მაგარი
ვეფხისტყაოსანი მეგრულად
99,00 ₾„1921 წელს თებერვალში, აფხაზეთში ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარის დივიზია შემოიჭრა. კაკა ჟვანია თავისი 80-კაციანი რაზმით უკან იხევდა, თან მტრის მოქმედებას სწავლობდა. ენგურთან თავისი რაზმით სოფელ ჯვარისკენ გაემართნენ, ტყეებში მორები დაჭრეს, ტივები შეკრეს და მორების განასხვლევი ტოტები ზედ ტივების ერთ ბოლოში დაალაგეს!
რუსებმა მდინარის გადმოლახვა კილომეტრნახევრიან ფონზე შუაღამეს დაიწყეს. როცა დივიზიის პირველი ჯგუფები გადავიდნენ ნაპირზე რუხის ციხესთან, სწორედ მაშინ დაეშვნენ კაკა ჟვანიას ქართველი ჯარისკაცები ცეცხლმოკიდებული ტივებით, ხუთვაზნიანი შაშხანების გრიალით და ყიჟინათი! გაყინულ წყალში, სწრაფი დინების პირობებში, ხელჩაკიდებული ოკუპანტები დაიბნენ, მწყობრი რიგები აერიათ, ხელები გაუშვეს ერთმანეთს და… ორი კვირის მანძილზე გამოჰქონდა მდინარეს და ზღვას დამხრჩვალი ბოლშევიკი ჯარისკაცები. დივიზიამ 3 ათასამდე მებრძოლი დაკარგა! სამეგრელოში კი ხმა გავარდა: კაკა ჟვანიამ კაციჭამია ბოლშევიკები ამოხოცაო!
კაკა ჟვანია გადაურჩა 1924, 1937-1938 წლების რეპრესიებს, 1952 წლის მეგრელთა საქმეს. იცოცხლა 1973 წლამდე. ბოლშევიკების წინააღმდეგ ჩატარებული მისი ბრწყინვალე სამხედრო ოპერაციაზე საუბარიც კი აიკრძალა. მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში დაიწერა მისი გმირობის ამბავი!
კაკამ 80 წლის ასაკში დაიწყო ვეფხისტყაოსნის მეგრულად თარგმნა. 1966 წლის რუსთაველის საიუბილეო თარიღისთვის დაასრულა, თუმცა სიკვდილამდე მის სრულყოფაზე ზრუნავდა. მისი ნაშრომით აღფრთოვანებული კონსტანტინე გამსახურდია თარგმანის წიგნად გამოცემას შეჰპირდა. არ გამოვიდა! და აჰა, იბეჭდება კაკა ჟვანიას თარგმნილი ყილოშტყებამი!“ – ვახში ჟვანია.
ჩვენი კავკასია
39,95 ₾ეს წიგნი პირველი მხატვრულ-შემეცნებითი ნაწარმოებია ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მთლიანად კავკასიას, მის ხალხებს, კულტურასა და ბუნებას რომ ეძღვნება. წიგნის მთავარი გმირები, და-ძმა პაულა და ალექსი, ბერლინიდან კავკასიაში მიემგზავრებიან, რათა ბრძენი იორგ იორანდოს უცნაური სურვილი შეასრულონ და იპოვონ იდუმალი „ოქროს შემცველი მდინარე“. მათთან ერთად მოგზაურობენ ყველგანმავალი მანქანა იოჰენი და წიგნი-ნავიგატორი აჰმა, რომლებიც ბავშვებს კავკასიის საოცარ სამყაროს აცნობენ. მოგზაურობისას ისინი სტუმრობენ კავკასიის სხვადასხვა ქვეყანასა და კუთხეს, იძენენ ახალ მეგობრებს, ეცნობიან ხალხურ ტრადიციებს, ლეგენდებს, მუსიკას, ხელოვნებასა და ბუნების უნიკალურ სილამაზეს.
ეს არის წიგნი მეგობრობაზე, ერთმანეთის პატივისცემაზე და კავკასიის ხალხების უკეთ გაცნობაზე. საინტერესო თავგადასავლების ფონზე მკითხველი აღმოაჩენს, რომ ამ რეგიონის ყველაზე დიდი სიმდიდრე ოქრო კი არა, მისი ხალხები, მათი კულტურა, ენები და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებია. წიგნი ბავშვებსა და მოზარდებს ჩაუნერგავს კავკასიის სიყვარულს და აჩვენებს, რომ განსხვავებული ხალხები მშვიდობით, მეგობრობითა და საერთო მომავლის რწმენით შეიძლება იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული.
ცხოვრების ამაოება და სიმწარენი
37,00 ₾წინამდებარე წიგნი დიდი გერმანელი ფილოსოფოსის – არტურ შოპენჰაუერის ე.წ. მცირე თხზულებათა კრებულია, მისი მთარგმნელის – ზურაბ ხასაიას კომენტარებითურთ. ზურაბ ხასაიამ 2012 წელს გამოსცა შოპენჰაუერის რამდენიმე თხზულების კრებული, რომლის სათაურად გამოტანილი იყო წიგნში მოთავსებული ერთერთი თხზულების სათაური – „ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები“.
იმ კრებულში შოპენჰაუერის ხსენებული სახელგანთქმული ქმნილების მხოლოდ ნახევარი იყო წარმოდგენილი. ამ წიგნში კი ეს თხზულება სრულადაა თარგმნილი და, შესაბამისად, დამატებულია სათანადო კომენტარები. აგრეთვე დამატებულია შოპენჰაუერის ორი სხვა თხზულება მთარგმნელის კომენტარებითურთ. მათ შორის ერთი („ქალებისთვის“) დამატებულია იმ მოტივით, რომ იგი მთარგმნელს განსაკუთრებით აქტუალურად მოეჩვენა ჩვენი დროისთვის. ამ წიგნში ერთმანეთს ერწყმის სამი სიკეთე.
პირველი: თარგმნილია მსოფლიოს ფილოსოფიური საგანძურის ნამდვილი მარგალიტი – გენიალური ფილოსოფოსის და კალმოსანის წიგნი-შედევრი, რომელშიც აზრის სიღრმე და სინათლე თანაბრად ანცვიფრებს ადამიანს. მეორეა თარგმნის უაღრესად დახვეწილი ხელოვნება, რასაც გვთავაზობს ზურაბ ხასაია – ცნობილი ფილოსოფოსი და პოეტი.
მკითხველი ამ წიგნის ნებისმიერი ადგილის კითხვისას დარწმუნდება, რომ კითხულობს დედანს და არა თარგმანს. ეს არის შოპენჰაუერის ამეტყველება ქართულად. და ბოლოს: მთარგმნელისეული კომენტარები აზროვნების სიღრმითა და სინათლით სრულიად შეეფერება გერმანელი ფილოსოფოსის დიდებულ ტექსტს და ამშვენებს მას. ეს ყოველივე გვაძლევს საფუძველს გვწამდეს: წიგნი „ცხოვრების ამაოება და სიმწარენი“ ძვირფასი საჩუქარია ჭეშმარიტი ქართველი მკითხველისთვის.
ოდისეა
29,95 ₾დასრულდა ილიონის ომი – დაეცა ტროის წმინდა ციხესიმაგრე და გამარჯვებული ბერძნები სამშობლოსაკენ მიემართებიან. მხოლოდ ოდისევსი რჩება გზაში – გმირი, რომელსაც უკიდეგანო ზღვის ტალღები შორს, თავისი მშობლიური ითაკისგან უსასრულოდ შორს მიაქანებენ. ბედისწერისა და ღმერთების ნებით იგი კაცთათვის უცნობ, ზღაპრულ ქვეყნებში აღმოჩნდება, სადაც არაერთ განსაცდელს, ცდუნებასა და საფრთხეს გადაეყრება. სწორედ მის ხანგრძლივ და ფათერაკებით სავსე მოგზაურობას, მის თავგადასავლებსა და შინ დაბრუნების შეუპოვარ სურვილს ეძღვნება მთელი „ოდისეა”.
მე, ვისაც კაცი არასდროს მიცნია
16,95 ₾„ჩემი მეხსიერება ჩემივე ბრაზით იწყება””, — აცხადებს ტექსტში მთხრობელი, რომელმაც გვიან გაიაზრა, რომ მასაც შესძლებია ჰყვარებოდა, შესძლებია დატანჯულიყო და, ბოლოს და ბოლოს, მასაც ადამიანი ერქვა. გალიაში ოცდაცხრამეტ უცხო ქალთან ერთად გაურკვეველი მიზეზითა და განუსაზღვრელი ვადით გამომწყვდეულს, პატიმართაგან ყველაზე უმცროსს, გისოსებს მიღმა ცხოვრება არასდროს უნახავს. „ძალიან დიდხანს დღეები ერთმანეთის მსგავსად გადიოდა, შემდეგ ფიქრი დავიწყე და ყველაფერი შეიცვალა””, — წერს იგი. ეს არის ამბავი ქალზე, რომელმაც აბსურდულ არსებობაში რაღაც მოულოდნელი გამოიგონა, ქალზე, რომელიც სიცოცხლის შეგნებული გზით გაგრძელების ან, გნებავთ, სიცოცხლის დამორჩილების სურვილმა აანთო და მოძრაობა აიძულა.
ქათქათა კბილების თავგადასავალი
19,95 ₾„იმ საღამოს როცა უფლისწული დაიბადა, სამეფო მამალს ყივილი დაავიწყდა, სათონეში ცომი არ გაღვივდა, მზემ კი საერთოდ ჭკუა დაკარგა: სამჯერ ამოვიდა, ორჯერ ჩავიდა, ბოლოს ისევ ამოვიდა და თქვა: „ამ ბავშვს სპეციალური განათლება სჭირდება!“. თუმცა, როგორც ჩანს, მალევე გადაიფიქრა და ასე გადავურჩით დამატებითი მზის არსებობას.“
რჩეული
20,00 ₾ამ კრებულში თავი მოიყარა პოეტის თითქმის მთელმა შემოქმედებამ, რომელიც როგორც თემატურად, ასევე ჟანრობრივად განსხვავებულ ნიმუშებს მოიცავს. კრებულს წინ უძღვის ამონარიდები ქართველი კრიტიკოსების ნააზრევიდან ლია სტურუას შემოქმედებაზე. ამ ფრაგმენტებზე თვალის გადავლებაც კი ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პოეტი მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის განვითარების ძირითადი გეზის განსაზღვრისთვის: სტურუას ან აკრიტიკებენ, ან უპირობოდ აღიარებენ, მაგრამ მთავარია, რომ ვერც მაქებარნი და ვერც დამწუნებელნი მისი შემოქმედებისადი გულგრილნი ვერასოდეს რჩებიან.
მხოლოდ სიმართლე! – თვითმხილველისა და მონაწილის ჩანაწერები
34,00 ₾“ძვირფასო მკითხველო! აი, ახლა თქვენ, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწისა და იურისტის, ვახტანგ გვარამიას მემუარების წიგნს გაეცნობით”
მღვდლის ქალიშვილი
29,00 ₾„1984“-ისა და „ცხოველების ფერმის“ ავტორის, ჯორჯ ორუელის ადრეული რომანი „მღვდლის ქალიშვილი“ მოგვითხრობს პროვინციელი ანგლიკანელი კლერიკოსის ახალგაზრდა ასულის, დოროთი ჰეარის ცხოვრებაზე.
1935 წელს დაწერილი ეს ნაწარმოები მკვეთრად განსხვავდება ზემოხსენებული ორი წიგნისგან. მასში ორუელი ფსიქოლოგიური რეალიზმის ოსტატად გვევლინება. რომანის გმირი ღვთისმოსავი ახალგაზრდა ქალია, რომლის ცხოვრებაც მამისა და ეკლესიის მსახურებით, მოხუცებულთა დახმარებით შემოიფარგლება.
უბედური შემთხვევის შედეგად დოროთი მეხსიერებას კარგავს, რის შემდეგაც იწყება მისი ოდისეა სრულიად ახალ, უცხო გარემოში: უსახლკაროებსა და ქურდბაცაცებს შორის. საკუთარი თავისა და სამსახურის ძიებაში დოროთი ხან სვიის პლანტაციაზე ცდილობს ლუკმაპურის შოვნას, ხანაც მასწავლებლად მოეწყობა ერთ კერძო სკოლაში. საკუთარი თავის მოპოვების შემდეგ, ანუ მეხსიერების აღდგენისა და სარწმუნოების დაკარგვის შედეგად, იგი უბრუნდება ჩვეულ საცხოვრებელს, ჩვეულ გარემოს, ჩვეულ ვალდებულებებს; კვლავ გრძელდება უწყვეტი ჯაფით აღსავსე ყოფა, მაგრამ მისი ცხოვრება უკვე სხვაგვარი გამხდარა – იმედისა და რწმენის გარეშე.
შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური
135,00 ₾წიგნი მკითხველს აცნობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ შუა საუკუნეების საქართველოს ჭედურ და ფერწერულ ხატებს, ტიხრული მინანქრისა და ლითონმქანდაკებლობის უნიკალურ ნიმუშებს და სხვ. ნაშრომში მოთხრობილია ამ კოლექციის ისტორია და წარმოჩენილია მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია. ექსპონატები, მათი მნიშვნელობით, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადქრისტიანული სასულიერო კულტურის გამორჩეული ეგზემპლარებია. წიგნი გათვლილია როგორც სპეციალისტებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.
Treasures of Medieval Georgian Christian Art
135,00 ₾წიგნი მკითხველს აცნობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ შუა საუკუნეების საქართველოს ჭედურ და ფერწერულ ხატებს, ტიხრული მინანქრისა და ლითონმქანდაკებლობის უნიკალურ ნიმუშებს და სხვ. ნაშრომში მოთხრობილია ამ კოლექციის ისტორია და წარმოჩენილია მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია. ექსპონატები, მათი მნიშვნელობით, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადქრისტიანული სასულიერო კულტურის გამორჩეული ეგზემპლარებია. წიგნი გათვლილია როგორც სპეციალისტებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.
Georgian Manuscript Heritage/ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა
135,00 ₾წიგნში წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური კოლექცია, რომელიც ასახავს ქართული ენისა და დამწერლობის ისტორიას, ქართველი ადამიანის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ხანგრძლივ გზას, მხატვრული თუ მსოფლმხედველობრივი აზროვნების ჩამოყალიბების ეტაპებს. მკითხველი აქ გაეცნობა ქრისტიანული მწერლობის, მხატვრული ლიტერატურის თუ საისტორიო მწერლობის არაერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს. ეს უნიკალურ მემკვიდრეობა არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მნიშვნელოვანი საგანძურია. სამეცნიერო-პოპულარული წიგნი გათვლილია როგორც სპეციალისტებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.
კოსმოსი მეცნიერება და მითი
27,95 ₾ადამიანს უძველესი დროიდან აინტერესებდა ცაზე დაკვირვება. ეს ინტერესი ოდითგანვე ხან მითებსა და ლეგენდებში, ხანაც რწმენა-წარმოდგენებში აისახებოდა, თანდათან კი ის შემსწავლელ მეცნიერებებადაც ჩამოყალიბდა. ეს წიგნი თქვენთვის შექმნილი ვიზუალური ატლასია, რომელიც კოსმოსს უკეთ გაგაცნობთ: რა აერთიანებს მას, რას წარმოადგენს, რა იმალება იქ, სადაც ვარსკვლავები ციმციმებენ. შეისწავლით დასავლური, აღმოსავლური, არაბული და მესოამერიკული ასტრონომიისა და ასტროლოგიის შესახებ მითებსა და ლეგენდებს, გაიცნობთ მეცნიერ ქალებს, რომლებმაც ეს დარგი შეცვალეს…
მეამბოხე მთვარე
24,95 ₾მთვარეზე ამბოხებაა _ ყოფილი შრომა-გასწორების კოლონია აუჯანყდა მმართველ ადმინისტრაციასა და დედამიწას, რადგან მთვარეზეც არ არის ამოუწურავი სასიცოცხლო რესურსი და მის მოსახლეობას შიმშილით სიკვდილი ელის. მთვარეულებს უკვე თავიანთი კულტურა აქვთ, თავიანთი წყობა, ოჯახური კავშირები, თუმცა ჩვენთვის, დედამიწელებისთვის, ცოტა უჩვეულო. აქ ათასნაირი ჯურისა და მრწამსის ხალხი ცხოვრობს, მათ შორის არიან რევოლუციის შემოქმედნი: კომპიუტერის ოპერატორი ახალგაზრდა მამაკაცი, ენერგიული აგიტატორი ქალიშვილი, მოხუცი სწავლული და რაც მთავარია, სუპერკომპიუტერი „მაიკი“, რომელზეც ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ აზროვნება შეუძლია. შეძლებენ მთვარის ბინადრები დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას? _ ამას ამ საინტერესო წიგნში შეიტყობთ. რობერტ ჰაინლაინის გასულ საუკუნეში დაწერილი (1965-1966) ეს ფანტასტიკური ჟანრის რომანი დაჯილდოებულია პრესტიჟული პრემიებით “ჰუგო“ და “პრომეთე“, ხოლო გამომცემლობა ღანდომ Hოუსე-ის მიერ მკითხველებისთვის შეთავაზებულ XX საუკუნეში ინგლისურ ენაზე დაწერილი საუკეთესო რომანების ჩამონათვალში მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა.
სიზმრები და სიმბოლოები
27,95 ₾“სიზმრები და სიმბოლოები” თქვენი გზამკვლევია სიზმრების სიღრმეებისა და მისი ინტერპრეტაციების მდიდარ სამყაროში. დატვირთული დღეებისა და რთული პერიოდების შემდეგ, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ჩვენს სიზმრებს და გავიაზროთ ისინი. სწორედ სიზმრები გვეხმარება სხვადასხვა თემის გაანალიზებაში, ქვეცნობიერში დამალული საიდუმლოებების გაგებაში და, თუ ამისთვის მზად ვართ, ახალი ნაბიჯების გადადგმაშიც. წიგნში 300 სხვადასხვა სიმბოლო და მათი ანალიზი დაგხვდებათ. სიმბოლოები კი 10 სხვადასხვა კატეგორიადაა დაყოფილი. გაეცანით წიგნს, წაიკითხეთ თქვენთვის საინტერესო თემები და ჩაუღრმავდით თქვენს მდიდარ წარმოსახვის უნარს.
Soviet Georgia
24,95 ₾This book is a reflective journey by Irakli Laitadze into the recent past. The author is a witness of the events that laid the foundation of the Soviet Union’s essential qualities—absurdity, deceit, and cruelty. He explores and ponders the policies of the totalitarian regime, its oppressive reforms, and methods of human destruction. Drawing on his personal experiences, Irakli Laitadze depicts the monstrous force that removed individuals further from civilization.
Yet, a few episodes highlight moments of light—instances where glimpses of humanity briefly shone amidst the darkness. For those who lived through these times, the memories will resurface vividly and some of them might re-evaluate the present, which is inevitably formed by the past. For younger generations fortunate enough to be born later, this will serve as a history – perhaps some parts of which they have yet to hear.
დასაბამი
29,95 ₾ამ წიგნით გვინდა თვალი გადავავლოთ აბორიგენი მოსახლეობის ყოფასა და ბუნებრივ გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ და, რომელიც, თავის მხრივ, მათში ცოცხლობს. ქედს ვიხრით ამ ხალხის ბრძოლისა და გამძლეობის წინაშე. ნაწარმოები ეძღვნება კულტურათა იმ სიბრძნეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ცოდნა შეიძლება შეგვძინოს ჩვენი პლანეტის მოვლა-პატრონობის საქმეში.
ტიბეტური სიკვდილის წიგნი
24,95 ₾Bardo Thödol ტიბეტური სიბრძნის უმაღლესი მემკვიდრეობაა, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში მონასტერში ინახებოდა. მე-20 საუკუნეში ის პირველად ითარგმნა დასავლურ სამყაროში. კარლ გუსტავ იუნგმა მასში ადამიანის ფსიქიკის არქეტიპული რუკა ამოიცნო, ხოლო ბიტ-თაობისთვის ალენ გინზბერგისა და ტიმოთე ლირისათვის, წიგნი გარდამავალ განზომილებათა გზამკვლევად იქცა, ცნობიერების ახალი სივრცეების აღმოსაჩენად.
Bardo Thödol – ჩემი მუდმივი თანამგზავრი გახლდათ, მას ვუმადლი უამრავ შთამაგონებელ იდეასა და აღმოჩენას, აგრეთვე საკუთარი სულიერი ინტუიციის საწყისების განმტკიცებას.
კარლ გუსტავ იუნგი
კარლ გუსტავ იუნგის ფსიქოლოგიურიკომენტარის თარგმანის კონსულტანტი გია ეძგვერაძე
ჯადოსნური მთა
45,90 ₾გერმანული ლიტერატურის შედევრად აღიარებული რომანი „ჯადოსნური მთა” 1924 წელს გამოვიდა. თავად ავტორის შეფასებით, ეს წიგნი უაღრესად გერმანულია, თუმცა ევროპული განმანათლებლური, აღმზრდელობითი რომანის მოდერნიზაციადაც შეიძლება ჩაითვალოს და ცოტათი – მის პაროდიადაც.
მწერალი იკვლევს სიკვდილის პირისპირ მდგარი ადამიანისა და მისი ახლობლების ფსიქოლოგიას. მთავარი გმირის მსოფლმხედველობას თავდაყირა აყენებს სიკვდილის სიახლოვე, მისი სუნთქვა სიყვარულსაც კი განსხვავებულ ელფერს ანიჭებს.
ამ წიგნისთვის დამახასიათებელია აზრობრივი სიღრმე, მრავალპლანიანობა, დინჯი, აუჩქარებელი თხრობა, გამოკვეთილი ხასიათები და მწერლის ჰუმანური, ირონიანარევი დამოკიდებულება გმირების მიმართ.
დახვეწილი, მუსიკალურობამდე ამაღლებული, თუმცა ფრაზეოლოგიზმებისგან განტვირთული ენა და მონუმენტური ფორმა ინტელექტუალური რომანის ნიშან-თვისებებია, რომლის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც მსოფლიო ლიტერატურაში სწორედ თომას მანია მიჩნეული.