რბილი
მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება
22,95 ₾საყოველთაოდ აღიარებული იტალიელი პროზაიკოსის, დაჩა მარაინის შემოქმედება მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი. თავად მარაინი მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატია, 2014 წელს კი ნობელის პრემიაზეც იყო წარდგენილი.
“მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება” მეთვრამეტე საუკუნის იტალიის მასკულინურ საზოგადოებაში ქალის აუტანელ ყოფას ასახავს. რომანი ნახევრად ავტობიოგრაფიულია. მთავარი პერსონაჟი იტალიელი დიდგვაროვანი ქალია, რომლის დრამატული ცხოვრების ფონზე მეთვრამეტე საუკუნის იტალიის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ყოფის მრავალფეროვანი პანორამა იშლება.
ეს არის ამბავი ქალზე, რომელიც სოციალური აკრძალვებისა და ტაბუების პირობებში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ცდილობს; რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს.
დაჩა მარაინი მარიანა უკრიას სახით ქალის დაუვიწყარ პროტოტიპს ქმნის – ინტელექტუალურს, მგრძნობიარეს, შეუპოვარს, დაუნდობლად გულწრფელსა და მებრძოლს, რომელიც მისჯილ სიჩუმეშიც კი პოულობს საკუთარ ხმას და ძალას, თავისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. მარიანა უკრია განსახიერებაა ყველა იმ ქალისა, რომლებიც წარსულში ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, დიდი ძალისხმევითა და შეუპოვრობით კი ცხოვრების გაგრძელება მოახერხეს.
ბაუმგარტნერი
16,95 ₾რატომ ვეჭიდებით სიყვარულს მაშინაც კი, როცა მასთან დაკავშირებული თითოეული მოგონება შესაძლოა, გამანადგურებელი აღმოჩნდეს?
71 წლის ბაუმგარტნერი, ფენომენოლოგი, ფილოსოფიის ლექტორი და მწერალი, 9 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულ მეუღლეს გლოვობს, დარდს კი ხან ანას საცვლების გადალაგება-გადმოლაგებით, ხანაც მისთვის უხამსი წერილების წერით უმკლავდება. ტკივილი ყოველ დღე, სხვადასხვა ფორმით ახსენებს თავს, თუმცა, თავად კარგად იცის, მისგან გაქცევა სიცოცხლეზე უარის თქმას რომ ნიშნავს.
ჩვენი დროის უდიდესი ამერიკელი პროზაიკოსის, პოლ ოსტერის, ბოლო რომანი “ბაუმგარტნერი” სიყვარულის, გლოვისა და მეხსიერების მრავალ განზომილებაზე გვიამბობს – ეს არის ამბავი გაუჩინარებაზე, მელანქოლიაზე, სევდასა და ერთ დარდისგან შეშლილ კაცზე.
ყინულის სასახლე
16,95 ₾ნორვეგიელი ავტორის, თარიაი ვესოსის რომანი “ყინულის სასახლე” პოეტური პროზის უნიკალური ნიმუშია.
რომანში ორი მეგობრის, სისისა და უნის ამბავია მოთხრობილი. ამ ორმა ახალგაზრდა გოგონამ მხოლოდ ერთი საღამო გაატარეს ერთად, თუმცა ერთმა ხანმოკლე საღამომ ორივეს ცხოვრება თავდაყირა დააყენა… ხოლო როდესაც სისი აღმოაჩენს, რომ უნი უეცრად უკვალოდ გაქრა, მის ცხოვრებაში აქამდე უცნობი, ტკივილისმაგვარი გრძნობა ისადგურებს.
„ყინულის სასახლე“ პოეტურად მოთხრობილი, ამაღელვებელი ამბავია მარტოობაზე, ბავშვურ საიდუმლოებებზე და იმ უხილავ ძაფზე, რომელიც ადამიანსა და ბუნებას ერთმანეთთან აკავშირებს.
ნიჭიერი მისტერ რიპლი
22,95 ₾ნიუ-იორკის თავბრუდამხვევ სამყაროში ახლად აღმოჩენილი მომხიბვლელი და ამბიციური ტომ რიპლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ტომს მდიდარი ოჯახი იტალიაში გაგზავნის. მისი მთავარი მისიაა, ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე, უდარდელი, მომნუსხველი და თავზეხელაღებული დიკი გრინლიფი შინ დააბრუნოს.
იტალიიის პეიზაჟებითა და დიკის ცხოვრებით თავბრუდახვეული ტომისთვის, ერთი შეხედვით, უწყინარი აღფრთოვანება მალე მომაკვდინებელ აკვიატებად იქცევა. სასოწარკვეთილი და, ამავე დროს, გონებამახვილი, ტომ რიპლი თავის დასამკვიდრებლად ნებისმიერ ფასს გადაიხდის, მაშინაც კი, თუ საწადლის მისაღებად მკვლელობის ჩადენა მოუწევს.
“ნიჭიერი მისტერ რიპლი” – ეს არის რომანი შიშზე, მანიპულაციაზე, ტყუილზე, მომაკვდინებელ ამბიციებსა და აკრძალულ ვნებაზე. პატრიშია ჰაისმითი მკითხველს თავსატეხს უჩენს, ამოხსნას პერსონაჟი, რომელიც არასდროსაა ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ, რომ იყოს.
ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ
29,95 ₾რიჩარდ ფლენეგანის რიგით მეექვსე, ბუკერის პრემიის მფლობელი რომანი “ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ” მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიის ფონზე დრამატულ სასიყვარულო ამბავს გვიყვება. ავსტრალიელი ექიმი, დორიგო ევანსი ავსტრალიელი ჯარისკაცების სამხედრო მეთაურია. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებს ბირმასა და ტაილანდს შორის რკინიგზა გაჰყავდათ. მტანჯველი შრომის პარალელურად კი მთავარი გმირის დამაინტრიგებელი სასიყვარულო ისტორია იშლება. დორიგო ევანსს ბიძამისის ახალგაზრდა ცოლთან გაბმული რომანის მოგონებები არ ასვანებს. ერთ დღესაც ექიმი წერილს მიიღეებს, რის შემდეგაც ყველაფერი იცვლება.
“ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ” არის ამბავი ბედისწერაზე, მეხსიერებაზე, სიყვარულსა და დანაკარგზე.
მკვლელი მწერლები
19,95 ₾მწერალი და მკვლელი თითქოს ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი ცნებები უნდა იყოს, თუმცა ლიტერატურის ისტორიას კარგად ახსოვს მწერლები, რომლებსაც კალმის ნაცვლად იარაღი ხელში არაერთხელ აუღიათ.
შოთა იათაშვილი დოკუმენტური ჰორორის ჟანრში დუელიანტების, სამხედრო დამნაშავეებისა და შურისმაძიებლების, მძარცველებისა და თაღლითების, მანიაკებისა და კანიბალების, შემდგარი და ვერშემდგარი მკვლელების შესახებ მოგვითხრობს.
“მკვლელი მწერლები” ერთდროულად დოკუმენტური ანთოლოგიაცაა და ინტელექტუალური პროვოკაციაც – ხელოვნების, შემოქმედებითობის ყველაზე ბნელ კუნჭულებში შეჭყიტვის მეტად წარმატებული მცდელობა.
რაც უნდა დუმილით მეთქვა
5,00 ₾კურთხეულ იყოს ადამიანის მაძიებელი გონება, მისი მარად დაუოკებელი ჟინი შეუცნობელში შეღწევისა. ვინ იცის, სად გადის, ჩვეულებრივი გონებისთვის მოუხელთებელ რომელ მერიდიანზე ადამიანის მოდგმის შესაძლებლობათა ზღვარი…” – ზურაბ ცხონდია.
ვესტიმენტარული მოდა პოსტსაბჭოთა საქართველოში
50,00 ₾ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მოდა როგორც რთული სოციალურ-კულტურული ფენომენი არ არის სათანადოთ შესწავლილი. ჩემი წიგნი ამ პრობლემის შევსებაზეა მიმართული – მოდის თეორიის ზოგად კონტექსტში მოცემულია ქართული პოსტსაბჭოთა მოდის პრაქტიკების სხვადასხვა ასპექტების ანალიზის მცდელობა.
პირველად, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, განიხილება მოდის თეორია როგორც ინტერდისციპლინარული სფერო.
წარმოდგენილია : პოსტსაბჭოთა ქართული მოდური პროცესის განვითარება იდენტურობისა და ვიზუალური რეპრეზენტაციის, აგრეთვე ინდივიდუალობის გამოხატვის კონტექსტში – მოდის თეორია, საბჭოთა მოდა, Casual, მოდის ლიბერალიზაცია, სუბკულტურული კოდი ტანსაცმელში, სტრატიფიკაცია, მოდური კოდი ტანსაცმელში, მომხმარებლობა, Fashion-ბიზნესი, დიზაინ-განათლება) ; ქართული მოდის ბაზარი მისი ძირითადი პრობლემების კონტექსტში, როგორც მოვლენა, რომელიც იმყოფება ჩამოყალიბების სტადიაში თავისი სპეციფიკური კანონზომიერებებით, მოცემულია რეკომენდაციები ; წარმოდგენილია პოსტსაბჭოთა ქართული დიზაინერული განათლების ავტორისეული კონცეფციის ჩამოყალიბების პირველი მცდელობა (2013 წლიდან)
ღამისთევა ფინეგანისათვის
29,95 ₾ჯეიმზ ჯოისის უკანასკნელი რომანი „ღამისთევა ფინეგანისათვის“ რევოლუციური შედევრია, რომელზეც ავტორი 17 წელი მუშაობდა და 60-მდე ენა გამოიყენა. „მეხუთე სახარებად“ წოდებული რომანის მთავარი სირთულე, მრავალენოვანობის გარდა, უხვი ალუზია-რემინისცენციები და სიტყვათა ვირტუოზული თამაშია. რომანს ხშირად „ღამის წიგნად“ მოიხსენიებენ, რადგან მოქმედება ღამით ხდება, როდესაც ადამიანის არაცნობიერი განსაკუთრებით ბნელი, ბუნდოვანი და შეუცნობელია. „რა ხდება ძილის დროს, სიზმარში – აი, რისი გადმოცემა მსურს“, – წერდა ჯოისი.
ჯეიმზ ჯოისმა თავის Magnum opus-ის სათაურში მრავლობითით გამოიტანა გვარი Finnegans – რაც მიუთითებს, რომ თითოეული ჩვენგანი ცალ-ცალკე და ყველანი ერთად ვართ „ფინეგანები“, რომელთაც აღდგომა-განახლებისთვის დაცემა და სიკვდილი უნდა განვვლოთ. ფინეგანის გაცოცხლება ირონიულ-პაროდიულია, რადგან სხვადასხვა რელიგიასა და მითოლოგიაში მკვდრეთით ღმერთები/გმირები აღდგებიან, ხოლო ჯოისის რომანის პერსონაჟი ამაღლებული საწყისისგან შორსმყოფი ერთი ჩვეულებრივი ლოთი, გახრწნილი კაცია. ფინეგანი ყველა დაცემული ღმერთი, ადამიანი და მითური გმირია, რომელთა აღდგომას ელის კაცობრიობა. „ღამისთევა ფინეგანისათვის“ ერთადერთი რომანია, რომელიც დღემდე არ თარგმნილა და პირველად გამოიცემა ქართულად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯეიმზ ჯოისის კვლევასა და თარგმნას დიდი ტრადიცია აქვს. ამ უკანასკნელს გასული საუკუნის 70-იან წლებში ნიკო ყიასაშვილმა ჩაუყარა მყარი საფუძველი.
თარგმნილია ჯოისის ყველა ნაწარმოები, ზოგიერთი მათგანი („დუბლინელები“, „ჯაკომო ჯოისი“) – რამდენჯერმეც კი
თეთრი ღამეები
24,95 ₾ურშულა ჰონეკის ეს ორიგინალური, ცალკეული მოთხრობებისგან შემდგარი რომანი, რომელიც პრესტიჟული პრემიის, „კონრადის“ ლაურეატი გახდა, პოლონეთის ერთ-ერთი განაპირა პროვინციის ბინადარ ადამიანებზე მოგვითხრობს – სინათლისა და სიბნელის გზაგასაყარზე მცხოვრებ, ჩუმ, შეუმჩნეველ ადამიანებზე, რომელთაც, ავტორისავე სიტყვებითვე რომ ვთქვათ, არასოდეს მისცემიათ საკუთარ ხვედრზე ლაპარაკის შესაძლებლობა.
მწერალი ფრთხილად, სულიერი სიფაქიზითა და სინაზით უახლოვდება თავის გმირებს, თანაგრძნობით აკვირდება მათ ყოფას, სულით ხორცამდე ითავისებს ამ ადამიანთა ერთი შეხედვით უინტერესო, მოსაწყენ ყოველდღიურობას და ბევრ ისეთ რამეს ხედავს და განიცდის, რაც სხვებისთვის უხილავი და შეუმჩნეველი რჩება. ისინიც, თითქოს მისი ჩუმი თანაგრძნობით მოხიბლულნი, დაუფარავად უზიარებენ გულისნადებს, სხვისთვის, ზოგჯერ საკუთარი თავისთვისაც, გაუმხელელ სურვილს, ოცნებას, სასოწარკვეთას, შიშსა და ტკივილს.
წიგნში შესული თითოეული მოთხრობა მარტოხელა ადამიანთა ან ოჯახების ცხოვრებაში მცირე ხნით შეღებული კარია, რომელსაც, ალბათ, თავიდანვე აჯობებს, გვერდი აუარო (ცხადია, თუ ამას მოახერხებ), მაგრამ თუ სულმა წაგძლია და ერთხელ მაინც შეიჭყიტე შიგნით, იქაურ გარემოს თვალს ვეღარ მოწყვეტ და ნანახის დავიწყებაც გაგიჭირდება.
ლიტერატურას აქვს უდიდესი უნარი იმისა, რომ სასტიკ რეალობაშიც სილამაზე გაპოვნინოს. ურშულა ჰონეკის ეს კრებული სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია.
კაიროსი
29,95 ₾ჯენი ერპენბეკის „კაიროსი“, ერთი მხრივ, პოეტური ენით დაწერილი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც სქესის, ასაკობრივ თუ კლასობრივ კავშირებს იკვლევს. ამავე დროს სიყვარულის ბნელი მხარეების წარმოჩენასაც არ უშინდება და ძალაუფლების, თანადამოკიდებულების, ეროსის შრეებს საოცარი სიზუსტითა და სიმამაცით აშუქებს.
რომანი ერთი ქვეყნის, მისი იდეოლოგიის და ამ იდეოლოგიაში მცხოვრები განწირული საზოგა დოების ფაქიზ და მკაფიო ანალიზს გვთავაზობს. სრულიად განსხვავებული პერსპექტივით მოგვითხრობს ბოლო პერიოდის აღმოსავლეთ
გერმანიის (გდრ) შესახებ. დიდი ოსტატობით გვიყვება იმაზე, თუ რაოდენ პოლიტიკურია ყველაფერი, რასაც ჩვენ პირადს ვეძახით და როგორ წამლავს ტყუილზე, ძალაუფლების შენარჩუნებასა და ადამიანების კონტროლზე დაფუძნებული რეჟიმი ყველაზე სანატრელს და ძვირფასს, რაც ჩვენ, ადამიანებს, გვაბადია:სიყვარულს.