ანტიმიმინო

12,95 

არმენ ოჰანიანის კრებულში „ანტიმიმინო“ არცერთი მოთხრობა მეორეს არ ჰგავს: ზოგი აუღელვებლად გვიყვება გრძელ ამბებს, ზოგი აზრიდან აზრზე დახტის, მუსიკალური და პოეტური სახეებით ჟონგლიორობს, თამაშობს კლასიკოსი მწერლების ციტატებით, ზღაპრებს, კომპიუტერულ თამაშებსა თუ თანამედროვე პოლიტიკოსთა გამოსვლებს ერთმანეთში ურევს… და ამ წიგნში ეს ყველაფერი, ჭეშმარიტად პოსტმოდერნისტული გაგებით, თანაბრად მნიშვნელოვანია. ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა თანამედროვე სომხური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტორს, რომელიც გამუდმებით ცდილობს, საბჭოეთის დროს სომხეთის შესახებ შექმნილი მითები და კლიშეები დაანგრიოს და დაუნდობელი თვითირონიისა და ბასრი იუმორის გრძნობის წყალობით ახერხებს, დაგვანახოს ისეთი სომხეთი, როგორიც არასოდეს გვინახავს

პრინციპები

24,95 

ამ წიგნში რეი დალიო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი და ანტრეპრენერი, წარმოგვიდგენს იმ პრინციპებს, რომლებიც ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში შეიმუშავა, დახვეწა და მათი პრაქტიკაში გამოყენებით იშვიათ წარმატებას მიაღწია, როგორც საქმიან, ისე – პირად ცხოვრებაში. ამ პრინციპების დანერგვით მიზნების მიღწევა ნებისმიერ ადამიანსა და ორგანიზაციას შეუძლია.

ნულოვანი წერტილი

15,00 

ახალგაზრდა უკრაინელი მწერლისა და პატრიოტი მეომრის, არტემ ჩეხის დოკუმენტური მოთხრობები ემყარება მისსავე დღიურებს, რომლებსაც ავტორი 2015-2016 წელს დონბასში, ფრონტის ხაზზე ყოფნისას აწარმოებდა. ეს გახლავთ გულწრფელი, ამაღელვებელი ჩანაწერები სამშობლოს ერთგული ერთი ჩვეულებრივი ადამიანისა, რომლისთვისაც უცხო არ არის არც შიში და არც დაეჭვება, მაგრამ რომელსაც არ ტოვებს საბოლოო გამარჯვების იმედი. ავტორი არ ცდილობს, თავისი თავი ან თანამებრძოლები გმირებად წარმოგვიდგინოს. მისი ტექსტები მოკლებულია პათეტიკას, მათში ვერ ნახავთ სინამდვილის შელამაზების ცდას, ვერ იპოვით იდეალიზებული, უშიშარი ეპიკური მეომრის პორტრეტებს. პირიქით, ჩეხის თვითირონიით გამსჭვალული პროზა სწორედ იმით არის ღირსშესანიშნავი, რომ უაღრესად გულახდილი და ლაკონიურია. ამაშია „ნულოვანი წერტილის“ მთავარი ღირსება.

ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა

15,00 

„ეს კრებული ჩაფიქრებულია, როგორც სხვადასხვა ამბის მეშვეობით მოთხრობილი ერთი ისტორია, – ამბობს კატერინა ბაბკინა მოთხრობების კრებულზე „ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა“. ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი აღნიშნავს, რომ მას აინტერესებს თავისი ქვეყნის წარსული, ოღონდ არა როგორც რაღაც აბსტრაქტული მოვლენების ნუსხა, არამედ როგორც კონკრეტული, სრულიად უბრალო ადამიანების გამოცდილება. „მინდა ვიცოდე, რამ ჩამოაყალიბა თანამედროვე უკრაინელები ისეთად, როგორებიც ისინი დღეს არიან: რომელმა ტრაგედიებმა, რა გასაჭირმა, რა გარემოებებმა, რომელმა საზოგადოებრივმა ნორმებმა.“ „ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა“ აერთიანებს მცირე ზომის 12 მოთხრობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული ხუთი ოჯახის ისტორიას გვიამბობენ. მოქმედება ხან 1920-იანი წლების ხარკოვში ხდება, ხან 21-ე საუკუნის დონბასში, ავტორი გვერდს არ უვლის არც მეორე მსოფლიო ომის ტრავმებს, და არც ჰოლოდომორის ტრაგედიას, ოღონდ ამ ყველაფერს ახერხებს ცალკეული ადამიანებისა და მათი ოჯახების ისტორიების გადმოცემის გზით.

1-3 წლის ბავშვის აღზრდა მონტესორის მეთოდით

25,90 

დოქტორი მარია მონტესორი ბავშვებს წლების განმავლობაში აკვირდებოდა და შეიმუშავა განათლების ტრადიციული სისტემისგან განსხვავებული მეთოდი, რომელიც პატარებს სწავლის ბუნებრივ სურვილს აღუძრავს

ავტოკრატების გაერთიანება

29,95 

ენ ეფლბაუმი, „ავტოკრატების გაერთიანება. დიქტატორები, რომელთაც სურთ მართონ მსოფლიო“ – სერია „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“ ახალი წიგნის წარდგენა 12 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ გაიმართება.
🟦 ენ ეფლბაუმი, ბრწყინვალე პუბლიცისტი, ისტორიკოსი და მწერალი, არაერთი ბესტსელერი წიგნისა თუ სტატიის ავტორი, პულიცერის პრემიის ლაურეატი, ლაკონიურად მოგვითხრობს, რამ განაპირობა ის ვითარება, რომელიც II მსოფლიო ომის შემდეგ განვითარდა და დღევანდელი მსოფლიო დიქტატორულ რეჟიმებსა და დემოკრატიულ სამყაროს შორის უკიდურესად გამწვავებულ პოლარიზაციამდე და სისხლისმღვრელ ომებამდე მიიყვანა. როგორ გაერთიანდნენ კლეპტოკრატიული დიქტატორული სისტემები დემოკრატიული წყობისთვის ძირის გამოსათხრელად და, მეორე მხრივ, რა შეიძლება დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა იღონონ ამ ბოროტების ერთიანი ძალებით აღსაკვეთად.

როცა აყვავდა ნუში

12,90 

მხიარული ტრაგიზმით აღბეჭდილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურა ჩვენი ნიშაც რომ გახლდათ და სავიზიტო ბარათიც დასავლურ ცივილიზაციაში. ჩვენ წინ გველოდა ეს საოცნებო ევროპა, სადაც გუშინ უკვე ასე მხიარულად და ლაღად შეგვებიჯებინა და სადაც საბოლოოდ უნდა დაგვემკვიდრებინა ადგილი სწორედ ამ სიცოცხლის ტალანტის ძალით!..

ეს შეხედულება, ეს განწყობილება, ეს სწრაფვა, ცხადია, ერთი თავის სათქმელი კი არ არის, არამედ „როცა აყვავდა ნუში“ ერთიანად აირეკლავს ამ განწყობილებას და წარმოდგება ერთ-ერთ სახიერ ნიმუშად მხიარული ტრაგიზმისა, თავისი ღრმააზროვანი განსჯითაც, თხრობის დახვეწილობითა და დინამიზმითაც და სტილის არტისტიზმითაც, მუსიკალური ფონიც რომ შემოსდევს, და ამ მუსიკალურ ფონს ქმნის არა მარტო უხვად ჩართული პოეტური სტრიქონები, არამედ ბელეტრისტული მონათხრობიც.

სიზმრების სასახლე

15,90 

ისმაილ კადარეს (1936-2024) ამ ყველაზე იდუმალ რომანში – „სიზმრების სასახლე“ – სახელმწიფო დიდმოხელეთა ოჯახის წარმომადგენელი, მარკ-ალემი, მუშაობას იწყებს ქვეყნის ყველაზე იდუმალ, ყველაზე ძლევამოსილ და შემაძრწუნებელ დაწესებულებაში, ადმინისტრაციაში, რომელსაც ყველასი და თითოეულის სიზმრების შეგროვება, გადარჩევა, კლასიფიცირება და ინტერპრეტაცია ევალება – დედაქალაქით დაწყებული, ქვეყნის ყველაზე შორეული სოფლებით დამთავრებული. ამ სიზმრებიდან უნდა შეირჩეს მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი სიზმარი (თავსიზმარი), რომლითაც იმპერიისა და მისი ტირანის ბედისწერის განსაზღვრა გახდება შესაძლებელი.

მარკ-ალემი ნაბიჯ-ნაბიჯ ადის კარიერის კიბეზე, მიუყვება დაწინაურების სიმძაფრითა და ვნებათაღელვით სავსე გზას და, ბოლოს, დაწესებულების უმაღლეს თანამდებობასაც აღწევს. თუმცა, შიში იმისა, რომ დაუნდობელი და ჯოჯოხეთური ბიუროკრატია საბოლოოდ მასაც მოუღებს ბოლოს, მოსვენებას არ აძლევს. არავინ იცის, რით დასრულდება მისი იდუმალებით მოცული თავგადასავალი…

ანდერძი და მემკვიდრეობა

17,90 

„ანდერძი და მემკვიდრეობა“ ვიგდის იორთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნმა საერთაშორისო პოპულარობა 2022 წელს ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვედრით მოიპოვა.

ბერგლიოტი ჟურნალის რედაქტორი და წარმატებული დრამატურგია. არის სამი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია. მისი ცხოვრება მშვიდად, მდორედ მიედინება, მაგრამ – მხოლოდ ერთი შეხედვით. მას შემდეგ, რაც მისი მოხუცებული მშობლები გადაწყვეტენ, საკუთარი მემკვიდრეობა ოთხ შვილს გაუნაწილონ,
ბერგლიოტი თავისდაუნებურად ჩაერთვება დავაში. ეს ამბავი ქალს მისთვის საძულველ წარსულში ითრევს.

დავა თანდათან გაცილებით ღრმა ოჯახურ პრობლემებს ააშკარავებს, ვიდრე ეს მატერიალურ ქონებასა და საკუთრებაზე უთანხმოებაა.

ოჯახი, რომელსაც ბერგლიოტი წლების წინ ჩამოშორდა, შემზარავ საიდუმლოს მალავს. მიზეზი საგულდაგულოდაა მიჩქმალული. მასზე საუბარი არავის არ სურს.
თანდათან ფარდა ეხდება ოჯახის ტრავმას – ფაქტს, რომლის მიუღებლობამაც ბერგლიოტს ცხოვრება დაუმახინჯა. დიდი და პატივსაცემი ოჯახი კი „ნორმალური“ კალაპოტიდან ამოაგდო.

თანამედროვე ნორვეგიელი მწერალი ვიგდის იორთი დაიბადა 1959 წელს. გაიზარდა ოსლოში. შეისწავლა ფილოსოფია, ლიტერატურა და პოლიტიკური მეცნიერებები.

არაფერი

11,90 

არაფერია მნიშვნელოვანი. ამას უკვე, კარგა ხანია, მივხვდი.

ამ, ერთი შეხედვით, უწყინარი სიტყვებით იწყება თანამედროვე დანიელი მწერლის, იანე თელერის ნაწარმოები „არაფერი“. პიერ ანტონმა გადაწყვიტა, რომ არაფერია მნიშვნელოვანი, ამიტომ სკოლაში წასვლის ნაცვლად, ქლიავის ხეზე აძვრა და სკოლისაკენ მიმავალი ბავშვების გასაგონად ნიჰილისტური აზრების გავრცელებას მოჰყვა. მისი თანაკლასელები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ჯერ კიდევ არის სამყაროში რაღაც, რის გამოც ღირს ჩვეული ცხოვრების გაგრძელება, სკოლაში სიარული… მათი მცდელობა დღითიდღე უფრო დრამატულ, სასტიკ ფორმას იღებს, მაგრამ მაინც ვერაფრით ახერხებენ, შეასმინონ პიერ ანტონს, რომ იგი ცდება.

„არაფერს“ ხშირად, „ბუზთა ბატონსაც“ ადარებენ; ადამიანური ბუნების სისასტიკე – თანაც ბავშვების მაგალითზე წარმოჩენილი – მართლაც მოგაგონებთ უილიამ გოლდინგის ცნობილ რომანს. თუმცა, იანე თელერის თხრობა კიდევ უფრო გამომწვევი და დაუნდობელია; წიგნმაც სწორედ იმით გაითქვა სახელი, რომ მისი შინაარსი მკითხველს ფილოსოფიური დისკუსიისკენ უბიძგებს.

ხელოვნების ამბავი

79,90 

„ხელოვნების ამბავი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წიგნია ხელოვნების შესახებ, რომელიც ოდესმე გამოცემულა. 60 წლის განმავლობაში იგი რჩება სწორუპოვარ შესავლად მთელი საგნისთვის — უძველესი მღვიმის ფერწერიდან თანამედროვე ექსპერიმენტულ ხელოვნებამდე. მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მკითხველისთვის პროფესორი გომბრიხი ჭეშმარიტი ოსტატია, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ცოდნა და სიბრძნე და რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით, გაუზიაროს მკითხველს უდიდესი სიყვარული ხელოვნების იმ ნიმუშების მიმართ, რომელთაც აღწერს.

“ეს არის წიგნი, რომელსაც შეუძლია — თუ მას ფართო მკითხველი გაეცნობა — მთელი თაობის აზროვნება შეცვალოს. გომბრიხის სტილი სასაუბრო და ინტიმურია. მისი განსწავლულობა ყველასთვის თვალსაჩინოა, მაგრამ იგი არ გთრგუნავს; ამასთანავე, მისგან ყველაფრის შესახებ რაღაც ახალს გაიგებთ. მას შეუძლია რამდენიმე სიტყვით მთელი პერიოდის ატმოსფერო გადმოგცეთ.”

“თაიმზის” ლიტერატურული დამატება, 1-ლი გამოცემის რეცენზია, 1950 წლის 27 იანვარი

1 პატარა პიტის კომიქსების კლუბი

14,90 

კეთილი იყოს შენი მობრძანება კომიქსების კლუბში. აქ გაიცნობ კომიქსების შემქმნელებს და წაიკითხავ ძალიან სასაცილო კომიქსებს.

მაქსისტორიები

12,90 

მაქსი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა გამომგონებელია.
მას განსაკუთრებით აინტერესებს: თამაში, ძილი და სიტყვები. ძილისას გამოგონება უჭირს, მაგრამ დანარჩენ ორში ნამდვილად ეკუთვნის გამომგონებლებისთვის დაწესებული რაიმე ცნობილი ჯილდო, რომელსაც ვინმე ცნობილი ადამიანი საზეიმოდ გადასცემს!

მონტესორი დედამიწა სტიკერებით

12,90 

ჩააკარი სტიკერი;
დახატე;
დააკავშირე;
გააფერადე…
დამოუ კიდებლად შესასრულებელი სახალისო დავალებები და მარტივი შემეცნებითი ტექსტები თამაშ-თამაშით, გამიზნულად ავითარებს ბავშვის კოგნიტურ უნარებს სკოლამდელ ასაკში.

მონტესორის მეთოდით აგებულიეს აქტივობების რვეული დაეხმარება პატარებს, უკეთ გაიცნონ ჩვენი პლანეტის შემადგენელი ნაწილები: კონტინენტები და ოკეანეები, ქალაქები და ქვეყნები, ცხოველთა და მცენარეთა სამყარო.

მონტესორი სახლი სტიკერებით

12,90 

ჩააკარი სტიკერი;
დააკავშირე;
დახატე თითებით;
გააფერადე…
მონტესორის მეთოდით აგებული ეს აქტივობების რვეული დაეხმარება პატარებს, შეძლონ საოჯახო ნივთებისა და ინვენტარის ამოცნობა და დასახელება; ისწავლონ საკუთარ ნივთებ ზე, პირად ჰიგიენასა და სახლის სისუფთავეზე დამოუ კიდებლად ზრუნვა.

მონტესორი რიცხვები სტიკერებით

12,90 

ჩააკარი სტიკერი;
გამოჭერი;
დახატე თითებით;
გააფერადე…
დამოუ კიდებლად შესასრულებელი სახალისო დავალებები და მარტივი შემეცნებითი ტექსტები თამაშ-თამაშით, გამიზნულად ავითარებს ბავშვის კოგნიტურ უნარებს სკოლამდელ ასაკ ში. მონტესორის მეთოდით აგებული ეს აქტივობების რვეული დაეხმარება პატარებს, შეძლონ რაოდენობების გააზრება და დათვლა, ციფრების ამოცნობა, ჩაწერა და რაოდენობასთან დაკავ შირება; ასევე – ნულის, როგორც „არცერთის“ გააზრება.

მონტესორი ფერები სტიკერებით

12,90 

ჩააკარი სტიკერი;
გამოჭერი;
დახატე თითებით;
გააფერადე…
დამოუკიდებლად შესასრულებელი სახალისო დავალებები და მარტივი შემეცნებითი ტექსტები თამაშ-თამაშით, გამიზნულად ავითარებს ბავშვის კოგნიტურ უნარებს სკოლამდელ ასაკში.

მონტესორის მეთოდით აგებული ეს აქტივობების რვეული დაეხმარება პატარებს ფერების, ფერთა ტონებისა და ელფერების უკეთ აღქმაში, დასახელებასა და დამახსოვრებაში.

მონტესორი 8 წლიდან აღმოაჩინე ხელოვნება

15,90 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მსოფლიო შედევრები და სხვადასხვა სირთულის მრავალფეროვანი აქტივობები ხელოვნების ისტორიის გაცნობაში დაეხმარება 8 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს.

აქტივობების რვეულის დახმარებით, ბავშვი:

გაიცნობს ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებულ მიმდინარეობებს/ჟანრებს და მათი განვითარების ისტორიულ კონტექსტებს პრეისტორიული ხანიდან თანამედროვე ურბანულ ხელოვნებამდე, ანუ სტრიტ-არტამდე.
გაიცნობს და დააკვირდება 100-მდე ხელოვნების ნიმუშს და გაიგებს თითოეული მათგანის შესრულებისას გამოყენებულ ტექნიკურ ხერხებს.
ქრონოლოგიური სკალის დახმარებით, მსოფლიო შედევრებს მიუსადაგებს შესაბამის მიმდინარეობასა თუ ისტორიულ პერიოდს.
საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების დახმარებით, თავადაც შეეცდება შემოქმედებითობის გამოვლენას.
რვეულში დაგხვდებათ: ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან პრაქტიკული სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ბარათები მსოფლიო შედევრების ნიმუშებით

მონტესორი 7 წლიდან ლოგიკა მომავალი პროგრამისტებისათვის

15,90 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული 50-ზე მეტი სახალისო აქტივობის წყალობით 7 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვები გაეცნობიან ორობითი ენისა და პროგრამირების საწყისებს.

აქტივობების რვეულის დახმარებით, ბავშვი:

მონტესორის პედაგოგიკისთვის დამახასიათებელი მიდგომის თანახმად, ყველაზე ბუნებრივი გზით – ყოფითი აქტივობებით (ნამცხვრის მომზადება, მცენარის მოვლა, სუფრის გაშლა…) გაიაზრებს, რომ ალგორითმი რიგითობის ზუსტი დაცვით შესასრულებელი მოქმედებებია, რის შედეგადაც სრულდება დავალება ან გადაიჭრება პრობლემა; შემდეგ თავადაც მოიგონებს „სახალისო ალგორითმებს“ და „გამოასწორებს ხარვეზს“ მარტივ ალგორითმებში.
რობოტ ჰეიოს მაგალითზე გაეცნობა პროგრამირებისა და რობოტიკის საფუძვლებს.
ნახატებისა და მარტივი მითითებების დახმარებით გაიცნობს თვლის ორობით სისტემას და ბულის ლოგიკურ ოპერატორებს.
მონტესორის მეთოდით შთაგონებული პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით (ოღონდ – გაჯეტების გარეშე) განივითარებს ლოგიკურ აზროვნებას და გაიაზრებს კოდის წერის უმარტივეს პრინციპებს.
რვეულში დაგხვდებათ:

ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან პრაქტიკული სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ბარათები მარტივი ალგორითმებით

მონტესორი 6 წლიდან აღმოაჩინე კოსმოსი

15,90 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკისა და სინგაპურის მეთოდის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობების მიზანია, ბავშვებს მათემატიკისადმი ინტერესი გაუღვიძოს. დავალებები თანდათან რთულდება, ამიტომ რეკომენდებულია მათი მრავალჯერ შესრულება.

აქტივობების რვეულის დახმარებით, ბავშვი:

საინფორმაციო გვერდებისა და თავსატეხების წყალობით, გამოიკვლევს მზის სისტემასა და
ციურ სხეულებს, მათ შორის – ჩვენს ლურჯ პლანეტას.
გაეცნობა ასტრონავტებისა და კოსმოსში გაგზავნილი სხვადასხვა მოწყობილობის მიღწევებს.
მიღებული ცოდნის გადამოწმებისა და განმტკიცების მიზნით, უპასუხებს ყოველი თავის ბოლოს მოცემული თემატური ვიქტორინის შეკითხვებს.შექმნის მუყაოს სათამაშოებს.
რვეულში დაგხვდებათ:

ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან პრაქტიკული სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ბარათები პლანეტებისა და თანავარსკვლავედების გამოსახულებით
რუბრიკა „იცი თუ არა?“ – პასუხები ცნობისმოყვარე ბავშვისთვის
საინტერესო იდეები კოსმოსის სიღრმისეული გამოკვლევისთვის

მონტესორი 5 წლიდან ლოგიკა მათემატიკა

15,90 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკისა და სინგაპურის მეთოდის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობების მიზანია, ბავშვებს მათემატიკისადმი ინტერესი გაუღვიძოს. დავალებები თანდათან რთულდება, ამიტომ რეკომენდებულია მათი მრავალჯერ შესრულება.

აქტივობების რვეული მოიცავს სამ ძირითად ეტაპს:

კონკრეტულს: ბავშვი ნივთების (სამუშაო ბარათები, სათამაშო კუბები…) გამოყენებით ეცნობა რაოდენობის, სიმრავლის და ა.შ. ცნებებს.
წარმოსახვითს: ბავშვი გრაფიკული ფორმით (ნახატებით, ცხრილებით) წარმოიდგენს რიცხვებს და იმ ყოფით გარემოებებს, როცა მათემატიკას ვიყენებთ.
აბსტრაქტულს: ბავშვის კონკრეტული და წარმოსახვითი წარმოდგენები თანდათან გარდაიქმნება მათემატიკურ ოპერაციებად.

რვეულის დახმარებით, ბავშვი:

აღმოაჩენს და აითვისებს ახალ ცნებებს აქტივობებით, რომელთა შესასრულებლად უმთავრესია ზეპირი მსჯელობა; გაეცნობა რიცხვებს (1-იდან ჯერ 3-ის, შემდეგ 6-ის და, ბოლოს, 10-ის ჩათვლით), ზომას, სიგრძესა და სიმაღლეს, გეომეტრიულ ფიგურებს, შეკრება-გამოკლების საფუძვლებს.

განიმტკიცებს ცოდნას აქტივობებით, რომელთა შესრულებას სჭირდება რაოდენობების სქემატურად გამოსახვა და მათი წარმოდგენა მათემატიკური სიმბოლოებით.

გამოიყენებს ამოსაჭრელ მასალას: საანგარიშო ზოლებს, რიცხვებიან ბარათებს, კუბებს, გეომეტრიულ ფიგურებს და ა.შ., რაც დაეხმარება მას, ადვილად დაძლიოს სწავლის კონკრეტული და წარმოსახვითი ეტაპები.

მონტესორი 4 წლიდან აღმოაჩინე სამყარო

15,90 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობები 4 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს სამყაროს ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოჩენაში დაეხმარება.

რვეულის პირველ ნაწილში ბავშვი თამაშ-თამაშით შეისწავლის ცოცხალ სამყაროს, მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანის აგებულებას; მცენარის სასიცოცხლო ციკლს; ყოვლისმჭამელი ცხოველების კვებით რაციონს.
რვეულის მეორე ნაწილში ბავშვი დედამიწისა და სამყაროს გასაცნობად მთელ მსოფლიოსა და კოსმოსში „იმოგზაურებს“.
აქტივობები მონტესორის მიერ შემუშავებულ პროგრესირებადი პედაგოგიკის საფუძვლებს ემყარება.
რვეულს თან ერთვის ბარათები ადამიანის სხეულის ნაწილების, მცენარეებისა და ცხოველების გამოსახულებით, გეოგრაფიული რუკები და სხვა.
ასევე:

რუბრიკა „იცი თუ არა?“ – პასუხები ცნობისმოყვარე ბავშვის შეკითხვებზე
ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან დასახატი მასალა
რჩევები სამყაროს უკეთ გასაცნობად

მონტესორი 3 წლიდან -კონცენტრაცია დაკვირვება მეხსიერება

15,90 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული 100-ზე მეტი აქტივობა 3 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს კონცენტრაციის, დაკვირვებისა და მეხსიერების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

„ეძებე და იპოვე“-ს ტიპის აქტივობები ბავშვს მრავალში განსხვავებულის გამორჩევას ასწავლის.
საგნების შედარება, ერთნაირების დაკავშირება და თითქმის ერთნაირებში წვრილმანი განსხვავებების პოვნა მას კონცენტრირების უნარს გამოუმუშავებს.
მეხსიერების გასავარჯიშებელი აქტივობების შესრულებისას ბავშვს ეტაპობრივად სთხოვეთ ჯერ ერთი ნახატის დამახსოვრება, შემდეგ –
რამდენიმესი; ასევე, დამახსოვრებული ნახატის დახატვა მეხსიერებით; თავისი ნახატის შედარება „ორიგინალთან“, შეცდომის პოვნა და შესწორება..
დაბოლოს, მიმდევრობების შევსება, ზედმეტი დეტალების პოვნა და სხვადასხვა ტიპის ლაბირინთში გზის გაკვლევა თქვენს პატარას ლოგიკური ანალიზის უნარს გაუუმჯობესებს.
ასევე:

ამოსაჭრელი და შესანახი ბარათები
მეხსიერების შესამოწმებელი მუყაოს
ბარათები

მონტესორი 2 წლიდან – ყველაზე პატარებისათვის

15,90 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული 100-მდე აქტივობა 2 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს ფორმების, ფერების, დახარისხებისა და ასოციაციების გააზრებაში დაეხმარება.

საგნების დაწყვილება, დახარისხება და მიმდევრობების შევსება ბავშვს ვიზუალურ აღქმას და ლოგიკურ აზროვნებას განუვითარებს.
ერთნაირების დაკავშირება და კენტად დარჩენილი საგნების აღმოჩენა მას კონცენტრირების უნარს გამოუმუშავებს.
„ეძებე და იპოვე“ ტიპის სავარჯიშოები ვიზუალური გარჩევისა და დაკვირვების უნარებს განუვითარებს. ამასთან, ეს სავარჯიშოები გამოიყენება სამეტაპიან გაკვეთილზე: „ვეცნობი“, „ვცნობ“ და „ვამოწმებ“…
დაბოლოს, ფერებთან, ფორმებთან, ზომებთან და კონტრასტებთან დაკავშირებული სავარჯიშოები დაეხმარება ბავშვს, სტრუქტურულად ჩამოაყალიბოს, დაახარისხოს და დაალაგოს თავისი ნააზრევი.
ასევე:

ამოსაჭრელი და შესანახი ბარათები
ამოსაჭრელი და ნახატზე დასაწებელი ბარათები
ამოსაჭრელი გეომეტრიული ფიგურები

ნაიარევი

24,95 

სარა მესა თანამედროვე ესპანელი მწერალია, დაიბადა მადრიდში 1976 წელს. მისი ლიტერატურული სტილი ხასიათდება ისეთი თემების ფსიქოლოგიური კვლევით, როგორებიცაა კომუნიკაციის ნაკლებობა, მარტოობა ძალაუფლებასა და მანიპულაციაზე დამყარებული ურთერთობები. სარა მესას რომანების ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი არის ზნეობრივი ორაზროვნების და ადამიანური ურთიერთობების სირთულეების ძიება. მისი პროზა გამოირჩევა პირდაპირობით, სიზუსტით, ლაკონიურობით. ის თავიდანვე ითრევს მკითხველს დამთრგუნველ გარემოში, …

სტუმარ მასპინძელი

14,95 

ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელი“ საქართველოსა და მთელ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციის – სტუმარ-მასპინძლობის ამბავს გვიამბობს. ქისტი ჯოყოლა და ხევსური ზვიადაური ნადირობისას შეხვდებიან ერთმანეთს. ჯოყოლა ვერ იცნობს თავის ძმის მკვლელს, ქისტების რისხვას – ზვიადაურს, დაუმეგობრდება მას და შინ ღამის გასათევადაც მიიპატიჟებს. ეს ამბავი არ გამოეპარებათ ქისტებს, ისინი კარგად ცნობენ მოსისხლე მტერს, ზვიადაურს და გადაწყვეტენ ჯოყოლას სახლშივე შეიპყრონ იგი.

უსაფრთხოების სოციალური ფსიქოლოგია. თეორია და პრაქტიკა

30,00 

სახელმძღვანელო ეძღვნება უსაფრთხოების სოციალურ-ფსიქოლოგიური საფუძვლების პრეზენტაციას. დამხმარე სახელმძღვანელო შეიცავს არა მხოლოდ სხვადასხვა ტიპის უსაფრთხოების თეორიულ ანალიზს, არამედ მათი უზრუნველყოფის ფაქტობრივი პრაქტიკის გამოყენებით ასპექტებს.

ეთნოფსიქოლოგია

18,30 

სახელმძღვანელოში გაშუქებულია ეთნოფსიქოლოგიის ძირითადი ტერმინები და ცნებები, ობიექტი და საგანი, ეთნოფსიქოლოგიის მეთოდოლოგია და ამოცანები.

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ფსიქოლოგიური ასპექტები

20,00 

ქეთევან ჯაფარიძის მონოგრაფია ეძღვნება ონკოლოგიური დაავადებების ფსიქოლოგიური ასპექტების თეორიულ ანალიზსა და ემპირიული კვლევის გზით ონკოლოგიური ავადმყოფისათვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აუცილებლობის დასასაბუთებლად საჭირო მტკიცებულებათა მოპოვებას.

გული ფარად

16,60 

საყოველთაოდ ბინძური საქმეები მშვიდ, მზიან დღეებში იგეგმებიან. როცა გაზაფხულის წყნარ საღამოს, ქალაქის მეჩხერ ხეთა ახალამოყრილ, ჯერ კიდევ ფაფუკ, რბილადშეღინღლულ ფოთლებს ჩამავალი მზის სხივი ოქროსფრად გალანდავს, მშვიდი, უბრალო ადამიანები ამ მშვენიერი სანახაობით, მდელოზე ფეხმორთხმულნი და სულგანაბულნი ტკბებიან, ძალითა და გავლენით უფალნი კი, ძვირად საეშმაკო ამბებს თხზავენ და მათთვის ხორცშესასხმელად გეგმებს აწყობენ, საბრძოლო ველს დაადგენენ და სამოქმედო ტაქტიკას განიხილავენ…

საქართველო იოსებ სტალინის წინააღმდეგ

20,00 

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი ისტორიული ფიგურაა, საკუთრივ საქართველოს ბედზე მის გავლენაზე ყურადღება ჯერაც არ გამახვილებულა. დღემდე არ არსებობს ამ ტიპის არც სამეცნიერო, არც სამეცნიერო – პოპულარული და არც თუნდაც მხატვრული ნაშრომი; არ გადაღებულა ფილმი, არ გამართულა კონფერენცია. ეს წიგნი ქართულ დისკურსში მე-20 საუკუნის საქართველოს ბედზე სტალინის როლსა და გავლენაზე ფოკუსირების პირველი მცდელობაა.

ამ წიგნის იდეა ორი წლის წინ გაჩნდა, როცა აშკარა გახდა, რომ, სტალინის ფიგურის პოპულარობის ზრდასთან ერთად, რუსული საინფორმაციო ომის დღის წესრიგში მისი მნიშნვნელობა სულ უფრო წინ იწევდა. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გუნდმა წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სიღრმისეული კვლევა ჩაატარა, რასაც ეყრდნობა კიდეც წიგნი. ესაა კოლაბორაციული პროექტი სოვლაბსა და ტექსტის ავტორ მწერალ ლაშა ბუღაძეს შორის, რომელიც აქტიურად მუშაობდა სოვლაბის გუნდთან ერთად.

სიუჟეტი პარალელური თხრობის პრინციპით ვითარდება – ერთი მხრივ, სტალინის ცხოვრებისეული და პოლიტიკური გზა, ხოლო, მეორე მხრივ, მოდერნული და დემოკრატიული საქართველოს პროექტი, რასთან შეუთავსებლობა და კონფლიქტი სტალინის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დაფარული და, ამავე დროს, დრამატული ნაწილია.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნი არ წარმოადგენს აკადემიურ ნაშრომს, იგი აღჭურვილია სამეცნიერო აპარატით. კვლევის პროცესში გუნდმა დაამუშავა დოკუმენტური წყაროების ვრცელი კორპუსი და რამდენიმე, დიდწილად დავიწყებული, მნიშვნელოვანი მემუარები, სადაც ავტორები პირად გამოცდილებას ჰყვებიან. ამ ტექსტების უმრავლესობა არასდროს გამოქვეყნებულა.

On Anarchism

24,00 

With the specter of anarchy being invoked by the Right to sow fear, a cogent explanation of the political philosophy known as anarchism has never been more urgently needed. In On Anarchism, radical linguist, philosopher, and activist Noam Chomsky provides it. Known for his brilliant evisceration of American foreign policy, state capitalism, and the mainstream media, Chomsky remains a formidable and unapologetic critic of established authority and perhaps the world’s most famous anarchist.

On Anarchism sheds a much-needed light on the foundations of Chomsky’s thought, specifically his constant questioning of the legitimacy of entrenched power. The book gathers his essays and interviews to provide a short, accessible introduction to his distinctively optimistic brand of anarchism. Chomsky eloquently refutes the notion of anarchism as a fixed idea, suggesting that it is part of a living, evolving tradition, and he disputes the traditional fault lines between anarchism and socialism, emphasizing the power of collective, rather than individualist, action.

Including a retrospective interview with Chomsky where the author assesses his writings on anarchism to date, this is a book that is sure to challenge, provoke, and inspire. Profoundly relevant to our times, On Anarchism is a touchstone for political activists and anyone interested in deepening their understanding of anarchism and the power of collective action.

The Billion Dollar Spy

30,00 

January 1977. While the chief of the CIA’s Moscow station fills his gas tank, a stranger drops a note into the car.

In the years that follow, that stranger, Adolf Tolkachev. becomes one of the West’s most valuable spies. At enormous risk, Tolachev and his handlers conduct clandestine meetings across Moscow, using spy cameras, disguises, and secret codes to elude the KGB in its own backyard – until a shocking betrayal puts them all at risk.

Drawing on previously classified CIA documents and interviews with first-hand participants, ‘The Billion Dollar Spy is a brilliant feat of reporting and a riveting true story from the final years of the Cold War.

“Non-fiction as rich and resonant as a spy novel by John Le Carre or Graham Greene.” – Mail on Sunday

“An astonishingly detailed picture of espionage in the 1980s, written with pacey journalistic verve and an early contemporary feel.”
– Brian Macintyre, The Times