რბილი
Georgia’s Road to Freedom. A Contemporary’s Notebook
24,95 ₾ნიკა რურუა, განათლებით კინორეჟისორი, ფილმის გადაღებს ფიქრობდა, ნატოს წევრი რომ გავხდებოდა საქართველო. ვინც მას იცნობდა, იმის მიხვედრაც არ გაუჭირდებოდა, რაზე იქნებოდა ეს ფილმი. რა თქმა უნდა, ასი წლის წინანდელ რუსულ ოკუპაციაზე და ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველების თავგანწირვაზე.
ორი მოწვევის პარლამენტის წევრობისას და კულტურის მინისტრად მოღვაწეობის დროს უამრავი პროექტი განახორციელა, მათზე საუბარს, თხრობას და ახსნა განმარტებას ალბათ ცალკე კრებული დასჭირდება, თუმცა განსაკუთრებულიც არსებობს. თბილისის ცენტრში ოლუპაციის მუზეუმის დაარსება, დავითისა და გოლიათის ბრძოლისა და მარადიული გამარჯვების სიმბოლო.
ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სამართალმცოდნეობის დოქტორის ხარისხი მიენიჭა და ასევე განსაკუთრებული ხარისხის დიპლომი, რომლითაც მოსამართლედ ან პროკურორად შეეძლო წარმატებული კარიერის გაგრძელება. სამშობლოში დაბრუნებულს ვარდების რევოლუციის ავანგარდში მოუწია ჯერ ბრძოლა, შემდეგ კი გამარჯვება. როდესაც საპარლამენტო სიაში ჩაწერაზე თანხმობა განაცხადა მწვანე ბარათი დათმო, მალე მოქალაქეც უნდა გამხდარიყო, მაგრამ ამ ყველაფერს ბრძოლა და პასუხისმგებლობა არჩია.
ეს კრებულიც ამ ბრძოლის თვალაჩინო მაგალითია.
Georgia: 50 Albums that snuck freedom in
24,95 ₾დასავლურმა „რბილმა ძალამ“ – იქნებოდა ეს ამერიკული ჯაზი თუ კინემატოგრაფია, ლიტერატურა თუ როკ-ენ-როლი – ჯერ საბჭოთა იდეოლოგიის გაშიშვლება და მერე კი აღსასრული დააჩქარა; მან მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ „ხე ნაყოფით გამოიცნობა“ – ანუ საბჭოეთში მცხოვრებთათვის ნათელყო, რომ დასავლური სისტემა, თავისუფალი ბაზრითა და სიტყვის თავისუფლებით, კაპიტალიზმითა და კერძო საკუთრებით უფრო ღირებულ შედეგს ქმნიდა, ვიდრე მარქსისტულ-ლენინისტური სოციალიზმი მისი ხუთწლედებით, „გმირი დედებითა“ და მოწინავე მწველავებით. თავისუფალი სამყაროს ეს „ნაყოფი“ ყველაზე დამარწმუნებელი არგუმენტი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომელი იდეოლოგია სჯობდა სუპერსახელმწიფოთა ჭიდილში – სოციალისტური თუ კაპიტალისტური, კომუნისტური თუ დემოკრატიული.
ქეთევან წამებული
24,95 ₾ქეთევან წამებული – ასე დამკვიდრდა ქართველთა ცნობიერებაში სახელი XVII საუკუნეში მოღვაწე კახეთის დედოფლისა, რომელიც ბაგრატიონთა მუხრანულ შტოს ეკუთვნოდა.
იმდენად დიდი და შთამბეჭდავია მისი მოწამებრივი ღვაწლი, რომ საქრისტიანოში არსებული უამრავი წმინდა მოწამისგან განსხვავებით, მხოლოდ ქეთევანი იხსენიება „წამებულის“ ეპითეტით.
ნაშრომში თავმოყრილია არა მხოლოდ ქეთევან დედოფლის სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი – ტყვეობისა და 1624 წლის 26 სექტემბერს შირაზში მოწამებრივი აღსასრულის პერიპეტიები, – არამედ მისი ბიოგრაფიიდან ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი მოვლენები და დოკუმენტები, რომლებიც ასახავს კახეთის სამეფოს მმართველობაში დედოფლის აქტიურ მონაწილეობას, დიპლომატიურ სარბიელზე მოღვაწეობას, სპარსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მცდელობას და ა. შ.
წიგნი-ალბომი უხვადაა ილუსტრირებული ქეთევან წამებულის ფრესკული და მინიატიურული გამოსახულებებით, მის სახელთან დაკავშირებული ადგილების ფოტოებითა და უცხოური გრავიურებით.
გამოცემა ეძღვნება დედოფლის მოწამებრივი აღსასრულის 400 წლისთავს.
გამოიცემა გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „შატო მუხრანის“ თანამშრომლობით.
თბილისი 1991-1992. დეკემბერ-იანვრის მოვლენები ინტერვიუები, II
34,95 ₾1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მიმდინარე შეიარაღებული გამოსვლის შედეგად დაემხო მრავალპარტიული არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება.
თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად მოხდა ზემოდასახელებული პროცესების ეპიცენტრში მყოფი პირების – ერთი მხრივ, თვითმხილველთა, უშუალო მონაწილეთა, გადატრიალების ორგანიზატორთა, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების ლიდერთა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მრავალსაათიანი მონათხრობების ჩაწერა, ერთად შეკრება, ორტომეულის მომზადება და გამოცემა.
მკითხველს ვთავაზობთ ცოცხალ ინტერვიუებს, შეფასებებისა და კომენტარების გარეშე, ხოლო განსჯა მისთვის მიგვინდვია.
თბილისი 1991-1992. დეკემბერ-იანვრის მოვლენები, ინტერვიუები, I
39,95 ₾1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მიმდინარე შეიარაღებული გამოსვლის შედეგად დაემხო მრავალპარტიული არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება.
თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად მოხდა ზემოდასახელებული პროცესების ეპიცენტრში მყოფი პირების – ერთი მხრივ, თვითმხილველთა, უშუალო მონაწილეთა, გადატრიალების ორგანიზატორთა, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების ლიდერთა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მრავალსაათიანი მონათხრობების ჩაწერა, ერთად შეკრება, ორტომეულის მომზადება და გამოცემა.
მკითხველს ვთავაზობთ ცოცხალ ინტერვიუებს, შეფასებებისა და კომენტარების გარეშე, ხოლო განსჯა მისთვის მიგვინდვია.
КАВКАЗ. Политическое и этнографическое описание (II половина XVIII века)
24,95 ₾Полковник Степан Бурнашев был специальным представителем Екатерины II при дворе Эрекле II и Соломона I и одновременно в 1783-1787 годах командующим русскими войсками, прибывшими в Грузию по Георгиевскому трактату. Во время службы в Грузии, он создал три аналитико-описательных труда о Картли-Кахетинском царстве, странах Адребижана и горских народах.
«Картина Грузии…» является важным историческим источником по социально-экономической и политической истории Грузии 80-х годов XVIII века и истории российско-грузинских политических отношений. По этому описанию становится очевидным, насколько ухудшилось политическое положение Картли-Кахетинского царства после 1783 года.
В «Описании Адребиджанских стран» автор обращается к положению в исламских ханствах Южного Кавказа и южнее: границам и политическому положению ханств, политической ориентации и связям ханов.
შედევრები
19,95 ₾ნუ გაგიკვირდებათ და, ამ წიგნში ასი შედევრი, ასიც – თითქმის შედევრი და 37 შედევრობის კანდიდატია დაბეჭდილი.
რომელი რომელია – თვითონ დაახარისხეთ.
შეიძლება, ამ წიგნში თქვენი რომელიმე შედევრი ვერ აღმოაჩინოთ და ესეც ნუ გაგიკვირდებათ: მავანს მღვდელი მოსწონს და მავანს –„ეფემერა“.
ქვეტექსტის იდუმალებით შენიღბული ლირიკული ერთეულები და- მალობანას გვეთამაშებიან და ათი წლის შემდეგ რომ შევადგინო ამავე ავტორის რჩეული, ალბათ განსხვავებულს წარმოგიდგენთ.
ზოგიერთ შედევრს გამომწვევი ისტორია აღმოაჩნდა და ამით მოიპოვა უპირატესობა, უმეტეს უმრავლესობას კი უხილავი კარნა- ხობდა 1915-1926 ბედნიერ წელიწადებში.
ამ შედევრების ავტორის ფერადი ნიღბოსანი პორტრეტი რეზო გაბრიაძემ დამიხატა ორი ათასწლეულის მიჯნაზე – 1999 წელს – და
„სასწაულის მნახველი“ მიწოდა.
ამ სასწაულს გალაკტიონი ერქვა და
ამ გალაკტიონმა 1944 წელს წიგნს მხოლოდ ავტორის სახელი დააწერა და
ეს გალაკტიონი ბავშვივით დატუქსეს: შენ ხომ აკაკი არა ხარო და
ამ გალაკტიონმა გააპროტესტა და აკაკისავე შაირი გაიმეორა: აკაკი არა ვარ, მაგრამ გალაკტიონი ვარ და თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარო და
ამ გალაკტიონს ერთხელ უცნობმა ყმაწვილმა ერთი შედევრის ახსნა სთხოვა და გაოცებულმა ამ გალაკტიონმა ნაცნობ ქალბატონს შესჩივლა: რომ ვერ ავუხსენი, ისე გამიბრაზდა, თითქოს ვიცოდი და არ გავუმხილეო.
ჩვენც ისღა დაგვრჩენია, წავიკითხოთ „ოცნება, ნახაზი საგანთა უარით“ და მადლობა ვუთხრათ „უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებულ“ ამ უცნობს.
ვახტანგ ჯავახაძე
სად არის სახლი?
11,95 ₾კრებულში „სად არის სახლი?“ ავტორი სახლის, როგორც ფუნდამენტური საყრდენის, პოეზიის მთავარი მეტაფორის მნიშვნელობას იკვლევს. წიგნის სათაური რომ შევცვალოთ და ერთგვარი ენობრივი თამაშის ობიექტად ვაქციოთ, კითხვის მრავალი ვარიაცია გამოგვივა, რომელზე პასუხებსაც ლექსებში ვიპოვით: „რა არის სახლი?“, „ვინ არის სახლი?“, „რატომ არ არის სახლი“? „როგორია სახლი?“ – ამ კითხვებზე პასუხები წიგნის კონცეფციას გაგვიხსნის – ავტორი „სახლს“ განიხილავს არა მხოლოდ როგორც ფიზიკურ სივრცეს, არამედ როგორც პიროვნულ იდენტობასა და საყვარელ ადამიანს, რომლის დაკარგვაც უსახლკარობისა და გაუცხოების განცდას აჩენს.
კრებულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ემიგრაციული ყოფის სიმძიმეს, რაც დედასთან ხანგრძლივი განშორების შემდეგ დაბრუნებასა და გაუცხოებაში იკვეთება. „სახლი“ არა მხოლოდ ცენტრალური მეტაფორა, არამედ მთავარი ლექსიკური ერთეულიცაა – სიცარიელის სასახლეები, ნასახლარები, სიყვარულისა და სამკვიდრო სახლი, სიზმრის სახლები და სხვისი სახლების იმედად ყოფნა… და ბოლოს, ენა, როგორც სახლი და პოეზია, როგორც ამ სახლის მთავარი ფიზიკური სხეული.
დიანა ანფიმიადი
სტრამერი
24,95 ₾პირადი დრამები, სიყვარული და განშორება, ბედნიერებასა და სამართლიან სამყაროზე ოცნება, რომელსაც მძიმე რეალობა უპირისპირდება.
ნათან სტრამერი ნიუ-იორკში წარუმატებელი ემიგრაციიდან 1900 წელს პოლონეთში ბრუნდება და სიყმაწვილის სიყვარულთან, რივკასთან ერთად მრავალშვილიან ოჯახს ქმნის. სანამ რივკა ზღვის პირას გასეირნებაზე ოცნებობს, ფიქრებით ჯერ კიდევ ნიუ-იორკში მყოფი ნათანი კი იმ ერთ სარფიან გარიგებას დაეძებს, რომელიც ერთოთახიან ბინაში შეყუჟულ მის პატარა, ებრაულ ოჯახს კეთილდღეობამდე მიიყვანს, მათი ექვსი შვილი თვალსა და ხელს შუა იზრდება და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს: რენას ცოლიანი მამაკაცი უყვარდება, რუდეკი კლასიკური ფილოლოგიის სტუდენტია, ჰესიო და სალეკი კომუნიზმით არიან გატაცებული, ხოლო ნაბოლარები, ველა და ნუსეკი მოუთმენლად ელიან, როდის გახდებიან სრულწლოვნები. სტრამერების ღარიბულ, მაგრამ ერთმანეთის სიყვარულით აღსავსე ოჯახში თანდათან იპარება რაღაც, რასაც თითოეული მათგანი გრძნობს, მაგრამ მისთვის სახელის დარქმევა უჭირს.
რომანი ორ მსოფლიო ომს შორის ტარნოვში მცხოვრებ ებრაულ ოჯახზე თითქოს წინასწარ არის განწირული სევდიანობისა და ტრაგიკული ფინალისთვის, მაგრამ მიკოლაი ლოზინსკი ახერხებს, რომ თავისი გმირებისადმი დღევანდელობისთვის უჩვეულო სითბოთი და თანაგრძნობით, თან კი მსუბუქი იუმორით გაფანტოს ის შავი ფერი, სიმძიმე და ტრაგიზმი, რომელიც იმდროინდელ მოგონებებს ახლავს თან
შუაღამის შვილები
29,95 ₾1947 წლის 15 აგვისტო, საათის ისრები შუაღამეს უახლოვდება – ინდოეთი ბრიტანული იმპერიისგან დამოუკიდებლობას მოიპოვებს, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ათას ერთი ბავშვი იბადება. „შუაღამის შვილები” უჩვეულო ნიჭით არიან დაჯილდოებულნი, ერთ-ერთი მათგანია სალიმ სინაი – ბიჭი, რომლის ბედიც ახალშობილი სახელმწიფოს ბედისწერას გადაეჯაჭვა. რომანის შუაგულში მდგომი, დიდი ისტორიის მძევლად ქცეული სალიმ სინაი ცდილობს
საკუთარი ხმა ეპოქალურ ქაოსში იპოვოს.
„ᲛᲔ ᲕᲐᲠ ᲘᲡ, ᲕᲘᲜᲪ ᲑᲔᲓᲘᲡᲬᲔᲠᲐᲛ ᲬᲘᲜᲓᲐᲬᲘᲜ ᲒᲐᲓᲐᲯᲐᲭᲕᲐ ᲗᲐᲕᲘᲡᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐᲡᲗᲐᲜ“.
სალმან რუშდი
„შუაღამის შვილები” ერთგვარი მოგზაურობაა, სადაც კულინარიული რეცეპტები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ომის სტრატეგიები, ხოლო ოჯახური საიდუმლოებები – როგორც სახელმწიფო გადატრიალებები. ეს არის რომანი მათთვის, ვისაც ლიტერატურაში მასშტაბი, ფანტაზია და დაუნდობელი გულწრფელობა უყვარს.
სალმან რუშდი ოსტატურად აერთიანებს მაგიურ რეალიზმსა და ისტორიულ პროზას, ერთმანეთში აქსოვს მითებს, ზღაპრებსა და სასტიკ ისტორიულ სინამდვილეს. რომანის პერსონაჟები ყნოსვით, სურნელის ნაცვლად, მომავალს გრძნობენ, ხოლო პირადი ტრაგედიები ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისებს ემთხვევა. ინდური ბაზრების ხმაური და სანელებლების სურნელი მრავალხმიან ექსპერიმენტულ ენას ქმნის, რომელიც ფიზიკურ შეგრძნებებს იწვევს.
„შუაღამის შვილებმა” ბუკერის პრემია 1981 წელს მოიპოვა, მოგვიანებით 1993 წელს მიენიჭა „ბუკერებს შორის ბუკერის” (Booker of Bookers), ხოლო 2008 წელს – „ბუკერის საუკეთესო ნაწარმოების” (The Best of the Booker) ტიტული.
მაალი ალმეიდას შვიდი მთვარე
24,95 ₾შრი-ლანკის სამოქალაქო ომი, რომელიც 1983 წელს დაიწყო და 26 წლის განმავლობაში, 2009 წლამდე, გრძელდებოდა, შეჰან კარუნატილაკას ამ რომანის მთავარი სიუჟეტური ხაზია.
ავტორი გვაცნობს მაალი ალმეიდას, გარდაცვლილ ფოტოჟურნალისტს, რომელიც „შუალედურ“ სივრცეში, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არსებულ მეტაფიზიკურ ზონაში იღვიძებს. მას ეძლევა შვიდი „მთვარე“, დროის სიმბოლური მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც საკუთარი მკვლელობის გარემოებები უნდა გამოიძიოს და მის მიერ გადაღებული ფოტომასალები – სახელმწიფო ძალადობის, სამხედრო დანაშაულებისა და პოლიტიკური კორუფციის შესახებ გაავრცელოს, რაც რომანს გარკვეულწილად დეტექტივის ჟანრის კანონშიც აქცევს. აღსანიშნავია, რომ ავტორი მეორე პირის თხრობას მიმართავს, რაც მკითხველს მაალის გამოცდილებასთან კიდევ უფრო აახლოებს და მოვლენათა უშუალო თანამონაწილედ აქცევს. ამგვარი თხრობითი არჩევანი ამძაფრებს იმ იდეასაც, რომ გარდაცვლილები არსად ქრებიან: ისინი ცოცხლებს ჩურჩულით ესაუბრებიან, სიზმრებში ბრუნდებიან და ჩვენს შინაგან ხმებს ერევიან.
კარუნატილაკა ქმნის მრავალშრიან ნარატივს, სადაც რეალისტური პოლიტიკური კონტექსტი ერწყმის შრი-ლანკურ მითოლოგიასა და ფოლკლორულ წარმოდგენებს სიკვდილისა და საიქიოს შესახებ. ამ წიგნში დემონური და ზებუნებრივი ფიგურები ისტორიული ტრავმის მეტაფორები ხდებიან.
და მაინც, რა ღირებულება აქვს დოკუმენტირებულ სიმართლეს იმ საზოგადოებაში, სადაც ძალაუფლება სისტემატურად ახშობს მას? რა ხდება, როდესაც ისტორიის წერას არა გამარჯვებულები, არამედ მოჩვენებები აგრძელებენ? „მაალი ალმეიდას შვიდი მთვარე“ ამ კითხვებზე პასუხების გაცემის მცდელობაა.
გულში მოციმციმე ლამპარი
19,95 ₾ბანუ მუშთაქი სამხრეთინდოელი მწერალი, იურისტი და აქტივისტია. იგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უყურებდა თანამემამულე მუსლიმი ქალების მძიმე ცხოვრებას, რაც მოგვიანებით აისახა მოთხრობების კრებულში „გულში მოციმციმე ლამპარი“.
ესაა ამბები მდიდარ, მოხუც, დაქვრივებულ თუ ცხოვრების მდინარებას დანებებულ ქალებზე. მათ საერთო კულტურული და რელიგიური გარემო აქვთ. გარემო, რომელიც კვლავაც ავიწროებს ქალებს და კლასობრივად დაყოფილ საზოგადოებაში დაკანონებული ნორმების მიყოლას აიძულებს.
ერთი მოთხრობა გადმოგვცემს ახალგაზრდა დედის ამბავს, რომელსაც სამი ქალიშვილის დაბადების შემდეგ ქმარი უცერემონიოდ ტოვებს. მუსლიმური კანონით, კაცს უფლება აქვს, ხელახლა დაქორწინდეს, სანამ მისი ქალიშვილები და ყოფილი ცოლი შიმშილობენ. მეორე მოგვითხრობს დაზე, ძმამ მემკვიდრეობის წილის გარეშე რომ დატოვა და ამ თემის გადასაფარად სოფლისთვის საჭირბოროტო საკითხსაც კი შეეჭიდა. სხვა გვიყვება ქვრივ მოახლეზე, რომელსაც თავისთვის მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წყალში დასველებული სუდარა
ემეტება, მაგრამ მექაში მოსალოცად ჩასულ ქალბატონს საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება ექცევა პრიორიტეტად და მოახლის თხოვნას ივიწყებს. ბოლო მოთხრობა ქალის წერილია ღმერთისთვის, სთხოვს, ქალების თვალითაც შეხედოს მათ მძიმე ცხოვრებას.
მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება მხოლოდ ტკივილი არ არის და ბანუ მუშთაქიც ცდილობს, მკითხველს გულში მბჟუტავი სინათლე მოაძიებინოს და ის მოციმციმე ლამპრად აქციოს.
დღეების დასასრულს
19,95 ₾როგორი იქნებოდა ცხოვრება, თუ…
ჯენი ერპენბეკის რომანი „დღეების დასასრულს“ ლიტერატურული ექსპერიმენტია – ის აღწერს, თუ როგორ კვეთს ადამიანის ტრაგედია ისტორიას, შემთხვევითობა – არჩევანს. ცხოვრება შემთხვევითობათა უწყვეტი ჯაჭვია, სადაც დასასრული შესაძლოა ახალი დასაწყისი აღმოჩნდეს. რომანი იკვლევს, რამდენად არის დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება წვრილმან, შემთხვევით გადაწყვეტილებებსა და გარემოებებზე. ერთი ჩასუნთქვა, მუჭა თოვლი ან დროულად გაღებული კარი – ზოგჯერ საკმარისია სრულიად შეცვალოს ბედისწერა.
რომანი ხუთ წიგნს, ხუთ თავგადასავალს აერთიანებს და განსხვავებული პერსპექტივიდან აღწერს ერთი ქალის ცხოვრების სხვადასხვა ვერსიას. მთავარი პერსონაჟის ბედისწერას მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენები განსაზღვრავს: პირველი მსოფლიო ომი, ჰაბსბურგთა იმპერიის დასასრული, სტალინური ტერორი, გერმანიის დაყოფა, ავტორიტარიზმი მის აღმოსავლეთ ნაწილში. რომანის მთავარი გმირი რამდენჯერმე კვდება – ბავშვი, ან იქნებ შეყვარებული, ანდა, ღვაწლმოსილი, ყველასგან მივიწყებული, ან იქნებ არც? – ცხოვრება ხომ არა სწორი ხაზი, არამედ შემთხვევითობებისა და არჩევანის რთული ლაბირინთია.
ჯენი ერპენბეკის „დღეების დასასრულს“ თანამედროვე გერმანელი ავტორის მეორე რომანია, რომელსაც „ინტელექტი“ გამოსცემს. ბუკერის პრემიით დაჯილდოებული და მრავალ ენაზე ნათარგმნი „კაიროსი“ 2025 წელს გამოიცა ქართულ ენაზე.
დიდი საჭადრაკო დაფა
24,95 ₾„დიდი საჭადრაკო დაფა“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნაშრომია თანამედროვე გეოპოლიტიკის შესახებ, რომელშიც ავტორი აანალიზებს ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას და ევრაზიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გლობალური ძალთა ბალანსის განსაზღვრაში. ზბიგნევ ბზეჟინსკი ამტკიცებს, რომ სწორედ ევრაზიაა ის სტრატეგიული სივრცე, სადაც წყდება მსოფლიო პოლიტიკის ბედი და სადაც ერთმანეთს ეჯიბრებიან დიდი სახელმწიფოები.
წიგნში დეტალურადაა განხილული ამერიკის შეერთებული შტატების როლი როგორც ერთადერთი ზესახელმწიფოსი და მისი გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები ევრაზიის სხვადასხვა რეგიონში. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევროპას, რუსეთს, ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და კავკასიას, აღწერს მათ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და აფასებს იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც გავლენას ახდენს ძალთა განაწილებაზე ამ ფართო სივრცეში.
ბზეჟინსკის ანალიზი აერთიანებს ისტორიულ გამოცდილებას, სტრატეგიულ ხედვასა და პრაქტიკულ პოლიტიკურ ცოდნას. წიგნი მნიშვნელოვანი ინტელექტუალური გზამკვლევია საერთაშორისო ურთიერთობების, გეოპოლიტიკისა და მსოფლიო პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის და დღემდე რჩება ერთ-ერთ ძირითად ტექსტად გლობალური სტრატეგიისა და ევრაზიის პოლიტიკის გააზრებისათვის.
წამით გამკრთალი
19,95 ₾ოლდოს ჰაქსლის „წამით გამკრთალი“ (ფრაზა შექსპირის „მაკბეტიდან“ Brief Candles), ოთხი მოთხრობისგან შედგება. წიგნი პირველად 1930 წელს გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მოთხრობა სხვადასხვა ამბავს გვიყვება და სრულიად განსხვავებულ სიუჟეტურ სტრუქტურას ქმნის, გამოცდილი მკითხველის თვალს, პერსონაჟების უმეტესობაში, საერთო შტრიხების ამოცნობა არ გაუჭირდება. მოთხრობები საუკეთესოდ გადმოსცემს ადამიანის ქცევის წესებსა და უცნაურობებს. უნდა აღინიშნოს, რომ ჰაქსლიმ დიდ მწერლებთან ერთად – გოლსუორსი, ფორსტერი, უელსი, მოემი, მენსფილდი, კიპლინგი, კოპარდი – მოთხრობის, როგორც ლიტერატურის ერთ-ერთი წამყვანი ჟანრის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ჰაქსლის მოთხრობები ადეკვატურად გადმოსცემს ეპოქის სწრაფ, წინააღმდეგობრივ განვითარებას, ზნეობრივ საკითხებსა და ფაქტობრივ სინამდვილეს. ავტორი უამრავ კითხვას სვამს, უამრავ საკითხს ეხება და ცდილობს ყოველ მათგანს თავად გასცეს პასუხი. ის მკითხველს ადამიანური სისუსტეების, ბედისწერასა და ცხოვრებას შორის კავშირის, ზნეობრივი საქციელის, თვალთმაქცობის, სიხარბის, თვითიდენტობის სირთულეების აღწერასა და ღრმა, საინტერესო ანალიზს სთავაზობს.
ჰაქსლის თხრობის ტონი ხან ირონიულია, ხანაც მწვავე და განმგმირავი, რაც ყოველ წინადადებას დიდ მნიშვნელობას სძენს. ზუსტი ფსიქოლოგიური ანალიზისა და ინტელექტუალური თხრობის მოყვარული მკითხველები არაერთხელ უბრუნდები ან კრებულს. თითოეული ისტორია ზედმიწევნით ფრთხილად ვითარდება და მოულოდნელ შემობრუნებამდე მივყავართ, რაც ნათელს ჰფენს მოკვდავობის, თვითმოტყუებისა და იმედის მყიფე თემებს. საინტერესოა მწერლის შეხედულება ხელოვნებაზე. მისი აზრით, ხელოვანმა რეალობის მრავალმხრივი ქაოსიდან მოწესრიგებული ერთიანობა უნდა შექმნას, რაც ადამიანის ინტელექტის ამაღლებასა და შინაგანი თავისუფლების მოპოვებას მოემსახურება…
კრებული განკუთვნილია მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებისთვის – მათთვის, ვინც აფასებს მოხდენილ და, ამავდროულად, მიზანდასახულ თხრობას. ლაკონიური, ძლიერი და ღრმად ადამიანური „წამით გამკრთალი…“ მე-20 საუკუნის დასაწყისის ლიტერატურული სრულყოფილების ნიმუშს წარმოადგენს.
ძველი სიმღერები
11,95 ₾შემოქმედი კი არ ირჩევს თემატიკა იქნება, ხედვის რაკურსი თუ ენობრივ-სტილური თავისებურება, არამედ: თემატიკა, ხედვის რაკურსი თუ ენობრივ-სტილური თავისებურება ირჩევს შემოქმედსაც და მის სვლასაც ამ გზაზე – გარდასახვებიანად, შემობრუნებებიანად, ნიღბებიანად. ყველაზე ხელშესახები გიორგი კეკელიძის სიმღერათა ამ ორ დინებას შორის აღმოჩნდებოდა სწორედ ზმანება, ერთში – იდუმალებიდან ამომზევებული, ხოლო მეორეში – კიდევ უფრო ჩაძირული იდუმალებაში, ოღონდ მზეც რომ თან უნდა ჩაჰყოლოდა, გახსენებად ზეცის არსებობისა, რათა:
მისი უქონლობა მთელი ძალით განეცდევინებინა მკითხველისათვის და მოენდომებინა კვლავაც ზიარება იმ დაკარგულ სამყაროსთან, რომელიც ყოფით რეალობად ეგულებოდა და მშვიდადაც უმზერდა, როგორც უკვე მოპოვებულს.
დაფის მეორე მხარე
11,95 ₾დათო გორგილაძის ,,დაფის მეორე მხარე“ აერთიანებს მინიატურებს, მცირე პროზასა და ლიტერატურულ მისტიფიკაციას, ,,ნათარგმნ“ პოეტურ ჩანაწერებს – ყველაფერს, რასაც თავად ავტორი შესავალში ,,ჩასუნთქვებსა და ამოსუნთქვებს“ უწოდებს.
ჩასუნთქვისას შეჩერებული წამი და ამოსუნთქვას ამოყოლებული გული – კიდევ უფრო ზუსტად, ალბათ, ასე შეიძლება აღვწეროთ წიგნში შესული თითოეული ტექსტი – მონატრებით, ტკივილით, მარტოობითა და დანაკრგის სევდით სავსე ამბები.
მანგროს ტყის გადაკვეთა
19,95 ₾კუნძულ გვადალუპაზე ერთ-ერთი სოფლის იდუმალებით მოცულ მკვიდრს, ფრანსის სანშეს, მკვდარს პოულობენ. მისი სიკვდილი არავის უკვირს, რადგან მელანქოლიურ სანშეს თავად ჰქონდა საკუთარი აღსასრული ნაწინასწარმეტყველები; თუმცა ვინ იყო ის სინამდვილეში – კაცი, რომელიც ერთდროულად ასეთი მომხიბვლელი და ასეთი საძულველი იყო – არავინ იცოდა.
სანშეს პანაშვიდის მსვლელობისას, სოფლის მაცხოვრებელთა სამგლოვიარო სიტყვები და შინაგანი მონოლოგები, პაზლის ნაწილებივით, ნელ-ნელა მთლიან სურათს ქმნის. მარიზ კონდე დიდი ოსტატობით, ფრაგმენტულად ააშკარავებს იდუმალი გმირის პორტრეტსა და თავად სოფლის მაცხოვრებლების ფარულ ვნებებსა თუ სურვილებს.
მარიზ კონდე ფრანგი, წარმოშობით გვადალუპელი ავტორია, რომელსაც 2018 წელს ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „ალტერნატიული ნობელის” სახელით ცნობილი ახალი აკადემიის ჯილდო გადაეცა.
სხვა ხმები, სხვა ოთახები
20,95 ₾13 წლის ჯოელი დედის გარდაცვალების შემდეგ აქამდე უცნობ მამასთან მიემგზავრება. ჯოელი მისისიპის ერთ მივიწყებულ მამულში აღმოჩნდება, სადაც მას პარალიზებული მამა, ექსცენტრიკული ნათესავები და უცნაური, იდუმალებით მოცული გარემო ხვდება.
აუტანელ სიცხესა და წარსულის აჩრდილებს შორის ბიჭი უმანკოების მსხვრევის, საკუთარი იდენტობის ძიებისა და გარდაუვალი მარტოსულობის პირისპირ აღმოჩნდება.
ლეგენდარული ამერიკელი მწერალი, თრუმენ კეპოუტი ამ ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანში ოსტატურად აღწერს ახალგაზრდა ბიჭის შინაგან ტრანსფორმაციას. „სხვა ხმები, სხვა ოთახები” თრუმენ კეპოუტის სადებიუტო რომანია, რომელიც მან 23 წლის ასაკში დაწერა. ქართულად უკვე გამოცემულია ავტორის გახმაურებული რომანი „ხელის აუკანკალებლად”.
არაფერი
21,95 ₾„ომის ნანგრევებში, კარმენ ლაფორეტმა, 23 წლის ახალგაზრდა ქალმა, შექმნა ნაწარმოები, რომელიც ლიტერატურული აფეთქების ტოლფასი აღმოჩნდა“. – მარიო ვარგას ლიოსა
კარმენ ლაფორეტის „არაფერი“ ესპანურენოვან ლიტერატურაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ ნაწარმოებად მიიჩნევა. ავტორის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული რომანი მოგვითხრობს ობოლი ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომელიც პროვინციიდან ბარსელონაში სასწავლებლად მიემგზავრება.
მდიდარ თანაკურსელებთან ურთიერთობა და ბარსელონას ქუჩებში ხეტიალი ანდრეასთვის ერთადერთი გზაა საკუთარი თავის ხელახლა შესაქმნელად. ეს არის ამბავი ეგზისტენციალური შფოთვით გაჟღენთილი შინაგანი მოგზაურობისა, რომელშიც, ადამიანური ბუნების სიღრმისეულად შეცნობის მცდელობით, კარმენ ლაფორეტი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება, ინდივიდმა მიაკვლიოს შინაგან თავისუფლებას ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი.
არაფერი არსებობს, აწმყოს გარდა
12,95 ₾როგორ შევწყვიტოთ ბრძოლა დინების წინააღმდეგ?
აღმოსავლური ფილოსოფიისა და თანამედროვე დასავლური ფსიქოლოგიის სინთეზით, ალან უოტსი გვთავაზობს ერთგვარ ინსტრუქციას, რომელიც ყოველდღიური თუ ეგზისტენციალური შფოთვებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. ეს წიგნი არის გზამკვლევი მათთვის, ვისაც სურს ცხოვრების ნამდვილი არსი ამოიცნოს, რადგან, საბოლოოდ, არაფერი არსებობს, აწმყოს გარდა.
ქართულად უკვე გამოიცა ალან უოტსის ლექციების კრებული “აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა”.
ხელოვანის გზა
24,95 ₾არ აქვს მნიშვნელობა, რას საქმიანობთ, რამდენი წლის ხართ ან ცხოვრების რომელ გზას ადგახართ, ჯულია კემერონის მსოფლიო ბესტსელერი, „ხელოვანის გზა“ ცხოვრების თქვენი სურვილისამებრ წარმართვაში დაგეხმარებათ.
ჩვენ შემოქმედებითი არსებები ვართ, ამიტომ ჩვენი ცხოვრება ხელოვნების ნიმუშია. პრაქტიკაში მრავალგზის ნაცადი ინსტრუმენტებით კემერონი გვასწავლის, როგორ მივაკვლიოთ ჩვენს შინაგან შემოქმედებითობას და როგორ გამოვიყენოთ ეს უსაზღვრო ენერგია ჩვენი უზენაესი მიზნების მისაღწევად.
ქალაქის უნდო გალავანი
32,90 ₾ჰარუკი მურაკამი თავის ახალ რომანში კვლავაც აგრძელებს ხილულ სინამდვილეში ჩამალული მისტიკისა და მისტიკაში ჩამალული მოუხელთებელი რეალობის კვლევა-ძიებას. ქართველ მკითხველს უყვარს მისი მოულოდნელი, გონებამიუწვდომელი პარალელური სამყაროები, უცხო განზომილებები, სადაც პერსონაჟის „მე“ გარდაიქმნება და სხვა სივრცის ნაწილი ხდება. იქ ავლენს გმირი საკუთარ ქვეცნობიერში დაფარულ მისწრაფებებს; ცდილობს, გაარკვიოს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება უკან, ყოველდღიურობაში დაბრუნების შემდეგ, იმ ახალ ცოდნასთან ერთად, რომელზეც მანამდე ხელი არ მიუწვდებოდა. მისტიკურ სამყაროში ხეტიალის მერე კი მის სიცოცხლეში ერთგვარი „თვალახელილობის“ ეტაპი იწყება. სწორედ ასეთი „გასხივოსნების“ ისტორიაა პანდემიის დროს დაწერილი „ქალაქის უნდო გალავანიც“, რომლის იდეაც მურაკამის 40 წლის განმავლობაში არ ასვენებდა და რომლის შუახნის გმირიც სიყმაწვილეში დაკარგულ შეყვარებულს სხვა განზომილებაში დაეძებს. უნდოდ აგებული, პარსონაჟთა წარმოსახვით შექმნილი ქალაქი, სადაც ადამიანებს ჩრდილები არ გააჩნიათ, უცებ რეალური, ცოცხალი სხეული ხდება, ცნობიერებას იძენს და მუდმივად იცვლის სახეს, რომ არ გაქრეს, იარსებოს და თავისი ბინადრები არსად გაუშვას. მას გარს ისეთი გალავანი არტყია, რომლიდან გამოღწევაც, შეიძლება, სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს. ამ წიგნში ადამიანები ხორცშესხმულ გარდაცვლილებს ელაპარაკებიან, ბიბლიოთეკის თაროებზე შენახულ, მანათობელი კვერცხის ფორმის ძველ სიზმრებს ხელებით კითხულობენ, თავიანთ შიშებს ებრძვიან და სიყვარულს ელტვიან. ჰარუკი მურაკამიმ მსოფლიო ლიტერატურა ისეთი უჩვეულო მსოფლხედვის პერსონაჟებით დაასახლა, არავის რომ არ ჰგვანან: ვატანაბე, ტორუ ოკადა, კაფ(უ)კა, ტენგო, მიდორი, კუმიკო და ა. შ. თუმცა, ამ წიგნის მთავარ გმირებს სახელი არ გააჩნიათ. რატომ? ამას მკითხველი თავად უნდა მიხვდეს. 76 წლის ჰარუკი მურაკამი არ ღალატობს ახალგაზრდობაში მიღებულ გადაწყვეტილებას, თავი მხოლოდ მწერლობით ირჩინოს. საკუთარი ნიჭითა და შრომით მართლაც მოიპოვა კეთილდღეობა, რადგან მისი ყველა წიგნი ბესტსელერია. ჰარუკი მურაკამის ნაწარმოებები ორმოცდაათზე მეტ ენაზეა თარგმნილი. იგი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ბოლო ხანს კი მიენიჭა ჰანს კრისტიან ანდერსენის პრემია, რომლის ლაურეატებს შორისაც არიან კარლ უვე კნაუსგორი, ისაბელ ალიენდე და სალმან რუშდი.
ადი მთაზე სახარებლად
23,90 ₾ჯეიმს ბოლდუინის ბრწყინვალე სამწერლო შესაძლებლობების ერთ-ერთი დასტურია მისი სადებიუტო რომანი „ადი მთაზე სახარებლად“. სიუჟეტი ჯონ გრაიმსის ბავშვობასა და მის ოჯახზე გვიყვება. ჯონი მამის, გაბრიელის მსგავსად მქადაგებელი უნდა გახდეს. ამ უკანასკნელის მიმართ კი, რომლის ფანატიზმსაც ოჯახისთვის ძალადობის გარდა არაფერი მოუტანია, ჯონის სიძულვილი იმდენად ძლიერია, რომ მტკიცედ განუზრახავს თავისი ცხოვრება სხვაგვარად წარმართოს. მწერალი წიგნის საწვავად საკუთარი ბავშვობის მოგონებებსა და განცდებს იყენებს. როგორც ამბობდა, უნდოდა გარკვეულიყო იმაში, რამაც ყველაზე მეტად დააზიანა და აქ მამამისი იგულისხმება.
ნაწარმოები იმდენად მძაფრად აღწერს მთავარი პერსონაჟის ემოციებსა და ვნებებს, რომ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რას განიცდიდა ახალგაზრდა ბოლდუინი.
ადამიანის ოკულტური ანატომია
15,00 ₾ცნობილი მწერლის, ლექტორისა და მისტიკოსის მენლი პალ მერ ჰოლის „ადამიანის ოკულტური ანატომია“ პირველად 1929 წელს გამოქვეყნდა. ამ წიგნში ავტორმა შეკრიბა მსოფლიოში ცნობილი წიგნებისა და ხელნაწერების კოლექცია ალქიმიის, მისტიკისა და ოკულტიზმის შესახებ.
ავტორი განმარტავს ადამიანის სხეულს, როგორც ალეგორიულ პასუხს სამყაროს საიდუმლოებებზე და ცდილობს ახსნას სამყაროს ბუნება შინაგანად – ადამიანის სხეულში.
ქართულ ენაზე ამ წიგნის გამოჩენა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან აქამდე არავის შეუხედავს ადამიანის ანატომიისთვის, ერთდროულად, ოკულტური ცოდნის, კლასიკური მეცნიერებისა და რელიგიების პრიზმაში.
ასტროლოგიური ნაშრომი
15,00 ₾ნიკოლას კულპეპერის აღნიშნული ნაწარმოები ღრმად ჩაგახედებთ 17 საუკუნის ასტროლოგიურ მიდგომებსა და შეხედულებებში. დაინახავთ რაოდენ ოსტატტურად იყენებდნენ დღეს თითქმის მივიწყებულ ჰორარულ ასტროლოგიას და ელექციებს. კერძოდ კი თქვენ იხილავთ
ამავე დროს გაგაოცებთ ანალიზის სიზუსტე და სიღრმე, დაინახავთ ასტროლოგიის სწორად გამოყენებით როგორ შეიძლება გაიიოლოს ადამიანმა ცხოვრება. ამ ნაშრომში მოცემულია მხოლოდ პრაქტიკა. მოკლე დეტალური თეზისები, რომლებიც პირდაპირ მაგალითებით გაგიხსნით თითოეულ პოსტულატს. აქვე მოცემულია დეტალური სქოლიოები, რაც გაგიადვილებთ გაიგოთ ასტროლოგიური ტერმინები და შეიძლება ითქვას ისწავლოთ ანბანური ასტროლოგიის გარკვეული საკითხები.
ამ წიგნის წაკითხვით კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რამდენად ზუსტ გამოთვლებს და წმინდა მათემატიკურ გაანგარიშებებს იყენებს ასტროლოგია ყოველი პროგნოზისას.
ალმასის სუტრა
12,00 ₾ბუდისტური სამყაროს ერთ-ერთ უძველეს და ღრმად პატივცემულ ტექსტად აღიარებული; ალმასის სუტრა; წარმოადგენს პრაჯნაპარამიტას („სრულყოფილი სიბრძნის“) ტექსტთა კორპუსის ნაწილს, რომელიც მაჰაიანური ბუდიზმის ცენტრალურ სწავლებებს განასახიერებს.
სუტრას უძველესი ბეჭდური ვერსია ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, დუნჰუანის მღვიმეებში აღმოაჩინეს, რომელიც 868 წლით თარიღდება. ეს ტექსტი მსოფლიოში ცნობილი უძველესი ბეჭდური წიგნია, რომელიც გაცილებით უსწრებს გუტენბერგის პრესას.
„ალმასის სუტრა“ წარმოადგენს დიალოგს ბუდასა და მის მოწაფეს სუბჰუთის შორის. იგი გადმოსცემს ბუდისტურ სწავლებას იმაზე, თუ როგორ უნდა განვთავისუფლდეთ საკუთარი „ეგოსგან“, ფორმისა და ობიექტური რეალობის ილუზიისგან.
წიგნში ასევე შესულია: 1. დჰარმა-ჩაკრა სუტრა, 2. გულის სუტრა, 3. ბუდას უკანასკნელი ქადაგება სიკვდილის წინ.
მაგია
15,00 ₾ჟან გასტონ ბურჟას „მაგია“ პირველად დაიბეჭდა პარიზში 1895 წელს. წიგნი წარმოადგენს ოკულტიზმის საფუძვლების მიმოხილვას, სადაც თქვენ იხილავთ ზოგად ცნობებს მაგიისა და პრაქტიკული მაგიის შესახებ.
რეალურად წიგნის შინაარსი მის სათაურზე მეტად მრავლისმომცველია. ავტორი განიხილავს მაგიის არა ვიწრო გაგებას (რაც გულისხმობს ასტრალური ძალების შესწავლასა და მართვას), არამედ აანალიზებს ოკულტური სწავლების მთელ სპექტრს.
თავისუფალი მასონობის დაკარგული გასაღებები
18,00 ₾თავისუფალი მასონობის დაკარგული გასაღებები, ჰირამ აბიფის საიდუმლო, არის კანადელი მისტიკოსის და თავისუფალი მასონის, მენლი პ. ჰოლის წიგნი, რომელიც პირველად 1923 წელს გამოქვეყნდა. ოკულტური და ეზოთერული ცნებების მიმართ ღრმა ცოდნით გამოჩენილი ჰოლი, ინიცირებულთა ჩახლართულ მოგზაურობას იკვლევს დაფარულ საზოგადოებაში. იგი უღრმავდება მასონობის განუყოფელ ეთიკურ პრინციპებს და იკვლევს დამახასიათებელ თვისებებს, რომლებიც მოწაფეებმა უნდა გამოიმუშაონ. მასონობა წარმოჩინდება, როგორც უბრალო ინსტიტუტზე აღმატებული, უძველესი ფილოსოფიური მისტერიებისა და ცერემონიების გამაგრძელებელი. ჰოლის განმარტებები ნათელს ჰფენს მუდმივ ელემენტებს, რომლითაც მასონთა თაობები არიან მოხიბლულნი. მოცემული წიგნი ემსახურება მასონური მსოფლმხედველობის დამაჯერებელ კვლევას, ასახავს მოგზაურობას ახალბედა საფეხურიდან დახელოვნებულ ადეპტამდე და რეზონანსში მოდის როგორც გამოცდილ წევრებთან, ასევე ცნობისმოყვარე დამკვირვებლებთან.
სიყვარულის და ქორწინების ეზოთერული ფილოსოფია
20,00 ₾დიონ ფორჩუნის “სიყვარულისა და ქორწინების ეზოთერული ფოლოსოფია”, მისი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნაშორმია, სადაც იგი ქორწინებისა და სიყვარულის ოკულტურ მნიშვნელობას, სექსისა და პოლარობის პრინციპების გამოვლინებათა სახით აღწერს, როგორც უნივერსალურ ძალას, რომელიც სამყაროს უმაღლეს და უმდაბლეს სფეროებში თანაბრად ფუნქციონიბებს. ნაშრობში განხილული თემები მოიცავს სრულფოდილ ქორწინებას, სულთა შორის არსებულ “კარმულ კავშირებს”, ასევე იმას, თუ როგორც პოულობენ სულები თავიანთ მეწყვილეებს და რა იგულისხმება “ტყუპ სულებში.
წიგნი თანაბრად ეხება კონტრაცეპტივების, მასტურბაციისა და აბორტის თემებს, რომელიც ხშირად მოძველებულად საკითხებად ეჩვენებათ, მაგრამ ფორჩუნი საფუძვლად მტკიცე ეზოთერულ არგუმენტებს იყენებს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თანამედროვე მორალის ჭკუათმყოფელლობას.
ეს წიგნი აუცილებელ ინფორმაციას შეიცავს ოკულტიზმით და ეზოთერიზმით დაინტერესებული ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ასკექტით – სიყვარულით – არის დაინტერესებული.
იბნ არაბის მისტიკური ასტროლოგია
18,00 ₾XX საუკუნის ფილოსოფოსის, ხელოვნებათმცოდნისა და მთარგმნელის ტიტუს ბურჯჰარდტის ნაშრომი „იბნ არაბის მისტიკური ასტროლოგია“ ქართულად პირველად ითარგმნა.
ასტროლოგია მისტიკური ხელოცნებაა. იბნ არაბის “მეცნიერება ვარსკვლავებზე” მოიცავს ასტროლოგიურ და ასტრონომიუ ცოდნა, რომელიც ეგვიპტური, ელინური, ინდური და სპარსული ტრადიციების ღირსეული მემკვიდრეა, და რომელთა საფუძველიც, თავის მხრივ, სინკრეტული ნეოპლატონური და ჰერმეტული ფილოსოფიაა. ანდალუსიერლი სუფი მისტიკოსისა და დიდი შეიხის იბნ არაბის მსოფლმხედველობით დოქტრინა “როგორც ზემოთ, ისე ქვემოთ” მხოლოდ გამონათქვამი როდა, არამდე ცოცხალი ჭეშმარიტებაა, რომელიც სწორედ ამ წიგნით დასტურება.
ეს არის წიგნი კოსმოსზე, სადაც ყველაფერი განუფოფლად დაკავშირებულია, სადაც ღვთაებრივის გამოვლების არტიკულაიცა ასტროლოგიით ხდენა.
წიგნი რომელშიც მოცემულია მისტიკული ასტროლოგიის ძირითადი პრინციპები და ადამიანისა და ნებისმიერი ცოცხალისა და არსებულის დანიშნულება და მიზაინი – მიაღწიოს თავის სრულყოფილ ფორმასა და დანიშნულებას.
წიგნთან ერთად მოცემულია XII საუკუნის ილუსტრაცია, XVI საუკუნის სპარსული ხელნაწერიდან.
რიცხვთა წიგნი
32,00 ₾რიცხვების მაგია ადამიანებს ჯერ კიდევ იმ დროიდან აღაფრთოვანებდა, როდესაც მან რიცხვების წინასწარმეტყველების ღრმა მნიშვნელობა და შინაარსი გაშიფრა. ნუმეროლოგიის მეცნიერება ხსნის რიცხვების ოკულტურ მნიშვნელობას, მათ გავლენასა და კავშირს ადამიანის ცხოვრებასთან, ასევე გვიჩვენებს, როგორ განვსაზღვროთ ჩვენთვის იღბლიანი და მნიშვნელოვანი რიცხვები, სახელისა და საცხოვრებელი ადგილის რიცხვითი მნიშვნელობები და ხელსაყრელი დროები მნიშვნელოვანი გარიგებებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად. კაიროს მიერ ახსნილი ნუმეროლოგიის სისტემა, მარტივად გასაგებია და არ საჭიროებს ჩახლართულ მათემატიკურ გამოთვლებს. ეს სრული, შეუმცირებელი და ავტორიზებული გამოცემა საშუალებას მოგცემთ თავად გახდეთ ნუმეროლოგი, მოიპოვოთ პოპულარობა და თავიდან აგარიდოთ შარლატანების, მაწანწალებისა და უპასუხისმგებლო წინასწარმეტყველებების ხრიკები.
ტეტრაბიბლოსი
29,00 ₾კლავდიუს პტოლემეოსის „ტეტრაბიბლოსი“, ანუ „ოთხწიგნეული“, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემორჩენილი უძველესი ტექსტი ასტროლოგიაზე, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში სარგებლობდა ბიბლიის ავტორიტეტით ასტროლოგთა შორის. ის, რაც პტოლემეუსის ტეტრაბიბლოსს გამოარჩევს სხვა ასტროლოგიური ტექსტებისგან, არის მეცნიერული მიდგომა. მათთვის, ვინც დაინტერესებულია ასტროლოგიით და მისი ისტორიული განვითარებით, ეს წიგნი არის უძველესი სიბრძნის, მეცნიერული სიმკაცრის და ნოვატორული მიდგომის გამაერთიანებელი.
წიგნი დაყოფილია, ოთხ ნაწილად, რომელთაგან თითოეული ასტროლოგიის კონკრეტულ ასპექტებს ეხება.
წიგნი I – ყურადღებას ამახვილებს ასტროლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებზე, მათ შორის პლანეტების, სახლებისა და ასპექტების გავლენაზე;
წიგნი II – იკვლევს ციური პოზიციების გავლენას ადამიანის მახასიათებლებზე და ტემპერამენტებზე;
წიგნი III – ჰოროსკოპის ინტერპრეტაცია ინდივიდის დაბადების მომენტისთვის;
წიგნი IV – განიხილავს ასტროლოგიურ ტექნიკას ცხოვრების კონკრეტული სფეროების გამოკვეთისთვის.