ასია დარბინიანი
P/F
10,90 ₾არამ პაჩიანი თანამედროვე სომეხი ავტორია, არაერთი ეროვნული და უცხოური პრემიის მფლობელი (მათ შორისაა ევროკავშირის პრიზი ლიტერატურისთვის). მისი პირველი რომანი – „ნახვამდის, ჩიტო“ – 2012 წელს თავის სამშობლოში ბესტსელერი გახდა და დღემდე ინარჩუნებს ამ სტატუსს.
2020 წელს გამოქვეყნებული P/F არამ პაჩიანის ერთ-ერთი უახლესი ნაწარმოებია – ფრაგმენტული, ექსპერიმენტული რომანი, რომელიც ჩანახატების კრებულს მოგვაგონებს. პოეტური სახეებითა და ახალი სიტყვებით გაჯერებულ ტექსტში დიდი ადგილი უკავია ძველი და ახალი ერევნის, მთხრობელის მოგონებებისა თუ აწმყოს შთაბეჭდილებების უჩვეულო სინთეზს. პროტაგონისტი, მეტსახელად P/F ქალაქის ქუჩებში მიუძღვის მკითხველს, ყურადღებას უმახვილებს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებზე, პარალელურად კი ადამიანური გრძნობების ქაოსში ხვევს. მთხრობელის ცნობიერების ნაკადი საბოლოოდ ქალაქის წიაღში ჩაკარგულ, ღვთისგან დავიწყებულ მდინარე გეტარს ერთვის, რომელიც, ავტორის შეხედულებით, სიცოცხლეს განასახიერებს.
ანტიმიმინო
12,95 ₾არმენ ოჰანიანის კრებულში „ანტიმიმინო“ არცერთი მოთხრობა მეორეს არ ჰგავს: ზოგი აუღელვებლად გვიყვება გრძელ ამბებს, ზოგი აზრიდან აზრზე დახტის, მუსიკალური და პოეტური სახეებით ჟონგლიორობს, თამაშობს კლასიკოსი მწერლების ციტატებით, ზღაპრებს, კომპიუტერულ თამაშებსა თუ თანამედროვე პოლიტიკოსთა გამოსვლებს ერთმანეთში ურევს… და ამ წიგნში ეს ყველაფერი, ჭეშმარიტად პოსტმოდერნისტული გაგებით, თანაბრად მნიშვნელოვანია. ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა თანამედროვე სომხური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტორს, რომელიც გამუდმებით ცდილობს, საბჭოეთის დროს სომხეთის შესახებ შექმნილი მითები და კლიშეები დაანგრიოს და დაუნდობელი თვითირონიისა და ბასრი იუმორის გრძნობის წყალობით ახერხებს, დაგვანახოს ისეთი სომხეთი, როგორიც არასოდეს გვინახავს