2024
პიროვნების 4 ძირითადი ტიპი
15,00 ₾ყველა ადამიანი უნიკალურია, ამაში ცუდი არაფერია. წარმატების მისაღწევად სხვა ადამიანების მიბაძვა არ არის აუცილებელი, საკმარისია საკუთარ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით ინდივიდუალური ქცევის სტილის ჩამოყალიბება.
თითოეულ ჩვენგანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებიც ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენი პიროვნების სტრუქტურას განსაზღვრავს.
სიტუაციები და საგნები სხვადასხვა პერსპექტივიდან განსხვავებულად შეიძლება იქნეს დანახული და შეფასებული. ხშირად არ არსებობს „სწორი“ და „მცდარი“ პერსპექტივა; არის „განსხვავებული“ პერსპექტივა, რომელიც სხვადასხვა ხედვიდან გამომდინარეობს.
წვიმის წვეთი პაკი
8,90 ₾აკაკი დაუშვილის ზღაპარი „წვიმის წვეთი პაკი“ მარტივი, ბავშვებისთვის იოლად აღსაქმელი სიუჟეტითა და საუცხოო ილუსტრაციებით გამოირჩევა. მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსება ორიგინალური ფაბულა და საინტერესო პერსონაჟების სიმრავლეა. ერთ ღრუბლიან დღეს წვიმის წვეთი, სახელად პაკი, გოგონა მარიცას ქოლგაზე მოადენს ტყაპანს და მთავარი ამბებიც სწორედ აქედან იწყება.
ზღაპარში ბევრი საინტერესო ეპიზოდია, რომელიც პატარა მკითხველს ხან ცრემლს მოჰგვრის, ხან – ღიმილს. ნაწარმოებს შემეცნებით-საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს, რადგან ბავშვებს სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენაზე უამბობს და ხელს უწყობს მათი წარმოსახვის განვითარებას. აქ ადამიანებს, ცხოველებსა და გამოგონილ არსებებს შორის ზღვარი იშლება. ეს ზღაპარი ბავშვებს ცნობისმოყვარეობასა და სიკეთის კეთების სურვილს აღუძრავს.
წერილები ჩემი ბავშვობიდან
12,95 ₾“გიორგი, შენი წიგნი თითქოს ჩვენი თაობის საერთო ბიოგრაფიაა, თბილი, ტკბილი და ტკივილიანი წარსულის და აწი უკვე სამარადჟამოდ გაცოცხლებული. მადლობა, ასეთი გულწრფელობისთვის, სიმართლისთვის. ეს ხომ ასე იშვიათია. „შენს პირს შაქარი, შენს პირს შაქარი…” – მერაბ შევარდნაძე ეს წიგნი არის ამბების წიგნი, პოსტმოდერნიზმის ენაზე თუ ვიტყვით, „ნარატივების წიგნი − პატარა, ყოველდღიური, თითქოს არაფრით გამორჩეული ამბების. ეს ამბები ფრაგმენტულია, კონტექსტუალური, ღრმად ცხოვრებისეული (ემპირიული) და ურთიერთგადაჯაჭვულიც, რადგან ადამიანების ცხოვრებას ქმნის და მათი ბიოგრაფიების მეტ-ნაკლებად ჰოლისტურ სურათს გვაძლევს. ამაზე თავად ავტორიც მიანიშნებს: „ადამიანს ასეთი ფრაგმენტები აკოწიწებს, ეს არის ჩვენი უჩინარი წებო. ეს რომ გაშრება, ჩვენც დავიშლებით” იაგო კაჭკაჭიშვილი
დედის ოთახი
16,95 ₾ნაირა გელაშვილის ,,დედის ოთახი” გასული საუკუნის ორმოციან წლებში დაწერილი ერთ-ერთი დიდი ქართული რომანია. მისი დაწერიდან 37 წელია გასული- შიდა და გარე ომებით, სიღარიბით და პოლიტიკური დაპირისპირებებით გაჯერებულია ხანა-და, როგორც დიდი წიგნების ბედია, ყველა დროში ეს რომანიც სხვადასხვანაირად აღიქმება- ყოველი ახალი თაობა მასში იპოვის იმას, რასაც ჩვენ, ამ წიგნის პირველი მკითხველები, ვერ ვხედავდით. მიუხედავად რეჟიმის სიმკაცრისა, 80-იან წლებში საბჭოთა საქართველოში ადამიანს შეეძლო ისე ეცხოვრა, ისე წასულიყო, ,,შინაგან ემიგრაციაში”, რომ შეექმნა ილუზია, თითქოს ირგვლივ ეს მახინჯი სინამდვილე, სრულიად არაფერი მიგვანიშნებს ამაზე, სანამ ,,დედის ოთახის” მთავარ პერსონაჟს, ელენეს, ერთი ,,საოცრად მსუქანი და მრგვალი ქალი” არ შეუყვარდება სახლში და არ შეეცდება გამოგლიჯოს იმ სამყაროს, რომელიც ქალმა თავისთვის და სამი შვილისთვის მკაცრად შემოიზღუდა. მშვიდი, ფაქიზი და დაწმენდილია ეს სამყარო, სავსეა ზრუნვით, თანაგრძნობით, ელენეს გაუმხელელი დარდითა და მღელვარე შინაგანი ცხოვრებით. ქალის წასვლის შემდეგ ელენე სააბაზანოში შედის და დიდხანს ირეცხავს იმ ჭუჭყს, დაუპატიჟებელმა სტუმარმა რომ შეაფრქვია… რომანში ბევრი დინება და ბევრი შრეა და თითქოს წიგნიც ისეთივეა, როგორიც ელენეს ფარდები- მქრთალი ფერებით ნაქარგი და ნაკეცებში დიდი სილამაზის დამმალავი.
იავნანამ რა ჰქმნა?!
11,95 ₾რა ძალა აქვს მშობლიურ „იავნანას“, მისი მელოდიის ემოციურ გავლენას ბავშვის ცნობიერებაზე, მის ემოციურ მეხსიერებასა თუ აღქმის უნარზე? იაკობ გოგოებაშვილმა თავის გენიალურ მოთხრობაში „იავნანამ რა ჰქმნა?“ ამ კითხვეზე პასუხებით ბავშვის ფსიქოლოგიის სიღრმეში ჩაგვახედა, თუმცა იმავდროულად, ამბავი კონკრეტული ეპოქის ისტორიულ ჭრილში წარმოადგინა და კახეთის ერთი ულამაზესი სოფლის – ვაშლოვანის მაგალითზე ქართველთა ყოფა-ცხოვრებას, ჭირ-ვარამს, მეზობელ მთიელებთან – ლეკებთან ურიერთობის ნიუანსებს მოგვიყვა. და მაინც, ეს დედის ნამღერი „იავნანით“ ცნობიერებაში ღრმად ჩაკირული სხოვნის გამოღვიძების ამბავია, რომელმაც პატარა ქეთოს მშობლები და სამშობლო დაუბრუნა.