2023
ჰოლივუდი ვაგონის კედელზე
10,50 ₾სურათის აღწერა – იყო ასეთ დავალება ჩვენს ბავშვობაში: სურათისთვის თვალი უნდა გაგვეშტერებინა და მასზე, რაც შეიძლება მეტი რამ დაგვენახა. ამ წიგნს თითქმის თვალდახუჭული ვწერდი – ძველი ალბომების შთაგონებით. თან ვფიქრობდი, რას ვხედავთ, როცა ბავშვობის ფოტოებს ვუყურებთ? განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბავშვობა სხვა საუკუნეში, სხვა წყობის ქვეყანაში დარჩა?
ნოსტალგიას, რადგან ჩვენი თავები გვენატრება? სინანულს, რომ თავისუფლება და სილაღე გვაკლდა? სევდას, რომ მთელი ეს წლები ოცნებებში გავიდა? როგორ შეიძლება სკოლის საკლასო ოთახად ქცეული ვაგონის კედელზე ჰოლივუდი გაჩნდეს? როგორ ვიყოთ განსხვავებულები, როცა ყველას ერთნაირად გვაცვია? როგორ დავიცვათ სიყვარული, რომელიც აკრძალულია?
ეს წიგნი, რომელშიც საქართველოს ერთ პატარა ქალაქში მომხდარ ამბებზე გიყვებით, მხატვრულიც არის და დოკუმენტურიც: არ შემეძლო დამევიწყებინა ის, რაც მოხდა. არ შემეძლო არ გამომეგონებინა, ის, რაც არ მოხდა.
ახალი სიმღერები
18,35 ₾„ახლა, როცა გიორგი კეკელიძის სიმღერებად წოდებულ ლექსებზე ვწერ, ჯერ არ ვიცი და არც ავტორისთვის მკითხავს, რა დაერქმევა წიგნს, მაგრამ მგონია, რომ ლექსების მიმდევრობა ისეთივე ან თითქმის ისეთივე იქნება, როგორც იმ სამუშაო ფაილში) დალაგებული, რომელიც წავიკითხე. ვვარაუდობ, რომ ავტორს ბევრი უფიქრია ამ განსხვავებული, თუმცა ყოველთვის მაღალი სალექსო ტექნიკით შეთხზული ლექსების მიმდევრობაზე, და ეს მიმდევრობა შინაარსის ნაწილად აღიქმება, რაც არც ისე ხშირია თანამედროვე ქართულ პოეზიაში; კიდევ უფრო იშვიათია ის სტილური და ფორმალურ. ემოციურ და შინაარსობრივი მრავალფეროვნება, რომელსაც პოეტი გვთავაზობს. როგორც წესი, პოეტები უფრთხიან ასეთ მრავალფეროვნებას ერთი კრებულის ფარგლებში, რადგან მას ყოველთვის ახლავს სტილური ამორფულობის, ქაოსურობის რისკი, და ძალიან მაღალი პოეტური კულტურაა საჭირო, ეს მრავალფეროვნება წესრიგად აქციო. კრებულში ეს სირთულე საუკეთესოდაა გადალახული. აქ, ცხადია, არ ვგულისხმობ მხოლოდ რეგულარული და თავისუფალი სალექსო ფორმების მონაცვლეობას, ფორმების, რომლებსაც თანაბარი ოსტატობით ფლობს გიორგი კეკელიძე. კრებულში არის აბსტრაქციაც და უკიდურესი ნატურალიზმიც, თითქმის თვითმდინარი ცნობიერების ნაკადიც და მცირე ლექსების დაწურული ლაკონიზმიც, ირონიაც და შეუნიღბავი სევდაც, და ამ ყველაფერს ადუღაბებს ენისა და ემოციის მართვის ძალიან მაღალი, ფაქიზი კულტურა. რომლის წყალობით ბუნებრივი მთლიანად იკითხება ისეთი განსხვავებული ლექსები, როგორიცაა, მაგალითად, „სოფლის სიმღერა“, „შიშს სიმღერა“, „ბოლო წასვლის სიმღერა“, „ოჯახს სიმღერა“. ეს მეტისმეტად ტკივილიანი კრებულია, რამდენადაც პირადული, იმდენადვე საყოველთაო და გასაგები; წიგნის ფორმატში სწორად შეფუთული მაღალი პოეზია. რომლის მხატვრულ და გეოგრაფიული სიმართლე ახლობელი უნდა იყოს, თუმცა მხოლოდ მომზადებული. მაგრამ მაინც მრავალნაირ გემოვნებისა და გამოცდილების მკითხველისათვის.“ – ზვიად რატიანი
წამისყოფა
11,95 ₾ოცდამეერთე საუკუნის ქართულმა პოეზიამ ერთი აშკარა მახასიათებელი შემოგვთავაზა: ბანოვანთა რიცხობრივი უპირატესობა, რომელსაც ახლახან კიდევ ერთი ახალი სახელი და გვარი შეემატა: თამარ ჟღენტი.
კანონიკური ლექსი თუ ვერლიბრი? – ისევ აქტიურია ეს შეკითხვა და ავტორი პასუხობს: ორივე!
სხვაგან წაგვიყვანა:
თითქოს განთიადს მზემ დაუბარა:
„ჩემს ამოსვლამდე – ცა გალილეო!“
ისე გალურჯდა, – ვერ დაუფარავს
აღფრთოვანება ყრმა გალილეოს.
უცნობი ლოგოსიც მოგვაწონა: გასისხლთესლება.
საცხოვრისიც დიდი ბრიტანეთის სამეფო.
თამამი სტრიქონი წაგვაკითხა:
პირველი ლექსი უსათუოდ ქალმა დაწერა.
მინდა არ დავეთანხმო, მაგრამ როგორ?