Showing 1086–1120 of 1414 resultsSorted by latest

შვილიშვილი

27,95 

1964 წლის ზაფხულში, აღმოსავლეთ ბერლინში გამართულ ახალგაზრდულ შეკრებაზე, რომელშიც ორად გაყოფილი ქალაქის ორივე ნაწილიდან მონაწილეობენ სტუდენტები, აღმოსავლეთ ბერლინელ ბირგიტსა და დასავლეთ ბერლინელ კასპარს ერთმანეთი შეუყვარდებათ. კასპარი ბირგიტს ყალბი საბუთებით დასავლეთ გერმანიაში გაქცევაში ეხმარება. მხოლოდ ბირგიტის ბუნდოვანებით მოცული სიკვდილის შემდეგ აღმოაჩენს უკვე სამოცდაათს მიტანებული კასპარი, რა საიდუმლოს ინახავდა მისი ცოლი, რა იყო ფასი, რო- მელიც მან სიყვარულისა და თავისუფლებისთვის გადაიხადა – ბირგიტს გდრ-ში რამდენიმე თვის ქალიშვილი დაუტოვებია. კასპარი ქალიშვილის ძებნას იწყებს; ძებნა კი წარსულში მოგზაურობად, ორად გახლეჩილი გერმანიის ძველ და ახალ ჭრილობებთან, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გაუცხოებისა და დაახლოების სიძნელეებთან შეხვედრად ექცევა. მის ცხოვრებაში უეცრად ჩნდება შვილიშვილი – თოთხმეტი წლის ზიგრუნი, რომელიც სრულიად სხვა, უცხო სამყაროში ცხოვრობს. კასპარი მოთმინებით ცდილობს გოგონას გაგებასა და მის გათავისუფლებას ყველაფერ უცხოსადმი მტრულად განწყობილი, მისთვის გაუგებარი მსოფლმხედველობისგან. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული გერმანელი მწერლის, ბერნჰარდ შლინკის 2021 წელს დაწერილი „შვილიშვილი“ ავტორის მესამე რომანია „წამკითხველისა“ და „ოლგას“ შემდეგ, რომელსაც გამომცემლობა „ინტელექტი“ გამოსცემს.

სიყვარულსა და სხვა დემონებზე

27,95 

გაბრიელ გარსია მარკესის შემოქმედებას ორი მთავარი სამკაული აქვს – სიყვარული და სიკვდილი. მისი პროზა ამათ გარეშეც პოეტურია, მაგრამ როცა თხრობა სიყვარულსა და გარდაცვალებას შეეხება ხოლმე, თითქოს სტრიქონებს შორის მეტი ჟანგბადი შემოდის, ტექსტი უფრო ჰაეროვანი ხდება. ხანდახან კი სულაც ისე ამჩატდება, ავტორს წონასწორობის დაცვა უწევს, რომ მაღალი ლიტერატურიდან ფეხი ბულვარულ საკითხავში არ ჩაუცდეს. სწორედ აქ ვერ მალავს თავს გარსია მარკესის ოსტატობა – იდეალურ ბალანსში. „სიყვარულსა და სხვა დემონებზე“ პირველად 1994 წელს გამოიცა. მაშინ, როცა კოლუმბიის მთავარ ავტორს სახელიც ჰქონდა და დიდებაც. არც მკითხველის სიყვარული აკლდა, არც კრიტიკოსის ქება და უკვე ათწლეულზე მეტი გასულიყო ნობელის პრემიის მიღებიდან. სწორედ ამ ლიტერატურული უდარდელობის დროს მას გონების ფსკერზე მიძინებული ამბავი ამოუტივტივდა, რომელსაც ბებიამისი ბავშვობაში ხშირად უყვებოდა ხოლმე. ეს ამბავი მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის კარტახენაში გადაგისვრით და მცირე რომანისთვის უჩვეულოდ ვრცელ სამყაროს გადაგიშლით თვალწინ, სადაც დიდი უსიყვარულობაცაა და მოულოდნელად მოვარდნილი დიდი სიყვარულიც. იმათ რიცხვში არა ვარ, ვისაც უბრალო დამთხვევებისა არ სჯერა, მაგრამ ხანდახან გამორჩეულად აღმაფრთოვანებს ხოლმე ასეთი დამთხვევები: რამდენიმე წლის წინ მეხიკოში მიუსაფარმა ძაღლმა გამომდო კბილი. იმავე დღეს ბედმა გაბრიელ გარსია მარკესის სახლის კართან მიმიყვანა (სადაც მან სამ ათწლეულზე მეტი იცხოვრა), სადაც პირველი სწორედ „სიყვარულსა და სხვა დემონებზე“ გამახსენდა. და თუ რატომ, ამას თავადვე მიხვდებით.
დათო გორგილაძე

ლომგულები

29,95 

ცხრა წლის ანანდს ცილინდრი ახურავს, ჭერიდან სერპანტინები და ოქროსფერი ქაღალდი აცვივა, ლომი კი მის ბრძანებაზე ცეცხლმოკიდებულ საბურავში ხტება – ოღონდ, სინამდვილეში, პატარა ჯადოქარი დღენიადაგ შრომაშია – პლუშის სათამაშოებს კერავს ბანგლადეშის ერთ ფაბრიკაში. ცირკის ჯადოქრის ოცნება რომ აიხდინოს, ანანდს გეგმა სჭირდება. ამგვარად იწყებს მისი სათამაშო ლომი ფათერაკიან მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო. საბოლოოდ ლომი ყველა ბავშვს მოუტანს ბედნიერებას, რადგან ბავშვები ძლიერები და ლომგულები არიან.

„ლომგულები საინტერესოდ და გაბედულად ეჭიდება დიდ, გლობალურ თემებს, კრიტიკულად უდგება საზოგადოებრივ პრობლემებს და მომავლის პერსპექტივის შექმნის ბიძგს იძლევა. წიგნის თითოეული სცენა შეიცავს ცვლილების შანსს, მის თითოეულ ფიგურას აქვს განვითარების ძლიერი, ოპტიმისტური ნება“. მიულჰაიმის საბავშვო პიესების კონკურსის ჟიური.

მისნის სიმღერა

24,95 

პოლ ლინჩის რომანი „მისნის სიმღერა“ ასახავს ერთი ოჯახის ბრძოლას გადარჩენისთვის, როცა სახელმწიფოში ტოტალიტარიზმი მყარდება. სწორედ ბუკერის ჯილდოს მფლობელი ამ რომანით ვიწყებთ „ინტელექტის“ ახალ სერიას „21-ე საუკუნის პრემირებული წიგნები“.

ავტორის თქმით, წიგნის მთავარ ინსპირაციად იქცა სირიის სამოქალაქო ომი, ლტოლვილთა კრიზისი და დასავლეთის გულგრილობა ლტოლვილთა მდგომარეობისადმი. რომანში მოქმედება ირლანდიაში ვითარდება. ქვეყანა ტირანიისკენ მიბრუნებული მთავრობის ხელშია და ეილიშ სტეკს მხოლოდ ის შეუძლია, უმწეოდ უყუროს, როგორ ქრება მისი ნაცნობი სამყარო, როგორ ეშლება ოჯახი სახელმწიფოს დამხობის თანმდევი მოვლენებით.

ეილიშის ამბის მაგალითზე მკითხველი ხედავს რეპრესიებისთვის, ომისთვის გადახდილ ადამიანურ ფასს, ხედავს ზარალს, დანაკარგს, ტკივილს. ჯერ მისი ქმარი უჩინარდება, შემდეგ მისი უფროსი ვაჟი. არსებობისთვის ბრძოლა ეხება წვრილმანებსაც: უნდა იშოვოს საკმარისი რძე ბავშვისთვის, მოუაროს ქალაქის მეორე ბოლოში მცხოვრებ მეხსიერებადაკარგულ მამას, შეეგუოს სამსახურიდან დათხოვას.

ჩვენ ვხედავთ, რამდენად უსუსურია ცივილიზებული ფენის მოქმედება, მაგრამ ამასთანავე მტკიცეა მათი მომავლისადმი რწმენა. რატომ ფიქრობდა ამდენი ადამიანი, რომ ყველაფერი მალე მოგვარდებოდა, რატომ არ ცდილობდნენ სამშობლოდან ადრევე გაქცევას?
ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

ვიდრე ვარ-ხარ

21,60 

წიგნი „ვიდრე ვარ ხარ“ ოლიკო ცისკარიშვილის ლექსების მეოთხე კრებულია, რომელიც მის ბოლოდროინდელ შემოქმედებას აერთიანებს. მის პოეზიაში მხატვრული ოსტატობით არის გადმოცემული ყოფიერებითი სევდა და გამოხატულია სხვადასხვა ადამიანური ცნებები სიყვარულთან, სიცოცხლესთან და სიკვდილთან დაკავშირებით. პოეტი თავისი სათქმელის გადმოცემას ალეგორიების მეშვეობით ცდილობს და ხშირად გარდაქმნის განცდებს ბუნებრივ მოვლენებად, როგორებიცაა: ქარი, წვიმა, გაზაფხული და ზამთარი…

საათები

15,95 

გენიალურ მაძებარს ერკიულ პუაროს ამჯერადაც წმინდა ინგლისური მკვლელობების გამოძიება მოუწევს და პირველი მართლაც სასტიკია უცნობი მამაკაცი ჯერ ნარკოტიკით გააბრუეს, შემდეგ კი დანა გაუყარეს გულში… რამდენიმე დღეში მბეჭდავი გოგონა მოახრჩვეს შარფით. ამ ერთმანეთთან დაკავშირებული მკვლელობების საიდუმლოს ამოხსნაში პატარა ბელგიელს დაეხმარება… საათები იატაკზე დასადგამი, კედლის, ბუხრის თაროს, მაგიდის და რატომღაც, ყველა მათგანი სხვადასხვა დროს აჩვენებს

ჩვენ

14,95 

ევგენი ზამიატინის, საბჭოთა სინამდვილეში პირველი ანტიუტოპიური რომანის, “”ჩვენ”” მოქმედება ჩვენი წელთაღრიცხვის 26-ე საუკუნეში ვითარდება. აქ მცხოვრებთ დაკარგული აქვთ ინდივიდუალურობა, ცხოვრობენ მინის სახლებში, არა აქვთ პირადი თავისუფლება და თვით ინტიმური ცხოვრებაც კი. მთავარი გმირი — Д-503, კოსმოსური ხომალდის — “”ინტეგრალის”” ინჟინერი, მისთვისვე მოულოდნელად, ამოვარდება ამ სისტემიდან და თავისი ცხოვრების უმთავრესი არჩევანის წინაშე დგება. მიუხედავად წერის იმპრესიონისტული, თითქმის სიურრეალისტური მანერისა, ავტორი გამაოგნებელ რეალობას გვიხატავს. რომანის სრული ტექსტი პირველად 1952 წელს, ნიუ-იორკში გამოქვეყნდა, ხოლო რუსეთში 30 წლის შემდეგ, 1988 წელს, ჟურნალ “”ზნამიაში””. ჯორჯ ორუელი წერდა: პირდაპირ აღმაშფოთებელია, რომ ასეთი დიდი მნიშვნელობისა და ბედის წიგნი არ მისულა მკითხველამდე.

ფარშავანგი და ბეღურა

17,95 

აღმოსავლეთი – გამოუცნობი, ეგზოტიკური და გამუდმებ ით კონფლიქტური; ბაჰრეინი, ერთ დროს ნავთობის მდიდარი მარაგით აყვავებული, ახლა კი გაღატაკებული კუნძულოვანი სახელმწიფო სპარსეთის ყურეში. მიუხედავად ამისა, აქ ირანს თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავიანთი ინტერესები აქვთ, ორივე ხელს ურევს ქვეყნის საქმეებში: ირანი – ტერორისტების დაფინანსებითა და იარაღის მიწოდებით, ოფიციალური ვაინგტონი- შედარებით კორექტულად, შეფარვით. გამოცდილი ჯაშუშის, შეინ კოლინზის, უკანასკნელი მისია თავდაყირა დგება – მისდა უნებურად, ის “არაბული გაზაფხულის” ერთ-ერთი მონაწილე გახდა, საყვარელი ქალიც დაკარგა და თავსიანებმაც გაწირეს. ახლა ისღა დარჩენია, იპოვოს საზღვარი, სადაც მთავრდება ბაჰრეინის საიდუმლოებანი და იწყება ამერიკის შეერთებული შტატები.

ზაფხული რომელმაც ყველაფერი დაიტია

12,90 

ნორას ზაფხულის გატარება სულაც არ უნდა სოფელში, მისთვის თითქმის უცნობ ბებიასთან. არადა სხვა გზა არ აქვს.

სოფელში გოგონა აბასს, ამქვეყნად ყველაზე ლამაზ, მწვანეთვალება ბიჭს გაიცნობს. მაგრამ რა საიდუმლოს მალევენ ბებია და აბასის მამა? რატომ არაფერი იცის აბასმა თავის შორეულ სამშობლოზე? რას ერჩის უცნაური ქალი, დორისი აბასის ოჯახს?

ზაფხული, რომლისაც ასე ეშინოდა ნორას, ყველაფერს დაიტევს და მისთვის ყველაზე ბედნიერი აღმოჩნდება.

ჯასპერ ჯოუნსი

17,90 

ამბავი, რომელსაც ამ წიგნში 13 წლის ჩარლი ბატკინი გვიყვება, ავსტრალიაში, მაღაროელთა პატარა ქალაქ კორიგანში 1965 წელს ხდება. ცხელი ზაფხულის შუაღამით მის ფანჯარას ყველასგან მოძულებული ჯასპერ ჯოუნსი მოადგება და დასახმარებლად თან გაყოლას სთხოვს… იმ ღამის შემდეგ ჩარლის ცხოვრება თავდაყირა დგება.

მკითხველი სულმოუთქმელად ელის, რა იქნება შემდეგ, როგორ გაგრძელდება ამბავი. ამბავი კი მხოლოდ ჯასპერ ჯოუნსის და ჩარლის საშინელი საიდუმლოს გამოძიებაზე არაა. ჩარლისთან ერთად ჩვენც ვიზრდებით, ჩვენი საფიქრალიც ხდება ღალატი, რასიზმი, ბულინგი, ცილისწამება, სიყალბე, ნამდვილი მეგობრობა და სიყვარული…

„ჯასპერ ჯოუნსის“ ავტორი, ახალგაზრდა ავსტრალიელი მწერალი გრეგ სილვი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

განშორებათა წითელი წიგნი

14,90 

ფინელი დრამატურგის, მწერლისა და ქვიარ აქტივისტის, პირკო საისიოს ეს წიგნი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური ტექსტია, რომელშიც სათავისო ბარიკადს ყველა ის მკითხველი აღმოაჩენს, ვისაც იდეოლოგიური, პოლიტიკური, სექსუალური და, რაც მთავარია, შინაგანი ცვლილება, რადიკალური გარდასახვა და ამით სრული ჰარმონიის მიღწევა უნდა.

თხრობა 2002 წლის აგვისტოს ცხელ დღეს იწყება, თუმცა მალევე ინაცვლებს გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ფინეთი იყო წითელი, წითლად აზროვნებდა და სადაც კი წინააღმდეგობას აწყდებოდა, წითელ კვალს ტოვებდა. მაგრამ სწორედ აქ იფურჩქნება ლურჯი ზაფრანების თაიგული – კანონით აკრძალული სიყვარული და ამბავიც კარდიოგრამასავით ცვალებადი, ტეხილი, აღმასვლითა და დაცემით სავსე ხდება.

პირკო საისიო უშურველად გვიყვება საკუთარ ისტორიას, რისთვისაც მესამე პირში თხრობას ამჯობინებს, თუმცა როგორც კი სცენაზე გულის სიღრმეში დაუნჯებული ყველაზე სათუთი ეპიზოდი გამოაქვს, პირველ პირს ისევე იბრუნებს, როგორც ერთ დროს საკუთარი თავი დაიბრუნა და ნახსენებ ჰარმონიასაც მიაღწია.

იდეალური ოჯახი

10,90 

“ჩემი მშობლები და დები იდეალურები არიან.
მე – არა.
ალექსი მქვია. აგრიმენსორის ქუჩაზე ვცხოვრობ და წელს ორ საგანში ჩავიჭერი”.

ალექსის ოჯახი იდეალურია. დედა დეკორატორია, მამა – ფიზიკოსი, უნივერსიტეტში მუშაობს. თითით საჩვენებელი ფრიადოსანი დებიც ჰყავს – დელია და სილვია. მშობლები არ ეწევიან, ოჯახი მხოლოდ ჯანსაღ საკვებს მიირთმევს, არასდროს ხმაურობს და არასდროს ჩხუბობს. სახლში იდეალური წესრიგია.

აი, ალექსის მეგობრობის, რაფა პანოჩას ოჯახი კი სრულიად საპირისპიროა. მუდამ ხმაურობენ, ყვირიან ან ტელევიზორს აყვირებენ, მადისაღმძვრელი ყუათიანი საჭმელი უყვართ და არც ფრიადოსანი ჰყავთ ვინმე. რაფას არ სჯერა, რომ იდეალური ადამიანები არსებობენ. ალექსის ოჯახის იდეალურობაშიც ეპარება ეჭვი. მათაც აუცილებლად ექნებათ ნაკლი, მაგრამ რა?

ბიჭები გამოძიებას იწყებენ… როგორ ფიქრობთ, რას აღმოაჩენენ?

სამოთხე

13,90 

წიგნის მთავარი გმირი, რომელიც თავის ამბავს მოგვითხრობს, ტოკიოს ერთ-ერთი გარეუბნის სკოლის 14 წლის მოსწავლეა. მას ზარმაცი თვალის სინდრომი აქვს, რის გამოც კლასში ცხოვრებას უმწარებენ, თუმცა, შეწინააღმდეგების ნაცვლად, ჩაგვრის უხმოდ მოთმენას არჩევს. ერთადერთი, ვისაც მისი ესმის, თანაკლასელი გოგონაა, სახელად კოჯიმა. კლასელების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის საპასუხოდ, მთავარი გმირის მსგავსად, ისიც ჯიუტად დუმს.
კოჯიმას წერილით დაწყებული ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზრდება, თუმცა ეს კავშირი თანამოაზრეებს თანამებრძოლებად მაინც ვერ აქცევს. ან შეიძლება კი მეგობრობა ეწოდოს იმ ადამიანების ურთიერთობას, რომელთაც განცდილი ტკივილისა და დუმილის მეტი არაფერი აერთიანებთ?!
მიეკო კავაკამის „სამოთხე“, რომელშიც შემაწუხებელი დაუნდობლობითაა წარმოჩენილი ჩაგრულისა და მჩაგვრელის ბუნება, მკითხველში ერთდროულად ბრაზს და სევდას იწვევს. შეკითხვები, რომელთა დასმასაც ადამიანი ხშირად საკუთარ თავსაც ვერ უბედავს, იმდენად ხმამაღლა გაისმის, რომ მათი უპასუხოდ დატოვება შეუძლებელი ხდება.

სკუგა-ბალდური

10,90 

„სკუგა-ბალდური“ თანამედროვე ისლანდიელი ავტორის, სიონის, მოკლე, მაგრამ სრულიად გამორჩეული და შთამბეჭდავი რომანია.

მწერალს პოეტური, მეტაფორებითა და სიმბოლოებით გაჯერებული, ამავე დროს უაღრესად ლაკონიური ენით შევყავართ ორ, სრულიად განსხვავებულ სამყაროში: ერთი, ესაა სკუგა-ბალდურზე, ისლანდიური ფოლკლორიდან აღმოცენებულ მისტიკურ მელაზე ნადირობის თემა, რომელიც სცდება უბრალოდ დევნას და ეხება ისეთ მარადიულ საკითხებს, როგორებიცაა ადამიანის ვნება, დაიმორჩილოს ბუნება, და ბედისწერის გარდაუვალობა ამავე ბუნებასთან ჭიდილში.

მეორე, ესაა დაუნის სინდრომის მქონე ქალისა და კეთილშობილი ადამიანის, მისი გადამრჩენელის სიყვარულითა და ზრუნვით სავსე ისტორია. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ეს ორი სიუჟეტური ხაზი მოულოდნელად ერთმანეთს გადაკვეთს…

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის ისლანდიაში ვითარდება, „სკუგა-ბალდური“ თავისი მარადიული თემებით, ერთგვარი შემზარავი ესთეტიზმით, ფოლკლორული საწყისებითა და მრავალშრიანობით უაღრესად თანამედროვე მხატვრულ სინამდვილეს ქმნის.

გარიყულები

14,90 

სიუზენ ელოიზა ჰინტონის „გარიყულები“ პირველად 1967 წელს გამოიცა, როცა ავტორი მხოლოდ 19 წლის იყო. ოკლაჰომაში დაბადებული მწერალი რომანში მისთვის კარგად ნაცნობ, 60-იანი წლების ამერიკელი ახალგაზრდების ცხოვრებას აღწერს. წიგნი გვაფიქრებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: თვითგამორკვევის კრიზისი, კლასობრივი უთანასწორობა, ოჯახური ძალადობა და ზრდასრულობის სირთულეები.

რომანი14 წლის პონიბოი კარტისისა და მისი მეგობრების ამბავს მოგვითხრობს. პონიბოისთვის სამყარო ორ ბანაკად იყოფა – შეძლებულ სოცებად და ღარიბ გრიზერებად. პონიბოი ამაყობს, რომ გრიზერია და ყოველთვის მზადაა თავისი საძმოს დასაცავად, თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, მუდამ აწუხებს ეგზისტენციალური კითხვა: რა ყოფს და რა აერთიანებს ადამიანებს?

1983 წელს ფრენსის ფორდ კოპოლამ რომანის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. ეკრანიზაცია (“The Outsiders”), წიგნის მსგავსად, საკულტო ნამუშევრად იქცა და დღემდე ახალგაზრდების ერთ-ერთი საყვარელი კინოფილმია.

დანიელი

20,00 

„ავტორი ამ ნაწარმოებით ცდილობს გამოკვეთოს და სინათლეზე გამოიტანოს ის მანკიერი მხარეები, რომლებსაც დღევანდელი მართმადიდებლური ეკლესია ანაფორის ქვეშ მალავს, თუმცა ბოლომდე დაფარული როდის დარჩენილა რამე და დაკვირვებული თვალი ყველაფერს კარგად ხედავს. რომანის მთავარი გმირი, დანიელიც, ერთი ჩვეულებრივი, ცოდვით დამძიმებული და ტაძარს შეფარებულ მღვდელია, რომელიც თითქოს სინანულის გზას დაადგა და ცდილობს, სხვაც ბევრი გადაარჩინოს სატანჯველისგან, თუმცა ვნებებსა და მოგონებებს ვერაფერს უხერხებს და რჩება რიგით, მოკვდავ, თუმცა გრძნობბით დატანჯულ ადამიანად, რომელიც ეცადა, მაგრამ თავის მოტყუება არ გამოუვიდა. ავტორიც სწორედ ამ, ერთი შეხედვით, დაფარულ, მაგრამ მარტივ საიდუმლოებას ააშკარავებს, რომ რიტუალური აღმსარებლობა და წესების მორჩილება ვერ იხსნის სულს ხორციელი ტვირთისგან და იგი სულ სხვა გზებით მოიპოვება“ – დავით ხარატიშვილი.

ქუჩის ბიჭები

21,95 

ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის, მწერლისა და პოეტის პიერ პაოლო პაზოლინის (1922-1975) „ქუჩის ბიჭები“ 1956 წელს გამოვიდა და ერთბაშად დაიპყრო მკითხველი, თუმცა რომანი მაშინვე მწვავედ გააკრიტიკეს, ავტორს კი სასამართლოში უჩივლეს.

რომანში მოქმედება 1940-50-იან წლებში მიმდინარეობს. ჩვენ თვალწინ იშლება გერმანული ოკუპაციისა და ომის შემდეგ დროინდელი რომი – ღარიბული გარეუბნებისა და მუდმივად ქუჩაში მოწანწალე ნახევრად მშიერი ბიჭების ქალაქი. ამ ბიჭების ერთადერთი საზრუნავი თავის გატანაა და ამისთვის ისინი არაფერს ერიდებიან…

შვიდი კუნძულის ფრეია

14,95 

პოლონელ არისტოკრატ თეოდორ იუზეფ კოჟენევსკის, რომლისთვისაც ინგლისური მესამე ენა იყო მშობლიური პოლონურისა და ფრანგულის შემდეგ, მსოფლიო ჯოზეფ კონრადის (1857-1924) სახელით იცნობს. ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსის რომანი „შვიდი კუნძულის ფრეია“ სიყვარულის, ერთგულებისა და გარემოებების საბედისწერო დამთხვევის ამბავია, რომელიც შორეულ აღმოსავლეთში ხდება. დანიელი მეზღვაურის ქალიშვილის – ფრეია ნილსენის ირგვლივ დრამატული მოვლენები ვითარდება. კაცებს, რომლებსაც ის უყვართ, ადამიანური სისუსტეები და ახირებები ხელს უშლით მომხდარისა თუ მოსახდენის სწორად შეფასებასა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. თითოეულ გმირს თავისი სიმართლე აქვს, რის გამოც უჭირს მთლიანი სურათის დანახვა – თვალის გასწორება უბრალო ჭეშმარიტებისთვის.

ახალი ფილოსოფიის მოკლე კურსი დეკარტიდან ვიტგენშტაინამდე

22,95 

ბრიტანელი ფილოსოფოსისა და მრავალი წიგნის ავტორის როჯერ სკრუტონის (1944 – 2020) „ახალი ფილოსოფიის მოკლე ისტორია“ ვრცელ პერიოდს მოიცავს და მასში წარმოდგენილია დასავლური ფილოსოფიის ყველა მთავარი მოაზროვნე, დეკარტით დაწყებული და ვიტგენშტაინით დამთავრებული. ავტორი განიხილავს დეკარტის, სპინოზას, ლაიბნიცის, ჰობსის, ლოკის, ბერკლის, ჰიუმის, კანტის, ჰეგელის, შოპენჰაუერის, კირკეგორის, მარქსის, ნიცშეს, მილის, ფრეგეს, ჰუსერლის, ჰაიდეგერის, ვიტგენშტაინის, ასევე სხვათა მოსაზრებებს და აცნობს მკითხველს ძირითად იდეებსა და არგუმენტებს, რომლებმაც განაპირობა თანამედროვე ფილოსოფიის ჩამოყალიბება. „მოკლე ისტორია“ დიდებული გზამკვლევია ყველასთვის, ვინც ფილოსოფიის ისტორიით ან ზოგადად ამ საგნითაა დაინტერესებული.

ოჯახური ბედნიერება

16,95 

” კრებულში „ოჯახური ბედნიერება“ ლევ ტოლსტოის ექვსი მოთხრობაა წარმოდგენილი. ავტორი, როგორც ადამიანის სულის დაკვირვებული მკვლევარი, ამ მოთხრობებშიც, ისევე როგორც თავის გენიალურ, მრავალხრივ და მასშტაბურ რომანებში, ზნეობრიობისა თუ პიროვნული სრულყოფილების საკითხებს წამოჭრის, იმავდროულად კი დიდოსტატის ფუნჯით ხატავს ყოფით გარემოსა და ცხოვრებისეულ სიმართლეს, თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ეპოქას, სამსჯავროზე გამოაქვს მწვავე სოციალური თუ ზნეობრივი საკითხები. „ოჯახურ ბედნიერება“ და კიდევ ხუთი ნაკლებად ცნობილი მოთხრობა მკითხველს, ერთი მხრივ, საყვარელ მწერალთან შეხვედრის, მეორე მხრივ კი, ამ გენიალური ავტორის განსხვავებულ, უჩვეულო შემოქმედებით სამყაროსთან ზიარების შესაძლებლობას აძლევს. “

ნემსის ყუნწი

18,00 

მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდება. ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმას ჩაშლა ემუქრება. შედეგი დამოკიდებულია მტრის დეზინფორმირებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკავშირეთა ძალებს კატასტროფა ელის. ამიტომაც მკაცრად გასაიდუმლოებულია ოპერაციის დაწყების დრო და ადგილი. გერმანელების აგენტი, ოპერატიული მეტსახელით, „ნემსის ყუნწი“, მაინც მოახერხებს ინფორმაციის მოპოვებას და აპირებს სასწრაფოდ გავიდეს ქვეყნიდან, რათა ფიურერს უმნიშვნელოვანესი ფოტომასალა გადასცეს. ქვეყნის კონტრდაზვერვა იწყებს ნადირობას აგენტზე, რომელიც გზადაგზა ყველას კლავს, ვინც წინ გადაეღობება. 2019 წელს BBC News-მა „ნემსის ყუნწი“ 100 ყველაზე შთამაგონებელი რომანის სიაში შეიტანა.

ხვალ და ხვალ და ხვალ

16,95 

“ზამთრის ერთ სუსხიან დღეს ბავშვობის მეგობრები ვიდეოთამაშის შექმნას გადაწყვეტენ. ასე იწყება მათი თანამშრომლობა ვიდეოთამაშების დიზაინის რთულ და მშვენიერ სამყაროში, რომელიც ბარიერებითაა აღსავსე. სირთულეებითაა დატვირთული როგორც თავად ვიდეოთამაშის შექმნის პროცესი, ისე ორ ამბიციურ ხელოვანს შორის ურთიერთობა, რომელიც ხანდახან ტოქსიკურობის ზღვარს სცდება. ეს არის ამბავი ერთდროულად ვიდეოთამაშებსა და შექსპირზე, ტრაგედიებსა და „ილიადაზე“, პიროვნულ მეგობრობასა და საქმიან დაპირისპირებაზე. წიგნი დააინტერესებს ყველას, იმის მიუხედავად, ხშირად თამაშობენ ვიდეოთამაშებს თუ ცხოვრებაში ერთხელაც არ უცდიათ.”

Le petit prince

14,95 

პატარა პრინცი – ანუკა ბარათაშვილის ილუსტრაციებით (ფრანგული)

მითები და ლეგენდები

29,95 

ამ წიგნში ღმერთების, სულებისა თუ გმირების თავგადასავლები, მითური ამბები და ლეგენდური არსებები გელოდებათ. მსოფლიოს ხალხთა მითები, მოთხრობები, ზღაპრები და ლეგენდები თავშესაქცევი ფაქტებითა და ლამაზი ილუსტრაციებიაა წარმოდგენილი… ინფორმაციულად დატვირთული ეს შთამბეჭდავი წიგნი ბავშვებს მარადიულ ფასეულობებს აზიარებს.

გიორგი ბრწყინვალე, ფრაგმენტები

20,00 

„მაშინ იქნები ძლიერი და მსგრადი, თუ შენი სამშობლო იქნება ასეთი. იცოდე, დაბადებული ხარ არა მოწმედ, არამედ მონაწილედ, შენი სამშობლოს კეთილდღეობაში წვლილის შემტანად.“ – ჭაბუა ამირეჯიბი

პურმარილი

16,60 

კონსტანტინე კაპანაძის მოთხრობათა კრებული “პურმარილი” წარმოგვიდგენს თანამედროვე ქართული პროზის განსხვავებულ ხედვას. ავტორი, ერთის მხრივ, ჰქმნის მრავალშრიან ტექსტს, სადაც სამბრანოსეული “ცხოვრების მეტაფიზიკა” ხორცშესხმულია პერსონაჟთა ყოველდღიურობაში, მეორეს მხრივ კი – უილიამ ოკამის “მარტივი გადაწყვეტის” პრინციპით – არ ტვირთავს თხრობას ზედმეტი დეტალებით.

იდიოტები ჩვენ გარშემო

45,00 

ერთადერთი და ყველაზე ღირებული რესურსი ნებისმიერი იდეისა და საქმის განსახორციელებლად, რომლის კომპენსაციაც შეუძლებელია არის ადამიანური რესურსი. ადამიანზე უფრო მნიშვნელოვანი თემა არ არსებობს. რაც არ უნდა გავაკეთოთ, სადაც არ უნდა გაგვრიყოს ბედმა, მაინც მოგვიწევს ადამიანებთან ურთიერთობა. ისწავლო ადამიანების გაგება გადამწყვეტი ფაქტორია ცხოვრებისეული მიზნების მისაღწევად.

წიგნის ავტორმა თომას ერიქსონმა თავის ნაშრომში ,,იდიოტები ჩვენ გარშემო” შეკრიბა უნივერსალური მასალა იმის შესახებ თუ როგორ აღვიქვათ სხვადასხვა ქცევის მქონე ადამიანები და როგორ შევძლოთ მათთან ეფექტური კომუნიკაცია.

წიგნი ითარგმნა 35-ზე მეტ ენაზე მთელ მსოფლიოში, ხოლო მხოლოდ შვედეთში 550.000 ეგზემპლარი გაიყიდა.

თბილისი წიგნი + 40 ფაზლი ფიგურებით

27,90 

10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, დაათვალიერო თბილისის შთამბეჭდავი ნაგებობები, ქანდაკებები და ისტორიული ღირსშესანიშნაობები.
40-ნაწილიანი ფაზლი
10 დასადგმელი ფიგურა

კოსმოსი წიგნი + 40 ფაზლი ფიგურებით

27,90 

10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, ისწავლო ფერები, ფორმები, რიცხვები და კოსმოსთან დაკავშირებული სიტყვები.
40-ნაწილიანი ფაზლი
10 დასადგმელი ფიგურა

დინოზავრები წიგნი + 40 ფაზლი ფიგურებით

27,90 

10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, გაიცნო დინოზავრები და ისწავლო მათ საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებული სიტყვები.
40-ნაწილიანი ფაზლი
10 დასადგმელი ფიგურა

თებერვლის ტანკები

14,95 

1921 წლის 24 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველად, ბრძოლის ველზე, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ტანკები და ქვეითები. ბრძოლა თბილისთან ახლოს, მდინარე ლოჭინის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. თუ რა შედეგით დასრულდა წითელი არმიის ტანკებისა და ქართული გვარდიის ქვეითების შეტაკება, ამაზე აქამდე ორი ვერსია გვქონდა: რუსული და ქართული.

წიგნში დღემდე ცნობილი წყაროებისა თუ უცნობი საარქივო დოკუმენტების შეჯერებისა და კრიტიკული ანალიზის შედეგად, აღდგენილი და ნაჩვენებია შეტაკების რეალური სურათი და მიკვლეული ბრძოლის ველი. ამ მთავარი თემის გარდა, გამოცემაში საუბარია იმ ეპოქაში ტანკების გამოყენების სპეციფიკისა თუ ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის მეთოდების შესახებ, აგრეთვე ქართული არმიის შეიარაღებაში არსებულ ტანკებზე და იმაზეც, თუ როგორ აღმოჩნდა ერთ-ერთი მათგანი 1945 წლის მაისში ბერლინში.

ოცნებიდან რეალობაში

25,00 

ამ წიგნში აღწერილია ის, თუ როგორ შეესხა ფრთები მწერლისათვის ერთ დროს არსებულ ბავშვობის სანუკვარ ოცნებებს, ვინ შეძლო წარმოუდგენელი სიგიჟეების ჩადენა, მომნუსხველი სიყვარულით მისთვის თავბრუს დახვევა და საიდან სად აღმოჩნდა წიგნის მთავარი პერსონაჟი ეკატერინე, რომელსაც წარმატების მწვერვალების დაპყრობისა და ნამდვილი სიყვარულის არსებობის სჯერა

აღარმე

30,00 

ნინო მოდრეკილაძის პოეტური კრებული „აღარმე“. მისი რედაქტორი დავით ხარატიშვილი ასე აფასებს ამ კრებულს: „ეს პოეზია სხვა აღარმეთა, აღარსხვათა თავშესაფრად იქცევა, როგორც თავად პოეტი უწოდებს და ეძებს თანამგრძნობთა სულებს, ადამიანის შინაგანი სამყარო ხომ უნიკალურია, განუმეორებელია და ძნელია, მირიადში ის ერთი თანამგრძნობი იპოვო… და მაინც ამ კრებულში მკითხველი, თუ ზუსტად ავტორის მსგავსად არა, თავისებურად მაინც ჩაუღრმავდება სულის შინაგან შრეებს, რაღაცას თავის პიროვნებასთან გააიგივებს და შეიყვარებს ნინო მოდრეკილაძის შემოქმედებას, რამეთუ ჩვენ, ყველას, ის ქმნილება გვიყვარდება, რომელშიც საკუთარ თავს მცირედ მაინც აღმოვაჩენთ“.