სიყვარულის და ქორწინების ეზოთერული ფილოსოფია

20,00 

დიონ ფორჩუნის “სიყვარულისა და ქორწინების ეზოთერული ფოლოსოფია”, მისი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნაშორმია, სადაც იგი ქორწინებისა და სიყვარულის ოკულტურ მნიშვნელობას, სექსისა და პოლარობის პრინციპების გამოვლინებათა სახით აღწერს, როგორც უნივერსალურ ძალას, რომელიც სამყაროს უმაღლეს და უმდაბლეს სფეროებში თანაბრად ფუნქციონიბებს. ნაშრობში განხილული თემები მოიცავს სრულფოდილ ქორწინებას, სულთა შორის არსებულ “კარმულ კავშირებს”, ასევე იმას, თუ როგორც პოულობენ სულები თავიანთ მეწყვილეებს და რა იგულისხმება “ტყუპ სულებში.
წიგნი თანაბრად ეხება კონტრაცეპტივების, მასტურბაციისა და აბორტის თემებს, რომელიც ხშირად მოძველებულად საკითხებად ეჩვენებათ, მაგრამ ფორჩუნი საფუძვლად მტკიცე ეზოთერულ არგუმენტებს იყენებს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თანამედროვე მორალის ჭკუათმყოფელლობას.
ეს წიგნი აუცილებელ ინფორმაციას შეიცავს ოკულტიზმით და ეზოთერიზმით დაინტერესებული ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ასკექტით – სიყვარულით – არის დაინტერესებული.

რიცხვთა წიგნი

32,00 

რიცხვების მაგია ადამიანებს ჯერ კიდევ იმ დროიდან აღაფრთოვანებდა, როდესაც მან რიცხვების წინასწარმეტყველების ღრმა მნიშვნელობა და შინაარსი გაშიფრა. ნუმეროლოგიის მეცნიერება ხსნის რიცხვების ოკულტურ მნიშვნელობას, მათ გავლენასა და კავშირს ადამიანის ცხოვრებასთან, ასევე გვიჩვენებს, როგორ განვსაზღვროთ ჩვენთვის იღბლიანი და მნიშვნელოვანი რიცხვები, სახელისა და საცხოვრებელი ადგილის რიცხვითი მნიშვნელობები და ხელსაყრელი დროები მნიშვნელოვანი გარიგებებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად. კაიროს მიერ ახსნილი ნუმეროლოგიის სისტემა, მარტივად გასაგებია და არ საჭიროებს ჩახლართულ მათემატიკურ გამოთვლებს. ეს სრული, შეუმცირებელი და ავტორიზებული გამოცემა საშუალებას მოგცემთ თავად გახდეთ ნუმეროლოგი, მოიპოვოთ პოპულარობა და თავიდან აგარიდოთ შარლატანების, მაწანწალებისა და უპასუხისმგებლო წინასწარმეტყველებების ხრიკები.

არბატელი: ძველთა მაგიის შესახებ

18,00 

მაგიის შესაებ დაწერილ წიგნთა შორის, “არბატელი” მრავალი თვალსაზრისით უნიკალური ნაშორმია. ოკულტური ტექსტების უმრავლესობისგან განსხვავებით, იგი მკაფიო, ლაკონური და დახვეწილი სტილითაა დაწერილი.
არბატელის მაგია სავსეა საოცრებებით და თავისუფალია ავადსახსენებელი მუქარისგან, რომელიც, როგორც წესი, ასეთი თემატიკის ტექსტებს თან ახლავს. მაგრამ, არბატელი სულაც არ ეხება მხოლოდ მაგიას. იგი სავსეა ყოველდღიური, ცხოვრებისეული სიბრძნით, მოყვასისადმი დახმარების მოწოდებით, ასევე დადებითი, მადლიერი განწყობის აუცილებლობით და დროის გონივრულად გამოყენებით. რაც მთავარაია, არბატელი გვასწავლის ვიყოთ ყურადღებით, ვეძიოთ სასწაულები და ღვთის მიერ ბოძებული ტალანტი.
არბატელი თავდაპირველად ანონიმური ავტორის მიერ 1575 წელს გამოიცა ლათინურ ენაზე, შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში. იგი 1655 წელს რობერტ ტურნერის მიერ პირველად ითარგმნა ინგლისურ ენაზე.