Showing 1016–1050 of 1414 resultsSorted by latest

ნოტრ-დამ-დე-ფლერი

22,95 

„ნოტრ-დამ-დე-ფლერი“ (Notre-Dame-des-Fleurs — ყვავილების ღვთისმშობელი) ფრანგი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ჟან ჟენეს სადებიუტო რომანია. ეს პოეტური და გროტესკული ტმარგინალი, შეშლილი, მამათმავალი, გენიოსი – ეს ჟენეს მიმართ ყველაზე ხშირად გამოყენებული ეპითეტებია. ჟენეს ავტობიოგრაფიული წიგნი საპყრობილეში, მორიგი სასჯელის მოხდისას დაიწერა. პერსონაჟების უმრავლესობას რეალური პროტოტიპები ჰყავს. პირველ პირში დაწერილი რომანი უსიუჟეტოა. ავტორი პარიზელი კრიმინალებისა და ჰომოსექსუალების ცხოვრებას აღწერს.

კირჩხიბის ტროპიკი

22,95 

„კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891-1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია.
წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამოიცა და მილერის თანამედროვეთა – მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის – დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო. „კირჩხიბის ტროპიკი“ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1961 წელს გამოსცეს.

ოთხი თანხმობა

14,95 

სამყაროს შესახებ არსებულ რწმენებსა და წარმოდგენებს ბავშვობიდანვე ვნებდებით – მაშინ, როცა მათზე თანხმობას ვაცხადებთ. ჩვენს გონებას სწორედ წარმოდგენების ეს სისტემა მართავს, ამ ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენებას კი გამბედაობა სჭირდება. დონ მიგელ რუიზი, ცნობილი სულიერი მოძღვარი და ტოლტეკური ტრადიციის მემკვიდრე მკითხველს ტოლტეკური სიბრძნის საიდუმლოებებს უზიარებს. რუიზის მიერ შემოთავაზებული ოთხი ახალი თანხმობა დაგანახებთ, რომ ჭეშმარიტებას მიგნება არ სჭირდება, სინამდვილეში, ისე ხელის ერთ გაწვდენაზეა.

ძენი: მარტივი ცხოვრების ხელოვნება

17,95 

სიმშვიდის მოსაპოვებლად არც იაპონიის უძველეს დედაქალაქებში ჩასვლაა აუცილებელი, არც ფუჯის მთაზე ასვლა და არც ოკეანის პირას გადასახლება. სიმშვიდისა და ბედნიერების განცდას საერთოდაც არ სჭირდება დიდი ძალისხმევა.

კოხტად დააწყვეთ გახდილი ფეხსაცმელები; მოიშორეთ ის, რაც არ გჭირდებათ; იპოვეთ თქვენი საყვარელი სიტყვები; მოიდუღეთ გემრიელი ყავა, ღრმად ამოისუნთქეთ…

ეს წიგნი სწორედ ამაზეა: მარტივ ცხოვრებაზე – ძენის სტილზე. პასუხები, რომლებსაც ეძებთ, აქ არის.

მაიმუნი მაკაკი და სხვა ამბები

17,00 

შვილის ბედნიერებასა და წარმატებაზე მშობლები მისი დაბადებიდანვე ზრუნავენ, რადგან სამომავლო წინსვლას დიდწილად განაპირობებს ის უნარ-ჩვევები, რომელთაც საფუძველი სკოლაში მისვლამდე ეყრება. 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მხატვრული ტექსტების შექმნა საკმაოდ რთულია, რადგან ავტორმა კარგად უნდა იცოდეს ბავშვის ასაკობრივი განვითარების ფსიქოლოგია, ზუსტად უნდა ითვალისწინებდეს სკოლამდელთა გონებრივ შესაძლებლობებსა და ინტერესებს. იაკობ გოგებაშვილის საბავშვო და საყმაწვილო პრემიის ლაურეატის, მასწავლებელთა ეროვნული პრემიის მფლობელის, თამარ ადამიას კიდევ ერთი შემეცნებითი წიგნი სწორედ ამ თავისებურებებით გამოირჩევა. მხიარული ამბები ბავშვს ამშვიდებს და ფერად სამყაროში ამოგზაურებს. მის წარმოსახვაში ცოცხლდებიან პერსონაჟები, იბადებიან აზრები და ბავშვი მშვიდად იძინებს. ამ ტექსტებით ბავშვები გაიმდიდრებენ სიტყვათა მარაგს, აიმაღლებენ ემოციურ ინტელექტს, ისწავლიან გააზრებას, განივითარებენ წარმოსახვას, ყურადღებას, სმენით მეხსიერებასა და მეტყველებას.

ა იწყებს ანბანს

14,00 

„ა იწყებს ანბანს“ კარგი დასაწყისი იქნება პატარებისთვის წიგნიერების სამყაროში სამოგზაუროდ. თუ ბავშვი ამ წიგნს ხუთი წლის ასაკში „წაიკითხავს“, მას სკოლაში მისვლისას საგრძნობლად გაუადვილდება წერა-კითხვის შესწავლა. გაოცდებიან მისი მასწავლებლები და მშობლები, რა იოლად აითვისა კითხვისა და წერის კომპეტენციაო… თუ ბავშვი ექვსი წლის ასაკში, ანუ როგორც სკოლის მოსწავლე, დედაენასთან ერთად ისარგებლებს ამ წიგნით, მარტივად აითვისებს ქართულად.

პატარა პრინცი

6,90 

ბავშვებს პატიებას ვთხოვ, რადგან ეს წიგნი ზრდასრულ ადამიანს მივუძღვენი. საამისოდ სერიოზული მიზეზი მქონდა _ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, და კიდევ ის ყველაფერში ერკვევა, საბავშვო წიგნებშიც კი და ბოლოს, ის საფრანგეთში ცხოვრობს. ამ ქვეყანაში ახლა შიმშილი და სიცივეა, ამიტომ მას გამხნევება სჭირდება. და თუ ეს ყველაფერი მე არ მამართლებს, მაშინ ამ წიგნს ვუძღვნი ჩემს უფროს მეგობარს, რომელიც ოდესღაც პატარა ბიჭი იყო. დიახ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, თუმცა ეს ძალიან ცოტას თუ ახსოვს. ამგვარად, ჩემს მიძღვნას ასე შევცვლი: ლეონ ვერტს, როცა ის ბავშვი იყო.

წადი, საითაც გული გაგიწევს

12,00 

ცნობილი იტალიელი მწერლის სუზანა ტამაროს ეს წიგნი გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა და მრავალ ენაზე ითარგმნა (დღემდე გაყიდულია 16 მილიონი ეგზემპლარი). ავტორი ცხოვრების არსსა და აზრზე უბრალოდ და ლაკონიურად წერს, თუმცა მძაფრ ემოციებს იწვევს. წიგნი ეხება თაობებს შორის ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობებში წარმოქმნილ კრიზისებს, აღზრდის პრობლემებს, რელიგიის გავლენას, საზოგადოებრივ მარწუხებს, ქალთა უფლებებსა და მარადიულ ღირებულებებს… ნაწარმოებს ფონად გასდევს მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენები: ომები, ფაშიზმი, კომუნიზმი, რევოლუციები… სათაურში ნახსენები გული მავანთათვის მხოლოდ სხეულის ორგანოა, ავტორის რწმენით კი, არჩევანის წინაშე მდგარმა ადამიანმა სწორედ გულისთქმას უნდა მისდიოს.

წისქვილი ფლოსზე

13,00 

ქართულ ენაზე პირველად გაეცნობით ცნობილ ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ელიოტს. დიკენსისა და თეკერეის ეპოქაში მისი გამოჩენა სენსაცია იყო. ეს რომანი მწერლისდროინდელი ინგლისის რეალური ცხოვრების ანარეკლია. აქ ვერ ნახავთ გამოგონილ სვლებს და დამაბნეველ ინტრიგებს. მდინარე ფლოსის ფონზე, რომელსაც ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვს, ავტორი ღრმა ფსიქოლოგიურ ანალიზს გვაწვდის გმირების პირად ცხოვრებაზე, მათ შინაგან განცდებზე, ცხოვრებისეულ შეხედულებებსა და კანონებზე, რომელიც, მათი აზრით, „თაღლითებზე ზრუნვისთვისაა შექმნილი“. ჩვენ თვალწინ კინოკადრივით ერთმანეთს ენაცვლება რომანის მთავარი გმირის, მეგის ცხოვრება. აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვები: რატომ გრძნობს ის სხვებთან შედარებით უპირატესობას? ეს ენერგიული, ფეთქებადი ხასიათის ქალიშ ვილი, რატომ ვერ იტანს მეშჩანებს? რატომ ამბობს უარს ნამდვილ სიყვარულზე?.. მწერალი მეგის აფრთხილებს: „ასეთ ხალხში ცხოვრება გაგიჭირდებათ. თქვენ ყოველგვარი მშვენიე რებისა და კეთილშობილებისგან ყრუ კედელი გმიჯნავთ და დაი ხუთებით“. მიუხედავად დრამატიზმისა, რომანი გაჯერებულია ხალასი იუმორით. და ბოლოს, ალბათ, შეეგუებით დასასრულს და საკუთარ თავს ჰკითხავთ, შეეძლო კი მწერალს რომანი სხვაგვარად დაესრულებინა?

სატანის ელექსირები

12,00 

ეს რომანი ქართულ ენაზე პირველად გამოდის. რასაკვირველია, ჩვენს უახლოეს წარსულში, მკაცრი ცენზურის გამო, მას არავინ თარგმნიდა, რადგან რომანში ჭარბადაა რელიგიური თემატიკა, დამაბნეველი სიუჟეტები, ფანტასმაგორიული გარემოებები, დაუოკებელი ლტოლვისა თუ შემზარავი დანაშაულების მაგალითები. ავტორის დახვეწილი ფანტაზია მხოლოდ ინსტრუმენტია ადამიანის პიროვნების შინაგანი სამყაროს ამოსაცნობად, რომელიც ირაციონალური, იდუმალი ძალების ხელშია და საკუთარ ინსტინქტებსა და მაღალზნეობრივ მორალს შორის იხლიჩება. რომანს ლაიტმოტივად გასდევს მეორე „მეს“ თემა. ავტორი არაერთხელ მიმართავს იტალიური რენესანსის უდიდეს მხატვარს ლეონარდო და ვინჩის და ამგვარად ე.წ. რენესანსული მითის შემოქმედად გვევლინება. არც ისაა შემთხვევითი, რომ რომანის მთავარი გმირის, მედარდუსის სულიერი მოძღვარი მისი მოსახელეა. ეს უკანასკნელი ცდილობს, მედარდუსი სექსუალურ ექსცესებს თავისი შორსმჭვრეტელური სუბლიმაციის პათოსით აარიდოს. სწორედ ასეთი პათოსით საუბრობს ზიგმუნდ ფროიდი თავის ფსიქოანალიტიკურ ეტიუდში ლეონარდო და ვინჩის იდუმალ გენიაზე! ამ რომანის მიხედვით 1976 წელს რეჟისორმა მანფრედ პურცერმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი.

მოთხრობები და იგავები

5,90 

წიგნი განკუთვნილია 6–7 წლის ბავშვებისთვის, რომლებმაც ეს–ესაა წერა–კითხვა ისწავლეს და მის განმტკიცებას ცდილობენ. მასწავლებლებს შეუძლიათ კრებულში თავმოყრილი მოთხრობებისა და იგავების კლასგარეშე საკითხავად გამოყენება. ტექსტები სრულად ითვალისწინებს მოსწავლის უნარ–ჩვევებსა და შესაძლებლობებს ამ ასაკში. გააზრებულ კითხვას აადვილებს მარტივი ტექსტები და შესაბამისი ლექსიკა. ქართული ფოლკლორის მოტივებზე აგებული მოთხრობები და იგავები ბავშვს დაეხმარება ფანტაზიის განვითარებაში, ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში

ტელევიზორთან

6,90 

ცნობილი ბერძენი მწერლის, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, მაკის ციტასის ეს არაჩვეულებრივი წიგნი ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაზეა; იმაზე, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე ელექტრონული მოწყობილობები. დიდი ეკრანის წინ, ჯადოსნური ამბების ყურებაში, დიდებსაც და პატარებსაც გვავიწყდება, როგორია რეალური, ეკრანს მიღმა ცხოვრება – ნამდვილი ცხოვრება! წიგნში მოთხრობილია ტელევიზორზე მიჯაჭვულ ოჯახზე, მაგრამ, ერთ დღესაც, ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ყველაფერი იცვლება.

რაკრაკ–რუკრუკა ამბები

6,90 

რაკრაკ-რუკრუკა ამბები~ ისეთ მოთხრობებსა თუ ზღაპრებს აერთიანებს, რომლებსაც, გინდა, არ გინდა, სწრაფად ჩაარაკრაკებ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პატარა ამბებია, მეორე _ ადვილად წასაკითხია და მესამეც, ცოტა არ იყოს, სასაცილო და უცნაური პერსონაჟებითაა სავსე. თანაც, ეს პერსონაჟები შენხელა გოგონები და ბიჭები არიან.

ცერცვისტოლა ამბები

8,90 

მინიატიურების ამ კრებულში შეხვდებით უცნაური სახელების მქონე უცნაურ ადამიანებს, რომლებსაც მზე და მთვარე ერთად დაუდით ეზოში, რომელთა არც ჩრდილები და არც სხეულები სააქაოსი არ არიან. უდროობიდან, უჟამობიდან მოვიდნენ და ისევ უდროობასა და უჟამობაში გადაბარგდნენ თავიანთი რძე-ნისლიანი განთიადებითა და უსიამოვნო ღამეებით. შეიტყობთ მათ სიხარულსა და ტკივილზე, მათ დამოკიდებულებაზე სამყაროს მიმართ. ისინი უხვი შინაგანი ბუნებით გაგაოცებენ. შეხვდებით ერთი ცულის ტარზე მცხოვრებ ცოლ-ქმარს, სიტყვის კაც სისოის, …

წაუკითხე შენს პატარას 2 წელი

15,00 

ამ შესანიშნავად ილუსტრირებულ ზღაპრებში გათვალისწინებულია ორი წლის ბავშვის ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებანი. ეს არის ხუთი სახალისო თავგადასავალი, რომელიც თქვენს პატარას ასწავლის სხვადასხვა თამაშს, ზრდილობას, დროულად დაძინებას, გააცნობს ცხოველებს. გარდა ამისა, ამ წიგნით ბავშვი ისწავლის ბევრ ახალ სიტყვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოში ადაპტაციისათვის.

სპილო ბაბარის თავგადასავალი

5,90 

ფერადი, ილუსტრირებული ეს წიგნი მეგობრობაზეა, სიყვარულზეა, ადამიანთა და ცხოველთა ურთიერთობებზე მოგვითხრობს. შენ წარმოიდგინე, ისეთ უზარმაზარ ცხოველსაც კი, როგორიც სპილოა, ჩვენი თანადგომა სჭირდება. ბაბარის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომსპილომაც შეიძლება თავი პატარა, ჭიანჭველისოდენა არსებად იგრძნოს, თუ მარტოდმარტო დარჩება; და პირიქით, მეგობრების თანადგომითა და დახმარებით მთელი სასპილოების მეფეც კი გახდეს.

შექსპირი ბავშვებისათვის

7,90 

შექსპირის ნაწარმოებებს მართლაც სამართლიანად უწოდეს „ყველაზე მდიდრული, ყველაზე წმინდა, ყველაზე სრულყოფილი, რითაც კი შეიძლება გენიოსი ოდესმე ყოფილიყო შთაგონებული… ისინი ბიბლიის გვერდით, ყველაზე საპატიო ადგილს იკავებს ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსთა შორის… მაგრამ შექსპირი წერდა დიდებისთვის და თან ისეთი სიტყვებით, რომელთა გაგებაც ბავშვებს უჭირთ. სწორედ ამიტომ შევადგინეთ ეს კრებული. შექსპირის პიესების საინტერესო და ლამაზი ისტორიები აქ ისეთი მარტივი ფორმით არის გადმოცემული, რომ პატარებიც შეძლებენ გაგებას და თან სიამოვნებითაც წაიკითხავენ.

საშობაო სიმღერა

7,90 

1843 წელს გამოცემული „საშობაო სიმღერა“ დღემდე მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საშობაო ნაწარმოებია. მართალია, ჩარლზ დიკენსმა თხზულებას სიმღერა დაარქვა, თავებს კი – სტროფები, მაგრამ ამბავი შობის მოჩვენებებზე პროზად მოგვითხრო. ეს წიგნი მარადიულ ფასეულობებზეა: მოყვასის სიყვარულზე, ადამიანურ თანაგრძნობაზე, გულწრფელ სიკეთეზე… ხშირად ამბობენ, რომ ადამიანი არ იცვლება, ამ ნაწარმოებში კი ავტორი საპირისპიროს ამტკიცებს – იცვლება, მთავარია, მოინდომოს….

წაუკითხე შენს პატარას 3 წელი

15,00 

ამ შესანიშნავად ილუსტრირებულ ზღაპრებში გათვალისწინებულია სამი წლის ბავშვის ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებანი. ეს არის ხუთი სახალისო თავგადასავალი, რომელიც თქვენს პატარას ასწავლის ზრდილობას, დროულად დაძინებას, გააცნობს ცხოველებს. გარდა ამისა, ამ წიგნით ბავშვი ისწავლის ბევრ ახალ სიტყვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოში ადაპტაციისათვის.

საფრთხობელა მაფრთხობელა და სხვა მოთხრობები

8,90 

ზღაპარი ის ლამაზი სამყაროა, სადაც იოლად შეაღწევ, თუ ფერადი ოცნებებით ფრთაშესხმული ხარ. ამ ჯადოსნურ სივრცეში მოგზაურობის გარეშე ჩვენი ბავშვობა უმზეო და უხეში იქნებოდა. თუკი ერთხელ მაინც გინატრიათ, ლაჟვარდებში ჩიტივით ლაღად გენავარდათ, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად დაგაინტერესებთ. მისი წაკითხვისას კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მეგობრობით, ერთმანეთის თანადგომითა და სიყვარულით შური და მტრობა უსათუოდ დამარცხდება. როგორც ერთ-ერთი ზღაპრის მთავარი პერსონაჟი, საფრთხობელა მაფრთხობელა, გვარწმუნებს, ამქვეყნად „ჩიტებსა და საფრთხობელებსაც კი გასაყოფი არაფერი აქვთ“.

უვიცი ფილოსოფოსი

16,95 

ვოლტერის ფილოსოფიური მოთხრობები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადსაკაცობრიო და რთულ თემებს აერთიანებს, იოლი და სახა- ლისო საკითხავია. აქ ერთმანეთს ერწყმის ფანტასტიკა და სატირა, მსჯელობები რელიგიასა და სიკეთეზე და ასევე, რაც ყველაზე მნი- შვნელოვანია, ცოცხალი და საინტერესო მოსაზრებები სამყაროსა და ადამიანის შესახებ, რომლებიც ამდენი საუკუნის შემდეგაც არ კარ- გავს აქტუალობას. კრებული „უვიცი ფილოსოფოსი“ ვოლტერის ფილოსოფიური მო- თხრობების ყველაზე სრული გამოცემაა ქართულად. ამ წიგნით შეივ- სება ის სიცარიელე, რომელსაც ქართულ ლიტერატურულ სივრცეში განმანათლებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომა- დგენლის, ვოლტერის, ტექსტების არარსებობა ქმნიდა. მთარგმნელი ვალერი ოთხოზორია შეეცადა, ქართულად გადმოეტანა ვოლტერის ლაღი და დინამიკური თხრობა, სარკაზმი და იუმორი და, ამასთანავე, შეენარჩუნებინა ორიგინალის სულისკვეთება.

ფსიქოთერაპია ღირსებით

16,95 

ვიქტორ ე. ფრანკლის მიერ შექმნილი ლოგოთერაპია ფსიქოთერაპიის ფორმაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ომისა თუ მშვიდობის პერიოდში, ცხადყო მეთოდის ეფექტიანობა – ადამიანისთვის უბედურების შემცირებისა და საზრისის აღმოჩენა-რეალიზების შედეგად მოპოვებული ბედნიერების თვალსაზრისით. ლოგოთერაპია ადამიანებს კრიზისულ სიტუაციებში ფსიქოლოგიური მოქნილობის შენარჩუნებასა და ცხოვრების საზრისი პოვნაში ეხმარება, ახალ ფართო შესაძლებლობებს უხსნის. მისი დახვეწილი მეთოდები ისეთი პიროვნების ხელშეუვალ ღირსებას ემყარება, რომელსაც ენდობიან და რომელიც ესწრაფვის განვითარებას თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ჰარმონიული შერწყმით, საკუთარი პრობლემებისა და სისუსტეების გადალახვით. ამ წიგნში ლოგოთერაპიის ორი ექსპერტი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. პაციენტების რეალური ისტორიებისა და პროფესიული განხილვების მეშვეობით მკითხველს თავად შეუძლია აღმოაჩინოს, თუ რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ფსიქოთერაპიის ეს ფორმა.

ზოდიაქალური მაგია

29,95 

სამყაროში ყველაფერი ენერგიის მიმოცვლასთანაა ჰარმონიაში. ვარსკვლავები, პლანეტები და ჩვენც ამ საოცარი პროცესის ნაწილი ვართ. ასტროლოგია ინსტრუმენტია, რომლის წყალობით შეგვიძლია ჩავწვდეთ ჩვენს ცხოვრებაზე ციური სხეულების გავლენას. ამ წიგნის წყალობით შეიტყობთ თითოეული ზოდიაქოს ნიშნის სისუსტეებსა და ძლიერ მხარეებზე. გაიგებთ, რით არის მნიშვნელოვანი მთვარესავსეობა ან პირიქით, რომელი ზოდიაქოს ნიშანი შეგეფერებათ ცხოვრების თანამგზავრად, თანამშრომლად ან მეგობრად. შეძლებთ შეიცნოთ თქვენი ხასიათი და საკუთარი უკეთესი მომავლის შემოქმედი გახდეთ.

მეტამორფოზი

14,95 

წიგნის მთავარი გმირი, გრეგორი თავისი შემოსავლით გაჭირვებულ ოჯახს ინახავს, უკვე ასაკში შესულ მშობლებსა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა დას. ჩვენი გრეგორი ერთ დღეს გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ იგი არც მეტი არც ნაკლები მწერად გადაიქცეულა. რაღათქმაუნდა მას წაერთმევა ყველა ფუნქცია, რაც ადამიანობისას ახასიათებდა. ამის შედეგად კი, მისი ოჯახის წევრები, რომლებიც აქამდე თვალებში შესციცინებდნენ, მის ოთახში გამოკეტავენ. ისინი მისდამი ძალიან გულგრილად და მეტიც, ზიზღითაც კი განეწყობიან. მართალია თავიდან არ იშორებენ, მაგრამ სინამდვილეში ერთი სული აქვთ როდის მოსცილდებათ. გრეგორი ძლიერ განიცდის ამ გულგრილობას და სწორედ ამას გადაჰყვება. კაფკამ თავისთავად შეძლო მთავარი გმირის განცდები და ტრაგედია ნათლად და გასაგებად გადმოეცა, მიუხედავად იმისა, რომ ის მწერი იყო. ის წვრილმანებშიც კარგად აჩვენებს სხვების გრეგორისადმი დამოკიდებულებასაც. კაფკას ეგზისტენციალისტად თვლიან. რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მთავარი თემა ადამიანის, როგორც ინდივიდის განცდები და პრობლემებია. წიგნის მთავარი სათქმელი ეგზისტენციალიზმის ერთ–ერთი ნიშანია:”ადამიანი იტანჯება მაშინ, როდესაც იგი აცნობიერებს, რომ ცხოვრება სინამდვილეში უაზრო და აბსურდული რამაა, რომელიც გარდაუვალი სიკვდილით სრულდება.

თომას ზღაპრები

19,95 

ამ წიგნში გაიცნობ თომას და მის მეგობრებს – ჯუჯებს, ბაიბურას, ავყანყალას, სიტყვაყლაპიას, ნიკა ლოს, მარი ლას, თუთას, თომთეს, ცაცანცალას… წახვალ საოცარ მოგზაურობაში მიწის ქვეყნიდან ცის ქვეყნისკენ და მიზანი გექნება უდიადესი – მზე მოიყვანო თოვლიან აგვისტოში, რომ გაიხარონ შოკოლადის ხეებმა და დიდხანს გაგრძელდეს ბავშვობა. ამ მოგზაურობაში, ბევრ სხვა უცნაურობასთან ერთად, იმასაც აღმოაჩენ, რომ შოკოლადის ხეების გახარებას არც მზე და სითბო სჭირდება და არც გაზაფხულ-ზაფხული. შოკოლადის ხეების სიცოცხლის წესში სულ სხვა რამ წერია და ეს რომ გაიგო, „თომას ზღაპრები“ ბოლომდე უნდა წაიკითხო.

გორა მბორგალი 5ტ

20,00 

„გორა მბორგალი“ — ჭაბუა ამირეჯიბის რომანი, რომელსაც მწერალი ათი წლის განმავლობაში (1984–1994) წერდა. პირველად გამოქვეყნდა 1996 წელს. რომანი ავტობიოგრაფიულია. მთავარი პერსონაჟი (მთხრობელი) გორა კარგარეთელია, რომელიც საბჭოთა წყობისთვის მიუღებელი აღმოჩნდება და შესაბამისად, გადასახლებაში პატიმრობით ისჯება. თავგადასავალიც აქედან (გადასახლებიდან) იწყება: გორა რამდენჯერმე გარბის საბჭოური ბანაკიდან და ასე, იწყება მარბენლისა და მდევრის რბოლა.

გალაპაგოსი

14,95 

კურტ ვონეგუტის „გალაპაგოსი“ მკითხველს მილიონი წლით უკან, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1986 წელში აბრუნებს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოგზაურობა მოულოდნელად გარდაიქმნება ევოლუციის გზად — გალაპაგოსის კუნძულებზე აღმოჩენილი, აპოკალიფსს გადარჩენილი მოგზაურთა პატარა ჯგუფი ცივილიზაციის გადარჩენის ბოლო იმედია. სწორედ ისინი გახდებიან ახალი, სრულიად განსხვავებული ადამიანური მოდგმის წინაპრები. რომანის მთხრობელი მოჩვენება ლევ ტროცკი-სტრაუტია. იგი საკუთარ ირონიულ და ფილოსოფიურ დაკვირვებებს გვიზიარებს, გვიამბობს, როგორ განიცდის კაცობრიობა ევოლუციის ნაცვლად დევოლუციას და სვამს კითხვებს ეთიკის, ტექნოლოგიების გავლენისა და კოლექტიური ინტელექტის როლის შესახებ. შემდეგ კი ამბობს: „ეს უზომოდ დიდი ტვინები რომ არა, დედამიწა ერთი უწყინარი პლანეტა იქნებოდაო“. „გალაპაგოსი“ მკითხველს დაანახვებს, რამდენადაა შესაძლებელი „დიდი ტვინის“ გარეშე კეთილდღეობისა და სიმშვიდის მიღწევა.

აივნიანი ქალაქი

29,95 

“აივნიანი ქალაქი” ვალერიან (ნიკოლოზ) გაბაშვილის ერთადერთი რომანია, რომელიც ახალგაზრდობაში დაწერა. ამ რომანით მწერალმა ქართულ პროზაში ძეგლი დაუდგა XIX საუკუნის თბილისს, მისთვის ნიშანდობლივი კოლორიტითა და მრავალრიცხოვანი, ისტორიული თუ გამოგონილი პერსონაჟებით.

ასტროლოგია

29,95 

რაც არის ზემოთ – ის არის ქვემოთ. რაც არის შიგნით – ის არის გარეთ“ რამაზ გიგაურის ყოვლისმომცველი კვლევა ასტროლოგიის სამყაროს გარშემო მკითხველს კოსმიური გავლენების ღრმა ანალიზს სთავაზობს და აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებენ ვარსკვლავები ადამიანის ცხოვრებაზე. გაეცანით დეტალურ ინფორმაციას თითოეული ზოდიაქოს უნიკალურ მახასიათებლებზე, პიროვნულ თვისებებსა და შესაძლო სიცოცხლის გზებზე. წიგნში ვრცლად არის განხილული ზოდიაქოს ნიშნების ურთიერთქმედება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროში. ისტორიული კვლევებისა და ასტროლოგიის ღრმა ცოდნა იდეალური სინთეზია. ეს წიგნი წარმოადგენს საინტერესო სახელმძღვანელოს როგორც დამწყები მოყვარულებისთვის, ასევე გამოცდილი ასტროლოგებისთვის, რომლებიც ეძებენ ზოდიაქოს ნიშნების შესახებ შექმნილ დეტალურ გზამკვლევს. ჩაუღრმავდით საკუთარ თავებსა და ახლობლებს, გაიგეთ, როგორ უნდა აარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი პროფესია, როგორ იზრუნოთ ჯანმრთელობასა თუ ოჯახურ კეთილდღეობაზე, ამოიცნოთ სიყვარული.

მკვდარი სულები

16,95 

მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად აღიარებული „მკვდარი სულები“ ნიკოლაი გოგოლმა 1842 წელს გამოაქვეყნა. „მკვდარი სულების“ სათაური, რუსეთის იმპერიაში დომინანტური იდე- ოლოგიის თანახმად, ოქსიმორონია – სული მაშინ უკვდავად ითვლე- ბოდა და ამიტომაც ცენზურა კარგა ხანს არ აძლევდა მწერალს რომა- ნის გამოქვეყნების უფლებას. თუმცა, ამ სათაურს ორმაგი დატვირთვა აქვს: ერთი მხრივ, ჩიჩიკოვი მართლაც გარდაცვლილი გლეხების სუ- ლების საყიდლად ჩადის ქალაქ N-ში, მაგრამ, მეორე მხრივ, ავტორი, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესი იყო ….