უხილავი ქალაქები

16,95 

იტალო კალვინოს (1923 – 1985) „უხილავი ქალაქები“ ცნობილი პოსტმოდერნისტული ნაწარმოებია, რომელშიც გადმოცემულია მარკო პოლოს წარმოსახვითი საუბრები ყუბილაი ყაენთან. სახელგანთქმული მოგზაური უამრავ ზღაპრულ მხარეს აღუწერს ყაენს და ქმნის ფანტასტიკურ სურათებს უცნაური ქალაქებისა, სადაც ქუჩები კალითაა მოკირწყლული, შენობებს ვერცხლის გუმბათები ამშვენებს, სასახლეებს კი ზღვის ნიჟარებით ინკრუსტირებული ხვეული კიბეები აქვს, სადაც გარეგნობითა თუ ქცევით უცნაური ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა თვისებებით ჩვეულებრივი ადამიანებისაგან არ განსხვავდებიან.

გაცამტვერება

25,90 

2022 წლის იანვარში, „სეროტონინის“ გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ, მიშელ უელბეკი მერვე რომანით დაბრუნდა. და ალბათ ესაა მწერლის ყველაზე დახვეწილი, მელანქოლიური და მგრძნობიარე რომანი.

მოქმედება უახლოეს მომავალში ხდება: 2026 წელია, მომდევნო წელს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტი კენჭს ვეღარ იყრის, რადგან ორი საპრეზიდენტო ვადა უკვე ამოწურული აქვს. ამიტომ ის უნდა შეცვალოს ადამიანმა, რომელსაც სრულიად ენდობა და თანაც, სამომავლოდ, თანამდებობაზე დასაბრუნებლად პრობლემას არ შეუქმნის. ამ შინაურ პოლიტიკურ დაძაბულობას ერთვის ტერორისტული თავდასხმები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ინტერნეტში გავრცელებული უცნაური ვიდეოები, მათ შორის – ყალბიც, თუმცა შემაშფოთებელი, რადგან საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის თავის მოკვეთას ასახავს.

როდესაც სამყაროში ასეთი ქაოსია, როდესაც ავადმყოფობა და სიკვდილი სულ უფრო ახლოსაა, ადამიანს რჩება მხოლოდ ოჯახი, ახლობელი ადამიანების თანადგომა და სიყვარული.

ესაა მიშელ უელბეკის ყველაზე დახვეწილი, მელანქოლიური და მგრძნობიარე რომანი, რომელიც მკითხველს სიყვარულის შესაძლებლობაში დაარწმუნებს.

ჩემი დასვენებისა და განტვირთვის წელიწადი

19,90 

გამხდარი, ლამაზი, ქერა, მდიდარი გოგო ზამთრის ძილისთვის ემზადება.

აბები, კაფსულები, დივანი, ვიდეომაგნიტოფონი და 80-იანი წლების კინო გოგოს ზამთრის ძილისთვის ამზადებენ.

ყურებმადე გაკრეჭილი ვუპი გოლდბერგი გოგოს ხელს ჩასჭიდებს და იმ ფანჯრის წინ აყენებს, საიდანაც ყველას დამავიწყებელი, ყველაფრის წამშლელი და ცხოვრების გადატვირთვისთვის აუცილებელი ვარდნა უნდა დაიწყოს.

ვარდნა იწყება, მაგრამ ეს სულ სხვა გოგოა, სულ სხვა ფანჯარა და მიზეზიც განსხვავებულია. თუმცა, სწორედ, ეს ვარდნა იქცევა ზამთრის ძილისგან გამორკვევისა და სრული განახლებისთვის გაღებულ მსხვერპლად.

ბუკერის პრემიაზე ნომინირებული ოტესა მოშფეგი არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც გარდამტეხი მოვლენის კვალდაკვალ მიუყვება წარსულის ტყვე ადამიანის ცხოვრების ერთ წელიწადს, რომელიც ხსნას მხოლოდ მძლავრ შეჯახებაში, აფეთქებაში, სრულ განადგურებასა და ფერფლიდან აღდგენაში ხედავს.

5 დოგმენი რწყილთა ბატონი

14,90 

ყველა გიჟდება დოგმენზე!

მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ნახევრად ძაღლი, ნახევრად ადამიანი, დოგმენი ნამდვილი გმირია!

დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სიკეთე, თავდადება და საქმისადმი ერთგულება.

2 ზებრა იულიუსი ბრიტანელთა ბრდღვინვა

12,90 

გახსოვთ ის შეუპოვარი გლადიატორი, რომელმაც მთელი რომი აალაპარაკა? ისიც იცი, რომ ზებრა იულიუსი ხალხის ჩემპიონი გახდა? ჩვენს მომხიბვლელ ზებრა იულიუსს თავისმა დიადმა გამარჯვებებმა სახელი გაუთქვა და ხალხის საყვარელ ჩემპიონად აქცია. დამქანცველი ბრძოლების შემდეგ ერთ კარგ შვებულებას ნამდვილად იმსახურებს.

3 ჯუდი მუდი დედამიწის მხსნელი

10,90 

გაიცანით ჯუდი მუდი –
თავგუნება, განა ცუდი!

ჯუდი მუდი დედამიწის ხსნას აპირებს! ყოველდღიურად იჩეხება ტროპიკული ტყე, მაგრამ იქნებ თვითოეულ ადამიანს შეუძლია წვლილი შეიტანოს მის გადარჩენაში?

3 მე და ჩემი დრაკონები როგორ ვიფრინოთ დრაკონებთან ერთად

11,90 

გახსოვს ალბათ, რომ ტომასს პატარა დრაკონი, ციმცი, ჰყავს. ტედს, კეტსა და კაისაც ჰყავთ დრაკონები − ცმუკია, ბროლა და მზისა. მათთან ერთად ყოველი დღე თავგადასავალია. ერთი ციმციმებს, მეორე ყინულს აფრქვევს, მესამე ცეცხლით ცას ფარავს. მათ გარეშე ცხოვრება მეგობრებს ვერ წარმოუდგენიათ, მაგრამ, შარს რომ არ გადაეყარონ, ერთ დღეს დრაკონები აუცილებლად უნდა გაუშვან.

როგორ უნდა შეელიონ ონავარ მეგობრებს? სად უნდა გაუშვან? სად არის დრაკონების სახლი?

ოთხეულს ბევრი თავსატეხის ამოხსნა, ფიქრი და კვლევა-ძიება მოუწევს და თავის თავბრუდამხვევ თავგადასავალში შენც გიწვევს.

მოთხრობები

11,95 

ეს ფერადი წიგნი დიდ ადამიანურ სიბრძნეს შემოგაგებებს. მასში შენი მეგობრები ცხოვრობენ – ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებასა და ლიტერატურაში მოძიებული, ევროპულ საყმაწვილო თხზულებებში მიგნებული და „გაქართველებული“ ბუნების შვილები – ადამიანი და მცენარე, უამრავი შინაური და ტყიური არსება. ასე რომ, არ გაიკვირვო, თუ მათ ხასიათსა და საქციელში საკუთარს დაინახავ.

თანმხლები მუსიკა

12,95 

“ფრანსუაზ საგანი — მეოცე საუკუნის ფრანგი ნოველისტი, რომანისტი და დრამატურგი — 1935 წლის 21 ივნისს ქალაქ კაჟარკში, ბურჟუაზიულ ოჯახში ფრანსუაზ საგანი დაიბადა. სწავლობდა დახურული ტიპის კათოლიკურ სასწავლებელსა და სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1954 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი „სალამი, სევდავ!”, რომელსაც დიდი წარმატება ერგო — 840 000 ეგზემპლარი გაიყიდა — და რომელმაც ცხრა მეტი წლის მწერლისადმი საყოველთაო ინტერესი გააჩინა. აქედან მოყო ლებული ფრანსუაზ საგანი მკითხველის საყვარელი მწერალი ხდება. „თანმხლები მუსიკა” ფრანსუაზ საგანის მოთხრობების კრებულია. უჩვეულო, განსხვავებული ხასიათები, პორტრეტები, არაორდინარული ურთი ერთობები, სიყვარული, ღალატი, სევდა, მარტოობა… ეს საგანისეული თემები და ხელწერაა, რომელთაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს მისი რომანებიდან, ამჯერად კი ეს ყველაფერი მცირე პროზის სახითაა წარმოდგენილი.”

ნორთენგერის სააბატო

12,95 

“ნორთენგერის სააბატომ”, ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის პირველმა რომანმა, მწერლის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის წინ იხილა დღის სინათლე და პოპულარობაც მოიპოვა. ეს არის სიყვარულისა და სახალისო თავგადასავლების ამბავი 17 წლის პროვინციელ გოგონაზე, რომელსაც სამყაროზე წარმოდგენა გოთიკურმა რომანებმა შეუქმნა, და რომელსაც ყველგან პირქუში საიდუმლოებანი და ამოუცნობი დანაშაულები ელანდება, მით უმეტეს, როცა მომავალ საქმროს ესტუმრება ნამდვილ გოთიკურ მამულში. “ნორთენგერის სააბატომ” რეჟისორებიც დააინტერესა და მწერლის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მისი ორი ეკრანიზაცია იხილეს: 1986 წელს რეჟისორ ჯაილზ ფოსტერის ფილმი, მთავარი როლების, ქეთრინ შლე ზინგერისა და პიტერ ფერთის შესრულებით, 2006 წელს კი ჯონ ჯონსის ფილმი, რომელშიც მთავარი როლები ჯეი ჯეი ფილდმა და ფელისიტი ჯონსმა განასახიერეს.

ადამიანები მოპირდაპირე ფანჯარაში

12,95 

“ადამიანი მოპირდაპირე ფანჯარაში” მოქმედება არც მეტი, არც ნაკლები, ბათუმში ვითარდება?ბოლშევიკებმა თან შიმშილი და სიღატაკე მოიტანეს, რასაც რეპრესიებითა და მყვირალა ლოზუნგებით ჩქმალავენ. ამ სასაზღვრო ქალაქში ყველას უთვალთვალებენ. შინაური თუ გარეული, ყველა საბჭოეთის მტერია, მათ შორის, თურქეთის კონსულიც. ორი რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის შეჯახების ფონზე ვითარდება თურქი დიპლომატისა და მისი მდივნის, რუსი გოგონას, სასიყვარულო ისტორია.

როგორი მოულოდნელიც არ უნდა იყოს, სახელგანთქმულ ფრანგ მწერალს, ჟორჟ სიმენონს, ამ სევდიანი რომანის დაწერა ბათუმში მოგზაურობამ შთააგონა. სიმენონი ბათუმში ორჯერ – 1933 და 1938 წლებში ჩამოვიდა. “შემიყვარდა ეს მხარე… განა შეიძლება დაგავიწყდეს
ბათუმის სანაპირო, პორტი, სამხრეთული ბობოქარი ფერები, ზღვის
ალერსიანი მოქცევა, მაგრამ მთავარი ხალხია… თუ ბათუმში მოხვდებით, სალამი გადაეცით ჩემს საყვარელ ქალაქს”, – უთხრა ჟურნალისტს ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა (1986)

ბათუმში ყოფნის დროს სიმენონმა გაიცნო სომხეთში თურქეთის კონსული. სწორედ მასთან შეხვედრამ უბიძგა დეტექტიური ჟანრის დიდოსტატად აღიარებულ მწერალს დაეწერა ეს მრავალმხრივ საინტერესო რომანი, რომელიც ქართველი მკითხველისთვის სრულიად ახალი რაკურსით წარმოაჩენს საუკუნის წინანდელი საქართველოს სოციალური და კულტურული ყოფის სურათებს

დიდი წიგნი პოლიტიკაზე

60,00 

რამდენად მართებულია უსამართლო მმართველის დამხობა? არის თუ არა დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმა? შესაძლებელია თუ არა ომის ამა თუ იმ მიზეზით გამართლება? კაცთა მოდგმა მთელი ისტორიის განმავლობაში სვამს ამ და სხვა ფუნდამენტურ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ავაგოთ ჩვენი მმართველობა – გამოჩენილი მოაზროვნეები კი გვთავაზობენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს, რომლებიც ჩვენი სამყაროს სრულყოფისკენაა მიმართული. მარტივი ენით დაწერილ „დიდ წიგნში პოლიტიკაზე“ თქვენ შეხვდებით მოკლე, შინაარსიან განმარტებებს, რომლებიც სცილდება პროფესიული ჟარგონის ფარგლებს, თვალსაჩინო დიაგრამებს, რომლებიც ხელმისაწვდომს ხდის დახლართულ თეორიებს, და მახვილგონივრულ ილუსტრაციებს, რომლებიც სახალისო ელფერს სძენს ჩვენს წარმოდგენებს პოლიტიკაზე. სრულიად გამოუცდელი მკითხველი ხართ, ცოდნას დაწაფებული სტუდენტი თუ დიდი ინფორმაციით აღჭურვილი „თეორეტიკოსი“, ამ წიგნში ფიქრის აღმძვრელ უამრავ ამბავს გადააწყდებით

დინოზავრები – გააფერადე მაგნიტები და წიგნი

12,95 

გაფერადებული დინოზავრები შეგიძლია ნებისმიერ მეტალის ზედაპირზე მიაკრა მაგნიტური ჩარჩოს დახმარებით. მთელი 15 გასაფერადებელი მაგნიტი გაქვს ამისთვის! მაგნიტური ჩარჩო შენი ნახატებისთვის!

ცალრქები – გააფერადე მაგნიტები და წიგნი

12,95 

გაფერადებული ცალრქები შეგიძლია ნებისმიერ მეტალის ზედაპირზე მიაკრა მაგნიტური ჩარჩოს დახმარებით. მთელი 15 გასაფერადებელი მაგნიტი გაქვს ამისთვის! მაგნიტური ჩარჩო შენი ნახატებისთვის!

შავი ჩოხა

25,00 

როსტომ ჩხეიძის “შავი ჩოხა” (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა) ბიოგრაფიულ რომანთა რკალის ერთი უარსებითესი “ხრტილია” – გამორჩეული ქრონოტოპითა და გამორჩეულივე პერსონაჟ(ებ)ით. … როგორც ყოველ რომანში როსტომ ჩხეიძისა, ქაქუცას – ცენტრალური პერსონაჟის – პორტრეტის (სწორედ პორტრეტის და არა აბრის) გარშემო შემოიქსოვება პანორამული ტილო – ეპოქის მონუმენტური ისტორიულ-მხატვრული განაზრება, სადაც მეტაფორულ საჭადრაკო დაფაზე, თითოეულ “ფიგურას” (მეფეს თუ პაიკს) თავისი ერთადერთი დანიშნულება და სვლა, ….

მარო წერეთლის დღიური

12,95 

ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური და ფაშისტური ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით დააპატიმრეს ალექსანდრე წერეთელი — სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი, გამოჩენილი ისტორიკოსი, პედაგოგი… “ქართული საზოგადოებრივი კლუბის” წევრობა, სადაც “ვეფხისტყაოსნის” საღამოებს აწყობდნენ, “ქვეყნის მტრობად” ჩაუთვალეს და 20 წლით მოაშორეს სამშობლოს, ოჯახს, მეუღლეს… მარო წერეთელმა სრულად გაიზიარა მეუღლის განსაცდელი. ოცი წლის განმავლობაში მისდევდა მის კვალს ცენტრალური აზიის უდაბნოებში უხვად მიმობნეულ ბანაკებში. სახლდებოდა მეზობლად, შეძლებისდაგვარად აწვდენდა ხმას, შორიდან ამხნევებდა, ეფერებოდა… ასე დადიოდნენ, ერთი ბანაკიდან მეორეში, მეორoდან მესამეში… ასე, გაუთავებლად… 20 წელი!.. ამ წიგნში მოთხრობილია საბჭოთა რეპრესიული მანქანის ზღვარდაუდებელი ბოროტებით ორი ადამიანის სიყვარულის გამოცდის ამბავი… დაბრუნდნენ, გადარჩნენ, გაუძლეს…

ანტიმიმინო

12,95 

არმენ ოჰანიანის კრებულში „ანტიმიმინო“ არცერთი მოთხრობა მეორეს არ ჰგავს: ზოგი აუღელვებლად გვიყვება გრძელ ამბებს, ზოგი აზრიდან აზრზე დახტის, მუსიკალური და პოეტური სახეებით ჟონგლიორობს, თამაშობს კლასიკოსი მწერლების ციტატებით, ზღაპრებს, კომპიუტერულ თამაშებსა თუ თანამედროვე პოლიტიკოსთა გამოსვლებს ერთმანეთში ურევს… და ამ წიგნში ეს ყველაფერი, ჭეშმარიტად პოსტმოდერნისტული გაგებით, თანაბრად მნიშვნელოვანია. ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა თანამედროვე სომხური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტორს, რომელიც გამუდმებით ცდილობს, საბჭოეთის დროს სომხეთის შესახებ შექმნილი მითები და კლიშეები დაანგრიოს და დაუნდობელი თვითირონიისა და ბასრი იუმორის გრძნობის წყალობით ახერხებს, დაგვანახოს ისეთი სომხეთი, როგორიც არასოდეს გვინახავს

პრინციპები

24,95 

ამ წიგნში რეი დალიო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი და ანტრეპრენერი, წარმოგვიდგენს იმ პრინციპებს, რომლებიც ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში შეიმუშავა, დახვეწა და მათი პრაქტიკაში გამოყენებით იშვიათ წარმატებას მიაღწია, როგორც საქმიან, ისე – პირად ცხოვრებაში. ამ პრინციპების დანერგვით მიზნების მიღწევა ნებისმიერ ადამიანსა და ორგანიზაციას შეუძლია.

ფიფქია და შვიდი ჯუჯა – 3D

11,95 

ეს ლამაზად ილუსტრირებული, მოძრავნახატებიანი წიგნი საოცარ ზღაპარს გააცოცხლებს. ფიფქიასთან ერთად დაემალე ბოროტ დედინაცვალს და შვიდ ჯუჯასთან ერთად იმხიარულე მათ კოხტა ქოხში!

თოვლის გუნდას დომინო

19,95 

დომინოს თამაში კიდევ უფრო სახალისო ხდება შენთვის, რადგან ამჯერად სათამაშო ფიგურებზე შენი საყვარელი გმირები – თოვლის გუნდა და მისი მეგობრები – გელოდებიან!

გნოზისი ანუ ანგელოზის გული ქართული (წიგნი 1)

30,00 

‘გზამკვლევი სულიერი ცოდნის მაძიებელთათვის’ – ასეც შეიძლება ეწოდოს იმმას მრავლისმომცველ ნაშრომს, რომელიც ოთხტომეულად დაიწერა და სრულიად განსაკუთრებულ ხედვას სთავაზობს დაინტერესებულ მკითხველს. წიგნი ‘გნოზისი, ანუ ანგელოზის გული’ განსაკუთრებულია როგორც თემითა და შინაარსით, ასევე თხრობის მანერით. ავტორი, რომელიც თავად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მკვლევარია, ბუნებრივად იყენებს აღწერის დისციპლინათაშორის მეთოდს ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის, ფილოსოფიის, ხელოვნების, ისტორიისა და კოსმოლოგიის მოშველიებით, რომელიც, თავის მხრივ, პიროვნული და ისტორიულ-საკაცობრიო მისტიკური გამოცდილების აღწერასა და გაზიარებას ემსახურება.
წიგნის მთავარი თემაა სამყაროსა და ადამიანზე ერთ დროს არსებული, მაგრამ ამჟამად დაკარგული სულიერი ცოდნა. კაცობრიობის ისტორიაში ამ ცოდნის უქონლობის, გამრუდებისა თუ ბოროტად გამოყენების შემთხვევებს ხშირად მოჰყოლია სავალალო შედეგები ხანგრძლივი პერიოდებით. ამიტომ სულიერი ცოდნის გადმოტანა ამ წიგნებში მიმდინარეობდა ნათელი იერარქიის – კაცობრიობის სულიერი მასწავლებლების უწყვეტი ზედამხედველობითა და მათთან უშუალო კონტაქტით. სიზმარხილვისა და ტელეპათიის განსაკუთრებული უნარის გამოყენებით, რომელსაც მწყობრი და რაციონალური ანალიზი ერთვის, ავტორი თანმიმდევრულად გვაცნობს სამყაროსა და ადამიანის თანაარსებობისა და თანამშრომლობის სულიერ პრინციპებს.
წიგნის კიდევ ერთი თავისებურებაა აზრთა მიმოცვლა მკითხველთან: რამდენიმე წლის განმავლობაში ნაშრომის ფრაგმენტები ქვეყნდებოდა ფეისბუკ ჯგუფ ‘გნოზისში.’ შესაბამისად, მკითხველის ნააზრევი ბევრ საჭირბოროტო საკითხზე ოთხივე ტომშია შეტანილი.
იმმას ‘გნოზისი ანუ ანგელოზის გული’ განსაკუთრებული ნაშრომია სულიერი ცოდნის მოპოვების გზაზე შემდგარი მგზავრისთვის. ქართულენოვან სივრცეში კი ამ სინკრეტული შემეცნებითი ჟანრის გამოჩენა-განვითარება საინტერესო და სასიხარულო მოვლენაა.

დაბოლება

29,00 

ნიკ შეფი 11 წლის იყო, როცა პირველად დათვრა. შემდგომ წლებში ამას მოჰყვა მარიხუანით გატაცება, რაც ცოტა მოგვიანებით კოკაინმა და „ექსტაზიმ“ ჩაანაცვლა. საბოლოოდ სრულიად ახალგაზრდა, მრავალმხრივ ნიჭიერი ჭაბუკი მეტამფეტამინისა და ჰეროინის ტყვეობაში აღმოჩნდა და მძიმე ნარკომანად ჩამოყალიბდა. თავის მოგონებებში ავტორი შეულამაზებლად, ზოგჯერ თავზარდამცემად გულახდილად გვიამბობს თავის ნარკოდამოკიდებულებაზე და მასთან ბრძოლაზე, გამოფხიზლებასა და რეციდივებზე, საკუთარ თავთან უმძიმეს ჭიდილზე და იმ ხალხზე, ვინც მას გამოჯანმრთელების გზაზე ეხმარებოდა. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერად აღიარებული ეს მოგონებები საფუძვლად დაედო პოპულარულ მხატვრულ ფილმს „კარგი ბიჭი“, რომელშიც მთავარ როლს ტიმოტე შალამე ასრულებს.

1-3 წლის ბავშვის აღზრდა მონტესორის მეთოდით

25,90 

დოქტორი მარია მონტესორი ბავშვებს წლების განმავლობაში აკვირდებოდა და შეიმუშავა განათლების ტრადიციული სისტემისგან განსხვავებული მეთოდი, რომელიც პატარებს სწავლის ბუნებრივ სურვილს აღუძრავს

ავტოკრატების გაერთიანება

29,95 

ენ ეფლბაუმი, „ავტოკრატების გაერთიანება. დიქტატორები, რომელთაც სურთ მართონ მსოფლიო“ – სერია „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“ ახალი წიგნის წარდგენა 12 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ გაიმართება.
🟦 ენ ეფლბაუმი, ბრწყინვალე პუბლიცისტი, ისტორიკოსი და მწერალი, არაერთი ბესტსელერი წიგნისა თუ სტატიის ავტორი, პულიცერის პრემიის ლაურეატი, ლაკონიურად მოგვითხრობს, რამ განაპირობა ის ვითარება, რომელიც II მსოფლიო ომის შემდეგ განვითარდა და დღევანდელი მსოფლიო დიქტატორულ რეჟიმებსა და დემოკრატიულ სამყაროს შორის უკიდურესად გამწვავებულ პოლარიზაციამდე და სისხლისმღვრელ ომებამდე მიიყვანა. როგორ გაერთიანდნენ კლეპტოკრატიული დიქტატორული სისტემები დემოკრატიული წყობისთვის ძირის გამოსათხრელად და, მეორე მხრივ, რა შეიძლება დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა იღონონ ამ ბოროტების ერთიანი ძალებით აღსაკვეთად.

როცა აყვავდა ნუში

12,90 

მხიარული ტრაგიზმით აღბეჭდილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურა ჩვენი ნიშაც რომ გახლდათ და სავიზიტო ბარათიც დასავლურ ცივილიზაციაში. ჩვენ წინ გველოდა ეს საოცნებო ევროპა, სადაც გუშინ უკვე ასე მხიარულად და ლაღად შეგვებიჯებინა და სადაც საბოლოოდ უნდა დაგვემკვიდრებინა ადგილი სწორედ ამ სიცოცხლის ტალანტის ძალით!..

ეს შეხედულება, ეს განწყობილება, ეს სწრაფვა, ცხადია, ერთი თავის სათქმელი კი არ არის, არამედ „როცა აყვავდა ნუში“ ერთიანად აირეკლავს ამ განწყობილებას და წარმოდგება ერთ-ერთ სახიერ ნიმუშად მხიარული ტრაგიზმისა, თავისი ღრმააზროვანი განსჯითაც, თხრობის დახვეწილობითა და დინამიზმითაც და სტილის არტისტიზმითაც, მუსიკალური ფონიც რომ შემოსდევს, და ამ მუსიკალურ ფონს ქმნის არა მარტო უხვად ჩართული პოეტური სტრიქონები, არამედ ბელეტრისტული მონათხრობიც.

დროსაფარი

19,90 

იდუმალებით მოცული გერიატრიული ფსიქიატრი სახელად გაუსტინი, რომელიც დროის, კერძოდ, წარსულის ფენომენს იკვლევს, უჩვეულო კლინიკის გახსნას განიზრახავს. „წარსულის კლინიკაში“, რომლის თითოეული სართულიც ზედმიწევნით განასახიერებს გარდასულ ათწლეულებს, ალცჰაიმერით და მეხსიერების დაქვეითებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებით გატანჯულ პაციენტებს მკურნალობის ახლებურ, იმედისმომცემ მეთოდს სთავაზობენ – გარემოს ყოველი დეტალი, ავეჯით დაწყებული და სახასიათო სურნელებით დამთავრებული, უზუსტესადაა გათვლილი, რაც მნახველს მისთვის ბედნიერ დროში დაბრუნების ფიზიკურ განცდას უჩენს; დროის საფარში მეხსიერების დახშული სარკმლები ნელ-ნელა იღება და ადამიანს თავისი თავი და ცხოვრება, თუნდაც ნაწილობრივ, ახსენდება.

გაუსტინს ამ კლინიკის მოწყობასა და ფუნქციონირებაში მისი ასისტენტი, ამ ამბის უსახელო მთხრობელი ეხმარება, რომელიც დროსაფარისა და მის გარშემო მოულოდნელად განვითარებული მოვლენების ჟამთააღმწერლადაც იქცევა…

მწერალი, პოეტი და დრამატურგი გეორგი გოსპოდინოვი ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში ცხოვრობს. 1989 წლის შემდეგ იგი პირველი ბულგარელი მწერალია, რომლის ნაწარმოებებიც ყველაზე მეტ ქვეყანაშია გამოცემული. 2023 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემიის გამარჯვებული რომანი – „დროსაფარი“ – მისი რიგით მესამე რომანია.

სიზმრების სასახლე

15,90 

ისმაილ კადარეს (1936-2024) ამ ყველაზე იდუმალ რომანში – „სიზმრების სასახლე“ – სახელმწიფო დიდმოხელეთა ოჯახის წარმომადგენელი, მარკ-ალემი, მუშაობას იწყებს ქვეყნის ყველაზე იდუმალ, ყველაზე ძლევამოსილ და შემაძრწუნებელ დაწესებულებაში, ადმინისტრაციაში, რომელსაც ყველასი და თითოეულის სიზმრების შეგროვება, გადარჩევა, კლასიფიცირება და ინტერპრეტაცია ევალება – დედაქალაქით დაწყებული, ქვეყნის ყველაზე შორეული სოფლებით დამთავრებული. ამ სიზმრებიდან უნდა შეირჩეს მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი სიზმარი (თავსიზმარი), რომლითაც იმპერიისა და მისი ტირანის ბედისწერის განსაზღვრა გახდება შესაძლებელი.

მარკ-ალემი ნაბიჯ-ნაბიჯ ადის კარიერის კიბეზე, მიუყვება დაწინაურების სიმძაფრითა და ვნებათაღელვით სავსე გზას და, ბოლოს, დაწესებულების უმაღლეს თანამდებობასაც აღწევს. თუმცა, შიში იმისა, რომ დაუნდობელი და ჯოჯოხეთური ბიუროკრატია საბოლოოდ მასაც მოუღებს ბოლოს, მოსვენებას არ აძლევს. არავინ იცის, რით დასრულდება მისი იდუმალებით მოცული თავგადასავალი…

ანდერძი და მემკვიდრეობა

17,90 

„ანდერძი და მემკვიდრეობა“ ვიგდის იორთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნმა საერთაშორისო პოპულარობა 2022 წელს ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვედრით მოიპოვა.

ბერგლიოტი ჟურნალის რედაქტორი და წარმატებული დრამატურგია. არის სამი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია. მისი ცხოვრება მშვიდად, მდორედ მიედინება, მაგრამ – მხოლოდ ერთი შეხედვით. მას შემდეგ, რაც მისი მოხუცებული მშობლები გადაწყვეტენ, საკუთარი მემკვიდრეობა ოთხ შვილს გაუნაწილონ,
ბერგლიოტი თავისდაუნებურად ჩაერთვება დავაში. ეს ამბავი ქალს მისთვის საძულველ წარსულში ითრევს.

დავა თანდათან გაცილებით ღრმა ოჯახურ პრობლემებს ააშკარავებს, ვიდრე ეს მატერიალურ ქონებასა და საკუთრებაზე უთანხმოებაა.

ოჯახი, რომელსაც ბერგლიოტი წლების წინ ჩამოშორდა, შემზარავ საიდუმლოს მალავს. მიზეზი საგულდაგულოდაა მიჩქმალული. მასზე საუბარი არავის არ სურს.
თანდათან ფარდა ეხდება ოჯახის ტრავმას – ფაქტს, რომლის მიუღებლობამაც ბერგლიოტს ცხოვრება დაუმახინჯა. დიდი და პატივსაცემი ოჯახი კი „ნორმალური“ კალაპოტიდან ამოაგდო.

თანამედროვე ნორვეგიელი მწერალი ვიგდის იორთი დაიბადა 1959 წელს. გაიზარდა ოსლოში. შეისწავლა ფილოსოფია, ლიტერატურა და პოლიტიკური მეცნიერებები.

ტერეზა ქალის ცხოვრების ქრონიკა

34,90 

ამბავი, რომელსაც ავსტრიული ლიტერატურის კლასიკოსი, ვენური მოდერნიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მე-19-20 საუკუნეების მიჯნის საზოგადოების ფსიქოპორტრეტის მკვლევარი არტურ შნიცლერი გვიყვება, ასი წლის წინ მოხდა, თუმცა ასი წლის წინ არ დაწყებულა.

„ტერეზა“ არ გახლავთ ერთი ქალის ამბავი, არამედ ამბავია ქალისა, რომელიც არაფერს ითხოვდა დანახვის, აღიარების, სიყვარულის, ბოლოს კი სიმშვიდის გარდა – მხოლოდ იმას, რაც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ცხოვრების, ცხოვრების ხალისის, ცხოვრების სურვილისათვის.

ტერეზა წიგნის მთავარი გმირია, თუმცა ავტორისთვის, მასთან ერთად კი მკითხველისთვისაც, უფრო საინტერესო იმ საზოგადოების კვლევაა, რომელიც ფართოდ დახუჭული თვალებით მიუყვება ერთი გოგონას ცხოვრებას. ეს არის საზოგადოება, რომელიც გაკიცხვისა თუ შეცოდების, თანაგრძნობისა თუ გამხნევების პოლუსებზე ისე ინაცვლებს, რომ ვერც ხვდება, რომ ამ სამსჯავროს ერთ ჩვეულებრივ, თავისნაირ ადამიანს უწყობს.

არაფერი

11,90 

არაფერია მნიშვნელოვანი. ამას უკვე, კარგა ხანია, მივხვდი.

ამ, ერთი შეხედვით, უწყინარი სიტყვებით იწყება თანამედროვე დანიელი მწერლის, იანე თელერის ნაწარმოები „არაფერი“. პიერ ანტონმა გადაწყვიტა, რომ არაფერია მნიშვნელოვანი, ამიტომ სკოლაში წასვლის ნაცვლად, ქლიავის ხეზე აძვრა და სკოლისაკენ მიმავალი ბავშვების გასაგონად ნიჰილისტური აზრების გავრცელებას მოჰყვა. მისი თანაკლასელები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ჯერ კიდევ არის სამყაროში რაღაც, რის გამოც ღირს ჩვეული ცხოვრების გაგრძელება, სკოლაში სიარული… მათი მცდელობა დღითიდღე უფრო დრამატულ, სასტიკ ფორმას იღებს, მაგრამ მაინც ვერაფრით ახერხებენ, შეასმინონ პიერ ანტონს, რომ იგი ცდება.

„არაფერს“ ხშირად, „ბუზთა ბატონსაც“ ადარებენ; ადამიანური ბუნების სისასტიკე – თანაც ბავშვების მაგალითზე წარმოჩენილი – მართლაც მოგაგონებთ უილიამ გოლდინგის ცნობილ რომანს. თუმცა, იანე თელერის თხრობა კიდევ უფრო გამომწვევი და დაუნდობელია; წიგნმაც სწორედ იმით გაითქვა სახელი, რომ მისი შინაარსი მკითხველს ფილოსოფიური დისკუსიისკენ უბიძგებს.

ხელოვნების ამბავი

79,90 

„ხელოვნების ამბავი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წიგნია ხელოვნების შესახებ, რომელიც ოდესმე გამოცემულა. 60 წლის განმავლობაში იგი რჩება სწორუპოვარ შესავლად მთელი საგნისთვის — უძველესი მღვიმის ფერწერიდან თანამედროვე ექსპერიმენტულ ხელოვნებამდე. მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მკითხველისთვის პროფესორი გომბრიხი ჭეშმარიტი ოსტატია, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ცოდნა და სიბრძნე და რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით, გაუზიაროს მკითხველს უდიდესი სიყვარული ხელოვნების იმ ნიმუშების მიმართ, რომელთაც აღწერს.

“ეს არის წიგნი, რომელსაც შეუძლია — თუ მას ფართო მკითხველი გაეცნობა — მთელი თაობის აზროვნება შეცვალოს. გომბრიხის სტილი სასაუბრო და ინტიმურია. მისი განსწავლულობა ყველასთვის თვალსაჩინოა, მაგრამ იგი არ გთრგუნავს; ამასთანავე, მისგან ყველაფრის შესახებ რაღაც ახალს გაიგებთ. მას შეუძლია რამდენიმე სიტყვით მთელი პერიოდის ატმოსფერო გადმოგცეთ.”

“თაიმზის” ლიტერატურული დამატება, 1-ლი გამოცემის რეცენზია, 1950 წლის 27 იანვარი

1 პატარა პიტის კომიქსების კლუბი

14,90 

კეთილი იყოს შენი მობრძანება კომიქსების კლუბში. აქ გაიცნობ კომიქსების შემქმნელებს და წაიკითხავ ძალიან სასაცილო კომიქსებს.

მაქსისტორიები

12,90 

მაქსი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა გამომგონებელია.
მას განსაკუთრებით აინტერესებს: თამაში, ძილი და სიტყვები. ძილისას გამოგონება უჭირს, მაგრამ დანარჩენ ორში ნამდვილად ეკუთვნის გამომგონებლებისთვის დაწესებული რაიმე ცნობილი ჯილდო, რომელსაც ვინმე ცნობილი ადამიანი საზეიმოდ გადასცემს!

მონტესორი დედამიწა სტიკერებით

12,90 

ჩააკარი სტიკერი;
დახატე;
დააკავშირე;
გააფერადე…
დამოუ კიდებლად შესასრულებელი სახალისო დავალებები და მარტივი შემეცნებითი ტექსტები თამაშ-თამაშით, გამიზნულად ავითარებს ბავშვის კოგნიტურ უნარებს სკოლამდელ ასაკში.

მონტესორის მეთოდით აგებულიეს აქტივობების რვეული დაეხმარება პატარებს, უკეთ გაიცნონ ჩვენი პლანეტის შემადგენელი ნაწილები: კონტინენტები და ოკეანეები, ქალაქები და ქვეყნები, ცხოველთა და მცენარეთა სამყარო.

მონტესორი სახლი სტიკერებით

12,90 

ჩააკარი სტიკერი;
დააკავშირე;
დახატე თითებით;
გააფერადე…
მონტესორის მეთოდით აგებული ეს აქტივობების რვეული დაეხმარება პატარებს, შეძლონ საოჯახო ნივთებისა და ინვენტარის ამოცნობა და დასახელება; ისწავლონ საკუთარ ნივთებ ზე, პირად ჰიგიენასა და სახლის სისუფთავეზე დამოუ კიდებლად ზრუნვა.