რბილი
ჩემი ფეხბურთი
100,00 ₾„ჩემი ფეხბურთი“ — ცნობილი ფოტოჟურნალისტის, ვარლამ (ვალიკო) გენგიურის არქივიდან შერჩეული კადრებია. მისი, როგორც ქართველი ფოტოხელოვანის, პროფესიული ბიოგრაფია ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. იგი 1961 წლიდან მუშაობს პრესაში და XX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ცხოვრების ფოტომემატიანეა.
ალბომში თავმოყრილია ვარლამ გენგიურის თბილისის „დინამოსა“ და ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებული დაახლოებით 300 უნიკალური საავტორო ფოტო. წიგნს ახლავს ტექსტები — ავტორის ბიოგრაფია, შემოქმედების მიმოხილვა, კოლეგების მოგონებები.
წიგნი-ალბომი „ჩემი ფეხბურთი“ ინახავს სტადიონის ხმაურს, ემოციებსა და ეპოქის განწყობას — ესაა სპორტის, ფოტოგრაფიისა და მეხსიერების ისტორია, რომლის ნახვა ნებისმიერ ადამიანს გაახარებს, ვისაც უყვარს ფეხბურთი, ფოტოხელოვნება, ქართული სპორტი და კულტურა.
ლაიბნიცის ფილოსოფია
30,00 ₾ბერტრან რასელის „ლაიბნიცის ფილოსოფიის კრიტიკული ექსპოზიცია“ (1900) წარმოადგენს ლაიბნიცის ფილოსოფიის ორიგინალურ-კრიტიკულ ინტერპრეტაციას.
ამ წიგნის გამოჩენამდე დამკვიდრებული აზრის საწინააღმდეგოდ, ლაიბნიცის ფილოსოფია მასში წარმოდგენილია როგორ ლოგიკურად ორგანიზებული და პრინციპულად ერთიანი პროექტი. იმ კრიტიკის მიუხედავად, რაც რასელის ამ კვლევას მოჰყვა, დღემდე ფართოდ არის აღიარებული, რომ სწორედ ამ ნაშრომმა შეუწყო ხელი ლაიბნიცის როგორც ნაწილობრივ მივიწყებული და არასათანადოდ შეფასებული მოაზროვნის შემდგომ რეცეფციას; მის არჩევას არა მხოლოდ ახალი დროის ფილოსოფიის მნიშვნელოვან წარმომადგენლად, არამედ დასავლური ფილოსოფიის ისტორიის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად.
აბსოლუტური სიკეთის პირობები
30,00 ₾თქვენს წინაშეა გამოჩენილი რუსი ფილოსოფოსის, ინტუიტივიზმისა და პერსონალისტური ფილოსოფიის ცნობილი წარმომადგენლის, ნიკოლაი ლოსკის „აბსოლუტური სიკეთის პირობები“ (პარიზი, 1949), რომელიც ეძღვნება, მისივე თქმით, „ქრისტიანული ეთიკის სისტემას“.
პროკლეს მეტაფიზიკური სისტემის იდეური რეცეფცია და ტრანსფორმაცია
30,00 ₾წინამდებარე მონოგრაფიაში გამოკვლეულია პროკლეს მეტაფიზიკური სისტემის იდეური რეცეფცია და ტრანსფორმაცია დამასკიოსა და ფსევდო-დიონისე არეოპაგელთან. დღემდე არც ქართულ და არც საერთაშორისო მეცნიერებაში არ არსებობდა კვლევა, რომელიც ამ პროცესს ერთიანად გაანალიზებდა.
მოცემული ნაშრომი, მათ შორის, აღნიშნული დანაკლისის შევსებას ესწრაფვის.
ნაშრომს ასევე თან ახლავს დანართი, რომელშიც განთავსებულია 600 -ზე მეტი ბერძნული და ლათინურენოვანი ციტატა ზუსტი ქართული თარგმანებითურთ.
ბეთლემის შეშლილები
19,95 ₾თანამედროვე პალესტინელი მწერლისა და ჟურნალისტის, ოსამა ალ-ისას, რომანი “ბეთლემის შეშლილები” პირველად 2013 წელს გამოიცა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც არაბულ, ისე დასავლურ ლიტერატურულ წრეებში. რომანმა 2015 წელს შეიხ ზეიდის წიგნის პრემია მოიპოვა – არაბულ ლიტერატურულ სამყაროში პრესტიჟული ჯილდო.
წიგნი აერთიანებს ავტორის მიერ შეკრებილ და გადმოცემულ, ადგილობრივთა მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალ, რამდენიმესაუკუნოვან ნარატივებს – რელიგიურ გადმოცემებსა და ლეგენდებს – “შეშლილთა” უცნაურ ისტორიებს ზოგჯერ ანეკდოტების, ზოგჯერ კი შიშისმომგვრელი, მისტიკური თქმულებების სახით; ეგზოტიკურ ამბებს ჩვენთვის კარგად ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების შესახებ – პოლიტიკოსები იქნებიან ისინი, მმართველები, ისტორიკოსები, მწერლები, ჟურნალისტები თუ სულაც რიგითი პალესტინელები, რომლებთანაც ავტორს მეგობრობა, ნათესაობა ან მეზობლობა აკავშირებს…
რომანის მთავარი იდეა სიგიჟის, როგორც ცნობიერების ერთ-ერთი ფორმის, წინ წამოწევაა. აქ შეშლილები ხშირად ისეთ ადევს, მათი სიგიჟე ერთგვარი სიმართლის მეტაფორაა – საზოგადოების კრიტიკისთვის გამიზნული, ისევე როგორც ბეთლემი – დაკარგული მშვიდობის სიმბოლო.
მკითხველს წიგნი თვალნათლივ წარმოუდგენს პალესტინის და პალესტინელი ხალხის მიერ გადატანილ პოლიტიკურ ქარტეხილებს ოსმალეთის იმპერიის დროიდან ოსლოს შეთანხმების შემდგომ, 2012 წლამდე – იმ დრომდე, როცა ავტორმა რომანის წერა დაასრულა.
ქვიდან ნაჟური სისხლი
19,95 ₾მთარგმნელი: დარეჯან გარდავაძე
იბრაჰიმ ალ-ქუნი ლიბიელი არაბულენოვანი მწერალია. მან ბავშვობა უდაბნოში გაატარა, ასე აღმოჩნდა ეს სამყარო მის ნაწარმოებებშიც ღრმად ფესვგადგმული. “ქვიდან ნაჟური სისხლი“, როგორც ალ-ქუნის რომანების უმეტესობა, იკვლევს ადამიანებისა და უდაბნოს ბუნებას, მათ ფუნდამენტურ ურთიერთობას, რასაც გარდაუვალი ბედისწერა მართავს. აქ ერთმანეთში იხლართება მითოლოგიური ელემენტები, სულიერი ძიება და ეგზისტენციალური კითხვები.
რომანი მოგვითხრობს მარტოხელა ბედუინის, ასუფის, ამბავს. ის უდაბნოში განდეგილივით ცხოვრობს, თხებს მწყემსავს და ხანდახან კლდეზე ამოკვეთილი ნახატების სანახავად უცხოელები დაჰყავს. ასუფს სულიერი კავშირი აქვს უდაბნოსთან და განსაკუთრებით, მის ბინადარ ჯიხვსა და ქურციკთან, ადგილობრივ მითოლოგიაში წარმართულ ღმერთებსა და წმინდა რიტუალებთან რომ ასოცირდება. და როდესაც ორი მონადირე ჩამოდის და ასუფისგან მოითხოვს, რომ ჯიხვის საპოვნელად გაჰყვეს, ის ყველაფერს აკეთებს ამ არსებების დასაცავად. აქედან მოყოლებული, მკითხველი თვალს ადევნებს სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ბრძოლას – ერთ-ერთი მონადირე, სიმბოლური სახელით კაენ ადამი, გაუმაძღარი ხორცისმჭამელია; ასუფი ვეგე-ტარიანელი. ერთი უდაბნოში დაუნდობლად დაშლიგინებს, მეორე თავმდაბლად ცხოვრობს გარემოსთან შერწყმული.
მისტიციზმის, სუფიზმის, ისლამის, ძველი აღთქმისა და ტრადიციული შეხედულებების უბადლო შერწყმა რომანს განუმეორებელს ხდის.
კრებულში, ასევე, შესულია ნოველა “ენა“. ამ ნოველაშიც ალ-ქუნი უდაბნოს ცხოვრების გარშემო ტრიალებს; ასახავს, რა შედეგები მოჰყვება ადამიანის ძალაუფლებასა და ადამიანისავე დაუცველობას. ამასთან, ეს არის ამბავი მეტყველე- ბის ტვირთთან გამკლავებაზე.
იანვრის ლოცვები
19,00 ₾წინამდებარე წიგნი მოიცავს ავტორის მიერ ბოლო ორი წლის მანძილზე შექმნილ ლექსებს. მანამდე გამოიცა ია ხასაიას პოეტური კრებულები – „ლექსმა თქვასო“ (2002), „სულ მო სათქმელად“ (2017), „იყო, არადა“ (2019).
ზოგადად ია ხასაიას პოეზიისთვის დამახასიათებელია სათქმელის გარეგნულად ლაკონურ, ამავდროულად ძალიან ტევადი ფრაზებით გადმოცემა. მსუბუქი, თვითმყოფი ტაეპები ხშირად სულ რამდენიმე სიტყვაში იტევს ღრმად ფილოსოფიურ-ესთეტიკურ მსოფლაღქმას.
ერთი მოგზაური კატის ამბავი
21,95 ₾„ერთი მოგზაური კატის ამბავი“ თანამედროვე იაპონელი მწერალი ქალის, ჰირო არიკავას, ბესტსელერია, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების მილიონობით მკითხველის გული დაიპყრო.
ეს გახლავთ ახალგაზრდა კაცის, სატორუს, და მისი საყვარელი კატის, ნანას, ისტორია, რომელიც ცხოველისა და ადამიანის გასაოცარი მეგობრობისა და ერთგულების შესახებ მოგვითხრობს. ამბავს, ძირითადად, კატა გვიყვება და თავისი თვალით დანახულ სამყაროს გვიხატავს.
ნანა ქუჩის კატაა, რომელსაც სატორუ თავისი ავტომობილის კაპოტზე პოულობს და უმეგობრდება. ერთ დღესაც, როცა აღმოაჩენს, რომ კატა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულა, შეიფარებს და მასზე ზრუნვას იწყებს. ხუთწლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ სატორუ ნანასთან ერთად სამოგზაუროდ მიდის, რათა მისთვის ახალი, სანდო პატრონი იპოვოს, რადგან მისი ცხოვრების გარემოებები მათ შემდგომ ერთად ცხოვრებას შეუძლებელს ხდის.
ამ მომენტიდან მოყოლებული, მკითხველის თვალწინ ცოცხლდებიან იაპონიის ულამაზესი, საინტერესო ხედები, სატორუს ბავშვობის ტკბილმწარე მოგონებები და ძვირფასი ადამიანები, რითაც, საბოლოოდ იქმნება ისტორია, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, პატრონისა და მისი კატის მოგზაურობის ქრონიკა.
დენს დენს დენს
30,90 ₾მისტიკურ დეტექტივში „დენს დენს დენს“ სიუჟეტი „ცხვარში“ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იშლება. მთხრობელი წყვეტს კავშირს ყველასთან და ყველაფერთან, თავით ეშვება ჟურნალისტური ყოველდღიურობის მორევში. მისი ფუნქცია კულტუროლოგიური ნამქერის ქექვაა. რომანის მთავარი გმირი სინამდვილისგან მოწყვეტილად გრძნობს თავს; ვერ პოულობს ადგილს სამყაროში; მის სულში სრული ქაოსია. ის არაფერთან არ არის შეერთებული, თუმცა რაღაც მაინც ცდილობს მის გონებაში შეღწევას, რაღაც ‒ რაც მას ჯერ კიდევ არ წაუშლია საკუთარ თავში… ადამიანი-ცხვარი ამ „რაღაცის“ ჩართვას ჰპირდება და ურჩევს მას: „იცეკვე და არ გაჩერდე. იცეკვე, სანამ მუსიკა უკრავს. იცეკვე კარგად, რათა ყველამ შენ გიყუროს… “
გან-ქორწინების ფსიქოლოგია
20,00 ₾ეს წიგნი წარმოადგენს ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის, დაკვირვებების და შთაბეჭდილებების პირველ მცირე ილუსტრაციას. აქ მოყვანილი საქმეები, სიტუაციები და პერსონაჟები არ არის გამოგონილი,თუმცა წარმოდგენილია სახეცვლილი და კონფიდენციალობის სრული დაცვით.
ძარცვა ერთი სიყვარულის ამბავი
16,95 ₾“არც ვიცი, არის ვითომ ჩემი ამბავი ისეთი მნიშვნელოვანი, ტრაგედიად რომ ჩაითვალოს? ისე, რა აღარ შემემთხვა. რის მოყოლასაც ვაპირებ, რა თქმა უნდა, სიყვარულის ამბავია, მაგრამ ეგ რომ დაიწყო, ჩემი უბედურებების ნახევარი უკვე დატრიალებული იყო. იმ დროისთვის მარტო ჩემი რვა წლის ბიჭი კი არ მყავდა დაკარგული; სიდნეიში, სადაც ოდესღაც ისეთი სახელი მქონდა, ბევრი მხატვარი რომ ვერც იოცნებებს, სახლიც დავკარგე და სახელოსნოც”, — ასე იწყება ბუკერის პრემიის ორგზის ლაურეატის, ავსტრალიელი მწერლის პიტერ კერის რომანი მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთ საოცარ სიყვარულის ამბავზე, ქალისა და მამაკაცის, ძმების, ხელოვნების სიყვარულზე. ერთ დროს ცნობილი მხატვარი მაიკლ ბოუნი და მისი აუტისტი ძმა გვიამბობენ იმ თავგადასავალს, მათ ცხოვრებაში ერთი ქალის გამოჩენას რომ მოჰყვა.
ცვილის ფიგურები
14,95 ₾საკმაოდ პოლიტიკური კრებულია. ავტორი კაცობრიობის ის ტორიასა თუ მომავალზე ნაფიქრალს სხვადასხვა ყალიბში აქ ცევს. ეს ხან შუა საუკუნეების ვენეციელი ვაჭრის ამბავია, ხან ნახევრად ავტობიოგრაფიული ტექსტი, ხანაც ერთგვარად ესე ისტური ყაიდის მონათხრობი ოთხ კედელზე — ჩინეთის, ბერლინის, იერუსალიმისა და ტრამპის. პოლიტიკური თემატიკა სოციალურსაც ეჯაჭვება და ხშირად მთავარ მოთამაშედ გამოდის ფული, როგორც ინდიკატორი, როგორც სოციალურ ბრძოლაში თავგანწირვით ჩაბმული ადამიანების ერთადერთი სტიმულატორი. წიგნში ბევრია ფიქრი კულტურულ ფენომენებსა და ლიტერატურაზეც. აქ თითქმის ყველაფერი ნაჩვენებია სამშობლოს მოცილებული ადამიანის თვალთახედვით და, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მოთხრობაში რეალიები არ ვითარდება საქართველოში, საქართველო მაინც მკაფიოდ იკვეთება პერსონაჟთა მენტალურ ილუსტრაციები. შოთა იათაშვილი
ვერ გამტეხ
29,95 ₾დევიდ გოგინსისთვის ბავშვობა კოშმარი იყო. სიღარიბე, სტერეოტიპები და ძალადობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მაგრამ თვითდისციპლინის, ფსიქოლოგიური სიმტკიცისა და შრომის მეშვეობით, გოგინსმა საკუთარი თავი – დეპრესიაში ჩავარდნილი, ჭარბწონიანი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მომავალი არ გააჩნდა – აშშ-ს შეიარაღებული ძალების სიმბოლოდ და ერთერთ საუკეთესო სპორტსმენად აქცია. წიგნში „ვერ გამტეხ”” გოგინსი თავისი ცხოვრების გასაოცარ ისტორიას გვიზიარებს და ამბობს, რომ ადამიანთა უმრავლესობა ჩვენი შესაძლებლობების მხოლოდ 40%-ს ვიყენებთ. „40%-ის წესისა”” და მისი ცხოვრების მაგალითზე განხილული სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით გოგინსი გვასწავლის, როგორ უნდა გავუძლოთ ტკივილს, გავანადგუროთ შიში და დავუპირისპირდეთ ბედისწერას – ჩვენი სრული პოტენციალის მისაღწევად.
წერა
16,95 ₾„წერა“ მე-20 საუკუნის ფრანგი მწერლის, მარგერიტ დიურასის ლიტერატურული თეორიაა. ავტორი ამ ნაწარმოებით ერთგვარად აჯამებს საკუთარ შემოქმედებასა და მხატვრულ აზროვნებას, რაც იმავდროულად, მის ლიტერატურულ აღსარებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. აქ მწერალი წიგნის მნიშვნელობაზე, წერის თავისებურებებსა და შემოქმედებითი პროცესისადმი საკუთარ დაკვირვება-გამოცდილებებზე ჰყვება, თავისი აღქმა-შეფასებებით კი სრულიად განსხვავებულ წარმოდგენას გვიქნის წერის ხელოვნებაზე. „მგონია, ბევრი ადამიანი ვერ გადაიტანდა და გაექცეოდა იმას, რასაც აღვწერ. ალბათ ამიტომაა, რომ ყველა ვერ გახდება მწერალი. დიახ. ესაა განმასხვავებელი ნიშანი. ესაა სიმართლე. მეტი არაფერი. წერას ეჭვი გაწყებინებს. მწერლად ეჭვი გაქცევს.
ითაკა
18,95 ₾ოდისევსი ჩვიდმეტი წლის წინ წავიდა ტროაში საომრად და თან წაიყვანა კუნძულ ითაკის ყველა ბრძოლისუნარიანი მამაკაცი. შინ არავინ დაბრუნებულა და სამეფოს მართვა ქალებმა იკისრეს. სასახლეში პენელოპეს თავხედი საქმროები გაუთავებლად ნადიმობენ და ოდისევსის ქონებას ანადგურებენ. არც ერთი მათგანი არ არის ოდისევსის სწორი, რომ მის ტახტს დაეპატრონოს, მაგრამ მაინც იცდიან, იცდიან… ელოდებიან ქალის არჩევანს… სწორედ მარტოდ დარჩენილი ქალებისა და მათი სათაყვანო ღმერთქალების არჩევანი შეცვლის ამ კუნძულზე მოვლენათა მსვლელობას.
ჯოვანის ოთახი
20,90 ₾1956 წელს გამოცემულმა “ჯოვანის ოთახმა” დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მასში გაშლილი იმ თემების გამო, რომლებიც დღემდე აღელვებს თანამედროვე საზოგადოებებს: იდენტობის კრიზისი, გარიყულობა, მასკულინობა, სექსუალობა და თვითგამორკვევა. თუმცა ეს რომანი, პირველ რიგში, სიყვარულზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტექსტია ანაც ყველაზე ტრაგიკული ამბავია სიყვარულის შიშზე.
ჯეიმს ბოლდუინი ერთ-ერთი უდიდესი ხმაა მსოფლიო ლიტერატურაში და მის მიღმაც, რომელიც დღემდე ხმამაღლა გაისმის. იგი გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ამერიკის სამოქალაქო აქტივიზმის შეუცვლელი ფიგურა იყო. მაშინ ცოტა თუ ახერხებდა მასავით ლაპარაკს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე, ბოლდუინის საჯარო გამოსვლები კი ისეთივე სიზუსტითა და ხატოვანებით გამოირჩეოდა, როგორც მისი მხატვრული ტექსტები.
ბოლდუინის ნატიფი თხრობის საუკეთესო ნიმუშია “ჯოვანის ოთახი”, რომელშიც ყველაზე ინტიმური გრძნობების სიღრმეებში მიგვიძღვის და ქმნის ემოციურ, თუმცა დიდად საკამათო ამბავს სიკვდილსა და ვნებაზე, რომელიც არასდროს ძველდება.
გზა ხსნისა
13,30 ₾რამაზ გახოკიძე კემბრიჯის ბიოგრაფიულმა საერთაშორისო ცენტრმა საუკუნის უდიდეს მოაზროვნეთა შორის დაასახელა
ბიოორგანული მწვანე რევოლუცია
16,60 ₾რამაზ გახოკიძე კემბრიჯის ბიოგრაფიულმა საერთაშორისო ცენტრმა საუკუნის უდიდეს მოაზროვნეთა შორის დაასახელა
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ხელოვნება
23,00 ₾რა გავლენა ექნება ხელოვნურ ინტელექტს ჩვენს საზოგადოებაზე, სრულად ჯერ არ არის ნათელი. თუმცა, ერთი რამ ცხადია: წინ დიდი ცვლილებები გველოდება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ მომზადებულები შევხვდეთ. ხელოვნურ ინტელექტთან, როგორც ახალ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული შიშები ცნობისმოყვარეობით შევცვალოთ, გაურკვევლობა კი შემოქმედებითი თავდაჯერებულობით.
წიგნის ავტორები არიან, სანდრო ასათიანი საქართველოდან, ილიას უნივერსიტეტის ასოფირებული პროფესორი, მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევარი და სასწავლო ცენტრ ჯეოლაბის დამფუძნებელი, მის მიერ შექმნილი პრაქტიკული სახელმძღვანელო, კონკრეტულად გაგაცნობთ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს.
კარლ შტოკერი ავსტიელი პროფესორი, ისტორიკოსი და კულტურის მკვლევარი. იდეის თანაავტორი, გიზიარებთ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პესიმისტურ პერსპექტივებს ლაკონურ და ადვილად გასაგებ წინადადებებად.
ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ
30,00 ₾ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი ბედნიერი იყოს და პრობლემები ააცილოს თავიდან, მაგრამ როგორ შეიძლება ამის მიღწევა? ამ შთამაგონებელ, ჭკვიანურ და სახალისო წიგნში ცნობილი ფსიქოთერაპევტი ფილიპა პერი გვიზიარებს, რას აქვს რეალურად მნიშვნელობა და რას არა, მშობლობისას რა გავაკეთოთ და რა არა. “სრულყოფილი” გეგმის შემუშავების ნაცვლად, პერი გვთავაზობს, შორიდან მთლიანობაში შევხედოთ იმ დეტალებს, რომლებსაც საბოლოო ჯამში მშობლისა და შვილის კარგი ურთიერთობისჯენ მივყავართ. ეს წიგნი განკითხვის გარეშე გვახსენებს და გვეხმარება: • გავიგოთ, როგორი გავლენა აქვს ჩვენსავე აღზრდას ჩვენი მშობლობის სტილზე. • გავითვალისწინოთ, რომ შეცდომებს ჩვენც დავუშვებთ და ვისწავლოთ, როგორ გამოვასწოროთ ისინი. • დავძლიოთ მანკიერი წრე და ჩვევები. • გავუმკლავდეთ ჩვენსა და ჩვენი შვილების გრძნობებს. • გავიგოთ, რას მიგვანიშნებს სხვადასხვა ქცევა. ბრძნული და გონივრული რჩევებით სავსე ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვას ყველა მშობელი ისურვებდა და ყველა შვილი ისურვებდა, რომ მის მშობლებს წაეკითხათ. “ეს არის სიკეთითა და მიმტევებლობით სავსე წიგნი, რომელიც მოგვიწოდებს, სიკეთითა და მიმტევებლობით მივუდგეთ საკუთარ თავსა და ჩვენს მეუღლეებსაც”. კატი ტენზენბრიკი (The Times)
დედმამიშვილები მეტოქეობის გარეშე
30,00 ₾დედმამიშვილები მეტოქეობის გარეშე, არის მსოფლიო ბესტსელერი, რომელსაც აგრძელებს ‘როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს’-ის ხაზს.
გთავაზობთ წიგნის პირველ გამოცემას ქართულ ენაზე.
წიგნი გამოიცა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.
საერთაშორისოდ აღიარებულმა ავტორებმა ადელ ფაბერმა და ელეინ მაზლიშმა უარი განაცხადეს მუდმივ გაღიზიანებაზე, კამათსა და ჩხუბზე, როგორც ერთზე მეტი შვილის ყოლის საფასურზე. საკუთარ გამოცდილებასა და ჩატარებულ ასობით სემინარზე დაყრდნობით, ავტორებმა შეიმუშავეს მარტივი, თუმცა საოცრად ეფექტიანი გზები დედმამიშვილებში კონფლიქტის შესამცირებლად და კეთილ განწყობის ხელშესაწყობად.
როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს
30,00 ₾თქვენ წინაშეა ბესტსელერი, რომელიც გასწავლით, როგორ იყოთ ეფექტურები თქვენს შვილებთან ურთიერთობისას და მეტად ლოიალურები საკუთარი თავისადმი. მსოფლიო მასშტაბით ნაქები, ადელ ფაბერისა და ელეინ მაზლიშის პოპულარული, პატივისცემაზე დამყარებული მიდგომა ნებისმიერი ასაკის ბავშვთან ურთიერთობას ხდის ნაკლებად სტრესულს და მეტად ღირებულს. მათი კომუნიკაციის მეთოდები, დასურათებული საყვარელი ნახატებით, გვიჩვენებენ თითოეულ ხერხს მოქმედებაში – გვთავაზოვებ ინოვაციურ გზებს ჩვეულებრივი ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.
არიადნე
18,95 ₾“არიადნემ თეზევს მიწისქვეშა ჩახლართული ლაბირინთის გასავლელი გზა ასწავლა და ნახევრადადამიანი და ნახევრადხარი, მინოტავროსი, დაამარცხებინა. კრეტის უძლეველი მეფე მინოსის ქალიშვილმა უღალატა სამშობლოს და ოჯახს და თავადაც სიყვარულის მსხვერპლი გახდა — ის მიატოვა მისმა რჩეულმა გმირმა და უკაცრიელ კუნძულზე სიკვდილისთვის გაწირა. მაგრამ მხსნელად მუდამ მხიარული ღმერთი დიონისოსი მოევლინა და ბედნიერება მოუტანა, თუმცა არიადნე მოკვდავია, დიონისოსი კი — უკვდავი. რამდემდე გაგრძელდება ოლიმპოსელი ღმერთის ერთგულება?! ნუთუ არიადნემ ისევ ღალატის სიმწარე უნდა იგემოს?!”
პირანეზი
16,95 ₾სიუზანა კლარკის „პირანეზი“ მკითხველს უნიკალურ, იდუმალ სამყაროში ამოგზაურებს. ეს უზარმაზარი სახლია, რომლის ქვედა სართულებიც ოკეანის საუფლოა, ზედა კი — ღრუბლებისა და ფრინველების საბრძანებელი. აქ დარბაზები სავსეა მშვენიერი ქანდაკებებით — ისინი, დროსთან ერთად გაქვავებულები, წყლის მოქცევის დროს უსიტყვო მცველებად დგანან. პირანეზი, რომლის ამბავიც დღიურების სახითაა მოთხრობილი, ამბობს, რომ სახლში სულ თხუთმეტნი არიან, რომელთაგანაც მხოლოდ ორია ცოცხალი, თვითონ და კიდევ ერთი — სხვა, შუახნის მამაკაცი, რომელიც დიადი საიდუმლოს ამოხსნას, დაკარგული ცოდნის პოვნას ცდილობს. სხვას პირანეზიც ეხმარება, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე იძაბება. პირანეზი ეჭვობს, რომ სახლი რეალურ სამყაროსთაა დაკავშირებული და ვინ იცის, იქნებ თავადაც სხვა, დავიწყებული ცხოვრების ნაწილი აღმოჩნდეს…
მედეა. ხმები
18,95 ₾კრისტა ვოლფი თავის რომანში „მედეა. ხმები“ არგონავტების ცნობილი მითის დეკონსტრუქციას გვთავაზობს, ნაწილ-ნაწილ შლის მას და მითის ყველა მთავარ მონაწილეს აძლევს საშუალებას ამოიღოს ხმა და მომხდარის საკუთარი ვერსია გვიამბოს (სწორედ ამიტომ ჰქვია რომანს „მედეა. ხმები“). ჩვენ თვალწინ ცოცხლდებიან მედეა, იასონი, კოლხეთის მეფე აიეტი და დედოფალი იდია, კორინთოს მეფე კრეონი და მისი პირველი ვარსკვლავთმრიცხველი აკამასი. ვხედავთ, რა აღელვებთ მათ, რისკენ ისწრაფვიან, როგორ იბრძვიან ძალაუფლების შენარჩუნებისთვის… და ამ ფონზე ვხედავთ მედეას, ძლიერ, დამოუკიდებელ ქალს, რომელსაც სურს ჩასწვდეს სამყაროს და ადამიანების მოწყობის საიდუმლოს, ქალს, რომელიც ყოველთვის სინდისის კარნახით მოქმედებს და აზროვნების ახალ სტანდარტს უწესებს მაშინდელ ავტორიტარულ სასახლის კარს, პატრიარქალურ საზოგადოებას…
კლიტემნესტრა
18,95 ₾სიყვარული და მძულვარება, წინასწარმეტყველება და ძალაუფლება სპარტის მეფე ტინდარევსის ასულს ბედისწერამ განუმზადა ხვედრად. პირველი სიყვარული წაართვეს, ქმარი და შვილი მოუკლეს და მას შემდეგ შურისძიების წყურვილი ახრჩობს. არჩევანი მწარეა – ბედთან შეგუება თუ მოძალადე, საძულველი ქმრის მოკვლა? მან ხომ კიდევ ერთი საყვარელი შვილი მოუკლა -იფიგენია შესწირა მსხვერპლად, მხოლოდ იმიტომ, რომ ტროაში საბრძოლველად მიმავალს ღმერთებს ზურგის ქარი ეწყალობებინათ. კლიტემნესტრა მარტოა, ღმერთების იმედი არა აქვს და ბრძოლას იწყებს, უნდა გაუსწორდეს ყველას, ვისაც ოდესმე ტკივილი მიუყენებია
მკვლელობა შუა ზამთარში
15,95 ₾ზამთარი – შესანიშნავი დრო შეუდარებელი აგათა კრისტის დეტექტივების წასაკითხად აგუზგუზებული ბუხრის წინ, ცხელი სურნელოვანი ჩაის ფინჯნით ხელში. თქვენთან ერთად იქნებიან შესანიშნავი მეგზურები: პატარა ბელგიელი, მაძებარი ერკიულ პუარო, გონიერი მოხუცი მის მარპლი, ჯენტლმენი მისტერ სატერთუეიტი, გულუბრყვილო და თავდაჯერებული ინსპექტორი ჯეპი, ენერგიული ცოლ-ქმარი ტომი და ტაპენსი ასევე დანაშაულების მონაწილე არაერთი საინტერესო გმირი. მაშ, წაიკითხეთ დეტექტივების დედოფლის განუმეორებელი მოთხრობების კიდევ ერთი კრებული – „მკვლელობა შუა ზამთარში””.
მოახლის საიდუმლო
16,95 ₾მოახლემ ერთი წესი აუცილებლად უნდა დაიცვას _ არასოდეს არ უნდა შეიჭყიტოს და არც შევიდეს იმ ოთახში, სადაც შესვლა აკრძალული აქვს, თორემ შეიძლება ოთახის კარი კი არ შეაღოს, არამედ პანდორას ყუთი გახსნას და ეს სანანებლად გაუხდეს. მაგრამ მილი წესებს არ ემორჩილება, კარს შეაღებს და დამქირავებლის მეუღლეს გაიცნობს, ნაცემ ქალს, რომელსაც სიკვდილივით ეშინია სასტიკი ქმრის, და მილი მის გადარჩენას გადაწყვეტს… სულ მალე კი თავად იქნება გადასარჩენი.
მწერლობა, როგორც ხელოვნება
16,95 ₾თუ რომანის შეთხზვა თვითგამოხატვის საშუალებაა, წერის პროცესის აღწერაც აუცილებლად მოიაზრებს საკუთარ თავზე თხრობას. ამდენად, ჰარუკი მურაკამის „მწერლობა, როგორც ხელობა“ ერთგვარი ავტობიოგრაფიული ესეების კრებულია. რატომ გახდა მწერალი? ყოველდღიურად სასტიკ რეალობას ვაწყდებოდი, ამიტომ მინდოდა ჩემით გამოჩორკნილი კონტა სამყარო, თავშესაფარი მქონოდაო. რატომ დაწერა ეს წიგნი? იმიტომ, რომ მკითხველს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. მომავალ მწერლებს კი მკაფიოდ და პრაქტიკულად უჩვენოს გზა, – გრძელი, რთული და წინააღმდეგობრივი, – რომელიც თავად გაიარა. ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც აინტერესებს შემოქმედებითი აზროვნების ბუნება – როგორ ყალიბდება შინაგანი ხმა სიტყვებად და როგორ იქცევა ყოველდღიური გამოცდილება ხელოვნებად. „მჯერა, ადამიანი იმიტომ არ წერს რომანებს, რომ ეს ვინმემ სთხოვა. ის წერს, რადგან მოთხოვნილება აქვს: ძლიერი შინაგანი მოტივაცია უბიძგებს, წეროს და გაუძლოს ყველა გასაჭირს, რომელიც მწერლობას ახლავს“.
მარჯნად აკინძული აზრები
13,30 ₾წიგნში შესულია რამაზ გახოკიძის გამონათქვამები, მოსაზრებები და ამონარიდები.
მეცნიერება, ხელოვნება, განათლება და თანამედროვე გლობალური პრობლემები
20,00 ₾წიგნი გვაცნობს თანამედროვე კაცობრიობის წინაშე მდგარ პრობლემებს, ჩვენი პლანეტის სასიცოცხლო სივრცის უკიდურესად მძიმე მდგომარეობას, ადამიანის სულიერ გადაგვარებას, აგრესიულ დამოკიდებულებას ცოცხალი ბუნების მიმართ.
ებრაელი დედები არასდროს კვდებიან
25,95 ₾“ებრაელი დედები არასდროს კვდებიან” თამამი და იუმორით სავსე რომანია. მრავალფეროვანი და ცოცხალი სახეების მეშვეობით ავტორი აღწერს ოჯახურ ურთიერთობებს, დედობას და “ებრაელი დედის” მითს. იგი ეყრდნობა სახელგანთქმული ადამიანების ნაწარმოებებს, სადაც ისინი თავიანთ დედებზე საუბრობენ და ქმნის შვილებზე მოამაგე ქალების პორტრეტებს, რომლებმაც გენიოსები გაზარდეს. ამგვარად ავტორი მკითხველს აცნობს ალბერტ აინშტაინის, ზიგმუნდ ფროიდის, ვუდი ალენის, მარსელ პრუსტის, რომენ გარის, ალბერ კოენის და ძმები მარქსების დედებს. რომანი თარგმნილია რამდენიმე ენაზე.