გივი კიკილაშვილი
დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი
25,90 ₾„დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ (1861) ფიოდორ დოსტოევსკის (1821- 1866) პირველი რომანია, რომელიც მან კატორღიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა. მთხრობელი ახალგაზრდა ლიტერატორია, ივანი, რომელსაც ავტორმა თავისი ბიოგრაფიის კონკრეტული შტრიხები უსახსოვრა, თუმცა ზუსტი ქრონოლოგიური ხაზის აღდგენა რთულია.
რომანი სოციალურ უთანასწორობაზეა _ როგორ ილახება ინდივიდის ბედი და თავმოყვარეობა, როცა საშუალო და დაბალი ფენის ადამიანებს ეგოიზმითა და ცინიზმით, გონებითა და ფულით აღჭურვილი გარეწარი უპირისპირდება.
რომანში ორი სიუჟეტური ხაზია, რომლებიც მოულოდნელად იკვეთება და აჩენს გარკვეულ ინტრიგას, რაც მთელ ტექსტს მიყვება და ითრევს მკითხველს.
ავტორი, რა თქმა უნდა, დამცირებულებისა და შეურაცხყოფილების, პატარა ადამიანების მხარესაა. ისინი უძლურნი არიან დიდი, დამანგრეველი ძალის პირისპირ, თუმცა მორალური გადარჩენის შესაძლებლობა მაინც რჩებათ, რადგან დოსტოევსკისეული ქრისტიანული ხედვა ყოველთვის ინდივიდის პირადი ძალისხმევისკენაა მიმართული.
გადარჩებიან თუ ვერა დოსტოევსკის დამცირებული და შეურაცხყოფილი გმირები, მაშინ როცა ბოროტების დამარცხების საშუალება მათ არა აქვთ? ღრმა თანაგრძნობითა და სიყვარულით დაწერილი ეს რომანი ამ კითხვაზეც იძლევა პასუხს.