Showing 141–175 of 581 resultsSorted by latest

მონტესორი 2 წლიდან – ყველაზე პატარებისათვის

15,90 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული 100-მდე აქტივობა 2 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს ფორმების, ფერების, დახარისხებისა და ასოციაციების გააზრებაში დაეხმარება.

საგნების დაწყვილება, დახარისხება და მიმდევრობების შევსება ბავშვს ვიზუალურ აღქმას და ლოგიკურ აზროვნებას განუვითარებს.
ერთნაირების დაკავშირება და კენტად დარჩენილი საგნების აღმოჩენა მას კონცენტრირების უნარს გამოუმუშავებს.
„ეძებე და იპოვე“ ტიპის სავარჯიშოები ვიზუალური გარჩევისა და დაკვირვების უნარებს განუვითარებს. ამასთან, ეს სავარჯიშოები გამოიყენება სამეტაპიან გაკვეთილზე: „ვეცნობი“, „ვცნობ“ და „ვამოწმებ“…
დაბოლოს, ფერებთან, ფორმებთან, ზომებთან და კონტრასტებთან დაკავშირებული სავარჯიშოები დაეხმარება ბავშვს, სტრუქტურულად ჩამოაყალიბოს, დაახარისხოს და დაალაგოს თავისი ნააზრევი.
ასევე:

ამოსაჭრელი და შესანახი ბარათები
ამოსაჭრელი და ნახატზე დასაწებელი ბარათები
ამოსაჭრელი გეომეტრიული ფიგურები

ჩხარუნა დათვი

14,90 

წიგნი განკუთვნილია 6 თვიდან ბავშვებისთვის.

ამ ჩხარუნა წიგნში პატარები წაიკითხავენ მხიარულ ლექსებს და გაერთობიან ფერადი ბურთით, რომელიც ხან დათუჩას ცხვირია, ხან თაგვის და ხანაც ლომის.

ჩხარუნა იხვი

14,90 

წიგნი განკუთვნილია 6 თვიდან ბავშვებისთვის.

ამ ჩხარუნა წიგნში პატარები წაიკითხავენ მხიარულ ლექსებს და გაერთობიან ფერადი ბურთით, რომელიც ხან თახვის ცხვირია და ხანაც პატარა ბაყაყის.

პირველი წიგნი, აი რას ხედავს ჩვილი

11,90 

,,აი, რას ხედავს ჩვილი (პირველი წიგნი)’’ პატარებს დაეხმარება მხედველობის განვითარებაში, რადგან წიგნის გვერდები სავსეა მკვეთრი, ფერადი და მარტივად აღსაქმელი რგოლებით, პატარების მხედველობის სიმახვილე კი სწორედ 6 თვემდე მატულობს.

წიგნი დამზადებულია მყარი მუყაოსგან,რაც ბავშვებს წიგნის მრავალჯერადად გამოყენების საშუალებას მისცემს.

დილა მშვიდობისა წყლის მეგობრებო

10,90 

ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს და ლაპარაკს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადებიდან 6 თვე, როცა მხედველობის სიმახვილე თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების, ფორმებისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება.

პოლინკა

19,90 

პატარა პოლინკას მშობლები სოფელში, ბებოსთან და ბაბუასთან ჩაიყვანენ.
იმ რამდენიმე დღეში პოლინკა მზაკვრულ მზაკვრადაც იქცევა, წერა-კითხვას და ანგარიშსაც ისწავლის და ნამდვილ მეგობარსაც გაიჩენს.

წაიკითხეთ უკარაინელი ავტორის ეს მხიარული წიგნი და აუცილებლად შეგიყვარდებათ
პატარა, ჭკვიანი, ცელქი პოლინკა

პეტსონი და ფინდუსი

19,90 

თუ კეთილი და შთამბეჭდავი ამბების კითხვა გიყვარს, მოხუცი პეტსონისა და მისი ჭკვიანი კატის თავგადასავლები ნამდვილად მოგეწონება.

იცი, პეტსონზე რას ამბობდნენ მეზობლები? შერეკილიაო.

ცხოველების ფერმა

15,90 

ეს „საადგილმამულო ფერმა“, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივია… სანამ ცხოველები უპასუხისმგებლო, ლოთ მფლობელს, მისტერ ჯოუნსს, არ აუჯანყდებიან.

აჯანყებული ცხოველების მიზანი უთანასწორობის აღმოფხვრა და ფერმის მობინადრეებისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა. გამჭრიახი ტახების მეთაურობით ისინი ახალი სახელმწიფოს მშენებლობას იწყებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში აჯანყების დიადი მიზნები და იდეალები იცვლება, იერარქია ფერმაში კვლავ ბრუნდება – სახეშეცვლილი, დამახინჯებული ფორმით.

ჯორჯ ორუელის ალეგორიული რომანი „ცხოველების ფერმა“ ძალაუფლებაზე, სიხარბესა და მანკიერ სახელმწიფო მმართველობაზეა. წიგნი არასოდეს კარგავს აქტუალურობას და ნებისმიერ ასაკში საინტერესო საკითხავია; ხოლო ეს გამოცემა, რომელიც კრის მოულდის შესანიშნავი ილუსტრაციებითაა გაფორმებული, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკითხველს მოხიბლავს.

ნილოსის ღვთისმშობელი

15,90 

რომანში „ნილოსის ღვთისმშობელი“ მოქმედება ვითარდება 1970-იან წლებში აფრიკაში, რუანდაში, ქალთა სამონასტრო სკოლა-პანსიონში. აქ მოზარდი გოგონები ცხოვრობენ, სწავლობენ და ემზადებიან, რომ გახდნენ კარგი ცოლები. ამასობაში კი ქვეყანაში ვითარება იძაბება. ჰუტუსა და ტუტსის ხალხებს შორის მწიფდება ეთნიკური კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ნამდვილ კატასტროფად იქცეს…

სქოლასტიკ მუკასონგა (დ. 1956 წ.) რუანდაში დაიბადა და ცხოვრობდა. გენოციდის დროს ამოწყვიტეს ტუტსის ტომის მრავალი ათასი წარმომადგენელი, მათ შორის ავტორის ოჯახის 27 წევრი. იგი გადაურჩა ეთნიკურ დევნას, 1992 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში და წერს ფრანგულად. რომანი „ნილოსის ღვთისმშობელი“ 2012 წელს გამოვიდა და რამდენიმე ლიტერატურული პრემია მოიპოვა. ქართულად ქვეყნდება პირველად.

გაიქეცი რომ გადარჩე

14,90 

აზარი დედასთან ერთად გამორბის თავისი მზიანი, ცხელი სოფლიდან. დედა-შვილის ცხოვრება ორ ნაწილად იხლიჩება – ტკბილ-მწარე მოგონებებად და გაურკვეველ, გრძელ მოლოდინად ქცეულ აწმყოდ პირქუშ, უცხო ირლანდიაში.

უკან, მონატრებულ სამშობლოში დაბრუნება და ღირსების შემლახავი ტრადიციის მორჩილება აზარისთვის სიკვდილის ტოლფასია. არადა თუ ამას არ დაამტკიცებს, უცხო ქვეყანა არ შეიფარებს. ბოლო არ უჩანს დაუსრულებელ დაკითხვებს, ლტოლვილთა თავშესაფარში უცხო ადამიანებთან ერთად ცხოვრებას… აზარისთვის ერთადერთი სიხარული ახალ მეგობართან ერთად სირბილია. სირბილი კი ამქვეყნად ყველაფერს ურჩევნია.

წიგნის ავტორი, ჯეინ მიჩელი ირლანდიაში ცხოვრობს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა პრობლემის მქონე თინეიჯერებთან მუშაობდა. მან ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა და ორჯერ მიიღო მონაწილეობა დუბლინის 42-კილომეტრიან მარათონში.

ნებადართული ჯადოქრობა

14,90 

საბჭოთა კავშირი არსებობის ბოლო დღეებს ითვლის, მიხაილ გორბაჩოვი კი მეტაფორაზე ძველი სპარსული ტრაქტატის მოძიებას ავალებს პარიზში ჩანერგილ კა-გე-ბე-ს ჯაშუშს – სჯერა, რომ ამ დაკარგული ხელნაწერის მეშვეობით შეძლებს განწირული იმპერიის გადარჩენას. ისტორიის შემობრუნება გორბაჩოვს არ დასცალდება, სამაგიეროდ, ჯაშუში იმ მოუხელთებელ, ამოუცნობ სიტყვებს ეზიარება, რომელთა იდუმალი ლანდი მთელი ცხოვრება არ ასვენებდა და რომლებიც აურაცხელ ქონებას და ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში აბსოლუტურ ძალაუფლებას მოაპოვებინებენ. „ესაა მოციმციმე სიტყვები, გამოუძიებელი და გამოუკვლეველი და უფროსღა გამოუთარგმნელი, სამყაროს პირველწყარო. ისმინე მათი ფაქიზი შრიალი, განჭვრიტე მათი ლაღი მოძრაობები, იხარე მათთან ერთად“.

მაგიური რეალიზმისა და ალტერნატიული ისტორიული ჟანრის რომანი ნებადართული ჯადოქრობა ირაკლი მეტრეველის მეორე წიგნია.

მოს შვიდი დღე

12,90 

მო და კარლი 12 წლის ტყუპები არიან. უბრალოდ, როგორც კარლი იტყოდა, მოს `ადამიანთა უმეტესობისგან განსხვავებულად მოქცევა და წარმოუდგენელი სისულელეების ჩადენა შეუძლია~.

სანამ დედა დაბრუნდება სამსახურიდან, კარლი ძმაზე ზრუნავს, არადა, მოსთან ლოლიავის ნაცვლად, სხვა ბავშვებივით სიამოვნებით ითამაშებდა ფეხბურთს, იქროლებდა ველოსიპედით, შეხვდებოდა ნადიას, რომელიც ძალიან მოსწონს…

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად,
ვინ იცის, იქნებ კარლს უფრო
სჭირდება მო, ვიდრე მოს – კარლი?!

მამა მუმინის მემუარები

11,90 

„მივენდე ჩემი ბედის ვრასკვლავს და ისე დავადექი გზას, წარმოდგენაც არ მქონდა, რა საოცარი ამბები მელოდა წინ.“

კომეტა მუმინების ხეობაში

11,90 

„კომეტა დედამიწას დაეჯახება 7 აგვისტოს საღამოს 8 საათსა და 42 წუთზე, შესაძლოა, 4 წამით გვიან“.

რა ელის დედამიწას? მუმინტროლი და სნიფი ობსერვატორიის საპოვნელად გაემართებიან, საიდანაც არცთუ დამაიმედებელი ამბით, მაგრამ ახალ მეგობრებთან ერთად დაბრუნდებიან.

ჯადოქრის ქუდი

11,90 

მუმინების ხეობა ჯადოქრობის ასპარეზად იქცა. ეს მას მერე მოხდა, როცა მუმინტროლმა, სნუსმუმრიკმა და სნიფმა მთის წვერზე ჯადოქრის ქუდი იპოვეს და შინ წაიღეს.

შვილობილი

8,90 

ეს წიგნი მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნაწარმოების მოცულობას საერთო არაფერი აქვს აზრის სიღრმესთან და ზემოქმედების ძალასთან.

ეს ემოციური ამბავი ირლანდიაში, უექსფორდში ხდება. ოჯახის დიასახლისი მორიგ ჯერზე დაორსულდა და ხელმოკლეობის გამო უფროსი გოგონებიდან ერთ-ერთი ზაფხულში დროებით საცხოვრებლად შორეულ ნათესავებს მიაბარეს. გოგონამ არ იცის, როდის დაბრუნდება სახლში. თავად იდეა ბავშვის უცხო ადამიანებთან გაგზავნის უცნაური და სასტიკიც კი შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ოჯახს სხვა გამოსავალი არ აქვს – ფინანსური გაჭირვების გამო იძულებულია, ასე მოიქცეს.

უცხო ოჯახში, უცხო ხალხთან ბავშვი გარემოცულია სითბოთი და სიყვარულით, რაც აქამდე არასდროს ჰქონია და ნელ-ნელა პოულობს სულიერ სიახლოვეს ადამიანებთან, რომლებიც მისი სისხლით ნათესავები არ არიან.

მაგრამ საიდუმლო მჟღავნდება და უცებ გოგონა აღმოაჩენს, თუ როგორი მოჩვენებითი იყო მისი იდილია.