თამარ ლომიძე
მანგროს ტყის გადაკვეთა
19,95 ₾კუნძულ გვადალუპაზე ერთ-ერთი სოფლის იდუმალებით მოცულ მკვიდრს, ფრანსის სანშეს, მკვდარს პოულობენ. მისი სიკვდილი არავის უკვირს, რადგან მელანქოლიურ სანშეს თავად ჰქონდა საკუთარი აღსასრული ნაწინასწარმეტყველები; თუმცა ვინ იყო ის სინამდვილეში – კაცი, რომელიც ერთდროულად ასეთი მომხიბვლელი და ასეთი საძულველი იყო – არავინ იცოდა.
სანშეს პანაშვიდის მსვლელობისას, სოფლის მაცხოვრებელთა სამგლოვიარო სიტყვები და შინაგანი მონოლოგები, პაზლის ნაწილებივით, ნელ-ნელა მთლიან სურათს ქმნის. მარიზ კონდე დიდი ოსტატობით, ფრაგმენტულად ააშკარავებს იდუმალი გმირის პორტრეტსა და თავად სოფლის მაცხოვრებლების ფარულ ვნებებსა თუ სურვილებს.
მარიზ კონდე ფრანგი, წარმოშობით გვადალუპელი ავტორია, რომელსაც 2018 წელს ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „ალტერნატიული ნობელის” სახელით ცნობილი ახალი აკადემიის ჯილდო გადაეცა.
წერა
16,95 ₾„წერა“ მე-20 საუკუნის ფრანგი მწერლის, მარგერიტ დიურასის ლიტერატურული თეორიაა. ავტორი ამ ნაწარმოებით ერთგვარად აჯამებს საკუთარ შემოქმედებასა და მხატვრულ აზროვნებას, რაც იმავდროულად, მის ლიტერატურულ აღსარებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. აქ მწერალი წიგნის მნიშვნელობაზე, წერის თავისებურებებსა და შემოქმედებითი პროცესისადმი საკუთარ დაკვირვება-გამოცდილებებზე ჰყვება, თავისი აღქმა-შეფასებებით კი სრულიად განსხვავებულ წარმოდგენას გვიქნის წერის ხელოვნებაზე. „მგონია, ბევრი ადამიანი ვერ გადაიტანდა და გაექცეოდა იმას, რასაც აღვწერ. ალბათ ამიტომაა, რომ ყველა ვერ გახდება მწერალი. დიახ. ესაა განმასხვავებელი ნიშანი. ესაა სიმართლე. მეტი არაფერი. წერას ეჭვი გაწყებინებს. მწერლად ეჭვი გაქცევს.
ნიჭიერი მისტერ რიპლი
22,95 ₾ნიუ-იორკის თავბრუდამხვევ სამყაროში ახლად აღმოჩენილი მომხიბვლელი და ამბიციური ტომ რიპლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ტომს მდიდარი ოჯახი იტალიაში გაგზავნის. მისი მთავარი მისიაა, ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე, უდარდელი, მომნუსხველი და თავზეხელაღებული დიკი გრინლიფი შინ დააბრუნოს.
იტალიიის პეიზაჟებითა და დიკის ცხოვრებით თავბრუდახვეული ტომისთვის, ერთი შეხედვით, უწყინარი აღფრთოვანება მალე მომაკვდინებელ აკვიატებად იქცევა. სასოწარკვეთილი და, ამავე დროს, გონებამახვილი, ტომ რიპლი თავის დასამკვიდრებლად ნებისმიერ ფასს გადაიხდის, მაშინაც კი, თუ საწადლის მისაღებად მკვლელობის ჩადენა მოუწევს.
“ნიჭიერი მისტერ რიპლი” – ეს არის რომანი შიშზე, მანიპულაციაზე, ტყუილზე, მომაკვდინებელ ამბიციებსა და აკრძალულ ვნებაზე. პატრიშია ჰაისმითი მკითხველს თავსატეხს უჩენს, ამოხსნას პერსონაჟი, რომელიც არასდროსაა ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ, რომ იყოს.
ნიცშე რომ ნარვალი ყოფილიყო
22,95 ₾ნიცშე ფიქრობდა, რომ ცხოველები სიამოვნებასა და ტანჯვას ისევე ღრმად არ განიცდიან, როგორც ჩვენ, რადგან მათ ინტელექტი არ აქვთ. ნიცშეს ცხოვრება კი გვასწავლის, რომ მეტისმეტად ღრმა აზროვნება სულაც არაა ყოველთვის სასარგებლო.
როგორც ნიცშე ამბობდა, ცხოველისგან განსხვავებით ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ მის არსებობას რაღაც მიზანი აქვს, თუმცა, ამგვარ ხედვას უბედურების მეტი არაფერი მოაქვს. ცხოველებს მიზეზშედეგობრივი დასკვნების გამოტანა არ სჭირდებათ, რადგან ისინი ასოციაციური განსწავლის ძალას ფლობენ – მაგალითად, მტრედები უკეთესი რადიოლოგები არიან მათი ასოციაციური განსწავლის უნარის დამსახურებით.
რა არის ინტელექტი? რა არის კარგი ადამიანის ინტელექტში? რა მოხდებოდა, ნიცშე რომ უფრო მარტივი ცხოველი ყოფილიყო? რა მოხდებოდა, მას რომ ყოფიერების არსზე დაფიქრება არ შესძლებოდა? არის თუ არა ჩვენი გონება ევოლუციის საბოლოო მიღწევა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხით, მეცნიერი ჯასტინ გრეგი ამტკიცებს, რომ ყველა ცხოველს აქვს ცნობიერება და სუბიექტური გამოცდილება; ისინი აღიქვამენ დროს და სახავენ სამომავლო გეგმებს, თუნდაც ეს გეგმები რამდენიმე წამს მოიცავდეს.
ახალი ფილოსოფიის მოკლე კურსი დეკარტიდან ვიტგენშტაინამდე
22,95 ₾ბრიტანელი ფილოსოფოსისა და მრავალი წიგნის ავტორის როჯერ სკრუტონის (1944 – 2020) „ახალი ფილოსოფიის მოკლე ისტორია“ ვრცელ პერიოდს მოიცავს და მასში წარმოდგენილია დასავლური ფილოსოფიის ყველა მთავარი მოაზროვნე, დეკარტით დაწყებული და ვიტგენშტაინით დამთავრებული. ავტორი განიხილავს დეკარტის, სპინოზას, ლაიბნიცის, ჰობსის, ლოკის, ბერკლის, ჰიუმის, კანტის, ჰეგელის, შოპენჰაუერის, კირკეგორის, მარქსის, ნიცშეს, მილის, ფრეგეს, ჰუსერლის, ჰაიდეგერის, ვიტგენშტაინის, ასევე სხვათა მოსაზრებებს და აცნობს მკითხველს ძირითად იდეებსა და არგუმენტებს, რომლებმაც განაპირობა თანამედროვე ფილოსოფიის ჩამოყალიბება. „მოკლე ისტორია“ დიდებული გზამკვლევია ყველასთვის, ვინც ფილოსოფიის ისტორიით ან ზოგადად ამ საგნითაა დაინტერესებული.
ევროპის დაბადება
24,95 ₾ევროპის დაბადება – ამ საეტაპო ნაშრომში ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი გამოჩენილი ფრანგი მედიევისტი ჟაკ ლე გოფი თანამედროვე ევროპის წარმოშობის საფუძვლებს იკვლევს. ავტორი, პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული ცვლილებების შესახებ ისტორიული წყაროების ანალიზსა და ღრმა განსჯაზე დაყრდნობით გვიხსნის, როგორ ჩამოყალიბდა შუა საუკუნეებიდან თანამედროვე ევროპის სტრუქტურები და მახასიათებლები.
ლე გოფი სიღრმისეულად განიხილავს ევროპული კონტინენტის ათსაუკუნოვან პერიოდს: ინსტიტუციების, იდეებისა თუ ხალხთა ურთიერთობების მნიშვნელობას, რამაც დღევანდელი ევროპის არსი და რაობა განაპირობა.
ისტორიისა და პოლიტიკური რეფლექსიის გამაერთიანებელი ამომწურავი ნაშრომი საშუალებას გვაძლევს, წარსულის პრიზმაში გავიაზროთ ევროპული სამყაროს განვითარების პერსპექტივები და სამომავლო გამოწვევები.