ტოპო-ტიპი ვისწავლოთ და ვითამაშოთ ერთად (3 წლიდან)

12,90 

ახლა უკვე შეგიძლია ისწავლო და ითამაშო ტოპო-ტიპთან ერთად!

ეს სახალისო თავსატეხების კრებული მრავალფეროვან სავარჯიშოებს აერთიანებს: დააწყვილე, შემოხაზე, გააფერადე, დაითვალე, დააკავშირე, გაიარე ლაბირინთი, გადახაზე განსხვავებული, შემოავლე კონტური…

ამ დავალებების შესრულებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები მათემატიკურ, ლოგიკურ და მოტორულ უნარებს გაიუმჯობესებენ.

ტრაგედიები

18,90 

„ტრაგედიები“ ძველი ბერძნულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ბერძენიშვილმა.

ესქილე ელევსისში, არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა და ელევსისის მისტერიებმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ელევსისმა ესქილეს შემოქმედებას მისტიკურ-ფილოსოფიური მიმართულება მისცა, ხოლო ათენი და დიონისეს თეატრი მის ნამდვილ არენად იქცა. სწორედ ამიტომ ესქილე გახდა არა ლიტურგიული ჰიმნებისა და კანტატების მომღერალი, არამედ დიდი ტრაგიკული პოეტი. ის ათენის სცენის ნამდვილი მეფე იყო, ათენელი მაყურებელი ესქილეს, უბრალოდ, აღმერთებდა. ის ერთადერთი ავტორი იყო, რომლის პიესები მისი სიკვდილის შემდეგაც იდგმებოდა. უნდა ითქვას, რომ სოფოკლეს გამოჩენამდე ესქილეს ღირსეული მეტოქე არ ჰყოლია.

ეპოქა, რომელშიც ესქილეს მოუწია მოღვაწეობა, ბერძნების ცხოვრებაში მთავარი აღმავლობის ეპოქად მიიჩნევა. საბერძნეთში, ატიკაში საფუძველი ეყრებოდა მსოფლიოში უნიკალური დემოკრატიის მშენებლობას. ეს იყო ისტორიის ის ერთ-ერთი ბედნიერი ხანა, როდესაც ინდივიდი თავის თავს დიდი და მნიშვნელოვანი ერთობის ნაწილად იცნობიერებდა. მაგრამ, ამასთან, ეს იყო ახალი ბერძნული სახელმწიფოსთვის ურთულესი გამოცდის ჟამი. საბერძნეთს უზარმაზარი და ძლევამოსილი სპარსეთის იმპერია დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ეპიტაფიაში, რომელიც ესქილემ საკუთარ თავს დაუწერა, მან ხაზი გაუსვა ომებში გმირულ მონაწილეობას და ერთი სიტყვითაც არ ახსენა, რომ იგი თავისი ეპოქის უდიდესი ხელოვანი იყო.

ლევან ბერძენიშვილი

ქარიყლაპიას ზაფხული

9,90 

ანა ძმების, დანიელისა და ლუკასის მეზობელია. ბავშვები ერთად იზრდებიან, ერთად ატარებენ ზამთარ-ზაფხულებს. თუმცა ის ერთი, ყველაზე ცხელი და გრძელი ზაფხული მათთვის ბავშვობასთან გამოთხოვების მტკივნეული ხანა აღმოჩნდება, რასაც ამძაფრებს ბიჭების დედის ავადმყოფობა, პასუხგაუცემელი კითხვები, იმედგაცრუება… თუმცა ეს ტკივილი მათში ახალ უნარებს აღვიძებს – თანადგომას, სიმამაცეს, შეუპოვრობას.

გერმანელი ავტორის, იუტა რიხტერის ეს შესანიშნავი წიგნი მოგვითხრობს მეგობრობაზე, თანაგრძნობასა და ნუგეშზე, რაც ესოდენ აუცილებელია ცხოვრებისეულ ქარტეხილებთან გასამკლავებლად.

Anne of Green Gables

10,90 

Matthew and Marilla Cuthberth want a boy from the orphanage to help them on their farm, but the orphanage sends them Anne, a funny little girl with long red hair who gets up to all kinds of adventures. What can Matthew and Marilla do? Find out how Anne makes their lives happier, and wins their hearts…

This reader uses the expansive reading approach, where the text becomes a springboard to improve language skills and to explore historical background, cultural connections and other topics suggested by the text. As well as the story, this reader contains:

ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად ახალი სერია აერთიანებს ინგლისურ ენაზე ადაპტირებულ, ილუსტრირებულ კლასიკურ ნაწარმოებებს სავარჯიშოებითა და აუდიომასალით.

სერია დაეხმარება და ინგლისური ენის შესწავლას გაუმარტივებს ნების­მიერ მსურველს, განსაკუთრებით კი – სკოლის მოსწავლეებს, ვინაიდან სერიის კონცეფცია სრულად შეესაბამება ეროვ­ნულ სასწავლო გეგმას – უცხოური ენის სწავლა-სწავლების პრიორი­ტე­ტულ მიზნებს.

სერიით გამოცემულ ყველა წიგნში მოცემულია დამატებითი ინფორმაცია ავტო­რისა და ნაწარმოებში აღწერილი ამა თუ იმ კულტურის შესახებ. მრავალ­ფეროვანი სავარჯიშოები მიმართულია ლექსიკის, გრამატიკის, მოსმენი­სა და წაკითხუ­ლის გააზრების უნარების განვითარებისკენ; ასევე, თავს უყრის ზეპირი კომუნიკაციის წარმართვისათვის აუცილებელ რესურ­სებს.

აუდიომასალასა და წიგნში მოცემული სავარჯიშოების პასუხებს იპოვით ვებგვერდზე sulakauri.edu.ge.

დიქტატორის ზარი

14,90 

ისმაილ კადარეს რომანი „დიქტატორის ზარი“ ერთ იდუმალებით მოცულ ამბავს იკვლევს – 1934 წელს იოსებ სტალინსა და პოეტ ბორის პასტერნაკს შორის შემდგარ ხანმოკლე სატელეფონო ზარს. ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენიდან კადარე ქმნის ტექსტს, რომელიც ძალაუფლებაზე, ლიტერატურაზე და ხელოვანსა და ტირანიას შორის რთულ ურთიერთობაზე დაგვაფიქრებს.

მწერალი რომანში არ ცდილობს თავად საუბრის რეკონსტრუქციას, რომლის ზუსტი დეტალები დღემდე უცნობად რჩება. სამაგიეროდ, კადარე განიხილავს ამ ზარის რამდენიმე ინტერპრეტაციასა და მის შედეგებს სტალინური ეპოქის კონტექსტში. იკვლევს შიშებისა და ეჭვების იმ ატმოსფეროს, რომელიც საბჭოთა კავშირში ინტელექტუალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო; იკვლევს იმასაც, თუ როგორ შეეძლო პოლიტიკურ ძალაუფლებას, შემოქმედებითი ხელოვნების სფეროში შეჭრილიყო.

„დიქტატორის ზარი“ დახვეწილი და ღრმა ნაწარმოებია, რომელიც აზრის თავისუფალი გამოხატვისა და რეპრესიულ სახელმწიფოში ხელოვანთა როლის მარადიულ კითხვებს ეხმიანება.

ჩიკი გაქცევა ბერლინიდან

12,90 

ერთი მოპარული მანქანა, ორი „უვარგისი“ ბიჭი და გზა, რომელსაც, სინამდვილეში, არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული…

ვოლფგანგ ჰერნდორფის რომანი „ჩიკი“ ოჯახის, სკოლისა და საზოგადოებისგან გარიყული ორი მოზარდის შესახებ მოგვითხრობს. მაიკ კლინგენბერგს სკოლაში ვერავინ ამჩნევს. არც მაგარია, არც პოპულარული. უბრალოდ – არის, სანამ ზაფხულის არდადეგების პირველ დღეს მის სახლს მოპარული თუ ნათხოვარი „ლადით“ ჩიკი, უცნაური და თავნება თანაკლასელი, არ მოადგება და ერთმანეთისთვის თითქმის უცხო ბიჭები გზას არ დაადგებიან. არც ზუსტი გეგმა აქვთ, არც რუკა, არც ნებართვა და არც მიზანი. მიდიან და გზად მხოლოდ უცხო ადგილებს, უცხო გზებსა და უცხო ადამიანებს კი არა, უპირველესად, საკუთარ თავს ეცნობიან.

„ჩიკი“ იმ ჩარჩოების გარღვევის ამბავია, რომლებშიც ცხოვრება გვამწყვდევს. ეს არის ისტორია იმაზე, რომ მეგობარი შეიძლება იპოვო იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელი, და იმაზეც, რომ გზა ცხოვრების საუკეთესო მასწავლებელია.

რელიგია მოკლე ისტორია

16,90 

თავის წიგნში „რელიგია – მოკლე ისტორია“ რიჩარდ ჰოლოუეი გვთავაზობს ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საინტერესო ფენომენის – რელიგიის მოკლე, გონივრულ და ობიექტურ მიმოხილვას.

ავტორი ახლებურად აანალიზებს მსოფლიოს უმთავრესი რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, ჰინდუიზმი და სხვ.) განვითარების ისტორიას, მათ იდეებსა და გავლენას კულტურაზე, პოლიტიკასა და საზოგადოებაზე.

ის რელიგიას განიხილავს როგორც სოციალურ-სიმბოლურ ინსტრუმენტს, რომელიც ადამიანებს შიშთან, მარტოობასთან და გაურკვევლობასთან გამკლავებაში ეხმარება.

მიუხედავად თემის სირთულისა, ნაშრომის თხრობის სტილი გამოირჩევა სიმარტივით, ლაკონიურობითა და მოქნილობით. ავტორი, მიუხედავად იმისა, რომ თავად წლების განმავლობაში შოტლანდიური ეკლესიის მსახური იყო, გვერდს არ უვლის რელიგიის ბნელ მხარეებს — ძალადობას, დოგმატიზმს, დევნას, თუმცა არც მის ჰუმანურ ასპექტებს ტოვებს უყურადღებოდ.

სერია „მოკლე ისტორიები“ განკუთვნილია უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის ან, უბრალოდ, ცნობისმოყვარე მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ, ამა თუ იმ საკითხში გაიღრმავონ ცოდნა.

ტალღების ხმაური

12,90 

იუკიო მიშიმა (ნამდვილი სახელი სახელია კიმიტაკე ჰირაოკა) მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იაპონელი მწერალია. მისი ცხოვრებაცა და შემოქმედებაც დრამატიზმითაა სავსე. მიშიმას სტილი განსაკუთრებულია – ესთეტიზმი, სულიერება, სიკვდილი თუ სუიციდი, იაპონური ტრადიციები და გმირული სულისკვეთება, სიყვარულისა თუ პიროვნული ძიებები მისი ნაწარმოებების მთავარი თემებია…

„ტალღების ხმაური“ მიშიმას შემოქმედებისათვის უჩვეულოდ ნათელი რომანია. მოქმედება ვითარდება შემოსაზღვრულ გარემოში, კუნძულ უტაჯიმაზე, რომლის მიკროსამყაროც თითქოს უფრო სუფთა და დაცულია ბოროტებისგან.

მთავარ გმირს, ახალგაზრდა მეთევზეს, კუნძულზე ახალდაბრუნებული მყვინთავი გოგო უყვარდება. მეთევზე ბიჭი მამით ობოლი და ღარიბია, მყვინთავი მდიდარი ოჯახის შვილია. ეს, ერთი შეხედვით, კლასიკური ისტორიაა, მაგრამ სიუჟეტი ღრმა და საინტერესო განვითარებას იძენს.

რომანი სიყვარულისა და სიწმინდის ამბავია, რომელშიც ტრადიციები, შინაგანი ბრძოლა და ადამიანური ღირსება ერწყმის ერთმანეთს.

თეთრი მაგნოლია

14,95 

“აფხაზეთის ერთ პატარა, საიდუმლოებებით სავსე ქალაქში მხოლოდ მკვდარს შეუძლია, სიმართლე ხმამაღლა თქვას. ზღვის პირას, მაგნოლიების ასწლოვან პარკში, სწორედ მაშინ, როცა იქაურობა ბედნიერი ტურისტებით უნდა გაივსოს, საზარელი მკვლელობა ხდება. მსხვერპლი უცხო ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ადგილობრივებიდან მხოლოდ ერთი მდიდარი ოჯახი იცნობს. წარსული არასოდეს არ კვდება ჩუმად, ადრე თუ გვიან, ახმაურდება და ადამიანებს გაუგონარი სისასტიკისკენ უბიძგებს. ვინ არის ნამდვილი დამნაშავე და ვინ — ნამდვილი მსხვერპლი? თამარ ერაძე ფსიქოლოგიური თრილერის, დეტექტივისა და სასიყვარულო რომანის მოყვარულებს მომაჯადოებელ გამოცდილებას ჰპირდება. „თეთრი მაგნოლია” ტრილოგიის პირველი წიგნია.”

მარო მაყაშვილის დღიური

14,95 

მარო მაყაშვილის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ქალის, დღიური რჩება ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ ტექსტად, რომელშიც აღწერილია არა მხო- ლოდ 1921 წლის სამხედრო ვითარება, არამედ 16 წლის მოზარდის ცხოვრებაც. ამ წიგნში გაიცნობთ მაროს, არა მხოლოდ როგორც ეროვნულ გმირს, არამედ როგორც პირველი კურსის სტუდენტს, რომელსაც საფრანგეთში სამეურნეო საქმის სწავლა უნდა: „მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა- წყალზედ~; გოგონას, რომელიც წითლდება, როცა უცნობ თეთრჩოხიანს გადაეყრება შემთხვევით: „კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო~; და მებრძოლს, ვისთვისაც სამშობლოზე ფიქრია მამოძრავებელი ძალა: „ეჰ! რა დროს პირად გრძნობებზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება სა- ქართველოს ბედ-იღბალი… სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძო- ლებთ… რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარუ- ლის გრძნობისა~. ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს გოგონას, რომელიც თავი- სუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა; გოგონას, რომლის მთავარი იარაღიც სიმართლისა და ღირსების დაცვა იყო და რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, მე იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება თანამემამულეთა სისხლი და ცრემლიო.

ჰოთორნების მემკვიდრეობა

16,95 

“თამაშს წესები აქვს. თამაშს გამარჯვებული ჰყავს. ჯერ კიდევ გუშინ ობოლ გოგონას ძლივს გაჰქონდა თავი, მხოლოდ სტიპენდიის მიღებასა და ახალი ცხოვრების დაწყებაზე ოცნებობდა… მაგრამ უეცრად მრავალმილიარდიანი ქონების მემკვიდრე გახდა. მაგრამ მემკვიდრეობა რომ მიიღოს, ახირებული მილიარდერის თავსატეხების ამოხსნა და თამაში უწევს… და კიდევ ბრძოლა… ამჯერად ეივერიმ უნდა გაიგოს, რატომ აირჩია მილიარდერმა სწორედ ის და რატომ იყო დარწმუნებული, რომ ეივერ გრემბსი გააერთიანებდა ჰოთორნების გახლეჩილ ოჯახს?! “

მკვდარი სახლის ჩანაწერები

16,95 

„მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ეფუძნება ავტორის ციმბირის კატორღაში ყოფნის გამოცდილებას და არის ლიტერატურული ძიება იმისა, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდე გაუსაძლის ყოფას იმ სივრცეში, სადაც ფიზიკური თავისუფლება შეზღუდულია. ალექსანდრ პეტროვიჩ გორიანჩიკოვი ცოლის მკვლელობისთვის ციმბირის სასჯელაღსრულებით ბანაკში, „მკვდარ სახლში“ იგზავნება. პატიმრები, რომელთაც გორიანჩიკოვი ხვდება, ინარჩუნებენ იმედს გარემოში, სადაც ყოველი დღე ერთია; გამოხატავენ თანაგრძნობას მაშინ, როცა თავად ყველაზე მეტად იტანჯებიან, და განიცდიან ღრმა სინანულსა და თვითგვემას წარსულში სასტიკი დანაშაულების ჩადენის გამო. დოსტოევსკი აღწერს ციხის რეალობას, იქაურ მონოტონურობასა და „უსარგებლო შრომას“… „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ არის მცდელობა გახსენებისა და გააზრების — როგორ შეიძლება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტყვეობაში მყოფმა იპოვო შინაგანი თავისუფლების ფორმა. “

გრძნობათა აღზრდა

16,95 

„გრძნობათა აღზრდა“ გვიყვება ახალგაზრდა ინტელექტუალის ფრედერიკ მოროს შესახებ, რომელიც ცდილობს თავი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, იპოვოს ჭეშმარიტი სიყვარული და იცხოვროს იმ იდეალების გათვალისწინებით, რომლებიც წიგნებმა შეუქმნა. პარიზში მოგზაურობისას, მდინარე სენაზე, ფრედერიკი ხვდება თავისი თაყვანისცემის ობიექტს — მადამ არნუს. დაოჯახებული ქალის მიმართ გაჩენილი გრძნობა იდეალიზებულია ისევე, როგორც ფუჭი ოცნებებით ნასაზრდოები ფრედერიკის მსოფლაღქმა. თუმცა, საგულისხმოა, რომ ნაწარმოებში სიყვარული არაა გადამრჩენი ძალა, არც რევოლუციაა გარდამტეხი მოვლენა და არც გმირია „გმირი“. მწერალი განზრახ არღვევს პერსონაჟების განვითარების სქემას და გვიჩვენებს პიროვნული ზრდის იმ გეგმას, რომელიც არალინეალურია. ფლობერის სამწერლო ოსტატობის წყალობით კი, მე-19 საუკუნეში მცხოვრები ადამიანის კრიზისი 21-ე საუკუნეშიც ნაცნობი და გასაგებია. რომანტიკული ილუზიების დეკონსტრუქცია და ნაწარმოების დახვეწილი სტილი ქმნის ისეთი ლიტერატურული ტექსტის მოდელს, რომელიც არა მხოლოდ ეპოქის ანარეკლია, არამედ მკითხველის ემოციური ზრდის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაც. “

კაცი მოთამაშე

31,00 

გამოჩენილი ჰოლანდიელი ისტორიკოსის იოჰან ჰაიზინგას ეს წიგნი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანია მსოფლიო კულტუროლოგიაში.

ის კულტურის რაობას უაღრესად ორიგინალური კუთხით დაგვანახებს. ავტორი ახერხებს, მწყობრი და თანმიმდევრული ხედვა შეუხამოს ნათელ და გასაგებ სტილს, რაც წიგნს სახალისო საკითხავს ხდის. მკითხველი არამარტო ახლებურად დაინახავს კულტურის არსს, არამედ უამრავ მნიშვნელოვანს და საინტერესოს გაიგებს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის წესსა და ტრადიციებზე.

ეს წიგნი უკვე მესამე ქართული გამოცემაა; თარგმანი გასწორდა და გამდიდრდა ახალი კომენტარებით.

პოლიტიკურად ცხოვრების შეძლება

16,60 

წინამდებარე ნაშრომი კონკრეტული ფილოსოფოსის თქმის გაგრძელების მცდელობით იწერებოდა; მცდელობა, რომელიც, როგორც შედეგმა აჩვენა, მცდელობისავე საზღვრებში დარჩა. ნაშრომი 2021 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად წარვადგინე.

მას აქეთ მოყოლებული არასდროს მიფიქრია მისი გამოქვეყნება; ბოლოში გასულს მთელი სისრულით ამიმხედველდა მოუაზრებლად დარჩენილის მთქმელი სიჭარბე მცდელობის შიგნით მოაზრებულზე. მაგრამ დროში ყოფნის თავისებურებება თანდათანობით იმასაც გვახვედრებს, რომ მოაზრებულს და უფრო ხშირად, მოაზრებულის უკიდურეს პირობითობას, წინ ყოველთვის მოუაზრებლად დარჩენილის ამოუწურაობა უსწრებს; ამ მიხვედრას ეკუთვნის ჩემი გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილმა ტექსტმა დღის შუქი იხილოს.

ნაცადის მხოლოდ წერტილის შემდგომ გაშლილი სფერო ახლა ფილოსოფიის გულისხმიერებით თქმის აუცილებლობითაა; გულისხმიერება, რომელიც დასაბამიერი ფიქრის უდრტვინველ გულთან (ἀτρεμὲς ἧτορ) მიბრუნებით შესაძლებლობს. ხანდახან ხდება ისეც, რომ მცდელობას მოყოლებული უშედეგობები მოულოდნელად ყველაზე აუცილებელს გვიაშკარავებენ. – ავტორი.

ჩვენ მოვიპარეთ გერმანია

10,95 

ლევან ინაურის „ჩვენ მოვიპარეთ გერმანია“ სადებიუტო კრებულია და შვიდ მოთხრობას აერთიანებს. მოთხრობები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება ენობრივი სტილით, თუმცა საერთო აქვთ თემა – განსაკუთრებულად აქტუალური და თანამედროვე.

წიგნში ყველა თავის წილ გერმანიას იპარავს. თითოეულ ქურდს თავისი იდეა და ტკივილი ასაზრდოებს. აქ ქურდობას ბევრნაირი სახელი ჰქვია: სამსახური, გართობა, ქველმოქმედება, თვითგადარჩენა, ფილოსოფია, ჰობი, წარმოსახვა. განსხვავებული სოციალური წრიდან გამოსულ პერსონაჟებს – სტუდენტებს, ემიგრანტებსა და ლტოლვილებს, სხვადასხვა რამ უბიძგებს ამისკენ და ისინიც სხვადასხვა ხერხს იყენებენ, მაგრამ ერთი უცვლელია – „მათ მოიპარეს გერმანია“.

დამალული განძი – გზამკვლევი ბავშვის შინაგან სამყაროში

34,95 

„დამალული განძი” ვაიოლეტ ოკლანდერის კიდევ ერთი საჩუქარია იმ თერაპევტებისთვის, რომლებიც ბავშვებთან, მოზარდებთან და ოჯახებთან მუშაობენ. ისევე როგორც წიგნში „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ”, ვაიოლეტი აქაც უამრავი ამბის საშუალებით, თეორიისა და გამოცდილების თანაბარი აღწერით გვახედებს თავის მუშაობაში. ეს წიგნი თვალნათლივ წარმოგვიდგენს, როგორ გამოვიყენოთ გეშტალტ-თერაპიის პრინციპები ბავშვების ცხოვრების შესაცვლელად. კარენ ფრაიდი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია.

არწივის ბუდე

5,00 

ბიორნსონის შემოქმედება (პოეზია, პროზა, პიესები) განმსჭვალულია ნორვეგიელთა წარსულის სულიერი ერთობით თანამედროვეობასთან, მშობლიური ხალხის თვისებურებათა განდიდებით. კრებულში მისი რამდენიმე მოთხრობაა თავმოყრილი. წიგნში შესულია ასევე ბიორნსტიერნე ბიორნსონის სანობელო ლექცია.

ისას დაბლობი

5,00 

„არაფერი ჟღერს ყალბად ამ პოეტურ და რეალისტურ ნაამბობში. ის სცენებიც კი, რომელიც სულ სხვა დროსა და სირცეს ეკუთვნის“– ასე აფასებდა წლების წინ ჩიკაგო ტრიბუნი დიდი პოეტის რომანს.

2011 წელს შესრულდა 100 წელი ჩესლავ მილოშის დაბადებიდან. სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა მისი რომანის – ისას დაბლობის გამოცემა ქართულ ენაზე. წიგნის კითხვისას, თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ ნამდვილი ოსტატის ხელშია და ელეგიური თხრობა ლიტვაში გატარებულ ბავშვობაზე ამიტომაცაა ასე შთამბეჭდავი და ორიგინალური.

თანამგრძნობი

29,90 

„თანამგრძნობი“ ვიეტნამელ-ამერიკელი პროფესორისა და მწერლის, ვიეტ თჰან ნგუიენის სადებიუტო რომანია, რომელიც 2016 წელს პულიცერის პრემიისა და სხვა არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი გახდა. ავტორი 4 წლის იყო, როცა 1975 წელს თავის ოჯახთან ერთად ვიეტნამისა და მშობლიური ქალაქის, ბონ-მე-თხუოტის დატოვება მოუწია და ამერიკაში, ლტოლვილთა ბანაკში აღმოჩნდა.

წიგნის პირველ გვერდებზე აღწერილი ამბებიც 1975 წელს იწყება. ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიამ სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქი საიგონი აიღო. ქალაქი ქაოსმა, შიშმა და სასო­წარკვეთამ მოიცვა. მცხოვრებლები აშშ-ს საელჩოს შენობას თავშესაფრის მიღების იმედით მიაწყდნენ. მთხრობელი პირველ პირში, დაუფარავად, ყოველგვარი შესავლის გარეშე გვეპატიჟება თავის წინააღმდეგობებით აღსავსე შინაგან სამყაროში: როგორია, იყო ჯაშუში, ჩანერგილი პასიური აგენტი, ორსახოვანი კაცი, ორი გონების პატრონი; როგორია, მუდმივად იხლიჩებოდე პოლიტიკურ შეხედულებებსა და პირად გრძნობებს შორის.

ნგუიენის სამწერლო ენა ჩანერგილი ჯაშუშის ცხოვრებასავით მძაფრია, უწყვეტად მიედინება; გაიძულებს, არ მოდუნდე, ფხიზლად გეჭიროს თვალი, შეინარჩუნო კრიტიკული აზროვნების უნარი, მაგრამ, ამავდროულად, არ დაკარგო უმთავრესი – თანაგრძნობის განცდა, რადგან მთხრობელის წინააღმდეგობრივი ცხოვრება ანარეკლია მისივე ორ ნაწილად გაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული სამშობლოსი და ხალხისა, რომელიც, თავის მხრივ, გარესამყაროს მიერ თავსმოხვეული პოლარიზაციის მსხვერპლია.

უკანონოდ შობილთა ნიშნით

17,90 

რომანში მოქმედება ვითარდება გამოგონილ სახელმწიფოში, რომელიც აერთიანებს მეოცე საუკუნის ევროპული ქვეყნების დიქტატურის, კერძოდ, ჰიტლერის დროინდელი გერმანიის, აგრეთვე საბჭოთა რეჟიმის ნიშნებს. სახელმწიფო იდეოლოგია – ეგრეთ წოდებული ეკვილიზმი – ამკვიდრებს ადამიანების იდენტობას, გამორიცხავს ერთი კონკრეტული პიროვნების განსხვავებას მეორისგან და ერთგვაროვან მასად აღიქვამს ხალხს. ეს არის სახელმწიფო, რომლის სათავეშია დიქტატორი პადუკი. რომანის მთავარი პერსონაჟი, სახელგანთქმული ფილოსოფოსი ადამ კრუგი, პადუკის თანაკლასელი იყო და ბავშვობაში დასცინოდა მას – გომბეშოს ეძახდა. და ახლა, როცა პადუკი დიქტატორი გახდა, ის ეძებს ბერკეტს, რათა გავლენიანი პროფესორი კრუგი სახელმწიფო იდეოლოგიის სამსახურში ჩააყენოს.

საინტერესოა, რომ რომანის დასაწყისში კრუგი მომაკვდავ ცოლთან საუბარში ამბობს, პოლიტიკა არ მაინტერესებსო. თუმცა, ეს ფაქტი არც დიქტატორისთვის და არც სახელმწიფო იდეოლოგიისთვის მის მიმართ გამოყენებული რეპრესიის მუხრუჭად ვერ იქცევა. ჯერ კრუგის ახლო გარემოცვას აპატიმრებენ, მერე კი – თვითონ მასაც.

წრიპა ბიჭის დღიური ტვინის გაუნძრევლად (18)

11,90 

გრეგ ჰეფლის არასდროს ეხალისებოდა სკოლაში სიარული. ამიტომაც არ ადარდებს დიდად, ქალაქის მერია სკოლის დახურვას რომ გადაწყვეტს.

თუმცა მალე იგებს, რომ მასა და მის საუკეთესო მეგობარს, როული ჯეფერსონს სხვადასხვა სკოლაში გაანაწილებენ. შეძლებენ გრეგი და მისი მეგობრები სკოლა სამუდამო დახურვისგან გადაარჩინონ?

თუ ეს გრეგის ცხოვრებაში საერთოდ ახალი თავის დასაწყისია?

წერილი ოქროსფერი მარკით

12,90 

ათი წლის ოდრი ავადმყოფ დედასა და უმცროს და-ძმაზე ზრდასრულივით ზრუნავს. გოგონა დედის ავადმყოფობის ამბავს ყველას საგულდაგულოდ უმალავს, მოსაც კი – გულკეთილ ფოსტალიონს, რომელიც პატარა კოლექციონერს ყოველ მისვლაზე ნაირ-ნაირი მარკებით ასაჩუქრებს.

ყველაფერი იცვლება, როდესაც ქუჩის გადაღმა იდუმალი მეზობელი გადმოდის, ოქროსფერმარკიანი წერილის აღმოჩენა კი ოდრის მამის მოძებნისკენ უბიძგებს და ხიფათით სავსე თავგადასავალში ამოაყოფინებს თავს.

პატარა გოგოს გულწრფელი მონათხრობი ფაქიზად ააშკარავებს იმ სირთულეებს, ტკივილებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებსაც სხვებზე მზრუნველი ბავშვები აწყდებიან. წიგნი ფარულ გმირებზე გვიყვება და სიყვარულის, მეგობრობის, გამბედაობისა და თანადგომის ძალას შეგვახსენებს.

დეტექტივობანა ამოხსენი თავსატეხები, გამოიძიე დანაშაული

8,90 

ყურადღება, ყურადღება!

ცნობილი დეტექტივი დამხმარეს ეძებს, რომელიც მასთან ერთად დანაშაულებს გამოიძიებს. თავსატეხების ამოხსნა თუ გეხერხება, მაშინ საუკეთესო კანდიდატი ხარ! შენ ნამდვილად შეძლებ დეტექტივის დახმარებას და 60 საიდუმლო დანაშაულის გამოძიებას.

აბა, მზად ხარ იპოვო დამნაშავეები?

მოიმარჯვე ფანქარი, წინ უამრავი გამოსაძიებელი საქმე გელოდება!

1Q84

44,90 

თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის სამნაწილიანი რომანი „1Q84“ 2009-2010 წლებში გამოვიდა იაპონურ ენაზე და მაშინვე მსოფლიო სენსაციად იქცა: სასიყვარულო თავგადასავლის, მისტიკის, ფენტეზის უცნაური ნაზავი, ასევე უცნაურად დაკავშირებული ჯორჯ ორუელის „1984“-თან, გამოსვლიდან ერთ თვეში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
ქალაქი ტოკიო, 1984 წელი…
ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები, ახალგაზრდა მწე­რალი-რედაქტორი ტენგო კავანა და სპორტული ინსტრუქ­ტორი აომამე, 1984-დან 1Q84-ში მოხვდებიან – დროში, სადაც ორუელისეული „დიდი ძმა“ ყოველთვის ახერხებს თვალთვალს და თავისი „გრძელი ხელებით“ ყველგან სწვდება…
როგორ განვითარდება მოვლენები, შეძლებენ თუ არა პერსონაჟები შიშითა და ხიფათით სავსე სამყაროდან თავის დაღწევას, ამას მკითხველი ტრილოგიის ბოლოს შეიტყობს.

დანიელ ფიფია – ბულათია

14,95 

ეს წიგნი გია ხარჩილავას ხსოვნას ეძღვნება. ისიც, როგორც დანიელ ფიფია, იყო წალენჯიხიდან და მთელი თავისი საქმიანობით რუსულ ტოტალიტარიზმს ებრძოდა. მან ერთადერთმა გაიმარჯვა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, იყო არჩეული მერი და ერთადერთ ოპოზიციურ მუნიციპალიტეტში შექმნა უნიკალური, სამოდელო კოალიციური თვითმმართველობა, სადაც პრიორიტეტად განათლება შეირჩა. ეს გამარჯვება ისტორიაში შევა, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალპარტიული მმართველობის მოდელი.

ეფუთიში გოშინა

19,95 

გიორგი სიჭინავა (1942-2025) გახლავთ მეგრულენოვანი მწერლობის ყველაზე თანამედროვე და ყველაზე გამორჩეული, სიცოცხლეშივე კლასიკოსად ქცეული წარმომადგენელი. თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლო პრობლემების წინაშე მდგარ მეგრულ ენას შეეხიდა და ახალი სული ჩაბერა, ეს სწორედ სიჭინავაა.

გიორგი სიჭინავა დაიბადა ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში. ახალგაზრდობაშივე ის აფხაზეთში გადასახლდა, სადაც საკმაოდ აქტიურ სამწერლო და ჟურნალისტურ ცხოვრებას ეწეოდა. გახლდათ ჟურნალ „რიწას“ რედაქტორი, არაერთი მოთხრობისა და ესსეს ავტორი. აფხაზეთის კონფლიქტის შემდგომ მწერალი თბილისში სახლდება და აქ აგრძელებს ლიტერატურულ მოღვაწეობას, გამოსცემს გაზეთ „აღდგომას“. აქვე, სიჭინავა აარსებს ჟურნალ „აია“-ს, რომელიც ხდება მეგრულენოვანი ავტორების მთავარი პლაცდარმი, ჟურნალიდან ვეცნობით როგორც ფოლკლორულ, ასევე მხატვრულ მარგალიტებს. აღსანიშნავია, რომ გიორგი სიჭინავას სახელს უკავშირდება 1924 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი პოეტის, დანიელ ფიფიას გაცნობა საზოგადოებისთვის და მისი აქამდე უცნობი შედევრების: პოემებისა და მოთხრობების გამოქვეყნება. ამავე პერიოდში ის გამოსცემს „ნანაში ნინა“-ს, ე.წ. დედაენას მეგრელი ბავშებისთვის, იბეჭდება მისი ლექსების არაერთი კრებული. XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, 2000 წელს გიორგი სიჭინავას რედაქტორობით გამოდის პირველი სრულად მეგრულენოვანი ლიტერატურული ჟურნალი „ირიათონი“. მწერლის კალამს ეკუთვნის ტრილოგია „უტუ მიქა“, რომელიც სამეგრელოს აჯანყების საინტერესო და აქამდე უცნობ დეტალებს აცნობს მკითხველს.

წინამდებარე კრებული გახლავთ მცდელობა მკითხველისთვის გიორგი სიჭინავას მეგრულენოვანი მემკვიდრეობის სრული მოცულობით გაცნობისა. წიგნში შესულია ავტორის პროზა და პოეზია სრულად, ასევე აფორიზმები და „ვაღურიაშ დჷნაჩინა“ (ვაღურიას დანაბარები), ნაწყვეტი „უტუ მიქა“-დან, სადაც ტრილოგიის ერთ-ერთი საკვანძო გმირის, ვაღურია ქარდას ფილოსოფიური ნააზრევებია გადმოცემული.

ჰოლივუდი ვაგონის კედელზე

10,50 

სურათის აღწერა – იყო ასეთ დავალება ჩვენს ბავშვობაში: სურათისთვის თვალი უნდა გაგვეშტერებინა და მასზე, რაც შეიძლება მეტი რამ დაგვენახა. ამ წიგნს თითქმის თვალდახუჭული ვწერდი – ძველი ალბომების შთაგონებით. თან ვფიქრობდი, რას ვხედავთ, როცა ბავშვობის ფოტოებს ვუყურებთ? განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბავშვობა სხვა საუკუნეში, სხვა წყობის ქვეყანაში დარჩა?

ნოსტალგიას, რადგან ჩვენი თავები გვენატრება? სინანულს, რომ თავისუფლება და სილაღე გვაკლდა? სევდას, რომ მთელი ეს წლები ოცნებებში გავიდა? როგორ შეიძლება სკოლის საკლასო ოთახად ქცეული ვაგონის კედელზე ჰოლივუდი გაჩნდეს? როგორ ვიყოთ განსხვავებულები, როცა ყველას ერთნაირად გვაცვია? როგორ დავიცვათ სიყვარული, რომელიც აკრძალულია?

ეს წიგნი, რომელშიც საქართველოს ერთ პატარა ქალაქში მომხდარ ამბებზე გიყვებით, მხატვრულიც არის და დოკუმენტურიც: არ შემეძლო დამევიწყებინა ის, რაც მოხდა. არ შემეძლო არ გამომეგონებინა, ის, რაც არ მოხდა.

ვალაუვალი

13,50 

წიგნი, რომელსაც ახლა კითხულობთ, დაბრუნებაა 90-იანი წლების „ბებერი“ პოეტის, რომელმაც საკმაოდ ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის მერე აღმოაჩინა, რომ პოეზიის, მკითხველის და საკუთარი თავის წინაშე დიდძალი ვალი დაგროვებია – გამხდარა ვალაუვალი.

როგორც შოთა იათაშვილი წერს თავის წინასიტყვაობაში, ამ კრებულით „პოეზიისგან აღებული ვალი უკვე დაბრუნებული აქვს და აწი რას იზამს, ეს უკვე მისი საქმეა. თუმცა კრებულის მუხტი გვაფიქრებინებს, რომ ეს დაბრუნება საბოლოოა და კვლავ გადამალვას არ ექვემდებარება“.

ნანა აკობიძის ლექსები გვაიძულებს, ვიფიქროთ და ესაა სწორედ ის, რაც დღეს ინტერნეტით გაზარმაცებულ მკითხველს სჭირდება – ფიქრის იძულება.“ – ალეკო ცქიტიშვილი (90-იანი წლების ლიტერატურული გაერთიანება „ბებერი პოეტების ორდენის“ წევრი)

ახალი სიმღერები

18,35 

„ახლა, როცა გიორგი კეკელიძის სიმღერებად წოდებულ ლექსებზე ვწერ, ჯერ არ ვიცი და არც ავტორისთვის მკითხავს, რა დაერქმევა წიგნს, მაგრამ მგონია, რომ ლექსების მიმდევრობა ისეთივე ან თითქმის ისეთივე იქნება, როგორც იმ სამუშაო ფაილში) დალაგებული, რომელიც წავიკითხე. ვვარაუდობ, რომ ავტორს ბევრი უფიქრია ამ განსხვავებული, თუმცა ყოველთვის მაღალი სალექსო ტექნიკით შეთხზული ლექსების მიმდევრობაზე, და ეს მიმდევრობა შინაარსის ნაწილად აღიქმება, რაც არც ისე ხშირია თანამედროვე ქართულ პოეზიაში; კიდევ უფრო იშვიათია ის სტილური და ფორმალურ. ემოციურ და შინაარსობრივი მრავალფეროვნება, რომელსაც პოეტი გვთავაზობს. როგორც წესი, პოეტები უფრთხიან ასეთ მრავალფეროვნებას ერთი კრებულის ფარგლებში, რადგან მას ყოველთვის ახლავს სტილური ამორფულობის, ქაოსურობის რისკი, და ძალიან მაღალი პოეტური კულტურაა საჭირო, ეს მრავალფეროვნება წესრიგად აქციო. კრებულში ეს სირთულე საუკეთესოდაა გადალახული. აქ, ცხადია, არ ვგულისხმობ მხოლოდ რეგულარული და თავისუფალი სალექსო ფორმების მონაცვლეობას, ფორმების, რომლებსაც თანაბარი ოსტატობით ფლობს გიორგი კეკელიძე. კრებულში არის აბსტრაქციაც და უკიდურესი ნატურალიზმიც, თითქმის თვითმდინარი ცნობიერების ნაკადიც და მცირე ლექსების დაწურული ლაკონიზმიც, ირონიაც და შეუნიღბავი სევდაც, და ამ ყველაფერს ადუღაბებს ენისა და ემოციის მართვის ძალიან მაღალი, ფაქიზი კულტურა. რომლის წყალობით ბუნებრივი მთლიანად იკითხება ისეთი განსხვავებული ლექსები, როგორიცაა, მაგალითად, „სოფლის სიმღერა“, „შიშს სიმღერა“, „ბოლო წასვლის სიმღერა“, „ოჯახს სიმღერა“. ეს მეტისმეტად ტკივილიანი კრებულია, რამდენადაც პირადული, იმდენადვე საყოველთაო და გასაგები; წიგნის ფორმატში სწორად შეფუთული მაღალი პოეზია. რომლის მხატვრულ და გეოგრაფიული სიმართლე ახლობელი უნდა იყოს, თუმცა მხოლოდ მომზადებული. მაგრამ მაინც მრავალნაირ გემოვნებისა და გამოცდილების მკითხველისათვის.“ – ზვიად რატიანი

არ დაელოდო ანგელოზებს

11,95 

„ძაღლები ყეფენ, რა უნდა ეთქვათ ახლა ძაღლებზე?“ პოეზია კითხვებია და არა პასუხები. თუ პასუხი იცი, რატომღა დაწერ. ეძიებ და აგნებ, მაგრამ „მიგნებული“ ახალი კითხვებით გეძახის ახალ გზაზე.

„გაიხსენე, რომელ სადგურს მიადექი?“ პოეზია გზაა და არა ვიწრო ოთახი. გზას მიუყვები, მაშინაც, როცა ღამით სამზარეულოში წერ. პარიზშიც ხარ, არაბეთშიც და აფრიკაშიც.

„შენ ზიხარ ოთახში, სადაც დღის ამბები გროვდება“. პოეზია სიზმარია და არა ცხადი, მაგრამ ეს სიზმარი ხშირად სიცხადეზე უფრო რეალურია და მკაცრი.

„შენი ცხადიდან ნამსხვრევებს ვიღებ სიზმრებისთვის. სიზმრები უზომოდ ცხადები არიან“. პოეზია ბზარია და არა სიმრთელე, რომლის გამთლიანებასაც უსასრულოდ ცდილობს ლექსი, მაგრამ მხოლოდ ახალ ბზარებს, კითხვებსა და გზებს ბადებს.

„ბზარების შეხორცება ძნელი ასატანია?“ პოეზიაა ნიკა ლაშხიას ახალი კრებული, სადაც ანგელოზებს არ უნდა დაელოდო“. – გაგა ნახუცრიშვილი

წამისყოფა

11,95 

ოცდამეერთე საუკუნის ქართულმა პოეზიამ ერთი აშკარა მახასიათებელი შემოგვთავაზა: ბანოვანთა რიცხობრივი უპირატესობა, რომელსაც ახლახან კიდევ ერთი ახალი სახელი და გვარი შეემატა: თამარ ჟღენტი.

კანონიკური ლექსი თუ ვერლიბრი? – ისევ აქტიურია ეს შეკითხვა და ავტორი პასუხობს: ორივე!

სხვაგან წაგვიყვანა:

თითქოს განთიადს მზემ დაუბარა:
„ჩემს ამოსვლამდე – ცა გალილეო!“
ისე გალურჯდა, – ვერ დაუფარავს
აღფრთოვანება ყრმა გალილეოს.
უცნობი ლოგოსიც მოგვაწონა: გასისხლთესლება.
საცხოვრისიც დიდი ბრიტანეთის სამეფო.
თამამი სტრიქონი წაგვაკითხა:
პირველი ლექსი უსათუოდ ქალმა დაწერა.
მინდა არ დავეთანხმო, მაგრამ როგორ?