გიორგი ხარაიშვილი
ყვითელსახა
18,95 ₾რ. ფ. კუანგის რომანი „ყვითელსახა“ არის სატირული რომანი ლიტერატურის ინდუსტრიის, ინტელექტუალური საკუთრების მიტაცებისა და იდენტობის კრიზისის შესახებ. რომანის მთავარი გმირია ახალგაზრდა მწერალი ქალი, ჯუნი ჰეიუარდი, რომელსაც საგამომცემლო სივრცეში ფეხის მოკიდება უჭირს, განსხვავებით მისი ყოფილი კურსელის, კრიტიკოსებისა და გამომცემლების ფავორიტად ქცეული ავტორის, აზიური წარმოშობის ათენა ლიუსაგან, რაც ჯუნიში შურსა და უკმაყოფილებას აღვივებს. მოულოდნელი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ჯუნი ათენას დაუმთავრებელ ხელნაწერს იგდებს ხელში, ტექსტში მცირე ცვლილებები შეაქვს და საკუთარი სახელით — ჯუნიპერ სონგის ფსევდონიმით — გამოსცემს. წიგნი დიდ წარმატებას მოიპოვებს, თუმცა ავტორობის შესახებ ეჭვები და ჯუნიზე სოციალური მედიის ზეწოლა თანდათან უფრო იზრდება. რომანი დაძაბულობითა და ირონიით აჩვენებს, როგორ შეიძლება წარმატების სურვილმა ადამიანს მორალური საზღვრებისთვის გადააბიჯებინოს და როგორ იქცევა სიმართლე, ავტორობა და იდენტობა თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში მწვავე დაპირისპირების საგნად.
მოთხრობები
24,95 ₾ედგარ ალან პო — ამერიკელი მწერალი, ესეისტი, გოტიკური ტრადიციის ერთ-ერთი უდიდესი გამგრძელებელი და, ამავე დროს, ინოვატორი — კლასიკურ გოტიკას ახალ, ფუნდამენტურად განსხვავებულ განზომილებაში აქცევს. თუ ადრეული გოტიკა ხშირად ემყარებოდა გარეგნულად შემზარავ გარემოსა და ზედაპირულ შიშებს, პოს შემოქმედებაში ეს ატმოსფერო გმირების შიდა, ფსიქოემოციური ტრავმებისა და ცნობიერების რღვევის გამომსახველ ხერხად იქცევა. მისთვის მისტიკა აღარ არის მხოლოდ საშიშ ამბავთან დაკავშირებული ეფექტი — იგი ადამიანური იდენტობის ჩამოშლის, შინაგანი ქაოსისა და დაუდგენელი სიმართლის ინტელექტუალური გამოხატულება ხდება. პოს სპეციალურ გამოცემაში შეკრებილია მწერლის 15 მოთხრობა, რომელთა ახალი ქართული თარგმანი მკითხველს ავტორის მწერლური ოსტატობისა და სტილის უკეთ გაცნობის საშუალებას მისცემს.
ოქტომბრის ერთ ეულ ღამეს
27,95 ₾“„ოქტობრის ერთ ეულ ღამეს“ ფანტასტიკური და იდუმალი სამყაროს კარიბჭე გაიხსნება და მკითხველი ალუზიების, ჯადოსნობის, მისტიკის, იუმორისა და ლიტერატურული მითების ნაირფერ სამყაროში აღმოჩნდება. ეს წიგნი ჰელოუინისთვის არის დაწერილი – სავსე მისტიკური ატმოსფეროთი, კაშკაშა ირონიითა და მაგიური ისტორიებით; ამ ამბის ყოველი გმირი საიდუმლოს მალავს, ხოლო ყოველი ღამე ახალი გამოცდის დასაწყისია… დიდი შერკინება ახლოვდება ბნელი კარიბჭის გამხსნელებსა და დამხურავებს შორის, მაგრამ მანამდე უნდა გაირკვეს, ვინ გამღებია და ვინ დამხურავი. ამის გასარკვევად მთხრობელს – ერთგულ, გონებამახვილ, ზოგჯერ ბრაზიან ძაღლს უნდა დაემგზავროთ ლონდონის მრავალსუნიან და ნისლიან გარეუბნებში, დღისით თუ ღამით… თუმცა, უფრო ღამით. უნდა შეხვდეთ იდუმალ, თუმცა ნაცნობ პერსონაჟებს (თქვენ აუცილებლად ამოიცნობთ მათ), რომლებიც ამ ამბავში თავ-თავიანთ შინაურ ცხოველებთან ერთად მონაწილეობენ. ჰელოიუნის ღამე ახლოვდება და… მაშ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება როჯერ ზელაზნის მისტიკურ და ჯადოსნურ სამყაროში!
ხვალ და ხვალ და ხვალ
16,95 ₾“ზამთრის ერთ სუსხიან დღეს ბავშვობის მეგობრები ვიდეოთამაშის შექმნას გადაწყვეტენ. ასე იწყება მათი თანამშრომლობა ვიდეოთამაშების დიზაინის რთულ და მშვენიერ სამყაროში, რომელიც ბარიერებითაა აღსავსე. სირთულეებითაა დატვირთული როგორც თავად ვიდეოთამაშის შექმნის პროცესი, ისე ორ ამბიციურ ხელოვანს შორის ურთიერთობა, რომელიც ხანდახან ტოქსიკურობის ზღვარს სცდება. ეს არის ამბავი ერთდროულად ვიდეოთამაშებსა და შექსპირზე, ტრაგედიებსა და „ილიადაზე“, პიროვნულ მეგობრობასა და საქმიან დაპირისპირებაზე. წიგნი დააინტერესებს ყველას, იმის მიუხედავად, ხშირად თამაშობენ ვიდეოთამაშებს თუ ცხოვრებაში ერთხელაც არ უცდიათ.”