Showing all 5 resultsSorted by latest

დაუსრულებელი

30,00 

დევიდ გოგინსის მემუარულმა ბესტსელერმა „ვერ გამტეხ”” მსოფლიოს დაანახვა, რამდენად ულევია ადამიანის პოტენციალი – არადა, ეს მხოლოდ შესავალი იყო გონების ნამდვილი ძლევამოსილების აღმოჩენის გზაზე. „დაუსრულებელში” გოგინსი მკითხველს ეპატიჟება საკუთარ „გონების ლაბორატორიაში”” — იქ, სადაც ჩამოაყალიბა ფილოსოფია, ფსიქოლოგიური მიდგომები და პრაქტიკული სტრატეგიები, რომლებმაც დაანახვა, რომ საკუთარი შესაძლებლობების დასასრულად მიჩნეული ზღვარი სინამდვილეში, მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან სიდიადისკენ სწრაფვა არასოდეს სრულდება. ეს გულწრფელი, მოურიდებელი და შთამბეჭდავი მოგონებების წიგნი მხოლოდ ისტორიების კრებული არ გეგონოთ — ეს არის პრაქტიკული გზამკვლევი მათთვის, ვისაც სურთ ცხოვრების ყველაზე დაბალი წერტილიდან იმ სიმაღლეებზე აიჭრან, რომლებიც ოდესღაც მიუღწეველი ეგონათ. თუ გრძნობ, რომ ცხოვრების გზას აცდი, თუ გსურს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება ან მზად ხარ გაარღვიო ის უხილავი „შუშის ჭერი””, რომელიც შენ წინ აღმართულა, „დაუსრულებელი”” სწორედ ის წიგნია, რომელიც ამ გზაზე ყველაზე მეტად გამოგადგება.

გახდი ცვლილების მომტანი

19,95 

“ეს მოტივაციური გზამკვლევი გაძლევთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც გჭირდებათ, რომ გადადგათ შემდეგი ნაბიჯი, გახდეთ უფრო გამბედავი და გაზარდოთ თქვენი, როგორც ლიდერის გავლენა— ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. „გახდი ცვლილების მომტანი“ მოქმედებისკენ მოწოდებაა. წიგნი გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ცვლილების ლიდერობა იმისათვის, რომ შევცვალოთ ჩვენი კარიერა, საზოგადოება და, საბოლოოდ, მთელი სამყაროც. UC Berkeley-ის გამორჩეული პროფესორი ალექს ბუდაკი ამ ხელმისაწვდომ და შთამაგონებელ გზამკვლევში აერთიანებს წარმატებული ცვლილების მომტანების გამოცდილებას და გვიზიარებს იმ მთავარ აზროვნებით ჩარჩოებსა და ლიდერულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია ცვლილების დასაწყებად და რეალური გავლენის მოსახდენად — როლის, სფეროსა თუ იერარქიის მიუხედავად. მონაცემებზე დაფუძნებული იდეებისა და მრავალფეროვანი, შთამაგონებელი ისტორიების შერწყმით, ბუდაკი დამაჯერებელ არგუმენტს გვთავაზობს: ცვლილების მომტანობა არ არის მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანთა პრივილეგია — ეს არის იდენტობა, რომლის არჩევაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. “

ბრენდის უფსკრული

16,95 

როგორ შევამციროთ ბიზნესსტრატეგიასა და დიზაინს შორის არსებული მანძილი? იშვიათია ასეთი თხელტანიანი წიგნი, რომელშიც ამდენი იდეაა თავმოყრილი… საკონფერენციო ოთახებში გამოსაყენებელი ვიზუალური საკომუნიკაციო ელემენტების დახმარებით, ნიუმაიერი წარმოგვიდგენს ბრენდინგის პირველ უნიფიცირებულ თეორიას ხუთი დისციპლინის ნაკრებს, რომელიც კომპანიებს ბრენდის სტრატეგიის შემუშავებასა და მის განხორციელებას შორის ხშირად გაჩენილი უფსკრულის გადალახვაში დაეხმარება. ვისაც კი ბრენდინგზე გარკვეული წარმოდგენა აქვს, მისთვის ეს წიგნი შთაგონების წყაროდ იქცევა, ხოლო ვისაც უბრალოდ სურს, ეს კონცეფცია უკეთ გაიგოს, უეცრად „გონებას გაუნათებს“. ეს წიგნი ორგანიზაციაში ყველასთვის ხელმისაწვდომად აქცევს ალბათ ყველაზე ძლიერ ბიზნესინსტრუმენტს, რომელიც კი ელექტრონული ცხრილების შემდგომ შექმნილა. ეს პირველი წიგნია ბრენდინგზე, რომელიც ერთდროულად ორიგინალურიც არის და რელევანტურიც. რიკ გრეფი, დიზაინერების პროფესიული ასოციაციის, AIGA-ს, აღმასრულებელი დირექტორი წაიკითხეთ, სანამ თქვენი კონკურენტები დაგასწრებენ.