Showing 631–665 of 923 resultsSorted by latest

ძაღლის ვალსი

15,00 

„ძაღლის ვალსი“ ისტორიულ-დოკუმენტალური პროზის ჟანრისაა. ის მოკლედ მიმოიხილავს ძველი საქართველოს ისტორიულ მატიანეს: შუა საუკუნეებს, გასაბჭოების პერიოდს, საბჭოთა რუსეთის ოკუპაციას და საქართველოს ეფექტურ ანექსიას.
წიგნში ასახულია ძველი საქართველოს წარმართული რიტუალები და წესჩვეულებები, აღზევებული ლენინ-სტალინიზმის, ვაიმარის რესპუბლიკის გაჩენა და ნაცისტური პარტიის მიერ განხორციელებული ქმედებები.
ნაწარმოები ასახავს საქართველოს რევოლუციურ და კომუნისტურ მოვლენებს, გარემოებათა უშუალო მომსწრეების და მათი შთამომავლების თვალით, ათავსებს მომხდარ ფაქტებს ისტორიულ და იდეოლოგიურ კონტექსტში.
თხზულების გმირები საბჭოთა პერიოდის ქართული საზოგადოების რეალურ პირებია, ხოლო სცენარები კი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

ღამის სიმღერა

25,00 

წიგნში ლექსებთან ერთად შესულია ფიქრები პოეზიაზე, ლექსები პროზად, მინიატურები. გოჩა სხილაძის ლექსი არ ქადაგებს რამეს, ის აღწერს ადამიანის განწყობას, ეს არის პოეზიის შინაარსი, არა ის რომ რაღაცისკენ მოუწოდოს, რაღაც მის გარეშე იყოს. დარწმუნებული ვარ, ხელოვნება არის ხელოვნებისათვის! ხელოვნება ისეთი რამეა… რას შევადაროთ? ოქროს კალმით რომ დაიწყო რაღაცის თხრა ან ოქროს გუთნით. ოქრო თავისთავად ძვირფასია, მაგრამ მას თავისი დანიშნულება აქვს. – ზურაბ კიკნაძე

ბაში-აჩუკი

22,00 

აკაკი წერეთლის ისტორიული რომანი ბაში-აჩუკი, 1659 წლის კახეთის აჯანყებას ეხება. რომლის დროსაც, მთელი საქართველო გაერთიანდა სპარსეთის წინააღმდეგ.

კომედიები

14,95 

აღორძინების ეპოქის დიდი დრამატურგის უილიამ შექსპირის კომედიები დღესაც აქტუალურია. მათი სიუჟეტი ჟანრობრივად თუ თემატურად განსხვავებულია, მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებს – მხიარულება და საინტერესო გმირები. შექსპირი ადამიანს შეახსენებს, რომ სიყვარული და სამართლიანობა ინტრიგებზე, სიხარბეზე, სიჯიუტესა და ბოროტებაზე ძლიერია, რომ საკუთარი ბედნიერების შემოქმედი თავად ჩვენ ვართ.

მიჰყევი ტაროს

27,95 

ეს წიგნი შესავალი და საიმედო გზამკვლევია ტაროს სამყაროში. ის დაგეხმარება ტაროს კრეატიულად გამოყენებაში. ტარო კარგი საშუალებაა საკუთარი თავის, ბედისწერისა თუ მომავლის გამოსარკვევად. ეს წიგნი-ბლოკნოტი დაგეხმარება, დააკვირდე შენი ცხოვრების კონკრეტულ სიტუაციას, ჩაინიშნო მნიშვნელოვანი მომენტები, შთაბეჭდილებები და საინტერესო იდეები კი ჩაიწერო. აქვე დაგხვდება სასარგებლო სავარჯიშოები, რეკომენდაციები შესაბამისი მუსიკის შესახებ, პრაქტიკული რჩევები. მიჰყევი ტაროს – ასე შენ სრულიად ახალ, იდუმალ და ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურებ!

ჯუნგლის წიგნი

7,95 

მოდი, ბავშვები კითხვას ადრეული ასაკიდან მივაჩვიოთ! მოდი, კითხვისკენ მიმავალი გზა ახლავე მივასწავლოთ! ამისთვის ეს სტიკერებიანი წიგნი იდეალური დასაწყისია. წაუკითხეთ პატარას ზღაპარი და დაეხმარეთ სტიკერებით სიუჟეტების შექმნაში. ამგვარად, ისინი ამბის თანაავტორები გახდებიან. მერე კი სიამოვნებით დაუბრუნდებიან წიგნს და ამბის თხრობას დამოუკიდებლად, უფროსების დაუხმარებლად შეეცდებიან. ულამაზესი ნახატებით გაცოცხლებული ეს საოცარი ზღაპარი ყველაზე პატარებსაც კი დააინტერესებს. აქ წარმოდგენილია ზღაპრის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, შინაარსზე მორგებული ნახატები და თემატური სტიკერები, რომელთა დახმარებითაც ბავშვები ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯებენ.

ხევისბერი გოჩა

22,00 

არ მეგულება სხვა ქართველი მწერალი, რომელიც ასეთი ემოციითა და გატაცებით, სუნთქვის შეკვრითა და მღელვარებით გაკითხებს ამბავს, მჩქეფარე ადამიანების მჩქეფარე ამბავს. არ მეგულება სხვა ტექსტი, სადაც ასე იგრძნობა სისხლის მღელვარება, აჩქარებული პულსი, სასოწარკვეთა, ცრემლები, ტემპი, ცვლილება, დარდი, მრისხანება და, რაც ყველაზე მთავარია, ბედისწერა. ყაზბეგთან ბედი ზუსტად ისეთი მბრძანებელი, ბრმა და სასტიკია, როგორიც ძველ ბერძნულ დრამაში. წამი წყვეტს ყველაფერს, შემთხვევითი წამი, ადამიანი თითქოს ძაფებს გამობმული სათამაშოა, რომელსაც ალალბედზე ათამაშებენ მოირები.

ფრედი მერკური

60,00 

მან თავისი ექსცენტრული გენია მოიტანა და მეგობრებთან ერთად დაიპყრო სცენა, სადაც საკუთარ სამყაროს წარმოადგენდა თავისი პიროვნებითა და ხმით, ოცნებებითა და ფანტაზიებით, სიგიჟითა და ვნებით. ამ წიგნში მოთხრობილია ზანზიბარში დაბადებული ბიჭის წარმატების გასაოცარი ამბავი, რომელიც შერწყმულია „ქუინის“ მუსიკალურ ისტორიასთან, ჯგუფისა, რომელიც მეფობდა როკისა და პოპის სამყაროში.

ბითლზი

60,00 

ვინ იცის, როგორი იქნებოდა მსოფლიო „ბითლზის“ გარეშე?! მათ დაიპყრეს სამყარო და ეს საოცარი წიგნი მოგვითხრობს მათ განმაცვიფრებელ ამბავს ჯგუფის დაბადებიდან ბოლო ჩაწერამდე, წლების მიხედვით.

როგორ დავამარცხოთ დიქტატორი – მარია რესა

34,95 

რატომ სუსტდება დემოკრატია? რატომ გახდა რთული სიყალბესთან, დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან დაპირისპირება? გააძლიერა თუ არა სოციალურმა ქსელებმა და ციფრულმა პლატფორმებმა ავტოკრატიული რეჟიმები?

ფილიპინელი ჟურნალისტი, თავისუფალი სიტყვის დამცველი მარია რესა, თავისი განსაცვიფრებელი ბიოგრაფიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ კითხვებზე უაღრესად საინტერესო პასუხებს გვთავაზობს. მარია რესას ისტორია ბევრისთვის კარგადაა ნაცნობი. ესაა სოციალურ ქსელში თავდასხმები, სასამართლოს მიკერძოებულობა, საკუთარი მოქალაქეების ან პარტნიორებისგან მტრის ხატის შექმნა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ა. შ. სოციალური მედიის უპირობო დომინაციის პირობებში რთულია დეზინფორმაციასთან ბრძოლაც. რეჟიმი შეუზღუდავ რესურსს იყენებს, რათა ტროლ-ბოტებით, დაქირავებული, ერთსახოვანი ადამიანებით პარალელური სამყარო შექმნას. თუმცა დემოკრატიების შესუსტებამ და ავტოკრატიების რეპრესიულმა ბუნებამ შინაგანი რწმენა არ უნდა შეგვირყიოს და მთავარი მიზნიდან არ გადაგვახვევინოს. მარია რესამ გვაჩვენა, რომ დიქტატორი დუტერტე სწორედ მორალურმა სიცხადემ, თავისუფლების მოყვარული ადამიანების ერთობამ, დამოუკიდებელმა მედიამ და კონკრეტული მოქალაქეების დაუღალავმა ბრძოლამ შეარყია. მისი ისტორია მყარ იმედს გვაძლევს, რომ დიქტატორების დამარცხება შეგვიძლია. მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, მარია რესას „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ პირველი წიგნია გამომცემლობა „არტანუჯის“ ახალი სერიისა „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“. ეს სერია საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს, თვალნათლივ დაინახოს დიქტატურის აშკარა თუ ფარული მახასიათებლები და პარალელურად შეაფასოს მნიშვნელობა იმ მთავარი ღირებულებების და ადამიანის უფლებებისა, რაზეც დგას დემოკრატია – მმართველობის ერთადერთი საუკეთესო ფორმა ამჟამინდელ მსოფლიოში .

სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი

10,00 

დევი სტურუა

ცნობილი ქართველი მეცნიერი, ჟურნალისტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. არაერთი ნაშრომის ავტორი. დაიბადა ქალაქ თბილისში 1931 წელს. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1954 წელს. მუშაობდა სხვადასხვა გაზეთის რედაქციაში („ზარია ვასტოკა“, „კომუნისტი“). იყო საქართველოს კომუნისტური პარ- ტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იდეოლოგიის მიმართულებით. მონაწილეობა მიიღო ქართული ენციკ- ლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის დაარ- სებაში. 1996-2001 წწ. იყო საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი. ავტორია არაერთი წიგ- ნისა: „ბედისწერა“ (ისტორიული რომანი) „სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი: მოგონებები, პორტრეტები“ – 1995; „არ-დავიწყება მოყვრისა…“; წერილები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, პოლემიკა, ინტერვიუ, ძველი ჩანაწე- რებიდან… – 2000; „ზმანება ბასიანთან“. დევი სტურუა გარდაიცვალა 2001 წელს, 70 წლის ასაკში.

ქალის სახარება

30,00 

“ქალები რომლებიც ეძებენ მამებს და საბოლოდ თავად ხდებიან მამები”.

ოცნებების კვალდაკვალ

10,00 

იოსებ ახალაიას „ოცნებების კვალდაკვალ (სიყვარულის პარადოქსი)“, ახალგაზრდა მწერლის მეორე რომანია, წიგნი კი მეორე გადამუშავებული ვერსიაა. რომანში იოსები ისეთ მარადიულ გრძნობებს ეხება, როგორიცაა მეგობრობა, სიყვარული, სიძულვილი, ეჭვიანობა… კლასიკად ქცეული სასიყვარულო სამკუთხედი ამ რომანში ტრაგიკულად სრულდება და მკითხველს გულგრილს არ დატოვებს.

მე გადმოვცურავ ზღვას

14,95 

ამბავი ორ განსხვავებულ ეპოქაში – 1980-სა და 1990 წლებში ვითარდება – საბჭოთა საქართველოს ბოლო ათწლეულსა და ახალი საქართველოს დაბადების დროს. შეიძლება ეძებდე სიყვარულს მაშინ, როდესაც ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობ? როცა ამისთვის არ გცალია და სულ სხვა გადაწყვეტილებები გაქვს მისაღები? შეიძლება არსებობდეს ისეთი სიყვარული, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, დროს უძლებს? პასუხი ერთია: თუ გიყვარს, ყველაფერი შეიძლება! სიყვარული და სიძულვილი, მეგობრობა და ღალატი, გულწრფელობა და ორპირობა, სიმართლე და ტყუილი, სიცოცხლე და გარდაცვალება – ბუისა და მის თანატოლებს ამ წინააღმდეგობების მორევში გაცურვა და მრავალი გამოცდის ჩაბარება უწევთ.

იაპონური მოთხრობები

12,95 

იაპონური მოთხრობების კრებულში წარმოდგენილია XVII-XX საუკუნეების საყოველთაოდ ცნობილი სამი იაპონელი ავტორის პროზაული ნაწარმოებები. იჰარა საიკაკუ, კუნიკიდა დოპო და რიუნოსკე აკუტაგავა მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნიან იაპონური კულტურის თავისებურებებზე, რითაც იაპონელები მსოფლიოს დანარჩენი ერებისგან გამოირჩევიან. კრებულში შესულია მოთხრობები: „ამბავი მარტოხელა ქალის სასიყვარული თავგადასავლისა“, „ძია გენი“, „სუსანოო-ნო მიკოტო“.

დეიზი ჯოუნსი და ექვსეული

16,95 

“როკჯგუფი “დეიზი ჯოუნსი და ექვსეული” ნამდვილი ლეგენდა გახდა, მისი სოლისტი კი, დეიზი, თავისი დროის კერპი. თითქმის ყველა გოგონა ოცნებობს იყოს ისეთივე მომხიბლავი და ნიჭიერი, როგორიც დეიზი ჯოუნსია… მაგრამ პოპულარობის ზენიტში, 1979 წელს, ჯგუფის ერთიანობას ბზარი შეეპარა, პირდაპირ მათ ბოლო, ივლისის კონცერტზე. თვით ათწლეულის შემდეგაც არ არის ცნობილი განხეთქილების მიზეზი, მაგრამ “დეიზი ჯოუნსი და ექვსეული” მთელ მსოფლიოს ახსოვს. მათი ურთიერთობა ვნების, სკანდალებისა და როკ-ენ-როლის ისტორიაა, გამოცანა, სავსე სიყვარულით, ეჭვიანობით, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილითა და მშვენიერი მუსიკით, რომელმაც მილიონების გული დაიპყრო. დადგა საიდუმლოებისთვის ფარდის ახდის დრო..