Showing 946–980 of 4354 resultsSorted by latest

მონა

23,95 ₾

მე-17 საუკუნე. პოლონეთი. ადგილობრივებისა და ებრაული თემის თანაცხოვრება უნდობლობით, შუღლით და სისხლით არის სავსე. იაკობი წარჩინებული ებრაელია, დაწყებითი ებრაული ტრადიციული სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ძალიან ახალგაზრდას შეეხო ამ დაპირისპირების მსახვრალი ხელი _ ჰაიდამაკებმა დაარბიეს, გადაწვეს და გაჟლიტეს მისი ქალაქი და ამ დაუნდობელ ანგარიშსწორებას შეეწირა იაკობის ცოლ-შვილიც. ის ცოცხალი გადარჩა, მაგრამ, უპოვარი და უსახლკარო, პოლონელი გლეხის ოჯახს მონად მიჰყიდეს. განმარტოებული, გამრჯე, კეთილსინდისიერი და საკუთარ რწმენაში ჩაძირული იაკობისთვის ერთადერთი თავშესაფარი ლოცვაა. მაგრამ თანდათან მის გულს სხვაგვარი ფორიაქიც ეპარება, რომლის მიზეზიც პოლონელი ვანდაა _ სოფელში მარგალიტივით გამორჩეული, ოქროსფერნაწნავებიანი გლეხის ქალი. ორი რელიგია, ორი ხალხი, ორი ტრადიცია და წეს-ჩვეულებები _ ყველაფერი ამ სიყვარულის წინააღმდეგაა, მაგრამ ის უძლეველია, თუმცა მსხვერპლსაც ითხოვს… „მონა“ პოლონელ-ამერიკელი მწერლის, ლიტერატურის დარგში 1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, იცხოკ (ისააკ) ბაშევის ზინგერის, მსოფლიო ბესტსელერია.

ჯაყოს ხიზნები – პერსონაჟთა პროტოტიპები

8,95 ₾

მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „ჯაყოს ხიზნები“ შესწავლის გზაზე სხვა მრავალ ასპექტთან ერთად მეტად საყურადღებო და აქტუალურია რომანის პროტაგონისტთა – ჯაყო ჯივაშვილის, თეიმურაზ ხევისთავისა და მარგო ყაფლანიშვილის – პროტოტიპთა იდენტიფიკაციისა და მხატვრულ სახე-პერსონაჟებად მათი ჩამოყალიბების საკითხი, რაც პირველადაა მონოგრაფიულად შესწავლილი წარმოდგენილ ნაშრომში.

უბის წიგნაკებიდან

29,95 ₾

საქართველოს 70-წლიანი რუსული ოკუპაცია. მთავარი ფერი – წითელი. სერია „წითელი 70“ სწორედ საბჭოთა რეჟიმის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს, რომლებსაც საბჭოეთში თუ მის შემდეგ დიდი ქართველი მწერლები და კრიტიკოსები ქმნიდნენ. სერიის მიზანია, სანდო, ეპოქალური გამოცემებით გაახსენოს მკითხველთა ნაწილს, ახალ თაობას კი უამბოს, ასწავლოს და გაააზრებინოს, რა მასშტაბის სისასტიკე, ტერორი და რეპრესიები დაიტია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის 70-მა წელმა და როგორ აისახა ეს ყოველივე ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებაზე.

1937 წელს, უკვე დაპატიმრებული მიხეილ ჯავახიშვილის ბინაში ჩატარებულ ჩხრეკების სერიას მწერლის ქალიშვილის, ქეთევან ჯავახიშვილის წყალობით გადაურჩა უბის წიგნაკები, რომლებსაც დიდი მწერალი 1924 წლიდან 1935 წლამდე აწარმოებდა. ქართველი კლასიკოსის ბინაში მისული ჩეკისტები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ხელიდან გამოეცალათ ხელნაწერები, რომლებშიც ჯავახიშ- ვილს მთელ საბჭოთა რეჟიმზე უამრავი დაკვირვება ჰქონდა ჩანიშნული.

ჩანაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ მწერლის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება აღსავსე იყო კრიტიკით, ლანძღვითა და მუქარით. ფურცელ-ფურცელ იძერწებოდა მისი სულიერი ბიოგრაფია და მხატვრული ძიებანი. მკითხველის წინაშეა დიდი მწერლის ვნებანი უამრავი ყოფითი, ეროვნული, სოციალური თუ ლიტერატურული საიდუმლოს ამოსახსნელად.

კრიშტიანო რონალდო

11,95 ₾

ფეხბურთი მილიონების საყვარელი თამაშია. ის ოცნებების ახდენის საუკეთესო საშუალებაცაა. სპორტის ნომერ პირველი სახეობის მეშვეობით ბევრი ადამიანის ცხოვრებაში გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩენილა. ასე მოხდა ჩვენი გმირის შემთხვევაშიც. სწორედ ფეხბურთმა აქცია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, პოპულარულ, წარმატებულ და მდიდარ ადამიანად უბრალო მადეირელი ბიჭი, რომელიც, შესაძლოა საერთოდ არ დაბადებულიყო.

კრიშტიანო რონალდო შექმნა ფეხბურთმა და ამიტომაცაა, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ასე უზომოდ, რომ უყვარს მისი უდიდებულესობა. ცხადია, იდეალური ადამიანი არ არსებობს, თუმცა ახალთაობისათვის, ხვალ და ზეგ დიდი ფეხბურთელობა რომ სურს, რონალდო იდეალურთან მიახლოებული მაგალითია.

ლებრონ ჯეიმსი

11,95 ₾

უმამოდ, სიღარიბეში, საეჭვო რეპუტაციის თანატოლების გარემოცვაში გაზრდილმა ბიჭუნამ ტალანტის, თავდადებული შრომის, კალათბურთისადმი უსაზღვრო სიყვარულის, საქმისადმი პროფესიონალური მიდგომის წყალობით მთელ სპორტულ სამყაროში უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა, მილიონობით მოზარდის საყვარელ და მისაბაძ ადამიანად იქცა.

ლებრონ ჯეიმსი 40 წლის ასაკშიც ბავშვური მოტივაციითა და ჟინით გადის სათამაშოდ და ნებისმიერ მეტოქესთან დაპირისპირებისას თვალები კვლავინდებურად მიამიტი ბავშვივით უბრწყინავს.

ცხოვრებისეულ-საკალათბურთო კრედო ყველაზე ზუსტად „კალათბურთის მეფის“ ამ გამონათქვამიდან მოჩანს: „ვცდილობ სამაგალითო ადამიანი ვიყო, შვილებს კეთილი საქციელის და საქმისკენ ვუბიძგო. როდესაც, შესაძლებლობის ზღვარს მიაღწევ, ახალი ამოცანის გადაჭრა უნდა სცადო. კალათბურთი ჰორიზონტივითაა – მას ვერ მისწვდები, მაგრამ მუდმივად მისკენ უნდა იმოძრაო. იოცნებე, თითქოს მუდმივად იცოცხლებ, იცხოვრე ისე, თითქოს ცხოვრების ბოლო დღეს ატარებ“.

შეცვლის ნება : კაცები მასკულინობა და სიყვარული

20,90 ₾

პატრიარქატი ბოროტებაა, რომელსაც სიყვარულით თუ დავამარცხებთ – ეს არის ამ წიგნის მთავარი დებულება, რადგან ადამიანი თავისთავად არის ღირებული და არა იმ როლებისთვის, რომლებსაც ასრულებს ან უნდა ასრულებდეს.

ჩვენი საუკუნის გარიჟრაჟზე დაწერილი ეს ტექსტი ინტერსექციური ფემინიზმის ნიმუშია. ის გვეუბნება, რომ პატრიარქატი ყველანაირ სოციალურ ქსოვილში კი არის გამჯდარი, თუმცა მისი ბუნება კულტურიდან კულტურამდე და ათწლეულიდან ათწლეულამდე იცვლება. ამიტომაც არის, რომ კითხვისას რაღაც გვეცნობა და გულს გვტკენს, რაღაც კი უცხოდ ან გადალახულად გვეჩვენება და შვებას გვგვრის.

ეს წიგნი ბეწვის ხიდზე გავლის ფენომენალური მაგალითიცაა. ამერიკელი ბელ ჰუკსი ყველა სქესის, გენდერისა თუ პოლიტიკური მრწამსის მკითხველის განაწყენებას რისკავს და როგორღაც, საბოლოოდ, ყველას გადმობირებას ახერხებს. ჩვენ უნდა გამოვააშკარაოთ როლი, რომელსაც ქალები პატრიარქალური კულტურის შენარჩუნებასა და დაცვაში თამაშობენ, რათა პატრიარქატი ქალებისა და კაცების მიერ თანასწორად მხარდაჭერილ სისტემად ვაღიაროთ, იმის მიუხედავად, რომ ამ სისტემით კაცები მეტად ხეირობენ. პატრიარქალური სისტემის ჩამოშლა და შეცვლა ის სამუშაოა, რომელიც კაცებმა და ქალებმა ერთად უნდა შეასრულონ.

დილა და საღამო

14,90 ₾

იბადება ბავშვი, რომელსაც იუჰანესს დაარქმევენ. კვდება მოხუცი, სახელად იუჰანესი. იუნ ფოსე ამ ორ მოვლენას შორის მოქცეულ მთელ ცხოვრებას განიხილავს, თუმცა ეს განსჯა უკიდურესად დაწურულია. იწყებს იუჰანესის მამის ფიქრებით, რომლებიც მშობიარე ცოლს დასტრიალებს და ასრულებს იოჰანესის ფიქრებით ერთ დღეს, როცა ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის, მაგრამ, ამავდროულად, სრულიად განსხვავებულად. „დილა და საღამო“ არის რომანი მშვენიერ ოცნებაზე, რომლის მიხედვითაც ჩვენს ცხოვრებას აზრი აქვს.

სასოწარკვეთის აქტები

14,90 ₾

ამ პროვოკაციული და მტკივნეული რომანის უსახელო მთხრობელი ქალი ხვდება მიმზიდველ მწერალ მამაკაცს, სახელად კირანს, და, თავისი რწმენის საწინააღმდეგოდ, მთლიანად ექცევა მისი გავლენის ქვეშ. ხანმოკლე, ყველაფრის წამლეკავი ვნებიანი რომანის შემდეგ მწერალი მოულოდნელად ტოვებს მას ეჭვების, აკვიატებულობისა და სევდის მორევში. და თუ ოდესმე დაუბრუნდება, ქალს გადაწყვეტილი აქვს, შეინარჩუნოს ის და მისი სიყვარული ნებისმიერ ფასად, თუნდაც ამ მცდელობამ განადგურებამდე მიიყვანოს.

ნაწილობრივ უსულო აღიარება, ნაწილობრივ აშკარა კრიტიკა. „სასოწარკვეთის აქტები“ გამოხატავს ცნობიერებას, განაწილებულს ამბოხებასა და მორჩილებას შორის, დამცირებისგან გაქცევასა და ამ დამცირების ეროტიზაციას შორის, გიყვარდეს და იყო სიყვარულის ობიექტი. ნოლანი საგანგაშო, ელექტრონული სიზუსტით განიხილავს ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მოუხელთებელ საიდუმლოს: რატომ გვინდა ის, რაც გვინდა და როგორ გვინდა ეს.