2021
გოგონას ენციკლოპედია
30,90 ₾სამაგიდო წიგნი სუპერგოგონებისთვის: რა აინტერესებს თინეიჯერ გოგონას? როგორ განივითაროს საკუთარი თავის რწმენა? როგორ აირჩიოს მეგობრები და როგორ მოიპოვოს მათი კეთილგანწყობა? როგორ იმეგობროს მშობლებთან? რას ნიშნავს კარგი განათლება? კარგი აღზრდა? დახვეწილი გემოვნება?.. ამ და ბევრ სხვა საინტერესო კითხვაზე პასუხს იხილავთ წინამდებარე წიგნში.
ერთი მოთხრობა-ჯადოქარი
2,00 ₾ეს უცნაური, მისტიკური ამბავი გარდასულ საუკუნეებში კი არა, “თანამედროვე, ცივილიზაციის შუქით გაბრდღვიალებულ” ტოკიოში ხდება. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 23 წლის სინძომ მისთვის საინტერესო ერთ საკითხზე მკითხავთან მისვლა გადაწყვიტა. რა სურდა სინძოს, ვისი ბედი და ამბავი აწუხებდა, რატომ გადადგა ასეთი უცნაური ნაბიჯი? ამაზე საინტერესო ის არის,რაც და ვინც მკითხავის სახლში დახვდება და კიდევ უფრო საინტერესო, რაც შემდეგ მოხდება!
მდუმარე პაციენტი
14,95 ₾როდესაც ამბობენ, რომ სასტიკად გაუსწორდი ქმარს, რომ ხარ მკვლელი და მძიმე ფსიქიკური აშლილობა გაქვს, როცა ყველაფერი შენ წინააღმდეგ არის, როგორ უნდა იმართლო თავი? ჩუმდები და კლინიკის მდუმარე პაციენტი ხდები _ ეს არის შენი პასუხი. გგონია, რომ ასე უფრო დაცული ხარ? იქნებ მართლა მოკალი და შეიშალე, ან მეზობელმა გამოჰკრა სასხლეტს, ან საქმიანმა პარტნიორმა, ანდა ხელმოცარულმა ნათესავმა, თუნდაც იმ უცნობმა, უკან რომ გდევდა ლანდივით და გითვალთვალებდა? და თუ ნამდვილი მკვლელი სულ უფრო გიახლოვდება, მაშინ?