მაგარი
სიკვდილის დროს ყველა მარტოა
18,00 ₾“გასული საუკუნის 40-იანი წლები, ფაშიზმის ზეობის ხანა. ნაცისტები ზედიზედ იპყრობენ ევროპას, უკვე პარიზშიც შევიდნენ და გერმანელები ზეიმობენ _ მათი ფიურერი უძლეველია, ის დღენიადაგ თავის ხალხზე ფიქრობს, იმ დღეზე ოცნებობს, როცა არიელები მსოფლიოზე გაბატონდებიან. ჯერი ახლა ინგლისზეა და მასაც მოუვლის. აი, ასეთ დროს ერთი უბრალო მუშის ჩუმი ამბოხი მოსვენებას დაუკარგავს მესამე რაიხის დიდჩინოსნებს. ვინ არის ეს თავხედი, რომ დადის და აღმაშფოთებელი მოწოდებებით აჭრელებულ ღია ბარათებს ავრცელებს?! შეშლილია თუ მავნებელი?! ოტო კვანგელმა ერთადერთი ვაჟი დაკარგა ნაცისტების წამოწყებულ ამ სასტიკ ომში და ცოლთან ერთად ომი გამოუცხადა ნაციზმს, მაგრამ მის თანამემამულეებს დახშული აქვთ ყური და დაბრმავებული აქვთ თვალები… ჯერჯერობით. ჰანს ფალადას კვანგელების ისტორია არ გამოუგონებია _ ის ღია ბარათები გესტაპოს არქივშია შემონახული.”
ამბავს გეტყვი
100,00 ₾თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებას არაერთი შესანიშნავი არტისტი ჰყავს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნანა ყაულაშვილია. ამ შემოქმედმა საკუთარი ხელოვნება იმ ჯადოსნურ სამყაროდ აქცია, რომელში მოგზაურობაც ყველა ასაკის ადმიანს ხიბლავს. მისი თოჯინები უსულო ფიგურები არ არიან, ისინი მხატვრის შემოქმედებითი სულისკვეთების პატარა ნაპერწკალებს ატარებენ და ამიტომაც მათ გამოხედვაში, გრაციოზულ მოძრაობასა თუ ფერად ტანსაცმელში სიცოცხლე აშკარად იგრძნობა. წიგნი, მოიცავს მის მიერ შექმნილ თოჯინებს, მათზე დაწერილ ზღაპრებსა და სხვა პროზაულ ჩანახატებს, ასევე ნამუშევრებს, რომლებიც მას წლების განმავლობაში დაუგროვდა.
ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო
34,95 ₾შეაბიჯეთ ქართული მითების მაგიურ სამყაროში. შეხვდით ტყის დედოფალ ტყაშმაფასა და ღრუბლების მბრძანებელ ელიას, შეიტყვეთ, როდის ამოდიან ზღვიდან მესეფენი და რატომ იყო თეთრი მანგური იღბლიანი, როგორ დაამარცხეს იახსარმა და კოპალამ დევები, რისი ეშინიათ ჭინკებს, რატომ იქცა ლამაზი ახალგაზრდა მჭედელი პირქუშად და როგორ დააღწია თავი ხოგაის მინდიმ ქაჯებს, მიჯაჭვულმა ამირანმა კი ხანგრძლივ ტყვეობას. თქვენთან შესახვედრად ტყის, წყლისა და ნადირთ მბრძანებლები ემზადებიან. გაიცანით ქართული მითოლოგიის ოცი გამორჩეული გმირი და მათი სამყარო: დალი, ბეთქილი, თეთრი მანგური, ტყაშმაფა, ოჩოპინტრე, ოჩოკოჩი, მესეფენი, ალი, წყარიშდიდა, დევი, კოპალა, იახსარი, ნაწილიანი, პირქუში, ამირანი, ყურშა, ჭინკა, ხოგაის მინდი, კუდიანი, ელია.
Атлас мира
34,00 ₾Данный Атлас – обзорное картографическое справочное издание, состоящее из более чем 80 современных карт, представляющих все континенты и страны мира. Карты дополнены краткими актуальными сведениями о каждой стране (площадь территории, количество населения, столица, форма правления, официальный язык(и), денежная единица, национальный и конфессиональный состав населения, флаг страны, портрет главы государства). Россия представлена в новых границах: с Донецкой и Луганской Народными республиками, Запорожской и Херсонской областями, Республикой Крым и Севастополем.
რას გვიამბობს სახლი
Original price was: 55,00 ₾.36,00 ₾Current price is: 36,00 ₾.ამბობენ, რომ ადამიანები ჰგვანან თავიანთ სახლებს და პირიქით, სახლები ემსგავსებიან ადამიანებს, რომლებიც ამ სახლებში ცხოვრობენ.
ეს წიგნი ადამიანებსა და მათ დიდ და პატარა საქმეებზეა, სიყვარულსა და ზრუნვაზე, სიხარულსა და ტკივილზე, რომელიც ადამიანების ცხოვრებას და მათი სახლის მაღალჭერს ავსებდა და ავსებს.
ეს წიგნი შენს ქვეყანაზეა, შენს სახლზე, რომელმაც ბევრი რთული და ნათელი დღე გადაიტანა, კიდევ გადაიტანს, მაგრამ ყოველთვის გადარჩება თავისი ადამიანების წყალობით.
ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის
საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა
133,00 ₾საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – კახეთი
მოხუცი და ზღვა
14,90 ₾ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“ ბოლო მხატვრული ნაწარმოებია, რომელიც მის სიცოცხლეში გამოქვეყნდა. იგი მოგვითხრობს კუბელი მეთევზის, მოხუცი სანტიაგოს ამბავს, მის ბრძოლას გაშლილ ზღვაში გიგანტურ თევზ მარლინთან, რომელიც ყველაზე დიდი მონაპოვარი გახდა მის სიცოცხლეში.
მოთხრობა გამოქვეყნდა ჟურნალ „ლაიფში“1952 წლის 1-ელ სექტემბერს და ორ დღეში ჟურნალის ხუთი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. 1953 წელს ჰემინგუეიმ ამ მოთხრობაში მიიღო პულიტცერის პრემია, 1954 წელს კი ნობელის პრემია დაიმსახურა ლიტერატურის დარგში ასეთი ფორმულირებით: „გადმოცემის ოსტატობისათვის, რაც მწერალმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა„მოხუცსა და ზღვაში“. ჰემინგუეიმ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. ეს წიგნი ქრესტომათიებში შევიდა და სკოლებში ასწავლიან.
ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: „შემეძლო, ეს წიგნი 1000 გვერდზე დამეწერა, შიგ საკუთარი თავი ამოეცნო ყოველი სოფლის მცხოვრებს, აღმეწერა ყველა საშუალება, რომლითაც მათ გააქვთ თავი ცხოვრებაში, როგორ იბადებიან, სწავლობენ, ზრდიან შვილებს, მაგრამ ეს უკვე მშვენივრად აქვთ აღწერილი სხვა მწერლებს. ამიტომ მე უნდა გამეგო კიდევ რაღაც, მკითხველებისთვის ისე გადამეცა ჩემი გამოცდილება, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ მათ ისე წარმოედგინათ, თითქოს ყველაფერი მართლა მოხდა. ამის მიღწევა ძალიან ძნელია. მე ბევრი ვიმუშავე და გამიმართლა: გადმოვეცი ისეთი რამ, რაც მანამდე არასოდეს არავის გადმოუცია“.
ამ ალეგორიული ნაწარმოების ძირითადი თემაა ადამიანის ნების, გამძლეობის, საკუთარი შინაგანი ძალის გამოცდა. ჰემინგუეი ადიდებს სულიერ ძალას ადამიანისა, რომელიც მიზნისაკენ მიისწრაფვის თავისი შესაძლებლობის ზღვარზე.
რომეო და ჯულიეტა
14,95 ₾მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე სახელგანთქმული შეყვარებულების, რომეოსა და ჯულიეტას, ხანმოკლე ვნებისა და ტრაგიკული აღსასრულის ამბავი ნებისმიერმა იცის, მაგრამ ბევრმა მხოლოდ მეორადი წყაროდან – ფილმიდან, სპექტაკლიდან, ადაპტირებული ვერსიიდან. პირველწყაროს ხელში ასაღებად მკითხველს ბევრი წინაღობის გადალახვა უწევს. ერთ-ერთი ფორმაა – „რომეო და ჯულიეტა“ პიესაა (და არა რომანი), თანაც ალაგ-ალაგ გალექსილი. სხვა წინაღობა ავტორია – შექსპირი კლასიკოსია (და არა თანამედროვე), ეს კი, უმეტესად, რთულ და მოსაწყენ საკითხავს მოასწავებს.
მოთხრობები
24,95 ₾ედგარ ალან პო — ამერიკელი მწერალი, ესეისტი, გოტიკური ტრადიციის ერთ-ერთი უდიდესი გამგრძელებელი და, ამავე დროს, ინოვატორი — კლასიკურ გოტიკას ახალ, ფუნდამენტურად განსხვავებულ განზომილებაში აქცევს. თუ ადრეული გოტიკა ხშირად ემყარებოდა გარეგნულად შემზარავ გარემოსა და ზედაპირულ შიშებს, პოს შემოქმედებაში ეს ატმოსფერო გმირების შიდა, ფსიქოემოციური ტრავმებისა და ცნობიერების რღვევის გამომსახველ ხერხად იქცევა. მისთვის მისტიკა აღარ არის მხოლოდ საშიშ ამბავთან დაკავშირებული ეფექტი — იგი ადამიანური იდენტობის ჩამოშლის, შინაგანი ქაოსისა და დაუდგენელი სიმართლის ინტელექტუალური გამოხატულება ხდება. პოს სპეციალურ გამოცემაში შეკრებილია მწერლის 15 მოთხრობა, რომელთა ახალი ქართული თარგმანი მკითხველს ავტორის მწერლური ოსტატობისა და სტილის უკეთ გაცნობის საშუალებას მისცემს.
მშვიდობით იარაღო
22,90 ₾„მშვიდობით, იარაღო!“ არა მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შესახებ ერთ-ერთი საუკეთესო რომანია, არამედ ასევე ნაზი და სულის შემძვრელი სიყვარულის ისტორიაც. ერნესტ ჰემინგუეიმ საკუთარი ომისდროინდელი გამოცდილება გამოიყენა იტალიის ფრონტზე მომსახურე ამერიკელი სანიტარული ნაწილის ოფიცრისა და ლამაზი ინგლისელი ექთნისადმი მისი სიყვარულის ამ შესანიშნავი ამბის შესაქმნელად. რომანი ავტორის პირველ ბესტსელერად იქცა. მას გამოარჩევს ბრძოლის ველის საშინელებების შეულამაზებლად აღწერა, ასევე მთავარი გმირების, ფრედერიკისა და ქეთრინის, ვნებიანი, გულწრფელი სიყვარული გულისამაჩუყებელი ისტორია, რაც ტრაგიკულად სრულდება, თუმცა მწერლის თავშეკავებული სტილი უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას.
ყველაზე დიდი ვახშამი, რომელიც კი ოდესმე გინახავთ
35,00 ₾განთქმულმა შეფ-მზარეულმა, მისიე ფურმიმ, ყველა ცხოველი დაპატიჟა ვახშამზე, მაგრამ მაგიდასთან ადგილების განაწილება შეუძლებლად ეჩვენება – ძაღლი და კატა ერთად ვერ დასხდებიან, ცხვარი მგლის სადილად გადაქცევის რისკის ქვეშაა, ბუ კი დაჟინებით მოითხოვსსიბნელეში ჭამას.
რა რთული თავსატეხია!
როგორ მოახერხებს ჩვენი შეფ-მზარეული ყველა სტუმრის განთავსებას?
დარიო პომოდორო გენუაში, საბავშვო ბაღში ყვება ისტორიებს და უვლის ბავშვებს. ის მუდმივად წერს, თუმცა მისი დიდი დებიუტი 2022 წელს, მას შემდეგ შედგა, რაც მან დაწერა „ლოლა იცვლის სახლს“. ის შთაგონებას ირგვლივ ყველაფერში პოულობს და თავისი შვილების, ჯოვანისა და ვიტორიას, თვალებით უყურებს სამყაროს.
ბავშვთა წიგნების ბოლონიის ბაზრობამ ლორენცო სანჯიო საბავშვო ილუსტრატორთა ახალი თაობის „იტალიელ წარჩინებულ ილუსტრატორებს“ შორის შეარჩია. ის მთელი მსოფლიოს გამომცემლებთან თანამშრომლობს. უყვარს ბუნების, კატებისა და ქალაქების ხატვა
კონი ბრაზობს
20,00 ₾ჩვენი გამომცემლობის ერთ-ერთი საყურადღებო თემაა ემოციების სამყარო, რომლისთვისაც არაერთი პროექტი მიგვიძღვნია. არც კონის ეს წიგნია გამონაკლისი, რადგან ამ პერსონაჟთან ერთად ბევრად ადვილია ბრაზის, როგორც ემოციის, გააზრება და მისი ჯანსაღი გზებით მართვა.
კონის მთელი დღეა, არ უმართლებს – ბაღში გააბრაზეს, დედას ზოოპარკში არ მიჰყავს, მამამ მის საყვარელ სათამაშოს ფეხი დააბიჯა, ოთახში დიდი არეულობაა. კონის ჰგონია, საცაა, ბრაზისგან გასკდება. რა კარგია, რომ დედამ და მამამ იციან, როგორ დაეხმარონ მას.
ახლა უკვე კონიმაც იცის, როგორ დაეხმაროს თქვენს შვილებს, როცა ისინი მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
კონი ვერ იძინებს
20,00 ₾ყველა მშობლის ერთ-ერთი რთული გამოწვევაა ბავშვის ძილი. რამდენ რამეს ვფიქრობთ და ვიგონებთ იმისთვის, რომ შვილებს, ჩვენთან ერთად თუ დამოუკიდებლად, ვასწავლოთ ძილი.
ამ წიგნში კონი სწავლობს დამოუკიდებლად ძილს. ცდილობს, არ ეშინოდეს სიბნელის, არ გადაიტანოს ყურადღება თამაშისკენ და არ ირბინოს ხან – რაზე და ხან – რაზე, თუმცა ყოველთვის არ გამოსდის, ამიტომ მიზნის მიღწევაში ეხმარება მშობლების ხელშეწყობა, სასიამოვნო რიტუალები და წესები.
ამ წიგნის წაკითხვისას, ბავშვები კონისთან ერთად მოიფიქრებენ ახალ საინტერესო ძილისწინა რიტუალებს და უფრო მარტივად დაიძინებენ.
კონი მაღაზიაში დაიკარგა
20,00 ₾მხიარული სიტუაციების გარდა, კონი ბავშვებს რთულ ვითარებებთან გამკლავებასაც ასწავლის. ყველას გვქონია მომენტი ცხოვრებაში, როცა დავკარგულვართ. რა უნდა ვქნათ ასეთ დროს? შეხვედრის ადგილი დავთქვათ თუ იმ ადგილზე გავშეშდეთ, სადაც მივხვდით, რომ გზა აგვერია?
ამ წიგნის დახმარებით, ჩვენ, მშობლებს, გვეძლევა საშუალება, მსგავსი ცხოვრებისეული სიტუაციები ბავშვთან ერთად მშვიდ, უსაფრთხო გარემოში გავარჩიოთ და თუ მსგავსი სიტუაცია დადგება, ჩვენს შვილებს ექნებათ გამოცდილება, როგორ გაუმკლავდნენ სირთულეს მშვიდად, პანიკის გარეშე.