დავით კაკაბაძე
სახლი დომინიკისათვის
19,00 ₾„სახლი დომინიკისთვის“ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 37 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპული უკრაინელი მწერლის, ვიქტორია ამელინას მეორე რომანია. მასში მოთხრობილია ლვოვში მცხოვრები გარუსებული უკრაინული ოჯახის დრამატული მოვლენებით აღსავსე ამბავი, რომელიც, თავად ავტორის აღიარებით, ავტობიოგრაფიულ ელემენტებსაც შეიცავს. რომანში იდენტობის ძიების პროცესი უკავშირდება ავტორის მშობლიური ქალაქის წარსულს, მის დაკარგულ ებრაულსა და პოლონურ მემკვიდრეობას. მთხრობელად კი გვევლინება, არც მეტი, არც ნაკლები… პუდელი, სახელად დომინიკი. ეს ხერხი საშუალებას აძლევს ავტორს, მოვლენები სრულიად მოულოდნელი, ხშირად კომიკური კუთხით დაგვანახვოს. დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, მას შემდეგ, რაც საკუთარი ბინიდან უყურა კიევის დაბომბვას, ვიქტორიამ „ტვიტერზე“ დაწერა: „ომია, როცა ვეღარ ადევნებ თვალს ახალ ამბებს და გლოვობ მეზობლებს, რომლებიც შენ მაგივრად დაიღუპნენ სულ რამდენიმე კილომეტრში.“
ლეიტენანტი გუსტლი
10,00 ₾ავსტრიელი პროზაიკოსი და დრა¬მა¬ტურგი არტურ შნიცლერი (1862-1931), განათლებით ექიმი, იშვიათი წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს სამედიცინო და სამწერლო მოღვაწეობას. 1880-იანი წლების მეორე ნახევარში გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობები და პიესები და მალე „იმპრესიონიზმად“ მონათლული ლიტერატურუ¬ლი მიმართულების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლადაც იქცა. მე-20 საუკუნის დამდეგს შნიცლერის შემოქმედებით დაინტერესება საქართველოშიც დიდი იყო. მისი რამდენიმე ნოველა ითარგმნა და დაისტამბა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში, ხოლო 1907 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა პიესა „ფერხული“. ნოველა „ლეიტენანტი გუსტლი“ შინაგანი მონოლოგის ტექნიკის ერთ-ერთი პირველი ძეგლია მსოფლიო ლიტერატურაში. იგი 1900 წელს დაიწერა – ჯეიმზ ჯოისის „ულისეზე“ 22 წლით ადრე.