვეულს თან ერთვის ბარათები ადამიანის სხეულის ნაწილების, მცენარეებისა და ცხოველების გამოსახულებით, გეოგრაფიული რუკები და სხვა.
ასევე:
რუბრიკა „იცი თუ არა?“ – პასუხები ცნობისმოყვარე ბავშვის შეკითხვებზე
ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან დასახატი მასალა
რჩევები სამყაროს უკეთ გასაცნობად
მონტესორი 3 წლიდან -კონცენტრაცია დაკვირვება მეხსიერება
15,90 ₾კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული 100-ზე მეტი აქტივობა 3 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს კონცენტრაციის, დაკვირვებისა და მეხსიერების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
„ეძებე და იპოვე“-ს ტიპის აქტივობები ბავშვს მრავალში განსხვავებულის გამორჩევას ასწავლის.
საგნების შედარება, ერთნაირების დაკავშირება და თითქმის ერთნაირებში წვრილმანი განსხვავებების პოვნა მას კონცენტრირების უნარს გამოუმუშავებს.
მეხსიერების გასავარჯიშებელი აქტივობების შესრულებისას ბავშვს ეტაპობრივად სთხოვეთ ჯერ ერთი ნახატის დამახსოვრება, შემდეგ –
რამდენიმესი; ასევე, დამახსოვრებული ნახატის დახატვა მეხსიერებით; თავისი ნახატის შედარება „ორიგინალთან“, შეცდომის პოვნა და შესწორება..
დაბოლოს, მიმდევრობების შევსება, ზედმეტი დეტალების პოვნა და სხვადასხვა ტიპის ლაბირინთში გზის გაკვლევა თქვენს პატარას ლოგიკური ანალიზის უნარს გაუუმჯობესებს.
ასევე:
ამოსაჭრელი და შესანახი ბარათები
მეხსიერების შესამოწმებელი მუყაოს
ბარათები
მონტესორი 2 წლიდან – ყველაზე პატარებისათვის
15,90 ₾კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული 100-მდე აქტივობა 2 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს ფორმების, ფერების, დახარისხებისა და ასოციაციების გააზრებაში დაეხმარება.
საგნების დაწყვილება, დახარისხება და მიმდევრობების შევსება ბავშვს ვიზუალურ აღქმას და ლოგიკურ აზროვნებას განუვითარებს.
ერთნაირების დაკავშირება და კენტად დარჩენილი საგნების აღმოჩენა მას კონცენტრირების უნარს გამოუმუშავებს.
„ეძებე და იპოვე“ ტიპის სავარჯიშოები ვიზუალური გარჩევისა და დაკვირვების უნარებს განუვითარებს. ამასთან, ეს სავარჯიშოები გამოიყენება სამეტაპიან გაკვეთილზე: „ვეცნობი“, „ვცნობ“ და „ვამოწმებ“…
დაბოლოს, ფერებთან, ფორმებთან, ზომებთან და კონტრასტებთან დაკავშირებული სავარჯიშოები დაეხმარება ბავშვს, სტრუქტურულად ჩამოაყალიბოს, დაახარისხოს და დაალაგოს თავისი ნააზრევი.
ასევე:
ამოსაჭრელი და შესანახი ბარათები
ამოსაჭრელი და ნახატზე დასაწებელი ბარათები
ამოსაჭრელი გეომეტრიული ფიგურები
ძალიან მშიერი მუხლუხი
14,90 ₾ყველა დროის ყველაზე პოპულარული საბავშვო შემეცნებითი წიგნი პატარებს თვლას, კვირის დღეებს, ხილის სახეობებს, და, რაც მთავარია, ციცქნა მუხლუხის მაგალითზე, სწორ კვებას ასწავლის.
ჩხარუნა დათვი
14,90 ₾წიგნი განკუთვნილია 6 თვიდან ბავშვებისთვის.
ამ ჩხარუნა წიგნში პატარები წაიკითხავენ მხიარულ ლექსებს და გაერთობიან ფერადი ბურთით, რომელიც ხან დათუჩას ცხვირია, ხან თაგვის და ხანაც ლომის.
ჩხარუნა იხვი
14,90 ₾წიგნი განკუთვნილია 6 თვიდან ბავშვებისთვის.
ამ ჩხარუნა წიგნში პატარები წაიკითხავენ მხიარულ ლექსებს და გაერთობიან ფერადი ბურთით, რომელიც ხან თახვის ცხვირია და ხანაც პატარა ბაყაყის.
ჭიტა აი რას ხედავს ჩვილი
10,90 ₾„ახალშობილის მხედველობის სიმახვილე 5%-ს არ აღემატება. ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს, ლაპარაკს… ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი დაბადებიდან 6 თვეა, როცა მხედველობის სიმახვილე მნიშვნელოვნად, თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების აღქმისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება. ასეთი წიგნები, რომლებიც გაფორმებულია იოლად აღსაქმელი შავ-თეთრი, ასევე, კაშკაშა ფერადი, მარტივი ფიგურებით, არა მხოლოდ ჩვილის ყურადღებას მიიპყრობს, არამედ მეტად ააქტიურებს თავის ტვინის მხედველობით ცენტრს და ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის როგორც ვიზუალური, ასევე ზოგადი განვითარების პროცესის სწორი და დროული წარმართვისთვის“.
პირველი წიგნი, აი რას ხედავს ჩვილი
11,90 ₾,,აი, რას ხედავს ჩვილი (პირველი წიგნი)’’ პატარებს დაეხმარება მხედველობის განვითარებაში, რადგან წიგნის გვერდები სავსეა მკვეთრი, ფერადი და მარტივად აღსაქმელი რგოლებით, პატარების მხედველობის სიმახვილე კი სწორედ 6 თვემდე მატულობს.
წიგნი დამზადებულია მყარი მუყაოსგან,რაც ბავშვებს წიგნის მრავალჯერადად გამოყენების საშუალებას მისცემს.
დილა მშვიდობისა წყლის მეგობრებო
10,90 ₾ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს და ლაპარაკს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადებიდან 6 თვე, როცა მხედველობის სიმახვილე თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების, ფორმებისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება.