Showing 281–315 of 844 resultsSorted by latest

პიროვნების 4 ძირითადი ტიპი

15,00 

ყველა ადამიანი უნიკალურია, ამაში ცუდი არაფერია. წარმატების მისაღწევად სხვა ადამიანების მიბაძვა არ არის აუცილებე­ლი, საკმარისია საკუთარ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით ინდივიდუალური ქცევის სტილის ჩამოყალიბება.

თითოეულ ჩვენგანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებიც ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენი პიროვნების სტრუქტურას განსაზღვრავს.

სიტუაციები და საგნები სხვადასხვა პერსპექტივიდან განსხვავებულად შეიძლება იქნეს დანახული და შეფასებული. ხშირად არ არსებობს „სწორი“ და „მცდარი“ პერსპექტივა; არის „განსხვავებული“ პერსპექტივა, რომელიც სხვადასხვა ხედვიდან გამომდინარეობს.

წვიმის წვეთი პაკი

8,90 

აკაკი დაუშვილის ზღაპარი „წვიმის წვეთი პაკი“ მარტივი, ბავშვებისთვის იოლად აღსაქმელი სიუჟეტითა და საუცხოო ილუსტრაციებით გამოირჩევა. მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსება ორიგინალური ფაბულა და საინტერესო პერსონაჟების სიმრავლეა. ერთ ღრუბლიან დღეს წვიმის წვეთი, სახელად პაკი, გოგონა მარიცას ქოლგაზე მოადენს ტყაპანს და მთავარი ამბებიც სწორედ აქედან იწყება.

ზღაპარში ბევრი საინტერესო ეპიზოდია, რომელიც პატარა მკითხველს ხან ცრემლს მოჰგვრის, ხან – ღიმილს. ნაწარმოებს შემეცნებით-საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს, რადგან ბავშვებს სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენაზე უამბობს და ხელს უწყობს მათი წარმოსახვის განვითარებას. აქ ადამიანებს, ცხოველებსა და გამოგონილ არსებებს შორის ზღვარი იშლება. ეს ზღაპარი ბავშვებს ცნობისმოყვარეობასა და სიკეთის კეთების სურვილს აღუძრავს.

წერილები ჩემი ბავშვობიდან

12,95 

“გიორგი, შენი წიგნი თითქოს ჩვენი თაობის საერთო ბიოგრაფიაა, თბილი, ტკბილი და ტკივილიანი წარსულის და აწი უკვე სამარადჟამოდ გაცოცხლებული. მადლობა, ასეთი გულწრფელობისთვის, სიმართლისთვის. ეს ხომ ასე იშვიათია. „შენს პირს შაქარი, შენს პირს შაქარი…” – მერაბ შევარდნაძე ეს წიგნი არის ამბების წიგნი, პოსტმოდერნიზმის ენაზე თუ ვიტყვით, „ნარატივების წიგნი − პატარა, ყოველდღიური, თითქოს არაფრით გამორჩეული ამბების. ეს ამბები ფრაგმენტულია, კონტექსტუალური, ღრმად ცხოვრებისეული (ემპირიული) და ურთიერთგადაჯაჭვულიც, რადგან ადამიანების ცხოვრებას ქმნის და მათი ბიოგრაფიების მეტ-ნაკლებად ჰოლისტურ სურათს გვაძლევს. ამაზე თავად ავტორიც მიანიშნებს: „ადამიანს ასეთი ფრაგმენტები აკოწიწებს, ეს არის ჩვენი უჩინარი წებო. ეს რომ გაშრება, ჩვენც დავიშლებით” იაგო კაჭკაჭიშვილი

დედის ოთახი

16,95 

ნაირა გელაშვილის ,,დედის ოთახი” გასული საუკუნის ორმოციან წლებში დაწერილი ერთ-ერთი დიდი ქართული რომანია. მისი დაწერიდან 37 წელია გასული- შიდა და გარე ომებით, სიღარიბით და პოლიტიკური დაპირისპირებებით გაჯერებულია ხანა-და, როგორც დიდი წიგნების ბედია, ყველა დროში ეს რომანიც სხვადასხვანაირად აღიქმება- ყოველი ახალი თაობა მასში იპოვის იმას, რასაც ჩვენ, ამ წიგნის პირველი მკითხველები, ვერ ვხედავდით. მიუხედავად რეჟიმის სიმკაცრისა, 80-იან წლებში საბჭოთა საქართველოში ადამიანს შეეძლო ისე ეცხოვრა, ისე წასულიყო, ,,შინაგან ემიგრაციაში”, რომ შეექმნა ილუზია, თითქოს ირგვლივ ეს მახინჯი სინამდვილე, სრულიად არაფერი მიგვანიშნებს ამაზე, სანამ ,,დედის ოთახის” მთავარ პერსონაჟს, ელენეს, ერთი ,,საოცრად მსუქანი და მრგვალი ქალი” არ შეუყვარდება სახლში და არ შეეცდება გამოგლიჯოს იმ სამყაროს, რომელიც ქალმა თავისთვის და სამი შვილისთვის მკაცრად შემოიზღუდა. მშვიდი, ფაქიზი და დაწმენდილია ეს სამყარო, სავსეა ზრუნვით, თანაგრძნობით, ელენეს გაუმხელელი დარდითა და მღელვარე შინაგანი ცხოვრებით. ქალის წასვლის შემდეგ ელენე სააბაზანოში შედის და დიდხანს ირეცხავს იმ ჭუჭყს, დაუპატიჟებელმა სტუმარმა რომ შეაფრქვია… რომანში ბევრი დინება და ბევრი შრეა და თითქოს წიგნიც ისეთივეა, როგორიც ელენეს ფარდები- მქრთალი ფერებით ნაქარგი და ნაკეცებში დიდი სილამაზის დამმალავი.

ესე იტყოდა ზარატუსტრა

16,95 

რადგან სამყარო ადამიანისთვისაა, რადგან სამყარო ადამიანივითაა, დასაბამიდანვე მოაზროვნეთა და ფილოსოფოსთა საფიქრალი სწორედ ამ სამყაროში მისი ადგილისა და როლის განსაზღვრა იყო. მაგრამ არავის დაუსვამს საკითხი ისე, როგორც ეს ნიცშემ შემოგვთავაზა: როგორი უნდა იყოს ან როგორი არ უნდა იყოს ადამიანი სამყაროში, სადაც ღმერთი მკვდარია? ღმერთის სიკვდილი ნიცშეს მოძღვრების უმთავრესი თემაა, რომლის ფონზეც სხვა არანაკლებ ღრმა და მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.

ლებრონ ჯეიმსი

11,95 

უმამოდ, სიღარიბეში, საეჭვო რეპუტაციის თანატოლების გარემოცვაში გაზრდილმა ბიჭუნამ ტალანტის, თავდადებული შრომის, კალათბურთისადმი უსაზღვრო სიყვარულის, საქმისადმი პროფესიონალური მიდგომის წყალობით მთელ სპორტულ სამყაროში უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა, მილიონობით მოზარდის საყვარელ და მისაბაძ ადამიანად იქცა.

ლებრონ ჯეიმსი 40 წლის ასაკშიც ბავშვური მოტივაციითა და ჟინით გადის სათამაშოდ და ნებისმიერ მეტოქესთან დაპირისპირებისას თვალები კვლავინდებურად მიამიტი ბავშვივით უბრწყინავს.

ცხოვრებისეულ-საკალათბურთო კრედო ყველაზე ზუსტად „კალათბურთის მეფის“ ამ გამონათქვამიდან მოჩანს: „ვცდილობ სამაგალითო ადამიანი ვიყო, შვილებს კეთილი საქციელის და საქმისკენ ვუბიძგო. როდესაც, შესაძლებლობის ზღვარს მიაღწევ, ახალი ამოცანის გადაჭრა უნდა სცადო. კალათბურთი ჰორიზონტივითაა – მას ვერ მისწვდები, მაგრამ მუდმივად მისკენ უნდა იმოძრაო. იოცნებე, თითქოს მუდმივად იცოცხლებ, იცხოვრე ისე, თითქოს ცხოვრების ბოლო დღეს ატარებ“.

სტივ ჯობსი

24,95 

ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელმაც არ მოისვენა მანამ, სანამ არ შექმნა ყველაზე დახვეწილი და კომფორტული კომპიუტერები, ტელეფონები და სხვადასხვა ტექნიტა.

ჯობსს ყოველთვის სჯეროდა, რომ დიზაინსა და ტექნოლოგიას შეეძლო ცხოვრების გამარტივება და სამყაროს შეცვლა – და მართლაც, მან ეს შეძლო.

ბავშვობაში სტივი დიდ დროს ატარებდა მამის სახელოსნოში და სწავლობდა, თუ როგორ მუშაობდა სხვადასხვა მოწყობილობა.

მალევე მეგობრებთან ერთად, პატარა გარაჟიდან დაიწყო დიდი ოცნების ახდენა – მან საკუთარი კომპანია დაარსა.

წიგნი შთააგონებს მილიონობით ადამიანს და პატარა მკითხველს ასწავლის, რომ კრეატიულობა, ცნობისმოყვარეობა და თავდაუზოგავი შრომა შეუძლებელსაც კი შეგაძლებინებს.

„გაბედე და მიჰყევი შენს გულსა და ინტუიციას. ისინი გიკარნახებენ, ვინ გინდა, რომ დადგე.“ – სტივ ჯობსი

ვინსენტ ვან გოგი

24,95 

სერიის – „პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით“ – ახალი წიგნი დიდი ხელოვანის, ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს. მზესუმზირებით სავსე მინდვრები, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ხელოვნება, რომელსაც გულით გრძნობდა – ეს არის ვან გოგის სამყარო. მხატვარი სილამაზეს უბრალო ნივთებში პოულობდა. უყვარდა ბუნება, ფერები და ემოციები. ბავშვობიდანვე, მიუხედავად სირთულეებისა, არასოდეს შეუწყვეტია ხატვა და სვლა მთავარი მიზნისკენ. დღეს მის შედევრებს მთელი მსოფლიო იცნობს!

მოემზადეთ ხელოვნების სამყაროში შთამაგონებელი მოგზაურობისთვის ვან გოგის გამორჩეული ისტორიით. დიდი მხატვრის ცხოვრება მიზნისკენ სწრაფვისა და თვითგამოხატვის კიდევ ერთი ლამაზი ისტორიაა.

სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა ტ.II

58,00 

არტურ შოპენჰაუერის ,,გენიალურ-ფილოსოფიური და ყოველგვარ ქებაზე მაღლა მდგომი” (ჟან პოლი) ,,სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა” გამოიცა 1818 წელს,გერმანიაში. ,,ფრანკფურტელი განდეგილის” პესიმისტური ფილოსოფიით მოხიბლულნი იყვნენ დიდი ადამიანები.ნიცშე წერდა – ,,ვეკუთვნი შოპენჰაუერის იმ მკითხველებს,რომლებმაც მისი პირველი გვერდების წაკითხვისთანავე ,უეჭველად იციან,რომ ყველა გვერდს წაიკითხავენ და მის წარმოთქმულ ყოველ სიტყვას მოისმენენ.თავიდანვე ვენდე მას და ეს ნდობა ახლაც ისეთივეა…”

ცხოვრების დაუმთავრებელი წიგნი

20,00 

სოფიო მორჩილაძის (1913 1992) მოგონებებით „ცხოვრების დაუმთავრებელი წიგნი“ ვიწყებთ სერიას „მოწმე და მონაწილე“. ავტორი გაიზარდა გურიის სოფელ ძიმითში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ თბილისში რამდენიმე საშუალო სკოლის დირექტორი, ღვაწლმოსისი მასწავლებელი იყო. მის მოგონებებში იგრძნობა ადამიანი, რომელიც პროფესიულ მოვალეობებს ერთგულად და პატიოსნად ასრულებს მიუხედავად იმისა, რომ ცხადად ხედავს სისტემის დანაშაულსაც და ფარისევლობასაც. ეს წიგნი კარგად აჩვენებს, თუ როგორ მუშაობდა გვიანი საბჭოთა კავშირის განათლების სისტემა და როგორ ზეწოლას განიცდიდა სკოლის დირექტორი.

ფიხტეს ეთიკა

16,60 

ნაშრომი ეძღვნება გერმანული კლასიკური იდეალიზმის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ი. გ. ფიხტეს ფილოსოფიის ანალიზს.

ავტორის მიზანია აჩვენოს, თუ რა ლოგიკური აუცილებლობით მივიდა ფიხტეს სახით კანტისშემდგომი იდეალისტური ფილოსოფია დიალექტიკის თეორიის შექმნამდე, რა პერსპექტივებს ატარებდა ფიხტეს დიალექტიკის სუბიექტურ-იდეალისტური თეორია ობიექტურ-იდეალისტური ხაზით განვითარების თვალსაზრისით და რა რაციონალურ მომენტებს შეიცავდა ეს თეორია მატერიალისტურ საფუძველზე გადასამუშავებლად;

ნაშრომში გაანალიზებულია აგრეთვე, ზნეობის პრინციპის ფიხტესეული დაფუძნება და ნაცადია მასში არსებული რაციონალური მომენტების წარმოჩენა.