ბიძია ტომის ქოხი

10,90 

ამ წიგნით ვეცნობით აფრო-ამერიკელების მონობის საშინელ წლებს, რომელიც აშშ-ს ისტორიის სამარცხვინო ფურცელია. მტკიცე ხასიათის ბიძია ტომი გამძლეობის, პატიოსნების, მეგობრობის, ერთგულების, სიკეთის განსახიერებაა, თუმცა კრიტიკოსები ხშირად საყვედურობენ შემგუებლობისა და მორჩილების გამო. ტომმა კარგად იცის, რომ მას იყიდიან ან გაყიდიან, აწამებენ, მაგრამ მტკიცე სულს ვერავინ შეუბღალავს. ალბათ, ამიტომაც 2006 წელს ბიძია ტომი 101 ყველაზე გავლენიან ლიტერატურულ პერსონაჟს შორის დასახელდა.

შექსპირი ბავშვებისათვის

7,90 

შექსპირის ნაწარმოებებს მართლაც სამართლიანად უწოდეს „ყველაზე მდიდრული, ყველაზე წმინდა, ყველაზე სრულყოფილი, რითაც კი შეიძლება გენიოსი ოდესმე ყოფილიყო შთაგონებული… ისინი ბიბლიის გვერდით, ყველაზე საპატიო ადგილს იკავებს ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსთა შორის… მაგრამ შექსპირი წერდა დიდებისთვის და თან ისეთი სიტყვებით, რომელთა გაგებაც ბავშვებს უჭირთ. სწორედ ამიტომ შევადგინეთ ეს კრებული. შექსპირის პიესების საინტერესო და ლამაზი ისტორიები აქ ისეთი მარტივი ფორმით არის გადმოცემული, რომ პატარებიც შეძლებენ გაგებას და თან სიამოვნებითაც წაიკითხავენ.

საშობაო სიმღერა

7,90 

1843 წელს გამოცემული „საშობაო სიმღერა“ დღემდე მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საშობაო ნაწარმოებია. მართალია, ჩარლზ დიკენსმა თხზულებას სიმღერა დაარქვა, თავებს კი – სტროფები, მაგრამ ამბავი შობის მოჩვენებებზე პროზად მოგვითხრო. ეს წიგნი მარადიულ ფასეულობებზეა: მოყვასის სიყვარულზე, ადამიანურ თანაგრძნობაზე, გულწრფელ სიკეთეზე… ხშირად ამბობენ, რომ ადამიანი არ იცვლება, ამ ნაწარმოებში კი ავტორი საპირისპიროს ამტკიცებს – იცვლება, მთავარია, მოინდომოს….

საფრთხობელა მაფრთხობელა და სხვა მოთხრობები

8,90 

ზღაპარი ის ლამაზი სამყაროა, სადაც იოლად შეაღწევ, თუ ფერადი ოცნებებით ფრთაშესხმული ხარ. ამ ჯადოსნურ სივრცეში მოგზაურობის გარეშე ჩვენი ბავშვობა უმზეო და უხეში იქნებოდა. თუკი ერთხელ მაინც გინატრიათ, ლაჟვარდებში ჩიტივით ლაღად გენავარდათ, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად დაგაინტერესებთ. მისი წაკითხვისას კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მეგობრობით, ერთმანეთის თანადგომითა და სიყვარულით შური და მტრობა უსათუოდ დამარცხდება. როგორც ერთ-ერთი ზღაპრის მთავარი პერსონაჟი, საფრთხობელა მაფრთხობელა, გვარწმუნებს, ამქვეყნად „ჩიტებსა და საფრთხობელებსაც კი გასაყოფი არაფერი აქვთ“.

ფსიქოთერაპია ღირსებით

16,95 

ვიქტორ ე. ფრანკლის მიერ შექმნილი ლოგოთერაპია ფსიქოთერაპიის ფორმაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ომისა თუ მშვიდობის პერიოდში, ცხადყო მეთოდის ეფექტიანობა – ადამიანისთვის უბედურების შემცირებისა და საზრისის აღმოჩენა-რეალიზების შედეგად მოპოვებული ბედნიერების თვალსაზრისით. ლოგოთერაპია ადამიანებს კრიზისულ სიტუაციებში ფსიქოლოგიური მოქნილობის შენარჩუნებასა და ცხოვრების საზრისი პოვნაში ეხმარება, ახალ ფართო შესაძლებლობებს უხსნის. მისი დახვეწილი მეთოდები ისეთი პიროვნების ხელშეუვალ ღირსებას ემყარება, რომელსაც ენდობიან და რომელიც ესწრაფვის განვითარებას თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ჰარმონიული შერწყმით, საკუთარი პრობლემებისა და სისუსტეების გადალახვით. ამ წიგნში ლოგოთერაპიის ორი ექსპერტი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. პაციენტების რეალური ისტორიებისა და პროფესიული განხილვების მეშვეობით მკითხველს თავად შეუძლია აღმოაჩინოს, თუ რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ფსიქოთერაპიის ეს ფორმა.

ზოდიაქალური მაგია

29,95 

სამყაროში ყველაფერი ენერგიის მიმოცვლასთანაა ჰარმონიაში. ვარსკვლავები, პლანეტები და ჩვენც ამ საოცარი პროცესის ნაწილი ვართ. ასტროლოგია ინსტრუმენტია, რომლის წყალობით შეგვიძლია ჩავწვდეთ ჩვენს ცხოვრებაზე ციური სხეულების გავლენას. ამ წიგნის წყალობით შეიტყობთ თითოეული ზოდიაქოს ნიშნის სისუსტეებსა და ძლიერ მხარეებზე. გაიგებთ, რით არის მნიშვნელოვანი მთვარესავსეობა ან პირიქით, რომელი ზოდიაქოს ნიშანი შეგეფერებათ ცხოვრების თანამგზავრად, თანამშრომლად ან მეგობრად. შეძლებთ შეიცნოთ თქვენი ხასიათი და საკუთარი უკეთესი მომავლის შემოქმედი გახდეთ.

თომას ზღაპრები

19,95 

ამ წიგნში გაიცნობ თომას და მის მეგობრებს – ჯუჯებს, ბაიბურას, ავყანყალას, სიტყვაყლაპიას, ნიკა ლოს, მარი ლას, თუთას, თომთეს, ცაცანცალას… წახვალ საოცარ მოგზაურობაში მიწის ქვეყნიდან ცის ქვეყნისკენ და მიზანი გექნება უდიადესი – მზე მოიყვანო თოვლიან აგვისტოში, რომ გაიხარონ შოკოლადის ხეებმა და დიდხანს გაგრძელდეს ბავშვობა. ამ მოგზაურობაში, ბევრ სხვა უცნაურობასთან ერთად, იმასაც აღმოაჩენ, რომ შოკოლადის ხეების გახარებას არც მზე და სითბო სჭირდება და არც გაზაფხულ-ზაფხული. შოკოლადის ხეების სიცოცხლის წესში სულ სხვა რამ წერია და ეს რომ გაიგო, „თომას ზღაპრები“ ბოლომდე უნდა წაიკითხო.