მაგარი
კოსმოსი მეცნიერება და მითი
27,95 ₾ადამიანს უძველესი დროიდან აინტერესებდა ცაზე დაკვირვება. ეს ინტერესი ოდითგანვე ხან მითებსა და ლეგენდებში, ხანაც რწმენა-წარმოდგენებში აისახებოდა, თანდათან კი ის შემსწავლელ მეცნიერებებადაც ჩამოყალიბდა. ეს წიგნი თქვენთვის შექმნილი ვიზუალური ატლასია, რომელიც კოსმოსს უკეთ გაგაცნობთ: რა აერთიანებს მას, რას წარმოადგენს, რა იმალება იქ, სადაც ვარსკვლავები ციმციმებენ. შეისწავლით დასავლური, აღმოსავლური, არაბული და მესოამერიკული ასტრონომიისა და ასტროლოგიის შესახებ მითებსა და ლეგენდებს, გაიცნობთ მეცნიერ ქალებს, რომლებმაც ეს დარგი შეცვალეს…
მეამბოხე მთვარე
24,95 ₾მთვარეზე ამბოხებაა _ ყოფილი შრომა-გასწორების კოლონია აუჯანყდა მმართველ ადმინისტრაციასა და დედამიწას, რადგან მთვარეზეც არ არის ამოუწურავი სასიცოცხლო რესურსი და მის მოსახლეობას შიმშილით სიკვდილი ელის. მთვარეულებს უკვე თავიანთი კულტურა აქვთ, თავიანთი წყობა, ოჯახური კავშირები, თუმცა ჩვენთვის, დედამიწელებისთვის, ცოტა უჩვეულო. აქ ათასნაირი ჯურისა და მრწამსის ხალხი ცხოვრობს, მათ შორის არიან რევოლუციის შემოქმედნი: კომპიუტერის ოპერატორი ახალგაზრდა მამაკაცი, ენერგიული აგიტატორი ქალიშვილი, მოხუცი სწავლული და რაც მთავარია, სუპერკომპიუტერი „მაიკი“, რომელზეც ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ აზროვნება შეუძლია. შეძლებენ მთვარის ბინადრები დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას? _ ამას ამ საინტერესო წიგნში შეიტყობთ. რობერტ ჰაინლაინის გასულ საუკუნეში დაწერილი (1965-1966) ეს ფანტასტიკური ჟანრის რომანი დაჯილდოებულია პრესტიჟული პრემიებით “ჰუგო“ და “პრომეთე“, ხოლო გამომცემლობა ღანდომ Hოუსე-ის მიერ მკითხველებისთვის შეთავაზებულ XX საუკუნეში ინგლისურ ენაზე დაწერილი საუკეთესო რომანების ჩამონათვალში მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა.
სიზმრები და სიმბოლოები
27,95 ₾“სიზმრები და სიმბოლოები” თქვენი გზამკვლევია სიზმრების სიღრმეებისა და მისი ინტერპრეტაციების მდიდარ სამყაროში. დატვირთული დღეებისა და რთული პერიოდების შემდეგ, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ჩვენს სიზმრებს და გავიაზროთ ისინი. სწორედ სიზმრები გვეხმარება სხვადასხვა თემის გაანალიზებაში, ქვეცნობიერში დამალული საიდუმლოებების გაგებაში და, თუ ამისთვის მზად ვართ, ახალი ნაბიჯების გადადგმაშიც. წიგნში 300 სხვადასხვა სიმბოლო და მათი ანალიზი დაგხვდებათ. სიმბოლოები კი 10 სხვადასხვა კატეგორიადაა დაყოფილი. გაეცანით წიგნს, წაიკითხეთ თქვენთვის საინტერესო თემები და ჩაუღრმავდით თქვენს მდიდარ წარმოსახვის უნარს.
Soviet Georgia
24,95 ₾This book is a reflective journey by Irakli Laitadze into the recent past. The author is a witness of the events that laid the foundation of the Soviet Union’s essential qualities—absurdity, deceit, and cruelty. He explores and ponders the policies of the totalitarian regime, its oppressive reforms, and methods of human destruction. Drawing on his personal experiences, Irakli Laitadze depicts the monstrous force that removed individuals further from civilization.
Yet, a few episodes highlight moments of light—instances where glimpses of humanity briefly shone amidst the darkness. For those who lived through these times, the memories will resurface vividly and some of them might re-evaluate the present, which is inevitably formed by the past. For younger generations fortunate enough to be born later, this will serve as a history – perhaps some parts of which they have yet to hear.
ქართველი – მოგზაურობა დროსა და კოსმოსში
29,95 ₾ალექსანდრე ქართველმა (ქართველიშვილმა) მსოფლიო ავიაციის ისტორია შეცვალა. მისი შექმნილი თვითმფრინავები მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო, ასევე კორეისა და ვიეტნამის ომებში. ქართველი მსოფლიო ავიაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პიონერად ითვლება და მას ხშირად ყველაზე დიდი და ცნობილი ავიატორების ათეულში მოიხსენიებენ.
მაგრამ ეს წიგნი მხოლოდ ერთ ინჟინერზე არ არის, ეს ორი პარალელური მოგზაურობის ისტორიაა.
პირველი იწყება XX საუკუნის 20-იან წლებში – ახალგაზრდა ქართველი ოფიცრის ამბით, რომელიც საქართველოდან ემიგრაციის შემდეგ ამერიკაში აღმოჩნდა და იქ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ავიაციის ისტორიაში. ეს არის ალექსანდრე ქართველის გზა – თბილისიდან ამერიკის ცამდე.
მეორე მოგზაურობა ბევრად გვიან იწყება: გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც პატარა ბიჭი, რამაზ ბლუაშვილი, თბილისის აეროპორტის ცივ რკინის ღობესთან იდგა და პირველად ხედავდა აფრენილ თვითმფრინავს. იმ წამმა ძლიერი გავლენა იქონია მასზე და განსაზღვრა მისი მომავალი ცხოვრება. 2005 წელს, რამაზმა დაიწყო ოცწლიანი ძიება – მუზეუმებში, დავიწყებულ დოკუმენტებსა და სხვადასხვა არქივში – იმის გასარკვევად, ვინ იყო ადამიანი, რომელსაც მსოფლიო ავიატორების ათეულში მოიხსენიებდნენ.
ამ ძიებისას ისტორია ავიაციის ფარგლებს სცდება და კოსმოსს სწვდება. მკითხველი აღმოაჩენს, როგორ აღმოჩნდა ქართული სიმღერა „ჩაკრულო“ NASA-ს Voyager-ის „ოქროს ფირფიტაზე“, როგორც დედამიწის გზავნილი უსასრულო სამყაროსთვის.
წიგნი არის ავიაციასა და კოსმოსზე, მეხსიერებასა და დავიწყებული სახელების დაბრუნებაზე. ორი მოგზაურობა და ამბავი, რომელიც ვრცელდება ომის დროინდელი ძრავების გუგუნიდან კოსმოსის უსასრულო სიჩუმემდე.
დასაბამი
29,95 ₾ამ წიგნით გვინდა თვალი გადავავლოთ აბორიგენი მოსახლეობის ყოფასა და ბუნებრივ გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ და, რომელიც, თავის მხრივ, მათში ცოცხლობს. ქედს ვიხრით ამ ხალხის ბრძოლისა და გამძლეობის წინაშე. ნაწარმოები ეძღვნება კულტურათა იმ სიბრძნეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ცოდნა შეიძლება შეგვძინოს ჩვენი პლანეტის მოვლა-პატრონობის საქმეში.
ტიბეტური სიკვდილის წიგნი
24,95 ₾Bardo Thödol ტიბეტური სიბრძნის უმაღლესი მემკვიდრეობაა, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში მონასტერში ინახებოდა. მე-20 საუკუნეში ის პირველად ითარგმნა დასავლურ სამყაროში. კარლ გუსტავ იუნგმა მასში ადამიანის ფსიქიკის არქეტიპული რუკა ამოიცნო, ხოლო ბიტ-თაობისთვის ალენ გინზბერგისა და ტიმოთე ლირისათვის, წიგნი გარდამავალ განზომილებათა გზამკვლევად იქცა, ცნობიერების ახალი სივრცეების აღმოსაჩენად.
Bardo Thödol – ჩემი მუდმივი თანამგზავრი გახლდათ, მას ვუმადლი უამრავ შთამაგონებელ იდეასა და აღმოჩენას, აგრეთვე საკუთარი სულიერი ინტუიციის საწყისების განმტკიცებას.
კარლ გუსტავ იუნგი
კარლ გუსტავ იუნგის ფსიქოლოგიურიკომენტარის თარგმანის კონსულტანტი გია ეძგვერაძე
ჯადოსნური მთა
45,90 ₾გერმანული ლიტერატურის შედევრად აღიარებული რომანი „ჯადოსნური მთა” 1924 წელს გამოვიდა. თავად ავტორის შეფასებით, ეს წიგნი უაღრესად გერმანულია, თუმცა ევროპული განმანათლებლური, აღმზრდელობითი რომანის მოდერნიზაციადაც შეიძლება ჩაითვალოს და ცოტათი – მის პაროდიადაც.
მწერალი იკვლევს სიკვდილის პირისპირ მდგარი ადამიანისა და მისი ახლობლების ფსიქოლოგიას. მთავარი გმირის მსოფლმხედველობას თავდაყირა აყენებს სიკვდილის სიახლოვე, მისი სუნთქვა სიყვარულსაც კი განსხვავებულ ელფერს ანიჭებს.
ამ წიგნისთვის დამახასიათებელია აზრობრივი სიღრმე, მრავალპლანიანობა, დინჯი, აუჩქარებელი თხრობა, გამოკვეთილი ხასიათები და მწერლის ჰუმანური, ირონიანარევი დამოკიდებულება გმირების მიმართ.
დახვეწილი, მუსიკალურობამდე ამაღლებული, თუმცა ფრაზეოლოგიზმებისგან განტვირთული ენა და მონუმენტური ფორმა ინტელექტუალური რომანის ნიშან-თვისებებია, რომლის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც მსოფლიო ლიტერატურაში სწორედ თომას მანია მიჩნეული.
კილიმანჯაროს თოვლი
45,90 ₾ერნესტ ჰემინგუეის (1899-1961) მოთხრობების კრებული, სახელწოდებით „პირველი ორმოცდაცხრა“, პირველად 1938 წელს გამოქვეყნდა. 1987 წელს მისმა ამერიკელმა გამომცემელმა, „სკრიბნერსმა“, შეადგინა მოთხრობების სრული კრებული, რომელშიც შევიდა როგორც „პირველი ორმოცდაცხრა“, ისე ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი და ასევე, მანამდე გამოუცემელი მოთხრობები. ქართველი მკითხველისთვის შეთავაზებული ეს გამოცემა აერთიანებს მწერლის ადრეულ მოთხრობებს, ანუ კრებულს „პირველი ორმოცდაცხრა“.
ჰემინგუეის, როგორც მწერლის, გენიალური სტილი ყველაზე უკეთ სწორედ მის მოთხრობებში გამოვლინდა: სხარტი, ძუნწი, დაწურული ფრაზებით სულ რამდენიმე გვერდზე გადმოცემულია ადამიანური ყოფის სისასტიკე და სინაზე, სასოწარკვეთილება და იმედი, ომით მიყენებული ტრავმა და რომანტიკული ურთიერთობა. ავტორი მკითხველს ხან ამერიკის პატარა ქალაქებში ამოგზაურებს, ხან ევროპის ქვეყნებში, ხანაც აფრიკის უსასრულო სავანაში. ქართველი მკითხველი შეხვდება ნიკ ადამსს – ავტორის ალტერ ეგოს – და შეიტყობს ბევრ ავტობიოგრაფიულ ეპიზოდს მწერლის ცხოვრებიდან.
დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი
25,90 ₾„დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ (1861) ფიოდორ დოსტოევსკის (1821- 1866) პირველი რომანია, რომელიც მან კატორღიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა. მთხრობელი ახალგაზრდა ლიტერატორია, ივანი, რომელსაც ავტორმა თავისი ბიოგრაფიის კონკრეტული შტრიხები უსახსოვრა, თუმცა ზუსტი ქრონოლოგიური ხაზის აღდგენა რთულია.
რომანი სოციალურ უთანასწორობაზეა _ როგორ ილახება ინდივიდის ბედი და თავმოყვარეობა, როცა საშუალო და დაბალი ფენის ადამიანებს ეგოიზმითა და ცინიზმით, გონებითა და ფულით აღჭურვილი გარეწარი უპირისპირდება.
რომანში ორი სიუჟეტური ხაზია, რომლებიც მოულოდნელად იკვეთება და აჩენს გარკვეულ ინტრიგას, რაც მთელ ტექსტს მიყვება და ითრევს მკითხველს.
ავტორი, რა თქმა უნდა, დამცირებულებისა და შეურაცხყოფილების, პატარა ადამიანების მხარესაა. ისინი უძლურნი არიან დიდი, დამანგრეველი ძალის პირისპირ, თუმცა მორალური გადარჩენის შესაძლებლობა მაინც რჩებათ, რადგან დოსტოევსკისეული ქრისტიანული ხედვა ყოველთვის ინდივიდის პირადი ძალისხმევისკენაა მიმართული.
გადარჩებიან თუ ვერა დოსტოევსკის დამცირებული და შეურაცხყოფილი გმირები, მაშინ როცა ბოროტების დამარცხების საშუალება მათ არა აქვთ? ღრმა თანაგრძნობითა და სიყვარულით დაწერილი ეს რომანი ამ კითხვაზეც იძლევა პასუხს.
დანიშნულნი
45,90 ₾„დანიშნულნი“ იტალიური რომანტიკული ლიტერატურის შედევრია. გოეთეს სიტყვებით, ეს არის რომანი, რომელიც „აღემატება ყველაფერს, რაც ამ ჟანრში ოდესმე შეგვხვედრია“. სიუჟეტი ვითარდება XVII საუკუნის ლომბარდიაში, ესპანური მმართველობის პერიოდში და შეყვარებულების, რენცოსა და ლუჩიას სევდიან ამბავს მოგვითხრობს. წყვილის ჯვრისწერას წინ აღუდგება დონ როდრიგო, ადგილობრივი ფეოდალი, რომელიც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და სამოქალაქო თუ საეკლესიო ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი გავლენის ქვეშ აქცევს. რენცო და ლუჩია არაერთ სიძნელეს გადალახავენ – საყოველთაო შიმშილს, მილანის აჯანყებებს, შავი ჭირის ეპიდემიას… ბოლოს, ხანგრძლივი განშორების შემდეგ, განგება ისევ შეახვედრებს ერთმანეთს მილანის ლაზარეთში, საიდანაც მათი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება…
ალესანდრო მანძონი (1785-1873) იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ერთიანი იტალიური ენის ჩამოყალიბებაში. ისტორიული რომანი „დანიშნულნი“ მანძონის შემოქმედების მწვერვალია და იტალიური რიზორჯიმენტოს სიმბოლოდ ითვლება.
ბურდღუნა ბრუნოს ერთგული მეგობრები
19,90 ₾ბურდღუნა ბრუნოს მოსაწყენად არ სცალია. ერთგულ მეგობრებთან ერთად ხან ფეხბურთს თამაშობს, ხან პონების ფერმაში სეირნობს, ხანაც დაბადების დღის წვეულებას აწყობს. თუმცა, მეგობრები მხოლოდ ლხინში კი არა, განსაცდელშიც ერთად უნდა იყვნენ, მაგალითად, მაშინ, თუ ქარიშხალი სახლს დაგინგრევს და ახლის აშენება მოსალოდნელ გრიგალამდე უნდა მოასწრო.
ბურდღუნა ბრუნოს და მისი ერთგული მეგობრების მხიარული ამბები გრძელდება.
ტექსტიცა და ილუსტრაციებიც გერმანელ ავტორს, დანიელ ნაპს ეკუთვნის.
Невыносимая легкость бытия
17,00 ₾Милан Кундера принадлежит к числу самых популярных писателей современности. Его книги буквально завораживают читателя изысканностью стиля, умелым построением сюжета, накалом чувств у героев. Каждое новое произведение писателя пополняет ряд бестселлеров интеллектуальной прозы.
«Невыносимая легкость бытия» — самый знаменитый роман Милана Кундеры, которым зачитываются все новые и новые поколения читателей, открывающие для себя вершины литературы XX века. Книга Кундеры о любви и непростых человеческих отношениях, о трагическом периоде истории и вместе с тем это глубоко философская вещь. Автор пишет о непримиримой двойственности тела и души, о лабиринте возможностей, по которому блуждают герои, проживая свою единственную жизнь.
იატი განხორციელების კოდი დაა სინათლის ალქიმია
34,00 ₾ავტორი იკვლევს უძველეს დამწერლობებსა და სიმბოლურ სისტემებს, განსაკუთრებული აქცენტით დავიწყებულ ასო „იატიზე“ (Ѣ), რომელიც უკავშირდება შვიდი მუდრის ბეჭდურ სისტემას. წიგნში გაანალიზებულია კავშირი ასოებს, ბგერებს, ჩაკრებსა და რიცხვებს შორის, როგორც ერთიანი სიმბოლური კოდის ნაწილები. ნაშრომი წარმოადგენს მცდელობას დაინახოს უხილავი კავშირები სხეულს, ცნობიერებასა და მატერიას შორის.