სულაკაურის გამომცემლობა
გაიქეცი რომ გადარჩე
14,90 ₾აზარი დედასთან ერთად გამორბის თავისი მზიანი, ცხელი სოფლიდან. დედა-შვილის ცხოვრება ორ ნაწილად იხლიჩება – ტკბილ-მწარე მოგონებებად და გაურკვეველ, გრძელ მოლოდინად ქცეულ აწმყოდ პირქუშ, უცხო ირლანდიაში.
უკან, მონატრებულ სამშობლოში დაბრუნება და ღირსების შემლახავი ტრადიციის მორჩილება აზარისთვის სიკვდილის ტოლფასია. არადა თუ ამას არ დაამტკიცებს, უცხო ქვეყანა არ შეიფარებს. ბოლო არ უჩანს დაუსრულებელ დაკითხვებს, ლტოლვილთა თავშესაფარში უცხო ადამიანებთან ერთად ცხოვრებას… აზარისთვის ერთადერთი სიხარული ახალ მეგობართან ერთად სირბილია. სირბილი კი ამქვეყნად ყველაფერს ურჩევნია.
წიგნის ავტორი, ჯეინ მიჩელი ირლანდიაში ცხოვრობს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა პრობლემის მქონე თინეიჯერებთან მუშაობდა. მან ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა და ორჯერ მიიღო მონაწილეობა დუბლინის 42-კილომეტრიან მარათონში.
ნებადართული ჯადოქრობა
14,90 ₾საბჭოთა კავშირი არსებობის ბოლო დღეებს ითვლის, მიხაილ გორბაჩოვი კი მეტაფორაზე ძველი სპარსული ტრაქტატის მოძიებას ავალებს პარიზში ჩანერგილ კა-გე-ბე-ს ჯაშუშს – სჯერა, რომ ამ დაკარგული ხელნაწერის მეშვეობით შეძლებს განწირული იმპერიის გადარჩენას. ისტორიის შემობრუნება გორბაჩოვს არ დასცალდება, სამაგიეროდ, ჯაშუში იმ მოუხელთებელ, ამოუცნობ სიტყვებს ეზიარება, რომელთა იდუმალი ლანდი მთელი ცხოვრება არ ასვენებდა და რომლებიც აურაცხელ ქონებას და ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში აბსოლუტურ ძალაუფლებას მოაპოვებინებენ. „ესაა მოციმციმე სიტყვები, გამოუძიებელი და გამოუკვლეველი და უფროსღა გამოუთარგმნელი, სამყაროს პირველწყარო. ისმინე მათი ფაქიზი შრიალი, განჭვრიტე მათი ლაღი მოძრაობები, იხარე მათთან ერთად“.
მაგიური რეალიზმისა და ალტერნატიული ისტორიული ჟანრის რომანი ნებადართული ჯადოქრობა ირაკლი მეტრეველის მეორე წიგნია.
მოს შვიდი დღე
12,90 ₾მო და კარლი 12 წლის ტყუპები არიან. უბრალოდ, როგორც კარლი იტყოდა, მოს `ადამიანთა უმეტესობისგან განსხვავებულად მოქცევა და წარმოუდგენელი სისულელეების ჩადენა შეუძლია~.
სანამ დედა დაბრუნდება სამსახურიდან, კარლი ძმაზე ზრუნავს, არადა, მოსთან ლოლიავის ნაცვლად, სხვა ბავშვებივით სიამოვნებით ითამაშებდა ფეხბურთს, იქროლებდა ველოსიპედით, შეხვდებოდა ნადიას, რომელიც ძალიან მოსწონს…
თუმცა, ყველაფრის მიუხედავად,
ვინ იცის, იქნებ კარლს უფრო
სჭირდება მო, ვიდრე მოს – კარლი?!
მამა მუმინის მემუარები
11,90 ₾„მივენდე ჩემი ბედის ვრასკვლავს და ისე დავადექი გზას, წარმოდგენაც არ მქონდა, რა საოცარი ამბები მელოდა წინ.“
კომეტა მუმინების ხეობაში
11,90 ₾„კომეტა დედამიწას დაეჯახება 7 აგვისტოს საღამოს 8 საათსა და 42 წუთზე, შესაძლოა, 4 წამით გვიან“.
რა ელის დედამიწას? მუმინტროლი და სნიფი ობსერვატორიის საპოვნელად გაემართებიან, საიდანაც არცთუ დამაიმედებელი ამბით, მაგრამ ახალ მეგობრებთან ერთად დაბრუნდებიან.
ჯადოქრის ქუდი
11,90 ₾მუმინების ხეობა ჯადოქრობის ასპარეზად იქცა. ეს მას მერე მოხდა, როცა მუმინტროლმა, სნუსმუმრიკმა და სნიფმა მთის წვერზე ჯადოქრის ქუდი იპოვეს და შინ წაიღეს.
შვილობილი
8,90 ₾ეს წიგნი მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნაწარმოების მოცულობას საერთო არაფერი აქვს აზრის სიღრმესთან და ზემოქმედების ძალასთან.
ეს ემოციური ამბავი ირლანდიაში, უექსფორდში ხდება. ოჯახის დიასახლისი მორიგ ჯერზე დაორსულდა და ხელმოკლეობის გამო უფროსი გოგონებიდან ერთ-ერთი ზაფხულში დროებით საცხოვრებლად შორეულ ნათესავებს მიაბარეს. გოგონამ არ იცის, როდის დაბრუნდება სახლში. თავად იდეა ბავშვის უცხო ადამიანებთან გაგზავნის უცნაური და სასტიკიც კი შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ოჯახს სხვა გამოსავალი არ აქვს – ფინანსური გაჭირვების გამო იძულებულია, ასე მოიქცეს.
უცხო ოჯახში, უცხო ხალხთან ბავშვი გარემოცულია სითბოთი და სიყვარულით, რაც აქამდე არასდროს ჰქონია და ნელ-ნელა პოულობს სულიერ სიახლოვეს ადამიანებთან, რომლებიც მისი სისხლით ნათესავები არ არიან.
მაგრამ საიდუმლო მჟღავნდება და უცებ გოგონა აღმოაჩენს, თუ როგორი მოჩვენებითი იყო მისი იდილია.
გზა
16,90 ₾ზუსტად არავინ იცის, რა ხილვა ჰქონდა ტეხასის ქალაქ ელ პასოს სასტუმროს ნომრის ფანჯარასთან შუაღამისას მდგომ კორმაკ მაკართის, თუმცა მის წარმოსახვაში ცეცხლმოდებულმა მთებმა და იმავე ნომერში მძინარე ოთხი წლის შვილის მშვიდმა სუნთქვამ პულიცერის პრემიის ლაურეატი წიგნი „გზა“ დააწერინა.