2024
ცხოვრების კონსულტანტი
30,00 ₾თეონა მეგრელიშვილის სადებიუტო რომანი, რომელიც სავსეა თავგადასავლებითა და სასიყვარულო ურთიერთობებით. ოსტატურად არის შეზავებული ფანტასტიკის ელემენტები
ცოდვის საზღაური
25,00 ₾რომანი ავტორისთვის დამახასიათებელი ექსპრესიულობით და თხრობის განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა. წიგნში ფეხდაფეხ მიჰყვები მთავარ გმირს, აკვირდები მის მოქმედებებს, რომელიც საკმაოდ წინააღმდეგობრივი ცხოვრებით ცხოვრობს, არცთუ მთლად დადებითი იმიჯითაა გამორჩეული და რომ არა ის საბედისწერო შემთხვევა, რამაც მისი არსებობა დიამეტრულად შეცვალა, ალბათ მისი ცხოვრება ძველებურად დუნე, ერთფეროვანი, მოსაწყენი, უემოციო დარჩებოდა. სუიციდამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა რჩება და სწორედ მაშინ ხდება მის ცნობიერებაში გარდატეხა, გააზრება და მონანიება, რის გარეშეც სულიერი ამაღლების განცდა წარმოუდგენელი იქნებოდა…
ლავანდის სურნელი
20,00 ₾„…და მაინც, ღმერთო, რანაირია ჩვენი სიცოცხლე! ნატვრა ყოველთვის უფრო ლამაზია, ვიდრე სინამდვილე. ამიტომაცაა ალბათ, ოცნებებს რომ გულმოდგინედ ქსოვენ. მტკიცედ და მჭიდროდ, რათა მათმა მიუწვდომლობამ ვერ დაარღვიოს მათივე მარადიულობა. ჯანდაბას, თუ ისინი აუხდენელ ოცნებათა ვრცელი ნუსხაა და მათთან ერთად ადამიანებს სჭირდებათ სილამაზის გამოვლინებები თვალთა სანუგეშოდ – თუნდაც ისინი არ იყვნენ მათნი. სჭირდებათ ცნებებიც, მაცდუნებელი იდეები, ადეპტებად რომ აქცევენ მათ. ოცნებები კი ზოგჯერ ადამიანთა სახეს იღებენ, ისინი ვინმეში განსხეულდებიან და ქმნიან ხატს, დადგამენ კერპს, ხორცს შეასხამენ ქანდაკებას და ვაი, იმ გამოუსწორებელ მეოცნებეთა ბრალი, საკუთარი ქმნილებების ტყვეობაში უნუგეშოდ რომ კვდებიან“.
ასე იწყებს თავის ახალ რომანს მორის როსტიაშვილი – „ლავანდის სურნელი“, სადაც ის მისთვის დამახასიათებელი გულწრფელობითა და თხრობის უჩვეულო მანერით უცნაურ ამბავს გვიამბობს სიყვარულზე. შეიძლება ითქვას, წიგნი ურიერთობებზეა და ამავე დროს ყველაფერზე.
ერთი არაფრით გამორჩეული, თებერვლის ნესტიანი დღე თენდება, როცა მგზავრობის შემდეგ მყუდრო, პროვინციული საპორტო ქალაქის რკინიგზის სადგურზე მატარებლიდან ჩამოსული მთავარი გმირი, ანაზდად იაზრებს, რომ სამხატვრო ნივთები ვაგონში დარჩენია. იმის ნაცვლად, რომ რამე მოიფიქროს, საკუთარ თავზე მწარდება და მატარებელიც დაიძვრება.
დგას გაქვავებული იმაზე ფიქრით, რომ როგორი მხატვარიცაა, საქმესაც შესაბამისი დაუდევრობით ეპყრობა.
,,ამდენი საათი იმისთვის ვიმგზავრე, ავიღე შვებულება და მეძინა შმორის სუნით გაჟღენთილ ვაგონში, რომ დიდი ხელოვანივით ზამთრის ზღვა დამეხატა. ისევ მეგრძნო ადრინდელი აღტკინება. თუმცა, ამოდენა გეგმები სადგურამდეც ვერ ჩამოვიტანე.“ – ფიქრობს იგი.
მაგრამ იმასაც იაზრებს, რომ მისთვის ბოლო დროს ეს მხატვრობაც რაღაც ღირებულის შექმნის სურვილით შეპყრობა უფროა, ვიდრე თვითონ მხატვრობით აღტკინება; ერთ-ერთი მორიგი გეგმა, ისეთი აბსურდული ცხოვრებისათვის აზრის მისანიჭებლად, ნელ-ნელა რომ სჭამს.
თავისი ისედაც სასაცილო და ლამის დამამცირებელი ხელფასი ამ ,,დიდი“ მოგზაურობის სამზადის შეალია და მატარებელი კი მეტისმეტად მოულოდნელად წავიდა… და ასე უბარგოდ დარჩენილი ,,მოგზაური“, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია როგორ მოიქცეს, ქუჩაში ელინას სახეს მოჰკრავს თვალს. სახეს, რომელიც დიდი ხნის წინ ძალიან ნაცნობი იყო. ჯერ რაღაც სიმძიმე დააწვება მკერდთან, მერე მტკივნეულად ჩაივლის მთელ სხეულს, მაგრამ, ეს შეგრძნება ორიოდე წამში გაქრება და გადაწყვეტს რომ ქალის სახე უბრალოდ მოეჩვენებოდა.
მაგრამ, ყველაფერი იმაზე მეტად უცნაურად გრძელდება, ვიდრე ამას უფულოდ და უბარგოდ დარჩენილი უნიჭო მხატვარი იფიქრებდა…
იყო ასეთი ქვეყანა – СССР
17,95 ₾„იყო ასეთი ქვეყანა – CCCP“ ირაკლი ლაითაძის ერთგვარი გასეირნებაა უახლოეს წარსულში. ავტორი მომსწრე და მონაწილეა იმ მოვლენებისა, რომლებიც ძერწავდა საბჭოთა სისტემის საყრდენ თვისებებს: აბსურდს, სიყალბესა და სისასტიკეს. იგი აღწერს და აკავშირებს ტოტალიტარული სისტემის მმართველების პოლიტიკას, გატარებულ რეფორმებსა თუ ადამიანის განადგურების ერთმანეთზე შემზარავ ხერხებს. ირაკლი ლაითაძე პირადი გამოცდილებითაც ჰყვება ურჩხულზე, რომელიც ადამიანებს სულ უფრო და უფრო აშორებდა ცივილიზებულ სამყაროს. ცოტა რამ ნათელ ცხოვრებაზეცაა, ვეშაპის მუცელში აღმოჩენილი ავტორისთვის იმ სიბნელიდან რომ გამოკრთებოდა.
ვინც მოესწრო, გაიხსენებს. ვისაც გაუმართლა და მისთვის მხოლოდ ისტორიაა, გაიცნობს. ვინ იცის, იქნებ, ისე აქამდე რომ არ სმენია.
არაფერი შიშის გარდა
14,95 ₾დანიელი ავტორის, კნუდ რომენის სადებიუტო ავტობიოგრაფიული რომანი, დედისერთა ბავშვის შესახებ,რომელიც იზრდება 1960-იანი წლების ნიუკობინგ ფალსტერში შიზოფრენიით დაავადებულ გერმანელ დედასა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე მამასთან ერთად. რომანი მოგვითხრობს,თუ როგორ აღიქვამს სოციალურ გარიყულობასა და მრტოობას მხუთავ პროვინციულ ქალაქში ბავშვი, რომელიც ფანტაზიისა და სიცოცხლის წყურვილის მეშვეობით საკუთარ სამყაროს ქმნის,რათა თავი დააღწიოს არსებულ კოშმარს და იპოვოს საკუთარი გზა სამყაროში.
კოკო შანელი – პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით
24,95 ₾გაეცანი გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებას, დიზაინერებიდან და ხელოვანებიდან დაწყებული მეცნიერების ჩათვლით. მათ დაუჯერებელ რაღაცებს მიაღწიეს, თუმცა თითოეულმა ბავშვური ოცნებებით დაიწყო.ასტრიდს ადრეული ასაკიდან შეუყვარდა ზღაპრები. ბუნებაში გაზრდილი ისე ცხოვრობდა, როგორც მოუსვენარი პატარა გოგონა უნდა ცხოვრობდეს: სწავლობდა ტყის სამყაროს, თამაშობდა და ცელქობდა და-ძმასთან ერთად. პეპი გრძელწინდაც ამ გამოცდილებების შედეგად დაიბადა და დღემდე ბავშვურ მხიარულებას გვახსენებს.
ლეო მესი – პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით
24,95 ₾გაეცანი გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებას, დიზაინერებიდან და ხელოვანებიდან დაწყებული მეცნიერების ჩათვლით. მათ დაუჯერებელ რაღაცებს მიაღწიეს, თუმცა თითოეულმა ბავშვური ოცნებებით დაიწყო.ასტრიდს ადრეული ასაკიდან შეუყვარდა ზღაპრები. ბუნებაში გაზრდილი ისე ცხოვრობდა, როგორც მოუსვენარი პატარა გოგონა უნდა ცხოვრობდეს: სწავლობდა ტყის სამყაროს, თამაშობდა და ცელქობდა და-ძმასთან ერთად. პეპი გრძელწინდაც ამ გამოცდილებების შედეგად დაიბადა და დღემდე ბავშვურ მხიარულებას გვახსენებს.
მარილი ქვეყნისა
19,95 ₾ყოველ ახალ დროს თუ უდროობას თავისი აღმწერი სჭირდება. ძნელია რაიმე ისეთი გამორჩეული წარუდგინო მკითხველ საზოგადოებას, რაც მანამდე სხვას არ შეუთავაზებია, მაგრამ სხვა ვერავინ დაწერს იმას, რის თქმასაც შენ აპირებ, რაც დაინახე და შენში დაილექა.
გიმძაფრდება განცდა იმისა, რაც ქვეყნად ხდება. არც იმან უნდა შეგაჩეროს, რომ დამაჯერებელი პასუხები სულ უფრო იშვიათია, უპასუხო კითხვები კი – ხშირი. მაგრამ „განზე გადგომა განხიბლულთა და შეშინებულთა ხვედრია“ (ჭაბუა ამირეჯიბი).
კოტე ჯანდიერი ნამდვილად სხვა შემთხვევაა და ამაში მკითხველი თავად დარწმუნდება: „საზოგადოება ღრმად უნდა დაფიქრდეს, სამომავლოდ როგორი სამშობლო უნდა, რა თვისებების მქონე მოქალაქეები უნდა ქმნიდნენ ქვეყნის სხეულს და რა ადგილი უნდა ეკავოს ქართულ სახელმწიფოს ცივილიზებულ ერთა თანამეგობრობაში, ვინ უნდა ვიყოთ ჩვენ – სხვათა მიღწევებისა და მათი დაგროვილი დოვლათის რიგითი მომხმარებლები, სხვების მიერ გაკვალული გზის მტკეპნელები თუ საკუთარი მომავლის შემოქმედნი და ცივილიზაციის საგანძურში, სხვებთან ერთად, რაიმე ღირებულის შემტანნი“.
ინტერვიუ ტერორისტთან
14,95 ₾„თამარ ბელქანიას წიგნს „ინტერვიუ ტერორისტთან“ საინტერესოს ხდის ავტორის არა მხოლოდ ჟურნალისტური გამოცდილება, არამედ პედაგოგიური პრაქტიკაც. მისი მთავარი რეციპიენტები სტუდენტები არიან. სწორედ მათ უნდა გაფილტრონ მომავალში ქართული ჟურნალისტიკა მავნე ტენდენციებისგან და დაამკვიდრონ ისეთი სტანდარტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრივ განვითარებას ეკადრება. თამარ ბელქანიას გზავნილი სტუდენტებისადმი: „შრომისმოყვარეობა, დაუზარებლობა, გამბედაობა, სწრაფვა ახლის შემეცნებისაკენ“ ზუსტია, ხოლო არგუმენტები – სანდო და დამაჯერებელი, ვინაიდან ისინი ამოკრეფილია პირადი პრაქტიკიდან, რომელთა შორის არის მისი ექსკლუზიური ინტერვიუ ტერორისტთან“.
ყურსასმენების რევოლუცია
10,95 ₾ციკო ინაურის „ყურსასმენების რევოლუცია“ ბოროტებაზე გამარჯვების ამბავია. რა თქმა უნდა, სიკეთე და ბოროტება ყოველ ადამიანში თანაარსებობს და ხალხის ბოროტ და კეთილ ადამიანებად დაყოფაც არ არის სწორი, მაგრამ ზოგჯერ, როცა ქვეყანაში ავტორიტარიზმი იკიდებს ფეხს და მხარის არჩევა ხდება საჭირო, ეს ორი პოლუსი თვალსაჩინოდ გამოიკვეთება ხოლმე.
სწორედ ასე ხდება ამ წიგნის ფურცლებზე გამოგონილ სამყაროში, საშიშად რომ ჰგავს ნამდვილს. „ვიღაცას რომ ჰკითხოთ, ამ პატარა ქვეყანაში ომი არ არის“ – ამბობს ავტორი, როცა სისტემის მიერ დასახიჩრებულ, მოკლულ და ღირსებააყრილ ადამიანებზე გვიყვება და შეგვახსენებს, რისთვის არის საჭირო თითოეული ადამიანის შეუპოვრობა.
ლიტერატურას წინასწარმეტყველება შეუძლია. ამის არაერთი მაგალითი არსებობს და ეს, სიმართლე რომ ითქვას, მისი მაგიური კი არა, სრულიად კანონზომიერი მახასიათებელია. ჩვენც იმედი ვიქონიოთ, რომ ამ წიგნის ოპტიმისტურ დასასრულსაც ასეთივე ძალა ექნება.
საუბრები ვეფხისტყაოსანზე
19,95 ₾ცხოვრებამ რუსთაველის უამრავ ჭეშმარიტ მოყვარულთან შემახვედრა. დიაპაზონი უზარმაზარი იყო – ფილოლოგიდან ფიზიკოსამდე, აკადემიკოსიდან გლეხამდე, ასი წლის ბერიკაციდან სამი წლის ბავშვამდე. პირადად ვიცნობდი რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცოდნენ.
ბევრი რამ, რაც რუსთაველზე წამიკითხავს, საინტერესო იყო, ბევრი – გულუბრყვილო, ბევრი – დაუჯერებელი, მაგრამ თითქმის ყველა რაღაცით მნიშვნელოვანი იყო, ალბათ იმიტომ, რომ ყველა სიყვარულით იწერებოდა. რამდენჯერმე წავაწყდი ასეთ მოვლენასაც – ცხოვრების ბოლოს, განურჩევლად პროფესიისა და განვლილი გზისა, ბევრი ქართველი ცდილობს, თავი მოუყაროს და შთამომავლობას დაუტოვოს თავისი აზრები რუსთაველსა და მის პოემაზე, როგორც მთავარ ქართულ მოვლენაზე. მეგონა, რომ ეს ამბავი მე ამცდებოდა. ასე მეგონა დიდხანს, სანამ არ გამიჩნდა რწმენა, რომ ქართველი ლიტერატორი, უბრალოდ, ვალდებულია, რუსთაველზე თავისი ნააზრევი დაგვიტოვოს.
საშიში ინტერპრეტაციები
27,95 ₾ყველაზე თანმიმდევრულად საბჭოთა ეპოქა მაინც დროს ებრძოდა. ამიტომაც მას ეშინოდა ინტერპრეტაციის, რომელიც საუკუნეთა ჭრილში ტექსტის ცხოვრების დანახვის უნიკალური საშუალებაა. სხვა სიტყვებით, ესაა აზრის მარადიული მოძრაობა კლიშეებისა და სტერეოტიპების დასაძლევად.
ინტერპრეტაცია სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი აზროვნების ერთგვარი კოდი. მისი მოპოვება კი ისეთ სერიოზულ ცნებებს უკავშირდება, როგორიცაა თვითმოქმედება, ინიციატივის გამოჩენა, გონებრივი სიფხიზლე, ნაცვლად ინერტულობისა და შემგუებლობისა. შეიძლება სამყარო ვერ შეცვალო და ამის პრეტენზია, ალბათ, არც უნდა გქონდეს, მაგრამ რწმენა იმისა, რომ „ლიტერატურული სიტყვით შესაძლებელია შენი განცდების წინ წაწევა, განვითარება“, დიდი შვების მომტანია.
მოკლედ, პოსტსაბჭოური ინტერპრეტაციული ნაკადის შესახებ შეიძლება ასეც ითქვას: იდევნებოდა გუშინ, სრულად აღდგა თავის კანონიერ უფლებებში დღეს და იმედია, ხვალაც მკითხველის გზამკვლევად დარჩება.
დაბრუნება
11,95 ₾კითხვებზე პასუხების საპოვნელად და საკუთარი თავის დასაბრუნებლად ანა, მეგობრის რჩევით, ფსიქოლოგს მიმართავს. თერაპიის პროცესი საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და წარსულში მომხდარი, ზოგჯერ მტკივნეული ამბების გახსენების აუცილებლობას აჩენს. სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ანას მოგონებებს – ბავშვობას, სტუდენტობას, პირველ სიყვარულს, კარიერაში გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებსა და სიხარულს, დანაკარგებსა და სევდას.
ბამბუკის ტყე
50,00 ₾ამ კატალოგში განთავსებულია ფერწერული ტილოები, რომლებიც წარმოდგენილი იყო პერსონალურ გამოფენაზე “ბამბუკის ტყე”
მიტოვებული ქალი
12,95 ₾წიგნი წარმოადგენს ფრანგი კლასიკოსის, ონორე დე ბალზაკის მოთხრობების კრებულს, რომელშიც შესულია მწერლის ორი ფსიქოლოგიური მოთხრობა : “მიტოვებული ქალი” და “ქალის ეტიუდი”
ნამასტე
17,95 ₾სანსკრიტული Namaste ორი სიტყვისგან შედგება (Namas – ” პატივს გცემ, გეთაყვანები“ და te – ” შენ“) და მისი პირდაპირი მნიშვნელობაა ” მე შენ გეთაყვანები“, ხოლო ინდური სწავლება, რომელსაც ნამასტე ითვალისწინებს, სტრესისა და შფოთვისაგან თავის დაღწევის, ადამიანის შემოქმედებითი ბუნების სრულყოფის, ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარების საშუალებების დაუფლებაათვისებას გვთავაზობს. ” იკიგაისა“ და მრავალი სხვა ბესტსელერის ავტორები – ჰექტორ გარსია და ფრანსესკ მირალესი ამ წიგნით გვაძლევენ შესაძლებლობას შევაღწიოთ მრავალსაუკუნოვანი მოძღვრების სამყაროში, რომელიც ლამის ცივილიზაციის გაჩენის დღიდან არსებობს და, რაც მთავარია, დღევანდელი და სრულყოფილი მომავალი ცხოვრების უზრუნველყოფის გასაღებს შეიცავს.
ზღაპარი
34,95 ₾ჩარლი რიდი შესანიშნავი მოსწავლე, სპორტსმენი და კარგი შვილია. როგორც აღმოჩნდა, ერთგული მეგობარიც, და როცა პირქუში განდეგილი ჰოვარდ ბუდიში კვდება, ბიჭი, ქონებასთან ერთად, მემკვიდრეობით კასეტასაც იღებს, სადაც უფროსი მეგობარი უცნაურ ამბავს უყვება… და იწყება ზღაპარი, სავსე თავგადასავლებით, შიშით, ტკივილით და, საბედნიეროდ, კეთილი დასასრულით.
ცდუნების ხელოვნება
40,00 ₾“მიიღეთ ის, რაც გსურთ ნებისმიერი ადამიანის უდიდესი სისუსტის გამოყენებით – ეს სისუსტე სიამოვნების მიღების სურვილია. ცდუნება ძალაუფლების ყველაზე დახვეწილი, მიუწვდომელი და შედეგიანი ფორმაა. მსოფლიო ბესტსელერის, „ძალაუფლების 48 კანონი””-ის ავტორმა დაწერა სახელმძღვანელო, რომელიც თავს უყრის ცდუნების შესახებ კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებს. „ცდუნების ხელოვნება”” გვაცნობს ათ არქეტიპულ მაცდუნებელს და მათ მახასიათებლებს, ასევე 24 სტრატეგიასა და მანევრს, რომლითაც ნებისმიერს შეუძლია დაძლიოს მსხვერპლის წინააღმდეგობა ამ დესტრუქციული და მარადიული ხელოვნების პრაქტიკულად გამოყენების მეშვეობით. „ძალაუფლების 48 კანონის”” მსგავსად, „ცდუნების ხელოვნება”” შეუცვლელი გზამკვლევია იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ დარწმუნების მეთოდი – კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ უდიდესი იარაღი და ძალაუფლების უმაღლესი ფორმა.”
მსხვერპლნი
14,95 ₾“თინათინ ბერიძის მსხვერპლნი“ ერთგვარად დახურულკარსმიღმიერ პრობლემაზე – ფემიციდზეა. სიუჟეტი ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაუჯერებელ, სასტიკ და აღმაშფოთებელ ისტორიებზეა აგებული. იმავდროულად კი ნაწარმოებს მთავარ ხაზად ფემიციდის გათამაშებული””, დადგმული „სცენა“ გაჰყვება. ძალადობა ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში, სკოლაში… ძალადობის ერთი შემთხვევა და… დანგრეული სიყვარული. დაკარგული ნდობა, დათმობილი თავისუფლება… მერე ასეც შეიძლება მოხდეს: ვიღაცამ(!) მსხვერპლსა და მოძალადეს როლები შეუცვალოს! ერთ დღესაც კი წიგნის მთავარმა გმირმა, კესანემ აღმოაჩინოს, რომ…”
ილიადა
16,95 ₾„ილიადა“ ყველა დროის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ლიტერატუ- რული ძეგლია. ის ევროპაში დაწერილი და ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი პირველი წიგნი და ბერძნული ლიტერატურის უძველესი ნიმუშია, რომელსაც საფუძვლად უდევს ბერძენ გმირებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეთხზული ამბები. პოემაში აღწერილია ტროის ომი, კერძოდ, ომის მეათე წელს მომხდა- რი ამბავი. პოემა იწყება კონფლიქტით, რომელიც იფეთქებს ბერძენთა ორ უმთავრეს წინამძღოლს შორის. ერთი აგამემნონია, სახელოვანი მხედართმთავარი და განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე ავტორი- ტეტი, მეორე კი აქილევსია, ბერძენთა მთავარი გმირი და მორალური ავტორიტეტი. წიგნის სიუჟეტი სულ რამდენიმე კვირას გრძელდება, თუმცა პოემა ომამდელ ამბებსა და ომის მიმდინარეობის სრულ სურათს მოიცავს. რა შედეგები მოუტანა საბერძნეთს ორ გმირს შორის კონფლიქტმა და როგორ შეცვალა ომის ხასიათი, როგორ განაგებენ ყველაზე ძლევა- მოსილთა ბედს ღმერთები, რა არის ომი… ამ და სხვა მრავალ კითხვას უპასუხებს ბერძენი გენიოსის შედევრი, რომელიც საუკუნეებია აფიქ- რებს ადამიანებს სამშობლოს სიყვარულზე, თავდადებაზე, პატიოსნე- ბასა და ღირსებაზე და რომელიც მსოფლიოს ლიტერატურის რჩეულ წიგნთა ნებისმიერ კვლევასა თუ კლასიფიკაციაში პირველთა შორის პირველია.
უკანასკნელი დონი
16,95 ₾დიდი მაფიოზური ოჯახის ისტორიის ცენტრშია ასაკში შესული და ძალადობით დაღლილი დონი,რომელიც ცდილობს ოჯახის სისხლიანი საქმეები სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს,თავის ბიზნესს ლეგალური სახე მისცეს,თუმცა მის სურვილებს წითელ ლაქად გასდევს წარსული ძალადობისა და კლანის შიგნით არსებული კონფლიქტების კვალი.,,უკანასკნელი დონის” მთავარი წინააღდეგობა ძველსა და ახალ თაობებს შორის არსებული განსხვავებული ხედვებია,რომლებიც ვლინდება ისეთ სამყაროში,სადაც ძალადობა,ერთგულება,შურისძიება და ძალაუფლების დინამიკა განსაზღვრავს
მემკვიდრეობის თამაშები
16,95 ₾17 წლის გოგონას 4 მილიარდ დოლარს უანდერძებს სრულიად უცნობი მილიარდერი მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცანები, ანაგრამები და თავსატეხები უყვარს. მემკვიდრეობის თავისი წილის მისაღებად გოგონაც იძულებულია სარისკო თამაშში ჩაერთოს, რის დროსაც ახირებული მოხუცის ოჯახის არაერთ საიდუმლოს აეხდება ფარდა და სიკვდილსაც ჩახედავს თვალებში, რადგან სისხლისმიერ მემკვიდრეებს სულაც არ სურთ უზარმაზარი ქონების დათმობა.
ბრენდის უფსკრული
16,95 ₾როგორ შევამციროთ ბიზნესსტრატეგიასა და დიზაინს შორის არსებული მანძილი? იშვიათია ასეთი თხელტანიანი წიგნი, რომელშიც ამდენი იდეაა თავმოყრილი… საკონფერენციო ოთახებში გამოსაყენებელი ვიზუალური საკომუნიკაციო ელემენტების დახმარებით, ნიუმაიერი წარმოგვიდგენს ბრენდინგის პირველ უნიფიცირებულ თეორიას ხუთი დისციპლინის ნაკრებს, რომელიც კომპანიებს ბრენდის სტრატეგიის შემუშავებასა და მის განხორციელებას შორის ხშირად გაჩენილი უფსკრულის გადალახვაში დაეხმარება. ვისაც კი ბრენდინგზე გარკვეული წარმოდგენა აქვს, მისთვის ეს წიგნი შთაგონების წყაროდ იქცევა, ხოლო ვისაც უბრალოდ სურს, ეს კონცეფცია უკეთ გაიგოს, უეცრად „გონებას გაუნათებს“. ეს წიგნი ორგანიზაციაში ყველასთვის ხელმისაწვდომად აქცევს ალბათ ყველაზე ძლიერ ბიზნესინსტრუმენტს, რომელიც კი ელექტრონული ცხრილების შემდგომ შექმნილა. ეს პირველი წიგნია ბრენდინგზე, რომელიც ერთდროულად ორიგინალურიც არის და რელევანტურიც. რიკ გრეფი, დიზაინერების პროფესიული ასოციაციის, AIGA-ს, აღმასრულებელი დირექტორი წაიკითხეთ, სანამ თქვენი კონკურენტები დაგასწრებენ.
ემა
16,95 ₾ემა ვუდჰაუზი – ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარი ახალგაზრდა ქალი. კეთილმოწყობილი სახლისა და ხალისიანი გუნების პატრონი. 21 წლის. ტკივილის, ფორიაქის და დარდის არმცოდნე, – ასეთია ჯეინ ოსტინის ემა რომანის დასაწყისში. რომანის, რომელიც ვიქტორიანულ ინგლისში დაიწერა, მაგრამ დღემდე ისეთივეა პოპულარული და თანამედროვეა. რადგან ეს არის წიგნი ყველა იმ ემაზე, რომელიც ცხოვრობდა გუშინ და იცხოვრებს ხვალ, წიგნი ქალზე, მის გრძნობებსა და განცდებზე, სიძულვილსა და სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე და იმ ბუნებაზე, რასაც არც სივრცე ცვლის და არც დრო…
მძიმე დროება
16,95 ₾ჩარლზ დიკენსის შემოქმედება, როგორც კრიტიკული რეალიზმის ბრწყინვალე ფურცელი, ეპოქალურია ინგლისური ლიტერატურის ის ტორიისთვის და, იმავდროულად, უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობაა მსოფლიო ლიტერატურისთვის. მწერალმა „მძიმე დროება“ 1854 წელს გამოაქვეყნა. მასში წარმოჩენილია ინდუსტრიალიზაციისა და უტილიტარიზმის გავლენებით მოცული ვიქტორიანული ინგლისის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს პიროვნების ბედზე, მისი მსოფლმხედველობის ფორმირებაზე, საზოგადოებაში სტერეოტიპების დამკვიდრება-განმტკიცებაზე, დადგენილი წესების მნიშვნელობასა და თავისუფლების არსის გაგებაზე. ამბავი ხდება ქალაქში, „სადაც ფაქტს ისე ეთაყვანებოდნენ, როგორც სიწმინდეს, სადაც ფაქტი განუკითხავად ზეიმობდა და ბატონობდა. იტყვით, წესით, ასეთი ქალაქი კეთილდღეობის განსახიერება უნდა ყოფილიყოო, არა? რა გითხრათ… ალბათ ძალიან გაიოცებთ, მაგრამ არც მთლად ასე იყო საქმე.
პროცესი
16,95 ₾უცნაურობა და იდუმალება კაფკას როგორც ცხოვრების, ისე შემოქმედების განმსაზღვრელია. მისი უნიკალური წერის სტილი პესიმიზმითა და ლიტერატურული ფორმის ბუნდოვანებითაა ნასაზრდოები, თუმცა თანამედროვე სამყაროში შექმნილი პოლიტიკური კრიზისებისა თუ დროდადრო რეჟიმების გაჩენა გააქტიურების გათვალისწინებით, ერთგვარ წინასწარმეტყველება-მინიშნებადაც შეგვიძლია აღვიქვათ და მისი შემოქმედება ამდენადაც მნიშვნელოვანია. „პროცესი“ ასეთი წიგნია – აბსურდის დომინირება კანონზე და ამ კანონზომიერებით გამოჩარხული ადამიანის ბედი (უბედობა). მართალია, იოზეფ კ.-ს არაფერი დაუშავებია, მაგრამ „ეტყობა, ვიღაცამ ცილი დასწამა“. ჰოდა, ერთ მშვენიერ დილას ის დააპატიმრეს! მაშ, რა გამოდის, ვარაუდი სიმართლის საპირწონეა? და იმ „მშვენიერი დი- ლიდან“ იწყება კ.-ს ცხოვრებაში პროცესი, უფრო სწორად, კ.-ს ცხოვრება თავად ხდება უსასრულოდ გაწელილი პროცესი. სამართლის მოძიების შეუძლებლობა ერთგვარი პირდაპირი მინიშნებაა ადამიანის უძლურებაზე მასზე ზემდგომი ძალებისადმი, მათ შორის იმ უმაღლესი სამსჯავროსადმი, რომელიც ადამიანის ინტერესების დასაცავად სამართლიან მართლმსაჯულებას უნდა აღასრულებდეს.
Человеческое, слишком человеческое
20,00 ₾“Человеческое, слишком человеческое” – произведение, важное с точки зрения развития творчества Ницше. В нем он переосмысливает значение своих идеалов и отказывается от них, разочаровывается в трудах своих кумиров. Ницше ищет свободу и освобождение от прописных истин и постепенно приходит к тем неординарным и эксцентричным мыслям, по которым мы его знаем в произведениях “Так говорил Заратустра” и “По ту сторону добра и зла”.
Психоанализ детских страхов
23,00 ₾Толкование сновидений, “Введение в психоанализ”, “Я и Оно”, “Психопаталогия обыденной жизни”, “Тотем и табу” – значение этих и других работ знаменитого австрийского психолога и психиатра Зигмунда Фрейда для многих областей современных научных знаний неоценимо, а читательский интерес к ним не угасает. В настоящем издании представлены наиболее значительные работы Фрейда по психоанализу детских неврозов: “Анализ фобии одного пятилетнего мальчика” и “Из истории одного инфантильного невроза”, обнажившие сексуальную составляющую жизни ребенка и вызвавшие бурю протестов в момент появления. Эти работы примечательны тем, что перед читателем разворачивается сам процесс исследования, открывается лаборатория мысли Фрейда.
Диалоги
22,00 ₾Платон – великий античный философ, оказавший сильнейшее воздействие на историю человеческого духа. Именно с него начинается формирование научного мышления в строгом смысле этого слова. Но Платон всегда рассматривался и как авторитетный мистик, пытавшийся донести до людей знание о чистом бытии и Благе. Читателю предлагаются наиболее известные Диалоги Платона, в которых рассматриваются три большие темы: природа философского знания, этическая доктрина в связи с доказательствами бессмертия души и любовь как сила, обращающая человека к познанию и делающая его богоподобным.
Манга. Рисунки для медитаций
10,00 ₾Эта антистресс-раскраска создана специально для всех поклонников манги. Теперь вы сможете немножко выдохнуть, расслабиться, а заодно и размять творческие мышцы в компании приятных глазу и душе персонажей. Здесь вас ждут как фантастические существа, так и романтика повседневной жизни. Какими именно красками расцветет каждая картинка — решать только вам!
Атлас мира
34,00 ₾Данный Атлас – обзорное картографическое справочное издание, состоящее из более чем 80 современных карт, представляющих все континенты и страны мира. Карты дополнены краткими актуальными сведениями о каждой стране (площадь территории, количество населения, столица, форма правления, официальный язык(и), денежная единица, национальный и конфессиональный состав населения, флаг страны, портрет главы государства). Россия представлена в новых границах: с Донецкой и Луганской Народными республиками, Запорожской и Херсонской областями, Республикой Крым и Севастополем.
Весёлая азбука
20,00 ₾«Весёлая азбука» – сборник стихотворений знаменитого поэта, классика детской литературы Самуила Яковлевича Маршака. В него входят азбука «Про всё на свете», «Весёлый счёт», циклы стихотворений «Разноцветная книга» и «Круглый год», а также загадки.
Иллюстрации для сборника нарисовали ведущие художники детской книги С. Бордюг и Н. Трепенок, И. Глазов, Г. Соколов.
Для дошкольного возраста.
Общайся так, чтобы тебя слышали, слушали и слушались!
25,00 ₾Два бестселлера в одной книге! Вы хотите научиться разговаривать так, чтобы собеседник полностью проникся вашей идеей? Вы хотите, чтобы о вас говорили как о привлекательном человеке? Деловые переговоры, выступления перед аудиторией или общение с начальником или любимым человеком — их результаты, как правило, зависят от вашего умения говорить. Как выстроить свою речь? С чего начать? Как сказать о главном? Как понравиться? На эти вопросы ответят два самых авторитетных автора, два человека, которые заслужили признание и уважение миллионов людей по всему миру, — Дейл Карнеги и Наполеон Хилл.
В этой книге вас ждут яркие примеры, поучительные истории, а также вопросы и задания, которые позволят вам при любых обстоятельствах держаться уверенно, говорить убедительно и вызывать восхищение.
Крокодил Гена и его друзья. Сказочные повести
20,00 ₾Одно из лучших произведений Эдуарда Успенского «Крокодил Гена и его друзья» без сомнения входит в золотой фонд дошкольной литературы. В книгу «Крокодил Гена и его друзья. Сказочные повести», помимо главной повести про Чебурашку, вошли её продолжения: «Отпуск крокодила Гены» (литературная основа мультфильма «Шапокляк»), «Чебурашка едет в Сочи» и «Новый год с Чебурашкой».
Для дошкольного возраста.
Крокодил Гена и его друзья
16,00 ₾В новой книге серии «Библиотека начальной школы» юные читатели найдут замечательную сказочную повесть Э. Успенского о том, как очень одинокий крокодил по имени Гена нашёл настоящих друзей. Среди них Чебурашка — непонятный зверёк из Африки, который приплыл на корабле в ящике с апельсинами, девочка Галя, собачка Тобик, лев Чандр и многие другие. И всё бы хорошо, но вредная старуха Шапокляк со своей дрессированной крысой Лариской подстраивает им разные пакости. Чем же закончатся приключения?