შიში

6,00 

“ოთხმაგი მკვლელობა. ოთხი გარდაცვლილი. პირველ მსხვერპლს დანარჩენებისგან წლები აშორებს, მაგრამ ყველაფერი ერთი პიროვნების ხელით ხდება და ერთი იარაღით კეთდება. მკვლელის ვინაობას, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ვარაუდითაც კი ვერ გამოთვლით. მხოლოდ ბოლო გვერდებზე ამოიკითხავთ და გაოცდებით! “

The Professor

12,00 

The Professor was the first novel written by Charlotte Brontë.She submitted the manuscript for publication in 1847,at the same time that her sisters found piblishers for their novels Agnes Grey and Wuthering Heights.The Professor was rejected for publication during the author’s llifetime but was published posthumously in 1857,with a preface by her husband,Arthur Bell Nicholls.The Professor was based on Brontes experiences in Brussels as a pupil and teacher at Constantin Heger’s school for girls

ფიროსმანი – წიგნი-ალბომი (სამენოვანი)

150,00 

“სამენოვანი წიგნი-ალბომი: “”ნიკო ფიროსმანი – ცხოვრება და შემოქმედება””, ავტორი: თემო ჯაფარიძე.

წიგნის ქართველ, ფრანგ და ინგლისურენოვან მკითხველს საშუალება აქვს, გაეცნოს, აწ გარდაცვლილი მწერლისა და მხატვრის, თემო ჯაფარიძის ძალიან საინტერესო და სიღრმისეულ ნარკვევს ფიროსმანზე, რომელიც მან 1998 წელს დაწერა და მცირე კრებულად გამოსცა.

ჯაფარიძე მოგვითხრობს ხშირად ნაკლებად ცნობილ ბიოგრაფიულ დეტალებსა და ამბებს ფიროსმანის ცხოვრებიდან, და იმავდროულად, ცდილობს გაიაზროს ფიროსმანის ფენომენი და მისი შემოქმედება ფართო, ევროპულ კონტექსტში;

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, “”ფიროსმანის ხელოვნებამ შექმნა საქართველოს სიმბოლო, მისი ერთგვარი ხატი და, იმავდროულად, თავად ფიროსმანი იქცა ხატად. უქონელი, მაგრამ სულიერად მდიდარი; გამჭრიახი, კეთილმოსურნეთა და არაკეთილმოსურნეთათვის თანაბრად გაუგებარი; ცხოვრების უსამართლობების პირისპირ უძლური და მაინც თავისი მოწოდების ერთგული; ღრმად ემოციური და სიტყვაძვირი; რთული ხასიათის და გულუბრყვილობამდე დიდსულოვანი – აი, ასეთია ფიროსმანი”

ჩემი ცხოვრების ფილმები

20,00 

“რაზეა ეს წიგნი?

კინოზე, მის მშვენიერებასა და მისი შექმნის სირთულეებზე.

წიგნი აერთიანებს ფრანსუა ტრიუფოს სხვადასხვა დროს დაწერილ სტატიებს, სადაც მთავარი გმირები მისი საყვარელი რეჟისორები და მათი საკულტო ფილმებია. ფოტოებში, თითქმის ყველა მათგანი, კინოკამერასთან დგას, ყველა ფოტოში იგრძნობა მათი განსაცდელი; მათი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, რამდენად რთულ საქმეს არიან შეჭიდებულები და როგორ იბრძვიან იმისთვის, რომ ყოველი ფილმი წარმატებული იყოს.”

დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი

12,00 

“წიგნში გაერთიანებულია ლანა ღოღობერიძის ახალი, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, “”დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი”” სცენარი და ლანას დედის, ნუცა ღოღობერიძის, ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი რეჟისორის მოთხრობები, რომელიც მან 10 წლიანი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა.

როგორც ზაირა არსენიშვილი წერდა თავის რეცენზიაში – “”ეს მოთხრობები ჩვენი ისტორიის, ჩვენი ლიტერატურის შენაძენია, თავისი დოკუმენტური უტყუარობით და მწერლური ოსტატობით. ავტორისთვის დამახასიათებელი ლაკონიური თხრობა და სიწრფელე კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ჩრდილოეთის უცხო და მკაცრ გარემოში გადასახლებული ქალების გაუსაძლის ყოფას. და რაც ასე მნიშვნელოვანია და ღირებული, ეს მოთხრობები გისახავს რწმენას, რომ ყველა ვითარებაში, უმძიმესი განსაცდელის დროსაც, ადამიანს ძალუძს ღირსეულად გაუძლოს ჭირთათმენას და დარჩეს ადამიანად.”