მაგარი
კონი საბავშვო ბაღში მიდის
20,00 ₾საბავშვო ბაღში წასვლა დიდი და საპასუხისმგებლო საქმეა არამხოლოდ ბავშვის, არამედ მშობლისთვისაც. ამ საქმეში თქვენი დამხმარე იქნება კონი, რომელიც ახლა მიდის ბაღში. ღელავს, რადგან არ იცის, მოეწონება თუ არა იქაურობა. არ იცის, ვინ დახვდება, რას შეჭამს და გაძლებს თუ არა მთელი დღე დედის გარეშე.
ამ წიგნში კონისთან ერთად მოხვდებით თბილსა და მეგობრულ გარემოში, ნახავთ, როგორ არის აწყობილი დღე საბავშვო ბაღში და მომზადებულად შეხვდებით თქვენი შვილის პირველ დღეს ახალ გარემოში.
კონი ავად გახდა
20,00 ₾მართალია, ჩვენ, მშობლებს, ალბათ ყველაზე მეტად გვიჭირს ჩვენი შვილების ავად ყოფნის პერიოდის გადატანა, მაგრამ ყველაზე ჯანმრთელი ბავშვიც კი ოდესმე ავად ხდება. ეს წიგნი დაგეხმარებათ მაშინ, როდესაც ამ პრობლემის წინაშე დადგებით.
მაღალი სიცხეც დაიწევს, გაუსაძლისი ყელის ტკივილიც გაივლის და სურდოც დასრულდება, მთავარია, კარგი განწყობით მივუდგეთ გაციების და გრიპის დღეებს. კონის გამოცდილება ასწავლის ბავშვებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეჟიმის დაცვა, რატომ არ უნდა ეშინოდეთ მათ ექიმების და რომ თურმე წამლებსაც შეიძლება კარგი გემო ჰქონდეს.
კონის ჯიბის ფული
20,00 ₾ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ფულის სწორად განკარგვა. კარგია, თუ ამ ცოდნას ბავშვობიდან მივიღებთ.
კონიმ გადაწყვიტა, რომ უკვე საკმაოდ დიდია და სურს ჰქონდეს საკუთარი ჯიბის ფული. მას ხომ ამ ფულით ბევრი სათამაშოს ყიდვა შეეძლება. თუმცა იმისათვის, რომ სასურველი პონი იყიდოს, ფულის შეგროვება სჭირდება.
კონი მზადაა, ჩვენს პატარებს გააგებინოს, აუხსნას და მათთან ერთად ისწავლოს ფულის გარჩევა, დაზოგვა და ხარჯვა.
კონის პირველი ფრენა
20,00 ₾კონი მშობლებთან ერთად არდადეგებისთვის ემზადება. ეს იქნება მისთვის განსაკუთრებული მოგზაურობა, რადგან პირველად ჩაჯდება თვითმფრინავში. კონი ღრუბლებს ზემოთ სადილობს და იგებს, რა არის საჰაერო ხვრელი… რაკი ფრენა ძალიან საინტერესოა, მოუთმენლად ელოდება შემდეგს!
კონი და უცნობი
20,00 ₾პატარა ბავშვის ცხოვრებაში ყოველდღე ახალ-ახალი საინტერესო და ხშირად ამაღელვებელი სიახლეებია. ოც წელზე მეტია, მთელი მსოფლიოს ბავშვები კონისთან ერთად იზრდებიან. მისი ყოველდღიური ისტორიები ეხმარება ბავშვებს ახალი უნარების დაუფლებაში, მეგობრების შეძენაში, დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის მოპოვებაში, ცნობისმოყვარეობის გაღრმავებაში.
კონი ქოთანზე ჯდება
20,00 ₾პატარა ბავშვის ცხოვრებაში ყოველდღე ახალ-ახალი საინტერესო და ხშირად ამაღელვებელი სიახლეებია. ოც წელზე მეტია, მთელი მსოფლიოს ბავშვები კონისთან ერთად იზრდებიან. მისი ყოველდღიური ისტორიები ეხმარება ბავშვებს ახალი უნარების დაუფლებაში, მეგობრების შეძენაში, დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის მოპოვებაში, ცნობისმოყვარეობის გაღრმავებაში.
კონი კბილის ექიმთან მიდის
20,00 ₾პატარა ბავშვის ცხოვრებაში ყოველდღე ახალ-ახალი საინტერესო და ხშირად ამაღელვებელი სიახლეებია. ოც წელზე მეტია, მთელი მსოფლიოს ბავშვები კონისთან ერთად იზრდებიან. მისი ყოველდღიური ისტორიები ეხმარება ბავშვებს ახალი უნარების დაუფლებაში, მეგობრების შეძენაში, დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის მოპოვებაში, ცნობისმოყვარეობის გაღრმავებაში.
ემოციების დიდი წიგნი
45,00 ₾ემოციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. ემოციები ახდენს გავლენას ჩვენს ქცევაზე, გადაწყვეტილებებზე და ზოგადად ჩვენს კეთილდღეობაზე. ემოციების ცოდნა გვეხმარება თვითცნობიერებაში, აუმჯობესებს ურთიერთობებს და დადებითად მოქმედებს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე.
ამ წიგნის საშუალებით :
ბავშვები გაეცნობიან ემოციებს სახალისო გზით, იდეალური ყველა ასაკის ბავშვისთვის
შეძლებენ ამოიცნონ, გამოხატონ და მართონ საკუთარი ემოციები ჯანსაღი გზით და შესაბამისად, შეეძლებათ უკეთესად გაუმკლავდნენ გამოწვევებს და ჰქონდეთ ჯანსაღი ურთიერთობები.
მოცემული სავარჯიშოები და გამკლავების მექანიზმები დაეხმარებათ უკეთესად მართონ და გაუმკლავდნენ საკუთარ ემოციებს. რაც მომავალში, დაეხმარებათ სხვადასხვა რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში.
ემოციების ცოდნა აუმჯობესებს სოციალურ უნარებს – უკეთ გაიგონ სხვების გრძნობები, ემოციები, რაც დაეხმარებათ ჰქონდეთ უფრო ჰარმონიული ურთიერთობები.
შეძლებენ გაიუმჯობესონ ემოციური ლექსიკა, სწორად დაარქვან სახელები საკუთარ ემოციებს და უკეთესად გამოხატონ გრძნობები, რაც ასევე მნიშვნელოვანი უნარია როგორც ურთიერთობებში, ასევე თვითცნობიერებისთვის.
ასაკი: 6-14 წელი
რას გვიამბობს სახლი
55,00 ₾ამბობენ, რომ ადამიანები ჰგვანან თავიანთ სახლებს და პირიქით, სახლები ემსგავსებიან ადამიანებს, რომლებიც ამ სახლებში ცხოვრობენ.
ეს წიგნი ადამიანებსა და მათ დიდ და პატარა საქმეებზეა, სიყვარულსა და ზრუნვაზე, სიხარულსა და ტკივილზე, რომელიც ადამიანების ცხოვრებას და მათი სახლის მაღალჭერს ავსებდა და ავსებს.
ეს წიგნი შენს ქვეყანაზეა, შენს სახლზე, რომელმაც ბევრი რთული და ნათელი დღე გადაიტანა, კიდევ გადაიტანს, მაგრამ ყოველთვის გადარჩება თავისი ადამიანების წყალობით.
ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის
დიდი იმედები
24,95 ₾„დიდი იმედები ჩარლზ დიკენსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ამაღელვებელი ნაწარმოებია. აქ თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს. რომანის მთავარი გმირი, ობოლი პიპი გვიყვება საკუთარ ამბავს – თუ როგორ ცხოვრობდა ერთ მყუდრო სოფელში დასა და სიძესთან ერთად, სანამ მის ცხოვრებაში უცნაური ადამიანები გამოჩნდებოდნენ, რათა მისთვის გული გაებზარათ იმედები ჩაესახათ, ერთგულება ეჩვენებინათ ანდა უმადურად ექციათ. დასაწყისშივე მკითხველის თვალწინ მოღუშული პეიზაჟი იშლება ჭაობები, სასაფლაო და ციხიდან გამოქცეული პატიმარი, რომელიც პატარა პიპს გზად გადაეღობება. მალევე ერთი, ამქვეყნიერებას მოწყვეტილი ქალი ბიჭს სახლში მიიწვევს და მშვენიერ ესტელას გააცნობს. აქედან პიპის უჩვეულო თავგადასავალი იწყება – უცნაური დამთხვევებითა და ფათერაკებით სავსე. ჰიპი ძალზე ემოციურად, სევდიანად და ირონიულად აღწერს მთელ ამბავს. ნაწარმოებში შეხვდებით ტრაგიკომიკურ სცენებსაც, კრიმინალურ დრამასაც, გოტიკურ პასაჟებსაც, სასიყვარულო ისტორიებსაც, იდეით შეპყრობილობასაც და სინდისის ქენჯნასაც. „დიდი იმედები“ ლიტერატურული ჟანრების, ანტაგონისტური პერსონაჟებისა და ემოციების ნამდვილი თაიგულია. „დიდმა იმედებმა“ არაერთი რეჟისორის ყურადღება მიიპყრო – მის მიხედვით გადაიღეს მრავალი ფილმი და დადგეს სპექტაკლები სხვადასხვა ენაზე.
რევოლუციების ეპოქა
29,95 ₾ფარიდ ზაქარიას “რევოლუციების ეპოქა“ საინტერესო მონაცემებითა და ფაქტებითაა სავსე. ნაშრომში ავტორი ოსტატურად იკვლევს ეპოქებსა და მოძრაობებს, რომლებმაც შეარყიეს დადგენილი ნორმები და თანამედროვე სამყარო ჩამოაყალიბეს. პირველი ნიდერლანდები იყო, სადაც მეჩვიდმეტე საუკუნეში საბანკო და საზღვაო საქმეებში გარდაქმნებმა ეს პატარა მიწა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი გახადა და შექმნა ისეთი პოლიტიკა, როგორიც დღეს არის დამკვიდრებული. უდიდესი ცვლილებები გამოიწვია ინდუსტრიულმა რევოლუციამ დიდ ბრიტანეთსა და შემდგომ უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში. საფრანგეთის სისხლიანი რევოლუცია კი გვიჩვენებს რადიკალური ცვლილებების საფრთხეს, რომლებიც ზემოდან ქვემოთ არის დაწესებული. ამის საბოლოო შედეგი, რაც მოჰყვა საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის რევოლუციებს, იყო სოციალური ქაოსი და ფართოდ გავრცელებული ძალადობა. ისტორიული მოვლენების პარალელურად, ფარიდ ზაქარია იკვლევს დღევანდელ რევოლუციებს: გლობალიზაციას, ტექნოლოგიასა და იდენტობას. მიუხედავად მათი სარგებლიანობისა, გლობალიზაციამ და ტექნოლოგიურმა რევოლუციამ ღრმა რყევები და შფოთვა გამოიწვია ხალხში. და სულ უფრო მეტად იქცევა იდენტობა იმ ბრძოლის ველად, სადაც ოცდამეერთე საუკუნის პოლარიზებული პოლიტიკა იბრძვის.
პატარა წიგნი
23,00 ₾ეძღვნება ძვენს შვილებს, ყველა მეოცნებეს, მოგზაურს, რომელსაც სჯერა ამ სამყაროს ჯადოსნურობის
პატარა პრინცი დიდი ფორმატი
35,00 ₾ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის “პატარა პრინცი” ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.
ჯენტლმენი მოსკოვში
35,00 ₾ისე მოხდა, რომ ემორ ტოულსის “ჯენტლმენი მოსკოვში” რუსთავის მე-12 საპყრობილეში წავიკითხე.
თავისუფლებაზე მყოფი კაცისთვის წიგნს ბევრი რამის მიცემა შეუძლია, თუმცა ციხეში წიგნი, უპირველეს ყოვლისა, ოთხი კედლის ერთფეროვნებისგან სხვა სამყაროში გაქცევის საშუალებაა. ამ რომანმა ეს მისია საუკეთესოდ შეასრულა.
არსებობს წიგნები, რომელთა კითხვასაც დაიწყებ და როცა უბრუნდები, ხვდები, რომ წიგნში გადმოცემული ამბავია ის, რაც გაინტერესებს, გითრევს, გიზიდავს და ერთი სული გაქვს, გაარკვიო, ბოლოს სად მიგიყვანს.
არსებობს წიგნები, რომლებშიც პერსონაჟები, მათი შინაგანი სამყარო და ხასიათის სიღრმე არის ის, რაც მიმზიდველი და საინტერესოა.
ამ რომანს არ აკლია არც ერთი, არც მეორე. თუმცა ის, რაზეც მოვა სიამოვნების უდიდესი წილი მისი კითხვისას, იქნება თხრობის სინატიფე, რომელიც პირველივე გვერდებიდან მოგნუსხავს.
ეს არის წიგნი, რომელიც ერთდროულად გაგახსენებთ “ექიმ ჟივაგოს”, “უკანასკნელ იმპერატორს” და “გაქცევას შოუშენკიდან”.
საბოლოო ჯამში კი, “ჯენტლმენი მოსკოვში” არის კიდევ ერთი ძალიან კარგი რომანი მეგობრობასა და სიყვარულზე.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე