2025
პროცესი
14,95 ₾უცნაურობა და იდუმალება კაფკას როგორც ცხოვრების, ისე შემოქმედების განმსაზღვრელია. მისი უნიკალური წერის სტილი პესიმიზმითა და ლიტერატურული ფორმის ბუნდოვანებითაა ნასაზრდოები, თუმცა თანამედროვე სამყაროში შექმნილი პოლიტიკური კრიზისებისა თუ დროდადრო რეჟიმების გაჩენა გააქტიურების გათვალისწინებით, ერთგვარ წინასწარმეტყველება-მინიშნებადაც შეგვიძლია აღვიქვათ და მისი შემოქმედება ამდენადაც მნიშვნელოვანია. „პროცესი“ ასეთი წიგნია – აბსურდის დომინირება კანონზე და ამ კანონზომიერებით გამოჩარხული ადამიანის ბედი (უბედობა). მართალია, იოზეფ კ.-ს არაფერი დაუშავებია, მაგრამ „ეტყობა, ვიღაცამ ცილი დასწამა“. ჰოდა, ერთ მშვენიერ დილას ის დააპატიმრეს! მაშ, რა გამოდის, ვარაუდი სიმართლის საპირწონეა? და იმ „მშვენიერი დი- ლიდან“ იწყება კ.-ს ცხოვრებაში პროცესი, უფრო სწორად, კ.-ს ცხოვრება თავად ხდება უსასრულოდ გაწელილი პროცესი. სამართლის მოძიების შეუძლებლობა ერთგვარი პირდაპირი მინიშნებაა ადამიანის უძლურებაზე მასზე ზემდგომი ძალებისადმი, მათ შორის იმ უმაღლესი სამსჯავროსადმი, რომელიც ადამიანის ინტერესების დასაცავად სამართლიან მართლმსაჯულებას უნდა აღასრულებდეს.
ამბავს გეტყვი
100,00 ₾თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებას არაერთი შესანიშნავი არტისტი ჰყავს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნანა ყაულაშვილია. ამ შემოქმედმა საკუთარი ხელოვნება იმ ჯადოსნურ სამყაროდ აქცია, რომელში მოგზაურობაც ყველა ასაკის ადმიანს ხიბლავს. მისი თოჯინები უსულო ფიგურები არ არიან, ისინი მხატვრის შემოქმედებითი სულისკვეთების პატარა ნაპერწკალებს ატარებენ და ამიტომაც მათ გამოხედვაში, გრაციოზულ მოძრაობასა თუ ფერად ტანსაცმელში სიცოცხლე აშკარად იგრძნობა. წიგნი, მოიცავს მის მიერ შექმნილ თოჯინებს, მათზე დაწერილ ზღაპრებსა და სხვა პროზაულ ჩანახატებს, ასევე ნამუშევრებს, რომლებიც მას წლების განმავლობაში დაუგროვდა.
პოლიტიკური გაკვეთილები
17,00 ₾წიგნი წარმოადგენს ანალიტიკურ-მხატვრულ ნაშრომს, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს უახლესი ისტორიის მოვლენებზე — 1989 წლის 9 აპრილიდან 2012 წლის ჩათვლით. ნაშრომი ავტობიოგრაფიული ელემენტებით აღწერს ეროვნულ მოძრაობას, 90-იანი წლების რთულ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოს, სტუდენტურ აქტივიზმს, ვარდების რევოლუციას, აგვისტოს ომს და იმ პროცესებს, რომლებმაც 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია.
წიგნში ასევე განხილულია სამოქალაქო აქტივიზმი, პოლიტიკური ტექნოლოგიები და გეოპოლიტიკის გავლენა პატარა სახელმწიფოზე.
ავტორი — ირაკლი მეგრელიშვილი არის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და ორი აკადემიური წიგნის ავტორი.
ჩემი ფეხბურთი
100,00 ₾„ჩემი ფეხბურთი“ — ცნობილი ფოტოჟურნალისტის, ვარლამ (ვალიკო) გენგიურის არქივიდან შერჩეული კადრებია. მისი, როგორც ქართველი ფოტოხელოვანის, პროფესიული ბიოგრაფია ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. იგი 1961 წლიდან მუშაობს პრესაში და XX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ცხოვრების ფოტომემატიანეა.
ალბომში თავმოყრილია ვარლამ გენგიურის თბილისის „დინამოსა“ და ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებული დაახლოებით 300 უნიკალური საავტორო ფოტო. წიგნს ახლავს ტექსტები — ავტორის ბიოგრაფია, შემოქმედების მიმოხილვა, კოლეგების მოგონებები.
წიგნი-ალბომი „ჩემი ფეხბურთი“ ინახავს სტადიონის ხმაურს, ემოციებსა და ეპოქის განწყობას — ესაა სპორტის, ფოტოგრაფიისა და მეხსიერების ისტორია, რომლის ნახვა ნებისმიერ ადამიანს გაახარებს, ვისაც უყვარს ფეხბურთი, ფოტოხელოვნება, ქართული სპორტი და კულტურა.
საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა
133,00 ₾საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – კახეთი
დენს დენს დენს
30,90 ₾მისტიკურ დეტექტივში „დენს დენს დენს“ სიუჟეტი „ცხვარში“ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იშლება. მთხრობელი წყვეტს კავშირს ყველასთან და ყველაფერთან, თავით ეშვება ჟურნალისტური ყოველდღიურობის მორევში. მისი ფუნქცია კულტუროლოგიური ნამქერის ქექვაა. რომანის მთავარი გმირი სინამდვილისგან მოწყვეტილად გრძნობს თავს; ვერ პოულობს ადგილს სამყაროში; მის სულში სრული ქაოსია. ის არაფერთან არ არის შეერთებული, თუმცა რაღაც მაინც ცდილობს მის გონებაში შეღწევას, რაღაც ‒ რაც მას ჯერ კიდევ არ წაუშლია საკუთარ თავში… ადამიანი-ცხვარი ამ „რაღაცის“ ჩართვას ჰპირდება და ურჩევს მას: „იცეკვე და არ გაჩერდე. იცეკვე, სანამ მუსიკა უკრავს. იცეკვე კარგად, რათა ყველამ შენ გიყუროს… “
ცვილის ფიგურები
14,95 ₾საკმაოდ პოლიტიკური კრებულია. ავტორი კაცობრიობის ის ტორიასა თუ მომავალზე ნაფიქრალს სხვადასხვა ყალიბში აქ ცევს. ეს ხან შუა საუკუნეების ვენეციელი ვაჭრის ამბავია, ხან ნახევრად ავტობიოგრაფიული ტექსტი, ხანაც ერთგვარად ესე ისტური ყაიდის მონათხრობი ოთხ კედელზე — ჩინეთის, ბერლინის, იერუსალიმისა და ტრამპის. პოლიტიკური თემატიკა სოციალურსაც ეჯაჭვება და ხშირად მთავარ მოთამაშედ გამოდის ფული, როგორც ინდიკატორი, როგორც სოციალურ ბრძოლაში თავგანწირვით ჩაბმული ადამიანების ერთადერთი სტიმულატორი. წიგნში ბევრია ფიქრი კულტურულ ფენომენებსა და ლიტერატურაზეც. აქ თითქმის ყველაფერი ნაჩვენებია სამშობლოს მოცილებული ადამიანის თვალთახედვით და, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მოთხრობაში რეალიები არ ვითარდება საქართველოში, საქართველო მაინც მკაფიოდ იკვეთება პერსონაჟთა მენტალურ ილუსტრაციები. შოთა იათაშვილი
ვერ გამტეხ
29,95 ₾დევიდ გოგინსისთვის ბავშვობა კოშმარი იყო. სიღარიბე, სტერეოტიპები და ძალადობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მაგრამ თვითდისციპლინის, ფსიქოლოგიური სიმტკიცისა და შრომის მეშვეობით, გოგინსმა საკუთარი თავი – დეპრესიაში ჩავარდნილი, ჭარბწონიანი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მომავალი არ გააჩნდა – აშშ-ს შეიარაღებული ძალების სიმბოლოდ და ერთერთ საუკეთესო სპორტსმენად აქცია. წიგნში „ვერ გამტეხ”” გოგინსი თავისი ცხოვრების გასაოცარ ისტორიას გვიზიარებს და ამბობს, რომ ადამიანთა უმრავლესობა ჩვენი შესაძლებლობების მხოლოდ 40%-ს ვიყენებთ. „40%-ის წესისა”” და მისი ცხოვრების მაგალითზე განხილული სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით გოგინსი გვასწავლის, როგორ უნდა გავუძლოთ ტკივილს, გავანადგუროთ შიში და დავუპირისპირდეთ ბედისწერას – ჩვენი სრული პოტენციალის მისაღწევად.
ჯოვანის ოთახი
20,90 ₾1956 წელს გამოცემულმა “ჯოვანის ოთახმა” დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მასში გაშლილი იმ თემების გამო, რომლებიც დღემდე აღელვებს თანამედროვე საზოგადოებებს: იდენტობის კრიზისი, გარიყულობა, მასკულინობა, სექსუალობა და თვითგამორკვევა. თუმცა ეს რომანი, პირველ რიგში, სიყვარულზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტექსტია ანაც ყველაზე ტრაგიკული ამბავია სიყვარულის შიშზე.
ჯეიმს ბოლდუინი ერთ-ერთი უდიდესი ხმაა მსოფლიო ლიტერატურაში და მის მიღმაც, რომელიც დღემდე ხმამაღლა გაისმის. იგი გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ამერიკის სამოქალაქო აქტივიზმის შეუცვლელი ფიგურა იყო. მაშინ ცოტა თუ ახერხებდა მასავით ლაპარაკს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე, ბოლდუინის საჯარო გამოსვლები კი ისეთივე სიზუსტითა და ხატოვანებით გამოირჩეოდა, როგორც მისი მხატვრული ტექსტები.
ბოლდუინის ნატიფი თხრობის საუკეთესო ნიმუშია “ჯოვანის ოთახი”, რომელშიც ყველაზე ინტიმური გრძნობების სიღრმეებში მიგვიძღვის და ქმნის ემოციურ, თუმცა დიდად საკამათო ამბავს სიკვდილსა და ვნებაზე, რომელიც არასდროს ძველდება.
მშვიდობით იარაღო
22,90 ₾„მშვიდობით, იარაღო!“ არა მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შესახებ ერთ-ერთი საუკეთესო რომანია, არამედ ასევე ნაზი და სულის შემძვრელი სიყვარულის ისტორიაც. ერნესტ ჰემინგუეიმ საკუთარი ომისდროინდელი გამოცდილება გამოიყენა იტალიის ფრონტზე მომსახურე ამერიკელი სანიტარული ნაწილის ოფიცრისა და ლამაზი ინგლისელი ექთნისადმი მისი სიყვარულის ამ შესანიშნავი ამბის შესაქმნელად. რომანი ავტორის პირველ ბესტსელერად იქცა. მას გამოარჩევს ბრძოლის ველის საშინელებების შეულამაზებლად აღწერა, ასევე მთავარი გმირების, ფრედერიკისა და ქეთრინის, ვნებიანი, გულწრფელი სიყვარული გულისამაჩუყებელი ისტორია, რაც ტრაგიკულად სრულდება, თუმცა მწერლის თავშეკავებული სტილი უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ხელოვნება
23,00 ₾რა გავლენა ექნება ხელოვნურ ინტელექტს ჩვენს საზოგადოებაზე, სრულად ჯერ არ არის ნათელი. თუმცა, ერთი რამ ცხადია: წინ დიდი ცვლილებები გველოდება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ მომზადებულები შევხვდეთ. ხელოვნურ ინტელექტთან, როგორც ახალ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული შიშები ცნობისმოყვარეობით შევცვალოთ, გაურკვევლობა კი შემოქმედებითი თავდაჯერებულობით.
წიგნის ავტორები არიან, სანდრო ასათიანი საქართველოდან, ილიას უნივერსიტეტის ასოფირებული პროფესორი, მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევარი და სასწავლო ცენტრ ჯეოლაბის დამფუძნებელი, მის მიერ შექმნილი პრაქტიკული სახელმძღვანელო, კონკრეტულად გაგაცნობთ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს.
კარლ შტოკერი ავსტიელი პროფესორი, ისტორიკოსი და კულტურის მკვლევარი. იდეის თანაავტორი, გიზიარებთ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პესიმისტურ პერსპექტივებს ლაკონურ და ადვილად გასაგებ წინადადებებად.
ყველაზე დიდი ვახშამი, რომელიც კი ოდესმე გინახავთ
35,00 ₾განთქმულმა შეფ-მზარეულმა, მისიე ფურმიმ, ყველა ცხოველი დაპატიჟა ვახშამზე, მაგრამ მაგიდასთან ადგილების განაწილება შეუძლებლად ეჩვენება – ძაღლი და კატა ერთად ვერ დასხდებიან, ცხვარი მგლის სადილად გადაქცევის რისკის ქვეშაა, ბუ კი დაჟინებით მოითხოვსსიბნელეში ჭამას.
რა რთული თავსატეხია!
როგორ მოახერხებს ჩვენი შეფ-მზარეული ყველა სტუმრის განთავსებას?
დარიო პომოდორო გენუაში, საბავშვო ბაღში ყვება ისტორიებს და უვლის ბავშვებს. ის მუდმივად წერს, თუმცა მისი დიდი დებიუტი 2022 წელს, მას შემდეგ შედგა, რაც მან დაწერა „ლოლა იცვლის სახლს“. ის შთაგონებას ირგვლივ ყველაფერში პოულობს და თავისი შვილების, ჯოვანისა და ვიტორიას, თვალებით უყურებს სამყაროს.
ბავშვთა წიგნების ბოლონიის ბაზრობამ ლორენცო სანჯიო საბავშვო ილუსტრატორთა ახალი თაობის „იტალიელ წარჩინებულ ილუსტრატორებს“ შორის შეარჩია. ის მთელი მსოფლიოს გამომცემლებთან თანამშრომლობს. უყვარს ბუნების, კატებისა და ქალაქების ხატვა
კონი ბრაზობს
20,00 ₾ჩვენი გამომცემლობის ერთ-ერთი საყურადღებო თემაა ემოციების სამყარო, რომლისთვისაც არაერთი პროექტი მიგვიძღვნია. არც კონის ეს წიგნია გამონაკლისი, რადგან ამ პერსონაჟთან ერთად ბევრად ადვილია ბრაზის, როგორც ემოციის, გააზრება და მისი ჯანსაღი გზებით მართვა.
კონის მთელი დღეა, არ უმართლებს – ბაღში გააბრაზეს, დედას ზოოპარკში არ მიჰყავს, მამამ მის საყვარელ სათამაშოს ფეხი დააბიჯა, ოთახში დიდი არეულობაა. კონის ჰგონია, საცაა, ბრაზისგან გასკდება. რა კარგია, რომ დედამ და მამამ იციან, როგორ დაეხმარონ მას.
ახლა უკვე კონიმაც იცის, როგორ დაეხმაროს თქვენს შვილებს, როცა ისინი მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
კონი ვერ იძინებს
20,00 ₾ყველა მშობლის ერთ-ერთი რთული გამოწვევაა ბავშვის ძილი. რამდენ რამეს ვფიქრობთ და ვიგონებთ იმისთვის, რომ შვილებს, ჩვენთან ერთად თუ დამოუკიდებლად, ვასწავლოთ ძილი.
ამ წიგნში კონი სწავლობს დამოუკიდებლად ძილს. ცდილობს, არ ეშინოდეს სიბნელის, არ გადაიტანოს ყურადღება თამაშისკენ და არ ირბინოს ხან – რაზე და ხან – რაზე, თუმცა ყოველთვის არ გამოსდის, ამიტომ მიზნის მიღწევაში ეხმარება მშობლების ხელშეწყობა, სასიამოვნო რიტუალები და წესები.
ამ წიგნის წაკითხვისას, ბავშვები კონისთან ერთად მოიფიქრებენ ახალ საინტერესო ძილისწინა რიტუალებს და უფრო მარტივად დაიძინებენ.
კონი მაღაზიაში დაიკარგა
20,00 ₾მხიარული სიტუაციების გარდა, კონი ბავშვებს რთულ ვითარებებთან გამკლავებასაც ასწავლის. ყველას გვქონია მომენტი ცხოვრებაში, როცა დავკარგულვართ. რა უნდა ვქნათ ასეთ დროს? შეხვედრის ადგილი დავთქვათ თუ იმ ადგილზე გავშეშდეთ, სადაც მივხვდით, რომ გზა აგვერია?
ამ წიგნის დახმარებით, ჩვენ, მშობლებს, გვეძლევა საშუალება, მსგავსი ცხოვრებისეული სიტუაციები ბავშვთან ერთად მშვიდ, უსაფრთხო გარემოში გავარჩიოთ და თუ მსგავსი სიტუაცია დადგება, ჩვენს შვილებს ექნებათ გამოცდილება, როგორ გაუმკლავდნენ სირთულეს მშვიდად, პანიკის გარეშე.
კონი საბავშვო ბაღში მიდის
20,00 ₾საბავშვო ბაღში წასვლა დიდი და საპასუხისმგებლო საქმეა არამხოლოდ ბავშვის, არამედ მშობლისთვისაც. ამ საქმეში თქვენი დამხმარე იქნება კონი, რომელიც ახლა მიდის ბაღში. ღელავს, რადგან არ იცის, მოეწონება თუ არა იქაურობა. არ იცის, ვინ დახვდება, რას შეჭამს და გაძლებს თუ არა მთელი დღე დედის გარეშე.
ამ წიგნში კონისთან ერთად მოხვდებით თბილსა და მეგობრულ გარემოში, ნახავთ, როგორ არის აწყობილი დღე საბავშვო ბაღში და მომზადებულად შეხვდებით თქვენი შვილის პირველ დღეს ახალ გარემოში.
კონი ავად გახდა
20,00 ₾მართალია, ჩვენ, მშობლებს, ალბათ ყველაზე მეტად გვიჭირს ჩვენი შვილების ავად ყოფნის პერიოდის გადატანა, მაგრამ ყველაზე ჯანმრთელი ბავშვიც კი ოდესმე ავად ხდება. ეს წიგნი დაგეხმარებათ მაშინ, როდესაც ამ პრობლემის წინაშე დადგებით.
მაღალი სიცხეც დაიწევს, გაუსაძლისი ყელის ტკივილიც გაივლის და სურდოც დასრულდება, მთავარია, კარგი განწყობით მივუდგეთ გაციების და გრიპის დღეებს. კონის გამოცდილება ასწავლის ბავშვებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეჟიმის დაცვა, რატომ არ უნდა ეშინოდეთ მათ ექიმების და რომ თურმე წამლებსაც შეიძლება კარგი გემო ჰქონდეს.
არიადნე
18,95 ₾“არიადნემ თეზევს მიწისქვეშა ჩახლართული ლაბირინთის გასავლელი გზა ასწავლა და ნახევრადადამიანი და ნახევრადხარი, მინოტავროსი, დაამარცხებინა. კრეტის უძლეველი მეფე მინოსის ქალიშვილმა უღალატა სამშობლოს და ოჯახს და თავადაც სიყვარულის მსხვერპლი გახდა — ის მიატოვა მისმა რჩეულმა გმირმა და უკაცრიელ კუნძულზე სიკვდილისთვის გაწირა. მაგრამ მხსნელად მუდამ მხიარული ღმერთი დიონისოსი მოევლინა და ბედნიერება მოუტანა, თუმცა არიადნე მოკვდავია, დიონისოსი კი — უკვდავი. რამდემდე გაგრძელდება ოლიმპოსელი ღმერთის ერთგულება?! ნუთუ არიადნემ ისევ ღალატის სიმწარე უნდა იგემოს?!”
პირანეზი
16,95 ₾სიუზანა კლარკის „პირანეზი“ მკითხველს უნიკალურ, იდუმალ სამყაროში ამოგზაურებს. ეს უზარმაზარი სახლია, რომლის ქვედა სართულებიც ოკეანის საუფლოა, ზედა კი — ღრუბლებისა და ფრინველების საბრძანებელი. აქ დარბაზები სავსეა მშვენიერი ქანდაკებებით — ისინი, დროსთან ერთად გაქვავებულები, წყლის მოქცევის დროს უსიტყვო მცველებად დგანან. პირანეზი, რომლის ამბავიც დღიურების სახითაა მოთხრობილი, ამბობს, რომ სახლში სულ თხუთმეტნი არიან, რომელთაგანაც მხოლოდ ორია ცოცხალი, თვითონ და კიდევ ერთი — სხვა, შუახნის მამაკაცი, რომელიც დიადი საიდუმლოს ამოხსნას, დაკარგული ცოდნის პოვნას ცდილობს. სხვას პირანეზიც ეხმარება, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე იძაბება. პირანეზი ეჭვობს, რომ სახლი რეალურ სამყაროსთაა დაკავშირებული და ვინ იცის, იქნებ თავადაც სხვა, დავიწყებული ცხოვრების ნაწილი აღმოჩნდეს…
მედეა. ხმები
18,95 ₾კრისტა ვოლფი თავის რომანში „მედეა. ხმები“ არგონავტების ცნობილი მითის დეკონსტრუქციას გვთავაზობს, ნაწილ-ნაწილ შლის მას და მითის ყველა მთავარ მონაწილეს აძლევს საშუალებას ამოიღოს ხმა და მომხდარის საკუთარი ვერსია გვიამბოს (სწორედ ამიტომ ჰქვია რომანს „მედეა. ხმები“). ჩვენ თვალწინ ცოცხლდებიან მედეა, იასონი, კოლხეთის მეფე აიეტი და დედოფალი იდია, კორინთოს მეფე კრეონი და მისი პირველი ვარსკვლავთმრიცხველი აკამასი. ვხედავთ, რა აღელვებთ მათ, რისკენ ისწრაფვიან, როგორ იბრძვიან ძალაუფლების შენარჩუნებისთვის… და ამ ფონზე ვხედავთ მედეას, ძლიერ, დამოუკიდებელ ქალს, რომელსაც სურს ჩასწვდეს სამყაროს და ადამიანების მოწყობის საიდუმლოს, ქალს, რომელიც ყოველთვის სინდისის კარნახით მოქმედებს და აზროვნების ახალ სტანდარტს უწესებს მაშინდელ ავტორიტარულ სასახლის კარს, პატრიარქალურ საზოგადოებას…
კლიტემნესტრა
18,95 ₾სიყვარული და მძულვარება, წინასწარმეტყველება და ძალაუფლება სპარტის მეფე ტინდარევსის ასულს ბედისწერამ განუმზადა ხვედრად. პირველი სიყვარული წაართვეს, ქმარი და შვილი მოუკლეს და მას შემდეგ შურისძიების წყურვილი ახრჩობს. არჩევანი მწარეა – ბედთან შეგუება თუ მოძალადე, საძულველი ქმრის მოკვლა? მან ხომ კიდევ ერთი საყვარელი შვილი მოუკლა -იფიგენია შესწირა მსხვერპლად, მხოლოდ იმიტომ, რომ ტროაში საბრძოლველად მიმავალს ღმერთებს ზურგის ქარი ეწყალობებინათ. კლიტემნესტრა მარტოა, ღმერთების იმედი არა აქვს და ბრძოლას იწყებს, უნდა გაუსწორდეს ყველას, ვისაც ოდესმე ტკივილი მიუყენებია
მკვლელობა შუა ზამთარში
15,95 ₾ზამთარი – შესანიშნავი დრო შეუდარებელი აგათა კრისტის დეტექტივების წასაკითხად აგუზგუზებული ბუხრის წინ, ცხელი სურნელოვანი ჩაის ფინჯნით ხელში. თქვენთან ერთად იქნებიან შესანიშნავი მეგზურები: პატარა ბელგიელი, მაძებარი ერკიულ პუარო, გონიერი მოხუცი მის მარპლი, ჯენტლმენი მისტერ სატერთუეიტი, გულუბრყვილო და თავდაჯერებული ინსპექტორი ჯეპი, ენერგიული ცოლ-ქმარი ტომი და ტაპენსი ასევე დანაშაულების მონაწილე არაერთი საინტერესო გმირი. მაშ, წაიკითხეთ დეტექტივების დედოფლის განუმეორებელი მოთხრობების კიდევ ერთი კრებული – „მკვლელობა შუა ზამთარში””.
მოახლის საიდუმლო
16,95 ₾მოახლემ ერთი წესი აუცილებლად უნდა დაიცვას _ არასოდეს არ უნდა შეიჭყიტოს და არც შევიდეს იმ ოთახში, სადაც შესვლა აკრძალული აქვს, თორემ შეიძლება ოთახის კარი კი არ შეაღოს, არამედ პანდორას ყუთი გახსნას და ეს სანანებლად გაუხდეს. მაგრამ მილი წესებს არ ემორჩილება, კარს შეაღებს და დამქირავებლის მეუღლეს გაიცნობს, ნაცემ ქალს, რომელსაც სიკვდილივით ეშინია სასტიკი ქმრის, და მილი მის გადარჩენას გადაწყვეტს… სულ მალე კი თავად იქნება გადასარჩენი.
მეცნიერება, ხელოვნება, განათლება და თანამედროვე გლობალური პრობლემები
20,00 ₾წიგნი გვაცნობს თანამედროვე კაცობრიობის წინაშე მდგარ პრობლემებს, ჩვენი პლანეტის სასიცოცხლო სივრცის უკიდურესად მძიმე მდგომარეობას, ადამიანის სულიერ გადაგვარებას, აგრესიულ დამოკიდებულებას ცოცხალი ბუნების მიმართ.
ებრაელი დედები არასდროს კვდებიან
25,95 ₾“ებრაელი დედები არასდროს კვდებიან” თამამი და იუმორით სავსე რომანია. მრავალფეროვანი და ცოცხალი სახეების მეშვეობით ავტორი აღწერს ოჯახურ ურთიერთობებს, დედობას და “ებრაელი დედის” მითს. იგი ეყრდნობა სახელგანთქმული ადამიანების ნაწარმოებებს, სადაც ისინი თავიანთ დედებზე საუბრობენ და ქმნის შვილებზე მოამაგე ქალების პორტრეტებს, რომლებმაც გენიოსები გაზარდეს. ამგვარად ავტორი მკითხველს აცნობს ალბერტ აინშტაინის, ზიგმუნდ ფროიდის, ვუდი ალენის, მარსელ პრუსტის, რომენ გარის, ალბერ კოენის და ძმები მარქსების დედებს. რომანი თარგმნილია რამდენიმე ენაზე.
აილინი
15,90 ₾შობის დღეებს არავითარი სიხარული არ მოაქვს აილინ დანლოპისთვის – ახალგაზრდა მარტოხელა ქალისთვის, რომელიც მდივნად მუშაობს მოზარდი ბიჭების კერძო გამოსასწორებელ დაწესებულებაში, ცხოვრობს ლოთ მამასთან ერთად და ოცნებობს, გაიქცეს დიდ ქალაქში, რომელიც მის ფანტაზიებში ცოცხლობს. აილინის დღეები სავსეა სევდით, ნაღველით და საკუთარი თავის ზიზღით, ღამეები კი – წვრილმანი ქურდობით, უცნაური ფანტაზიებით და მამის შეშლილი საქციელით.
„მურჰედში“ მოდის ახალგაზრდა ქალი – რებეკა სენტ-ჯონი. აილინი მოიხიბლება მისით და მათი მეგობრობა გადაიზრდება სახიფათო დანაშაულებრივ თამაშში, რომელიც აილინის ყველაზე თამამი წარმოდგენების ფარგლებსაც კი სცილდება.
ამბავს გვიყვება ხანდაზმული აილინი, იხსენებს წარსულს, თავისი უღიმღამო, უსიხარულო ცხოვრების უკანასკნელ დღეებს იმ ცივ, პირქუშ ქალაქში.
ნიჟარების ბილიკი
14,90 ₾ანდრეა ტექნოლოგიებზე დამოკიდებული, სოციალური ქსელებით შეპყრობილი და რეალურ სამყაროზე გულაცრუებული ბიჭია. მეტავერსით გატაცებულმა, ერთი დიდი შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც მშობლებმა „სასჯელი“ მოუფიქრეს – ზურგჩანთამოკიდებულმა, ათი დღის განმავლობაში ოჯახის უცნაურ მეგობართან ერთად წმინდა იაკობის გზის ასობით კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროს, თანაც – ტელეფონის გარეშე!..
გზა ნამდვილი კოშმარივით იწყება, მაგრამ ყოველი ახალი ნაბიჯი, ახალი ადგილი და ახალი გამოცდილება ანდრეას საკუთარ თავთან აახლოებს – იმასთან, ვისაც აქამდე ვერ ამჩნევდა.
ერთი შეხედვით, დაუძლეველი დაბრკოლებები, ახალგაცნობილი თანატოლი თუ ბევრად უფროსი თანამგზავრები, პირველი სიყვარული და მოულოდნელი სირთულეები ანდრეას ასწავლის მეგობრობას, თავმდაბლობას, თანაგრძნობას და იმას, რომ პასუხისმგებლობა სასჯელი კი არა, განვითარებისა და ზრდის საყრდენია; რომ ზოგჯერ საკმარისია ერთი გზა, ერთი ადამიანი და ერთი გაკვეთილი, რომ შენი ცხოვრება ახალ კურსს დაადგეს და იპოვო საკუთარი ხმა სამყაროში, რომელშიც ყველაზე მძაფრად სწორედ შენი სიჩუმე ისმის.
დეტექტივი ელიკე (9-11)
10,90 ₾11 წლის ელიკე, დეტექტივების მოყვარული დეიდა გატას აზრით, „ხან საშინელება, ხან უშინელება“ გოგოა. სინამდვილეში, ელიკე მოუსვენარი და, ამავე დროს, ძალიან ცნობისმოყვარე ბავშვია, ცნობისმოყვარე ბავშვებს კი ხშირად იმაზე მეტი კარგი საქმის კეთება შეუძლიათ, ვიდრე უფროსებს წარმოუდგენიათ.
ელიკე რომ არა, პატარა ქალაქში ალბათ დიდხანს ვერავინ გაიგებდა, რა შეემთხვა საბავშვო მწერალს, ეულელია ც.-ს. იქნებ უბრალოდ, სამოგზაუროდ წავიდა? ან ხომ არ მოკლეს? სად შეიძლება დაკარგულიყო?!
ამ კითხვებზე პასუხებს თანამედროვე საბავშვო მწერლის, ლელა ცუცქირიძის დეტექტივში იპოვი.