2025
ფსიქოლოგია პოლიციის ოპერატიული თანამშრომლის საქმიანობაში
25,00 ₾წინამდებარე სახელმძღვანელოში გაშუქებულია პოლიციის ოპერატიული თანამშრომლის საქმიანობის ფსიქოლოგიის ძირითადი მახასიათებლები და სტრუქტურა. განხილულია მოქალაქეებთან ურთიერთობის ფსიქოტექნოლოგიები, დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა, ტყუილისა და ფარული გარემოებების დიაგნოსტიკის საკითხები. ყურადღება გამახვილებულია კრიმინალური გარემოსა და კრიმინალური ჯგუფების ფსიქოლოგიაზე, წინასწარი გამოძიების ფსიქოლოგიის საკითხებზე.
საერთაშორისო ფინანსური მენეჯმენტი მცირე და საშუალო ბიზნესში
33,00 ₾დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია ფინანსების მართვის თეორია საერთაშორისო კომპანიებში,მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესში, ფინანსური მენეჯმენტის კანონზომიერებების გამოვლენის საფუძველზე. წარმოდგენილია მცირე და საშუალო ბიზნესში ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის ანალიზის ძირითადი მაჩვენებლები და სტრუქტურა, ფინანსურ მენეჯმენტში გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები. განკუთვნილია ეკონომიკური უნივერსიტეტების სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის, ასევე ბუღალტრებისათვის.
ცუდი ბოსებისა და ზარმაცი თანამშრომლების გარემოცვაში
45,00 ₾წიგნში წარმოდგენილია მარტივი ხრიკები, რომლებიც დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ გამაღიზიანებელ უფროსებსა და არასანდო თანამშრომლებს. შეძლებთ თქვენს უფროსზე შთაბეჭდილების მოხდენას და წარმატების მიღწევას. ისწავლით როგორ მართოთ ყველაზე ზარმაცი თანამშრომლებიც კი. ეფექტური გუნდის შეკვრას.
მედიტაცია პირველი და უკანასკნელი თავისუფლება
28,00 ₾გარდა აღწერის იმ ტექსტებისა რომელიც რედაქტორებმა დაწერეს ეს წიგნი აერთიანებს შერჩეულ ტექსტებს ოშოს სხვადასხვა დისკურსიიდანრომლებიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიეწოდა ცოცხალ აუდიტორიას.
ნიცშე რომ ნარვალი ყოფილიყო
22,95 ₾ნიცშე ფიქრობდა, რომ ცხოველები სიამოვნებასა და ტანჯვას ისევე ღრმად არ განიცდიან, როგორც ჩვენ, რადგან მათ ინტელექტი არ აქვთ. ნიცშეს ცხოვრება კი გვასწავლის, რომ მეტისმეტად ღრმა აზროვნება სულაც არაა ყოველთვის სასარგებლო.
როგორც ნიცშე ამბობდა, ცხოველისგან განსხვავებით ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ მის არსებობას რაღაც მიზანი აქვს, თუმცა, ამგვარ ხედვას უბედურების მეტი არაფერი მოაქვს. ცხოველებს მიზეზშედეგობრივი დასკვნების გამოტანა არ სჭირდებათ, რადგან ისინი ასოციაციური განსწავლის ძალას ფლობენ – მაგალითად, მტრედები უკეთესი რადიოლოგები არიან მათი ასოციაციური განსწავლის უნარის დამსახურებით.
რა არის ინტელექტი? რა არის კარგი ადამიანის ინტელექტში? რა მოხდებოდა, ნიცშე რომ უფრო მარტივი ცხოველი ყოფილიყო? რა მოხდებოდა, მას რომ ყოფიერების არსზე დაფიქრება არ შესძლებოდა? არის თუ არა ჩვენი გონება ევოლუციის საბოლოო მიღწევა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხით, მეცნიერი ჯასტინ გრეგი ამტკიცებს, რომ ყველა ცხოველს აქვს ცნობიერება და სუბიექტური გამოცდილება; ისინი აღიქვამენ დროს და სახავენ სამომავლო გეგმებს, თუნდაც ეს გეგმები რამდენიმე წამს მოიცავდეს.
ძველი დედაქალაქი
17,95 ₾იასუნარი კავაბატა — პირველი იაპონელი ავტორია, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. თავდაპირველად მხატვრობაზე მეოცნებე კავაბატა მწერლობის გზას 12 წლის ასაკში დაადგა და იაპონური ლიტერატურის ერთ-ერთ უმთავრეს ხმად იქცა.
„ძველი დედაქალაქი“ ავტორის ყველაზე ლირიკულ და პოეტურ რომანად ითვლება. კავაბატა ნატიფი, თითქმის მუსიკალური ენით აღწერს ტრადიციებისა და ბუნებრივი ჰარმონიის თანდათანობით გაქრობას თანამედროვე იაპონიაში — მტკივნეულ პროცესს, რომელსაც თითოეული პერსონაჟი დიდი სიფაქიზით და ღრმა სევდით ეხება.
კიოტოში, ძველ დედაქალაქში, ცხოვრობს ახალგაზრდა ქალი — ჩიეკო, რომელიც ბავშვობაში ტაძართან მიტოვებული იპოვეს და იშვილეს. მისი ცხოვრება, ერთი შეხედვით, ჰარმონიულია, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა მოულოდნელად ჩიეკო თავის ტყუპისცალს გადაეყრება. ეს შეხვედრა ჩიეკოს აიძულებს, თავისი წარსული, იდენტობა და მთელი სამყარო ხელახლა გადააფასოს
დღეთა ქაფი
20,95 ₾ბორის ვიანი მეოცე საუკუნის ფრანგული ლიტერატურის ყველაზე უჩვეულო ავტორია. მისი ეს რომანი კი – სიურრეალიზმის, ტრაგედიისა და სიყვარულის სრულყოფილი სინთეზი. როგორც რემონ კენო ამბობდა, “დღეთა ქაფი” სიყვარულზე დაწერილ თანამედროვე რომანებს შორის ყველაზე მეტად მოგიკლავთ გულს.
ახალგაზრდა კლოეს შეძლებული და მიმზიდველი კოლენი უყვარდება და ეს, ერთი შეხედვით, მხიარული ამბავი სიყვარულზე, თვალსა და ხელს შუა, დიდ და უცნაურ ტრაგედიად გარდაიქმნება.
არანაკლებ საინტერესონი არიან რომანის მეორეხარისხოვანი პერსონაჟები: ჟან სოლ პარტრის (ჟან პოლ სარტრის პაროდია) ხელნაწერებისა და ჩიბუხისგან ამომწვარი შარვლების შემგროვებელი შიკი; ნიკოლა, რომელიც საეჭვოდ ჰგავს პ.გ. ვუდჰაუსის პერსონაჟ ჯივზს; სამზარეულოს თაგვები, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ მზის სხივების ონკანზე შეხების ხმა…
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მარტივ, მეტიც, ბანალურ სასიყვარულო ისტორიასთან გვაქვს საქმე, “დღეთა ქაფი” ეპოქალური ტექსტია, რომელიც სიურრეალისტური სიმსუბუქით ანეიტრალებს ცხოვრების სიმძიმეს.
ინგლისელი პაციენტი
22,95 ₾მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ფლორენციის მახლობლად, მიტოვებულ ვილაში ახალგაზრდა მედდა ერთიანად დამწვარ, სასწაულით გადარჩენილ უცნობს უვლის. მათ გარდა ვილაში კიდევ ორი ადამიანია: კანადელი ქურდი და სიქჰი გამნაღმველი. ეს წიგნი სწორედ ამ ოთხი, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა ომით ერთნაირად დაღდასმული ადამიანის ამბავია. მაიკლ ონდააჩი (1943) შრილანკური წარმოშობის კანადელი რომანისტი და პოეტია. „ინგლისელი პაციენტი“ მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნია. სწორედ ამ რომანისთვის მიენიჭა ონდააჩის ბუკერის პრემია. „ინგლისელი პაციენტი“ კიდევ უფრო ცნობილი მას მერე გახდა, რაც წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.
ნოტრ-დამ-დე-ფლერი
22,95 ₾„ნოტრ-დამ-დე-ფლერი“ (Notre-Dame-des-Fleurs — ყვავილების ღვთისმშობელი) ფრანგი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ჟან ჟენეს სადებიუტო რომანია. ეს პოეტური და გროტესკული ტმარგინალი, შეშლილი, მამათმავალი, გენიოსი – ეს ჟენეს მიმართ ყველაზე ხშირად გამოყენებული ეპითეტებია. ჟენეს ავტობიოგრაფიული წიგნი საპყრობილეში, მორიგი სასჯელის მოხდისას დაიწერა. პერსონაჟების უმრავლესობას რეალური პროტოტიპები ჰყავს. პირველ პირში დაწერილი რომანი უსიუჟეტოა. ავტორი პარიზელი კრიმინალებისა და ჰომოსექსუალების ცხოვრებას აღწერს.
კირჩხიბის ტროპიკი
22,95 ₾„კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891-1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია.
წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამოიცა და მილერის თანამედროვეთა – მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის – დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო. „კირჩხიბის ტროპიკი“ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1961 წელს გამოსცეს.
ოთხი თანხმობა
14,95 ₾სამყაროს შესახებ არსებულ რწმენებსა და წარმოდგენებს ბავშვობიდანვე ვნებდებით – მაშინ, როცა მათზე თანხმობას ვაცხადებთ. ჩვენს გონებას სწორედ წარმოდგენების ეს სისტემა მართავს, ამ ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენებას კი გამბედაობა სჭირდება. დონ მიგელ რუიზი, ცნობილი სულიერი მოძღვარი და ტოლტეკური ტრადიციის მემკვიდრე მკითხველს ტოლტეკური სიბრძნის საიდუმლოებებს უზიარებს. რუიზის მიერ შემოთავაზებული ოთხი ახალი თანხმობა დაგანახებთ, რომ ჭეშმარიტებას მიგნება არ სჭირდება, სინამდვილეში, ისე ხელის ერთ გაწვდენაზეა.
ძენი: მარტივი ცხოვრების ხელოვნება
17,95 ₾სიმშვიდის მოსაპოვებლად არც იაპონიის უძველეს დედაქალაქებში ჩასვლაა აუცილებელი, არც ფუჯის მთაზე ასვლა და არც ოკეანის პირას გადასახლება. სიმშვიდისა და ბედნიერების განცდას საერთოდაც არ სჭირდება დიდი ძალისხმევა.
კოხტად დააწყვეთ გახდილი ფეხსაცმელები; მოიშორეთ ის, რაც არ გჭირდებათ; იპოვეთ თქვენი საყვარელი სიტყვები; მოიდუღეთ გემრიელი ყავა, ღრმად ამოისუნთქეთ…
ეს წიგნი სწორედ ამაზეა: მარტივ ცხოვრებაზე – ძენის სტილზე. პასუხები, რომლებსაც ეძებთ, აქ არის.
მაიმუნი მაკაკი და სხვა ამბები
17,00 ₾შვილის ბედნიერებასა და წარმატებაზე მშობლები მისი დაბადებიდანვე ზრუნავენ, რადგან სამომავლო წინსვლას დიდწილად განაპირობებს ის უნარ-ჩვევები, რომელთაც საფუძველი სკოლაში მისვლამდე ეყრება. 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მხატვრული ტექსტების შექმნა საკმაოდ რთულია, რადგან ავტორმა კარგად უნდა იცოდეს ბავშვის ასაკობრივი განვითარების ფსიქოლოგია, ზუსტად უნდა ითვალისწინებდეს სკოლამდელთა გონებრივ შესაძლებლობებსა და ინტერესებს. იაკობ გოგებაშვილის საბავშვო და საყმაწვილო პრემიის ლაურეატის, მასწავლებელთა ეროვნული პრემიის მფლობელის, თამარ ადამიას კიდევ ერთი შემეცნებითი წიგნი სწორედ ამ თავისებურებებით გამოირჩევა. მხიარული ამბები ბავშვს ამშვიდებს და ფერად სამყაროში ამოგზაურებს. მის წარმოსახვაში ცოცხლდებიან პერსონაჟები, იბადებიან აზრები და ბავშვი მშვიდად იძინებს. ამ ტექსტებით ბავშვები გაიმდიდრებენ სიტყვათა მარაგს, აიმაღლებენ ემოციურ ინტელექტს, ისწავლიან გააზრებას, განივითარებენ წარმოსახვას, ყურადღებას, სმენით მეხსიერებასა და მეტყველებას.
უსახლკარო
6,90 ₾ფრანგი რომანისტი ჰექტორ მალო (1830-1907) ამ წიგნში პატარა ბიჭის, რემის, თავგადასავალს გვიყვება. რემიმ არ იცის, ვინ არიან მისი მშობლები და მათ ეძებს საფრანგეთსა და ინგლისში. ამ ქვეყნებში მასთან ერთად თქვენც იმოგზაურებთ; გაეცნობით უბრალო ხალხის ყოფას, ადათ-წესებს; გაიგებთ, როგორია ცხოვრება იქ, სადაც ადამიანურ ღირსებაზე მაღლა ფული დგას. ფულის გამო ადამიანები სჩადიან დანაშაულს, ივიწყებენ ნათესაურ მოვალეობას, კეთილშობილებას…
5 ბავშვი და ის
8,90 ₾ინგლისელი კლასიკოსი საბავშვო მწერლის, ედიტ ნესბიტის ეს წიგნი მოგვითხრობს ხუთი ბავშვის უჩვეულო ისტორიაზე. ისინი ქვიშის კარიერზე გადაეყრებიან ელფს, რომელიც დღეში ერთ სურვილს უსრულებს. ბავშვები ისეთ სურვილებს იგონებენ, რომ მუდამ გაუგებრობაში ეხვევიან და წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ. მწერალი ურჩევს მათ: „იყავით ფრთხილები თქვენს სურვილებში, რადგან ყოველ სურვილს უარყოფითი მხარეც აქვს“. პატარა მკითხველი, პერსონაჟებზე დაკვირვებისკვალდაკვალ, თანდათან ხვეწს წარმოსახვის უნარს, ეცნობა ბუნების კანონებს, რეალიზდება საკუთარ ფანტაზიებში და ყოველგვარი ნოტაციის გარეშე აცნობიერებს: რას ნიშნავს გულწრფელობა, პასუხისმგებლობა, მშობლებისა და დედმამიშვილების სიყვარული… ამ წიგნის მიხედვით გადაღებულია ფილმი.
პატარა პრინცი
6,90 ₾ბავშვებს პატიებას ვთხოვ, რადგან ეს წიგნი ზრდასრულ ადამიანს მივუძღვენი. საამისოდ სერიოზული მიზეზი მქონდა _ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, და კიდევ ის ყველაფერში ერკვევა, საბავშვო წიგნებშიც კი და ბოლოს, ის საფრანგეთში ცხოვრობს. ამ ქვეყანაში ახლა შიმშილი და სიცივეა, ამიტომ მას გამხნევება სჭირდება. და თუ ეს ყველაფერი მე არ მამართლებს, მაშინ ამ წიგნს ვუძღვნი ჩემს უფროს მეგობარს, რომელიც ოდესღაც პატარა ბიჭი იყო. დიახ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, თუმცა ეს ძალიან ცოტას თუ ახსოვს. ამგვარად, ჩემს მიძღვნას ასე შევცვლი: ლეონ ვერტს, როცა ის ბავშვი იყო.
წადი, საითაც გული გაგიწევს
12,00 ₾ცნობილი იტალიელი მწერლის სუზანა ტამაროს ეს წიგნი გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა და მრავალ ენაზე ითარგმნა (დღემდე გაყიდულია 16 მილიონი ეგზემპლარი). ავტორი ცხოვრების არსსა და აზრზე უბრალოდ და ლაკონიურად წერს, თუმცა მძაფრ ემოციებს იწვევს. წიგნი ეხება თაობებს შორის ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობებში წარმოქმნილ კრიზისებს, აღზრდის პრობლემებს, რელიგიის გავლენას, საზოგადოებრივ მარწუხებს, ქალთა უფლებებსა და მარადიულ ღირებულებებს… ნაწარმოებს ფონად გასდევს მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენები: ომები, ფაშიზმი, კომუნიზმი, რევოლუციები… სათაურში ნახსენები გული მავანთათვის მხოლოდ სხეულის ორგანოა, ავტორის რწმენით კი, არჩევანის წინაშე მდგარმა ადამიანმა სწორედ გულისთქმას უნდა მისდიოს.
ტელევიზორთან
6,90 ₾ცნობილი ბერძენი მწერლის, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, მაკის ციტასის ეს არაჩვეულებრივი წიგნი ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაზეა; იმაზე, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე ელექტრონული მოწყობილობები. დიდი ეკრანის წინ, ჯადოსნური ამბების ყურებაში, დიდებსაც და პატარებსაც გვავიწყდება, როგორია რეალური, ეკრანს მიღმა ცხოვრება – ნამდვილი ცხოვრება! წიგნში მოთხრობილია ტელევიზორზე მიჯაჭვულ ოჯახზე, მაგრამ, ერთ დღესაც, ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ყველაფერი იცვლება.
რაკრაკ–რუკრუკა ამბები
6,90 ₾რაკრაკ-რუკრუკა ამბები~ ისეთ მოთხრობებსა თუ ზღაპრებს აერთიანებს, რომლებსაც, გინდა, არ გინდა, სწრაფად ჩაარაკრაკებ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პატარა ამბებია, მეორე _ ადვილად წასაკითხია და მესამეც, ცოტა არ იყოს, სასაცილო და უცნაური პერსონაჟებითაა სავსე. თანაც, ეს პერსონაჟები შენხელა გოგონები და ბიჭები არიან.
ჯაყოს ხიზნები
9,90 ₾მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ გამოცემისთანავე საყოველთაო განხილვის საგნად იქცა. გულახდილობისთვის მწერალს ბევრიც აქებდა და ბევრიც აძაგებდა, ზოგი კი ამ ნაწარმოების შემოქმედებიდან ამოშლას ურჩევდა. ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ჯაყოს ვერავინ გამამეტებინებსო, ამბობდა პასუხად მწერალი, რომელმაც შესანიშნავად განაგრძო და განავითარა რეალიზმის ტრადიციები ახალ რეალობაში. იგი აღწერს მიზეზებს, რომლებიც ერის დაცემასა და მის სახიფათო მომავალს განსაზღვრავს, მაგრამ, ამავე დროს, მოვლენათა მიღმა იკითხება ის ზოგადი კანონზომიერებებიც, რომელთა წინაშე ადამიანი, უმეტესწილად, უძლურია. შესაძლებელია, უკიდურეს სულიერ-ხორციელ დაცემას პიროვნების აღზევება მოჰყვეს?.. „ტრაგიკული ისტორიული მოვლენები, არეულობები და უბედურებები იმისთვის გადაგვხდება თავს, რათა საკუთარ თავში ვიპოვოთ სულიერი ძალა და აქედან წარვმართოთ ჩვენი აღორძინება თავისუფლად, ვაჟკაცურად და აქტიურად. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას, თუ რა დავკარგეთ“, წერს მწერალი და სვამს მარადიულ შეკითხვებს: რა არის ჭეშმარიტება? სად არის სამართალი? რა არის ცხოვრება?.. პასუხები ადამიანის სულში უნდა იშვას, როგორც პირმშო, როგორც სულიერი ყოფიერების გამართლება.
ცერცვისტოლა ამბები
8,90 ₾მინიატიურების ამ კრებულში შეხვდებით უცნაური სახელების მქონე უცნაურ ადამიანებს, რომლებსაც მზე და მთვარე ერთად დაუდით ეზოში, რომელთა არც ჩრდილები და არც სხეულები სააქაოსი არ არიან. უდროობიდან, უჟამობიდან მოვიდნენ და ისევ უდროობასა და უჟამობაში გადაბარგდნენ თავიანთი რძე-ნისლიანი განთიადებითა და უსიამოვნო ღამეებით. შეიტყობთ მათ სიხარულსა და ტკივილზე, მათ დამოკიდებულებაზე სამყაროს მიმართ. ისინი უხვი შინაგანი ბუნებით გაგაოცებენ. შეხვდებით ერთი ცულის ტარზე მცხოვრებ ცოლ-ქმარს, სიტყვის კაც სისოის, …
სპილო ბაბარის თავგადასავალი
5,90 ₾ფერადი, ილუსტრირებული ეს წიგნი მეგობრობაზეა, სიყვარულზეა, ადამიანთა და ცხოველთა ურთიერთობებზე მოგვითხრობს. შენ წარმოიდგინე, ისეთ უზარმაზარ ცხოველსაც კი, როგორიც სპილოა, ჩვენი თანადგომა სჭირდება. ბაბარის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომსპილომაც შეიძლება თავი პატარა, ჭიანჭველისოდენა არსებად იგრძნოს, თუ მარტოდმარტო დარჩება; და პირიქით, მეგობრების თანადგომითა და დახმარებით მთელი სასპილოების მეფეც კი გახდეს.
ბიძია ტომის ქოხი
10,90 ₾ამ წიგნით ვეცნობით აფრო-ამერიკელების მონობის საშინელ წლებს, რომელიც აშშ-ს ისტორიის სამარცხვინო ფურცელია. მტკიცე ხასიათის ბიძია ტომი გამძლეობის, პატიოსნების, მეგობრობის, ერთგულების, სიკეთის განსახიერებაა, თუმცა კრიტიკოსები ხშირად საყვედურობენ შემგუებლობისა და მორჩილების გამო. ტომმა კარგად იცის, რომ მას იყიდიან ან გაყიდიან, აწამებენ, მაგრამ მტკიცე სულს ვერავინ შეუბღალავს. ალბათ, ამიტომაც 2006 წელს ბიძია ტომი 101 ყველაზე გავლენიან ლიტერატურულ პერსონაჟს შორის დასახელდა.
შექსპირი ბავშვებისათვის
7,90 ₾შექსპირის ნაწარმოებებს მართლაც სამართლიანად უწოდეს „ყველაზე მდიდრული, ყველაზე წმინდა, ყველაზე სრულყოფილი, რითაც კი შეიძლება გენიოსი ოდესმე ყოფილიყო შთაგონებული… ისინი ბიბლიის გვერდით, ყველაზე საპატიო ადგილს იკავებს ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსთა შორის… მაგრამ შექსპირი წერდა დიდებისთვის და თან ისეთი სიტყვებით, რომელთა გაგებაც ბავშვებს უჭირთ. სწორედ ამიტომ შევადგინეთ ეს კრებული. შექსპირის პიესების საინტერესო და ლამაზი ისტორიები აქ ისეთი მარტივი ფორმით არის გადმოცემული, რომ პატარებიც შეძლებენ გაგებას და თან სიამოვნებითაც წაიკითხავენ.
საშობაო სიმღერა
7,90 ₾1843 წელს გამოცემული „საშობაო სიმღერა“ დღემდე მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საშობაო ნაწარმოებია. მართალია, ჩარლზ დიკენსმა თხზულებას სიმღერა დაარქვა, თავებს კი – სტროფები, მაგრამ ამბავი შობის მოჩვენებებზე პროზად მოგვითხრო. ეს წიგნი მარადიულ ფასეულობებზეა: მოყვასის სიყვარულზე, ადამიანურ თანაგრძნობაზე, გულწრფელ სიკეთეზე… ხშირად ამბობენ, რომ ადამიანი არ იცვლება, ამ ნაწარმოებში კი ავტორი საპირისპიროს ამტკიცებს – იცვლება, მთავარია, მოინდომოს….
საფრთხობელა მაფრთხობელა და სხვა მოთხრობები
8,90 ₾ზღაპარი ის ლამაზი სამყაროა, სადაც იოლად შეაღწევ, თუ ფერადი ოცნებებით ფრთაშესხმული ხარ. ამ ჯადოსნურ სივრცეში მოგზაურობის გარეშე ჩვენი ბავშვობა უმზეო და უხეში იქნებოდა. თუკი ერთხელ მაინც გინატრიათ, ლაჟვარდებში ჩიტივით ლაღად გენავარდათ, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად დაგაინტერესებთ. მისი წაკითხვისას კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მეგობრობით, ერთმანეთის თანადგომითა და სიყვარულით შური და მტრობა უსათუოდ დამარცხდება. როგორც ერთ-ერთი ზღაპრის მთავარი პერსონაჟი, საფრთხობელა მაფრთხობელა, გვარწმუნებს, ამქვეყნად „ჩიტებსა და საფრთხობელებსაც კი გასაყოფი არაფერი აქვთ“.