პატარა პრინცი დიდი ფორმატი

35,00 

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის “პატარა პრინცი” ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.

ჯენტლმენი მოსკოვში

35,00 

ისე მოხდა, რომ ემორ ტოულსის “ჯენტლმენი მოსკოვში” რუსთავის მე-12 საპყრობილეში წავიკითხე.
თავისუფლებაზე მყოფი კაცისთვის წიგნს ბევრი რამის მიცემა შეუძლია, თუმცა ციხეში წიგნი, უპირველეს ყოვლისა, ოთხი კედლის ერთფეროვნებისგან სხვა სამყაროში გაქცევის საშუალებაა. ამ რომანმა ეს მისია საუკეთესოდ შეასრულა.
არსებობს წიგნები, რომელთა კითხვასაც დაიწყებ და როცა უბრუნდები, ხვდები, რომ წიგნში გადმოცემული ამბავია ის, რაც გაინტერესებს, გითრევს, გიზიდავს და ერთი სული გაქვს, გაარკვიო, ბოლოს სად მიგიყვანს.
არსებობს წიგნები, რომლებშიც პერსონაჟები, მათი შინაგანი სამყარო და ხასიათის სიღრმე არის ის, რაც მიმზიდველი და საინტერესოა.
ამ რომანს არ აკლია არც ერთი, არც მეორე. თუმცა ის, რაზეც მოვა სიამოვნების უდიდესი წილი მისი კითხვისას, იქნება თხრობის სინატიფე, რომელიც პირველივე გვერდებიდან მოგნუსხავს.
ეს არის წიგნი, რომელიც ერთდროულად გაგახსენებთ “ექიმ ჟივაგოს”, “უკანასკნელ იმპერატორს” და “გაქცევას შოუშენკიდან”.
საბოლოო ჯამში კი, “ჯენტლმენი მოსკოვში” არის კიდევ ერთი ძალიან კარგი რომანი მეგობრობასა და სიყვარულზე.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

უცნობი ქალის წერილი

11,95 

უცნობი ქალის წერილი” მე-20 საუკუნის უდიდესი მწერლის, შტეფან ცვაიგის, ყველაზე პოპულარული მოთხრობაა. მთელი მოთხრობა ერთი წერილია – ცნობილ მწერალ რ-ზე შეყვარებული უცნობი ქალის გულიდან ამოთქმული და ათრთოლებული ხელით დაწერილი წერილი. ვინ არის ეს ქალი? ბნელით მოსილი, ვნებით შეპყრობილი გოგონა წარსულიდან თუ, უბრალოდ, იდუმალი, უცნობი ქალი? ქალი, ვისთვისაც საყვარელ მამაკაცთან მორიგი შეხვედრისას ყველაფერი ნაცნობი და ამავე დროს, გამაოგნებლად ახალია..

ჰაიკუ

19,95 

იაპონური ჰაიკუ, მეჩვიდმეტე საუკუნეში შექმნილი იაპონური ტრადიციული ლექსი, მთელ მსოფლიოში დღემდე აღფრთოვანებას იწვევს. წიგნში წარმოდგენილია ჰაიკუს ოთხი უდიდესი ოსტატის – მაცუო ბაშოს. იოსა ბუსონის, კობაიასი ისას და მასაოკა შიკის ქართული თარგმანები. კრებულში მკითხველი არა მხოლოდ გაეცნობა უდიდესი პოეტების ნამუშევრებს, არამედ თვალს მიადევნებს ჰაიკუს თემატურ და ჟანრობრივ ცვლილებებს. ერთი შეხედვით მარტივი პოეტური ფორმა გამოხატავს პოეტის თვალით დანახულ სამყაროს, მის იმწამიერ შთაბეჭდილებას, მკითხველი კი თავად აკეთებს მოცემული სურათის ინტერპრეტაციას. სწორედ ამიტომ, ჰაიკუ ყოველი წაკითხვისას მკითხველში განსხვავებულ ემოციასა და ახალ-ახალი ინტერპრეტაციის სურვილს იწვევს.

ოქტომბრის ერთ ეულ ღამეს

27,95 

“„ოქტობრის ერთ ეულ ღამეს“ ფანტასტიკური და იდუმალი სამყაროს კარიბჭე გაიხსნება და მკითხველი ალუზიების, ჯადოსნობის, მისტიკის, იუმორისა და ლიტერატურული მითების ნაირფერ სამყაროში აღმოჩნდება. ეს წიგნი ჰელოუინისთვის არის დაწერილი – სავსე მისტიკური ატმოსფეროთი, კაშკაშა ირონიითა და მაგიური ისტორიებით; ამ ამბის ყოველი გმირი საიდუმლოს მალავს, ხოლო ყოველი ღამე ახალი გამოცდის დასაწყისია… დიდი შერკინება ახლოვდება ბნელი კარიბჭის გამხსნელებსა და დამხურავებს შორის, მაგრამ მანამდე უნდა გაირკვეს, ვინ გამღებია და ვინ დამხურავი. ამის გასარკვევად მთხრობელს – ერთგულ, გონებამახვილ, ზოგჯერ ბრაზიან ძაღლს უნდა დაემგზავროთ ლონდონის მრავალსუნიან და ნისლიან გარეუბნებში, დღისით თუ ღამით… თუმცა, უფრო ღამით. უნდა შეხვდეთ იდუმალ, თუმცა ნაცნობ პერსონაჟებს (თქვენ აუცილებლად ამოიცნობთ მათ), რომლებიც ამ ამბავში თავ-თავიანთ შინაურ ცხოველებთან ერთად მონაწილეობენ. ჰელოიუნის ღამე ახლოვდება და… მაშ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება როჯერ ზელაზნის მისტიკურ და ჯადოსნურ სამყაროში!

კუპატას თავგადასავალი

19,95 

ყველა ჩვეულებრივი ძაღლი არაჩვეულებრივია, ყველა არაჩვეულებრივი ძაღლი – ჩვეულებრივი. ეს წიგნიც ასეთ ძაღლზეა – ჩვეულებრივზე და თან არაჩვეულებრივზე. კუპატა ცხოვრობდა ბათუმში, ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში, სადაც მზრუნველმა ადამიანებმა მას ქუჩაში სახლი დაუდგეს. არ მოგესმა – მანამდე კუპატა მიუსაფარი იყო, ერთი იმათგანი, ძალიან ბევრს რომ ვხედავთ ჩვენ გარშემო, მაგრამ… დიდი ხნის განმავლობაში ამჩნევდნენ თანაქალაქელები ძაღლის უცნაურ ჩვევას – ის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებთან დგებოდა და ყეფით ანიშნებდა მძღოლებს, ბავშვები გაეტარებინათ. ასე გაიცნო მთელმა ქალაქმა და მერე უკვე მთელმა ქვეყანამაც ჭკვიანი, მამაცი და კეთილი კუპატა, რომელიც ამიერიდან ამ წიგნის ფურცლებიდან გააგრძელებს ცხოვრებას და სიკეთის თესვას თავის მეგობრებთან – ყველა მიუსაფარი ძაღლის ძიძა გულოსთან, მენაყინესთან, კნუტ კნატისთან, ავთოს ავტოსთან და სხვებთან ერთად.

განწყობის ფსიქოლოგია

19,20 

წიგნი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის დიმიტრი უზნაძის ძირითადი ნაშრომია, რომელშიც ჩამოყალიბებულია განწყობის ფსიქოლოგიის მთავარი დებულებები. დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიურმა მემკვიდრეობამ ფართო აღიარება მოიპოვა როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ და ხელი შეუწყო ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებას მრავალ ქვეყანაში. ეს გამოცემა ძვირფასი შენაძენია ფსიქოლოგიითა და ფილოსოფიით დაინტერესებული მკითხველისთვის.

MEMENTO MEMORIAS

19,95 

ეს წიგნი არ არის ქრონოლოგიური ამბების ჯაჭვი. ეს უფრო მეხსიერების ფრაგმენტებია: ზოგჯერ ლექსი, ზოგჯერ ჩურჩული, ზოგჯერ სიმღერა, ზოგჯერ – უცხო ქალაქის კაფედან წამოღებული შაქრის ციცქნა შეკვრა, ზოგჯერ კი კარის ხმაურით დაკეტვა.
დემენცია აქ არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზია, არამედ ლექსად ქცეული სიჩუმეც, რომელიც შლის დედისა და შვილის საერთო ენას. და რადგან სიჩუმეს სიტყვა ვერ ერევა, მწერალი აშიშვლებს ერთადერთ იარაღს – წერას. წერა, როგორც უმნიშვნელოვანესის დამოწმება, რომ სიყვარული მაშინაც ცოცხალია, როცა სახელიც არ გვახსოვს მისი, ვინც გვიყვარდა.
ნატო ინგოროყვას პოეზია არ ცდილობს დაგვამშვიდოს. ის არ გვპირდება გამოსავალს. პირიქით – ის გვაჩვენებს, როგორ შევეჩვიოთ გარდაუვალს, როგორ დავიტიროთ ხმამაღლა და ვილაპარაკოთ უხმოდ. როგორ გავიხსენოთ ისინი, ვინც ჯერ გვახსოვს და როგორ ვწეროთ მათზე, ვისაც აუცილებლად დავივიწყებთ.
Memento Memorias – ეს არის წიგნი, რომელიც გვასწავლის: ის, ვინც დავიწყებას ებრძვის, ჯერ კიდევ სრულად ცოცხალია. შესაბამისად, პოეზია უკვდავებისთვისაა განწირული.
ეს წიგნი არ არის ქრონოლოგიური ამბების ჯაჭვი. ეს უფრო მეხსიერების ფრაგმენტებია: ზოგჯერ ლექსი, ზოგჯერ ჩურჩული, ზოგჯერ სიმღერა, ზოგჯერ – უცხო ქალაქის კაფედან წამოღებული შაქრის ციცქნა შეკვრა, ზოგჯერ კი კარის ხმაურით დაკეტვა.
დემენცია აქ არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზია, არამედ ლექსად ქცეული სიჩუმეც, რომელიც შლის დედისა და შვილის საერთო ენას. და რადგან სიჩუმეს სიტყვა ვერ ერევა, მწერალი აშიშვლებს ერთადერთ იარაღს – წერას. წერა, როგორც უმნიშვნელოვანესის დამოწმება, რომ სიყვარული მაშინაც ცოცხალია, როცა სახელიც არ გვახსოვს მისი, ვინც გვიყვარდა.
ნატო ინგოროყვას პოეზია არ ცდილობს დაგვამშვიდოს. ის არ გვპირდება გამოსავალს. პირიქით – ის გვაჩვენებს, როგორ შევეჩვიოთ გარდაუვალს, როგორ დავიტიროთ ხმამაღლა და ვილაპარაკოთ უხმოდ. როგორ გავიხსენოთ ისინი, ვინც ჯერ გვახსოვს და როგორ ვწეროთ მათზე, ვისაც აუცილებლად დავივიწყებთ.
Memento Memorias – ეს არის წიგნი, რომელიც გვასწავლის: ის, ვინც დავიწყებას ებრძვის, ჯერ კიდევ სრულად ცოცხალია. შესაბამისად, პოეზია უკვდავებისთვისაა განწირული.

კიბე

29,95 

ტოლიკმა ახლახან აიხდინა ცხოვრების მთავარი ოცნება: იყიდა სახლი, რომელშიც ყველაფერი მხოლოდ ისე უნდა მოეწყო, როგორც სურდა, თანაც თავისი მომაბეზრებელი ოჯახისგან ოთხი ათასი კილომეტრით შორს. თუმცა, ომმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, მას თავს დაესხა მთელი სანათესავო – დედა, ცალფეხა ბიძა, შორეული ნათესავი თავისი ცუგით, რომელსაც მუდამ დორბლი სდიოდა, ტოლიკის და, თავისი დეპრესიული მეგობრით, ფისოებიც კი.
მაშინ, როდესაც უკრაინაში დაბომბვის ტალღები ფანჯრებს ლეწავს და ასობით, ათასობით ადამიანს იწირავს, ტოლიკისთვის ომი სანგრებში კი არა, ადამიანების ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო დეტალებშია. ისინი ცდილობენ უცხო ქვეყანაში მოიწყონ დროებითი სამყოფელი, სადაც გამუდმებით პომიდვრის სურნელი იტრიალებს. აქ იმ ადამიანების ყოველდღიურობის აუტანელი სიმარტივეა, რომელთა გულებიც სახლში, უკრაინაში დარჩა, მაგრამ ომი მუდამ თან სდევთ. მათი ცხოვრება კიბესავითაა, რომელსაც მრავალი საფეხური, განზომილება და სიმაღლე აქვს.

წიგნი გამოიცა „თარგმნე უკრაინის“ მთარგმნელობითი პროგრამის მხარდაჭერით.

გალაკტიონო – უჩვეულო და ჩვეულებრივი

24,95 

გალაკტიონის ცხოვრება განსხვავებული და უცნაური რომ იყო, ეს მკითხველმა კარგად იცის. მაგრამ სად გადის ზღვარი მოარულ ლეგენდებსა და სინამდვილეს შორის? ამ კითხვაზე პასუხს ვერც პოეტის ოფიციალურ ბიოგრაფიებში იპოვით და ვერც მის შესახებ შეთხზულ მითებში.

ჩვენი წიგნის პერსონაჟი რეალური, მიწიერი გალაკტიონია – არა მარადისობის ბინადარი, არამედ – ადამიანი „რწმენით და იჭვით“.

დოკუმენტური მასალის – პოეტის დღიურების, ჩანაწერებისა და თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით შექმნილი ამბები გალაკტიონის ცხოვრების მოულოდნელ ეპიზოდებს გაგაცნობთ და ამ ფონზე წარმოგიდგენთ პიროვნებას, რომელიც არსებობას პერფორმანსად გარდაქმნიდა, რათა როგორმე გამკლავებოდა მარტოობას, უსამართლობას, შიშს…

„გალაკტიონი – უჩვეულო და ჩვეულებრივი“ ფართო სპექტრით წარმოაჩენს იმ შემოქმედს, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოში დასტამბული „არტისტული ყვავილებით“ ახალგაზრდობაშივე დაიპყრო პოეზიის თვალშეუდგამი მწვერვალები, შემდეგ კი სამშობლოში დატრიალებულ ქარიშხალთან განრიდება არც უფიქრია – ტოტალიტარულ სახელმწიფოში ისე იცხოვრა, „ერთი დღეც არ ჰქონია მშვიდი, უსატკივარო“.

ნათელი გზა (ერთი საკონცენტრაციო ბანაკის ამბავი)

29,95 

საპყრობილე, რეალურად საკონცენტრაციო ბანაკი, წამების შემზარავი მეთოდებით, თანამედროვე უკრაინაშია. მისი რკინის ღობის მიღმა არ მოქმედებს არანაირი კანონი. ცხოვრება აქ სულ სხვაგვარად მიდის: დაუსრულებელი შიში, გაურკვევლობა, სხეულზე ჭრილობები და დამწვრობის კვალი, დამტვრეული ძვლების ტკივილი და კიდევ უფრო მეტად გატეხილი სული და ცნობიერება, ტყვეთა ყოველდღიურობის თანმდევია.

უკრაინელმა ჟურნალისტმა სტანისლავ ასეევმა წიგნი საკონცენტრაციო ბანაკის ჯოჯოხეთში თავის გადასარჩენად დაწერა. გულახდილ, ემოციურ, სიღრმისეულ ნაამბობში უფრო მეტი შეკითხვაა, ვიდრე პასუხი, რადგან საპყრობილიდან გათავისუფლების შემდეგ ადამიანების ცხოვრება სამუდამოდ გაიყო ორად – ტყვეობამდე და ტყვეობის შემდეგ.

წიგნი გამოიცა „თარგმნე უკრაინის“ მთარგმნელობითი პროგრამის მხარდაჭერით.

მეოთხე ფრთა

45,00 

ოცი წლის ვაიოლეტ სორენგეილი მწიგნობრობისთვის ემზადებოდა, სურდა, წიგნებს შორის ეცხოვრა და ისტორია ეკვლია, მაგრამ ნავარის არმიის გენერალ-მაიორმა, მისმა უდრეკმა და შვილისთვისაც კი ულმობელმა დედამ მას სხვა ბედი არგუნა: ვაიოლეტი უნდა ჩადგეს ასობით სხვა კანდიდატს შორის, რომლებიც ნავარის ელიტის, დრაკონის მხედრების რიგებში მოსახვედრად იბრძვიან.

როცა სხვებზე პატარა და მყიფე ხარ, ყოველ ნაბიჯზე სიკვდილია ჩასაფრებული და შეიძლება, ყოველი ამოსუნთქვა უკანასკნელი იყოს. დრაკონები სუსტ ადამიანებს არ ირჩევენ – ისინი მათ ფერფლად აქცევენ.

კადეტების უმეტესობა ვაიოლეტს სასიკვდილოდ გაიმეტებდა, მეტოქე რომ ჩამოეშორებინა და ამით თავისი შანსები გაეზარდა. ზოგი კი იმიტომ ემტერება, რომ ის დედამისის შვილია. მათ შორისაა ზეიდენ რიორსონი – მხედართა კვადრანტის ყველაზე ძლიერი და დაუნდობელი ფრთამეთაური.

გადასარჩენად ვაიოლეტს სწორედ ის იარაღი დასჭირდება, რასაც სხვებზე უკეთ ფლობს – განსწავლულობა და გონიერება. მაგრამ კოლეჯის კედლებს გარეთაც ომი სულ უფრო მძვინვარებს, სამეფოს დამცავი ბარიერები სუსტდება და ვაიოლეტი ხვდება, რომ მმართველები საზარელ საიდუმლოსა და ღალატს მალავენ. ასეთ დროს სამყაროსა და ადამიანს მხოლოდ საარაკო თავგანწირვა, მეგობრობა და სიყვარული თუ იხსნის.

ბასგიათის სამხედრო სასწავლებლიდან გამოსასვლელად კი მხოლოდ ორი გზა არსებობს: იფრინო ან მოკვდე.

ინტერმეცო

26,90 

პიტერ და აივენ კუბეკებს ძმობის გარდა თითქმის არაფერი აქვთ საერთო.

პიტერი ოცდაათს გადაცილებული დუბლინელი იურისტია. ის წარმატებული, კომპეტენტური და შეუვალია, თუმცა მამის გარდაცვალების შემდგომ წამლების გარეშე ვერ იძინებს და ვეღარც ორ ძალიან განსხვავებულ ქალთან ურთიერთობას ალაგებს. მისი პირველი სიყვარული მშვიდი, დინჯი და განათლებული სილვიაა, ნაომი კი სტუდენტია, რომლისთვისაც ცხოვრება ერთი დიდი ხუმრობაა.

აივენი ოცდაორი წლის პროფესიონალი მოჭადრაკეა, რომელსაც თავი ყოველთვის უცნაური და მარტოსული წარმოედგინა, უფროსი ძმისგან რადიკალურად განსხვავებული. გლოვის პირველ კვირებში აივენი მარგარეტს გაიცნობს, თავისზე უფროს ქალს, რომელსაც თავის მხრივაც რთული წარსული აქვს.

ორი მგლოვიარე ძმისა და მათი საყვარელი ადამიანებისთვის ეს ახალი ინტერლუდია ერთგვარი შანსია იმის გამოსარკვევად, თუ რამდენის დატევა შეუძლია ერთ ცხოვრებას ისე, რომ არავინ დაზიანდეს.

ბურდღუნა ბრუნოს გიჟური კვირა

19,90 

ბურდღუნა დათვი ბრუნო არასდროსაა მოწყენილი; ყოველდღე ჩვეულებრივ საქმეებში ჩაფლულა – ორშაბათობით საბანაოდ მიდის, სამშაბათობით მატარებლით თამაშობს… თუმცა, ყველა ჩვეულებრივი საქმე მეტად უჩვეულო და გიჟური გამოსდის ხოლმე. ხიფათთან გამკლავებაში ბურდღუნა ბრუნოს საუკეთესო მეგობრები, „ვეშაპი“ და მაჩვი ეხმარებიან. როგორ? გაიგებ, თუკი ამ წიგნს წაიკითხავ.

კვირაში 7 დღეა და წიგნშიც ბურდღუნა ბრუნოს 7 მხიარული ამბავია მოთხრობილი. ტექსტიცა და ილსუტრაციებიც გერმანელ ავტორს, დანიელ ნაპს ეკუთვნის

უკანასკნელი ღამე დედამიწაზე

20,90 

სამი განსხვავებული მოთხრობა სამი სხვადასხვა ქვეყნიდან – სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან – ქალების პერსპექტივით წარმოგვიდგენს უნიკალურ ხედვას ომების რთულ წარსულსა და აწმყოზე. წიგნში მოთხრობილია ქალების გამოცდილებაზე ომის პერიოდში და მათი დასრულების შემდგომ, ასახავს ომის შედეგების გავლენას მათზე. ამ პროექტით ჩვენ გვსურს, ქედი მოვიხაროთ ომის წინა ხაზზე მდგომი ყველა ქალის წინაშე, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილე და მსხვერპლია.

ამ პროექტით შევეცადეთ, გაგვეანალიზებინა ომები და კონფლიქტები, რომლებმაც კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაზე მძიმე გავლენა იქონია და, ამავდროულად, გვესაუბრა მსოფლიოში სამართლიანობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე. წიგნში წარმოდგენილი ისტორიები ასახავს აფხაზეთის ომს საქართველოში (1992-1993), რუსეთ-საქართველოს ომს (2008), მთიანი ყარაბაღის (არცახის) ომებს (1988-2023) და მიმდინარე ომს უკრაინაში (2014-დან დღემდე).

„წიგნში მოთხრობილი ისტორიები ომისა და ჩაგვრის შედეგად დაზარალებული მთავარი გმირების გარშემო არსებულ რთულ ვითარებაზე გვიქმნის წარმოდგენას. ისინი გვიზიარებენ გამოცდილებას, თუ რა ხდება მათში, როდესაც მათი სამყარო ნაწილებად იშლება. შესაძლოა, ეს გამოცდილება ყველა ფაქტსა და ინფორმაციაზე მეტად დაგვეხმაროს საკუთარი დასკვნების გამოტანაში, რათა დავიცვათ ის, რაც გვაქცევს ადამიანებად. რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს: მშვიდობა, სამართლიანობა, სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, ვისი ხმაც არ ისმის. სიყვარული“.

– რეინჰარდ კლეისტი

„ეს ამბები საშუალებას გვაძლევს, ომის შედეგები ქალების პერსპექტივიდან განვიცადოთ. ილუსტრაციები მათ ისტორიებს სიცოცხლეს სძენს და გადმოგვცემს ემოციებს – თანაგრძნობას გვიღვივებენ ჩვენთვის უცნობი ადამიანების მიმართ. ასეთია კომიქსების ძალა“.

აღმოხდება მზე

19,90 

1926 წელს გამოცემული „აღმოხდება მზე“ ერნესტ ჰემინგუეის პირველი რომანი იყო და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ინგლისურ ლიტერატურაზე. ზოგიერთი ლიტერატურათმცოდნე ამტკიცებს, რომ მან შეცვალა რომანის წერის წესი. წიგნმა მსოფლიო აღიარება მოუტანა სან-ფერმინის ფესტივალს, რომელიც ესპანეთის ქალაქ პამპლონაში იმართება. ესაა რომანი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პარიზში მცხოვრებ ემიგრანტებზე, რომლებიც წარმოადგენენ „დაკარგულ თაობას“. მათი აზრით, ბავშვობაში ათვისებული ღირებულებები აღარაფერში არგიათ, ომმა ყველაფერი გადააფასა. პერსონაჟების უმრავლესობას ომი საკუთარი თვალით აქვს ნანახი ფრონტის ხაზზე და საკუთარ ტყავზე განცდილი, ომით გამოწვეულ მოუშუშებელ ტრავმებთან გამკლავებას კი ყველა თავისებურად ცდილობს: ზოგი კაფეებს სტუმრობს, ზოგი ღამის კლუბებში ცეკვავს, ზოგიც სვამს, ან კორიდას ესწრება, ან ბუნებაში განმარტოვდება… მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი თავდავიწყებაა, რადგან საკუთარ თავს ვერავინ ვერასდროს გაექცევა.

ჩვენ ორნი ერთად ყველაფერს შევძლებთ

19,90 

კურდღელი და ზღარბი განუყრელი მეგობრები არიან და ერთმანეთს ყველაფერში ეხმარებიან. თუმცა, ზოგჯერ კინკლაობენ, ჯიუტობენ, იბუტებიან… ხანდახან ასეთ შეკითხვებსაც სვამენ: რა არის მეგობრობა? ვინ არის საუკეთესო მეგობარი? რაც მთავარია, ზღარბმაც და კურდღელმაც იციან, რომ მეგობრობას მოფრთხილება სჭირდება.

არამზადის შვილი

27,00 

ათი წლის ასაკში სორჟ შალანდონმა ბაბუისგან შეიტყო, რომ მამამისი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან თანამშრომლობდა. ანუ, ტყუილი გამოდგა ის საგმირო თავგადასავლები, რომლებითაც მამა შვილის წინაშე იწონებდა ხოლმე თავს. თუმცა, მშობლის კოლაბორატორობის ჭეშმარიტი მასშტაბი იმ დროისთვის უკვე ცნობილი ჟურნალისტისა და მწერლისთვის გაცილებით გვიან, 2020 წელს გახდა ცნობილი (მამის გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ). მიღებული სულიერი ტრავმის მოშუშება შალანდონმა წიგნის დაწერით გადაწყვიტა. „არამზადის შვილი“ 2021 წელს გონკურის პრემიის პრეტენდენტთა მოკლე სიაში მოხვდა და საფრანგეთის წიგნის ბაზარზე წლის ერთ-ერთ მთავარ სენსაციად იქცა.

ჩარჩები

35,00 

ცნობილი ესპანელი მწერლის, ანა მარია მატუტეს (1925-2014) ტრილოგია „ჩარჩები“ გასული მე-20 ესპანური ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებადაა მიჩნეული. ამ ტრილოგიით მატუტემ ომისშემდგომი ესპანეთის ფილოსოფიური და ემოციური პანორამა შექმნა. როგორ შევინარჩუნოთ ზნეობა, პატიოსნება და ღირსება სამყაროში, სადაც ოპორტუნიზმია გამეფებული? როგორ გადავლახოთ საზოგადოებაში გაჩენილი ღრმა უფსკრული? რა ფასად გვიჯდება დუმილი იმ პირობებში, როცა ხმის ამოღება მორალური ვალდებულებაა? ეს ის საკითხებია, რომლებზეც მატუტე „ჩარჩებში“ მსჯელობს, თუმცა პასუხებს ყოველთვის როდი გვთავაზობს. აკი თავადაც ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში: „მე ვწერ იმისთვის, რათა მკითხველი დავაფიქრო, მისგან მივიღო ის პასუხები, თვითონ რომ ვერ მოვიძიე, ვწერ იმისთვისაც, რომ პროტესტი გამოვთქვა.“