ვახტანგ ჭელიძე
რომეო და ჯულიეტა
14,95 ₾მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე სახელგანთქმული შეყვარებულების, რომეოსა და ჯულიეტას, ხანმოკლე ვნებისა და ტრაგიკული აღსასრულის ამბავი ნებისმიერმა იცის, მაგრამ ბევრმა მხოლოდ მეორადი წყაროდან – ფილმიდან, სპექტაკლიდან, ადაპტირებული ვერსიიდან. პირველწყაროს ხელში ასაღებად მკითხველს ბევრი წინაღობის გადალახვა უწევს. ერთ-ერთი ფორმაა – „რომეო და ჯულიეტა“ პიესაა (და არა რომანი), თანაც ალაგ-ალაგ გალექსილი. სხვა წინაღობა ავტორია – შექსპირი კლასიკოსია (და არა თანამედროვე), ეს კი, უმეტესად, რთულ და მოსაწყენ საკითხავს მოასწავებს.
აღმოხდება მზე
19,90 ₾1926 წელს გამოცემული „აღმოხდება მზე“ ერნესტ ჰემინგუეის პირველი რომანი იყო და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ინგლისურ ლიტერატურაზე. ზოგიერთი ლიტერატურათმცოდნე ამტკიცებს, რომ მან შეცვალა რომანის წერის წესი. წიგნმა მსოფლიო აღიარება მოუტანა სან-ფერმინის ფესტივალს, რომელიც ესპანეთის ქალაქ პამპლონაში იმართება. ესაა რომანი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პარიზში მცხოვრებ ემიგრანტებზე, რომლებიც წარმოადგენენ „დაკარგულ თაობას“. მათი აზრით, ბავშვობაში ათვისებული ღირებულებები აღარაფერში არგიათ, ომმა ყველაფერი გადააფასა. პერსონაჟების უმრავლესობას ომი საკუთარი თვალით აქვს ნანახი ფრონტის ხაზზე და საკუთარ ტყავზე განცდილი, ომით გამოწვეულ მოუშუშებელ ტრავმებთან გამკლავებას კი ყველა თავისებურად ცდილობს: ზოგი კაფეებს სტუმრობს, ზოგი ღამის კლუბებში ცეკვავს, ზოგიც სვამს, ან კორიდას ესწრება, ან ბუნებაში განმარტოვდება… მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი თავდავიწყებაა, რადგან საკუთარ თავს ვერავინ ვერასდროს გაექცევა.
კომედიები
14,95 ₾აღორძინების ეპოქის დიდი დრამატურგის უილიამ შექსპირის კომედიები დღესაც აქტუალურია. მათი სიუჟეტი ჟანრობრივად თუ თემატურად განსხვავებულია, მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებს – მხიარულება და საინტერესო გმირები. შექსპირი ადამიანს შეახსენებს, რომ სიყვარული და სამართლიანობა ინტრიგებზე, სიხარბეზე, სიჯიუტესა და ბოროტებაზე ძლიერია, რომ საკუთარი ბედნიერების შემოქმედი თავად ჩვენ ვართ.